ძველი აღთქმის გამოკვლევა
ძველი აღთქმის გამოკვლევა
Audio Course Purchase

Search Course

Type at least 3 characters to search

Search through all lessons and sections in this course

Searching...

No results found

No matches for ""

Try different keywords or check your spelling

results found

ძველი აღთქმის გამოკვლევა

Lead Writer: Randall McElwain

Course Description

ეს კურსი ასწავლის ძველი აღთქმის 39 წიგნის არსებით შინაარსს და სწავლებებს.

Introduction

ეს კურსი არის ძველი აღთქმის მიმოხილვა. თითოეული გაკვეთილი მოიცავს რამდენიმე დავალებას. გაკვეთილის გარეშე დავალებების შესასრულებლად განკუთვნილი დროის გარდა, დამატებით გაკვეთილს უნდა დაუთმოთ 90-120 წუთი.

გაკვეთილის სტრუქტურა

(1) გაკვეთილების უმეტესობა დაიწყება დავალებით - წაიკითხონ ბიბლიის წიგნი ან წიგნები, რომლების შესწავლაც არის გათვალისწინებული ამ გაკვეთილზე. ეს უნდა გაკეთდეს წინასწარ, გაკვეთილის ჯგუფურად შესწავლამდე. ეს უზრუნველყოფს, სტუდენტების მიერ სწავლის დაწყებამდე, წიგნის ძირითადი შინაარსის ცოდნას. უფრო დიდი მოცულობის წიგნის შემთხვევაში, როგორიცაა ფსალმუნები, შეიძლება დაგჭირდეთ უფრო დიდი დროის დათმობა, მის წასაკითხად.

(2) ყოველი გაკვეთილი დაიწყება წმიდა წერილის დამახსოვრების მოკლე დავალებით. ის შედგება ძირითადი მუხლებისგან შესასწავლი წიგნებიდან.

(3) თუ ჯგუფურად სწავლობთ, შეგიძლიათ მორიგეობით წაიკითხოთ მასალა. პერიოდულად უნდა შეჩერდეთ კლასთან განსახილველად. როგორც კლასის ხელმძღვანელი, თქვენ პასუხისმგებელი ხართ, რომ დისკუსია არ გადავიდეს შესასწავლი მასალიდან სხვა თემებზე. უმჯობესია თითოეული სადისკუსიო პერიოდისთვის დროის ლიმიტი დააწესოთ.

(4) როდესაც მსგავს ნიშანს ► წააწყდებით, დასვით შეკითხვა და საშუალება მიეცით სტუდენტებს განიხილონ პასუხი.

(5) ბევრი სქოლიო მოიცავს წმიდა წერილის ამონარიდებს. გთხოვთ, სთხოვეთ სტუდენტებს მოძებნონ მუხლები და წაიკითხონ ისინი ჯგუფში.

(6) თითოეული გაკვეთილი შეიცავს დავალებას. ჯგუფური პრეზენტაციების შემთხვევაში, პრეზენტაციების წარდგენას დრო დაუთმეთ მომდევნო გაკვეთილის სესიის დაწყებამდე.

(7) ყოველი გაკვეთილი შეიცავს სატესტო კითხვებს. ყოველი სესიის ბოლოს ლიდერს შეუძლია განიხილოს ეს კითხვები სტუდენტებთან ერთად. შემდეგი კლასის სესია უნდა დაიწყოს ამ კითხვებზე დაფუძნებული მოკლე ტესტით. ის შეიძლება ჩატარდეს ზეპირად ან წერილობით.

Ready to Start Learning?

Select a lesson from the sidebar to begin your journey through this course.