Search Course
Search through all lessons and sections in this course
Searching...
No results found
No matches for ""
Try different keywords or check your spelling
ბიბლიური ევანგელიზმი და მოწაფეობა
Course Description
ამ კურსში მოცემულია ბიბლიური პრინციპები, რომლით ხელმძღვანელობაც შესაძლებელია მახარბელობის (ანუ ევანგელიზაციის) მეთოდებში. ის აღწერს მახარებლობის ფორმებს და გთავაზობთ გაკვეთილებს, რომლებიც უნდა გამოიყენოთ ახალმოქცეულთა მომოწაფებისთვის.
Introduction
ეს კურსი არის ინსტრუმენტი, რომელიც დაეხმარება ეკლესიას თავისი მისიის შესრულებაში. კურსი ხაზს უსვამს ადგილობრივი ეკლესიის ცენტრალურობას და აჩვენებს, რომ სახარება არის ეკლესიის მისია და რომ სახარების ბუნებამ უნდა ჩამოაყალიბოს ეკლესია. სახარების საფუძვლების ახსნით, ის ასწორებს თანამედროვე მეთოდების ზოგიერთ შეცდომებს, რომლებსაც ცოდვილი არ მიჰყავს ჭეშმარიტ მობრუნებამდე და ქრისტიანულ ცხოვრებამდე. სტუდენტი აღიჭურვება თავისი მსახურების გასავითარებლად.
კურსის გაკვეთილების უმეტესობა შეიძლება ისწავლებოდეს როგორც დასრულებული თემები სხვადასხვა ჯგუფებისთვის. მაგალითად, გაკვეთილი შეიძლება გამოყენებულ იქნას სახარების წარმოდგენის მეთოდის სწავლებისთვის.
ამ კურსზე სტუდენტები ისწავლიან როგორ აღზარდონ მოწაფეები. Shepherds Global Classroom-მა შექმნა მოწაფეობის რესურსი სპეციალურად ახალმოქცეულებისთვის გამოსაყენებლად. მოწაფეობის გაკვეთილების ეს წიგნი, „მოწაფეობის განვითარების გაკვეთილები", შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ shepherdsglobal.com-დან. მოწაფეობის განვითარების გაკვეთილების 26- ე გაკვეთილიდან თითოეული მოიცავს მასწავლებლის სახელმძღვანელოს და სტუდენტის გვერდებს.
ახსნა-განმარტებები და მითითებები კლასის ლიდერებისთვის
კლასის ლიდერებისთვის მინიშნებებში შედის კურსის განმავლობაში გაკვეთილების კონკრეტული ნაწილების მიმართულებები. ისინი დახრილია.
სადისკუსიო კითხვები და კლასში აქტივობები მონიშნულია სიმბოლოთი - ►. სადისკუსიო კითხვებზე კლასის ხელმძღვანელმა უნდა დაუსვას შეკითხვა და მისცეს სტუდენტებს პასუხის გაცემის საშუალება. არ არის აუცილებელი, რომ კითხვას ამომწურავი პასუხი გაეცეს დისკუსიის მსვლელობისას. კითხვაზე პასუხს გასცემს გაკვეთილის მასალა. თუ, ჩვეულებრივ, ერთი და იგივე სტუდენტი პასუხობს პირველი, ან თუ ზოგიერთი სტუდენტი დუმს, ლიდერს შეუძლია შეკითხვა დაუსვას სახელდობრ: „იგორ, როგორ უპასუხებ ამ კითხვას?”
ყოველი გაკვეთილი მთავრდება დავალებებით. ისინი უნდა შესრულდეს და წარდგენილ იქნას შემდეგი გაკვეთილის დაწყებამდე. თუ სტუდენტმა ვერ შეასრულა დავალება, მას შეუძლია ამის გაკეთება მოგვიანებით. თუმცა, ლიდერმა უნდა წაახალისოს სტუდენტები დაიცვან განრიგი, რათა მათ მეტი ისწავლონ კლასში.
სტუდენტები შეასრულებენ, რამდენიმე სახის წერილობით დავალებას. როგორც წესი, კლასის ხელმძღვანელმა უნდა შეაგროვოს წერილობითი დავალებები გაკვეთილის დასაწყისში. (ორი დავალება (გაკვეთილი 6, დავალება 1 და გაკვეთილი 14, დავალება 1) არ საჭიროებს ჩაბარებას, მხოლოდ მოხსენებას.)
სტუდენტები ასევე გააცნობენ სახარებას ბევრ ადამიანს კლასში ნასწავლი მეთოდების გამოყენებით. ყოველი ასეთი წარდგენის შემდეგ ისინი დაწერენ თავიანთი გამოცდილების შესახებ და კლასში გაუზიარებენ, თუ როგორ წარიმართა ეს შეხვედრები. ისინი ასევე მოამზადებენ მახარებლურ ქადაგებას უფროსებისთვის და გაკვეთილს ბავშვებისთვის. ამ კურსში არის ორი ტესტი, მე-5 და მე-10 გაკვეთილებში. სტუდენტებმა უნდა დაწერონ პასუხები დამახსოვრებულიდან, მასალის ნახვის ან ერთმანეთთან საუბრის გარეშე. კლასის ლიდერისთვის პასუხის გასაღები არ არის მოცემული, რადგან ყველა პასუხი ადვილად იძებნება გაკვეთილის ტექსტში.
მე-13 გაკვეთილი მოიცავს ინსტრუქციებს სახარების ბროშურების გავრცელებისთვის. სტუდენტებმა უნდა იცოდნენ, სად მიიღონ ბროშურები გასავრცელებლად. თუ შესაძლებელია, მიიტანეთ მარაგი ამ გაკვეთილისთვის.
თუ სტუდენტს სურს მიიღოს სერტიფიკატი Shepherds Global Classroom-სგან, ის უნდა ესწრებოდეს გაკვეთილებს და შეასრულოს დავალებები. კურსის ბოლოს მოცემულია ფორმა დასრულებული დავალებების ჩასაწერად.
Ready to Start Learning?
Choose a lesson to begin your journey through this course.
Course Lessons
Print Course
SGC exists to equip rising Christian leaders around the world by providing free, high-quality theological resources. We gladly grant permission for you to print and distribute our courses under these simple guidelines:
- No Changes – Course content must not be altered in any way.
- No Profit Sales – Printed copies may not be sold for profit.
- Free Use for Ministry – Churches, schools, and other training ministries may freely print and distribute copies—even if they charge tuition.
- No Unauthorized Translations – Please contact us before translating any course into another language.
All materials remain the copyrighted property of Shepherds Global Classroom. We simply ask that you honor the integrity of the content and mission.
Questions? Reach out to us anytime at info@shepherdsglobal.org
Order Physical Course
ბიბლიური ევანგელიზმი და მოწაფეობა
Total
$21.99Download Course
By submitting your contact info, you agree to receive occasional email updates about this ministry.
Additional Files
Audio Course Downloads
ბიბლიური ევანგელიზმი და მოწაფეობა
Download audio files for offline listening
No audio files are available for this course yet.
Check back soon or visit our audio courses page.
Share This Course
ბიბლიური ევანგელიზმი და მოწაფეობა
Share this free course with others