შესავალი
► წაიკითხეთ მათეს 18:2-6, 10-14. რა გაფრთხილებებს ვხედავთ ამ მუხლებში? როგორ აღწერთ იმ მნიშვნელობას, რომელსაც ღმერთი ხედავს ბავშვებში?
[1] ზოგჯერ ადამიანები ამბობენ, რომ ბავშვები მნიშვნელოვანია, რადგან ისინი არიან მომავალი თაობა, ეკლესიის მომავალი და მომავალი ლიდერები. ეს ყველაფერი სიმართლეა; მაგრამ, პირველ რიგში, ბავშვები მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ისინი ადამიანები არიან. ხანდახან უფროსებს ავიწყდებათ, რომ ბავშვები მარადიული სულისა და უცნობი პოტენციალის მქონე ადამიანები არიან.
მოგზაური გაჩერდა პატარა სოფელში. მან დაინახა მოხუცი კაცი, რომელიც ქუჩაში იჯდა და უთხრა მას: „ამ სოფლის შესახებ აქამდე არასოდეს მსმენია. აქ ვინმე დიდი ადამიანი თუ დაბადებულა?” მოხუცმა უპასუხა: „არა, მხოლოდ ჩვილები.”