ქრისტიანული მრწამსი
ქრისტიანული მრწამსი
Audio Course Purchase

Search Course

Type at least 3 characters to search

Search through all lessons and sections in this course

Searching...

No results found

No matches for ""

Try different keywords or check your spelling

results found

ქრისტიანული მრწამსი

Lead Writer: Stephen Gibson

Course Description

ეს კურსი უზრუნველჰყოფს ძირითად დოქტრინებში გათვითცნობიერებას ქრისტიანული თეოლოგიის თითოეულ მთავარ კატეგორიასთან დაკავშირებით, როგორიცაა ღმერთი, ქრისტე, ცოდვა, ხსნა და ა.შ.

Introduction

განმარტებები და მითითებები კლასის ხელმძღვანელებისთვის

ამ ინსტრუქციაში აღწერილია, თუ როგორ შეიძლება კლასის სწავლება უმაღლესი ხარისხით. კლასის ხელმძღვანელმა უნდა შეინარჩუნოს ეს სტანდარტი იმ სტუდენტებისთვის, რომლებმაც მიიღეს სერთიფიკატი შეფერდს გლობალ კლასრუმისგან. სხვა სახის ჯგუფებისთვის, რომელთაც არ შეუძლიათ შეასრულონ ეს მოთხოვნები, მასწავლებელმა შეიძლება მოთხოვნები მათ შესაძლებლობებს მოარგოს და მისცეს განსხვავებული სერთიფიკატი.

ჩვენი შეფასებით, გაკვეთილს 90 წუთი ან მეტი დასჭირდება. შეიძლება ჯგუფისთვის უკეთესი იყოს, თითო ბეჭდურ გაკვეთილს, ორი შეხვედრა დაუთმოს. თუ ჯგუფი ორჯერ შეხვდება, ზოგიერთი მითითება უნდა იყოს ადაპტირებული. მაგალითად, ტესტი არ უნდა ჩატარდეს ორივეჯერ.

თითოეულ სტუდენტს უნდა გადაეცეს ამ წიგნის ასლი.

შენიშვნები კლასის ხელმძღვანელებისათვის, მითითებებით გაკვეთილების კონკრეტული ნაწილებისთვის ამ კურსის მთელს სახელმძღვანელოში შეგხვდებათ. ისინი დახრილი შრიფტით არის დაბეჭდილი

გაკვეთილის დასაწყისში ჩაატარეთ ტესტი, წინა გაკვეთილის მასალიდან გამომდინარე. თითოეულმა სტუდენტმა პასუხები უნდა დაწეროს თავისით, დახმარების გარეშე. თუ სტუდენტი ვერ შეძლებს ტესტის პირველ ჯერზე ჩაბარებას, შეგიძლიათ ნება დართოთ სხვა დროს სცადოს გადაბარება (განსაზღვრული დრო: 10 წუთი). ტესტის პასუხები შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ShepherdsGlobal.org - დან

ტესტის დასრულების შემდეგ გამოიყენეთ წინა გაკვეთილის მიზნების ჩამონათვალი, როგორც კითხვები გადასამეორებლად. დასვით კითხვა თითოეული მიზნისთვის და სტუდენტებს მიეცით საშუალება განმარტონ (განსაზღვრული დრო: 15 წუთი).

დაიწყეთ ახალი გაკვეთილი იმით, რომ სტუდენტმა წაიკითხოს ქვემოთ მოცემული მონაკვეთი წმიდა წერილიდან. სთხოვეთ სტუდენტებს მოკლედ განიხილონ, რას ამბობს ეს მონაკვეთი გაკვეთილის საგანთან დაკავშირებით. (განსაზღვრული დრო: 10 წუთი).

გადახედეთ გაკვეთილის მასალას, წაიკითხეთ და ახსენით თითოეული მონაკვეთი. კლასის ზოგიერთ წევრს შეეძლება სხვებს ასწავლოს გარკვეული მონაკვეთი (განსაზღვრული დრო: 45 წუთი).

კურსში გამოყენებულია წმიდა წერილის ბევრი ადგილი. სქოლიოში მითითებული ადგილები წმინდა წერილიდან, რომლებიც იწყება სიტყვით "წაიკითხეთ", ხმამაღლა უნდა წაიკითხოთ კლასში. სქოლიოს სხვა ადგილები ადასტურებს ტექსტში მოცემულ სიტყვებს. საჭირო არ არის კლასში ამ მუხლების მოძებნა ან წაკითხვა.

სიმბოლო ► მიანიშნებს განსახილველ კითხვაზე. ზოგჯერ განსახილველი კითხვა ახალ ნაწილს წარგიდგენთ, ზოგჯერ კი მიმოიხილავს ახლახანს განვლილ ნაწილს. კლასის ლიდერმა უნდა დაუსვას კითხვები და მისცეს სტუდენტებს დრო, იმსჯელონ პასუხებზე. ამ ეტაპზე არ არის საჭირო პასუხის სრულად განმარტვა, განსაკუთრებით, თუ კითხვა წარადგენს ახალ მასალას.

ყოველი გაკვეთილის ბოლოს კლასმა ერთად უნდა წაიკითხოს რწმენის აღსარება.

გაკვეთილის ბოლოს თითოეულ სტუდენტს უნდა დაევალოს წმინდა წერილის მონაკვეთი მოცემული სიიდან. შემდეგი გაკვეთილის დაწყებამდე მათ უნდა წაიკითხონ მონაკვეთი და დაწერონ აბზაცი იმის შესახებ, თუ რას ამბობს მოცემული მონაკვეთი ამ თემაზე. მათ ეს აბზაცი უნდა აჩვენონ კლასის ხელმძღვანელს შემდეგ გაკვეთილზე.

მინიმუმ შვიდჯერ მაინც ამ კურსის განმავლობაში, სტუდენტმა უნდა ასწავლოს გაკვეთილი, ან გაკვეთილის ნაწილი ადამიანებს, რომლებიც არ მიეკუთვნებიან კლასს. ეს ტრენინგი შეიძლება ჩატარდეს ეკლესიის საკლასო ოთახში, ბიბლიის სწავლების საოჯახო ჯგუფში, ან სხვაგან. ყოველი მეცადინეობის ბოლოს შეახსენეთ სტუდენტებს ეს აქტივობა და მიეცით საშუალება მოხსენება გააკეთონ, თუ აქვთ ჩატარებული ტრენინგი ბოლო მეცადინეობის შემდეგ.

მეცადინეობის ბოლოს შეახსენეთ სტუდენტებს შემდეგი გაკვეთილის დაწყებამდე წაიკითხონ მომდევნო გაკვეთილის მასალა (განცხადებებისა და დავალებების განსაზღვრული დრო: 10 წუთი).

თუ სტუდენტს სურს მოიპოვოს სერთიფიკატი Shepherds Global Classroom– გან, ის უნდა დაესწროს საკლასო მეცადინეობებს და შეასრულოს დავალებები. თუ სტუდენტი გაკვეთილს გამოტოვებს, მან უნდა შეისწავლოს გამოტოვებული მასალა, ჩააბაროს ტესტი და შეასრულოს წერილობითი დავალება. კურსის ბოლოს მოცემულია ფორმა შესრულებული დავალებების ჩასაწერად..

განმარტებები და მითითებები სდუდენტებისთვის

ყოველი გაკვეთილისთვის უნდა წაიკითხოთ მასალა მეცადინეობამდე, რათა უკეთ გაიგოთ და მიიღოთ მონაწილეობა დისკუსიაში.

მეცადინეობის დასაწყისში, მზად იყავით ტესტის ჩასაბარებლად წინა გაკვეთილის მასალაზე დაყრდნობით. შეისწავლეთ მოცემული ტესტის კითხვები.

მუდამ თან იქონიეთ თქვენი ბიბლია, გაკვეთილის ბეჭდური ასლი და კალამი, რომ მასალაში თქვენი ჩანაწერები დაამატოთ.

იყავით მზად, რომ მოძებნოთ მონაკვეთები წმინდა წერილიდან, უპასუხოთ სადისკუსიო კითხვებს და მონაწილეობა მიიღოთ საგაკვეთილო პროცესში, თქვენი ხელმძღვანელის მითითებით.

გაკვეთილის ბოლოს მოგეცემათ მონაკვეთი წმინდა წერილიდან. შემდეგი გაკვეთილის დაწყებამდე თქვენ უნდა წაიკითხოთ მონაკვეთი და დაწეროთ აბზაცი იმის შესახებ, თუ რას ამბობს მოცემული მონაკვეთი ამ თემაზე. ეს აბზაცი უნდა აჩვენოთ კლასის ხელმძღვანელს.

მინიმუმ შვიდჯერ მაინც ამ კურსის განმავლობაში, სტუდენტმა უნდა ასწავლოს გაკვეთილი, ან გაკვეთილის ნაწილი ადამიანებს, რომლებიც არ მიეკუთვნებიან კლასს. ეს ტრენინგი შეიძლება ჩატარდეს ეკლესიის საკლასო ოთახში, ბიბლიის სწავლების საოჯახო ჯგუფში, ან სხვაგან. აცნობეთ თქვენი კლასის ხელმძღვანელს ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს ასწავლით.

Ready to Start Learning?

Select a lesson from the sidebar to begin your journey through this course.