მახარებლობა ისტორიაში: ჯონ უიკლიფის და ჯონ უესლის მაგალითები
ჯონ უიკლიფი პასტორი იყო ინგლისში. ის ცხოვრობდა 1324-1384 წლებში. იმ დროს ბიბლია არ იყო ხელმისაწვდომი უბრალო ხალხისთვის გასაგებ ენაზე. ხალხი დამოკიდებული იყო იმაზე, თუ რას ასწავლიდა მათ რომის კათოლიკური ეკლესია. ადამიანების უმეტესობამ არ იცოდა სახარება. ბევრმა კათოლიკე მღვდელმაც კი არ იცოდა ბიბლია კარგად. მღვდლები მოგზაურობდნენ ქვეყანაში რელიგიური რიტუალების შესასრულებლად და ფულს ითხოვდნენ ამაში. ეკლესიების უმეტესობას აკონტროლებდნენ მღვდლები, რომლებიც არ ქადაგებდნენ სახარებას. უიკლიფმა და მისმა დამხმარეებმა ბიბლია ინგლისურად თარგმნეს. იმ დროს საბეჭდი მანქანები არ იყო ხელმისაწვდომი, ამიტომ მათ წმიდა წერილი ხელით გადაწერეს. ისინი წყვილ-წყვილად მოგზაურობდნენ და ყველგან ასწავლიდნენ ბიბლიას ჯგუფებში. ხალხი მათ „ღარიბ მღვდლებს“ უწოდებდა, რადგან ისინი ფულს არ ითხოვდნენ.
მახარებლობის მეთოდები უნდა იყოს მორგებული საზოგადოების პირობებთან. უიკლიფმა და მისმა თანაშემწეებმა შეასრულეს მახარებლობის ძირითადი ნაწილი; მათ ბიბლიის გზავნილი უშუალოდ ხალხთან მიიტანეს.[1]
ჯონ უესლი ცხოვრობდა ინგლისში 1703-1791 წლებში. იმ დროს ანგლიკანური ეკლესია მდიდარი ხალხის ეკლესიად იქცა. ისინი ძირითადად რიტუალებს ასრულებდნენ და არ ასწავლიდნენ მკაფიოდ სახარებას. ქვეყნის ღარიბი მოსახლეობის უმრავლესობა ეკლესიებში არ იყო მიღებული და არ იცოდნენ სახარება. უესლი ანგლიკანური მღვდელი იყო, მაგრამ მას სურდა ხალხისთვის სახარება მიეტანა. ერთ დილას ის მინდორში მივიდა, რომელსაც სამუშაოსკენ მიმავალი ბევრი მაღაროელი გადიოდა. ის ქადაგებდა და ბევრი ჩერდებოდა მოსასმენად. ამის შემდეგ ის მთელი ცხოვრების მანძილზე თითქმის ყოველდღე ქადაგებდა ღია ცის ქვეშ. მისმა მსახურებამ ათასობით ადამიანი მოაქცია.
► რომელი მისიონერი ახსოვთ იმით, რომ ერთ-ერთმა პირველმა შემოიტანა სახარება თქვენს მხარეში?
[1]Image: “John Wesley preaching on his fathers grave”, by Currier & Ives, retrieved from the Library of Congress Prints and Photographs Division, https://www.loc.gov/pictures/item/2002707689/, “no known restrictions.”
მეთოდების ადაპტაციის საჭიროება
2003 წელს მამაკაცი ოჯახთან ერთად ლონდონში მოგზაურობდა და პარკში გაჩერდა დასასვენებლად. პარკში ბორცვზე მდგარი ქალი შენიშნა. მას ბიბლია ეკავა და ლაპარაკობდა. ის უფრო ახლოს მივიდა და გაიგო, როგორ საუბრობდა ის რაღაც რელიგიურ თემაზე. მან შენიშნა, რომ ქალს მეგობარი ახლდა თან, ამიტომ მას ჰკითხა, რა ხდებოდა. მეგობარმა უპასუხა: „ჩვენ ვართ ჯგუფის ნაწილი, რომელიც აგრძელებს გარე ქადაგების ტრადიციას, როგორც ამას უესლი აკეთებდა. ხანდახან მივდივართ საჯარო ადგილას საქადაგებლად.” თუმცა, მამაკაცმა შენიშნა, რომ ქალი იდგა ისეთ ადგილას, სადაც ცოტა ხალხი მიმოდიოდა, ბევრს არ ესმოდა და მისი მეთოდი არ იყო ეფექტური ხალხის ყურადღების მისაქცევად. ის ცდილობდა ტრადიციის გაგრძელებას, მაგრამ დაკარგა ყველაფერი, რაც ამ მეთოდს თავდაპირველად ეფექტურს ხდიდა.
მეთოდები უნდა მოერგოს გარემოებებს. ზოგჯერ ადამიანები თვლიან, რომ მახარებლობის მხოლოდ ერთი გზა არსებობს და ისინი აგრძელებენ იმ მეთოდის გამოყენებას, რომელიც აღარ არის ეფექტური. ზოგჯერ ადამიანები ფიქრობენ, რომ მეთოდი, რომელიც ეფექტური იყო ერთ ადგილას, ეფექტური იქნება ყველგან, მაგრამ ეს ასე არ არის.
ბევრგან ეკლესია ქადაგებს კარდაკარ სიარულით და აკაკუნებს იმ ადამიანების კარებზე, რომლებიც ჯერ არ შეხვედრიათ. ამ მეთოდმა გამოიწვია მრავალი ადამიანის მობრუნება, მაგრამ ეს ვერ იქნება ეფექტური ყველგან.
ზოგიერთმა ეკლესიამ იყიდა ავტობუსები და შესთავაზა ხალხს ეკლესიაში მიყვანა. კვირა დილით ისინი ავტობუსს ატარებენ ტერიტორიის გარშემო და ხალხს აგროვებენ. ბევრი ადამიანი მოექცა „ავტობუსით მომსახურების“ მეშვეობით, მაგრამ ეს მეთოდი ყველგან ვერ იმუშავებს.
ბევრი ეკლესია მახარებლობს სახარების ქადაგებით იმ ხალხის მიმართ, რომელიც კვირაობით ეკლესიის შენობასთან მოდის. ისინი იწვევენ ხალხს, რომ გამოვიდნენ წინ, მუხლი მოიყარონ სამსხვერპლოსთან და ილოცონ გადარჩენისთვის. ამ მეთოდით ათასობით ადამიანი მოექცა, მაგრამ დაუხსნელი ადამიანების უმეტესობა არ მოდის ეკლესიაში. ბევრი ადამიანი ვერ მოისმენს სახარებას, თუ ვინმე არ გაუზიარებს მას, პირისპირ საუბარში.
პავლე მოციქული იყო მახარებლური მეთოდების ადაპტირების ნიმუში. მას შეეძლო ელაპარაკა ებრაულ სინაგოგებში, რადგან ის იყო განსწავლული ებრაელი რაბინი და აეხსნა მათთვის, რომ იესო არის მესია. ის ასევე საუბრობდა ისეთ ადგილებში, სადაც ხალხი იკრიბებოდა ფილოსოფიური იდეების წარმოსაჩენად. ზოგჯერ ის ბაზრებში ქადაგებდა. ხშირად ის ესაუბრებოდა ჯგუფებს სახლებში.
ზოგიერთი თანამედროვე მეთოდი
სახარების შესახებ საუბრის დასაწყებად ხალხი იყენებდა მრავალ განსხვავებულ გზას. ზოგიერთი ეკლესია იყენებდა კითხვარებს. ისინი დადიან მთელ მოსახლეობაში და უსვამენ ასეთ კითხვებს: „როგორ ფიქრობთ, რა უნდა გააკეთოს ეკლესიამ საზოგადოებაში? რა არის ქრისტიანობის ყველაზე მნიშვნელოვანი რწმენა? როგორ ახსნიდით, რა არის ქრისტიანი? როგორ ხდება ადამიანი ქრისტიანი?” მას შემდეგ, რაც მოთმინებით მოუსმენს ადამიანის აზრს, ქრისტიანმა შეიძლება ჰკითხოს: „შემიძლია გითხრათ, რისი გვჯერა, რას გვეუბნება ბიბლია, როგორია ქრისტიანი?”
ზოგჯერ საჯარო ადგილას მახარებლები ყურადღებას იპყრობენ სახარების ილუსტრაციით ასახული სურათის ან დიაგრამის დახატვით. სხვები ცარცით აკეთებენ ნახატებს. ზოგიერთი მახარებელი ამბის მოყოლისას დაფაზე ათავსებს ფერად ნახატებს.[1]
ზოგიერთი ეკლესია სთავაზობს სემინარს პრაქტიკულ თემაზე, რომელიც საჭიროა მათ გარშემო საზოგადოებისთვის. თემა შეიძლება იყოს ქორწინება, ბავშვის აღზრდა, ბიზნესის პრინციპები, ჯანმრთელობა ან ტრენინგი რაიმე სახის სამუშაოსთვის. ეკლესია რაღაც კარგს აკეთებს, როდესაც საზოგადოების საჭიროებებს ემსახურება. ეკლესიას ეკისრება პასუხისმგებლობა, აჩვენოს, თუ როგორ ვრცელდება ბიბლიური ჭეშმარიტება ყოველდღიურ ცხოვრებაში. სემინარზე შეიძლება პირდაპირ არ იყოს წარმოდგენილი სახარება, მაგრამ ის გვასწავლის ბიბლიურ ჭეშმარიტებას და ავითარებს ურთიერთობას ეკლესიასა და გარშემო მყოფ საზოგადოებას შორის.
ზოგიერთმა ეკლესიამ მოაწყო დროებითი „ლოცვის სადგურები“ საჯარო ადგილას, სადაც ბევრი ადამიანი მოძრაობს. ისინი აკრავენ აბრას, რომელზეც წერია „ლოცვის სადგური“ და სთავაზობენ ილოცონ იქ გამვლელებისთვის. ისინი ეკითხებიან: „გაქვთ რაიმე საჭიროება, რომლის შესახებაც გსურს ვილოცო?” ისინი გამოხატავენ მზრუნველობას საჭიროებებზე და არ შედიან კამათში. ხშირად მათ აქვთ სახარების გაზიარების შესაძლებლობა.[2]
მახარებლობის მეთოდის ყველაზე ძირითადი, არსებითი ელემენტი მდგომარეობს იმაში, რომ სახარება ნათლად იყოს წარმოდგენილი იმ ადამიანებისთვის, ვისაც მისი მოსმენა სჭირდება. ვინაიდან, ღმერთი ძალას აძლევს თავის სიტყვას და სულიწმიდა ამხელს მათ, ვინც ისმენს, მახარებლობის მეთოდი უფრო ეფექტური იქნება, თუ ის ნათლად და პირდაპირ გადმოსცემს სახარებას.
ეკლესიის გამოწვევა ყველა ადგილას და ყოველ ჯერზე არის გზების პოვნა, რათა მიიპყროს ხალხის ყურადღება და გაავრცელოს სახარება მთელ საზოგადოებაში.
► როგორ გზებს მიმართავს თქვენს ქალაქში მოქმედი ეკლესიები ხალხის ყურადღების მისაქცევად? გადმოსცემს თუ არა ეს მეთოდები სახარებას?
[1]ამ მეთოდის მაგალითებისთვის იხილეთ Open Air Campaigners ვებსაიტები: http://www.oacgb.org.uk/ and http:// www.oacusa.org/.
[2]სურათებისა და ინფორმაციისთვის იხილეთ შემდეგი ვებსაიტები: https://prayerstations.org/ and https://www.prayerstand.com/
მეგობრების ხარება
მახარებლობის ყველაზე ეფექტური ფორმაა, როდესაც ადამიანი უშუალოდ უხსნის სახარებას ადამიანს, რომელიც იცნობს და ენდობა მას.
ქრისტიანი ყველაზე ეფექტური უნდა იყოს მეგობრებთან და ნაცნობებთან ქადაგების დროს, რადგან მათ ნახეს მისი ცხოვრების მაგალითი. თუ მისი მაგალითი მოსაწონია, ისინი დიდი ალბათობით, მეტად დააფასებენ მის მოწმობას. მნიშვნელოვანია, ქრისტიანმა გამოავლინოს თავისი რწმენა, რათა ხალხმა ყოველთვის იცოდეს, რომ ის ქრისტიანია. მას არ უნდა რცხვენოდეს, თუ ხალხი დაინახავს როგორ კითხულობს ის ბიბლიას ან ლოცულობს. ადამიანები, ვინც მას იცნობენ, არ უნდა დარჩნენ გაკვირვებულები, როდესაც გაიგებენ, რომ ის ქრისტიანია.
ქრისტიანს, თავისი მაგალითისთვის სკოლაში ან სამსახურში, შეიძლება პატივი სცენ იმ ადამიანებმაც კი, ვისაც არ მოსწონთ ქრისტიანობა. ის ადამიანებიც კი, ვინც მას დევნიან, პატივს სცემენ მის მაგალითს, თუ ის თანმიმდევრულია თავის ქმედებებში და დამოკიდებულებებში. ზოგიერთი ადამიანი მასთან ლოცვისა და რჩევისთვის მივა.
პირადი შეხვედრები
ზოგი ფიქრობს, რომ ცოტა ხანი მაინც უნდა იცნობდეს ადამიანს, სანამ დაუმოწმებს მას. ისინი ცდილობენ დამეგობრებას, სანამ ვინმეს ღმერთზე დაელაპარაკებიან. მართალია, ადამიანი უფრო მეტად მეგობარს მოუსმენს. თუმცა, ადამიანის მიმართ გულწრფელი მზრუნველობისა და ინტერესის გამოვლენა თავიდანვეა შესაძლებელი. თუ ჩვენ არ ვისწავლით, როგორ გავუზიაროთ სახარება ადამიანებს, რომლებსაც ვხვდებით, ხელიდან გავუშვებთ მრავალ შესაძლებლობას, რომ ვიყოთ ნაყოფიერი. წინა გაკვეთილი „კარებების გაღება“, გთავაზობთ გზებს სახარების შესახებ საუბრის დასაწყებად.
ერთმა კაცმა თქვა: „ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმესთან მარტო ვრჩები რამდენიმე წუთით, ვიყენებ მას, როგორც ღვთის მიერ მოწყობილ შეხვედრას.” ის გულისხმობდა, რომ მას სჯერა, რომ ღმერთი აძლევს მას შეხვედრებს, რომლებიც მას შეუძლია გამოიყენოს სახარებისთვის.
დაბეჭდილი სახარება
თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ ისეთი რამ, რომ გაავრცელოთ სახარება, რის გაკეთებასაც პავლე მოციქული ვერ შეძლებდა.
ჩვენ გვაქვს სახარების გავრცელების მეთოდი, რომელიც არ იყო ხელმისაწვდომი ეკლესიისთვის მრავალი საუკუნის განმავლობაში: ინფორმაციის დაბეჭდვა გახდა შესაძლებელი ქაღალდზე საბეჭდი მანქანებით.
► როგორ ფიქრობთ, რა იყო განსხვავებული მსახურებაში, სანამ ბეჭდვა იქნებოდა შესაძლებელი?
შეეცადეთ წარმოიდგინოთ მსახურება იმ დროში, რაც ბეჭდვამდე იყო. წიგნის ყოველი ეგზემპლარი განათლებული ადამიანის დღეების სამუშაოს ითხოვდა, რადგან ის ხელით უნდა დაწერილიყო. შეიძლება ფიქრობთ, რომ წიგნები ძვირია ახლა, მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ წიგნში გადაიხადოთ იგივე ფასი, რასაც გადაიხდიდით ათი დღით გამოცდილი პროფესიონალის დაქირავებისთვის.
წმიდა წერილის საკუთარი ასლი თითქმის არავის ჰქონდა. პასტორსაც კი შეიძლება არ ჰქონოდა მთლიანი ბიბლია. წარმოიდგინეთ, რომ სახლში ბიბლიის წაკითხვის შესაძლებლობა არ გქონოდათ.
პასტორების მომზადება ძირითადად ზეპირსიტყვიერად ხდებოდა და მათ მოსმენილის დამახსოვრება უნდა შეძლებოდათ. დაბეჭდილი მოსამზადებელი მასალის სხვა ადგილებში გაგზავნა შეუძლებელი იყო. ბეჭდვის არ არსებობის პირობებში, ვერაფერი დაიწერებოდა დიდი რაოდენობით გასავრცელებლად.
► რა გზებით ეხმარება ბეჭდვა სახარების გავრცელებას?
ბროშურები არის პატარა ნაბეჭდი სტატიები, რომლებიც ჩვეულებრივ წარმოადგენენ სახარებას. ქრისტიანებს შეუძლიათ გადასცენ ისინი ადამიანებს, რომლებსაც შეხვდებიან. ასევე, მათი დიდი რაოდენობით გაცემაა შესაძლებელი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. ისინი შეიძლება იქნას დატოვილი ისეთ ადგილებში, სადაც ხალხი წაიკითხავს მათ.
თუ ადამიანი ცოტას ახარებს უცხო ადამიანებს, ბროშურების დარიგება კარგი გზაა დასაწყებად.
ბროშურები უნდა იყოს ფერადი და ჰქონდეს საინტერესო სათაური. ქუჩაში ან სხვა საჯარო ადგილებში ხალხისთვის ბროშურების დარიგებისას, გაიღიმეთ და მიესალმეთ მათ. შეგიძლიათ უთხრათ: „გამარჯობა, უკვე მიიღეთ აქედან რომელიმე?” ეს მათ დააინტერესებს, ნახონ თუ რა არის ეს.
შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ადამიანების უმეტესობას არ აინტერესებს ბროშურები, რომლებსაც თქვენ აძლევთ. ბევრმა შეიძლება გადააგდოს ისინი და არც კი წაიკითხოს. თუმცა, კარგი შედეგებიც არის. ხალხი მოექცა ბროშურაში მოყვანილი გზავნილის გამო. ჩვეულებრივ, თქვენ არ გეცოდინებათ დარიგებული ბროშურების შედეგები.
პრაქტიკული საჭიროებების დაკმაყოფილება
[1]ზოგჯერ ადამიანები შეშფოთებულნი არიან ცხოვრების გარკვეული პრაქტიკული მოთხოვნილებებით. მათ არ აქვთ საკმარისი საკვები, ადეკვატური თავშესაფარი ან სამედიცინო დახმარება. ისინი გრძნობენ, რომ ეს საჭიროებები უფრო აქტუალურია, ვიდრე მათი სულიერი მოთხოვნილება. ეკლესიას შეუძლია უპასუხოს პრაქტიკულ საჭიროებებს, როგორც სახარების გაზიარების საშუალებას. პოტენციურად პრობლემა შესაძლოა იმაში მდგომარეობდეს, რომ ეკლესიის ყურადღება მიწიერ მოთხოვნილებებზე იქნება ფოკუსირებული და არა სულიერ მოთხოვნილებებზე, ისევე როგორც დაუხსენელი ადამიანების ყურადღება.
ეკლესიამ უნდა უპასუხოს პრაქტიკულ საჭიროებებს, მაგრამ უნდა შეინარჩუნოს გარკვეული პრაქტიკა, რომელიც ხაზს უსვამს სულიერ პრიორიტეტს.
1. მათ უნდა აუხსნან, რომ უზიარებენ ღვთის სიყვარულს, როდესაც საჭიროებებს აკმაყოფილებენ.
2. მათ ერთად უნდა იმუშაონ, როგორც რწმენის ოჯახმა და არ უნდა ჩამოყალიბდნენ ეკლესიისგან განცალკევებულ ორგანიზაციად.
3. მათ უნდა მოიწვიონ ხალხი ეკლესიურ მოზიარეობაში, სადაც ადამიანები ზრუნავენ ერთმანეთზე.
4. მათ უნდა გაუზიარონ სახარება, ასწავლონ, რომ მარადიული სიცოცხლე და კურთხევები ღვთის შეცნობიდან მოდის.
ბევრი მსახურება სთავაზობს პროგრამებს, რომლებიც პასუხობენ მატერიალურ საჭიროებებს. ისინი ემსახურებიან საზოგადოების საჭიროებებს, რამდენადაც მათი რესურსები იძლევა ამის საშუალებას. მათი მიზანია შექმნან სახარების გაზიარების შესაძლებლობები. ისინი ფიქრობენ, რომ ადამიანების პრაქტიკული დახმარებით ხალხს დაიმეგობრებენ და ყურადღებას გაუმახვილებენ სახარებაზე. არსებობს ფორმულა: პროგრამა, შემდეგ ურთიერთობები, შემდეგ სახარება.
არსებობს მრავალი მიზეზი, რის გამოც დახმარების პროგრამები შეიძლება არასწორად განვითარდეს. დახმარებამ არ შეიძლება შექმნას რაიმე ურთიერთობა, გარდა გამცემი/მიმღების ურთიერთობისა. ზოგჯერ სახარება თითქოს განცალკევებულია იმისგან, რაც არის გაღებული და ადამიანებს შეუძლიათ მიიღონ ეს დახმარება სახარებით დაინტერესების გარეშე. პროგრამაში მომუშავე ადამიანებიც კი არიან დაკავებულნი დახმარების გაწევით და არ აზიარებენ სახარებას.
ფორმულა უნდა შემობრუნდეს. ეკლესიამ უნდა გაამახვილოს ყურადღება სახარებაზე, როგორც პირველ კონტაქტზე ყველასთან.
როდესაც ეკლესია წარუდგენს სახარებას ქვეყნიერებას, ისინი უნდა იყვნენ ერთგულნი, რათა აღწერონ ახალი ცხოვრება ეკლესიაში. ხსნა არ არის მხოლოდ პირადი, ინდივიდუალური გადაწყვეტილება, რომელიც ადამიანს მარტოს ტოვებს უცნაურ, ახალ ცხოვრებაში. ცოდვილები, როგორც წესი, არ მიიღებენ სახარებას, თუ მათ არ მიიზიდავს რწმენის საზოგადოება, რომელიც წარმოადგენს სახარებას.
იესოსა და მოციქულთა მსახურებაში ჩვენ ვხედავთ, რომ სახარება არის „კეთილი უწყება“ ღვთის სამეფოს შესახებ. ის არის გზავნილი, რომ ცოდვილს შეუძლია მიიღოს პატიება და დაიწყოს ღმერთთან ურთიერთობა. ის განთავისუფლდა ცოდვის ძალაუფლებისგან და შეიქმნა ახალ ქმნილებად. ის შედის რწმენის ოჯახში, სადაც მისი სულიერი ძმები და დები ამხნევებენ მას და ეხმარებიან საჭიროებებში.
ეკლესიამ თავისი მთავარი მისია სახარების გადმოცემაში უნდა დაინახოს. ეკლესია ამაზე მუდმივად უნდა მუშაობდეს. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ეკლესია სულების გადარჩენისთვის მუშაობს. მაშინ ეკლესია მიიზიდავს სწორ ადამიანებს. ის იზიდავს ადამიანებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან სახარებით. ეს ხალხი ურთიერთობაში შედის ეკლესიასთან, ამიტომ სახარების მსახურება ქმნის ურთიერთობას.
შემდეგ ეკლესია ეხმარება ხალხს, ვინც ეკლესიასთან ურთიერთობაშია. შესაძლოა ყველა ეს ადამიანი ჯერ არ არის გადარჩენილი, მაგრამ ისინი ურთიერთობაში არიან და იზიდავთ ეკლესიის სახარების მსახურება.
ასე რომ, შებრუნებული ფორმულა არის სახარება, შემდეგ ურთიერთობა, შემდეგ დახმარება (არა პროგრამა). ეკლესია არ უნდა იყოს მხოლოდ ორგანიზაცია, რომელიც სთავაზობს დახმარების პროგრამებს. პირიქით, ეკლესია არის ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ეხმარება მათთან ურთიერთობაში მყოფ ადამიანებს. თუ ისინი დაიწყებენ პროგრამებს, ამის გამო ხალხი ურთიერთობის გარეშე მოვა.
„მისიონერებს ინდოეთში, უგანდასა და სხვა ადგილებში ადანაშაულებენ მოქცეულთა „მოსყიდვაში“ ფულის მიცემის, შიმშილობისგან თავის დაღწევაში დახმარების, საგანმანათლებლო და სამედიცინო მომსახურეობის ან სხვა შეღავათების გზით.”
- ჯეი.ჰერბერტ კეინი,
„მახარებლური საქმე”
დავალებები
1. დააკვირდით მახარებლობის მეთოდებს, რომლებსაც იყენებენ თქვენი რეგიონის ეკლესიები. არის ეს მეთოდები წარმატებული, ეკლესიის გარეთ ხალხის ყურადღების მიქცევაში? ნათლად გადმოსცემენ სახარებას? დაწერეთ 2-3 გვერდი თქვენს დაკვირვებებზე.
2. დაარიგეთ მინიმუმ 100 ბროშურა. დაწერეთ რამდენიმე წინადადება, რომელიც აღწერს თქვენს გამოცდილებას.
SGC exists to equip rising Christian leaders around the world by providing free, high-quality theological resources. We gladly grant permission for you to print and distribute our courses under these simple guidelines:
No Changes – Course content must not be altered in any way.
No Profit Sales – Printed copies may not be sold for profit.
Free Use for Ministry – Churches, schools, and other training ministries may freely print and distribute copies—even if they charge tuition.
No Unauthorized Translations – Please contact us before translating any course into another language.
All materials remain the copyrighted property of Shepherds Global Classroom. We simply ask that you honor the integrity of the content and mission.