შესავალი
მე-3 გაკვეთილზე ჩვენ ვისწავლეთ ადგილობრივი ეკლესიის ეს განსაზღვრება:
ადგილობრივი ეკლესია არის მორწმუნეთა ჯგუფი, რომელიც მოქმედებს როგორც სულიერი ოჯახი და რწმენით დაკავშირებული საზოგადოება; რომელიც სთავაზობს სახარებას და ეკლესიის თანაზიარებას ყველას, ვინც მოინანიებს; ატარებს ნათლობებსა და ზიარებებს; ერთობლივად მონაწილეობს თაყვანისმცემლობაში, მოზიარეობაში, მახარებლობაში და მომოწაფებაში; ასრულებს ქრისტეს სხეულის საქმეს სულიწმიდის ნიჭებით; ემორჩილება ღვთის სიტყვას; ერთობით, რომელიც ეფუძნება ბიბლიურ მოძღვრებას, მადლის გამოცდილებასა და სულიერ ცხოვრებას.
ახლა განვიხილოთ საეკლესიო დისციპლინის განსაზღვრება.
საეკლესიო დისციპლინის განსაზღვრება
საეკლესიო დისციპლინა (ზომების მიღება წესრიგის დასაცავად) არის ეკლესიის ერთიანი, მიზანმიმართული პასუხი წევრის ცოდვაზე, ოთხი მიზნით: ეკლესიის ერთიანობის დაცვა, ჭეშმარიტების დაცვა, მრევლის დაცვა არასწორი გავლენისგან და ცოდვილი წევრის ხსნაში და მოზიარეობაში დაბრუნება.
► გადახედეთ ეკლესიის და საეკლესიო დისციპლინის განსაზღვრებებს. იმის გათვალისწინებით, თუ რა არის ეკლესია, განმარტეთ, რატომ არის საჭირო საეკლესიო დისციპლინა.