შესავალი
ბევრი ადამიანი ყოველდღიურად დაკავებულია და არ ფიქრობს იმაზე, თუ რას აკეთებს. მათი აზრით, ის, რაც უნდა აკეთონ ისედაც აშკარაა, ამიტომ ამაზე ფიქრი და განხილვა საჭირო არ არის.
► რა მოხდება, თუ ადამიანი სერიოზულად არ ფიქრობს პრიორიტეტებზე?
განიხილეთ ეს განცხადებები:
-
არსებობს უფრო მნიშვნელოვანი გასაკეთებელი, ვიდრე ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ.
-
საქმის კეთების იმაზე უკეთესი გზები არსებობს, ვიდრე ჩვენ ვაკეთებთ.
-
შეგვიძლია უკეთესი შედეგები მივიღოთ, ვიდრე ვიღებთ.
► თუ ზემოხსენებული წინადადებები სიმართლეა, როგორ უნდა ვისწავლოთ საქმის უკეთესად კეთება?
ჯონ მაქსველის აზრით,[1] აზროვნების საერთო დონეა:
-
მეტისმეტად ზარმაცია შეგნებული აზროვნების პროცესის ასათვისებლად
-
მეტისმეტად უდისციპლინოა სტრატეგიული აზროვნების ძალის გამოსათავისუფლებლად
-
მეტისმეტად ზედაპირულია იმისათვის, რომ ეჭვქვეშ დააყენოს, რამდენად მისაღებია პოპულარული აზროვნება
-
მეტისმეტად ამაყია იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს საერთო აზროვნების მიღებას
-
მეტისმეტად ეგოცენტრულია იმისათვის, რომ თავდაუზოგავი აზროვნებით კმაყოფილებას განიცდიდეს
-
მეტისმეტად უვალდებულო და მიუძღვნელია იმისათვის, რომ ისიამოვნოს პრაგმატული აზროვნების დაბრუნებით
[2]როდესაც თქვენ ნამდვილად იცით თქვენი პრიორიტეტები, ბევრი გადაწყვეტილება ადვილი ხდება. პრიორიტეტები განსაზღვრავს თქვენს მიზნებს და თქვენ მიერ დასახული მიზნების მიღწევის გზას. პრიორიტეტები საშუალებას გაძლევთ ამოიცნოთ შესაძლებლობები და მათ შორის არჩევანი გააკეთოთ. ადამიანი, რომელსაც არ აქვს მკაფიო პრიორიტეტები, თავგზააბნეული იქნება შესაძლებლობებისგან, რომლებიც არ არის დაკავშირებული სწორ მიზნებთან.
“როდესაც თქვენი ღირებულებები ცხადია თქვენთვის, გადაწყვეტილებების მიღება უფრო ადვილი ხდება ”
(როი დისნეი).
.jpg)
.jpg)
.jpg)