შესავალი
ჯონ მაქსველი ესაუბრა ბიზნესმენს, რომლის კომპანიაც ყიდულობდა წარუმატებელ სასტუმროებს, რათა მოახდინა მათი რეორგანიზაცია და მათ მოგებაზე მუშაობა დაეწყოთ. მაქსველმა ჰკითხა, თუ იყო რაიმე ერთი მოქმედება, რომელსაც კომპანია ყოველთვის მიმართავდა, როდესაც ისინი განადგურების პირას მყოფ სასტუმროს ყიდულობდნენ. ბიზნესმენმა თქვა: ”მენეჯერს ყოველთვის ვანთავისუფლებთ თანამდებობიდან. ჩვენ არ ველოდებით იმის გასარკვევად, არის თუ არა ის კარგი მენეჯერი. ჩვენ უკვე ვიცით, რომ ის არ არის კარგი მენეჯერი, რადგან სასტუმრო ვერ ფუნქციონირებს.”