შესავალი
ერიკს უყვარს საუბარი მისი ეკლესიის ადრეულ წლებზე. „ჩვენ დავიწყეთ შეხვედრა პარკში, მოვიწვიეთ ყველა, ვისაც შევხვდით. როდესაც აცივდა, ძველ ავტობუსში შევიკრიბეთ. ჩვენ იქ საპირფარეშოებიც კი არ გვქონდა. მოგვიანებით, ცოტა ხნით გიმნაზიაში ვიკრიბებოდით, შემდეგ კი ძველი ეკლესიის შენობაში ვიქირავეთ ფართი.”
ერიკის ეკლესია იზრდებოდა ამ წლების განმავლობაში. ამ ეკლესიის მიმდევრებს, შენობა არ იზიდავდა. ისინი მოზიდულნი იქნენ ხალხის ჯგუფის მიერ.
ამ გაკვეთილში, როდესაც ვსაუბრობთ ეკლესიის ჩამოყალიბებაზე, ჩვენ არ ვსაუბრობთ შენობის შესახებ. ბევრ დიდ ეკლესიას აქვს ისტორიები იმის შესახებ, თუ როგორ დაიწყეს მათ რთულ პირობებში.
ზოგიერთი ეკლესია ამბობს, რომ მათ არ შეუძლიათ ხალხის მოზიდვა, რადგან მათი შენობა საკმარისად კარგი არ არის. სიმართლე იმაშია, რომ მათ სხვა რაღაც აკლიათ, ის რაც უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შენობა.