ეკლესიის დოქტრინა და პრაქტიკა
ეკლესიის დოქტრინა და პრაქტიკა
Audio Course Purchase

Search Course

Type at least 3 characters to search

Search through all lessons and sections in this course

Searching...

No results found

No matches for ""

Try different keywords or check your spelling

results found

Lesson 8: ადგილობრივი ეკლესიის მხარდაჭერა

1 min read

by Stephen Gibson


იესოს მითითებები

► სტუდენტმა უნდა წაუკითხოს ლუკას 10:1-9 ჯგუფს. რა არის უჩვეულო მითითებებში, რაც იესომ მისცა მოწაფეებს, როცა ისინი გაგზავნა მსახურების შესასრულებლად?

მოწაფეები იყვნენ წარგზავნილნი, რათა პირველებს ექადაგათ სახარება მრავალ სოფელში. იესოს ჰქონდა მთელი ძალაუფლება და რესურსი და შეეძლო მათთვის ნებისმიერი რამის მიცემა. მას შეეძლო მათთვის საკმარისი ფული მიეცა, რათა ეყიდათ ყველაფერი, რაც მათ სჭირდებოდათ და დაეკმაყოფილებინათ სხვა ადამიანების საჭიროებები. მას შეეძლო მიეცა მათთვის ძალაუფლება, პურის და თევზის გასამრავლებლად, როგორც მათთვის, ასევე იმ ხალხისთვის, რომლებსაც უქადაგებდნენ. მათ შეეძლოთ ყოფილიყვნენ საკვებით უზრუნველყოფილნი ყველა სოფელში, რომელსაც სტუმრობდნენ.

ნაცვლად ამისა, მან ფულის გარეშე გაგზავნა. უთხრა მათ, რომ დამოკიდებულნი ყოფილიყვნენ სოფლის მოსახლეობის დახმარებაზე. მოწაფეები ისე წავიდნენ, როგორც იესომ დაავალა და მათი საჭიროებები კმაყოფილდებოდა.[1]

► რატომ გაგზავნა იესომ მოწაფეები ასე?

მათი მსახურება იზიდავდა სწორ ხალხს. იმის გამო, რომ ისინი პირველ რიგში სახარებას ქადაგებდნენ, იზიდავდნენ სახარებით დაინტერესებულ ადამიანებს. რადგან საჭიროებები ჰქონდათ, ისინი იზიდავდნენ ადამიანებს, რომლებსაც დახმარება სურდათ. მათ ჰყავდათ საუკეთესო ხალხი ეკლესიის დასაფუძნებლად.

რა იქნებოდა სოფლებში რომ წასულიყვნენ უზრუნველყოფილნი ყველაფრით, რაც თვითონ ჭირდებოდათ და ხალხისთვის გასაცემი ნივთებით? ისინი არასწორ ადამიანებს მიიზიდავდნენ. რაღაცის მისაღებად მოსული ხალხის ჯგუფს შეკრებდნენ. ამის შემდეგ, მსახურებას მხოლოდ ნივთების დარიგების გაგრძელებით შეძლებდნენ. მსახურება ვერ გაიზრდებოდა უფრო და უფრო მეტი ნივთების გაცემის გარეშე. ისინი დახმარებას ვერ მიიღებდნენ, თუ არ გადაიხდიდნენ ამის საფასურს. მათ არ ეყოლებოდათ ადამიანთა ჯგუფი, რომელიც კარგ საფუძვლად იქცეოდნენ ეკლესიის დასაარსებლად.

მეთოდით, რომელიც იესომ გადასცა, შეიქმნა ჯგუფი, რომელიც შეიძლებოდა ქცეულიყო ეკლესიად. ეს იყო ადამიანთა ჯგუფი, რომელიც აღფრთოვანებული იყო სახარების უწყებით და სურდათ დახმარების გაწევა. მნიშვნელოვანია, რომ ეკლესიები სწორად დაარსდეს.


[1]ლუკა 22:35

მიზეზები, რის გამოც უნდა იყოს ეკლესია მხარდაჭერილი ადგილობრივად

► რატომ უნდა ჰქონდეს ეკლესიას მხარდაჭერა ადგილობრივად? სანამ ქვემოთ მოყვანილ სიას გადახედავთ, რა მიზეზები შეგიძლიათ მოიფიქროთ?

1. იესომ გვაჩვენა, რომ მსახურება კონკრეტულ ადგილზე უნდა დაიწყოს სწორი გზით. მან მოწაფეები ფულის გარეშე გაგზავნა, რათა მათ მსახურებისას მოეზიდათ სახარებით დაინტერესებული ადამიანები, რომლებსაც სურდათ დახმარების გაწევა.

2. ღმერთმა ახალი აღთქმის ეკლესიებს დაავალა გაცემა. მათ უნდა გაეგზავნათ დახმარება იერუსალიმის პირველი ეკლესიისთვის (1 კორინთელთა 16:1-3; 2 კორინთელთა 8:1-7, 9:1-6). მათ ეკლესიაში უნდა ეზრუნათ ქვრივებზე და სხვა გაჭირვებულებზე (1 ტიმოთეს 5:16; იაკობის 1:27, 2:15-16). მათ უნდა უზრუნველეყოთ სრული დროით მსახურების მხარდაჭერა (გალატელთა 6:6).

3. ღმერთი აღჭურავს ყველა ეკლესიას, რათა ის იყოს ქრისტეს სხეული იმ ადგილას, სადაც მდებარეობს (1 კორინთელთა 12:27). ეს ნიშნავს, რომ მოწიფულ ეკლესიას შესწევს უნარი მიიღოს გადაწყვეტილებები და ხედვა განავითაროს საკუთარი მსახურებისთვის. ეს ვერ მოხდება, თუ ის გარეშე ლიდერებზეა დამოკიდებული, მხარდაჭერისა და მითითებების თვალსაზრისით. ეკლესიის სიმწიფისთვის აუცილებელია ადგილობრივი ფინანსური მხარდაჭერა.

4. ღმერთი აკურთხებს იმ ადამიანების ფინანსებს, რომლებიც მეათედს გასცემენ. წყევლაა იმ ადამიანების ფინანსებზე, რომლებიც მეათედს არ იხდიან (მალაქია 3:8-10).

5. გარე მხარდაჭერაზე დამოკიდებულება ადგილობრივ ეკლესიას დაუცველს ხდის. ეროვნული და საერთაშორისო ეკონომიკა არამდგრადია. თუ შორეული შემომწირველები შეწყვეტენ შემოწირულობის გადმორიცხვას, მათზე დამოკიდებული ეკლესიები დაზარალდებიან.

6. პასტორები მხარდაჭერილნი უნდა იყვნენ იმ ადამიანების მიერ, რომლებსაც ისინი ემსახურებიან (გალატელთა 6:6). ადგილობრივმა ეკლესიამ იცის, არის თუ არა პასტორი ერთგული. მათ იციან, ხარჯავს თუ არა დროს თავის მსახურებაზე. მასზე არ უნდა ზრუნავდნენ შორეული ადამიანები.

► რა პრობლემები წარმოიშვება შორიდან გაწეულ დახმარებაზე დამოკიდებულებიდან?

მისიის ფინანსური პოლიტიკა ეფუძნება ადგილობრივი ეკლესიის ცენტრალურობას

საერთაშორისო მისია ან დენომინაცია უნდა იცვდეს გარკვეულ პრინციპებს, თუ როგორ ეხმარებიან ისინი ეკლესიებს. ორგანიზაციამ უნდა სიფრთხილე გამოიჩინოს და მხარი დაუჭიროს ისე, რომ ეკლესიები უფრო გაძლიერდნენ და არა მასზე დამოკიდებულნი გახდნენ. აქ მოცემულია პოლიტიკის რამდენიმე მაგალითი, რომელიც შეიძლება შეიმუშაოს მისიამ ან დენომინაციამ.

1. ხაზი გაუსვით მეათედს, როგორც ქრისტიანული ფინანსების საფუძველს. თუ ეკლესიის თემი, ანუ მრევლი, არ იძლევა მეათედს, ღმერთი არ აკურთხებს ეკლესიის ფინანსებს. თუ უკვე არ აკეთებენ იმას, რაც შეუძლიათ, მათ არასწორი გაგება აქვთ მსახურების ფინანსების შესახებ. გარედან დახმარებამ, გაუმჯობესების ნაცვლად შესაძლოა გააუარესოს ყველაფერი.

2. რუტინული მხარდაჭერის ნაცვლად, განახორციელეთ პროექტები, რომლებიც რაღაც მუდმივს მოგცემთ. ორგანიზაციამ ფული უნდა დახარჯოს პროექტებზე, რომლებიც დაეხმარება ეკლესიას ფინანსურად გაძლიერებაში და არა ხელფასების უზრუნველსაყოფად, რაც ეკლესიას დისტანციურ დახმარებაზე დამოკიდებულს ხდის. თუ ორგანიზაციისგან უკვე არსებობს ყოველთვიური ხელფასი, ორგანიზაციამ უნდა გააკეთოს გადასვლა, რათა დაეხმაროს ეკლესიას გახდეს თვითმოგებადი, ანუ ფინანსურად დამოუკიდებელი.

3. ნუ დააფუძნებთ მსახურებებს, რომლებიც ვერასოდეს მოიპოვებენ ადგილობრივ მხარდაჭერას. ორგანიზაციებმა არ უნდა წამოიწყონ აქტივობები, რომელიც, მთელი მათი არსებობის მანძილზე, დამოკიდებული იქნება გარე მხარდაჭერაზე. მიზანია შეიქმნას მსახურებები ან საწარმოები, რომლებიც შეიძლება იყოს ადგილობრივი ეკლესიის საკუთრება და ადგილობრივად შენარჩუნდება. მაგალითად, სკოლა უნდა იყოს ადგილობრივი ეკლესიის მსახურება.

ნებისმიერი მსახურების ძალისხმევა, რომელიც ნაკლებად სავარაუდოა, რომ ოდესმე ადგილობრივად დაფინანსდება, უნდა იყოს რაღაც მოკლევადიანი, რომელიც სწრაფად მიაღწევს მიზანს, სანამ დამოკიდებულება ჩამოყალიბდება (მაგალითად: კონვენციები და სემინარები).

4. გააძლიერეთ ადგილობრივი ეკლესიის ხელმძღვანელობა, ნუ აუვლით გვერდს. როდესაც გარეშეები ან უფრო მაღალი რანგის ლიდერები დახმარებას უშუალოდ გაჭირვებულებს უწევენ, ადგილობრივ მსახურებაში მყოფები არაეფექტურად გამოიყურებიან. ეკლესიის თემის წევრებისთვის პირდაპირი დახმარების გაცემის ნაცვლად, ორგანიზაციამ უნდა აღჭურვოს ეკლესიის ხელმძღვანელობა საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.

► რომლებია მისიის არასწორი სახის დახმარების მაგალითები? რა არის სწორი სახის დახმარების მაგალითები?

დახმარების ინდუსტრიის თავიდან აცილება

ეკლესიამ არ უნდა გადაუხვიოს თავისი პრიორიტეტებიდან „დახმარების ინდუსტრიის“ გამო. არსებობენ ადამიანები და ორგანიზაციები, რომლებსაც სურთ უზრუნველყონ რესურსები სიღარიბის წინააღმდეგ საბრძოლველად, მაგრამ არ აქვთ პირდაპირი შეხება გაჭირვებულ ადამიანებთან. დახმარების უზრუნველმყოფელი ორგანიზაციები არის ორგანიზაციები, რომლებიც აგროვებენ რესურსებს დონორებისგან გაჭირვებულთა დასახმარებლად. ზოგჯერ დახმარების ადმინისტრატორები იღებენ ხელფასს მათ მიერ მართული რესურსებიდან. ხანდახან ხდება მოტყუება, როდესაც ატყუებენ როგორც დონორებს, ასევე გაჭირვებულებს. მაშინაც კი, როდესაც დახმარება მიმართულია სწორი ადამიანებისკენ, დახმარების ინდუსტრია მიდრეკილია გააკეთოს ის, რაც დონორს მოსწონს, ნაცვლად იმისა, რომ შეეცადოს გაიგოს ხალხის რეალური საჭიროებები.

დახმარების ინდუსტრია ჩვეულებრივ გვერდს უვლის ადგილობრივ ეკლესიას. ის გასცემს ისე, რომ უგულებელყოფს ეკლესიის ურთიერთობას დახმარების მიმღებ ადამიანებთან. გაცემას უკეთესი ეფექტი აქვს, როდესაც ის კეთდება ეკლესიის მეშვეობით, ლიდერების მიერ, რომლებმაც იციან ხალხის გარემოებები და თანაც ისე, რომ წარმოჩინდეს ეკლესიის მნიშვნელობა.

თუ ორგანიზაცია აკმაყოფილებს ღარიბების ძირითად საჭიროებებს (როგორიცაა საკვები) მათი მდგომარეობის შეცვლის გარეშე, ეს ღარიბებს უფრო დამოკიდებულს ხდის. თუ საკმარისი რესურსები აქვთ, მათ შეუძლიათ ჩამოაყალიბონ დამოკიდებული ადამიანების თემები. თუ ასე საკმაოდ დიდხანს გააგრძელებენ, ისინი ზრდიან დამოკიდებული ადამიანების ახალ თაობას.

მისია არ უნდა გახდეს დახმარების ინდუსტრიის ნაწილი და დაივიწყოს ეკლესიის პრიორიტეტები. ამით ის საბოლოოდ ავნებს ეკლესიასაც და გაჭირვებულ ადამიანებსაც.

► დახმარების ინდუსტრიისა და მისი ეფექტის რა მაგალითები გინახავთ?

ღვთის გეგმა პასტორალური მხარდაჭერისთვის

► სტუდენტმა უნდა წაუკითხოს მეორე რჯული 18:1-5 ჯგუფს. რას გვეუბნება ეს მონაკვეთი მსახურების ფინანსური მხარდაჭერის შესახებ?

სრული დროით მსახურებაში მყოფი ადამიანების ფინანსური მხარდაჭერა იყო ღვთის გეგმა ძველი აღთქმის დროიდან. მღვდლებს უნდა მიეღოთ მხარდაჭერა ტაძარში მუშაობისას. მათ არ მიუღიათ მიწის წილი, რადგან არ უნდა ეწეოდნენ მიწათმოქმედებას.

ზოგჯერ, როდესაც ისრაელი უარს ამბობდა თაყვანისცემისადმი ერთგულებაზე, მღვდლების მხარდაჭერაც მცირდებოდა. როდესაც ტაძრის მუშაკებს უწევდათ ტაძრის დატოვება და საკუთარი თავის გადარჩენის სხვა გზების პოვნა, ეს იყო ისრაელის ორგულობის ნიშანი (ნეემია 13:10).

► სტუდენტმა უნდა წაუკითხოს 1 კორინთელთა 9:1-14 ჯგუფს. რას გვეუბნება ეს მონაკვეთი მსახურების ფინანსური მხარდაჭერის შესახებ?

პავლემ თქვა, რომ ღვთის გეგმაა, რომ სახარების მქადაგებლებმა მიიღონ მხარდაჭერა თავიანთ მსახურებაში, ისევე, როგორც ძველი აღთქმის სისტემაში იყო (1 კორინთელთა 9:13-14). პავლემ ამ პრინციპის რამდენიმე მაგალითი გამოიყენა. ფერმერი უზრუნველყოფას იმ კულტურებიდან იღებს, რომელიც მას მოჰყავს. მწყემსი საზრდოობს ფარის პროდუქტიულობით. ჯარისკაცი ომში საკუთარი ხარჯებით არ იბრძვის.

მოციქული ამბობს, რომ მსახურება იმსახურებს პასტორის სრულ ყურადღებას. საუკეთესო სიტუაციაა მისთვის სხვა სამუშაოს დატოვება (მუხლი 6). მოციქული ამბობს, რომ მსახურებას უნდა შეეძლოს პასტორის ცოლის მხარდაჭერაც, რაშიც შვილებიც იგულისხმებიან (მუხლი 5).

► სტუდენტმა უნდა წაუკითხოს 1 ტიმოთეს 5:17-18 ჯგუფს. რას გვეუბნება ეს მონაკვეთი მსახურების ფინანსური მხარდაჭერის შესახებ?

ხუცესნი, რომლებიც წესიერად მმართველობენ, ორმაგი პატივის ღირსნი არიან. მე-18 მუხლი გვიჩვენებს, რომ პატივი ფინანსური მხარდაჭერაა.

► სტუდენტმა უნდა წაუკითხოს გალატელთა 6:6 ჯგუფს.

ის, ვინც სარგებლობს მსახურებისგან, უნდა დაეხმაროს, რომ მსახურებას მხარდაჭერა ჰქონდეს.

ეკლესიის ჩვეულებრივი დაარსება

ეკლესიის პირველი საუკუნიდან მოყოლებული, ეკლესიების უმეტესობამ დაიწყო მცირე ჯგუფების შეკრება სახლებში. საეკლესიო შენობები არ არსებობდა პირველი ორასი წლის განმავლობაში, მაგრამ ქრისტიანობა სწრაფად გავრცელდა. ზოგიერთ დიდ ქალაქში ათასობით ადამიანი იმყოფებოდა ეკლესიურ მოზიარეობაში, თუმცა ისინი ჯგუფებად იკრიბებოდნენ სახლებში.

[1]როდესაც პავლე მოგზაურობდა და ქადაგებდა, მისი პრიორიტეტი იყო ეკლესიის დაარსება ყველა ადგილას. ეს მეთოდი მოიცავდა პასტორების დანიშვნას (საქმეები 14:23; ტიტეს 1:5). პასტორი თითოეულ ადგილას იყო ადამიანი, რომელიც უკვე ცხოვრობდა იქ და იყო ამ გაერთიანების ნაწილი.

პასტორი ჩვეულებრივ იწყებს მსახურებას ფინანსური მხარდაჭერის გარეშე. ის ეხმარება მისიონერს ან იწყებს სახარების ქადაგებას მისიონერის გარეშე, რადგან დახმარების ძლიერი სურვილი ამოძრავებს. ის იწყებს მსახურებისთვის საჭირო ნიჭებისა და შესაძლებლობების წარმოჩენას. ის ამას აკეთებს არა ანაზღაურებისთვის, არამედ სულიერი გულმოდგინების გამო.

მორწმუნეთა ჯგუფის ჩამოყალიბებასთან ერთად იზრდება პასტორის პასუხისმგებლობა და მეტ დროს მოითხოვს მისგან. ჯგუფმა უნდა ხელი შეუწყოს პასტორის მხარდაჭერას, რათა მან დრო მსახურებას დაუთმოს. მხარდაჭერა შეიძლება თავიდან არასრული იყოს, მაგრამ თანდათან გაიზარდოს.

► რას ეტყოდით ადამიანს, რომელიც ამბობს, რომ სურს იყოს პასტორი, მაგრამ ელოდება ფინანსურ დახმარებას?


[1]

“ნუ შევაქებთ იმ მაწანწალებს, რომლებიც დახეტიალობენ და არ უერთდებიან ეკლესიას, რადგან ისინი ვერსად პოულობენ თავიანთი იდეალების განხორციელებას, მათ ყოველთვის რაღაც აკლიათ“.

- ფილიპ მელანქტონ, ლოკი

გამონაკლისები

პავლემ განმარტა, რომ ღმერთის გეგმა არის პასტორის მხარდაჭერა. თუმცა, ზოგჯერ გამონაკლისი იყო მისი საკუთარი მსახურება. რამდენიმე ადგილას ის მუშაობდა თავისი თავის უზრუნველსაყოფად (1 თესალონიკელთა 2:9; 2 თესალონიკელთა 3:8).

ახალმა ეკლესიამ შესაძლოა ვერ შეძლოს პასტორის სრული მხარდაჭერა. როდესაც მისიონერი მიდის ახალ ადგილას სახარების საქადაგებლად, მას შეიძლება დიდი მხარდაჭერა არ ჰქონდეს. შესაბამისად, მქადაგებელი უნდა იყოს ადამიანი, რომელიც ქადაგებს, რადგან მას სურს გაჰყვეს ღვთის მოწოდებას. ის მოემსახურება, რადგან ეს მის გულშია, თუნდაც თუ არ გადაუხდიან ამისთვის.

თუ პასტორს არ სურს იმუშაოს საკუთარი თავის შესანახად და საჭიროების შემთხვევაში უფასოდ გიქადაგოს, მას არ აქვს ღმერთის სიყვარული, რომელიც უნდა ჰქონდეს. ზოგიერთი ადამიანი ფულისთვის გააკეთებს იმას, რასაც არ გააკეთებს ღვთისათვის. ჩვენ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ ღვთის გულისათვის. თუ პასტორი თვლის, რომ ის მეტისმეტად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ იმუშაოს და თავი ირჩინოს, მან უნდა გაიხსენოს პავლეს მაგალითი. არასოდეს ყოფილა პავლეზე დიდი მისიონერი, მაგრამ ის მზად იყო გაეკეთებინა ყველაფერი, რაც მსახურების შესასრულებლად იყო საჭირო.

პავლემ თქვა, რომ ის ქადაგებდა სახარებას ღვთის მოწოდების გამო. ქადაგებდა, რადგან სხვაგვარად ღმერთს არ მოეწონებოდა. მქადაგებელს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება და ღმერთი განიკითხავს, თუ არ დაემორჩილება (1 კორინთელთა 9:16-17).

► რა უნდა იყოს პასტორის მოტივაცია მისი მსახურებისთვის?

მოციქულმა პეტრემ თქვა, რომ ხუცესი არის მწყემსი, რომელიც უნდა ზრუნავდეს სამწყსოზე, მათი გამოკვების და დაცვის სურვილით. მისი მოტივი ფული არ უნდა იყოს (1 პეტრეს 5:1-2).

დემასი იყო ადამიანი, რომელიც ეხმარებოდა პავლე მოციქულს, მაგრამ მიატოვა ის ქვეყნიერების სიყვარულის გამო (2 ტიმოთეს 4:10). წარმოიდგინეთ, რა პრივილეგია ჰქონდა დემასს ეკლესიის პირველ თაობაში პავლესთან მუშაობისას, მაგრამ მან დატოვა მსახურება მატერიალიზმის გამო. ზოგიერთ მოძღვარს ღმერთზე მეტად ამქვეყნიური საქმეები უყვარს. ზოგიერთი მათგანი უარს ამბობს მსახურებაზე, მაგრამ ზოგი იყენებს მსახურებას ამქვეყნიური ნივთების მისაღებ საშუალებად.

ცრუ სწავლების მასწავლებელთა მახასიათებელია ის, რომ ისინი ამას ფულისთვის აკეთებენ (ტიტეს 1:11; 2 პეტრეს 2:3).

► სტუდენტმა უნდა წაუკითხოს 2 კორინთელთა 12:17-18 ჯგუფს. რა შევიტყეთ პავლესა და ტიტეს შესახებ ამ მონაკვეთიდან?

► სტუდენტმა უნდა წაუკითხოს ფილიპელთა 2:19-22 ჯგუფს. რა შევიტყეთ ტიმოთეს შესახებ ამ მონაკვეთიდან?

პავლემ ღვთის სიყვარულის გამო მსახურების მაგალითი დაგვიტოვა. მის მაგალითს მიჰყვებოდნენ ტიმოთე და ტიტე (ფილიპელთა 2:19-22; 2 კორინთელთა 12:17-18).

ფინანსური ანგარიშვალდებულება

ადგილობრივ ეკლესიაში მნიშვნელოვანია ფინანსური ანგარიშვალდებულება. პავლე მოციქულმა მოგვცა კარგი მაგალითი. როდესაც ფულს აგროვებდა ერთი ეკლესიიდან მეორეში წასაღებად, მას მოწმეები ახლდა და თვალყურს ადევნებდა, რომ ფარულად არაფერი გაკეთებულიყო (2 კორინთელთა 8:20-21).

ხალხი ქვეყნიერებაზე არ ენდობა იმ ადამიანებს, ვინც ფულს მართავს. ისინი ვარაუდობენ, რომ ბევრი ადამიანი იპარავს მათ მიერ განკარგულ ფულს. მათ მიაჩნიათ, რომ ბევრი პასტორი მხოლოდ ფულისთვის მსახურობს. მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივ ეკლესიას ჰქონდეს ფინანსური ანგარიშვალდებულების სისტემა, რომელიც ადასტურებს, რომ მათი პასტორი ნდობას იმსახურებს.

► რომელი პრაქტიკული მოქმედება ეხმარება ეკლესიას იმის წარმოჩენაში, რომ შესაწირავი პატიოსნად გამოიყენება?

ფინანსური ანგარიშვალდებულებისთვის შესაწირავები უნდა შეაგროვოს და დაითვალოს რამდენიმე ადამიანმა და არა მხოლოდ ერთმა. პასტორის გარდა ვინმემ უნდა აწარმოოს ჩანაწერები, თუ როგორ იხარჯება ფული.

ზოგიერთი პასტორი ასწავლის, რომ მთელი მეათედი მათ ეკუთვნის. ბიბლია არ ასწავლის, რომ მთელი მეათედი მოძღვარს უნდა გადაეცეს. მეათედი გამოიყენებოდა რამდენიმე მიზნისთვის (მეორე რჯული 26:12).

პასტორი უნდა დაეხმაროს მეათედისა და შესაწირავის გამოყენების ადმინისტრირებაში, ეკლესიურ მსახურებაზე მზრუნველობის მიზნით. მრევლი განეწყობა მეტის გასაცემად, თუ დაინახავს შესაწირავის ერთგულად გამოყენებას.

შვიდი შემაჯამებელი დებულება

1. მსახურებამ ახალ ადგილზე, ყურადღება სახარებაზე უნდა გაამახვილოს და სწორი ხალხი მიიზიდოს.

2. მოწიფული ეკლესია არ არის დამოკიდებული გარე მხარდაჭერაზე ან ხელმძღვანელობაზე.

3. ორგანიზაციები უნდა დაეხმარონ ეკლესიებს ისე, რომ არ შეასუსტონ მხარდაჭერა ადგილობრივი მოსახლეობისგან.

4. ორგანიზაციები, რომლებიც ახორციელებენ დახმარებას, ხშირად აფერხებენ ეკლესიის მსახურებას და იწვევენ მათზე დამოკიდებულებას.

5. ეკლესიამ უნდა მხარი დაუჭიროს თავის პასტორს, რათა მან თავისი დრო მსახურებას დაუთმოს.

6. ეკლესიას უნდა ჰქონდეს ანგარიშვალდებულების სისტემა, რომელიც დაადასტურებს მათ პატიოსნებას.

7. პასტორმა უნდა იხელმძღვანელოს ღვთისადმი სიყვარულით და მსახურების სურვილით.

8 გაკვეთილის დავალებები

1. დაიმახსოვრეთ მე- 8 გაკვეთილის შვიდი შემაჯამებელი დებულება. დაწერეთ ერთი აბზაცი, რომელიც განუმარტავს შვიდი შემაჯამებელი განცხადებიდან თითოეულის აზრს და მნიშვნელობას (სულ შვიდი აბზაცი) ვინმეს, ვინც არ არის ამ კლასის სტუდენტი. ჩააბარეთ ის კლასის ხელმძღვანელს შემდეგი გაკვეთილის დაწყებამდე. მზად იყავით გაუზიაროთ თქვენი აბზაცი ჯგუფს, თუ კლასის ხელმძღვანელი ამას გთხოვთ დისკუსიის დროს. ჩამოწერეთ ზეპირად ნასწავლი შვიდი შემაჯამებელი დებულება.

2. არ დაგავიწყდეთ დროში გაწეროთ თქვენი კლასგარეშე სწავლების შესაძლებლობები და აცნობეთ კლასის ხელმძღვანელს, როდესაც ჩაატარებთ სწავლებას.

3. ტესტი: შემდეგი სესიის დასაწყისში, უნდა დაწეროთ მინიმუმ ხუთი, თქვენ მიერ დამახსოვრებული, ადგილობრივი ეკლესიის მხარდაჭერის მიზეზის და ოთხი მისიის ფინანსური პოლიტიკის შესახებ.

Next Lesson