დარწმუნებულობის ძალა
დარწმუნება არის სიმართლის რწმენა. დარწმუნება არის მტკიცე რწმენა რეალობის შესახებ. დარწმუნება მართავს ჩვენს გადაწყვეტილებებს, რადგან ადამიანი მოქმედებს იმის საპასუხოდ, რასაც თვლის, რომ სიმართლეა.
დარწმუნება არ ეხება მხოლოდ რელიგიურ ჭეშმარიტებას. თუ გამყიდველს ნამდვილად სჯერა, რომ მისი პროდუქცია საუკეთესოა და ის ყველას სჭირდება, მას დარწმუნება აქვს. ეს რწმენა მას უფრო მეტ მოტივირებას მისცემს მოახდინოს გავლენა სხვა ადამიანებზე.
ადამიანთა ჯგუფი უდაბნოში დაიკარგა. ისინი განიხილავენ თავიანთ მდგომარეობას და იმას, თუ რა არჩევანი აქვთ. ერთი ადამიანი ყველაზე დამაჯერებელია მათი მდგომარეობის განმარტებაში. ის ასევე არწმუნებს მათ, რომ იცის რა უნდა ქნან. ის ხდება ლიდერი.
დარწმუნება შეიძლება მცდარი იყოს. შეიძლება ადამიანმა დაიჯეროს ისეთი რამ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. არასწორი დარწმუნებაც კი, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ძალას აძლევს წინამძღოლებს. მაგალითად, თუ ადამიანს ნამდვილად სჯერა, რომ იცის სადმე მისასვლელად მიმართულება, ხალხი გაჰყვება რწმენის გამო. საბოლოოდ ისინი იმედგაცრუებულები დარჩებიან და მისი გავლენა მნიშვნელოვნად შემცირდება. ნაკლებად სავარაუდოა, რომ მას კვლავ გაჰყვნენ.
ლიდერობა ემყარება რწმენას, რადგან ლიდერი უძღვება სხვებს, აჩვენებს მათ სიმართლეს და აჩვენებს მათ შესაბამის საპასუხო მოქმედებას, ამ ჭეშმარიტებაზე. ის ამბობს: ”ასეა და ეს უნდა გავაკეთოთ.”
თუ ხალხმრავალ შენობაში ადამიანი მიხვდება, რომ შენობა იწვის, მან იცის, რომ ყველას უნდა გააგებინოს ეს სიმართლე და მის შესაბამისად იმოქმედოს. მას დარწმუნებულობა აქვს იმისთვის, რომ კომუნიკაციაში შევიდეს ხალხთან. ინფორმაცია იწვევს ყველას მოქმედებას, ვინც ამას დაიჯერებს. რამდენიმე წამით, ეს ადამიანი ხდება ლიდერი, რადგან ის გავლენას ახდენს მათზე, თავისი შეხედულების მათთვის გაზიარებით. ის არ დარჩება ლიდერად, თუ ხალხმა არ დაიჯერა, რომ მან ასევე იცის, თუ რა უნდა გააკეთონ. მისი ლიდერობა იმ ეტაპზე მთავრდება, როდესაც მისი დარწმუნება მთავრდება.
ქრისტიანისთვის, ღვთის სიტყვის ჭეშმარიტება და მისი ნება ჩვენზე, ყველა დაწესებულების (ინსტიტუციის) საფუძველი უნდა იყოს და არა მხოლოდ მსახურების ორგანიზებისთვის. ქრისტიანმა არ უნდა აწარმოოს საქმიანობა, რომელიც ღვთის სიტყვას ეწინააღმდეგება.
ძლიერი დარწმუნება აუცილებელია ძლიერი ლიდერობისთვის. გაიხსენეთ რომელიმე დიდი ქრისტიანი ლიდერი, წმინდა წერილიდან ან შემდგომი ისტორიიდან. შეეცადეთ წარმოიდგინოთ ის ძლიერი დარწმუნებულობის გარეშე, თუნდაც დიდი შესაძლებლობების მქონე. თუნდაც ადამიანი კარგი ორგანიზატორი და კომუნიკატორი იყოს, ძლიერი დარწმუნების გარეშე დიდხანს ვერ იხელმძღვანელებს.
მიეცით სტუდენტებს ჯგუფში სიტყვა, რათა ილაპარაკონ თითოეული ამ ისტორიული ლიდერის შესახებ, შემდეგ სთხოვეთ ჯგუფის წევრბს შეეცადონ წარმოიდგინონ ეს ლიდერი ძლიერი დარწმუნების გარეშე: მოსე, იესო ნავეს ძე, პავლე, მარტინ ლუთერი, აბრაამ ლინკოლნი, მაჰათმა განდი, უინსტონ ჩერჩილი და ბილი გრეჰემი. (თითოეულ მათგანს დიდი გავლენა ჰქონდა, თუმცა ყველა მათგანი არ იყო ქრისტიანი ლიდერი).
დარწმუნება არის ადამიანის მიერ რეალობისა და იმის გაგება, თუ რა უნდა გაკეთდეს. თუ ადამიანი, თუნდაც კარგი ორგანიზატორი და კომუნიკატორია, ის მაინც ვერ შეძლებს ლიდერობის გაწევას დიდი ხნის განმავლობაში, დარწმუნებულობის გარეშე.
მას მოტივაცია ექნება ეცადოს წარმატებას მიაღწიოს დარწმუნებულობის გამო. ამიტომ, ის წარმატებისთვის არასოდეს დათმობს თავის დარწმუნებულობას და შეხედულებებს.
დარწმუნება არ უნდა იყოს ნაწილობრივი და ყალბი, მოჩვენებითი. თუ ადამიანს სურს შეცვალოს თავისი შეხედულება, რადგან ის აიყვანეს სხვა მრწამსის წარმოსადგენად, ის ვერ იქნება ძლიერი ლიდერი.
ლიდერი ცნობილი უნდა იყოს სიმართლისა და ჭეშმარიტებისადმი ლტოლვით. იმის გამო, რომ მას რწმენა ამოძრავებს, მას ყოველთვის სურს იცოდეს რა არის ჭეშმარიტება. მას ურჩევნია შეუსწორონ, ვიდრე განაგრძოს იმის დაჯერება, რაც არასწორია.
რწმენა ადამიანს იმაზე ძლიერს ხდის, ვიდრე ადამიანი პიროვნული თვისებებით არის. ისეთი ადამიანიც კი, რომელსაც სძულს დაპირისპირება, კამათი და კრიტიკა, შეიძლება ლიდერად იქცეს, რადგან ის ძლიერია თავის დარწმუნებასა თუ შეხედულებებში.
რწმენა ასევე განაპირობებს ადამიანის ინტელექტის უფრო მაღალ დონეზე მოქმედებას, ვიდრე ეს სხვა შემთხვევაში იყო შესაძლებელი. „დამაჯერებელი ინტელექტით”[1] ბევრი გადაწყვეტილება მიიღება რეფლექსურად, რადგან ბევრი ვარიანტი არ განიხილება. ეს საშუალებას აძლევს ადამიანს უფრო სწრაფად დაინახოს რა არის სწორი. ისევე როგორც ცოდნის ან სიბრძნის გარეშე, დარწმუნებულობის გარეშეც, ადამიანი - სულელია.
► ვინ არის დიდი ლიდერი, რომელსაც პირადად იცნობთ? როგორ მატებს მისი დარწმუნება, ძალას მის ლიდერობას?
დანიელი და კიდევ რამდენიმე ებრაელი სწავლობდნენ ლიდერობას უცხოურ იმპერიაში. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო წარმატების მიღწევა და სწავლების ხელმძღვანელისთვის თავის მოწონება. თუმცა მისი დარწმუნება გამოიცადა, როდესაც მიხვდა, რომ მათი საკვები არ იყო ებრაელისთვის შესაფერისი. მსგავს სიტუაციაში მყოფი მრავალი ადამიანი კომპრომისზე მიდის თავის რწმენასთან, თუკი ის მის სტატუსს საფრთხეს უქმნის.
სწავლების ხელმძღვანელს უკვე შენიშნული ჰქონდა დანიელის საუკეთესო ბუნება და ხასიათი. დანიელი მას ტაქტიანად მიუდგა, თავმდაბლურად მიიტანა სათხოვარი და შესთავაზა სხვა რამის მოსინჯვა, რაც ხელმძღვანელისთვის რისკს არ წარმოადგენდა. ღმერთმა პატივი მიაგო დანიელის ერთგულებას და დიდი წარმატება მიანიჭა მას. (დანიელი 1:8-15).