ლიდერობა მსახურებაში
ლიდერობა მსახურებაში
Audio Course Purchase

Search Course

Type at least 3 characters to search

Search through all lessons and sections in this course

Searching...

No results found

No matches for ""

Try different keywords or check your spelling

results found

Lesson 2: ბიბლიური თვისებები ლიდერებისთვის

1 min read

by Stephen Gibson


შესავალი

ზოგს სჯერა, რომ რადგან ჩვენ ღმერთისთვის ყველა თანაბრად მნიშვნელოვანი ვართ, ეკლესიაში არ უნდა არსებობდეს ისეთი ადამიანი, ვისაც სხვაზე ექნება ძალაუფლება. ბევრი ამბობს, რომ სჯერათ ლიდერობის, მაგრამ იქცევიან ისე, თითქოს თავისუფლები არიან ყოველგვარი სულიერი ძალაუფლებისგან.

► გვასწავლის თუ არა ბიბლია, რომ ეკლესიაში ძალაუფლება უნდა არსებობდეს? მოიყვანეთ მაგალითები.

ბიბლია ბევრგან საუბრობს ეკლესიის ხელმძღვანელობაზე. რამდენიმე მაგალითია ებრაელთა 13: 7, 17; ტიტე 1: 5; რომაელთა 12: 8; 1 კორინთელთა 14:40 და 1 ტიმოთეს 5:17.[1]

ლიდერობის, როგორც გავლენის განსაზღვრა, გვეხმარება დავაკვირდეთ ლიდერობის, ანუ ხელმძღვანელების ფუნქციას ეკლესიაში. ღმერთი განსაზღვრავს გარკვეულ სპეციფიკურ ფუნქციებს, რათა ლიდერები იყვნენ მოწოდებულები და მიეცეთ უფლებამოსილება, მართონ ეკლესია მისი მიზნების მისაღწევად.

[2]► სტუდენტმა მთელს ჯგუფს უნდა წაუკითხოს ეფესელთა 4: 11–12.

მსახურების ყველა ფუნქცია არ შეიძლება მიეკუთვნებოდეს ამ სიაში მოცემულ კონკრეტულ მოწოდებებს. მაგალითად, მუსიკოსი ან თაყვანისცემის მსახურების ლიდერი შეიძლება სულაც არ იყოს მათ შორის. ამასთან, თითოეული მსახურების ხელმძღვანელის ფუნქცია უნდა იყოს ორიენტირებული ეკლესიის დასახული მიზნების მიღწევისკენ.

ეკლესიის პასუხისმგებლობები მიმართულებას იძლევა და განსაზღვრავს მსახურების ლიდერების გადანაწილებას პოზიციებზე. ეს არ ნიშნავს, რომ ლიდერობის ფუნქცია შემოიფარგლება მხოლოდ ქადაგებით, სწავლებით და მახარებლობით. ეკლესიის პასუხისმგებლობა გაცილებით მეტია. ეკლესიაში ადამიანები ერთად მუშაობენ პრაქტიკული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ეს ნიშნავს, რომ ადამიანი, რომელიც ეკლესიის წარმომადგენლებს მოუწოდებს ერთმანეთს გაუზიარონ მებაღეობის აღჭურვილობა, ეხმარება ეკლესიას მისი მიზნის განხორციელებაში.

ეკლესიის მოვალეობები შესაძლებელს და აუცილებელს ხდის ლიდერობის მრავალი სახეობის ფუნქციებს, იმის მიღმა, რაც ეკლესიის შენობაში ხდება.


[1]თუ ჯგუფში ვინმე აცხადებს, რომ ეკლესიაში ხელმძღვანელობა ან აუცილებელი, ან ბიბლიური არ არის, ჯგუფს შეუძლია შეისწავლოს წინა წინადადებაში ჩამოთვლილი წერილები. ნუ დაკარგავთ ძალიან ბევრ დროს ამ საკითხზე.
[2]

”ღმერთს ვთხოვდი დამხმარებოდა. შემდეგ ვკითხე, ხომ არ შემეძლო მას დავხმარებოდი. ბოლოს ვთხოვე, რომ ჩემი საშუალებით ეკეთებინა თავისი საქმე”

(ჯ. ჰადსონ ტეილორი)