გაკვეთილის მიმოხილვა
განიხილეთ მთავარი საკითხები მეთორმეტე გაკვეთილიდან. შეეკითხეთ სტუდენტებს ვინმეს თუ აქვს სურვილი გაგიზიარონ თავისი პირადი ლოცვები მე-12 გაკვეთილის საფუძველზე?
Search through all lessons and sections in this course
Searching...
No results found
No matches for ""
Try different keywords or check your spelling
2 min read
by Tim Keep
განიხილეთ მთავარი საკითხები მეთორმეტე გაკვეთილიდან. შეეკითხეთ სტუდენტებს ვინმეს თუ აქვს სურვილი გაგიზიარონ თავისი პირადი ლოცვები მე-12 გაკვეთილის საფუძველზე?
ამ გაკვეთილის ბოლოს, სტუდენტს უნდა:
(1) იცოდეს საკვანძო ადგილები წმ.წერილიდან განსაცდელის შესახებ.
(2) ესმოდეს უმთავრესი მიზეზი, თუ რატომ უშვებს ღმერთი განსაცდელს
(3) ჩაწვდეს განსაცდელის დადებით მხარეებს
(4) გამოარკვევს ძირითად შეცდომებს, რაც კეთილდღეობის თეორიას ახასიათებს
ვეიშენგი
ჩემი ერთ-ერთი მეგობარი, პირობითად ვეიშენგი,[1] ვისი მეშვეობითაც ღმერთი ავრცელებს სახარებას ძირითადად ბუდისტური წარმოშობის სტუდენტებში. და თუმცა მისი შრომა მძიმე და სახიფათოა, უფალი მატებს მას გადარჩენილთა სულებს. მადრამ ვეიშენგი ხშირად იტანჯება ღრმა, მძიმე დეპრესიით. ერთ-ერთ სტუმრობისას მასთან მან მითხრა: „ზოგჯერ იმდენად მიბნელდება გონება, მე მჭირდება რამოდენიმე დღით განვმარტოვდე უფალთან, მე ვეუბნები ჩემს ცოლს, რომ მომიტანოს მცირედი საკვები, და ჩემს ოთახში განმაროებული, ვკითხულობ წმიდა წერილს, სანამ ეს სიბნელე არ გადაივლის. მიუხედავად იმისა, რომ ეს პერიოდები ძალიან მტკივნეულია ჩემთვის, მე არაფერში გავცვლიდი ამას, რადგან სწორედ ამ დროს, ღმერთი ხდება ჩემთვის გაცილებით ძვირფასი!“
ახალგაზრდა ქრისტიანი წყვილი
ახალგაზრდა წყვილი, რომელსაც ვიცნობ, წლების განმავლობაში ლოცულობენ შვილისთვის, თუმცა ღმერთმა არ შეისმინა მათი თხოვნა. ისინი დიდ ტკივილს ატარებენ გულით, თუმცა ხალხმა მათ გარშემო, შეამჩნია, რომ ღმერთი ამ ტკივილის მეშვეობით ძლიერ აღრმავებს მათ სულიერ მდგომარეობას.
ჯესიმ
როცა ჩვენმა შვილმა, ჯესიმ დაკარგა მხედველობა კიბოს გამო, 2001 წელს, ის მეტად აგრესიული და ჭირვეული გახდა, სანამ იესომ სრულიად არ განკურნა მისი გული.[2] ამ გამოცდილებიდან, მე და ბეკიმ ვისწავლეთ, რომ უდიდესი კურნება არის, არა ფიზიკური სხეულის, არამედ გულის განკურნება.
ჩარლზ სპერჯენი
ჩარლზ სპერჯენი, ინგლისში ცნობლი, როგორც „მქადაგებელთა პრინცი,” ხშირად განიცდიდა ღრმა დეპრესიას, თუმცა მან ერთხელ ასეთი რაღაც თქვა: „მე ვისწავლე, როგორ შევეგებო კოცნით იმ ტალღას, რომელიც ასაკის კლდეზე მახეთქებს.“
ეს მაგალითები გვაჩვენებს განსაცდელთა ძალას, რომლებიც გვაახლოვებენ ქრისტესთან და გვაყალიბებს და გარდაგვქმნიან მის მსგავსებაში.
► შესაძლოა თქვენს ჯგუფში არის ვინმე, ვისაც სურვილი აქვს გაგიზიაროთ საკუთარი გამოცდილება, თუ როგორ განავითარა მასში ტანჯვამ ქრისტეს სიცოცხლე?
ქრისტეს მსგავსებაში გარდასახვა, მოითხოვს ტანჯვას/განსაცდელს. განსაცდელიდან სიკეთის გამოსატანად, საჭიროა განსაცდელის ბიბლიური გაგება/აღქმა ჩამოვიყალიბოთ და განვავითაროთ.
ტანჯვა თითოეული ქრისტიანის რეალობაა. მოციქულმა პეტრემ ასეთი სიტყვები მიწერა განსაცდელში მყოფ ქრისტიანებს: „ამიტომ, ტანჯულებმაც ღმერთის სურვილისამებრ, თავიანთი სულები გადასცენ ერთგულ გამჩენს, სიკეთის ქმნით.“ (1 პეტ. 4:19)
როგორც მორწმუნენი, ორი ლინზით ვუყურებთ სამყაროს. პირველი ლინზით, ჩვენ ვხედავთ სამყაროს, როგორც ის უნდა იყოს, და ერთ დღეს იქნება, ქრისტეს დიდებული ტრიუმფის წყალობით. რწმენით, ჩვენ ვხედავთ სამყაროს კონფლიქტის, ხრწნილების, ტკივილის და სიკვდილის გარეშე. სამაყროს, რომელიც სრულად გამოსყდული და აღდგენილია, რომელშიც არ არის ხრწნის კვალი და სრულიად განახლებულია; სრულყოფილი სიყვარულის, მშვენიერების, სამართლიანობის და მშვიდობის სამყაროს.
„ვინაიდან მიმაჩნია, რომ ახლანდელი ტანჯვები არაფერია იმ დიდებასთან შედარებით, რაც ჩვენს მიმართ გამოვლინდება” (რომაელთა 8:18-19).
მეორე ლინზით, ჩვენ უნდა ვხედავდეთ საყაროს, როგორიც ის რეალურად არის. საყაროს, რომელშიც მთელი ქმნილება კვნესის და იტანჯება, ელოდება რა გამოსყიდვას. პავლე ამ სიტყვებს წერდა ქრისტიანებს რომში, როცა განიცდიდა დევნას და შევიწროებას:
„ვინაიდან, ვიცით, რომ მთელი ქმნილება ერთნაირად კვნესის და იტანჯება აქამდე, და არა მარტო ის, არამედ ჩვენც, რომელთაც სულის პირველი ნაყოფები გვაქვს, ვკვნესით ცვენ თვითონაც ცვენს თავში, მოველით რა შვილებას, ჩვენი სხეულის გამოსყიდვას” (რომაელთა 8:22-23).
ისინი, ვინც მხოლოდ პირველი ლინზით იმზირებიან და უგულებელყოფენ მეორეს, ისახავენ ქვეყნიერების მცდარ, დამახინჯებულ სურათს და იქმნიან მოლოდინებს, რომლებიც არასოდეს ყოფილა ნაგულისხმევი სახარებაში. იესო არასოდეს დაპირებია ღვთის შვილებს უპრობლემო ცხოვრებას. სინამდვილეში ის შემდეგს დაპირდა:
“ეს იმიტომ, გითხარით, რათა მშვიდობა იქონიოთ ჩემში. ქვეყნიერებაზე ჭირი გექნებათ, მაგრამ გამაგრდით, მე ვძლიე ქვეყნიერება” (იოანე 16:33).
იობის „მანუგეშებლები“ კვლავ და კვლავ აცხადებდნენ, რომ ღმერთი ყოველთვის აკურთხებს მართალ კაცს ჯანმრთელობით, სიმდიდრით და წარმატებით, ხოლო ავდმყოფობა და განსაცდელი კი მხოლოდ მისი სასჯელია უმართლოთათვის. რადგან იობი განსაცდელისგან ძლიერ იტანჯებოდა, ერთადერთი დასკვნა, ასეთ თეოლოგიიდან გამომდინარე ის იყო, რომ იობი უმართლო ადამიანი იყო.
იობის ამბავი, ამტკიცებს იმას, რომ წარმატება და აყვავება მოიცავს ტანჯვას. ბევრი ქრისტიანი ლიდერი ზოგჯერ ამახინჯებს რმერთის სიტყვას, როგორც ამას იობის მეგობრები აკეთებდნენ. ერთხელ მოვისმინე, რომ არც ისე კეთილსინდისიერი განდიდების ლიდერი, ფინანსურ „keTildReobas!“ უქადაგებდა ღარიბ პასტორთა და ეკლესიის წევრთა შეკრებაზე ერთ-ერთ განვითარებად ქვეყანაში. ამან ცოტა არ იყოს გამაბრაზა, რადგან ეს აღარ აძლევდა საშუალებას იმ ტანჯვას, რასაც ეს პასტორები ატარებდნენ, გამხდარიყო მათი კეთილდღეობის საწინდარი. რადგან ჯერ არ მომხდარა ქვეყნიერების სრული გამოსყიდვა, ხშირად ერთგულ ქრისტიანებსაც უკეთურებთან ერთად უწევთ ტანჯვა.
წერილი გვამცნობს, რომ მთელი ქმნილება ოხრავს მშობიარე ქალის მსგავსად, ამიტომ ხშირად იმ ადამიანებსაც კი აქვთ ტირილის მიზეზი, ვინც სულიერი ცხოვრებით ტკბება და ხარობს. ისინი, რომელთაც მიიღეს შვილბის სული, ვინც იცნობს მოსიყვარულე მამას, არ არიან გათავისუფლებული დაღუპულ სამყაროში ცხოვრების აგონიისგან. ხორცში ცხოვრების პერიოდი ჩვენს გარშემო ვერ გახდება უფრო მარტივი, რადგან ჩვენ არავინ დაგვპირდა უკეთეს გარემოებებს, თუმცა დაგვპირდნენ შინაგან აყვავებას იესო ქრისტეს რწმენის მეშვეობით. „ამიტომაც არ ვცხრებით, თუმცა ჩვენი გარეგანი კაცი იხრწნება, შინაგანი ახლდება დღითი დღე” (2 კორთელთა 4:16).
ჩვენ გვჭირდება, რომ სწორი ბიბლიური ცოდნა გვქონდეს ტანჯვის შესახებ.
„ამისათვის ხართ მოწოდებულნი. ქრისტეც თქვენთვის ეტანჯა და მაგალითი დაგიტოვათ, რათა მის კვალს გაჰყვეთ” (1 პეტრე 2:21).
იესოს მოწაფეობა, მოიცავს აგრეთვე ტანჯვას. ამისათვის ვართ მოწოდებულნი. პავლე მოციქული მუდმივად მზად იყო ტანჯვისთვის, რათა უკეთ შეეცნო იესო. ის წერს :
„ახლაც ყველაფერი წაგებად მიმაჩნია ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს შეცნობის უპირატესობის გამო, რისთვისაც უარი ვთქვი ყოველივეზე და ყველაფერს ნაგვად მივიჩნევ, რათა ქრისტე შევიძინო” (ფილიპელთა 3:8).
მრავალი სახის ტანჯვა გამოსცადა პავლე მოციქულმა თავის ცხოვრებაში, ისევე როგორც, ჩვენ მოგვიწევს გამოვცადოთ. მან გამოსცადა „ეკალი სხეულში,” რისგანაც ღმერთს არ დაუხსნია ის. იგი განიცდიდა შევიწროვებას, მიტოვებულობას, პატიმრობას, მარტოობას, ფიზიკურ დისკომფორტს, სიღარიბეს, შიშს, წნეხს მსახურებისგან და ყოველდღიურ განსაცდელებს, მაგრამ ყველაფერ ამით, ღმერთმა მეტად დაიახლოვა ის თავისთან.
რომაელთა მიმართ მიწერილ წერილში, 8 თავში, პავლე საუბრობს რა მთელი ქმნილების ოხვრასა და მშობიარეობის ტკივილებზე, რაც ამჟამად ხდება, რადგან ის ელის ქრისტეს მოსვლას და საბოლოო გამოსყიდვას, ის გვამხნევებს შემდეგი ჭეშმარიტებით: „ჩვენ კი ვიცით, რო ღმერთის მოყვარულებს, მისი განზრახვით მოწოდებულებს ყოველივე ეწევათ სასიკეთოდ” (რომაელთა 8:28).
და რა არის ღმერთის მიზანი? „ვინაიდან,ვინც წინასწარვე იცნო, მათ წინასწარვე განუსაზღვრა თავისი ძის ხატების მსგავსად ყოფნა” (რომაელთა 8:29). ღმერთს აქვს მიზანი ჩვენს განსაცდელებში და ეს არის ქრისტეს მსგავსების აღდგენა ჩვენში, ვინაიდან ქრისტე ღმერთის ხატებაა.
ის კეთილი თვისებები და ქრისტეს ბუნება, რაზეც ვისაუბრეთ ამ სასწავლო კურსში ვერ მიიღწევა და სრულად ვერ ჩამოყალიბდება ჩვენში ტანჯვის და განსაცდელის გარეშე. დაუკვირდით რას წერს პავლე მოციქული: „და არა მარტო ამით, არამედ ჭირითაც ვიქადით, რამეთუ ვიცით, რომ ჭირი ქმნის მოთმინეას. მოთმინება- გამოცდილებას, გამოცდილება კი იმედს.“ (რომ. 5:3-4)
როგორც ღმერთის ღირსეული შვლებისთვის, დისციპლინა, რომელსაც ტანჯვა გვაძლევს, ჩვენი ზრდის და წვრთნის აუცილებელი ნაწილია და მის გარეშე ჩვენ არ შეგვიძლია მისი სიწმინდის თანამონაწილეობა (ებრაელთა 11:10). „ყოველი წვრთნა ამჟამად სიხარულად კი არ გვეჩვენება, არამედ მწუხარება, მაგრამ შემდგომშ მშვიდობიან ნაყოფს აძლევს მას, ვინც სიმართლის მიერ განიმსწავლა.“(ებრ.12:11)
ტანჯვა გარდაგვსახავს ქრისტეს მსგავსებაში. ტანჯვა არის ცეცხლი, რომელსაც ღმერთი იყენებს ჩვენს განსაწმენდად რათა ქრისტეს მსგავსება გამოსახოს ჩვენში. ჯონი ერიქსონ ტადა, თავის ცნობილ წიგნში, „განკურნების ადგილი,” საუბრობს ტანჯვის ხუთ უპირატესობაზე, ორიც მე დავამატე და მინდა გაგიზიაროთ:
► ერთად წაიკითხეთ და განიხილეთ ქვემოთ მოყვანილი მუხლები. განიხილეთ, როგორ აყალიბებს ტანჯვა ხასიათს, მორჩილებას, სიწმინდეს, სიძლიერეს, სიყვარულს და დიდებას ქრისტიანებში.
(1) ტანჯვას შეუძლია მოგვაბრუნოს სახიფათო მიმართულებიდან (ფსალ. 118:67; 1 პეტ. 4:1‑3).[1]
(2) ტანჯვა გვახსენებს რაში მდგომარეობს ჩვენი ჭეშმარიტი ძალა ( 2კორ. 12:9).[2]
(3) ტანჯვა ანახლებს ჩენს დაკარგულ სილამაზეს ქრისტეში. (1 პეტ. 1:6-8)
(4) ტანჯვა ზრდის ჩვენს წყურვილს ქრისტეს მიმართ. (იერ. 2:13)
(5) ტანჯვა გვიძღვება ღრმა მოზიარეობაში ქრისტესთან. (ფილ. 3:10)
(6) ტანჯვა ზრდის ჩვენს ნაყოფიერებას ქრისტეში. (საქმ. 14:22, იოან. 15:5)
(7) ტანჯვა აძლევს ღმერთს საშუალებას გამოავლინოს ქრისტეს დიდება ჩვენს ცხოვრებაში და ჩვენი ცხოვრების მეშვეობით. (იოან. 11:4, 40)
ბეკი და მე სასოწარკვეთილები ვიყავით განკურნებისთვის 2006 წლის იანვარში. ბეკი მანილაში, წმინდა ლუკას სახელობის საავადმოფოში დააწვინეს რამდენიმე დღით, წითელას დაავადებით. იგი გამოწერის შემდეგაც კი ძალიან სუსტად გრძნობდა თავს. ყველაფერ ამას კი დაემატა ის, რომ სახლში დაბრუნებულებს, ჩვენი 6 წლის შვილი - ქერი, ძალიან ცუდად მყოფი დაგვხვდა, მაღალი სიცხით იტანჯებოდა. იმდენად ცუდად იყო, რომ ვერც ჭამდა და ვერც იძინებდა. მხოლოდ განუწყვეტლივ ტიროდა და როგორც შევიტყვეთ, ასეთ მდგომარეობაში უკვე ორი დღის განმავლობაშ იყო. მე და ბეკი ძალიან გადაღლილები შეშინებულები ვიყავით, მივხვდით, რომ შემდეგი ნაბიჯის გადადმა აღარ შეგვძლო.
როდესაც ბეკიმ დაინახა ქერი ასეთ მდგომარეობაში, სასწრაფოდ მისი მანილაში გადაყვანა მომთხოვა, (მანილა ჩვენგან ოთხი-ხუთი საათის სავალზე იყო მანქანით) მაგრამ მე ვუთხარი, რომ ამისთვის ძალიან დაღლილი ვიყავი და ვერ შევძლებდი. შემდეგ, ძალიან გარკვევით, შინაგანში მე გავიგონე ღმერთის წყნარი ხმა, რომ უნდა შეგვესრულებიან ის, რასაც იაკობის 5:14 გვავალებს, რომ მოგვეხმო ხუცესებისთვის, რათა ელოცათ ჩვენი ქალიშვილის განკურნებისთვის. ისინი სიხარულით გვესტუმრნენ და მე არასდროს დამავიწყდება ჩვენი ლოცვის დროს განცდილი, უფლის მოწმობით სავსე თანდასწრება და სიმშვიდე, რომელმაც დაისადგურა ჩვენს მისაღებში. ჩვენ ვიცოდით, რომ რმერთმა შეისმინა ჩვენი ღაღადი დახმარებაზე და რომ აღგვითქვა განკურნება. დაახლოებით ოცდაათი წუთის ხანგრძლივობის ლოცვის შემდეგ, ჩვენს პატარა ქერის ცხელებამ გაუარა, დედამ აჭამა და ჩაეძინა. ამ მომენტიდან კი ის სრულიად განიკურნა. ღმერთის სახელი კი განდიდდა!
(8) ტანჯვა ასევე ზრდის ჩვენს მარადიულ იმედს (2 კორ.4:16-18)
უსინათლო პოეტმა, ფანი ქროსბიმ, გასაოცარი დამოკიდებულება გამოხატა ტანჯვის მიმართ ჯერ კიდევ ბავშვობაში. ცხრა წლის ასაკში მან ასეთი ლექსი დაწერა:
თუმცა ვერ ვხედავ, მაინც მახარებს,
მახარებს ამ ქვეყნად ყოფნა,
მინდა, რომ ვიყო მუდამ მცინარი
და გავახარო ირგვლივ სულ ყველა.კურთხეული ვარ, კურთხეული ვარ,
კურთხევების ზღვა მაწვიმა ღმერთმა,
სიბრმავე რაა, მასზედ რომ მოვთქვა,
არ ვაპირებ და არც სურვილი მაქვს.
ერთ დღეს, შოტლანდიელმა მსახურმა, ახალგაზრდა პოეტი შენიშნა და ასეთი რაღაც უთხრა ფანი ქროსბის: „ ძალიან სამწუხაროა, რომ შემოქმედმა, რომელმაც კურთხევების ზღვა აწვიმა შენს თავზე, მხედველობა არ მოგცა.“ ფანიმ კი უპასუხა: „ დაბადებისას უფლება, რომ მქონოდა ერთადერთი თხოვნით მიმემართა შემოქმედისთვის, ვთხოვდი, რომ უსინათლო გავჩენილიყავი.“ „კი მაგრამ რატომ?“-ეკითხება გაოცებული მსახური. -„იმიტომ, რომ, როდესაც სამოთხეში მოვხვდები, პირველი ვისაც ჩემი თვალები დაინახავენ და ვინც ასე აღმაფრთოვანებს, ჩემი მხსნელი იქნება.“ ეკლესისსთვის ფანი ქროსბიმ შესანიშნავი ჰიმი დაწერა სახელად „ჩემი მხსნელი უპირველეს ყოვლისა.“
(1) როცა დასრულდება ჩემი მისია ამ დედამიწაზე და გადავლახავ ტალღების მორევს,
როცა ვიხილავ ნათელს იმქვეყნად, მე ვიცნობ ჩემს გამომსყიდველს.
მისი ღიმილი გზას გამინათებს მე.მის:
მე ვიცნობ მას, მე ვიცნობ მას
და გამოყიდული დავდგები მის მხარეს.
მე ვიცნობ მას, მე ვიცნობ მას
ხელებზე ლურსმნის ჭრილობის კვალით.(2) როგორი სულის შემძვრელი იქნება მისი დიდებული სახის ხილვა
როგორი ბრწყინვალე იქნება მისი თვალების ცქერა.
განადიდებს მას ჩემი გული მისი წყალობისა და სიყვარულისთვის,
რომ მომიმზადა სასახლე ზეცაში.(3) კარიბჭის მიღმა, თეთრ მოსასხამში,
ის წარმიძღვება ადგილას,რომელსაც არ უგემია ცრემლი.
ველი წამს, როცა შევძახებ და ვუგალობებ ჩემს მხსნელს,
სულმოუთქმელად ველოდები მის ხილვას.
ტანჯვა გვაშორებს მიწიერებას და ზრდის სამოთხის სიხარულისკენ სწრაფვას!
ტანჯვის არიდებამ, ქრისტიანებში საფუძველი დაუდო აყვავების თეოლოგიის გავრცელებას.
ქრისტიანები მთელს მსოფლიოში, განიცდიან ისეთ განსაცდელს, როგორიც არასდროს აქამდე არ განუცდიათ. მაგალითისთვის, იმ 70 მილიონი ქრისტიანთა უმრავლესობა, რომელიც, ქრისტეს დროიდან დღემდე მეწამეობრივად აღესრულა, ბოლო ორასი წლის განმავლობაში შეეწირა.[1] არნახული სიღარიბის და განსაცდელის დროს ერთგული ქრისტიანების ცხოვრებაში, აყვავების თეოლოგია, ვრცელდება ეკლესიის მიერ და ხანძარივით ედება ყველას. ქრისტიანებს უნდა შეეძლოთ ამ თეოლოგიის გარჩევა რომ მის წინააღმდეგ აღიჭურვონ და პასუხი გასცენ ამ სწავლებას.
რას ნიშნავს აყვავების თეოლოგია?
აყვავების თეოლოგია (ზოგჯერ მოიხსენიება როგორც კეთილდღეობის სახარება, ჯანმრთელობისა და სიმდიდრის სახარება ან წარმატების სახარება) არის ზოგიერთი [კეთილი აღიარებების] ქრისტიანების რელიგიური რწმენა-წარმოდგენა, რომელნიც თვლიან, რომ ფინანსური კურთხევა და ფიზიკური კეთილდღეობა ყოველთვის ღვთის ნებაა მათთვის, და რომ რწმენა, პოზიტიური მეტყველება და რელიგიური მიზნებისთვის შემოწირულობები გაზრდის მატერიალურ სიმდიდრეს.
აყვავების თეოლოგია გააკრიტიკეს სხვადასხვა ქრისტიანული დენომინაციის წარმომადგენლებმა, მათ შორის ორმოცდაათიანულმა და ქარიზმატულმა მოძრაობებმა, რომლებიც თვლიან, რომ ეს არის უპასუხისმგებლო, ხელს უწყობს კერპთაყვანისმცემლობას და ეწინააღმდეგება საღვთო წერილს.[2]
კეთილდღეობის სახარება უნდა გამოაშკარავდეს ღვთის სიტყვის დამახინჯების და მრავალი ქრისტიანის რწმენაზე დამანგრეველი გავლენის გამო. სატანა ხშირად უტევს ღვთის სიტყვას ჭეშმარიტების მცირედი დამახინჯებით, რადგან მშვენივრად იცის, რომ მცირეოდენი ეჭვი და ცრუ იმედი ურწმუნოების დიდ მოსავალს მოიტანს.
დღეს საკითხი იმაში კი არ მდგომარეობს რომ ღმერთი კვლავ კურნავს, სასწაულებს ახდენს ან ზოგჯერ მატერიალურ კურთხევას აძლევს თუ არა, თავის ხალხს; არამედ, შეუძლიათ თუ არა მარადიულობის ამ მხარეს მყოფ ქრისტიანებს მოითხოვონ ფიზიკური და მატერიალური "კურთხევა,” როგორც მათი უფლება? არის თუ არა აღთქმული ფიზიკური განკურნება მარადიულობის ამ მხარეზე იესო ქრისტეს გამომსყიდველი სიკვდილით?
თავის ცნობილ წიგნში, ”სასწაულებრივი განკურნება,“ ჰენრი ფროსტი აღნიშნავს უამრავ სწავლებას განკურნებასთან დაკავშირებით ( ძირითადი აქცენტი გაკეთებულია აყვავების თეოლოგიაზე), რაც უნდა გამოიცადოს ღვთის სიტყვის საფუძველზე.[3] ამ წიგნის წაკითხვისას, მე გამოვყავი აყვავების თეოლოგიის შვიდი ძირითადი სწავლება (განსაკუთრებით სასწაულებრივ განკურნებასთან დაკავშირებით), რამაც დაბნეულობა მოუტანა ბევრ გულწრფელ ქრისტიანს.
შვიდი დიდი შეცდომა კეთილდღეობის მოძღვრებაში
შეცდომა 1
კეთილდღეობის მოძღვრება ასწავლის, რომ ხსნა, თანაბრად გულისხმობს, როგორც ჩვენი სულების დახსნას, ისე ჩვენი სხეულების სრულყოფილ განკურნებას მუდმივობის ამ მხარეს.
რას ამბობს ამის შესახებ ბიბლია? საღვთო წერილი ეთანხმება აზრს, რომ ქრისტეს გამოსყიდვა სრულიად მოიცავს ჩვენს ფიზიკურ სხეულს, თუმცა წუთისოფელში ყოფნისას განკურნებას არავინ დაგვპირებია. მიუხედავად იმისა, რომ წმინდა წერილები მოგვიწოდებს განკურნების თხოვნას, სახარება არ ფარავს ყველა შენს შედცომას და დაცემას დედამწაზე.
ეს სხეულები, როგორც ახლა არსებობენ, იხრწნება. აღდგომის შემდეგ ახალი სხეულები გადმოგვეცემა „თავისი დიდების სხეულის მსგავსად” (ფილიპელთა 3:21). ამ ძველ „ხორცსა და სისხლს არ ძალუძს ღმერთის სამეფოს დამკვიდრება, ხრწნილება ვერ დაიმკვიდრებს უხრწნეობას... ჩვენ შევიცვლებით” (1 კორინთელთა 15:50). პავლე აგრეთვე ამბობს, რომ როცა ჩვენ მიწიერი კარავი დაინგრევა, გვაქვს ხელთუქმნელი სახლი ზეცაში (2 კორინთელთა 5:1). როგორც ხრწნადი თესლი -
„[მიწიერი სხეული]ითესება ხრწნილებით და აღდგება უხრწნელობით. ითესება დამცირებით და აღდგება დიდებით, ითესება უძლურებაში და აღდგება ძლიერებით, თესება მშვინვიერი სხეული და აღდგება სულიერი სხეული, არის მშვინვიერი სხეული და არს სულიერი სხეული” (1 კორინთელთა 15:42-44).
ჯონი ერიქსონ ტადა, ქრისტიანი ქალბატონი, რომელიც 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იტანჯება პარალიზებული მდგომარეობით, წერს: “ყველა სიცოცხლე, ყველა განკურნება და გამოსყიდვა მოდის წყაროდან, რომელიც არის უფალი იესო ქრისტე. სხვაგან საიდან შეიძლება მოვიდეს ეს ყოველივე? ” იგი აგრძელებს და განმარტავს: “ის, რისი კეთებაც დაიწყო იესომ ცოდვის და მისი შედეგების მიმართ [დაავადება, ხრწნა, სიკვდილი] არ დასრულდება მეორედ მოსვლამდე.”[4] ისევე, როგორც თესლი არ გახდება სრულფასოვანი მცენარე, სანამ არ მოკვდება, ასევე ეს სხეულები ვერ განიცდიან სრულ გამოსყიდვას, სანამ არ დაიმარხებიან სიკვდილში.
ფიზიკური განკურნების შესახებ სწავლება უნდა დავაბალანსოთ იმ ჭეშმარიტებასთან, რომ ზოგჯერ ღმერთი ირჩევს, რომ არ განკურნოს, რადგან მას ჩვენთვის უკეთესი რამ აქვს მომზადებული (ებრაელთა 11:35-39). პავლემ „ხორცში ეკლის“ საშუალებით მიიღო თავმდაბლობა და ქრისტეს სრული ძალა (2 კორინთელთა 12:7-9). ჯონი ასევე ამბობს: “ღმერთი უშვებს იმას, რაც მას სძულს (ადამიანის ტანჯვა), რათა შეასრულოს ის, რაც უყვარს (ჩვენი განწმენდა).”[5]
როდესაც ჩვენი ვაჟი, ჯესი სიმსივნით იყო დაავადებული, ხშირად ვეჭიდებოდით ღმერთს განკურნების მისაღებად ოთხწლიანი ბრძოლის დროს. ათასობით ადამიანი ლოცულობდა მის განკურნებაზე. ზოგიერთმა კეთილსინდისიერმა ადამიანმა ისიც კი გვითხრა, რომ მათ ჯესის ფიზიკური განკურნებაზე ღვთიური აღთქმა მიიღეს და აღარ უნდა ვიღელვოთ, რადგან შემდეგი ვიზიტისას ექიმთან, გაირკვეოდა, რომ იგი განიკურნა. თუმცა გაუმჯობესების ნაცვლად, კიბო აგრძელებდა გავრცელებას, სანამ 2001 წელს მან მხედველობა არ დაკარგა. სასწაული, რომელიც მშობლებმა აღმოვაჩინეთ ამ უმძიმეს დღეებში, იყო მშვიდობისა და სიხარულის სასწაული და იმაში დარწმუნებულობა, რომ ღმერთი უკეთეს რამეს აკეთებდა, ვიდრე ფიზიკური განკურნება! ეს "რაღაც უკეთესი" დღესაც მუშაობს ჩვენს ცხოვრებაში და ჯესის ცხოვრებაშიც.
შეცდომა 2
კეთილდღეობის თეოლოგია აგრეთვე გვასწავლის, რომ ისრაელისადმი ღვთის აღთქმული დაპირებები ასევე ეხება ეკლესიას.
კეთილდღეობის თეოლოგიის ზოგიერთი მასწავლებელი იყენებს ღმერთის ისრაელისთვის აღთქმულ დაპირებებს, ქრისტიანებთან მიმართებაში. მაგალითად, გამოსვლის წიგნში ღმერთი ეუბნება ისრაელიანებს: „ თუ მთელი გულით დაემორჩილები უფლის, შენი ღმერთის ხმას, სწორად მოიქცევი მის თვალში, ყურად იღებ მის მცნებებს და დაიცავ მის ყოველ წესს, არ მომავლენ შენზე არც ერთ სენს, რომელიც მოვავლინე ეგვიპტეზე, რადგან მე ვარ უფალი, შენი მკურნალი” (გამოსვლა 15:26). მათ აქვთ შეხედულება, რომ დაავადება ეგვიპტელებს ეკუთვნით და არა ღვთის ხალხს. მხოლოდ მას შემდეგ, რაც სულიერად ვბრუნდებით ეგვიპტეში, ვუბრუნდებით მის დაავადებას და საშიშროებას.[6]
ამ მოსაზრების თანახმად, ერთგული ქრისტიანები არასდროს დაავადდებიან. დაავადება განკუთვნილია ურწმუნოთათვის. რადგანაც ღმერთმა ისრაელთან დადო განკურნების აღთქმა, ეს აგრეთვე უნდა ეხებოდეს სულიერ ისრაელს - ეკლესიას.
ამ დოქტრინასთან დაკავშირებით უამრავი წინააღმდეგობა არსებობს, მაგრამ მე მხოლოდ რამდენიმეს აღვნიშნავ:
(1) დაბრუნება ძველ აღთქმასთან, ნიშნავს დაბრუნებას ძველი აღთქმის კანონებთან.
ქრისტიანები არ ცხოვრობენ ძველი აღთქმის კანონების რეგულაციების თანახმად და არც ძველი აღთქმის კანონთა ყველა დაპირება ვრცელდება ჩვენზე ისე, როგორც ისრაელზე ვრცელდებოდა. თუ ძველი აღთქმის კანონის რეგულაციები კვლავ საჭიროა იესოს მორწმუნეთათვის, მაშინ იესო არაფრისთვის მომკვდარა (გალატელთა 5:2).
(2) ისრაელში დამყარებული იყო თეოკრატია, სადაც ღმერთი მართავდა ერს.
ისრაელის საშუალებით მას სურდა ეჩვენებინა, თუ როგორი იქნებოდა მისი სრულყოფილი მმართველობა, და თავის ხალხს შესთავაზა მომავალი სამეფოს ვიზუალური პორტრეტი. როდესაც ქრისტე იმეფებს უსასრულოდ ამ დედამიწაზე, მისი ხალხი აღარ განიცდის რაიმე სახის ტკივილს! (გამოცხადება 21:4).
(3) ღმერთმა ისრაელი მიწიერ ხალხად აქცია და მათ ფიზიკური კურთხევები მისცა, რათა მათთვის და ჩვენთვის სულიერი ჭეშმარიტება შეესწავლებინა.
ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის არ მოგვცემს ფიზიკურ კურთხევებს, როგორც ამას აკეთებდა ისრაელისთვის, მაგრამ ის არ გვპირდება ისე, როგორც ისრაელის ერს. ღმერთმა დაამარცხა ისრაელის ფიზიკური მტრები; დააკმაყოფილა მათი ფიზიკური წყურვილი, როცა კლდიდან გადმოხეთქა წყალი; მისცა მათ მატერიალური საკვები; გადასცა მათ მატერიალური მიწა, რომელიც მათ არ შეუძენიათ; მისცა მათ მატერიალური სახლები და ქალაქები, რომლებიც არ აუშენებიათ, პირუტყვი, რომელიც არ მოუშენებიათ და მოსავალი, რომელიც არ დაუთესიათ, (მეორე რჯული 11:27). მაგრამ ღმერთმა ზეციერ ხალხად შეგვქმნა და მოგვცა „სულიერი კურთხევები ზეციურ ადგილებში“ (ეფესელთა 1:3). ის დაამარცხებს ჩვენს სულიერ მტრებს, (2 კორინთელთა 10:3-4). მოგვცემს სასმელად წყალს სულიერი კლდიდან, რომელიც იესო ქრისტეა, (1 კორინთელთა10:4). გვთავაზობს სულიერ საკვებს (ქრისტე არის მანნა) (იოანე 6:33-36). და ზეციურ იერუსალიმს (გამოცხადება 21:2). ჩვენ ვართ სულიერი ტაძარი, (1 კორინთელთა 3:16). მეფური სამღვდელოება და წმიდა ერი (1 პეტრე 2:9). ვერანაირი სულიერი დაავადება (ცოდვა) ვერ დაგვაზიანებს, სანამ სინათლეში ვივლით (1 იოანე 1:9).
წმინდა წერილში ნათლად ჩანს, რომ ისრაელის ერთან დადებული ყველა აღთქმა არ ეხება პირდაპირ ეკლესიას, გარდა სულიერი გაგებისა. ამიტომ, არ უნდა ვითხოვოთ დაპირებები, რომლებიც ჩვენთვის არ არის განკუთვნილი. ასეთი აზროვნება მხოლოდ იმედგაცრუებას გამოიწვევს. ფიზიკური კურთხევები და გამოცდილება, რაც ისრაელმა მიიღო, მხოლოდ აჩრდილი და სიმბოლო იყო უფრო მეტი სულიერი კურთხევისა, რომლითაც დღეს ჩვენ, ქრისტიანები ვსარგებლობთ,
ვინაიდან ქრისტე შევიდა არა ხელთქმნილ წმიდათა წმიდაში, ჭეშმარიტის ანარეკლში, არამედ თვით ცაში, რათა ახლა ჩვენთვის წარდგეს ღვთის წინაშე. (ებრაელთა 9:24; იხილეთ აგრეთვე ებრ. 10:1)
შეცდომა 3
აყვავების თეოლოგია, ხშირად განმარტავს ესაიას 53:4-5, როგორც ფიზიკური კურნების დაპირებას ჩვენს აწმყოში:
„მაგრამ მან იტვირთა ჩვენი სნეულებანი და აზიდა ჩვენი ტკივილები, ჩვენ კი ვფიქრობდით, რომ ღმერთის მიერ იყო ნაგვემი, გატანჯული და დამცირეული. ის კი ჩვენი ცოდვებისთვის იყო დაჭრილი, ჩვენი ურჯულოებისათვის იყო შემუსვრილი, ჩვენი სასჯელი იყო მასზე და მისი ჭრილობებით ჩვენ განვიკურნეთ” (ესაია 53:4-5).
ამ შესანიშნავ მონაკვეთში ესაია წინასწარმეტყველებს იესო ქრისტეს ორმაგ მსახურებაზე:
1. იესო ჩვენი ტვირთმზიდავი (მუხლი 4)
2. იესო ჩვენი ცოდვისთვის მსხვერპლად შეწირული (მუხლი 5).
როდესაც იესომ სიყვარულით მიმართა ხალხს, რომლებიც მას აწამებდნენ, განდევნა მათი დემონები და განკურნება დაავადებები, ის კაცობრიობის ტვირთის მატარებელი გახდა. აი რას გვასწავლის მათე:
„მოსაღამოვებულზე მრავალი ეშმაკეული მოიყვანეს მასთან და მან სიტყვით განდევნა სულები და განკურნა ყველა სნეული. რათა აღსრულდეს ესაია წინასწარმეტყველის მიერ თქმული, რომელიც ამბობს : „მან თვითონ აიღო ჩვენი უძლურებანი და იტვირთა ჩვენი სნეულებანი” (მათე 8:16-17).
როდესაც იესო დაჭრილი, ნაწამები და ნაგვემი ჯვარზე გააკრეს, მან გადაიხადა ფასი ჩვენს დანაშაულთა გამო: “მაგრამ ის ჩვენი ცოდვებისთვის იყო დაჭრილი, ჩვენი ურჯულოებისათვის იყო შემუსვრილი და მისი ჭრილობებით ჩვენ განვიკურნეთ.” ესაია საუბრობს ცოდვის დაავადებისგან განკურნებაზე და არა ფიზიკურ დაავადებაზე! მოციქულმა პეტრემ მოუწოდა ტანჯულ ქრისტიანებს, მიჰბაძონ იესოს, რომელიც ჩვენი სახელით იტანჯა და მაგალითი დაგვიტოვა.
რომელმაც ჩვენი ცოდვები თვითონ აზიდა ძელზე თავისი სხეულით, რათა ცოდვისათვის მკვდრებმა სიმართლისთვის ვიცოცხლოთ. განკურნებულნი ხართ მისი ჭრილობებით (1 პეტ. 2:24, რომაელთა 5:8-9, 1 კორ. 15:3) დღესაც, მოგვიწოდეს, რომ ყველა ჩვენი საზრუნავი მას დავაკისროთ, რადგან ის ზრუნავს ჩვენზე (1 პეტრე 5:7). . ის აგრეთვე ამბობს : „ მოდით ჩემთან ყოველნო მაშვრალნო და თვირთმძიმენო და მე მოგასვენებთ თქვენ” (მათე 11:28). როცა ჩვენ ვიტანჯებით, ისიც იტანჯება ჩვენთან ერთად, შუამდგომლობს ჩვენთვის და ყოველთვის აქვს განკურება ჩვენი სულებისთის. რამდენადაც ჩვენი სხეულები დღითიდღე კვდომას განიცდის, იმდენად ჩვენი სულები ახლდება ყოველდღე.
უნდა აღინიშნოს, რომ ესაიას 53 თავში იესოს ჭრილობები, ნაგვემი მდგომარეობა და სისხლი დაკავშირებულია ცოდვასთან და არა უშუალოდ ფიზიკურ დაავადებებთან (იხილე ესაია 53:5, 6, 8, 10, 11 და 12). ჩვენი ცოდვა იყო საშინელი დაავადება, რასაც იესოს ასეთი ტანჯვა, დამცირება, ტკივილი და სისხლისღვრა მოჰყვა. ეს ჩვენი ცოდვები იყო, რის გამოც იესო ჯვარს ეცვა და მისი ჭრილობებით ჩვენ განკურნებულნი ვართ.
[7]იესოს სისხლის მეშვეობით, ჩვენ აღარ ვართ ცოდვის მარწუხებში, მისმა სისხლმა გაგვათავისუფლა ჩვენ ხორცის სურვილებისგან. ჩვენ აღარ ვართ ქვეყნიერულ გულისთქმებს აყოლილნი და დამონებულნი. იესოს სისხლმა ჩვენ უკვე გაგვათავისუფლა! ფიზიკურ სიკვდილს და ხრწნილებას არ ძალუძს შეცვალოს ის, რაც იესომ ჩვენი სულებისთვის გააკეთა. ფიზიკურ ტკივილს, ძალუძს, რომ ზოგჯერ დაფაროს ღმერთის სახე ჩვენგან, თუმცა არც ერთ ტკივილს არ ძალუძს ჩვენი ჩამოშორება მისი სიყვარულისგან (რომაელთა 8:31-39). არ აქვს მნიშვნელობა რა ხდება ახლა ჩვენს სხეულში, ჩვენი სულების გამომსყიდველი ქრისტე ყოელთვის იქნება ჩვენი დაცვა და თავშესაფარი. ჯვრის მსხვერპლის გამო, ჩვენ ვიყურებით წინ, ვუყურებთ მომავალს და ველით დღეს, როცა წყევლის ყველანაირი კვალი გაქრება. ახალ ცას და დედამიწას გვპირდება უფალი. აღარ იარსებებს სარეველა და ეკალი. ჩვენი სხეულები სრულიად განახლდება. ტკივილი, ტანჯვა და სიკვდილი სამუდამოდ განადგურდება!
ჩვენი კურნება (სულიერიც და ფიზიკურიც) ჯვარშია. ცოდვისაგან გათავისუფლების აღთქმა არის ყველასათვის, ვინც ირწმუნებს იესო ქრისტეს.
შეცდომა 4
აყვავების თეოლოგია ხშირად ამახინჯებს იოანეს 14:12 ში გადმოცემულ იესოს სიტყვებს, როდესაც ის ლაპარაკობს „უფრო დიდ საქმეებზე,” ისინი მიიჩნევენ უფრო დიდ სასწაულებად.
ბევრი განმარტავს ამ მუხლს, თითქოს იესო გვპირდება, რომ მისი მოწაფეები და მიმდევრები, მოახდენენ უფრო დიდ სასწაულებს, ვიდრე თვითონ ის ახდენდა.
მოახდინეს კი მოწაფეებმა იესოზე დიდი სასწაულები? სახარებებში ქრისტეს მიერ მოხდენილი 35 სასწაულია გადმოცემული, მიუხედავად იმისა, რომ მან გაცილებით მეტი სასწაული მოახდინა. მოციქულთა საქმეებში კი მოციქულების მიერ მოხდენილ 12 სასწაულს ვკითხულობთ, მიუხედავად იმისა, რომ მათ გაცილებით მეტი სასწაული მოახდინეს. ყოველივე ეს კი მეტყველებს მხოლოდ ერთ რამეზე :თუმცა სასწაულები რათქმაუნდა არ არის გამორიცხული ახალი აღთქმიდან, ისინი არ არის მთავარი ფოკუსირების საგანი.
ადრეული ეკლესიის რომელიმე მოწაფიდან ერთს თუ მაინც მოუხდენია იმაზე დიდი სასწაული, რაც იესომ 5 პურით და 2 თევზით გააკეთა, ან წყალი, რომელიც ღვინოდ გადააქცია, ან ამოვარდნილი ქარიშხლის დაწყნარება, დიდი თევზჭერა, ორი ბრმისთვის თვალის ახელა ან ლაზარეს მკვდრეთით აღდგინება? უდავოა, რომ მოწაფეები ახდენდნენ ძალიან დიდ სასწაულებს, თუმცა არასოდეს არცერთი სასწაული არ ყოფილა მსგავსი იესოს მიერ მოხდენილი სასწაულისა. ერთად, ადრეულმა ეკლესიამ, მართლაც გააკეთა იმაზე დიდი საქმეები, რასაც იესო აკეთებდა იმ გაგებით, რომ ადრეულ ეკლესიას უკვე ჰგონდა საძირკველი, რომელიც იესო ქრისტემ დაუდო, რომელზეც მას შემდეგ ვშენდებით.
პირველი ქრისტიანებისთვის, სახარების ქადაგება ყოველთვის ცენტრალური ფოკუსირების საგანი იყო, ხოლო ღმერთი დროდადრო ახდენდა მათი ხელით სასწაულებს და ნიშნებს, რათა გაემყარებინა მათი მოწმობა და დაემოწმებინა თავის წარგზავნილებზე, განსაკუთრებით კი იმ ადგილებში, სადაც მანამდე არ ყოფილა სახარება გავრცელებული. მიზეზი იმასა, თუ რატომ ეჭიდება ხალხი სასწაულებს და რატომ იწვევენ ისინი დღესაც მათში განცვიფრებას, განპირობებულია იმით, რომ სასწაული იშვიათობაა. თუ სასწაულები ჩვეულებრივი და წინასწარ განჭვრეტადი მოვლენა გახდება, მაშინ ისინი თავის მნიშვნელობასაც დაკარგავენ და ღმერთის სიტყვაც იგნორირებული გახდება.
მახსოვს, როცა პატარა ვიყავი, ერთი მასწავლებელი მყავდა, რომელიც ყოველთვის ძიერად შემოჰკრავდა ხოლმე ტაშს, როცა გაკვეთილზე გვეძინებოდა ან მას აღარ ვუსმენდით სხვადასხვა მიზეზების გამო. მას ძალიან მნიშვნელოვაი რაღაც ჰქონდა სათქმელი და ამიტომ სრული ყურადღება სჭირდებოდა ჩვენგან. როგორც კი ის გამოგვაფხიზლებდა და დაიბრუნებდა ჩვენს სრულ ყურადღებას, ის წყვეტდა თაშის კვრას და აგრძელებდა გაკვეთილის ახსნას. ამ მასწავლებელს ხშირად რომ დაეკრა ტაში, მოსწავლეები აღარ მიაქცევდნენ მას ყურადღებას. ჩვენ უნდა გავიგოთ, რომ სასწაულები „ტაშის შემოკვრას“ ჰგავს რმერთის ყოვლადძლიერი ხელით, რომ მიიპყროს კაცობრიობის ყურადღება, რათა მეტად საყურადსაღებო სახარების გზავნილი მიღებული და გაგებული იყოს და არ გადაიქცეს ნორმალურ, ჩვეულ რუტინად.
მე არასოდეს დამავიწყდება პატარა გოგონას სასწაულებრივი განკურნება წლების წინ. როცა ჩვენ დავიწყეთ მისთვის ლოცვა, ჯგუფმა დაიწყო შეგროვება - ზოგმა გადარჩენა მიიღო, ზოგი კი კვლავ წარმართობის სიბნელეში იყო დაკარგული. და როცა ჩვენ, ქრისტიანები ვიკრიბებოდით ამ პატარა გოგონას ირგვლივ და ხელში გვეჭირა, ვგრძნობდით სატანის საშიშ ძალას და ნათლად დავინახეთ დემონური ძალების თავდასხმა. მაგრამ როდესაც შევღაღადებდით ღმერთს, ერთად ვგალობდით და ვაცხადებდით იესოს სისხლის გამარჯვებას, გოგონა დამშვიდდა, მიყუჩდა და დაიძინა. დაახლოებით 15 წუთში ის ადგა, წყალი ითხოვა და ჩვენდა გასაოცრად ისე გაიარა, თითქოს არასოდეს ყოფილა ავად! ეს სასწაული ქრისტეს დიად ნიშნად და გამომსყიდველი ძალის დამადასტურებლად იქცა მთელ სოფელში, რომელიც სატანის მარწუხებში იყო მოქცეული და ღმერთი განდიდდა.
იფრთხილეთ, არსებობს მხოლოდ ნიშნებისა და საწაულების ძიების საშიშროება (მათე 21:39). და ასევე დაიცავი შენი გული უნდობობისგან და ურწმუნოებისგან. დღესაც ღმერთი კვლავ კურნავს და ახდენს სასწაულბეს თავისი ნებისამებრ.
შეცდომა 5
აყვავების თეოლოგია ხშირად ასწავლის, რომ ნიშნები უნდა ვეძიოთ.
მარკოზის 16:17-18 მუხლებში იესომ თქვა: „ მორწმუნეებს კი თან ახლდებათ ასეთი ნიშნები:ჩემი სახელით ეშმაკებს განდევნიან, ახალი ენებით ილაპარაკებენ, ხელში გველებს აიყვანენ და არ ავნებთ, ავადმყოფებს ხელებს დაადებენ და ისინი განიკურნებიან.“
ეს „ნიშნები“ ჭეშმარიტი და უტყუარია, სახარების თანმდევია, როდესაც ის ერთგულად ცხადდება მთელს მსოფლიოში, განსაკუთრებით კი ადგილებში, სადაც ის არ სმენიათ. უფალო მოგვიტევე ჩვენი ურწმუნოება!
თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ისინი უნდა მოვითხოვოთ, ან ვეძებოთ, რადგან ნიშნები ბუნებრივად თან ახლავს სახარების ერთგულად ქადაგებას. თუ ჩვენ თავმდაბლობით, მორჩილად და მომლოდინე მდგომარეობაში მივდივართ ქვეყნიერებაზე სახარების საქადაგებლად, ღმერთის ძალაც იმოქმედებს თავის ეკლესიაში და მისი მეშვეობით.
მაგალითისთვის, როცა პავლე მოციქული ხომალდის მსხვრევაში მოყვა და კუნძულ მალტაზე გამოირიყა, (საქმეები 28). საერთოდ არ იყო შემთხვევითობა ღმერთისთვის. რადგან ღმერთი ხედავდა დაკარგული ხალხით სავსე კუნძულს, ვის გამოსასყიდლადაც მოკვდა ჯვარზე. და როდესაც პავლე მოციქული კოცონისთვის ფიჩხის შეგროვებაში ეხმარებოდა, გველი შემოეხვია ხელზე და მხოლოდ იმის გამო, რომ იგი არ მოკვდა, ხალხმა ირწმუნა მისი. ღმერთმა დაიწყო პავლესთვის მსახურების კარის გახსნა ამ კუნძულზე.
შეცდომა 6
აყვავების თეოლოგია აგრეთვე ასწავლის, რომ რაკი იესო გუშინ, დღეს და უკუნისამდე იგივეა, (ებრაელთა 13:3) ჩვენც ყოველთვის იგივე პასუხებს უნდა ველოდოთ ლოცვებზე.
იესო ქრისტე რა თქმა უნდა უცვლელია თავისი ბუნებით და ხასიათით, თუმცა მისი ქმედებები განუჭვრეტელია, რადგან ღმერთი არ არის მანქანა, რომელსაც დავაპროგრამებთ, გავაკონტროლებთ ან რაზეც მანიპულირებას მოვახდენთ. ის არის პიროვნება, რომელიც თავისი ნებისამებრ მოქმედბს ჩვენდა სასიკეთოდ და თავის სადიდებლად.
ღმერთის სიყვარული თავისი შვილებისადმი, რომელნიც ტანჯვას გადიან, უცვლელია. ჩვენ შეგვიძლია სრულიად დავეყრდნოთ იმ ფაქტს, რომ ღმერთი უცვლელია თავის სიყვარულში! ის არასოდეს მიგვატოვებს და გაგვაწბილებს ჩვენ. მისი აღმდგენი ძალა ჩვენში არის. ძალა, რომელიც ზოგჯერ მთებს გადადგავს, ზოგჯერ მათ მწვერვალზე აგვიყვანს, ზოგჯერ კი მასში გვირაბით გაგვატარებს. მისი საკმარისი მადლი და წყალობა ყოველთვის გვამტკიცებს, როცა ტკივილსა და განსაცდელს გავდივართ. რადგან ის არის ხელმწიფე და ყველა გარემოება რასაც ჩვენ გავდივართ, მის კონტროლსაა დაქვემდებარებული და მისი სრულყოფილი დიზაინითაა ნაქსოვი.
მე არასოდეს დამავიწყდება ერთსაათიანი მგზავრობა, როცა სავაადმყოფოდან სახლში ვბრუნდებოდით მას შემდეგ, რაც ჩვენს ხუთი კვირის ჯესის რეტინობლასტომა (თვალის კიბო) დაუდგინეს. ალბათ, როგორც ყველა მშობელი იქნებოდა, მე და ბეკიც საშინელ ტკივილს განვიცდიდით იმ გაურკვევლობის გამო, რომლებიც წინ გველოდა, თუმცა ვიდრე ჯერ კიდევ გზაში ვიყავით, რაღაც ზებუნებრივი, ენით აუწერელი სიმშვიდე ვიგრძენით. ამ სიმშვიდემ შემოსასვლელი იპოვა ჩვენში, როცა იმ უტყუარი, წინასწარ განსაზღვრული გარემოებების გახსენება დავიწყეთ, როლებმაც ამ წუთამდე მოგვიყვანა. რამოდენიმე მოვლენაა, რამაც ჩვენი გულები სიხარულით და მშვიდობით აავსო. პირველი: ჩვენ წესით არ უნდა ვყოფილიყავით აშშ-ში, მაგრამ წავედით; ჩვენს მისიონერულ მსახურების დაწყებამდე რამოდენიმე კვირით ადრე მე „შემთხვევით“ გავხდი დანაშაულის მოწმე და ინდიანას შტატმა მოგვმართა, რომ თუ მხოლოდ ჩვენებას მივცემდი მოწმის სახით, ისინი დაფარავდნენ ჩვენი მგზავრობის ხარჯს უკან სახლისაკენ. მეორე: ჩვენ წესით ვერ უნდა მოგვესწრო ჯესის პასპორტისა და პირადობის გაკეთება გამგზავრებამდე, რომ მოგვესწრო მანილას შტატის დროული ვადით დატოვება, მაგრამ გავაკეთეთ. მისი დაადებიდან სამი დღის შემდეგ საავადმყოფოშ წავედით, მანილაში გადასვლა გადავწყვიტეთ და თხუთმეტი წუთი გავატარეთ აშშ-ს საელჩოში. ჩვენ ვიყავით დღის უკანასკნელი მომხმარებლები. მესამე: ჩვენ წესით ვერ უნდა ვყოფილიყავით ექიმის კაბინეტში, მიჩიგანში, მაგრამ ვიყავით. არაფერი საეჭვო არ შეგვიმჩნევია მაგრამ გვინდოდა კარგი გამოკვლევა გაგვეკეთებინა ბავშვისთვის, სანამ ველზე დავბრუნდებოდით. მეოთხე: როცა უკვე ქურთუკებს ვიცვამდით და ექიმის კაბინეტიდან გამოვდიოდით, ჩვენმა პედიატრმა ბოლოჯერ შეხედა ჯესის თვალებში და სწორედ ამ შეხედვამ იხსნა მისი სიცოცხლე, რადგან თუ ფილიპინებზე დაავადების დამარცხების გარეშე დავბრუნდებოდით, ჯესი აუცილებლად მოკვდებოდა.
ოქტომბრის ერთ დღეს, როცა მანქანაში ვისხედით და გზად მივდიოდით, ღმერთმა თვალები აგვიხილა, რათა დაგვენახა ყველა კულისებს მიღმა დამალული სცენა,
ჩვენი ცხოვრების დეტალური მართვა და აგრეთვე მისი ყოვლისმომცველი ძალის, უზრუნველყოფის და ზრუნვის მშვენიერება. ჩვენი ნდობა ეფუძნება არა ჩვენს უნარს ვაკონტროლოთ და მანიპულირება გავუწიოთ ღმერთს, არამედ მის ძალას, რომელიც ჩვენი ცხოვრების ყოელ გარემოებას მისი სიყვარულით აღსავსე, მზრუნველ და სუვერენულ ნებას უქვემდებარებს.
შეცდომა 7
აყვავების თეოლოგია ზოგჯერ ამრუდებს რწმენის მნიშვნელობას.
იაკობმა შემოგვთავაზა მშვენიერი მოქმედების გზა ეკლესისთვის:
„არის თქვენს შორის ვინმე ავად? მოიხმოს ეკლესიის ხუცესნი და ილოცონ მას ზედა და ნელსაცხებელი სცხონ უფლის სახელით. და რწმენის ლოცვა გდაარჩენს ავადმყოფს. უფალი წამოაყენებს” (იაკობი 5:15).
ერთ შუადღით, როცა რამოდენიმე პასტორთან ერთად ლაშქრობაში ვიყავი ერთ-ერთ სოფელში, მძიმედ ავადმყოფი ბავშვი მოიყვანეს, რათა გველოცა მისთვის. ეს ბავშვი ორი კვირა ებრძოდა ავადმყოფობას, თუ სწორად მახსოვს. და როცა აცრემლებული დედის ნაამბობი მოვისმინეთ, ჩვენი გულები აავსო ღვთიურმა თანაგრძნობამ. და მახსოვს, როდესაც ბავშვს ხელები დავასხით, და ვლოცულობდით მისთვის, სულიწმინდა გვემოწმებოდა, რომ მისი ნება იყო ამ ბავშვის განკურნება. რთული არ იყო ლოცვა, ბუნებრივად გამოგვდიოდა. ჩვენ არ ვაკისრებდით ჩვენს ნებას ღმერთს, არამედ უფრო ვგრძნობდით, რომ ჩვენ მისი ინსტრუმენტები ვიყავით. დარწმნება განკურნებაში და გაბედულება, რომ ის გვეთხოვა, მოხდა არა ჩვენი განზრავით, არამედ მისი ნებითა და მადლით. მეორე დღეს, როდესაც დავბრუნდით ამ სოფეში, ბავშვი სრულიად გამოჯანმრთელებული იყო, როგორც ველოდით. მე მჯერა, რომ ეს არის რწმენის ლოცვა რასაც იაკობ მოციქული თავის წერილში გულისხმობს.
რწმენა უბრალოდ მინდობაა. როცა ღმერთის შვილები საკუთარ გზას ითხოვენ, ეს უკვე აღარ არის ნდობა. ნდობა დაჯერებაა იმის, რომ ღმერთს შეუძლია და გააკეთებს კიდეც, ყველაფერს, რის გაკეთებასაც თავადვე მოისურვებს.
ფიზიკური ტკივილები ხშრად გვეხმარება, რომ გავიზარდოთ ნდობაში. ჰენრი ფროსტი წერს:
ჩემთვის ეს ნეტარი გამოცდილებაა: თუ ავადმყოფობა შემოვიდა ჩემში. რათა სრულად გადავცე თავი მის განკარგულებაში, როგორც ავადმყოფობის, ისევე ჯანმრთელობის ჟამს; რომ ვკითხო რა სურს რომ გავაკეთო, რათა განვიკურნო, ვკითხო, თუ ამას გარემოებები მიანიშნებს, ის სასწაულად განმკურნავს; ვეძიო ასეთი განკურნების არარსებობა, ვიცოდე მისი აზრი რაიმე სხვა სახის განკურნებასთან დაკავშირებით და საბოლოოდ დავთანხმდე ღმერთის ნებას, რაშიც არ უნდა მდგომარეობდეს ის, მაგრამ არა მხოლოდ მორჩილებით, არამედ რწმენით და განდიდებით.[8]
► ერთად განიხილეთ აყვავების თეოლოგიის ეს შვიდი შეცდომა. ეს შეცდომები აშკარად ჩანს ეკლესიებში და თქვენს ნაცნობ ქრისტიანებში? რა შედეგები მოაქვს ამ შეცდომების დაჯერებას? ნუ მოგერიდებათ ასევე გაუზიაროთ განკურნების და გადარჩენის ისტორიები.
ქრისტე მოკვდა ავადმყოფობის გასანადგურებლად და ის ამას გააკეთებს. მაგრამ ის არ ამბობს, რომ ამას, პირდაპირი გაგებით, ახლა გააკეთებს, არამედ მოგვიანებით, როდესაც ის მოვა ძალაუფლებით და ძლიერი დიდებით.
- ჰენრი ფროსტი (გვ. 70)
ტანჯვა არის იარაღი კეთილი და მოსიყვარულე ღმერთის ხელში. მიიღე ეს. ამით ის მე და შენ გარდაგვსახავს მისი ძის მსგავსებაში. ამის გახსენება მშვიდობას მოუტანს ჩვენს გულებს და დააჩქარებს ჩვენს გარდაქმნას.
ერთი ხის ნაჭერი მწარედ უჩიოდა თავის პატრონს, რადგან იგი მას ჭრიდა და ხვრელებით ავსებდა, მაგრამ მას, ვინც ამას აკეთებდა, საერთოდ არ მიუქცვია ყურადღება მისი ჩივილისთვის, რადგან იგი მისგან სალამურს აკეთებდა...[1]
(1) ამ კვირაში მინიმუმ ოცდაათი წუთი დაუთმეთ ამ გაკვეთილის გადახედვას, მათ შორის გადახედეთ მითიტებულ ადგილებს წმიდა წერილიდან, სთხოვეთ სულიწმინდას, რომ წგიძღვეთ სიღრმეებში/გამოცხადება მოგცეთ.
(2) თქვენს დღიურში მოინიშნეთ, ცალკეული ცვლილებები, რასაც უფალი გაგიცხადებთ, რომ უნდა განახორციელოთ თქვენს ცხოვრბაში.
(3) იფიქრეთ მინიმუმ ერთ ფსალმუნზე ყოველდღიურად გამოყოფილი დროის მანძილზე და ჩაიწერეთ დღიურში, რასაც მეფსალმუნე ღვთის ბუნებასა და ხასიათზე ამბობს.
(4) ჩაიწერეთ პირადი ლოცვა სულიერი ტრანსფორმაციისა და ზრდისთვის, ამ გაკვეთილზე დაყრდნობით.
(5) გამოიყენეთ ყოველდღიური პირადი ლოცვის დროს დოქტორ ბრაუნის ყოველდღიური ლოცვის სახელმძღვანელო. PDF აქ წვდომა
(1) მოიყვანეთვმაგალითი წმიდა წერილიდან, რომ ტანჯვა ღვთის ნების ნაწილია ქრისტიანისთვის
(2) რა არის ის ორი თვალი/ლინზა, რისი მეშვეობითაც ქრიტიანი უნდა უყურებდეს სამყაროს?
(3) სახარების რომელი მონაკვეთი გვასწავლს, რომ იესო არის ჩვენი მაგალითი ტანჯვაში?
(4) რომელი მონაკვეთი გვასწავლის, რომ მთელი ქმნილება ოხრავს და იტანჯება?
(5) რომაელთა 8:28-29-ის თანახმად, ღმერთი ყოველივე სასიკეთოს უმზადებს თავის მოყვარულებს. რა არის მისი საბოლოო მიზანი? „რომ ჩვენ____________ ვიყოთ მისი ___________ ის __________.“
(6) რა არის ტანჯვის შვიდი უპირატესობიდან სამი, რომელიც აღნიშნულია ამ გაკვეთილში?
(7) თქვენი სიტყვებით ახსენით აყვავების თეორიის ორი შეცდომა მაინც.
SGC exists to equip rising Christian leaders around the world by providing free, high-quality theological resources. We gladly grant permission for you to print and distribute our courses under these simple guidelines:
All materials remain the copyrighted property of Shepherds Global Classroom. We simply ask that you honor the integrity of the content and mission.
Questions? Reach out to us anytime at info@shepherdsglobal.org
Total
$21.99By submitting your contact info, you agree to receive occasional email updates about this ministry.
Download audio files for offline listening
No audio files are available for this course yet.
Check back soon or visit our audio courses page.
Share this free course with others