Type at least 2 characters to search
No results found for ""
Courses
Lessons
navigate open
See all results →

Lesson

Playlist

წმიდა ცხოვრების დოქტრინა და პრაქტიკა

წმიდა ცხოვრების დოქტრინა და პრაქტიკა

Search Course

Type at least 3 characters to search

Search through all lessons and sections in this course

Searching...

No results found

No matches for ""

Try different keywords or check your spelling

results found

წმიდა ცხოვრების დოქტრინა და პრაქტიკა

Lead Writer: Randall McElwain

Course Description

ამ კურსში მოცემულია წმიდა ცხოვრების ბიბლიური აღწერა, რომელსაც ღმერთი მოელის და უზრუნველყოფს ქრისტიანისთვის.

What You'll Learn

სიწმიდის მშვენიერება
სიწმიდე ურთიერთობაა - „ღმერთთან ერთად სიარული“
სიწმიდე ღვთის ხატებაა ადამიანში
სიწმიდე გამოყოფაა (განცალკევებაა)
სიწმიდე განუყოფელი გულია - „იყავი სრულყოფილი“
სიწმიდე სიმართლეა
სიწმიდე ღვთის სიყვარულია
სიწმიდე მოყვასისადმი სიყვარულია
წმიდად ცხოვრება სულით სისავსეში ცხოვრებაა
სიწმიდე ქრისტეს მსგავსებაა
სიწმიდე ღმერთთან უწყვეტი ურთიერთობაა
შესაძლებელია წმიდად ცხოვრება?

Course Objectives

მიზნები ჩამოთვლილია თითოეული გაკვეთილის დასაწყისში.

 

 

Introduction

განმარტებები და მითითებები კლასის ლიდერებისთვის

ეს კურსი განიხილავს წმიდა ცხოვრების მოძღვრებას და პრაქტიკას. თქვენ უნდა დაუთმოთ 90-120 წუთი თითოეულ გაკვეთილს, იმის გარდა, რაც კლასგარეშე დავალებების შესასრულებლად იქნება საჭირო.

ნიშანი ► მიუთითებს განსახილველ კითხვაზე. როდესაც ასეთი ნიშანი შეგხვდებათ, დაუსვით კითხვა(ებ)ი, რომელიც მოჰყვება მას და მიეცით საშუალება სტუდენტებს განიხილონ პასუხი. ეცადეთ, რომ კლასის ყველა სტუდენტი იყოს ჩართული დისკუსიაში. საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ მიმართოთ სტუდენტებს სახელდობრ.

ბევრი სქოლიო ეხება წმიდა წერილის მითითებას. თუ მუხლ(ებ)ი არ არის მოცემული ტექსტში, სთხოვეთ სტუდენტებს მოძებნონ ისინი და წაიკითხონ გაკვეთილის განმავლობაში.

თითოეული გაკვეთილი მოიცავს ორ დავალებას:

1.    მოკლე ნარკვევი დავალებულ თემაზე. კლასის ხელმძღვანელის შეხედულებისამებრ, ეს ნარკვევი შეიძლება იყოს წარმოდგენილი წერილობითი ან ზეპირად.

2.    დავალება წმიდა წერილის დასამახსოვრებლად. ისინი უნდა განიხილებოდეს ყოველ გაკვეთილზე. კურსის ბოლოს სტუდენტებს უნდა შეეძლოთ კურსის განმავლობაში დამახსოვრებული ყველა მუხლის ციტირება.

კურსის ერთ-ერთი მიზანია მოამზადოს სტუდენტები მასწავლებლებად. კლასის ხელმძღვანელმა სტუდენტებს უნდა მისცეს შესაძლებლობა, განავითარონ თავისში მასწავლებლური უნარები. მაგალითად, კლასის ხელმძღვანელმა დროდადრო უნდა მისცეს მოსწავლეს, გაკვეთილის მცირე მონაკვეთის სწავლების საშუალება.

თითოეულმა სტუდენტმა უნდა მოამზადოს დასკვნითი პროექტი. ეს პროექტი უნდა შედგებოდეს სამი ქადაგების ან გაკვეთილისგან, წმიდად ცხოვრების თემაზე. ის შეიძლება აჩვენებდეს წმინდა ცხოვრების ბიბლიურ ან პრაქტიკულ ასპექტებს. თუ შესაძლებელია, თითოეულმა სტუდენტმა უნდა გააკეთოს პრეზენტაცია თითო ქადაგების ან გაკვეთილის და ჩაიწეროს ის კლასის ხელმძღვანელისთვის.

თუ სტუდენტს სურს მიიღოს სერთიფიკატი Shepherds Global Classroom-გან, ის უნდა დაესწროს გაკვეთილებს და შეასრულოს დავალებები. კურსის ბოლოს მოცემულია ფორმა შესრულებული დავალებების ჩასაწერად.

Ready to Start Learning?

Choose a lesson to begin your journey through this course.