შესავალი
დღეს ეკლესიას სჭირდება არა მეტი მექანიზმი ან გაუმჯობესება, არა ახალი ორგანიზაციები ან ახალი მეთოდები, არამედ ადამიანები, რომელთა გამოყენებაც სულიწმიდას შეუძლია, მლოცველები და ძლიერი ლოცვები. სულიწმიდა არა მეთოდების, არამედ ადამიანების მეშვეობით მოედინება. ის მექანიზმების გამოყენებაზე კი არ რეაგირებს, არამედ მამაკაცებზე მოდის. მისი ცხებულება არა გეგმებზე, არამედ ადამიანებზეა - მლოცველებზე.[1]
► რა შეცდომის გამოსწორებას ცდილობდა ი. ემ. ბოონდსი ზემოთ მოყვანილი განცხადებებით?
ლოცვის აქტი აკეთებს განცხადებას ღმერთზე დამოკიდებულების შესახებ. ადამიანი, რომელიც ზედმეტად დაკავებულია ლოცვისთვის, ფიქრობს, რომ მისი საქმე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის საქმე, რასაც ღმერთი მოიმოქმედებს მისი ლოცვების საპასუხოდ.
რადგან ჩვენ სულიწმიდაზე ვართ დამოკიდებულნი, ლოცვა მნიშვნელოვანია ჩვენთვის. პავლემ ხალხს მოუწოდა ელოცათ სახარების გავრცელებისთვის (2 თესალონიკელთა 3:1, კოლასელთა 4:3, ეფესელთა 6:19).
