Ბიბლიური ევანგელიზმი და Მოწაფეობა
Ბიბლიური ევანგელიზმი და Მოწაფეობა
Audio Course Purchase

Search Course

Type at least 3 characters to search

Search through all lessons and sections in this course

Searching...

No results found

No matches for ""

Try different keywords or check your spelling

results found

Lesson 16: ნამდვილი მოწაფეები

1 min read

by Stephen Gibson


იესოს გაყოლა

► რას ნიშნავს იყო იესოს მოწაფე?

ზოგი ფიქრობს, რომ ქრისტიანია ნებისმიერი კარგი ადამიანი. სხვები ფიქრობენ, რომ ქრისტიანობა ნიშნავს რაღაცის რწმენას. ამ ადამიანების უმეტესობისთვის რწმენას დიდი მნიშვნელობა არ აქვს მათ ცხოვრებაში.

სხვები უფრო ახლოს არიან სიმართლესთან. მათ იციან, რომ უნდა იყოს მოქცევის დრო, როდესაც ადამიანი ქრისტიანი ხდება. მათ მიაჩნიათ, რომ ეს მოხდა მაშინ, როდესაც ადამიანმა რაღაც მომენტში დაიჯერა, რომ მას ეპატია. ბევრს სჯერა, რომ ჭეშმარიტად მოქცეულ ადამიანს აქვს სამოთხის გარანტია, რაც არ უნდა გააკეთოს მოქცევის შემდეგ.

მართალია, მოქცევა უნდა იყოს რეალური. მართალია, პატიება გვეძლევა მადლით, რწმენის საპასუხოდ. მართალია, ქრისტიანი ღვთის მორჩილებაში ცხოვრობს, მაგრამ ეს არ არის ყველაფერი, რაც ნიშნავს იყო იესოს მოწაფე.

ჩვენ ვხედავთ, რა ხდება, როდესაც რწმენის მომენტი ხდება ქრისტიანობის ერთადერთ კრიტერიუმად - ეს იწვევს ანტინომიზმს, სწავლებას, რომ ღვთის მცნებები არ არის სავალდებულო ქრისტიანისთვის. იმის ნაცვლად, რომ იყოს უსასყიდლო მადლი, ის ხდება წარმოსახვითი მადლი, რომელიც თითქოს ამართლებს ცოდვას.

ეკლესიებს, რომლებიც აცხადებენ წარმოსახვით მადლს, ჰყავთ წევრები, რომლებიც დადიან ეკლესიაში, მაგრამ ღია ცოდვაში ცხოვრობენ. მათი პასტორები და სხვა ლიდერები მრევლზე უკეთ ცხოვრობენ, მაგრამ ასევე შეიძლება ჰქონდეთ ცოდვილი ჩვევები. ისინი ამბობენ, რომ არ არის აუცილებელი ღვთისადმი სრული მორჩილებით ცხოვრება, რადგან მადლით ვართ გადარჩენილნი. მათ დაკარგეს იესოს მიერ ეკლესიისთვის მიცემული დავალება, რაც არის ხალხის დამორჩილება ქრისტეს მცნებებისადმი. ეკლესიის განსაკუთრებული ამოცანაა ცოდვილები ღვთის წმინდა თაყვანისმცემლებად აქციოს და ეკლესიას არსებობის უკეთესი საფუძველი არ აქვს.

ეკლესიებსაც კი, რომლებიც ინარჩუნებენ ღმერთისადმი მორჩილების აუცილებლობას, ყავთ გარკვეული ადამიანები, რომლებიც სხვა შეცდომაში არიან. მათ თავიანთი ცხოვრება მიუსადაგეს იმ მოთხოვნებს, რომლებიც მათ მიაჩნიათ სწორად, მაგრამ მათ არ აქვთ ქრისტეს მსგავსი სული. ისინი უხეში და მიუტევებელნი არიან. მათ არ შეუძლიათ მოკრძალებული და თავაზიანი ბოდიშის მოხდა. ისინი სწრაფები არიან სხვების განსჯაში. მათ მხოლოდ რამდენიმე ადამიანის ნდობა აქვთ. როგორც ჩანს, მათ არასოდეს ეპარებათ ეჭვი საკუთარ სიმართლეში. მათ აქვთ პასუხი ყველა კითხვაზე და არ სცემენ პატივს მათ, ვინც მათ არ ეთანხმება. მათ არ აქვთ ფუჭი მოგების მონდომება, მაგრამ დიდი მონდომება აქვთ დაიცვან საკუთარი აზრი. ისინი კმაყოფილნი არიან საკუთარი თავით და არ აპირებენ შეცვლას.

ეს ხალხი ნამდვილად იცნობს იესოს და სურთ მისი მსგავსები იყვნენ?

იყო ქრისტიანი ნიშნავს იყო იესოს მოწაფე.

რას ნიშნავს იყო მოწაფე? ქრისტეს მორჩილება? რასაკვირველია, ეს სულ მცირე ამდენს მაინც ნიშნავს. დიდ დავალებაში, სადაც მან მოუწოდა მოწაფეებს, რომ ყველგან წასულიყვნენ და ყველა მოემოწაფებინათ, მან უთხრა: „ასწავლეთ მათ ყოველივეს დაცვა." იესოს ბრძანებების შესრულება სულაც არ ნიშნავს მოწაფეობას.

ებრაელი რაბინების მოწაფეები მათთან ერთად ატარებდნენ ცხოვრებას და სწავლობდნენ არა მხოლოდ მათ მოძღვრებას, არამედ ცხოვრების წესს. ისინი სწავლობდნენ მათ დამოკიდებულებებს და პრიორიტეტებს.

როდესაც იესომ მოუწოდა მოწაფეებს ამ სიტყვებით: „ადექით და გამომყევით“, სწორედ ამას გულისხმობდა. ის კვლავ მოუწოდებს მოწაფეებს სახარების მეშვეობით.

[1]როგორ უნდა გახდე მოწაფე?

უპირველეს ყოვლისა, თქვენ უნდა გწამდეთ მისი - თუ არ გწამთ, არ გაქვთ მიზეზი, რომ გაჰყვეთ მას.

უნდა შეცვალოთ მიმართულება, რომლითაც მიდიხართ. არავინ იწყებს როგორც იესოს მიმდევარი - ჩვენ ვიწყებთ საკუთარი გზით. უნდა გადაწყვიტოთ, რომ მიჰყვეთ იესოს, ნაცვლად თქვენი საკუთარი გზისა. ეს ნიშნავს, რომ თქვენ ხედავთ, რომ რაღაც არასწორია თქვენს გზაზე. შემდგომი ნაბიჯი იწყება მონანიებით - თქვენ არ შეგიძლიათ მიჰყვეთ მას თქვენი ცოდვების მონანიების გარეშე. თუ საკმარისად არ წუხხართ ცოდვების გამო, რომ მიატოვოთ ისინი, თქვენ კვლავ თქვენი საკუთარი გზით მიდიხართ.

თქვენ განიცდით მის პატიებას და იწყებთ ურთიერთობას მასთან. თქვენ უფრო მეტად იცნობთ მას და გსურთ იყოთ მისი მსგავსი.

► წაიკითხეთ მათეს 16:21-25.

თავის მოწაფეებთან ამ საუბარში იესომ აღწერა თავისი მომავალი სიკვდილი. პეტრე შეძრწუნებული იყო იესოს სიტყვებით. ის საერთოდ არ თვლიდა ტანჯვასა და სიკვდილს იესოს შესაფერისად. მან დაიწყო კამათი იესოსთან და ცდილობდა დაერწმუნებინა ის, უარეყო სიკვდილზე ფიქრი.

იესომ უსაყვედურა პეტრეს და უთხრა, რომ მას არ ესმოდა ღვთის საქმეები. იესომ თქვა, რომ მისი მოწაფეობისთვის ადამიანმა უნდა უარყოს საკუთარი თავი, აიღოს ჯვარი და გაჰყვეს მას. ეს ნიშნავდა საკუთარი თავისთვის სიკვდილს. საყვედური მიმართული იყო ადამიანის ბუნებრივი მიდრეკილების თვითრეალიზაციის, თვითაღმაღლებისა და თავის დაცვის წინააღმდეგ, რაც ეწინააღმდეგება ჭეშმარიტ მოწაფეობას.

► რატომ ეწინააღმდეგება ადამიანური „მე" თვისი ბუნებით მოწაფეობას?

მოწაფეებს ტანჯვა და სიკვდილი მათთვის შესაფერისად არ მიაჩნდათ. მათ ჯერ კიდევ ბოლომდე არ ესმოდათ, რას ნიშნავდა მისი გაყოლა. თქვენ პატიება უფასოდ მიიღეთ, მაგრამ ყველაფრის გაღება მოგიწევთ ქრისტეს რომ გაყვეთ. მისი გაყოლა იწვევს განგრძობად თვითანალიზს, დამდაბლებას და ცვლილებას.

► ახსენით განცხადება: „ყველაფრის გაღება მოგიწევთ ქრისტეს რომ გაყვეთ.”

„ჯვრის აღება“ ნიშნავს ერთგვარ სიკვდილს ღმერთთან საუკუნო ცხოვრებისათვის. ეს არის საკუთარი თავისთვის სიკვდილი, საკუთარი სუვერენიტეტის სიკვდილი. ეს არ არის მხოლოდ გარეგნული დამორჩილება, არამედ ის მთელი გულიდან მომდინარეობს. ეს არის თავმდაბლობა, რომელიც იესომ აღწერა, როგორც მოთხოვნა მის სამეფოში შესვლისთვის.

იმ პირველი მოწაფეების მსგავსად, დღესაც ბევრს არ ესმის, რას ნიშნავს იყო მოწაფე. ეკლესიები მადლს სთავაზობენ მათ, ვინც არ მოინანია. ის არ აყენებს ახალ მოქცეულებს სწორ გზაზე და არ ამზადებს მათ მომავალისთვის. ის ძალზედ განსხვავდება ნამდვილი ქრისტიანული ცხოვრებისგან, ეს არ არის იგივე გზა.

დიტრიხ ბონჰოფერი იყო გერმანელი პასტორი, რომელიც სიკვდილით დასაჯეს ადოლფ ჰიტლერის დროს. მან დაწერა ეს სტრიქონები თავის წიგნში „მოწაფეობის ღირებულება.

ძვირადღირებული მადლი არის მინდორში დამალული განძი; ამის გულისთვის კაცი სიამოვნებით წავა და გაყიდის ყველაფერს, რაც აბადია. ეს არის ძვირფასი მარგალიტი, რომლის საყიდლადაც ვაჭარი გაყიდის მთელ თავის ქონებას. ეს არის ქრისტეს მეფური წესი, რომლის გულისთვისაც ადამიანი ამოიღებს თვალს, რომელიც აცდუნებს მას; ეს არის იესო ქრისტეს მოწოდება, რომლის დროსაც მოწაფე ტოვებს ბადეებს და მიჰყვება მას... ასეთი მადლი ძვირფასია, რადგან ის მოგვიწოდებს მივყვეთ.

გაყვე მას ნიშნავს, გახდე მისი მსგავსი. ეს ნიშნავს მოკვდე საკუთარი თავისთვის, რადგან მან თავი მთლიანად გაიღო. ეს გარკვეული არასწორი ქმედებების ჩადენაზე უბრალოდ უარის თქმა არ არის, არამედ მათზე უარის თქმაა იმიტომ, რომ ამას იესო გააკეთებდა. ჩვენ ვცდილობთ ვაკეთოთ ის, რასაც იესო გააკეთებდა თავის სიწმიდეში, თანაგრძნობით, სიკეთითა და პატიებით.

ჩვენ არ ვაკეთებთ მხოლოდ იმას, რაც სწორია, სანამ ჩვენი გული ეწინააღმდეგება მას. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი გული იყოს ისეთი, როგორც მას ჰქონდა. მას არავინ სძულდა. იყვნენ ადამიანები, რომლებმაც არჩიეს მისი მტრობა, მაგრამ ის არავის მტერი იყო. ჯვარზეც კი მან აპატია.

მისი ნამდვილი მიმდევრები არ არიან ღვარძლიანები. სიკეთეს უკეთებენ მათ, ვინც ცუდად ექცევა. ლოცავენ და არასდროს წყევლიან. ისინი არ ზღუდავენ თავიანთ მპატიებლობას. მათ უარი თქვეს პირად უფლებებზე და სანაცვლოდ მსახურობენ.

არ არსებობს ადგილი, სადაც შეიძლება მივატოვოთ ეს მიძღვნილი ცხოვრება. ვინც ცდილობს შეინარჩუნოს თავისი სული, დაკარგავს მას - ვინც მას გასცემს, გადაარჩენს მას.

► როგორ შეგვიძლია მოვუწოდოთ ადამიანებს ხსნისკენ ისე, რომ მოვამზადოთ ისინი მოწაფეობისთვის?


[1]

„იესო ქრისტე დაჟინებით მოითხოვს, განდევნოს ჩვენი სამყაროს ცენტრიდან ნებისმიერი კერპი, რომელიც აქამდე მეფობდა და თავად დაიკავოს ტახტი. ეს არის ერთგულების რადიკალური ცვლილება, რომელიც წარმოადგენს მოქცევას ან თუნდაც მის დასაწყისს. მას შემდეგ, რაც ქრისტე დაიკავებს თავის კანონიერ ადგილს, ყველაფერი დანარჩენი იცვლება.”

- ლოზანის კომიტეტი მსოფლიო
ევანგელიზაციისთვის,
უილოუბანკის ანგარიში