შესავალი
ამ გაკვეთილზე, კითხვების, ანუ საკითხების სახით, მოცემულია მოწიფული ეკლესიის მახასიათებლები. ეკლესიამ უნდა განიხილოს ეს საკითხები, რათა გაიგოს, როგორ უნდა განავითაროს ისინი.
ამ კლასში ყველა მოსწავლე შეიძლება არ იყოს ერთი და იმავე ეკლესიიდან, ან შეიძლება არ იყვნენ ის პირები, ვისაც ცვლილებების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება შეუძლია თავიანთ ეკლესიებში. მათ შეუძლიათ გამოიყენონ ეს საკითხები ეკლესიის სიმწიფის დონის შესაფასებლად და საკუთარი მსახურების მიზნების დასასახად.
ქვემოთ მოყვანილი თითოეული კითხვასთან დაკავშირებით განიხილეთ მისი მნიშვნელობა მოცემული განმარტებების გამოყენებით. შემდეგ, დაფიქრდით, რა შეიძლება გააკეთოს ეკლესიამ, რათა განავითაროს მისთვის საჭირო მახასიათებელი.