პრაქტიკული ქრისტიანული ცხოვრება
პრაქტიკული ქრისტიანული ცხოვრება
Audio Course Purchase

Search Course

Type at least 3 characters to search

Search through all lessons and sections in this course

Searching...

No results found

No matches for ""

Try different keywords or check your spelling

results found

პრაქტიკული ქრისტიანული ცხოვრება

Lead Writer: Stephen Gibson

Course Description

ამ კურსში ხდება ბიბლიური პრინციპების მისადაგება ფულის, ურთიერთობების, გარემოს, მთავრობასთან ურთიერთობის, ადამიანის უფლებებისა და პრაქტიკული ცხოვრების სხვა სფეროების გამოყენებასთან.

Introduction

თითოეული გაკვეთილის მითითებები იბეჭდება მთელი გაკვეთილის განმავლობაში დახრილად (დახრილი შრიფტით).

სიმბოლო ► გვხვდება სადისკუსიო კითხვის წინ. კლასის ხელმძღვანელმა უნდა დაუსვას შეკითხვა და მისცეს მოსწავლეებს დრო პასუხის განსახილველად. თუ ძირითადად ერთი და იგივე სტუდენტი პასუხობს, ან თუ ზოგი სტუდენტი არ ერთვება დისკუსიაში, ლიდერს შეუძლია შეკითხვა დაუსვას სახელდობრ: „გიორგი, შენ როგორ უპასუხებდი ამ კითხვას?”

კურსი გამოყენებულია მრავალი მონაკვეთი წმინდა წერილიდან. ყოველთვის, როდესაც კლასმა ერთად უნდა წაიკითხოს მონაკვეთი, ამის შესახებ მითითებებში იქნება ნათქვამი. მაგალითად: მოსწავლემ უნდა წაიკითხოს ჯგუფისთვის რომაელების მე-6 თავი. ყველა მოსწავლემ თვალი უნდა ადევნოს წაკითხულ მონაკვეთს. სხვა შემთხვევებში, წმიდა წერილების მითითებები მოცემულია ტექსტში ფრჩხილებში. მაგალითად: (1 კორინთელთა 12:15). ეს ცნობები მხარს უჭერს ტექსტში მოცემულ განცხადებებს. არ არის აუცილებელი ყოველთვის წაიკითხოთ ფრჩხილებში მოცემული მონაკვეთები.

თითოეულ გაკვეთილს აქვს დავალებები, რომლებიც განთავსებულია ბოლოში. დავალებები უნდა დასრულდეს გაკვეთილის დასრულების შემდეგ და ეცნობოს კლასის ხელმძღვანელს მომდევნო გაკვეთილის დროს. თუ სტუდენტი ვერ დაასრულებს გაკვეთილს და მის დავალებებს, მას შეუძლია დაასრულოს ის მოგვიანებით. ამასთან, ლიდერმა უნდა წაახალისოს სტუდენტები დაიცვან გრაფიკი, რათა მათ მეტი ისწავლონ გაკვეთილიდან. კურსის ბოლოს მოცემულია სქემა, სტუდენტის მიერ შესრულებული დავალებების ჩასაწერად.

კურსის ერთ - ერთი მიზანია სტუდენტების მომზადება მასწავლებლობისთვის. კლასის ლიდერმა უნდა მისცეს სტუდენტებს შესაძლებლობა, რომ განავითარონ თავისში სწავლების უნარები. მაგალითად, კლასის ხელმძღვანელმა დროდადრო უნდა მისცეს საშუალება სტუდენტს გაკვეთილის მოკლე მონაკვეთი ასწავლოს კლასს.

ყოველი გაკვეთილის ბოლოს არის განყოფილება, სადაც მოცემულია ჯგუფების გაზიარების ინსტრუქცია. კლასის ხელმძღვანელს შეუძლია გადაწყვიტოს რამდენი დრო დაუთმოს დისკუსიას. მასალის შესწავლისას ბევრ გაკვეთილს ბევრი დისკუსია ექნება.

ასევე ყოველი გაკვეთილის ბოლოს მოცემულია მოკლე ლოცვა, რომელშიც თხოვნაა ღვთისადმი, გამოიყენოს ჭეშმარიტება მოსწავლეთა ცხოვრებაში. კლასის ხელმძღვანელს შეუძლია სთხოვოს სტუდენტს წარმოთქვას ლოცვა კლასისთვის.

Ready to Start Learning?

Select a lesson from the sidebar to begin your journey through this course.