სულიერი ფორმირება
სულიერი ფორმირება

Search Course

Type at least 3 characters to search

Search through all lessons and sections in this course

Searching...

No results found

No matches for ""

Try different keywords or check your spelling

results found

სულიერი ფორმირება

Lead Writer: Tim Keep

Course Description

ამ კურსში სტუდენტები სწავლობენ: როგორ იქონიონ იესოს ზრახვანი, ღმერთთან ისეთივე კავშირი და ერთობა, როგორც იესოს აქვს მამასთან; თავის დამდაბლებას იესოს მსგავსად; იესოს სულიერი და პირადი დისციპლინების დაცვას, რათა იესოს მსგავსად გაუძლონ ტანჯვას და ჩაერთონ იესოს მიერ ჩამოყალიბებულ ქრისტიანულ ერთობაში (ეკლესიაში).

Introduction

ეს კურსი განიხილავს ქრისტიანის სულიერ ფორმირებას ქრისტეს ხატად. თითოეული კლასის სესიისთვის უნდა გამოყოთ 90-120 წუთი, გარდა ამის, განსაზღვრეთ დრო კლასგარეშე დავალებების შესასრულებლად.

გაკვეთილის სტრუქტურა

როდესაც ტექსტში გხვდებათ ასეთი ნიშანი ►, დასვით შეკითხვა, რომელიც მოყვება მას და მიეცით სტუდენტებს სასუალება განიხილონ პასუხი. შეეცადეთ დარწმუნდეთ, რომ კლასის ყველა მოსწავლე ჩართულია განხილვაში. საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ თავად გამოიძახოთ სტუდენტები.

მრავალი ქვემოთ მოყვანილი შენიშვნები წარმოადგენს წმიდა წერილების კომენტარებს. გთხოვთ, მოუწოდეთ მოსწავლეებს/სტუდენტებს, რომ კლასში მეცადინეობის დროს მოძებნონ და წაიკითხონ ზოგიერთი ეს მუხლი.

თითოეული გაკვეთილი მოიცავს მინიმუმ სამ დავალებას.

  • თქვენ მოგეთხოვებათ გამოიყენოთ ექიმ ალან ბრაუნის "ყოველდღიური ლოცვების სახელმძღვანელო,” როგორც გზა, რათა გაწვრთნათ საკუთარი თავი წმინდა წერილებით ლოცვაში და ისწავლოთ ლოცვაში მოზიარება და ურთიერთობა ღმერთთან.
  • მოგეთხოვებათ დაწეროთ პირადი ლოცვა რომელიც დაეფუძნება იმას, თუ რა ისწავლა მოსწავლემ გაკვეთილზე. ეს ლოცვები უნდა იყოს დაცული პირადი ლოცვებისდღიურში. ამ დავალების მიზანია სტუდენტების წახალისება პირადული გახადონ ის ბიბლიური ჭეშმარიტებები, რომლებიც გაკვეთილებზე ისწავლება, რომ შემდგომში ისინი გულწრფელ ლოცვებად აქციონ.
  • ასევე მოგეთხოვებათ გააკეთოთ ჩანაწერები აღრიცხვის სახით, თუ რას გასწავლით ღმერთი ყოველი გაკვეთილის საშუალებით.

ყოველი გაკვეთილის დასაწყისში სტუდენტებს მიეცემათ საშუალება, თუ მათი სურვილი და არჩევანი იქნება ეს, რომ გაუზიარონ საკუთარი დაწერილი ლოცვა თავის თანაკლასელებს. ამ სავარჯიშოს მიზანია თავმდაბლობისა და ურთიერთ ანგარიშვალდებულების პრაქტიკის გავლა და სულიერი მოზიარეორობით დატკბობა.

ყოველი გაკვეთილის ბოლოს არის ტესტი. ტესტირწბა ჩატარდება ზეპირად ან წერილობით.

Ready to Start Learning?

Choose a lesson to begin your journey through this course.