ლიდერობა მსახურებაში
ლიდერობა მსახურებაში
Audio Course Purchase

Search Course

Type at least 3 characters to search

Search through all lessons and sections in this course

Searching...

No results found

No matches for ""

Try different keywords or check your spelling

results found

Lesson 17: პირადი საკითხები: ფული, დრო და ჩაცმულობა

1 min read

by Stephen Gibson


ფულის მართვა

ანგარიშვალდებულების პრინციპი

► სტუდენტმა ჯგუფს უნდა წაუკითხოს მათეს 25:14-30. რას გვეუბნება ეს ადგილი წმიდა წერილიდან ფულის მართვის შესახებ?

ფული მსახურებისთვის მნიშვნელოვანი რესურსია. ჩვენ ფული უნდა ვმართოთ, რომ საუკეთესო შედეგი მივიღოთ. ჩვენ ანგარიშს ჩავაბარებთ ღმერთს იმ რესურსებისთვის, რომელიც მან მოგვცა სამართავად.

გაიხსენეთ სამარიელის ამბავი, რომელიც დაშავებულ მგზავრს დაეხმარა (ლუკას 10:30-35); ამ ამბის მიზანი იყო იმის ილუსტრაცია, თუ რას ნიშნავს გიყვარდეს ადამიანები, რომელსაც ხვდები. ამასთან, შეგვიძლია კიდევ ერთი მოსაზრება გამოვიტანოთ გარკვეულ დეტალებზე დაკვირვებით, თუმცა ეს საკითხი შეიძლება სულაც არ იყო გამიზნული ავტორის მიერ.

სამარიელს ვირი ჰყავდა და ფული ჰქონდა კაცის მოსავლელად. რა მოხდებოდა, მას რომ დაეხარჯა საკუთარი რესურსები, სანამ დაშავებულს შეხვდებოდა? მას ნაკლებად შეეძლებოდა მისი დახმარება. უამრავი ადამიანი ამბობს, რომ ისინი თანაუგრძნობენ სხვების ტანჯვას და განიცდიან ევანგელიზაციის საჭიროებას, მაგრამ ისინი არ მართავენ თავიანთ რესურსებს, რათა შეძლონ რეაგირება ამ საჭიროებებზე. მათ არასდროს შეუძლიათ სხვების დახმარება.

ფული შეიძლება დაიხარჯოს ნივთებისთვის, რომელიც მოხმარებადი და წარმავალია, ან შეიძლება დაიხარჯოს მარადიული ფასეულობის მქონე საგნებისთვის ამ სამყაროშიც და მარადისობაშიც. ჩვენთვის აუცილებელია ფულის ხარჯვა ჩვენი საჭიროებებისათვის; მაგრამ რაც შეიძლება მეტი ინვესტიცია უნდა ჩავდოთ მომავალში.

ბევრი ადამიანი არასდროს დებს ინვესტიციებს, რადგან თვლის, რომ საკმარისი არ აქვს. თუ ადამიანი დაზოგავს და ჩადებს მცირე თანხებს, მაგრამ რეგულარულად, საბოლოოდ დიდი შედეგები ექნება. ფერმერი, რაც არ უნდა ღარიბი იყოს ის, აცნობიერებს, რომ საკმარისი უნდა დაზოგოს იმისთვის, რომ ხელახლა დათესვა შეძლოს. ჩვენ უნდა ვიპოვნოთ გზები, რომ დავზოგოთ და ჩავდოთ, რა რესურსიც გაგვაჩნია.

► როგორია დაზოგვის და მცირე თანხების ინვესტირების გზები?

რწმენის პრინციპი

მოციქულმა პავლემ დიდი პირობა მისცა ფილიპის ეკლესიას. მათ მსხვერპლი გაიღეს მსახურების მხარდასაჭერად. ის დაპირდა მათ, რომ ღმერთი დააკმაყოფილებდა მათ საჭიროებებს (ფილიპელთა 4:19).

იესომ თავის მოწაფეებს უთხრა, რომ არ უნდა იცხოვრონ შფოთვაში, არამედ ენდონ ღმერთს, რომ ის უზრუნველყოფს მათ (მათე 6:25-34). ღვთის სასუფეველი მათი პრიორიტეტი უნდა ყოფილიყო, ის ძირითად საჭიროებებზე წინ უნდა დაეყენებინათ.

რწმენა არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას, უზრუნველვყოთ საკუთარი თავი და ადამიანები, რომლებიც ჩვენზე არიან დამოკიდებული. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ უზრუნველყოფა შევძლოთ (ეფესელთა 4:28). თუ ადამიანი არ უზრუნველყოფს თავის ოჯახს, ის არ არის მორწმუნის ნიმუში (1 ტიმოთეს 5:8).

ადამიანი არასდროს არ უნდა იჯდეს უსაქმურად და ელოდებოდეს ღმერთისგან უზრუნველყოფას. ღმერთმა განიზრახა, რომ მუშაობით მიგვეღო ჩვენი მოგება და რაიმე ღირებული გვეწარმოებინა.

რწმენა ნიშნავს, რომ ჩვენ ვხვდებით, რომ ღმერთის კურთხევის გარეშე ვერ გადავრჩებით. ჩვენი ძალა და მუშაობის შესაძლებლობა ღვთისაგან მოდის და ის ასევე აკურთხებს იმას, რაც არ მომდინარეობს ჩვენი საქმიდან. იმის გამო, რომ ღმერთზე ვართ დამოკიდებული, ისე უნდა ვილოცოთ, როგორც იესო მიგვითითებს: „პური ჩვენი არსობისა მოგვეცი ჩვენ დღეს.”

ჩვენ გულუხვები უნდა ვიყოთ სხვების მიმართ, რადგან

  • ჩვენ ვიცით, რომ ღმერთი უზრუნველგვყოფს,

  • ჩვენი საქმე არ გვაძლევს ყველაფერს, რაც გვაქვს,

  • ჩვენ არ ვიმსახურებთ ღვთის კურთხევას,

  • ღმერთს ჩვენს სიყვარულს სხვებისთვის გაცემით ვუმტკიცებთ.

ჩვენ არ უნდა ვიყოთ ეგოისტი ბავშვივით, რომელიც იღებს ყველაზე დიდ ნამცხვარს ან მალავს კანფეტს, რადგან იცის, რომ მეტის მიღება არ შეუძლია. ღმერთს სიუხვე აქვს და არ უნდა, რომ ჩვენ ხარბები ვიყოთ, ან გადამალვას ვცდილობდეთ, თითქოს ის არასდროს მოგვცემს მეტს.

მსახურების ხელმძღვანელი მართავს არა მხოლოდ საკუთარ ფულს, არამედ მსახურების რესურსებსაც. ღმერთი იზრუნებს იმ მსახურებაზე, რომელიც მის ნებას ასრულებს. ამასთან, მისი ნება ყოველთვის ის არ არის, რაც ჩვენ აშკარად გვეჩვენება. ზოგჯერ ადამიანები ფოკუსირებულნი არიან დაწესებულების შენარჩუნებაზე და ისინი უგულებელყოფენ ღვთისგან მკაფიო მიმართულების ძიებას. ზოგჯერ ადამიანები ცდილობენ გააკეთონ კარგი რამ, მაგრამ ისინი ამას ისე არ აკეთებენ, როგორც ღმერთს სურს. ჩვენ ყოველთვის ვერ შევძლებთ ამ საკითხების სრულყოფილ გარჩევას, მაგრამ ფინანსების არარსებობამ მსახურებისთვის, უნდა გვაბიძგოს ღვთის ნების უკეთ გააზრებისკენ.

გულახდილობის და პატიოსნების პრინციპი

რწმენის პრინციპი გვიძღვება გულახდილობის პრინციპისკენ. ჩვენ არასდროს უნდა გავაკეთოთ ისეთი რამ, რაც ღმერთს არ მოსწონს, რადგან გვსურს მას ვაამოთ და გვსურს, რომ მისგან კურთხეულნი ვიყოთ.

თუ თქვენ ღმერთზე ხართ დამოკიდებული და ენდობით მას, უარს იტყვით მოგების შესაძლებლობაზე რაიმე არაკეთილსინდისიერი საქმის გაკეთების შედეგად. როდესაც შესაძლებლობა მოდის, უნდა გაიაზროთ კითხვა: „ღმერთი მომცემდა ამ შესაძლებლობას?“ თუკი ეს, რაიმეს არაკეთილსინდისიერი გზით მოპოვების შესაძლებლობაა, ჩვენ ვიცით, რომ ის ღმერთს არ მოუცია. ადამიანი, რომელიც სარგებელს იღებს რაღაც არასწორის კეთებით, არ ენდობა ღმერთს, რომ მის საჭიროებებს უპასუხებს.

მსახურებაში მყოფი ადამიანი, როგორც წესი, მართავს რესურსებს, რომლებიც მისი არ არის. მისთვის მნიშვნელოვანია მსახურების ფულის გამიჯვნა საკუთარი ფულისგან. ზოგიერთ კულტურაში ადამიანები მარტივად ვერ ხვდებიან ამ წესს. თუმცა, იქნება ეს მსახურებაში, მთავრობასა თუ ბიზნესში, ადამიანს არ ეძლევა ძალაუფლების პოზიცია, თუ ხალხი არ ფიქრობს, რომ ამ განსხვავების გაკეთება შეუძლია. თუ ადამიანი იყენებს დაწესებულების ფულს, როგორც საკუთარს, ის არ ამართლებს ნდობას (1 კორინთელთა 4:2).

მსახურების ლიდერმა უნდა ჩამოაყალიბოს ისეთი პოლიტიკა, რომელიც ფრთხილ ანგარიშვალდებულებას ინარჩუნებს დაწესებულების ფულთან. მან არ უნდა შეაგროვოს და მართოს ფული მარტო. რამდენიმე ადამიანი უნდა იყოს ჩართული ჩანაწერების გაკეთებასა და ხარჯვაში.

მსახურების მხარდაჭერის პრინციპი

ღმერთმა განიზრახა, რომ მსახურება ფინანსურად უნდა ყოფილიყო მხარდაჭერილი. თუმცა, მსახურების ლიდერი ხშირად იმ პირობებში იმყოფება, როდესაც მისი მსახურება სრულად არ არის მხარდაჭერილი.

ქრისტიანი ლიდერისთვის, ფული არასდროს უნდა იყოს მიზეზი, რის გამოც ის, თანხმდება ხელმძღვანელ თანამდებობაზე, ან მაქსიმუმს აკეთებს. მსახურების მოტივაცია არის: ღმერთის მორჩილების ვალდებულება, სურვილი ასიამოვნოთ ღმერთს და სიყვარული იმ ხალხის მიმართ, რომელსაც ემსახურებით (1 პეტრეს 5:2, 1 კორინთელთა 9:16, იოანეს 21:15-17).

როდესაც იესომ მოწაფეები გაგზავნა მსახურებისთვის, მან უთხრა: „უსასყიდლოდ მიგიღიათ და უსასყიდლოდვე გაეცით ” (მათე 10:8). არასწორია ფასი დაუდგინო მსახურებას.

ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გმობა, რომელიც ბიბლიაში გვხვდება, მიაგეს კაცს, რომელმაც შესთავაზა სულიერი ძალაუფლების მისაღებად ფულის გადახდა, რათა ამით სარგებლობა მიეღო (საქმეების 8:18-23).

[1]მსახურება არ აწარმოებს ფულს, როგორც სხვა სახის სამუშაო, რადგან ის არ იძლევა გასაყიდ პროდუქტს ან მომსახურების მიღებას. მსახურებას მხარდაჭერა მხოლოდ მაშინ აქვს, როდესაც ადამიანები, რომლებსაც აქვთ სხვა საქმიანობა, გადაწყვეტენ, რომ მას უნდა დაუჭირონ მხარი.

მსახურების ხელმძღვანელს შეუძლია გაამხნევოს ხალხი, რომ მხარი დაუჭირონ, მათთან მსახურების მნიშვნელობასა და მის ერთგულებაზე საუბრებით. წესით, მას დახმარების მოლოდინი არ უნდა ჰქონდეს მსახურების დაწყებამდე. ანგარიში მისი მსახურების შესახებ უნდა იყოს რეგულარული, რეალისტური და სრულიად გულახდილი.

ხალხი ყველაზე ხშირად მხარდამჭერი იმიტომ ხდება, რომ ხედავს მსახურების ღირებულებას და არა იმიტომ, რომ მსახურს დახმარება სჭირდება. მსახურების ლიდერი არ უნდა ეცადოს მხარდაჭერა მოიზიდოს საკუთარ საჭიროებებზე საუბრით, არამედ მსახურების შედეგების მიღწევით და მსახურების ხედვის განმარტებით. ასევე მნიშვნელოვანია ურთიერთობების აშენება იმ ადამიანებთან, რომლებსაც ის ემსახურება, რათა მათ დაინახონ მისი ერთგულება, მიძღვნა და დააფასონ მათ მიმართ მსახურება.

ზოგიერთ ადამიანს შეიძლება სურდეს პირადად ლიდერის მხარდაჭერა, ორგანიზაციისთვის შეწირვის ნაცვლად. ლიდერი ფრთხილად უნდა იყოს, რომ ორგანიზაციის აშენების ნაცვლად არ ააშენოს საკუთარი მხარდაჭერა. მისი საქმე ორგანიზაციის მშენებლობაა.

ლიდერმა თავი უნდა აარიდოს სესხს. ფულის სესხად აღება, ნიშნავს ფულის მომავლიდან ხარჯვას. ვალი გართმევთ თავისუფლებას მომავალში გადაწყვეტილების მიღებისას. ვალი ნიშნავს, რომ თქვენ იღებთ გადაწყვეტილებებს მომავლის შესახებ, სანამ იქ მიხვალთ. ვალი ხარჯავს მომავლის რესურსებს, ხოლო მომავლის საჭიროებები ჯერ კიდევ უცნობია.

ლიდერმა თავიდან უნდა აიცილოს პირადი ვალი, რადგან ეს მომავალში შეზღუდავს მის მსახურებრივ გადაწყვეტილებებს.

ლიდერმა თავიდან უნდა აირიდოს ორგანიზაციის ვალში შეყვანა და სესხის აღება. გამოიყენეთ მხოლოდ ის ფული, რაც ღმერთმა მოგცათ. ნუ ისესხებთ, იმ იმედით, რომ ღმერთი უზრუნველყოფს სესხის გადახდის საშუალებას. თუ ღმერთს სურს უზრუნველყოს კონკრეტული საჭიროება, მას მანამდე შეუძლია ამის გაკეთება, სანამ ისესხებთ, და არა პირიქით, მას შემდეგ, რაც ვალს აიღებთ. სესხის აღება გამორიცხავს ღვთის ნების ამოცნობის ერთ-ერთ გზას, რადგან სესხი ნიშნავს, რომ არ ელოდებით, რომ იხილოთ, რითი უზრუნველგყოფთ და რას მოგცემთ ღმერთი.

მიეცით ზოგიერთ სტუდენტს საშუალება, გაგიზიარონ, თუ როგორ ფიქრობენ თავიანთი მიზნების ან ქმედებების შეცვლას ფულთან დაკავშირებული პრინციპების გამო.


[1]

“ღვთის საქმეს, რომელიც ღვთიური გზებით სრულდება, არასოდეს მოკლდება ღვთის მარაგები“

(ჯ. ჰადსონ ტეილორი).