გაკვეთილის მიმოხილვა
განიხილეთ მთავარი საკითხები მეთორმეტე გაკვეთილიდან. შეეკითხეთ სტუდენტებს ვინმეს თუ აქვს სურვილი გაგიზიარონ თავისი პირადი ლოცვები მე-13 გაკვეთილის საფუძველზე?
Search through all lessons and sections in this course
Searching...
No results found
No matches for ""
Try different keywords or check your spelling
1 min read
by Tim Keep
განიხილეთ მთავარი საკითხები მეთორმეტე გაკვეთილიდან. შეეკითხეთ სტუდენტებს ვინმეს თუ აქვს სურვილი გაგიზიარონ თავისი პირადი ლოცვები მე-13 გაკვეთილის საფუძველზე?
ამ გაკვეთილის ბოლოს, სტუდენტმა უნდა
(1) ისწავლოს ეკლესიის, ქრისტეს თემის/მრევლის დაფასება.
(2) გაიგოს რამდენად მნიშვნელოვანია ქრისტიანული თემი სულიერი ზრდისთვის
(3) აიღებს ვალდებულებას უფრო დიდი მონაწილეობა მიიღოს ეკლესიის საქმიანობაში.
პატიოსნების სიმცირის გამო შეზღუდული
გრაცია, ლათინო ამერიკელი ახალგაზრდა ქალბატონი, გარკვეულწილად შეირყა და ცინიკური გახდა, როცა დიდი ტკივილი განიცადა ეკლესიაში მყოფი „ფარისევლებისგან.” ის სირთულეებს განიცდიდა, რადგან აღარ შეუძლია ვინმეს ნდობა. და თუმცა კვლავ ესწრება კვირაში ერთხელ მსახურებას, თითქმის არ აქვს ურთიერთობა ეკლესიის რომელიმე წევრთან. ის ფიქრობს, რომ მისი პირადი ურთიერთოა ღმერთთან სრულიად საკმარისია.
დატვირთულობის გამო შეზღუდული
ევანი, ბიზნესმენი აზიაში, ესწრება განდიდების მსახურებას თავის ქალაქში, თუმცა თვლის, რომ იგი ზედმეტად დაკავებულია იმისთვის, რომ თავად იმსახუროს ეკლესიაში. ის დებს მეათედს, თუმცა ამის იქით არაფერს აკეთებს. ის თავისი ეკლესიის წევრებსაც კი ვერ სცნობს ნორმალურად.
თვითკმარობის გამო შეზღუდული
აკაჩი მოთხოვნადი ევანგელისტია აფრიკაში, რომელიც ყოველთვის გასცემს, თუმცა იშვიათად იღებს ზეციური ოჯახიდან მადლს. ის გახდა მარტოსული და სულიერად დასუსტდა, რადგა არ აძლევს სხვა ქრისტიანებს უფლებას ილაპარაკონ მის ცხოვფრებაში, ან მისცენ რაიმე სახის რჩევა.
კრიტიკული სულის გამო შეზღუდული
ჯიმი და ლიზა, ჩრდილო ამერიკელები არიან, რომლებმაც ბოლო ათწლეულში რამოდენიმე ეკლესია გამოიცვალეს, თუმცა ჯერაც ვერ იპოვეს ის ერთი, რომელიც სრულიად დააკმაყოფილებს მათ მოთხოვნილებებს. ამიტომ მათ არც ერთი ეკლესიისადმი არ მიუძღვნიათ თავი. მათ კარგად ეხერხებათ საკუთარი უკმაყოფილების და „შენიშვნების“ გამოხატვა ეკლესიაში, თუმცა არასოდეს უცდიათ მოხალისედ მონაწილეობა რაიმე საქმეში და არასოდეს დასწრებიან საოჯახოებს. ისინი ვერც კი აცნობიერებენ რამდენს კარგავენ ამით!
სრულიად ჩართული
ახალი აღთქმის ქრისტიანები:
„ყოველდღე გამუდმებით, ერთსულოვნად ტაძარში იყვნენ, და კარდაკარ ტეხდნენ პურს, ღებულობდნენ საკვებს მხიარულებით და გულუბრალოებით. აქებდნენ ღმერთს და მთელი ხალხის სიყვარულს იხვეჭდნენ” (საქმეები 2:46-47).
თუმცა ბოლოს გარდა, ყველა ზემოთმოყვანილი ამბავი გამოგონილია, ისინი აღწერენ დამოკიდებულებას, რომელის ქრისტიანებს აქვთ ეკლესიის მიმართ. მთელს მსოფლიოში დიდი რაოდენობის მორწმუნეა, რომლებიც არ არიან ქრისტეს სხეულის სხვა წევრებთან ღრმა, გააზრებულ და გარდამქმნელ კავშირში.
► როგორ ფიქრობთ, რატომ აკლია ამდენ ქრისტიანს ღვთის ოჯახში მონაწილეობა? რა როლს თამაშობს აქ სიზარმაცე? ან გულგრილობა? ან ეგოიზმი? ან შიში? რატომ ეშინიათ ქრისტიანებს ზოგჯერ ღრმა ურთიერთობის დამყარება სხვა ქრისტიანებთან?
ამ გაკვეთილის მთავარი აზრი ისაა, რომ სულიწმინდა გვაყალიბებს ქრისტეს ხატებაში, როცა ვმონაწილეობთ და ვართ ქრისტიანულ ერთობაში. ეს ჭეშმარიტება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია! ეს ჭეშმარიტება არ გაუქმდება, თუ სულიერად მოვმწიფდებით. ღმერთის მიზანი ყოველი ქრისტიანული ეკლესიისთვის არის ის, რომ უზრუნველყოს მიღების, აღშენებლობის, ანგარიშვალდებულების და აქტიური მსახურების შესაძლებლობები სულიერი ზრდისთვის.
ამ გაკვეთილში ჩვენ გავეცნობით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეკლესიის ცხოვრებაში მონაწილეობა და მიძღვნა განდიდებაში, მსახურებაში, გაყოლაში, დამოწაფებაში, ლოცვით შეხკრებებში და მრავალ სხვა რამეში. ჩვენ გამოვიკვლევთ ძალაუფლებას, რომელიც ქრისტიანულ გაერთიანებაში მონაწილეობას გააჩნია, რათა გარდავისახოს იესოს ხატებასა და მსგავსებაში.
► წაიკითხეთ ერთად ეფესელთა 4:11-13 და რომაელთა 12:4-16 ამ მუხლებიდან გამომდინარე რითი შეგვიძლია ვემსახუროთ ერთმანეთს, როგორც მორწმუნეებმა? რა არის საბოლოო მიზანი ეფესელთა 4:13-ის თანახმად?
ძალიან მნიშვნელოვანია ვაცნობიერებდეთ, რომ ყველაფერის საბოლოო მიზანი, რასაც ერთმანეთის სიყვარულითა და მომსახურებით ვაკეთებთ, არის ერთურთის აღმშენებლობა, ნელ-ნელა, თითოეული ჩვენგანი უფრო და უფრო მეტად ემსგავსებოდეს და ატარებდეს სრულყოფილი მაცხოვრის სახეს(ეფესელთა4). თუ ეს ჭეშმარიტება იქნება ჩვენს გულებში, ყველაზე უმნიშვნელო მოქმედებასაც კი მნიშნელობას მივანიჭებ.
რა არის ეკლესია?
მე და შენ გამოსყიდულნი ვართ იესო ქრისტეს ძვირფასი სისხლით და მოვინათლეთ სულიწმინდის მიერ ქრისტეს ეკლესიად, რომელიც მისი სხეული, საპატარძლო და მისი ტაძარია, მისი გამოსყიდული ოჯახი! ერთად, ჩვენ ეკლესია ვართ! ეკლესია არ არის შენობა, ეკლესია შენ თავად ხარ! ეს ჩვენ ვართ. ჩვენი ქმრები/ცოლები, შვილები, მეგობრები არის ეკლესია. მოდით ნუ განვიხილავთ ეკლესიას, როგორც ადგილს, სადაც კვირა დღეს მსახურებაზე მივდივართ, ან ხალხად, რომელთაც კვირა დღეს ვნხულობთ. ყველა გამოსყიდული ქრისტეს სისხლით, მისი მსოფლიო/საყოველთაო ეკლესიის ნაწილია, და ერთმანეთთან კავშრი, აღსაშენებლად, უმნიშვნელოვანესია სულიერი სიმწიფისათვის.
რატომ არის ქრისტიანულ ერთობაში მონაწილეობა ასეთი მნიშვნელვანი? აქ არის რამოდენიმე მიზეზი:
ჩვენ შექმნილნი ვართ სამპიროვანი ღმერთის ხატად. (მამა, ძე და სულიწმინდა) სამების სამი პიროვნება, მუდმივ ახლო, მხიარულ, ჰარმონიულ ურთიერთობაში არიან. ჩვენც იგივე შესაძლებლობითა და საჭიროებით ვართ შექმნილნი. ჩვენ მოზიარეობისთვის, ერთმანეთისთვის ვართ შექმნილნი, ღრმა და გააზრებული სულიერი ურთიერთობისთვის.[1] როდესაც ურთიერთობა და თანამონაწილეობა გამორიცხულია ჩვენი სულიერი ცხოვრებიდან, ვსუსტებით, ჩვენ ვხდებით უფრო ეგოისტები, დაუცველნი ცოდვის წინაშე, დაუცველნი მტრის თავდასხმების წინაშე, მარტოსულნი, გატეხილნი, სულიერად და ფიზიკურად დეფორმირებულნი. დოქტორი დენის კინლოუ ასეთ რაღაცას წერს: „ადამიანი ვერ აცნობიერებს, რამდენადაა მიდრეკილი ეგოცენტრულობისკენ, სანამ ის იზოლაციში იმყოფება. საჭიროა თემთან მოზიარეობაში ცხოვრება, რათა მან აღმოაჩინოს პრობლემები, რომლებიც ფესვგადგმულია მის შინაგანში.“[2]
იზოლაცია სატანის სტრატეგიაა. წმინდა წერილში იგი შედარებულია მბრდღვინავ ლომს, რომელიც ეძებს ვინ ჩაყლაპოს (1 პეტრე 5:8). ვინც აფრიკაში ცხოვრობენ, კარგად იციან როგორ ნადირობს ლომი თავის ამორჩეულ მსხვერპლზე. იგი მიჰყვება ჯოგს იქამდე, სანამ მას არ ჩამორჩება ერთი, რომელიც დანარჩენებისგან იზოლირებული, გამოყოფილი გახდება. შემდეგ კი მხოლოდ დროის საკითხია, სანამ ლომი გააკეთებს თავის ნახტომს და მსხვერპლს გაგლიჯავს.
ღმერთმა ქვეყნიერების დაარსებამდე გადაწყვიტა ხალხის მცირე თემებში დანაწილება, რომელთაც ოჯახებს უწოდებენ. ახალშობილებს, ბავშვებს, მოზარდებს, საშუალო ასაკისებს და შუახნისებსაც კი სჭირდებათ ოჯახი, რომლის წევრებიც იქნებიან. წარმოიდგინეთ ახალშობილი, რომელიც დაბადებისთანავე მიატოვა დედამ. ის აუცილებლად დაიღუპება, რადგან არ შეუძლია თავისით კვება და გათბობა. წარმოიდგინეთ ბავშვები და მოზარდები, რომლებიც ვერ ტკბებიან კომფორტით, არ აქვთ მშობლების წინამძღოლობა, დისციპლინა და რჩევა-დარიგებები. ისინი აუცილებლად დაიტანჯებიან. წარმოიდგინეთ მოხუცები, რომელთაც არავინ ჰყავთ, ვინც მათზე იზრუნებს. ისინი სიცოცხლს აუცილებლად სევდიანად დაასრულებენ.
არ აქვს მნიშვნელობა ცხოვრების რომელ ეტაპზე იმყოფებით ახლა, თქვენ ყველა შემთხვევაში გჭირდებათ ოჯახი. თუ ჯანმრთელი მიწიერი ოჯახი არ გქონიათ, დიდი შანსია, რომ მთელი ძალით ცდილობდით გამხდარიყავით სულიერად, ემოციურად და სოციალურად ჯანმრთელი ქრისტიანი. ღმერთმა შენთვის კიდევ ერთი ოჯახი შექმნა. ეს არის ღმერთის ოჯახი!
საზოგადოებაში გაერთიანების და მონაწილეობის სჭიროება, მკაფიოდ იკვეთება ახალი აღთქმის წიგნებში. ისინი ცხადად გვამცნობენ, რომ ჩვენ არ შევქმნილვართ დამოუკიდებელი, იზოლირებული ცხოვრებითვის. ახალ აღთქმაში დაახლოებით ორმოცდათხუთმეტჯერ არის ნახსენები „ ერთმანეთი,” რაც მოწმობს, თუ როგორი მნიშვნელობა მიანიჭა ღმერთმა სულიერ მოზიარეობას. ამ ორმოცდათხუთმეტიდან, ოცი გვავალებს, რომ გვიყვარდეს ერთმანეთი. მაგრამ სხვაც ბევრია ამისთანა:
მშვიდობა იქონიეთ ერთმანეთთან (მარკ. 9:50)
დაბანეთ ერთმანეთს ფეხები (იოან. 13:14)
გიყვარდეთ ერთმანეთი (იოან. 13:34)
პატივისცემაში ერთმანეთს დაასწარით (რომ. 12:10)
ერთსულოვნება იქონიეთ ერთმანეთში (რომ. 12:16)
ნუღარ გავასამართლებთ ერთმანეთს (რომ. 14:13)
მიიღეთ ერთმანეთი ( რომ. 15:7)
დაარიგეთ ერთმანეთი ( რომ. 15:14)
დაელოდეთ ერთმანეთს (1 კორ. 11:33)
იზრუნეთ ერთმანეთზე (1 კორ. 12:25)
მოემსახურეთ ერთმანეთს (გალატელთა 5:13)
შეიწყნარეთ ერთმანეთი (ეფესელთა 4:2)
იყავით კეთილნი ერთმანეთის მიმართ (ეფესელთა 4:32)
ელაპარაკეთ ერთმანეთს ფსალმუნებით და გალობით (ეფესელთა 5:19)
მიუტევეთ ერთმანეთს (კოლ. 3:13)
ასწავლეთ და შთააგონეთ ერთმანეთი ფსალმუნებით (კოლ. 3:16)
ანუგეშეთ ერთმანეთი (1 თეს. 4:18)
აღაშენეთ ერთმანეთი (1 თეს. 5:11)
აღიარეთ ცოდვები ერთმანეთის წინაშე (იაკ. 5:16)
ილოცეთ ერთმანეთისთვის (იაკ. 5:16)
თანაუგრძენით ერთმანეთს (1 პეტ. 3:8)
იყავით ერთმანეთის მიმართ სტუმართმოყვარენი (1 პეტ. 4:9)
დაემორჩილეთ ერთმანეთს (1 პეტ.5:5)
მოზიარეობა იქონიეთ ერთმანეთთან (1 იოან. 1:7)
ქრისტიანობა დაფუძნებულია ოჯახზე! ჩვენ ურთიერთდამოკიდებული, დაკავშირებული ცხოვრებით უნდა ვიცხოვროთ. ჩვენ იმდენად უნდა ვიყოთ დაკვშირებულნი სხვა ქრისტიანებთან სულერად და ემოციურად , რომ როდესაც ისინი ტირიან, ჩვენც ვტიროდეთ, როცა მათ უხარიათ, ჩვენც გვიხაროდეს (რომაელთა 12:15). და როდესაც ძმას ან დას დავინახავთ შიშველს, გაჭრვებულს ან მშიერს, ყველაფერი გავაკეთოთ რაც შეგვიძლია, რომ მათი საჭიროება დავაკმაყოფილოთ (იაკობი 2:15). იაკობის წერილის თანახმად, სწორედ ეს არის ნამდვილი ქრისტიანობა.
ეჭვგარეშეა, რომ მიზეზი, რატომაც ძალიან ბევრი ქრისტიანი არ მონაწილეობს სხვა მორწმუნეებთან ერთად გალობაში, საჭიროებათა გაზიარებაში, ერთად სუფრასთან მოზიარეობაში, ცოდვების აღიარებაში, სულიერ ურთიერთობასა და ლოცვებში არის ის, რომ მათ არასოდეს გაუგიათ რეალურად ეკლესიის ღირებულება-ეკლესიის ფასი.
იესო აშენებს თავის ეკლესიას
თუ გამოკითხვას ჩაატარებთ ეკლესიაში, თუ რატომ ეტანჯა და მოკვდა იესო, უმრავლესობა გაგცემთ ასეთ პასუხს: „მან ეს ჩემი ხსნისთვის გააკეთა,“ „რათა მქონდეს პირადი ურთიერთობა მასთან.“ ეს პასუხი რაღაც მხრივ შეიცავს ჭეშმარიტებას, თუმცა არ არის სრული ჭეშმარიტება. იესო სრულ ჭეშმარიტებას აცხადებს მათეს 16:18-ში: „მე ავაშენებ ჩემს ეკლესიას და ჯოჯოხეთიც ბჭენი ვერ დაძლევენ მას.“ სიტყვა „ეკლესია“ ნიშნავს საგანგებოდ დაბარებულ საზოგადოებას, ან შეკრებას. ჩვენ ერთად შევადგენთ ამ ეკლესიას. იესო მოვიდა და გამოგვიხმო ქვეყნიერებიდან და ცოდვიდან, რათა რათა გავეერთიანებინეთ ღმერთთან და ერთმანეთთან. „რათა ყველა ერთი იყო, როგორც შენ ჩემში მამაო, მე კი შენში, რათა ისინიც იყვნენ ჩვენში, რათა ირწმუნოს ქვეყნიერებამ, რომ შენ მე წარმომგზავნე” (იოანე 17:21).
ისე მოქმედება ან იმის თქმა, რომ ჩვენ არ გვჭირდება ეკლესია ან ერთმანეთი, შეურაცხყოფს ქრისტეს გეგმას და ჩანაფიქრს. გააკრიტიკო, თუნდაც პატარა ნაწილი ქრისტეს გლობალური ეკლესიის, ლოცვის, სიყვარულის და მასზე ზრუნვის გარეშე, ნიშნავს ფეხქვეშ გათელო ქრისტესთვის ყველაზე ძვირფასი კუთვნილება და მისთვის გაღებული დიადი მსხვერპლი!
(1) ეკლესია ქრისტეს ძვირფასი საპატარძლოა
ეკლესია მოხსენიებულია, როგორც „ქრისტეს საპატარძო.” ერთად ჩვენ ვართ ქრისტეს საპატარძო, ვისთვისაც მან თავი შესწირა. „რათა წმინდაჰყოს იგი წყალში განბაით განწმინდოს სიტყვის საშუალებით, რათა პატივისცემით წარიდგინოს თავისთვის დიდებულ ეკლესიად, რომელშიც არ არის ლაქა ან მანკი, ან რაიმე მსგავსი, არამედ იმისათვის, რომ იგი იყოს წმინდა და უბიწო” (ეფესელთა 5:26-27). ფრთხილად იყავით, როცა ქრისტეს საპატარძლოზე საუბრობთ, რადგან ნებისმიერი საქმრო საკმაოდ გაბრაზდება, როცა თავის საცოლეზე აუგს მოისმენს ან დაცინვას, ან რაიმე ამის მსგავსს.
ახლა კი წარმოიდგინეთ რამდენად მტკივნეულია იესოსითვის, როცა ჩვენ ქრისტიანობაზე ვდებთ თავს და მისი საპატარძლოს ნაკლოვანებებსა და შეცომებზე ვსაუბრობთ განუწყვეტლივ. იმ საპატარძლოზე, ვისთვისაც მან საკუთარი, ძვირფასი სისხლი დაღვარა. - ჩვენ კი თავს ვიმართლებთ და საბაბს ვეძებთ, თუ რატომ არ შეგვიძლია ჩვენი დრო და რესურსი დავუთმოთ, რომ ის სულიერად უფრო ლამაზი გავხადოთ!
(2) ეკლესია არის ოჯახი, რომელსაც ქრისტეს სახელი ჰქვია.
პავლე ამბობს: „ამისათვის ვიდრეკ მუხლს ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მამის წინაშე, ვისგანაც იწოდება ყოველი მამობა ცაში და ქვეყანაზე” (ეფესელთა 3:14-15). ჩვენ უნდა ვისწავლოთ ერთმანეთის სიყვარული და დაფასება, როგორც ოჯახის. და აუცილებლად ყურადღებით უნდა ვიყოთ, როცა ვეხებით ქრისტეს ოჯახს!
(3) ეკლესია არის ქრისტეს სხეული, რომელიც შედგება ერთმანეთზე დამოკიდბული მრავალი სხვადასხვა ნიჭისგან (1კორინთელთა 12:12-27).
ჩვენ უნდა გავზარდოთ დაფასება და მადლიერება ღმერთის მიმართ, მისგან ბოძებული მრავალი სხვადასხვა ნიჭისთვის, და არ გავანადგუროთ ერთმანეთი, არამედ მსხვერპლი გავწიოთ , რათა სიმწიფემდე მივიყვანოთ ერთურთი (კოლასელთა 1:28-29).
(4) ეკლესია არის ტაძარი, სადაც მკვიდრობს სულიწმინდა (1 კორინთელთა 3:16). და რომელიც აშენებულია იესოს მიერ ცოცხალი ქვებით-ქრისტიანებით.
„თქვენც აშენდით ცოცხალ ქვებივით სულიერ სახლად, წმინდა სამღვდელოებად, სულიერ მსხვერპლთა შესაწირავად, სასურველად ღმერთისა, იესო ქრისტეს მეშვეობით” (1 პეტრე 2:2). როგორც ცოცხალი ქვები, რომლითაც იესო აშენებს სულიერ საკურთხეველს, ჩვენ ერთმანეთზე ურთიერთდაკავშირებულნი და მოკიდებულნი ვართ. „თქვენ კი რჩეული მოდგმა ხართ, მეფური სამღვდელოება, წმინდა ერი, წილხვედრი ხალხი, რათა აუწყოთ სათნოებანი სიბნელიდან თავისი საკვირველი სინათლისაკენ თქვენი მომწოდებლისა“ (1 პეტრე 2:9). ეს იმაზე დიდებული და ღრმა გამოცხადებაა, ვიდრე ამის გააზრებას შევძლებთ!
მაშ როგორ შეგვიძლია ერთმანეთთან დაშორება და ღმერთთან საკუთარ, კერძო კუთხეში გასვლა? არ შეგვიძლია! ჩვენ უნდა ჩავერთოთ მშენებლობის პროცესში, ჩავდოთ ინვესტიცია სხვა „ცოცხალ ქვებში,” რომ ჩვენ ყველა, ერთად გავხდეთ ღვთის ტაძარი, რომელიც ღვთითაა სავსე.
ეკლესიის ასეთმა განმარტებამ დიდი გარდატეხა მოახდინა ჩემს ცხოვრებაში. ბიბლიის სკოლა 1993 წელს დავამთავრე და სამი კვირის შემდეგ გავხდი პატარა ეკლესიის პასტორი. დასაწყისში მე ძალიან გამიჭირდა დამეფასებინა ის ეკლესია, რომელშიც ღმერთმა განმაწესა, რადგან ძირითადად ვუყურებდი მის ნაკლებს. 1996 წელს, ქალაქში ერთ, ცივ, თოვლიან ღამეს გავლისას, ჯონ მაკარტურის რადიო ქადაგებას ვუსმენდი და ამ დროს ეკლესია დავინახე ისე, როგოც არასდროს მანამდე. მის სიტყვას ჰქონდა ასეთი სათაური:
„რატომ მიყვარს ეკლესია“ და მისი ამ სწავლების დროს, მეც დავიწყე ჩემი ეკლესიის შეყვარება! მე ვტიროდი სიხარულისგან, რადგან სულიწმინდამ თვალი ამიხილა, რათა ღმერთის დიდებული გეგმა დამენახა ეკლესიისთვის. მოდით ჯონის სწავლების მცირე მონაკვეთი განვიხილოთ:
სამების საიდუმლოში, ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ [დიდებული]და განუსაზღვრელი სიყვარული და პატივისცემა სამების წევრებს შორის. ეს სყვარული გაოხატვას საჭიროებს. ნამდვილი სიყვარული ყოველთვის ცდილობს გასცეს უანგაროდ. თავისი ძისადმი სრულყოფილი სიყვარულის დემონსტრირებისთვის, მამამ შვილს აღუთქვა პირობა, იგი მას გამოსყიდულ ხალხს დაჰპირდა-გამართლებულ, განწმნდილ და განდიდებულ ხალხს. ის აგრეთვე დაჰპირდა, რომ ამ გამოსყიდულ ხალხს მიიყვანს დიდებამდე, იქ სადაც მამა და ძე მკვიდრობენ საუკუნეთა და დროთა უწინ. და ეს მოწოდებული ხალხი თავისი სახელისთვის (საქმ. 15:14) ყველა ტომიდან, ხალხიდან, ერიდან და ყველა ენისა (გამოცხადება 13:7), რომლებიც აყალიბებენ ცოცხალ ტაძარს სულიწმინდისთვის, რომელიც გახდება სწორედ ის ადგილი, სადაც ღმერთი დამკვიდრდება.
ღმერთის მარადიული განზრახვის სრული მნიშნელობა ცხადი ხდება, რადგან ეს გადმოცემულია გამოცხადების წიგნში. გამოცხადების წიგნში ერთგვარად თვალს შევავლებთ სამოთხეს და რას ფიქრობთ, რას აკეთებს იქ ტრიუმფატორი ეკლესია? რითი არიან დაკავებულნი განდიდებული წმინდანები მთელი მარადისობა? ისინი აქებენ და განადიდებენ კრავს და მეტიც- იმეფებენ მასთან ერთად უკუნითი-უკუნისამდე. (გამოცხ. 22:3-5) ეს ქრისტეს კოლექტიური სხეული გამოსახულია, როგორც მისი საცოლე, წმიდა, უბიწო, წმინდა ბისონში გამოწყობილი (გამოცხ. 19:7-8). ისინი დამკვიდრდებიან მასთან ერთად სამუდამოდ, სადაც აღარ იქნება სიბნელე, ცრემლი სიკვდილი, გლოვა, გოდება, ტკივილი (21:4). ისინი სამუდამოდ განადიდებენ და მოემსახურებიან კრავს. ეს არის ღმერთის სრულყოფილი განზრახვა, რაც ხსნის თუ რატომაა ეკლესია მამის საჩუქარი ძისადმი.[1]
და აი ამ თოვლიან ღამეს, მე გავიაზრე, რომ მადლის მეშვეობით, მე გავხდი იმ რაღაცის ნაწილი, რაც ბევრად უფრო გასაოცარია, ვიდრე ოდესმე წარმომედგინა! ქრისტეს საცოლე მამის სიყვარულის საჩუქარია ძისთვის! მე ვიგრძენი მსჯავრდადება ჩემს გულში, რადგან არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი ნაკლი აქვს ჩემს ადგილობრივ ეკლესიას, რამდენად მშრალია ქადაგება, რამდენად უბრალოა მუსიკა, რამდენად უემოციოა მოზიარეობა, რამდენად ხორციელი ხალხი დადის, მე უნდა მიყვარდეს ჩემი ეკლესია!
► როგორ დაგეხმარათ ეს სწავლება, რომ სხვაგვარად იფიქროთ ეკლესიაზე?
ყოველ ჯერზე, როცა ჩვენ ვკითხულობთ ახალ აღთქმაში სულიწმინდის ძალის გამოვლინებაზე, ეს ხდებოდა მაშნ, როცა მოწაფეების გარკვეული ჯგუფი იკრიბებოდა ერთად, და ერთობლივი ძალებით ლოცულობდნენ. სულთმოფენობის დღეს „ყველა ისინი ერთსულოვნად გამუდმებულ ლოცვა-ვედრებაში იყვნენ დედაკაცებთან ერთად... და ყველა აღივსნენ სულიწმინდით..” (საქმეები 1:14, 2:1, 4). სულიწმიდა გადმოღვრილ იქნა ჯგუფზე და არა ცალკეულ პიროვნებაზე. რათქმაუნდა, ვიცით, რომ სულიწმიდა ცალკეულ პიროვნებებსაც ავსებს, მაგრამ არის რაღაც უნიკალური და მშვენიერი, რაც ხდება მაშინ, როცა მორწმუნეები ერთად იკრიბებიან სიყვარულით და გაერთიანებული ძალებით ლოცულობენ.
მოგვიანებით, დევნის დიდი სტრესის ქვეშ, „როცა ლოცულობდნენ, შეიძრა ის ადგილი, სადაც ისინი იყვნენ შეკრებლნი და ყველანი აღივსნენ სულიწმინდით და გაბედულად ლაპარაკობდნენ ღმერთის სიტყვას“ (საქმეები 4:31). თუ სულიწმინდის მეტი მოქმედება გინდათ იხილოთ თქვენს ცხოვრებაში სასოწარკვეთილების დროს, მაშინ ილოცეთ, თაყვანი ეცით და ემსახურეთ მას სხვა ქრისტიანებთან ერთად.
სასოწარკვეთილ ვითარებაში, ჩვენ გვჭირდება ქრისტიანული ერთობა.
როცა ჩვენს ოჯახს სასოწარკვეთილების მძიმე პერიოდი გვქონდა, ხშირად გამხდარა ქრისტეს სხეული ჩვენი თავშესაფარი, გამხნევების, რჩევის, და ძალის მისაღებად. ჩვენი ახალშბილი ვაჟის, ჯესის კიბოს დიგნოზით და ოთხი წლის მკურნალობის საშუაებით, მივმართეთ ქრისტეს სხეულს და გავიგეთ თუ რამდენად ძვირფასია ღვთის ოჯახი. ჩვენ მადლიერების სულით ვიყავით აღსავსე, მათი ლოცვების და ჩვენი ოჯახის საჭიროებათა გაზიარების მეშვეობით. როგორც მისიონერებმა, ჩვენ გამოვიარეთ მარტოობის, შიშის, ავადმყოფობის და სულიერი ბრძოლების, გაკოტრების პერიოდები, თუმცა ამ დროს ჩვენ ვიყავით აღსავსენი მშვიდობის, განკურნების, გამარჯვების სულით და გადავლახეთ კრიზისული პერიოდი ჩვენი სულიერი ოჯახის მეშვეობით. ეს გაკვეთილი არ არის უბრალოდ კარგი თეოლოგია, ეს არის პრაქტიკული ჭეშმარიტება ცხოვრებისეული გამოწვევებისთვის. არსებობს დიდი ძალა, რომელიც სულიწმინდის მიერ თავისუფლდება, როცა ეკლესია იკრიბება ერთსულოვნად.
ძალიან ბევრი ქრისტიანი დასუსტებული და დაუცველია საკუთარი ეგოისტური სურვილის- პირადი კომფორტის დაცვის გამო!
► რატომ არის ზოგჯერ ქრისტიანებისთვის ასეთი რთული, რომ იყვნენ გახსნილნი თავიანთი საჭიროებების, შეცდომების, სულიერი ტვირთისა და წარუმატებლობის შესახებ? როგორ შეგვიძლია შევქმნათ ერთმანეთისთვის უფრო თბილი გარემო, რომ გახსნილნი ვიყოთ ერთმანეთის წინაშე?
სულიწმინდის მეშვეობით, ჩვენ ერთად გვაქვს უფლებამოსილება ვიყოთ ქრისტეს მოწმეები.
იესომ უთხრა თავის მოწაფეებს: „თქვენ მიიღებთ ძალას, როდესაც მოვა სულიწმინდა თქვენზე და იქნებით ჩემი მოწმენი” (საქმეები 1:8). ვფიქრობ, როდესაც წერილის ამ ადგილს ვკითხულობთ, ვიწყებთ ინდივიდუალურად საკუთარ თავზე ფიქრს, როგორ შეგვიძლია ვიყოთ იესოს მოწმენი, თუმცა როცა იესო ამ სიტყვებს ამბობდა, იგი ეუბნებოდა ამას ეკლესიას. ერთად ეკლესიას შეუძლია იყოს სულიწმინდით აღსავსე მოწმე!
მორწმუნეებზე სულიწმიდის განსაკუთრებული გადმოღვრა ხდება სახარების გასავრცელებლად, როცა ამას ერთობლივად აკეთებენ. მე ვიხსენებ ეკლესიას მექსიკაში, რომელიც მრავალი დაგეგმვის, ლოცვისა და შესაწირავების საშუალებით, თავიანთ ქალაქში, წარმართულ თემებში მიდიან, რათა სახარება გაავრცელონ და ღარიბებს დაეხმარონ. ისინი ამას ყოველ კვირეულად და თვიურად აკეთებენ. ღმერთი კი ჩუქნის მათ მრავალ გადარჩენილთა სულებს. ასევე ვფიქრობ ერთ-ერთ ახალგაზრდულ ჯგუფზე მეხიკოში, რომელნიც მიდიან საავადმყოფოში ისოს სახელით და მიაქვთ საკვები ღარიბებთან, რომელთა ოჯახებსაც არ აქვთ მათზე ზრუნვის საშუალება. ერთად ეს ახალგაზრდები არიან იესოს მოწმეები, და სულიწმინდა იღვრება მათ მსახურებაზე.
სულების მოპოვება არ არის ცალკეული ქრისტიანის პასუხისმგებლობა, ის ჩვენია, ყველასი ერთად! თითოეულ ჩვენგანს გვაქვს ნიჭი, მოწმობა, მოწოდება. ჩვენ ყველას, რაღაც პატარა წვლილი გვაქვს მოწმობაში, თუმცა არც ერთ ჩვენგანს არ შეუძლია ყველაფრის მარტო გაკეთება, რადგან ზოგი რგავს, ზოგი რწყავს, თუმცა ღმერთი ზრდის! (1 კორინთელთა 3:6).
ამ კურსის პირველ გაკვეთილში, მე დავწერე ჩვენს მეზობლებზე, რომლებმაც მიიღეს ხსნა. მას შემდეგ ერთი წელი გავიდა. ბოლო თვეების განმავლობაში დენი და კიმი განაგრძობენ ზრდას რწმენაში. მათ გარშმო ყველამ შენიშნა ეს და ისინი დიდ კურთხევად იქცნენ ჩვენი სამეზობლოსთვის.
სულ ცოტა ხნის წინ, კიმს ჰყავდა ერთი ურწმუნო მეგობარი, ჰეტი, რომელსაც იგი 40 წლის განმავლობაში იცნობს. ჰეტიმ თვთონ გამოთქვა ღმერთთან შერიგების სურვილი. ის არ იცნობდა ქრისტეს პირადად, მას წაკითხულო ჰქონდა სახარების მონაკვეთები. მას ძალიან რთული ცხოვრება ჰქონდა. ასე რომ, მე, ბეკი, დენი და კიმი წავედით მის სანახავად. როდესაც მე ვკითხე ჰეტის სულიერი საკითხების მიმართ მისი დაინტერესების მიზეზი, მან მიპასუხა: „მე წლებია ვიცნობ დენს და კიმს, და წარმოუდგენელია მათი ასეთი ცვლილება.“ მოგვიანებით საუბრისას მან თქვა: „მინდა, რომ გადავრჩე.“ მე მას ვუქადაგე წმინდა წერილიდან და ჩვენ ერთად მივიყვანეთ ჰეტი იესოსთან. მე რომ დენისა და კიმის გარეშე შევხვედროდი და დამემოწმებინა ჰეტისთვის, მეეჭვება დიდი ეფექტი ჰქონოდა ამას, თუმცა ერთად, ჩვენ, ქრისტეს მოწმეებმა, ეს შევძელით.
მნიშვნელოვანია ვაცნობიერებდეთ, რომ ყველა ადგილობრივი ეკლესია არ არის ქრისტეს გლობალური, სულიერი ეკლესიის ნაწილი. არსებობენ „ეკლესიური გაერთიანებები,” რომელშიც სიკვდილი და ხრწნილება მკვიდრობს და რომელიც სულიწმინდამ დატოვა. ასეთ ეკლესიებში ჩვენ არ უნდა მივიღოთ მონაწილეობა.
მოდით, აქვე ვაღიაროთ, რომ ყველა ჭეშმარიტი ეკლესია არ არის ერთნაირად ერთგული წმინდა წერილის მიმართ, ერთნაირად არ ანიჭებს ღმერთს უპირატესობას და ერთნაირად არ არიან აღვსილნი სულიწმინდით. ლოცვით უნდა გადაწყვიტოს და შეაფასოს ადამიანმა, რომელი ეკლესიაა მისთვის და მისი ოჯახისთვის ყველაზე ჯანსაღი, რომლის აქტიური წევრი და ერთგული იქნება ყველანაირ მდგომარეობაში. ასე ყალიბდება ჩვენში სულის ნაყოფები და ასე ფორმირდება ქრისტე ჩვენს გულებში!
მრავალი წლის წინ, ფილიპინებში, ჩვენი საზაფხულო ბიბლიური ბანაკის ერთ-ერთი ქადაგება იყო ძალიან იმედგამაცრუებელი. მქადაგებელი ქადაგება ძალიან უინტერესო, მშრალი და ძალის არმქონე იყო. დამსწრეეებმა დაიწყეს ჩურჩული და წუწუნი, მაგრამ მე არასოდეს დამავწყდება თუ რა თქვა ჩვენმა ერთ-ერთმა პასტორმა, მსახურების შემდგომ ერთ-ერთი შეკრების დროს : „კარგით ძმებო-თქვა მან მთელი თავმდაბლობით-ეს არის ჩვენი შანსი, რომ უფრო ღრმად გავიზარდოთ სიყვარულში!“ ეს იყო მარტივი, ძლიერი სიტყა ღმერთისგან ჩემს გულში, რადგან როცა ჩვენ თაყვანს ვცემთ ღმერთს, მივყვებით და ვემსახურებით სხვა მორწმუნეებთან ერთად, ყოველთვის იქნება იმედგაცრუების მომენტები, რომლებსაც ღმერთი იყენებს ჩვენს ასაშენებლად სიყვარულში.
ხშირად ვხვდები, რომ როდესაც ქრისტიანები საუბრობენ „მკვდარ ეკლესიაზე,” რეალურად საუბრობენ საკუთარ სიკვდილზე! ეს მახსენებს ერთ პასტორს, რომელიც იმდენად იმედგაცრუებული იყო საკუთარი ეკლესიით, რომ გაზეთში გამოაქვეყნა, რომ შემდეგ კვირას ექნებოდათ ეკლესიის დაკრძალვა. ცნობისმოყვარეობის გამო, შემდეგ კვირას ის ხალხი გამოჩნდა ეკლესიაში, რომელნიც დიდი ხანია არ ყოფილან. ეკლესია გადავსებული იყო და წინ კათედრასთან, იდგა დიდი კუბო.
პასტორმა მსახურება კუბოს თავის ახდით დაიწყო და მოუწოდა ყველას რიგრიგობით გამოსულიყვნენ წინ, რათა ეხილათ მკვდარი ეკლესია, და როდესაც ხალხმა ყუთში ჩაიხედეს, იქ სარკე დახვდათ და მასში საკუთარი თავი დაინახეს!
ბევრმა მორწმუნემ ტკივილი განიცადა ადგილობრივ ეკლესიაში და ამიტომ მათ მიატოვეს ყველა ეკლესია, გადაწყვიტეს რა, რომ არ ყოფილიყვნენ რომელიმეს წევრი. შესაძლოა ისინი დაესწრონ რამოდენიმე მსახურებას, თუმცა აქტიურად არ იღებენ მონაწილეობას არაფერში. რასაც ისინი ხშირად ვერ ხვდებიან არის ის, რომ როდესაც ისინი ტოვებენ ქრისტიანულ ერთობას (ეკლესიას), ისინი უარს ამბობენ, ღმერთის მიერ მათი განწმენდის შესაძლებლობაზე.
თუ თქვენ გსურთ გახდეთ მეტად გამცემნი, მიძღვნილნი, მხიარულნი, მოსიყვალულენი, მეტად დაემსავსებით ქრისტეს, მაშინ უნდა უკავშირდბოდეთ მის ოჯას რეგულარულად. ეკლესიური თაყვანისცემისას, მცირე ჯგუფური მოწაფეობისა და ერთი ერთზე ანგარიშვალდებულების აღებით, ჩვენ თანდათანობით ვიქცევით იმ ხალხად, როგორიც ღმერთმა ჩაიფიქრა და შეგვქმნა. მაგრამ რომელი სახის ეკლესია გარდაგვქმნის ყველაზე მეტად?
ტრანსფორმაციული გაერთიანებები მიმღებნი არიან (მათე 11:34-35; 28:18-20; რომაელთა 15:7).
ადრეულ ეკლესიებს ჰქონდათ დავა, მაგალითად, რომაელთა 14 თავში, ვხედავთ, რომ ეკლესიებს შორის იყო დაყოფა „საეჭვო საკითხებთან“ დაკავშირებით (რომაელთა 14:1). ზოგს არ შეეძლო არაკაშერული ხორცის ჭამა, ზოგი კი ჭამდა მას. ზოგი თავს ვალდებულად თვლიდა, რომ დაეცვა ებრაული დღესასწაუები, ზოგი კი არა. ორივე მხარე ერთმანეთს განსჯიდა (რომაელთა 14:4, 10, 13). ამ ტერმინს, მე-13 მუხლში პავლე მოციქული სამჯერ იყენებს. საზოგადოება იძაბებოდა. რაღაცები უარესდებოდა. რა არის გამოსავალი?
პავლე ამბობს, რომ გამოსავალი მდგომარეობს ერთმანეთის მიღებაში. ამ ტერმინსაც სამჯერ იყენებს იგი. სულიერად ძლიერთ მართებთ: მიიღონ ის, ვინც რწმენაში სუსტია, მაგრამ არ იდავოთ საეჭვო საგნებთან მიმართებაში (რომაელთა 14:1). სუსტმა უნდა მიღოს ის, ვინც ჭამს, რადგან ღმერთი იღებს მას (რომაელთა 14:3). და მთლიანი ეკლესიისთვის პავლემ დაწერა: „ამიტომ მიიღეთ ერთმანეთი, როგორც ქრისტემ მიგიღოთ თქვენ ღმერთის სადიდებლად” (რომაელთა 15:7).
ქრისტეს ეკლესია ყოველთვის ძალიან მრავალფეროვანი იქნება, დიდი ცდუნებაა ჩვენს წინ ერთმანეთის გასამართლების სხვადასხვა საკითხებში. პასუხი კი არის, რომ მივიღოთ ერთმანეთი. ეს არ ნიშნავს, რომ დავეთანხმოთ ყველა ქმედებას, ცხოვრების სტილს და სწავლებას, რაც არაბიბლიურია. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი ატმოსფერო, სადაც ჭეშმარიტი მორწმუნენი, რომელნიც აჩვენებენ ხსნის ნაყოფს, თავს კომფორტულად იგრძნობენ (ნახეთ ასევე მარკოზის 9:35-41).
ჯონ ვესლიმ ცნობილ ქადაგებაში თქვა, რომ ადამიანის სისუსტისა და გაუგებრობის უცილობელი შედეგია ის, რომ ჩვენ ყველას გარკვეულწილად განსხვავებული აზრი გვაქვს სულიერ საკითხებში. მან თქვა, რომ მთავარი კითხვა, რომელზეც უნდა ვფოკუსირდეთ არის შემდეგი: „ისეთივე წრფელია შენი გული, როგორც ჩემია შენ მიმართ? თუ ასეა, მაშ მომეცი ხელი.“[1]
მიმღები საზოგადოება არ არის ის, რომელიც შემწყნარებელია ყველაფრის მიმართ, არ ეთანხმება ყველაფერში, არ არიეს ერთნაირი ნიჭებით დაჯილდოებული, მაგრამ სიმართლით და სიყვარულითაა გაერთიანებული.
► რა არის ის დაბრკოლებები, რაც ხელს გიშლით, რომ იყოთ მიმღები პიროვნება ან ეკლესია?
ტრანსფორმაციული გაერთიანებები აღმშენებელია.
ეს პრინციპი ჩვენ კარგად განვიხილეთ ჩვენს კურსში, ეკლესიის სწავლება და პრაქტიკა, ამიტომ აქ ამაზე აღარ გავჩერდები.
ბიბლიური სწავლებით და მოძღვრებით
ღმერთის ამაღლება - განდიდებით
გულწრფელი მოზიარეობით
მსახურებრივი ქმედებებით
ტრანსფომაციული გაერთიანებები უზრუნველყოფენ ანგარიშვალდებულებას (კოლასელთა 3:16; 1 თესალონიკელთა 5:14).
ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი, თუ რატომ უნდა მივიღოთ მონაწილეობა ქრისტიანულ ურთიერთობაში. ჩვენ ყველას გვჭირდება ანგარიშვალდებულება, განსაკუთრებით პასტორებს და ქრისტიანულ ლიდერებს. ანგარიშვალდებულება აყალიბებს ხასიათს. ანგარიშვალდებულება ცოდვას უფრო საშიშს ხდის ჩემთვის. იმის ცოდნა, რომ ხალხი ჩემზეა დაყრდნობილი და ღვთისმოსავ საქციელს ელოდება ჩემგან, ვალდებულს მხდის განვიწმინდო საკუთარი თავი.
ანგარიშვალდებულება ზოგჯერ იწვევს დაპირისპირებას. ესეც განწმენდას ემსახურება და მისასალმებელია. ჩვენ ყველას გვჭირდება ადამიანები, რომლებიც გვესაუბრებიან, რჩევას მოგვცემენ. ჩვენ უნდა ვიყოთ გახსნილები და შეგვეძლოს საკუთარი დანაშაულის აღიარება. ანგარიშვალდებულების გარეშე, ჩვენ ვხდებით სულიერად დაუდევრები.
დავით მეფეს სჭირდებოდა სამუელი, რომელსაც დაუპირისპირდებოდა ჭეშმარიტებით (2 მეფეთა 12). პეტრე მოციქულს სჭირდებოდა პავლე მოციქული, რომელიც ამხელდა მას სახარებისგან გადახვევაში (გალატელთა 2:11).
(1) ჩვენ უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს, რომ ვიყოთ ანგარიშვალდებულნი წმინდა წერილის წინაშე.
ყოველთვის წერილი!
(2) ჩვენ ნაბრძანები გვაქვს, რომ შევაგონოთ ერთმანეთს.
შეგონება არის გაფრთხილება, ფრთხილად ყოფნა და ერთმანეთისთვის მითითება. პავლე ამბობს: „გააფრთხილე ურჩი ადამიანები” (1 თესალონიკელთა 5:14).
„ოღონდ მტრად ნუ ჩათვლით, არამედ ძმასავით დაარიგეთ“- 2 თეს. 3:15
(3) ჩვენ უნდა შევთავაზოთ დისციპლინა, რომლიც გულისხმობს საყვედურს, შესწორებას, და მითითებას.
ადრეული მეთოდისტები ანგარიშვალდებულების გავლენის მაგალითს წარმოადგენენ. სულიწმინდის ცხებით, მათი ლიდერი ჯონ ვესლი უქადაგებდა (ძირითადად) გაღატაკებულ, უგულებელყოფილ მამაკაცებსა და ქალებს ღარიბ უბნებში, ქუჩის კუთხეებსა და მინდვრებში მთელს ინგლისში და თითქმის უთვალავი მოქცეული იხილა, და მან აგრეთვე დაინახა, რომ ამ მოქცეულთა დიდი ნაწილი მოწიფული, სულით აღსავსე მოწაფეები გახდნენ. რა იყო ამ წარმატების გასაღები? ის დაჟინებით მოითხოვდა, რომ მოწაფეები ერთმანეთის ერთგულნი და მიძღვნილნი ყოფილიყვნენ.
ვესლი დაჟინებით მოითხოვდა, რომ ხალხი გაწევრიანებულიყო იმ საზოგადოებებში, რომელთაც (საშინაო) ეკლესიის მსგავსი ფუნქციები ჰქონდათ. დამატებით მათ მოუწოდებდნენ რომ ჩართულიყვნენ სასწავლო ჯგუფში, რომელიც შედგებოდა 12 ადამიანისა და ერთი ლიდერისგან. ყოველ კვირას, ისინი უნდა გამოსულიყვნენ სიტყვით, სადაც გულწრფელად გაუზიარებდნენ სხვებს თავიანთი სულის მდგომარეობას. ვესლი იმდენად სერიოზულად ეკიდებოდა საკითხს, რომ თუ ვინმე გააცდენდა შეხვედრას, მათ აღარ აძლევდა უკან დაბრუნების უფლებას, იქამდე, სანამ არ ჩააბარებდნენ მას ახსნა-განმარტებას, თუ რატომ ვერ შეძლეს გაკვეთილზე დასწრება.
მართალია დღევანდელ სამყაროში ყველგან ვერ იმუშავებს ვესლის ტაქტიკა, თუმცა იმ დროს მუშაობდა. მან ხალხს შესთავაზა მეთოდი (აქედანაა სახელი „მეთოდისტი“), რომ ქრისტეს მსგავსება გაიზარდოს ქრისტიანულ საზოგადოებებში.[2]
ასეთი შეხვედრების მიზანი იყო ღვთის ამ მცნების დაცვა: „აღიარეთ ცოდვები ერთმანეთის წინაშე და ილოცეთ ერთმანეთისთვის, რათა განიკურნოთ.“ ხშირად ასეთი კითხვები ისმევა:
რა ცოდვები ჩაიდინეთ ჩვენი ბოლო შეხვედრის შემდეგ?
რა ცდუნებებს შეხვდით?
როგორ გადალახეთ?
რა გაიფირეთ, თქვით ან გააკეთეთ, რაზეც ფიქრობთ [ან დარწმუნებული არ ხართ], რომ ეს ცოდვაა?
საკმაოდ მკაცრი კითხვებია. მაგრამ დაფიქრდით, თუ რამდენად გარდამტეხი შეიძლება იყოს ჩვენთვის ასეთი კითხვები, თუკი ამდენ ინტერესს გამოვიჩენთ ერთმანეთის მიმართ. ჯონ ვესლის დღიური შეიცავს თითქმის შოკისმომგვრელ ჩანაწერს, რომელშიც ის ნანობს, რომ მან ვერ მოაწყო საზოგადოებები და საკლასო შეხვედრები იმავე ქალაქში, სადაც ქადაგებდა. მრავალი სული მივიდა ქრისტესთან იმ ქალაქში, თუმცა 20 წლის შემდეგ, როცა ჯონი დაბრუნდა თითქმის არ ჩანდა არანაირი ნაყოფი. მან თქვა:
„მე, როგორც არასდროს, უფრო მეტად დავრწმუნდი, რომ მოციქულივით ქადაგებაც კი გამოღვიძებულთა ერთად შეერთების და მათთვის ღვთის გზების სწავლების გარეშე, მხოლოდ ბავშვის გაჩენას გავს სიკვდილისთვის. რამდენი ქადაგება ყოფილა ამ ქალაქში... თუმცა არავითარი ნორმალური საზოგადოება, არანაირი დისციპინა, არანაირი წესრიგი და კავშირი. და სწორედ ამის შედეგია ის, რომ ათიდან ცხრამ, ვინც ერთ დროს გამოიღვიძა, ახლა იმაზე ღრმად სძინავთ, ვიდრე ოდესმე.[3]
ეკლესია ანგარიშალდებულების გარეშე, ემოციური და ზედაპირულია. დოქტორი დენის კინლოუ თვლის, რომ მე და შენ გვჭირდება სხვა მორწმუნეებთან ანგარიშვალდებულება, რათა დავინახოთ ჩვენი საკუთარი გულის საჭიროებები. იგი წერს:
„დარწმუნებული ვარ, რომ ქრისტიანული საზოგადოების ეს საჭიროება იყო ჯონ უესლის მიერ ადრეული მეთოდიზმის... კლასების შექმნის საფუძველი. არ მგონია, რომ არსებობდა სიწმინდის სწავლების უკეთესი გზა. ამ შეხვედრებმა გამოავლინეს ვიღაცის ხორციელებას და ვიღაცის საკუთარი ინტერესების გატარების ტირანია. ჩვენ, ჩვეულებრივ ეკლესია მიგვაჩნია ერთმანეთის რწმენის აღმშენებლობის ადგილად, მაგრამ ეკლესია აგრეთვე არის გამოცდის/თვით-გამოკვლევის და გახსნის/გამოაშკარავების ადგილი. ეს ეკლესიური ცხოვრების მტკივნეული ნაწილია, რაც ხშრად არ მოგვწონს ხოლმე, თუმცა ძალიან აუცილებელია. საზღვარგარეთის მისიების სფეროში, მისიონერების უდიდეს პრობლემას არა ურწუნოები წარმოადგენენ, არამედ სხვა მისისონერები. ეს არის ღვთიური გეგმის (ჩვენი განწმენდის) ნაწილი.[4]
პრაქტიკული რჩევა ეკლესიურ გაერთიანებაში/საზოგადოებაში მონაწილეობისთვის
1. გახდით ხელმისაწვდომი სხვებისთვის და თქვენი ეკლესიური ოჯახისთვის.
2. ხშირად შეახსენეთ თავს, თუ რამდენად ძვირფასია ეკლესია ქრისტესთვის და მოექეცით ერთმანეთს, როგორც ოჯახის წევრებს.
3. აიღეთ ქრისტეს სხეულში პასუხიმგებლობა, თუნდაც ეს ტუალეტების დასუფთავება იყოს!
4. იყავით მიძღვნილნილნი, მაშინ როცა გსიამოვნებთ და მაშინაც, როცა არა.
5. გახდით სხვების მიმართ გახსნილი. თუ მამაკაცი ხარ, ღვთისმოსავ სხვა მამაკაცთან მეგობრობა და ანგარიშვალდებულება ეძიე. თუ ქალი ხართ, გაუზიარე შენი ცხოვრება სხვა ღვთისმოსავ ქალბატონს.
6. როდესაც თაყვანისცემისთვის შეიკრიბებით, გააკეთეთ ეს მთელი გულით.
7. როდესაც თქვენს ადგილობრივ ეკლესიაში პრობლემებია, იყავით გამოსავლის მოძებნის მონაწილე.
შეხვდით თქვენს თანაკლასელებს, და ერთად განიხილეთ, რა მოგცათ ამ სულიერმა გაკვეთილებმა და რა გაგიხსნათ ღმერთმა ამ გაკვეთილებიდან, რასაც თქვენს ცხოვრებაშ შეცვლით და პრაქტიკაში გაატარებთ.
(1) ვინ არის ეკლესია?
(2) ეფესელთა 4:11-13- ის თანახმად, რა მიზნით გადაეცა ეკლესიას სულიერი ნიჭები?
(3) დაახლოებით რამდენჯერაა ნახსენები წმინდა წერილში „ ერთმანეთი“?
(4) დაასრულეთ წინადადება: იესო მოვიდა, რათა შეცვალოს ______________ რა მხოლოდ გადაარჩინოს ________________.
(5) დაწერეთ სამი საილუსტრაციო შედარება, რითაც აღწერთ ეკლესიას.
(6) რა არის ტრანსფორმაციული ერთობის/ეკლესიის სამი მახასიათებელი, რომელიც მოცემულია ამ გაკვეთილში?
(7) რა იყო ხშირად დასმული ოთხი კითხვა, ჯონ ვესლის მიერ დაფუძნებულ მეთოდისტების კლასის შეხვედრებზე?
SGC exists to equip rising Christian leaders around the world by providing free, high-quality theological resources. We gladly grant permission for you to print and distribute our courses under these simple guidelines:
All materials remain the copyrighted property of Shepherds Global Classroom. We simply ask that you honor the integrity of the content and mission.
Questions? Reach out to us anytime at info@shepherdsglobal.org
Total
$21.99By submitting your contact info, you agree to receive occasional email updates about this ministry.
Download audio files for offline listening
No audio files are available for this course yet.
Check back soon or visit our audio courses page.
Share this free course with others