მინიშნება კლასის ლიდერისთვის
ამ ბოლო გაკვეთილზე ჯგუფი შეისწავლის იმის შესახებ, თუ როგორ წარმართავს პავლეს ლოცვები მორწმუნეებისთვის, ჩვენს ლოცვასა და მსახურებას.
შემდეგ, გაკვეთილი წარმოგიდგენთ გაკვეთილების სერიას მოწაფეობისთვის. ამ გაკვეთილის შესწავლისას ჯგუფმა უნდა გადახედოს ამ გაკვეთილებიდან ზოგიერთს, შემდეგ დაგეგმოს როგორ შეასრულოს პრაქტიკული დავალება.
ამ დავალების შესასრულებლად ჯგუფს არაერთხელ დასჭირდება შეხვედრა.
სტუდენტებმა, რომლებმაც დაასრულეს კურსი „ბიბლიური მახარებლობა და მოწაფეობა“, უნდა პრაქტიკაში გამოიყენონ გაკვეთილებით მიღებული ცოდნა ახალმოქცეულებთან. პირველ რიგში, ვინმემ უნდა წარმოადგინოს, თუ როგორ უნდა ასწავლოს გაკვეთილი ჯგუფს. შემდეგ, კლასის თითოეულმა წევრმა უნდა ჩაატაროს მინიმუმ ერთი გაკვეთილი. მას შემდეგ, რაც ჯგუფი მოისმენს ჩატარებულ გაკვეთილს, მათ შეუძლიათ დაიყონ მცირე ჯგუფებად, რათა უფრო მეტმა ადამიანმა ერთდროულად, შეძლოს ლიდერობაში პრაქტიკა. ოთხკაციან ჯგუფში თითოეულ მონაწილეს შეუძლია გაკვეთილის წარმართვა და დანარჩენ სამ მონაწილეზე დაკვირვება, როდესაც ისინი წაუძღვებიან გაკვეთილს.