ეკლესიის დოქტრინა და პრაქტიკა
ეკლესიის დოქტრინა და პრაქტიკა
Audio Course Purchase

Search Course

Type at least 3 characters to search

Search through all lessons and sections in this course

Searching...

No results found

No matches for ""

Try different keywords or check your spelling

results found

ეკლესიის დოქტრინა და პრაქტიკა

Author: Stephen Gibson

Course Description

ეს კურსი წარმოგიდგენთ ეკლესიის ბიბლიურ კონცეფციას, როგორც ცენტრალურს ღმერთის საქმეში დედამიწაზე. სტუდენტი მიიღებს ცოდნას ქრისტიანული ერთობის, ეკლესიის წევრობის, მოზიარეობის, მსახურების ფინანსური დახმარების, მეათედის, ნათლობის, ზიარების, ეკლესიური დისციპლინისა და ეკლესიის სიმწიფის ნიშნების შესახებ. კურსი განმარტავს პრინციპებს და მათ გამოყენებას ეკლესიის ცხოვრებისა და საქმიანობისათვის.

Introduction

განმარტებები და მითითებები კლასის ლიდერებისთვის

მითითებები თითოეული გაკვეთილისთვის, რომელიც გადანაწილებულია გაკვეთილის ტექსტში, დაბეჭდილია დახრილი შრიფტით (italics).

სიმბოლო ► აღნიშნავს სადისკუსიო (განსახილველ) კითხვებს. კლასის ხელმძღვანელმა უნდა დაუსვას შეკითხვა და მისცეს მოსწავლეებს დრო პასუხის განსახილველად. თუ, როგორც წესი, ერთი და იგივე სტუდენტი პასუხობს პირველი, ან თუ ზოგი სტუდენტი არ აქტიურობს, ლიდერს შეუძლია შეკითხვა პირადად დაუსვას: ”პეტრე, როგორ უპასუხებდი ამ კითხვას?”

ამ კურსში გამოყენებულია ბევრი ადგილი წმინდა წერილიდან. ყოველთვის, როცა კლასმა ერთად უნდა წაიკითხოს მონაკვეთი, ეს მითითებებში იქნება აღნიშნული. მაგალითად: სტუდენტმა უნდა წაუკითხოს ჯგუფს რომაელების 6 თავი. სხვა დროს წმინდა წერილის ადგილები მოცემულია ტექსტში, ფრჩხილებში. მაგალითად: (1 კორინთელთა 12:15). ეს ადგილები განამტკიცებს ტექსტში მოცემულ მტკიცების ფორმულირებებს. აუცილებელი არ არის ყოველთვის წაიკითხოთ ფრჩხილებში მოცემული მუხლები.

თითოეულ გაკვეთილში მოცემულია სულ მცირე ორი ჩარჩო ზოგიერთი ისტორიული ღვთისმეტყველის ციტატით. როდესაც გაკვეთილში ციტატას შეხვდებით, კლასის ხელმძღვანელს შეუძლია სთხოვოს სტუდენტს წაიკითხოს და განმარტოს ციტატა.

ყველა გაკვეთილი, ერთის გარდა, მთავრდება შვიდი შემაჯამებელი დებულებით. გაკვეთილის მიზანია სტუდენტმა გაიაზროს ეს პუნქტები. სტუდენტებმა უნდა შეისწავლონ და დაიმახსოვრონ ეს დებულებები. სტუდენტებმა უნდა დაწერონ ერთი აბზაცი თითოეული დებულების შესახებ და გადასცენ ეს აბზაცები კლასის ხელმძღვანელს მომდევნო გაკვეთილის დასაწყისში (სულ შვიდი აბზაცი). თითოეულ აბზაცში სტუდენტმა უნდა განუმარტოს დებულება ისე, როგორც აუხსნიდა მათ, ვინც კლასში გაკვეთილს არ დასწრებია, მათ შორის ისიც, თუ რატომ არის ეს, მნიშვნელოვანი კონცეფცია. მომდევნო გაკვეთილის დასაწყისში კლასის ლიდერს უნდა ჰყავდეს რამდენიმე მოსწავლე, რომლებიც გაუზიარებენ თავიანთ აბზაცებს მთელს ჯგუფს.

ასევე მომდევნო გაკვეთილის დასაწყისში მოსწავლეები დაწერენ ზეპირად ნასწავლ შვიდ შემაჯამებელ დებულებას, მათი ცოდნის შესამოწმებელი წერითი გამოცდის სახით. კლასის ხელმძღვანელი უნდა დარწმუნდეს, რომ მოსწავლეები არ იხედებიან თავიანთ ჩანაწერებში და არ ეხმარებიან ერთმანეთს ტესტის დროს. თუ სტუდენტს არ შეუძლია ამ ჩამონათვალის დაწერა, მას შეუძლია დაგეგმოს და კიდევ სცადოს ტესტის გავლა მოგვიანებით.

კურსის ერთ-ერთი მიზანია სტუდენტების მომზადება მასწავლებლობისთვის. კლასის ლიდერმა უნდა მისცეს სტუდენტებს შესაძლებლობა განავითარონ თავიანთი უნარები სწავლების მხრივ. მაგალითად, კლასის ხელმძღვანელმა დროდადრო უნდა მისცეს სტუდენტს საშუალება გაკვეთილის მოკლე მონაკვეთი ასწავლოს კლასს.

სწავლების პრაქტიკის დავალება: კურსის განმავლობაში სტუდენტმა უნდა ასწავლოს გაკვეთილი, ან გაკვეთილის ნაწილი ინდივიდს ან ჯგუფს, რომელიც არ წარმოადგენს კლასის ნაწილს. მოსწავლეს შეუძლია აირჩიოს სასწავლებელი მასალა. ეს უნდა გაკეთდეს სამჯერ, სხვადასხვა მასალით. ეს დავალება არ არის დროში გაწერილი. მოსწავლემ უნდა შექმნას შესაძლებლობები და დარწმუნდეს, რომ ის ასრულებს დავალებას. მოსწავლე ვალდებულია ანგარიში ჩააბაროს კლასის ხელმძღვანელს ყოველ ჯერზე, როდესაც ის დაასრულებს სასწავლო სესიას.

სხვა დავალებები იქნება ჩართული კურსის განმავლობაში: ინტერვიუები, წმინდა წერილების შესწავლა, წერა თუ ტესტები. ნებისმიერი წერილობითი დავალება უნდა ჩაბარდეს შემდეგი გაკვეთილის დაწყებამდე. კლასის ხელმძღვანელი ყოველთვის უნდა წარმართავდეს დისკუსიას დავალების მიხედვით და ჩართოს რამდენიმე სტუდენტი, რომლებიც გაუზიარებენ სხვებს, თუ რა ისწავლეს, ან რა დაწერეს.

თუ სტუდენტს სურს მოიპოვოს სერთიფიკატი Shepherds Global Classroom–სგან, ის უნდა დაესწროს საკლასო გაკვეთილებს და შეასრულოს დავალებები. კურსის ბოლოს მოცემულია ფორმა შესრულებული დავალებების ჩასაწერად.

Ready to Start Learning?

Select a lesson from the sidebar to begin your journey through this course.