შესავალი
► შეიძლება ადამიანი გადარჩეს სახარების მოსმენის გარეშე? აუცილებელია მახარებლობა?
წმიდა წერილში ვხვდებით მათ მაგალითებს, ვისთანაც ღვთის მადლმა მიაღწია, ისრაელთან და ეკლესიასთან კონტაქტის გარეშე. იობი პატიოსანი და ბოროტებას განრიდებული იყო, ჯერ კიდევ მოსეს დაბადებამდე და სანამ წმიდა წერილი დაიწერებოდა. ბალაამი ღმერთთან ურთიერთობაში იყო და ცნობილი იყო, როგორც ნათელმხილველი, რომელიც იღებდა ღვთისგან გამოცხადებებს ტრანსში შესვლის გარეშე. აბიმელექი იმაზე სამართლიანად მოიქცა, ვიდრე აბრაამი, მას შემდეგ, რაც აბრაამმა იფიქრა: „რა თქმა უნდა, ღვთის შიში აქ არ ექნებათ.” რომაელთა 1:21-32 აღწერს წარმართებს, რომლებიც გარყვნილ მდგომარეობაში იყვნენ; ეს იმიტომ კი არ იყო, რომ მათ არასოდეს ცოდნიათ ღმერთის შესახებ, არამედ იმიტომ, რომ უარყვეს ის, რაც იცოდნენ.[1]
„საიდუმლო უფლისა მისი მოშიშებისთვისაა და თავის აღთქმას აუწყებს მათ” (ფსალმუნის 24:14). აღთქმა არის ღმერთის ადამიანთან ურთიერთობის პირობა, რომელიც მოითხოვს მადლის მინიჭებას, რადგან ყველამ შესცოდა. თუ ადამიანი სრულად სცემს თაყვანს ღმერთს, ღმერთი უჩვენებს გზას მასთან ურთიერთობის დასამყარებლად.
ბიბლია ამბობს, არ არსებობს ხსნა სხვა სახელში, იესოს გარდა (საქმეების 4:12). თუმცა, ძველ აღთქმაში გადარჩენილმა ადამიანებმა არ იცოდნენ იესოს სახელი. მათ ირწმუნეს ღმერთის აღთქმა გამოსყიდვისა და პატიების შესახებ და მან ეს უზრუნველყო იესოს მეშვეობით. ანალოგიურად, ადამიანებს, რომლებსაც ჯერ კიდევ არ სმენიათ იესოს სახელი, შეუძლიათ ენდონ ღმერთის მიერ ხსნას, რომელსაც ის უზრუნველყოფს იესოს მეშვეობით.
მაშ, რას ნიშნავს, რომ ხსნა სხვა არც ერთ სახელში არ არის? ეს ნიშნავს, რომ არ არსებობს ხსნის ალტერნატიული საშუალება. ადამიანს არ შეუძლია გადარჩენა გამოსყიდვის სხვა გეგმით. ეს ასევე ნიშნავს, რომ ადამიანმა, რომელმაც იცის იესოს შესახებ, არ უნდა უარყოს ის, რადგან მისი უარყოფა ნიშნავს ხსნაზე უარის თქმას ან გადარჩენის სხვა საშუალების ძიებას.
იესომ თქვა: „ვინც შეასრულებს მის ნებას, შეიცნობს მოძღვრებას.” ეს არის დაპირება, რომ თუ ადამიანი გულწრფელად ეძებს ღმერთს, ღმერთი ეტყვის მას, რაც უნდა იცოდეს. „იყო სინათლე ჭეშმარიტი, რომელიც გაუნათებს ქვეყნიერებაზე მომსვლელ ყოველ ადამიანს” (იოანეს 1:9). სულიწმიდას მოაქვს იესოს სინათლე მათთვისაც კი, ვისაც არ სმენია მის შესახებ.
ბევრმა ადამიანმა მიიღო ხილვები ან სხვა განსაკუთრებული გამოცხადება, რამაც ისინი ღმერთთან მიიყვანა მანამდე, სანამ ისინი მოისმენდნენ სახარებას წარგზავნილი ადამიანებისგან. მაგალითად, თანამედროვე დროში ბევრი მუსლიმი მოექცა, ღვთისგან გზავნილის მიღების შემდეგ.
► გსმენიათ ვინმეს შესახებ, ვინც მიიღო ღვთისგან განსაკუთრებული გზავნილი, სახარების გააზრებამდე?
[2]ასე რომ, ჩვენ ვხედავთ, რომ შესაძლებელია ადამიანმა იპოვოს ღმერთი და გადარჩეს კიდეც, წარგზავნილ ადამიანთა მხრიდან სახარების მოსმენის გარეშე. მიუხედავად ამისა, ბიბლია აღწერს სახარებას, როგორც გზავნილს, რომლის მოსმენაც სასწრაფოდ ესაჭიროება ყველას.
რომაელთა მიმართ მიწერილი წერილი აღწერს სახარების გადაუდებლობას. მოციქულმა თქვა, რომ სახარება არის, „ღმერთის ძალაა იგი, ყოველი მორწმუნის გადასარჩენად” (რომაელთა 1:16). მან თქვა, რომ ვალდებულია ყველას წინაშე, რომ სახარება მიუტანოს (რომაელთა 1:14). ის ამტკიცებს ჭეშმარიტებას, რომ ჩვენ გამართლებულები ვართ ღმერთის წინაშე მხოლოდ იმით, რომ გვწამს მისი აღთქმის, პატიების შესახებ (რომაელთა 3:26, რომაელთა 5:1).
შემდეგ ჩნდება გადაუდებლობის გრძნობა. მან თქვა: „როგორ ირწმუნონ, ვის შესახებაც არ სმენიათ? როგორ მოისმინონ მქადაგებლის გარეშე?” (რომაელთა 10:14). მან თქვა: „რწმენა - მოსმენისაგან, ხოლო მოსმენა - ქრისტეს სიტყვისაგან” (რომაელთა 10:17). ღმერთი იყენებს სახარებას, მსმენელებში გადამრჩენი რწმენის შესაქმნელად. სახარების ქადაგება არის ღვთის ჩვეულებრივი მეთოდი ცოდვილთა გადასარჩენად.
თუ მათი ხსნა შესაძლებელია წარგზავნილი ადამიანის გარეშე, რატომ არის ეს წარგზავნილი ასე მნიშვნელოვანი?
„ჩრდილოეთით მდებარე უზარმაზარ დაბლობზე ხანდახან დილის მზეზე ვხედავდი ათასი სოფლის კვამლს, სადაც არასოდეს ყოფილა არც ერთი მისიონერი - სოფლები, რომელთა მკვიდრნი დარჩნენ ქრისტეს, ღმერთის და სამყაროში იმედის გარეშე.”
- რობერტ მოფატი