ლიდერობა მსახურებაში
ლიდერობა მსახურებაში
Audio Course Purchase

Search Course

Type at least 3 characters to search

Search through all lessons and sections in this course

Searching...

No results found

No matches for ""

Try different keywords or check your spelling

results found

Lesson 16: საჯარო გამოსვლები

1 min read

by Stephen Gibson


ურთიერთობის ძალა

"მოვერცხლილი ოქროს ვაშლებია - დროულად ნათქვამი სიტყვა" (იგავთა 25:11). სიტყვასიტყვით, სწორად ნათქვამი სწორ დროს და კარგად თქმული, ხელოვნების ნიმუშია. კარგი კომუნიკაცია არის უნარი, რომლის განვითარებაც შესაძლებელია.

ადამიანებს, შთაბეჭდილებას თქვენი ინტელექტის, სანდოობისა და შესაძლებლობების შესახებ, თქვენი კომუნიკაციის უნარის შედეგად ექმნებათ. თქვენი ეფექტურობა მსახურებაში დამოკიდებულია სხვებზე გავლენის უნარზე.

მსახურებების უმეტესობა კომუნიკაციისგან, იგივე ურთიერთობებისგან შედგება. ქადაგება, სწავლება, კონსულტაცია და წახალისება ურთიერთობის საშუალებით ხდება. მსახურების ლიდერების უმეტესობა კარგი მოსაუბრეა. ძალიან იშვიათია, რომ ადამიანი, რომელიც არ არის კარგი მოსაუბრე, იყოს ეფექტური ლიდერი.

► არსებობს ძველი გამოთქმა: "კალამი ხმალზე უფრო ძლიერია." როგორ ფიქრობთ, რას ნიშნავს ეს?

ფიზიკური ძალა ვერ შეედრება ეფექტურად გადაცემული იდეის, აზრის ძალას. იარაღი აიძულებს ადამიანებს რაიმეს გაკეთებას, ხოლო იდეა იპყრობს მათ გონებას და გულს. ამიტომ ზოგიერთი მთავრობა ზღუდავს სიტყვის თავისუფლებას.

► სტუდენტმა ჯგუფს უნდა წაუკითხოს იაკობის 3:1-8. იმსჯელეთ რას ამბობს ეს მუხლი ურთიერთობის ძალაზე.

იაკობის ეს მუხლები ძირითადად ლაპარაკობს იმ სავარუდო ზიანის შესახებ, რომელიც ენას შეუძლია მიაყენოს. კომუნიკაციის ძალა შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც სასიკეთოდ, ასევე საზიანოდ. ღმერთმა აირჩია სულიწმიდით გაძლიერებული ადამიანური ურთიერთობები, თავისი გადარჩენის გეგმის შესრულების საშუალებად.

ურთიერთობების ძალის გათვალისწინებით, ქრისტიანმა ის ყოველთვის ფრთხილად უნდა გამოიყენოს. როგორც სპიკერიმა, თქვენ ყოველთვის უნდა დაიცვათ ქრისტიანული ეთიკა. ყოველთვის სიმართლის მხარეს იყავით. არასდროს შეუწყოთ ხელი ისეთ რამეს, რისიც არ გჯერათ. არასოდეს შეეცადოთ აკონტროლოთ ხალხი, იმის თქმით მათ, რაც მთლად სიმართლეს არ შეესაბამება, ან ინფორმაციის დამალვით, რაც მათთვის მნიშვნელოვანია.