ლიდერობა მსახურებაში
ლიდერობა მსახურებაში
Audio Course Purchase

Search Course

Type at least 3 characters to search

Search through all lessons and sections in this course

Searching...

No results found

No matches for ""

Try different keywords or check your spelling

results found

ლიდერობა მსახურებაში

Lead Writer: Stephen Gibson

Course Description

ეს კურსი ხაზს უსვამს ქრისტიანულ ხასიათს, ხოლო ლიდერებს ასწავლის ორგანიზაციებს გაძღოლას, ფასეულობების აღმოჩენის, მიზნის რეალიზების, ხედვის გაზიარების, ამოცანების დასახვის, სტრატეგიის დაგეგმვის, მოქმედების და მიღწევების განცდის საშუალებით.

Introduction

სრული კურსის აღწერა

ეს კურსი შექმნილია სპეციალურად მსახურებების ქრისტიანი ლიდერებისათვის, მაგრამ მოიცავს პრინციპებს, რომელიც გამოყენებადია ნებისმიერი ხელმძღვანელი როლის მქონე პირსთვის. ეს გვიჩვენებს, თუ რატომ არის რწმენა და ფასეულობები ლიდერობის საფუძველი. პოტენციური ლიდერი წინასწარ შეისწავლის როგორ განავითაროს საკუთარი შესაძლებლობები და ხასიათი და გაზარდოს თავისი გავლენა, ვიდრე ოფიციალურ თანამდებობას დაიკავებს. ლიდერები სწავლობენ, თუ როგორ უნდა გაუძღვნენ თავიანთ ორგანიზაციებს ღირებულებების აღმოჩენის, მიზნის რეალიზების, ხედვის გაზიარების, მიზნების დასახვის, სტრატეგიის დაგეგმვის, მოქმედების განხორციელებისა და შედეგების მიღწევის პროცესში.

მითითებები კლასის ლიდერებისთვის

მითითებები და დავალებები თითოეული გაკვეთილისთვის დაბეჭდილია დახრილი ასოებით. (I-italics)

სიმბოლო - ► წინ უძღვის განსახილველ კითხვას. კლასის ხელმძღვანელმა უნდა დაუსვას კითხვა და მოსწავლეებს (სტუდენტებს) მისცეს დრო პასუხის განსახილველად. თუ ჩვეულებრივ პირველი ერთი და იგივე სტუდენტი პასუხობს, ან თუ ზოგიერთი სტუდენტი ხმას არ იღებს, ლიდერმა შეიძლება ვინმეს პირადად მიმართოს კითხვით, მაგალითად: „ირაკლი, როგორ უპასუხებდი ამ კითხვას?“

კურსის განმავლობაში მრავალად გამოიყენება წმინდა წერილები. როდესაც კლასმა ერთად უნდა წაიკითხოს მუხლები, რომლებიც მითითებებშია მოცემული. მაგალითად: მოსწავლემ უნდა წაუკითხოს ჯგუფს რომაელთა მე-6 თავი. სხვა შემთხვევებში, მითითებები წმინდა წერილზე, მოცემულია ფრჩხილებში. მაგალითად: (1 კორინთელთა 12:15). ეს შენიშვნები არის ტექსტში გადმოცემული მოსაზრების გასამყარებლად. ფრჩხილებში მოყვანილი მუხლის წაკითხვა ყოველთვის საჭირო არ არის.

თითოეულ გაკვეთილში მოცემულია დავალებები, რომლებიც აღწერილია მის ბოლოს. დავალებები უნდა შესრულდეს და მოხსენებულ იქნას მომდევნო გაკვეთილის დროს. თუ მოსწავლე ვერ დაასრულებს გაკვეთილს, ამის გაკეთება მოგვიანებით შეუძლია. ამასთან, ლიდერმა უნდა მოუწოდოს სტუდენტებს, რომ დაიცვან გრაფიკით გაწერილი ვადები, რათა მათ უფრო მეტი რამ ისწავლონ კლასში, უშუალოდ გაკვეთილიდან.

გაკვეთილების უმეტესობის ბოლოს მოცემულია "ხუთი შემაჯამებელი დებულება". მოსწავლეებმა უნდა დაიმახსოვრონ ისინი და შემდეგი გაკვეთილის დასაწყისში შეძლონ მათი დაწერა.

კურსის ერთ-ერთი მიზანია - სტუდენტების მომზადება მასწავლებლობისთვის. კლასის ხელმძღვანელმა უნდა მისცეს სტუდენტებს შესაძლებლობები განავითარონ სწავლების, ცოდნის გადაცემის უნარები. მაგალითად, კლასის ხელმძღვანელმა ზოგჯერ სტუდენტს უნდა მისცეს საშუალება გაკვეთილის მოკლე მონაკვეთი ასწავლოს თავის თანაკურსელებს.

[1]ზოგჯერ გვხვდება რომელიმე ისტორიული ლიდერის ”ციტატა უბის წიგნაკიდან”. როდესაც გაკვეთილზე ჯერი მიდგება "ციტატაზე უბის წიგნაკიდან", კლასის ხელმძღვანელმა შეიძლება სთხოვოს სტუდენტს, რომ წაიკითხოს და ახსნას ციტატა. ჩვენ სულაც არ ვეთანხმებით ყველაფერს, რასაც ეს ლიდერები აკეთებდნენ და ასწავლიდნენ, მაგრამ შეგვიძლია ვისწავლოთ მათ მაგალითებზე.

გაკვეთილის დასრულების შემდეგ ჩატარდება ქადაგება სახელწოდებით "ხედვის შემუშავება" ქადაგებისთვის ლიდერობის შესახებ. ეს ქადაგება შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერ დროს, კურსის განმავლობაში. ის ასევე ხელმისაწვდომია ეკლესიებში ქადაგების ან ლიდერული ჯგუფების სწავლებისთვის.

თუ სტუდენტს სურს მიიღოს სერთიფიკატი Shepherds Global Classroom – გან, ის უნდა დაესწროს მეცადინეობებს და შეასრულოს დავალებები. კურსის ბოლოს მოცემულია ფორმა შესრულებული დავალებების ჩასაწერად. ასევე არსებობს სერთიფიკატის მოთხოვნის ფორმა.


[1] უბის წიგნაკის ციტატა ასე გამოიყურება.

Ready to Start Learning?

Select a lesson from the sidebar to begin your journey through this course.