შესავალი
მინიშნება კლასის ლიდერისთვის: წმიდა წერილის ამ გაკვეთილზე განხილული მონაკვეთების გარდა, არსებობს წმიდა წერილის მრავალი მითითება, რომელიც მოცემულია სქოლიოებში. კლასს შეიძლება დრო არ ეყოს გაკვეთილის განმავლობაში ყველა მათგანის მოსაძებნად და წასაკითხად. კლასის ლიდერს შეუძლია წასაკითხად ამოირჩიოს რამდენიმე.
ტერმინი გარდაქმნა ეხება ცვლილებას, რომელიც ხდება ადამიანის გადარჩენის დროს. მახარებლობის მიზანია ცოდვილი მიიყვანოს გარდაქმნის გამოცდილებამდე.
► წაიკითხეთ 1 თესალონიკელთა პირველი თავი. რა ცვლილებები მოხდა თესალონიკელების ცხოვრებაში, როდესაც ისინი მობრუნდნენ?
იმის გასაგებად, თუ რატომ სჭირდება ადამიანს მობრუნება და რა ხდება, როდესაც ადამიანი გარდაიქმნება, უნდა გავიგოთ ცოდვილის მდგომარეობა მობრუნებამდე.