გაკვეთილის მიმოხილვა
განიხილეთ მე-7 გაკვეთილის ძირითადი პუნქტები. ჰკითხეთ სტუდენტებს, ვის სურს გაგიზიარონ მე–7 გაკვეთილიდან გამომდინარე თავიანთი პირადი ლოცვები.
Search through all lessons and sections in this course
Searching...
No results found
No matches for ""
Try different keywords or check your spelling
2 min read
by Tim Keep
განიხილეთ მე-7 გაკვეთილის ძირითადი პუნქტები. ჰკითხეთ სტუდენტებს, ვის სურს გაგიზიარონ მე–7 გაკვეთილიდან გამომდინარე თავიანთი პირადი ლოცვები.
ამ გაკვეთილის ბოლოს, მოსწავლეს/სტუდენტს უნდა:
(1) ესმოდეს კლასიკური სულიერი დისციპლინების მნიშვნელობას სულიერი ფორმირებისთვის
(2) უკეთ გაიაზროს და ჩაწვდეს ამ დისციპლინების არსს
(3) დაიწყოს ამ დისციპლინების პრაქტიკაში გამოყენება.
ქრისტიანები, რომლებიც ცხოვრობენ რთულ პირობებში
დეიზი ხელმძღვანელობს საზღვარგარეთელი უცხოელი მშრომელების კრებას (OFWs) პარიზში. ფინანსურად გადარჩენის მიზნით, მისი მრევლის თითქმის ყველა წევრი, რომელიც ჩამოსულია, საკმაოდ ხალხმრავალ პირობებში, მცირე ზომის ბინებში ცხოვრობენ ერთად. მათ უმეტესობას ძალიან ხაგრძელივი სამუშაო დღეები აქვთ და მუშაობს მთელი წლის განმავლობაში, შვებულებისთვის და დასვენებისთვის კი ძალიან ცოტა დრო აქვთ. შეიძლება სულიერი ფორმირება მოხდეს ასეთ რთულ პირობებშიც კი?
აშშ – ს გარეთ მყოფი ქრისტიანების უმეტესობა ცხოვრობს ჭარბი რაოდენობის მოსახლეობით გადატვირთულ ქალაქებში. უმეტესობა სიღარიბის პირობებში ცხოვრობს, ცდილობს თავი გაიტანოს დღეში 4 დოლარად, ან უფრო ნაკლები შემოსავლით. ბევრი მათგანი ზოგჯერ დღეში ორ-სამ საათს გზაში ატარებს. უმეტესობა ცხოვრობს დიდ ოჯახებში, მშობლებთან ერთად, ან პირიქით, თავის ოჯახებისგან შორს, უცხოებთან ერთად. ამ მორწმუნეებისთვის ლოცვისთვის განკუთვნილი, მშვიდი დროისა და განმარტოების ადგილის მონახვა დიდი გამოწვევაა; ხოლო ლოცვისა და ღვთის სიტყვაზე მედიტაციის პრიორიტეტეტად ქცევა, უზარმაზარი მიძღვნას და რწმენას მოითხოვს.
ქრისტიანები, რომლებიც ცხოვრობენ დატვირთულ ცხოვრებას
დასავლეთში, ქრისტიანების უმეტესობა ცხოვრობს ძალიან სწრაფად განვითარებად მატერიალურ სამყაროში. საკმაოდ ძნელია, დიდი ხნით შეჩერდე, რომ სულიერზე ფოკუსირებული გახდე. როგორც წესი, მათ აქვთ საკმარისი სივრცე, ცხოვრობენ საშუალო დონეზე უკეთესად, აქვთ წვდომა მშვიდ და თავისუფალ სივრცეზე და თუ ცოტათი გაამარტივებენ ცხოვრებას, მათ შეუძლიათ ქონდეთ თავისუფალი დრო სულიერი დისციპლინებისთვის. მათი გამოწვევა ხშირად მხოლოდ დისციპლინების ღირებულების დანახვა და დროის გამოყენება ღმერთის თანდასწრების მისაღწევად.
პარის აილენდში, სამხრეთ კაროლინაში, საზღვაო საწვრთნელი ბანაკის წინა კარიბჭესთან, არის ასეთი წარწერა: “იქ სადაც იწყება განსხვავება!" რაში მდგომარეობს განსხვავება შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითისთვის? რამდენიმე განსხვავება საზღვაო ქვეითებში ასეთია: მედეგი/გამძლე სხეულის მდგომარეობა, უნაკლო უნიფორმა, ფოკუსირების და შეუპოვრობის გრძნობა, პირადი დისციპლინა, ფიზიკური და გონებრივი სიმტკიცე, ბრძანებების შესრულების მზადყოფნა და უნარი იმოქმედო, როგორც საბრძოლო გუნდის წევრმა. ეს თვისებები ვითარდება პარის აილენდში სერიოზული წვრთნის შედეგად. საზღვაო ქვეითებმა იციან, რომ მათი ცხოვრება შესაძლოა დამოკიდებული გახდეს მათი წვრთნის ხარისხზე. სწორედ წვრთნაა, სადაც განსხვავება იწყება![1]
► თუ უცხო თვალით შეხედავდით ქრისტიანებს თქვენს ეკლესიაში, რას ჩამოვთვლიდნენ ეს გარეშეები მთავარ განსხვავებად მორწმუნეებსა და ურწმუნოებს შორის?
ეკლესია, ღვთის ჯარი, მოწოდებული, რათა „მოიმოწაფოს ყველა ხალხი/ერი” (მათ. 28:19). ეს უფრო მეტია, ვიდრე ახლადმოქცეულების მოყვანა ხსნის მიღების სესახებ დასამოწმებლად; ეს ნიშნავს დაეხმარო ახალ მორწმუნეებს ქრისტეს ხატად ჩამოყალიბებაში. მათი ცხოვბა, ისევე როგორც ეკლესიის ცხოვრება, დამოკიდებულია ამ მოწოდების ერთგულებაზე.
როგორ აღვასრულოთ ეს? როგორ ვაქციოთ იესოს ერთგული მიმდევრებად? რაც უფრო მნიშვნელოვანია ამ სასწავლო კურსისთვის, როგორ განვავითარებთ ქრისტეს-მიერ ბუნებას? როგორ გარდავიქმნებით სისუსტის/დამსხვრეულობის და ეგოცენტრული მდგომარეობიდან - მთლიანობისა და ღვთის სასუფევლისთვის სარგებლიანობის მდგომარეობაში? პასუხის ნაწილი კლასიკური სულიერი დისციპლინების პრაქტიკაში გატარებაშია. რიჩარდ ფოსტერი ამბობს: “ზედაპირულობა არის ჩვენი დროის წყევლა .... დღევანდელი დღის უაღრესი საჭიროება არა იმდენად უფრო მეტი ჭკვიანი, ან ნიჭიერი ადამიანების, არამედ ღრმა ადამიანების ყოლაა. სულიერი ცხოვრების კლასიკური დისციპლინები მოგვიწოდებს, რომ გამოვიდეთ ცხოვრების ზედაპირული ჩარჩოდან და წავიდეთ სიღრმისეული ცოდნისკენ ”[2]
"კლასიკურ დისციპლინებში" მოიაზრება ყველა ის დისციპლინები, რომელიც პრაქტიკაში გამოიყენებოდა ყველა თაობის ერთგული ქრისტიანების მიერ.სა
სულიერი დისციპლინების პრაქტიკაში გატარება, სულიწმიდის მსახურებასთან ერთად, უზრუნველყოფს მომზადებას/წვრთნას გამარჯვებული ცხოვრებისთვის. ისინი უაღრესად აუცილებელია ნომინალური, ნელთბილი, ხშირად დამარცხებადი ქრისტიანული ცხოვრებიდან გამარჯვებულ ცხოვრებაზე გადასასვლელად. ქრისტიანთა ყველა ერთგულმა თაობამ დაადასტურა ეს.
სულიერი დისციპლინები მნიშვნელოვანი იყო იესოს ცხოვრებაში; თუ ჩვენ მის მსგავსებაში გარდავიქმნებით/გარდავისახებით, ისინი უფრო და უფრო მნიშვნელოვანი გახდება ჩვენს ცხოვრებაშიც.
სულიერი დისციპლინები ებრძვის ქვეყნიერებას, ხორცსა და ეშმაკს.
უმჯობესია აღვიქვამდეთ ქრისტიანულ ცხოვრებას, როგორც ბრძოლის ველს (1 ტიმ. 6:12). გულმხურვალე, რწმენით აღსავსე ძალისხმევისა და სულიერი წინააღმდეგობის აუცილებლობა აშკარად ხაზგასმულია იესოს და მოციქულების მიერ. იესომ თქვა: “იოანე ნათლისმცემლის დღიდან აქამდე ცათა სასუფეველი ძალისხმევით აიღება და ძალისმხმეველნი (ვინც შეიარაღებულია, გულმხურვალე და სიღრმისეულად მიძღვნილი) წარიტაცებენ მას” (მათ. 11:12). პავლე ქრისტიანულ ცხოვრებას უწოდებს ბრძოლას (2 ტიმ. 4:7). ამ ბრძოლაში სჭროა ბრძოლაზე მომართული, სიფხიზლის მქონე, მღვიძარე/გულმოდგინე ქრისტიანები. ნომინალური, ნელთბილი მორწმუნეები უბრალოდ ვერ გაუძლებენ.
[1]ჯონ ბუნიანის ალეგორიაში ‘’პილიგრიმის წინსვლა‘’, რომელშიც მთავარი გმირი - ქრისტიანი, სტუმრობს თარჯიმნის სახლს. იქ ქრისტიანს უჩვენებენ ხილვას, თუ როგორ აღებს შეიარაღებული ადამიანი ზეცის კარიბჭეს, გადალახავს მცველების წინააღმდეგობას და შემდეგ დიდი სიხარულით შედის წმინდა ქალაქის კარიბჭეებში. ქრისტიანი ვერ იგებს, რას ნიშნავს ეს ხილვა, ამიტომ ინტერპრეტატორი/თარჯიმანი განმარტავს მას. ხილვა ნიშნავს, იმას, რომ თითოეულ იმ ქრისტიანს, ვისაც გადაწყვეტილი აქვს მიაღწიოს ზეცას/ცათა სასუფეველს, მოეთხოვება სწრაფი, გულმოდგინე, გამბედავი ძალისხმევა, რადგან მთელი ჯოჯოხეთია გამოსული ჩვენს გასაჩერებლად.
სულიერი დისციპლინების პრაქტიკაში გატარება განამტკიცებს/გააძლიერებს ჩვენს გულებს და მოგვამზადებს, აღგვჭურვავს გინებრივად და სულიერად ქვეყნიერებასთან, ხორციელობასთან და ეშმაკთან საბრძოლველად (ეფეს. 6:12; 1 ინ. 2:16).
სულიერი დისცილპინები არის მადლის საშუალება, რომელიც აღგვჭურვავს ჩვენ ბრძოლისთვის.
ამ ბრძოლის ველზე მადლი გვჭირდება. მე და თქვენ არ მივესადაგებით ქვეყნიერებას, ხორცს ან ეშმაკს. მართლაც, ადამიანის სიმართლისკენ სწრაფვა არასაკმარისია. გამართლება ღვთის საჩუქარია. არაფერია ისეთი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია იესოს სისრულის მისაღებად. მაგრამ ღმერთმა სულიერი დისციპლინები მოგვცა, როგორც მადლის მიღების საშუალება. რიჩარდ ფოსტერი წერს:
“ფერმერი უმწეოა მარცვლეულის მოსაშენებლად; რისი გაკეთებაც მას შეუძლია, ესაა უზრუნველყოს მარცვლეულის ზრდისთვის შესაფერისი პირობები. ის ამუშავებს მიწას, ის თესავს თესლს, რწყავს მცენარეს, შემდეგ კი დედამიწის ბუნებრივი ძალები იწყებს მოქმედებას და მარცვალი იწყებს ამოსვლას. სულიერ დისციპლინებთან მიმართებაშიც იგივე ხდება - ისინიც სულში თესვის საშუალებაა. დისციპლინები ღმერთის გზაა იმისთვის, რომ ჩვენ ნიადაგისკენ, ანუ სიღრმისეული ცოდნისკენ წაგვიყვანოს; ისინი ჩაგვაყენებს იმ მდგომარეობასი, სადაც უფალს შეეძლება ჩვენს შინაგანზე იმუშაოს და გარდგვქმნას.“[2]
სულიერი ფორმირების მასწავლებელი და ავტორი რობერტ მულჰოლენდი წერს:
“საბოლოო ჯამში, ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ ისეთს, რომ შევძლოთ გვიყვარდეს და ვემსახუროთ უფალს ისე, როგორც ეს იესომ გააკეთა, გარდა იმისა, რომ ღმერთს მივცეთ საშუალება, საკუთარი ხელით მოიმოქმედოს თავისი გარდამსახველი მადლის საქმეები ჩვენს ცხოვრებაში.”[3]
იგი აგრძელებს განმარტებას, რომ არსებობს სამი გზა, რომლითაც ღმერთს ჩვენი სულიერი ფორმირების საშუალებას ვაძლევთ: დაპირისპირება, მიძღვნა/კურთხევა და სულიერი დისციპლინები:
(1) მადლი მოედინება დაპირისპირებაში.
”ზოგიერთი არხის საშუალებით - წმინდა წერილი, თაყვანისცემა… და ან ძმა ქრისტეში... - ღვთის სულმა შეიძლება გამოიკვლიოს ის ზოგიერთი არეალი, რომელშიც ჩვენ არ ვართ გამყარებული ქრისტეში/მისი მსგავსნი.”[4]
(2) მადლი მოედინება მიძღვნაში.
”ჩვენ უნდა მივიდეთ იმ აზრამდე, რომ ღმერთს ვუთხრათ დიახ, ყველა იმ ნაკლოვანებებზე, რომელიც ჩვენშია და უნდა მივცეთ ნება, რომ შეასრულოს ის საქმე, რისი გაკეთებაც სურს ... რადგან ის იძულებით ვერ განახორციელებს ტრანსფორმაციას/გარდაქმნას ჩვენში.“[5] ჩვენ უნდა გავუღოთ ჩვენი სულების კარები ღმერთს.
(3) მადლი მოედინება სულიერი დისციპლინებით.
ეს არის ღმერთისთვის კარის გამღები მოქმედებები, მიზანმიმართული, თანმიმდევრული წესით.
► კითხვები განსახილველად:
არსებობს რაიმე მსგავსება, იმ მოქმედებებს შორის, რაც ხდება სამხედრო ბანაკში და რაც ხდება თქვენს ეკლესიაში?
რაც ხდება თქვენს პირად ცხოვრებაში?
გაგონებთ თქვენი ადგილობრივი ეკლესიის ქრისტიანები ჯარისკაცებს, რომლებიც ბრძოლის ველზე არიან ჩართულნი აქტიურ მოქმედებებში, თუ გაგონებთ ბავშვებს სათამაშო მოედანზე?
როგორ ფიქრობთ, რამდენად განსხვავებული იქნებოდა თქვენი ცხოვრება ნამდვილად რომ გჯეროდეთ, რომ მართლაც ბრძოლის ველზე ხართ?
სულიერი დისციპლინები უზრუნველგვყოფს ღმერთით უფრო მეტ ტკბობას.
დიახ, ჩვენ ჯარისკაცები ვართ. მაგრამ ჩვენ ჯარისკაცები ვართ, რომლებიც საქორწილო სუფრისკენ მიმავალ გზაზე არიან. ჩვენ ხშირად ქრისტიანებზე, რომლებიც სულიერ დისციპლინებს ასრულებენ, ვფიქრობთ, როგორც ძალზე სერიოზულ, მკაცრ და უკმაყოფილზეც კი. ზოგჯერ ეს მართალია; მაგრამ ჩვენ უნდა ვიფიქროთ ქრისტიანულ ცხოვრებაზე არა მარტო როგორც ომზე, არამედ ქორწილზეც (გამოცხ. 21:9).
[6]ჩვენ ვართ ქრისტეს საპატარძლო ჩვენი ქორწილისკენ მიმავალ გზაზე. ჩვენი ქორწილის დღე იქნება ქრისტესთან სრულყოფილი გაერთიანების დღე და მარადიული დღესასწაულის და ქეიფის დღე. როგორც გზაზე მიმავალი ქრისტიანები, სიხარულის მოლოდინი, რომელსაც განვიცდით და ქრისტესადმი მზარდი სიყვარული, ჩვენი საქმრო, გვავსებს სიხარულით - სიხარულით, რომელიც ხშირად იფრქვევა ჩვენი გულებიდან ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ღვთის წმინდანები მთელ მსოფლიოში, რომლებმაც ყველაზე დიდი გავლენა მოახდინეს ჩემს ცხოვრებაზე, არ არიან მოწყენილნიი და მწუხარენი. ისინი არ არიან დეპრესიული ან უარყოფითად განწყობილნი. სულიერი დისციპლინების პრაქტიკა არ აამაღლებს მათ "ნორმალური" ადამიანებისაგან სულიერი სიამაყით ან განყენებულობით. ისინი ფრთხილად და ფხიზელი გონებით არიან; მაგრამ, იესოს მსგავსად, ისინი მსოფლიოში ყველაზე თავმდაბალი, ოპტიმისტი და მხიარული ხალხი არიან.
ქრისტიანები, რომლებიც მთელი მსოფლიოს დარდს საკუთარ კისერზე ატარებენ, სინამდვილეში, არ ასრულებენ წესებს; ლოცვას, მარხვას ან მედიტაციას ღვთის სიტყვაზე. ღმერთის თანდასწრების განცდა არის ის, რაშიც დისციპლინები შეიძლება დაგვეხმაროს, სულიერ თავისუფლებას მოგვიტანს. შფოთვა, შიში და დათრგუნვა წავა ჩვენგან იესოს თანდასწრებაში.
მნიშვნელოვანია, რომ ქრისტიანები სწავლობენ ღვთის სიკეთისა და კურთხევების აღნიშვნას/ზეიმს, თუნდაც ბრძოლის ველზე. ჩვენი "პატარა" დღესასწაულები, წინაპირობებია ჩვენს გზაზე ქორწილისკენ! ჯონ ვესლი ასწავლიდა, რომ ღმერთს შეყვარება არის „ისიამოვნო მისით, იხარო მისი ნებით, მუდმივად გსურდეს აამო/ასიამოვნო მას, ვეძიოთ და ვიპოვნოთ ჩვენი ბედნიერება მასში, და დღე და ღამე გვწყუროდეს მისით სრულყოფილად დატკბობა.“[7] სულიერი დისციპლინები არასდროს უნდა იქცეს უბრალო ჩვევად, არამედ პრაქტიკულ მოქმედებად, რომელიც მიგვიყვანს ღმერთით უფრო სრულყოფილად სიამოვნებამდე და მოგვანიჭებს მის ბევრ კურთხევას.
ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ ლოცვა, მარხვა ან რაიმე სულიერი დისციპლინა არ მივიჩნიოთ საშუალებად, რომლითაც ღვთის კეთილგანწყობას მოვიპოვებთ, რომ ღმერთი ჩვენ მოვალედ არ მივიჩნიოთ, ან თუნდაც მისგან რაიმე მატერიალური „კურთხევის“ მისაღებად არ გამოვიყენოთ. სულიერი დისციპლინები არის ღმერთთან უფრო ღრმა ურთიერთობის განვითარებისთვის და არა იმისთვის, რომ ის ჩვენი მოვალედ ვაქციოთ.
სულიერი დისციპლინები არის მადლის საშუალება, რომ ჩვეულებრივი მოწაფეები ქრისტეს ხატად ჩამოყალიბდნენ.
სულიერი დისციპლინები არ არის სუპერ ქრისტიანებისთვის, რადგან ასეთები არ არსებობენ. სულიერი დისციპლინებია დიასახლისებისთვის, ფერმერებისთვის, ქარხნის მუშაკებისთვის, ემიგრანტთათვის, პროფესორთათვის, სტუდენტთათვის, ბიზნესის მეპატრონეებისათვის და ... ყველასათვის.
[8]იესოს მოწაფეები უბრალო მეთევზეები იყვნენ; და მაინც, მათ იესოსგან ისწავლეს განმარტოების, მედიტაციის, ლოცვის, მარხვის, თაყვანისცემის, მსახურების და უფლის სერობის პრაქტიკა. იესოს საქმეების პრაქტიკაში გამოყენებით, ისინი თანდათან უფრო ემსგავსებოდნენ მას. ამ დისციპლინების პრაქტიკით, ღვთის ძალა მოედინებოდა მათ ცხოვრებაში, მათში და მათგან.
იაკობი ამხნევებდა ჩვეულებრივ ქრისტიანებს:
„ელია ჩვენი მსგავსი კაცი იყო და ლოცვით ილოცა, რომ არ მოსულიყო წვიმა და არ მოსულა ქვეყნად წვიმა...კვლავ ილოცა და ცამ მოსცა წვიმა და მიწამ აღმოაცენა თავისი ნაყოფი” (იაკ. 5:17-18).
ღმერთი პასუხობს უბრალო ხალხს, და იყენებს მათ უფლისვე სადიდებლად.
მოწაფეები მოგვიწოდებენ ვისწრაფოთ ნომინალური ქრისტიანული ცხოვრების ჩარჩოებს მიღმა, იესოს სიღრმეებისკენ. ისინი ჩვეულებრივი ქრისტიანობის მიღმა, ძლიერი სულიერი ათლეტიზმისკენ მოგვიწოდებენ, რაც საშუალებას მოგვცემს უფრო და უფრო მეტად ჩავწვდეთ ღვთის ოკეანეების სიღრმეებს. – რიჩარდ ფოსტერი
სულიერი დისციპლინები არასოდეს უნდა გახდეს უბრალო ჩვევები, არამედ პრაქტიკა, რომელიც იწვევს ღმერთით სიამოვნების/ტკბობის სისრულეს.
ღმერთის განზრახვაა, რომ სულიერი ცხოვრების დისციპლინები იყოს ჩვეულებრივი ადამიანებისთვის: მათტვის, ვინც მუსაობს, ვინც ბავშვებზე ზრუნავს, ვინც ჭურჭელს რეცხავს ან გაზონებს თიბავს. სინამდვილეში, ამ დისციპლინების პრაქტიკაში გატარება საუკეთესოდ ხდება სწორედ ურთიერთობისას ჩვენს ქმართან ან ცოლთან, ძმასთა და დასთან, ან მეგობართან თუ მეზობელთან.
– რიჩარდ ფოსტერი
ამ და შემდეგ გაკვეთილში, მოკლედ გამოვიკვლევთ ზოგიერთ კლასიკურ სულიერ დისციპლინებს და მოვიძიებთ პრაქტიკულ გზებს, როგორ გამოვიყენოთ ისინი ჩვენს ღმერთთან სიარულში.[1] ზოგი მათგანს უფრო მეტი ახსნა დასჭირდება, ვიდრე სხვებს.
განმარტოების სულიერი დისციპლინა:
„განთიადამდე, ჯერ კიდევ ღამიანად ადგა,გავიდა და წავიდა უდაბურ ადგილას, და იქ ლოცულობდა” (მარკ. 1:35).
განმარტოების მნიშვნელობა
განმარტოვება ხალხისგან გამოყოფაა იმისთვის, რომ დარჩე ღმერთთან მარტო და მიუახლოვდე მას. როგორც სულიერი დისციპლინა, განმარტოვება არ არის უბრალოდ მარტო ყოფნა, არამედ უფალთან მარტო ყოფნა. განმარტოვება არის მარხვა მეგობრობისაგან, რათა ყურადღება გავამახვილოთ უმთავრეს მეგობრობაზე - მეგობრობაზე ღმერთთან.
მაგრამ განმარტოვება უნდა გვესმოდეს, არა მხოლოდ ფიზიკურად განცალკევებულ ადგილზე გასვლა, არამედ გონებრივადაც. განმარტოვება ნიშნავს ჩვენი გონების კარის ცოტა ხნით ჩაკეტვას გარე სამყაროსგან, იმისთვის, რომ ჩვენში მოხდეს შინაგანი ადამიანის განახლება. თუ ასე განვიხილავთ განმარტოვებას, მაშინ შესაძლოა მეტროში მგზავრობა ან უამრავი ექიმის თავმოყრის ოთახი (საორდინატორო) იქცეს განმარტოების ადგილად, როდესაც სხვაგან ვერ ვახერხებთ ფიზიკურად განმარტოვებას.
განმარტოვება იესოს ცხოვრებაში
ლუკა გვეუბნება, რომ იესო ხშირად „ის კი უდაბნოში (უდაბურ, უკაცრიელ ადგილებში) მიდიოდა და ლოცულობდა” (ლუკ. 5:16 (აგრეთვე იხილეთ მათ 14:23; მარკ 1:35; ლუკ. 4:42)). რატომ აკეთებდა ამას? იმის გამო, რომ ხალხის მსახურება იწვევდა მისი სულიერი რესურსების განლევას, ამოწურვას - რესურსების, რომლებიც საჭიროებდა მუდმივად განახლებას. მიუხედავად იმისა, რომ მას მხოლოდ რამდენიმე წელი ჰქონდა მიწიერი მოღვაწეობის დასასრულებლად, იესომ გამიზნულად გეგმავდა თავის ცხოვრებას იმგვარად, რომ შეძლებოდა მიმდევრებისგან გასხლტომა და მამასთან მარტო დარჩენა.
განმარტოების ძალა სულიერ ფორმირებაში
[2]ერთ-ერთი საეკლესიო მამა, დიადოქოს ფოტიკიელი, აღნიშნავდა, რომ თუ ჩვენი ცხოვრების კარი დიდხანს დარჩება ღია სხვა ადამიანებისთვის, მაშინ ჩვენი სულის სითბო გაიფანტება.[3] მე ეს ჩემს ცხოვრებაშიც გამოვცადე. სულიერად გაღარიბებას ვიწყებ, როდესაც ვერ ვახერხებ იესოს ფეხებთან ჯდომას. შფოთვა, მოუთმენლობა, თვითდაჯერებულობის დაკარგვა, პესიმისტური განწყობა და აზრები, სიცარიელის გრძნობა, კრიტიკული დამოკიდებულება (კრიტიკის სული) - ეს არის განმარტოების უგელვებელყოფის შედეგები.
განმარტოების დროს, ჩვენ ვკარგავთ ჩვენს მიმართ არაჯანსაღად დამოკიდებულ ხალხს. განმარტოებით, ჩვენ თვალს ვაშორებთ ადამიანებს და მათ ქმედებებს, რითიც ისინი ტკივილს ან იმედგაცრუებას გვაყენებენ და ისევ უფალს ვუბრუნდებით. რეალური განმარტოების დროს მთელი ჩვენი ყურადღება სულიწმინდაზე გადაგვაქვს. ის გადააწყობს ჩვენს პერსპექტივას და პრიორიტეტებს თავის პერსპექტივასა და პრიორიტეტებზე და ღვრის განაახლებულ მშვიდობას, სიყვარულს და სიხარულს ჩვენს გულებში. განმარტოებისას, ჩვენ მადლს ვპოულობთ იმისთვის, რომ დავუბრუნდეთ ჩვენს ეკლესიებს/თემს/საზოგადოებას და პასუხისმგებლობებს სულიწმინდის ცხებულებით, რათა მან გავლენა დიდხანს იქონიოს.
განმარტოება გვაშორებს დაკავებულობის და პროდუქტიულობაზე მომართულობის სასიკვდილო დაავადებას. მარტოობაში, ჩვენ ვხვდებით, რომ ღმერთი ჩვენ იმის გამო კი არ გვაფასებს, რას ვაკეთებთ მისთვის, არამედ ვინ ვართ - ჩვენი შინაგანი არსებით. ამქვეყნიურად მოაზროვნე ხალხი თვალსაჩინო მიღწევებს აფასებს იმაზე მეტად, ვიდრე ჩვენი გონების განახლებას ღვთის თანდასწრებაში. სულიერად მოაზროვნე ადამიანებმა იციან, რომ ჩვენი შინაგანი არსების ქრისტეს ხატად გარდასახვა არის ღვთის მთავარი მიზანი გამოსყიდვაში.
განმარტოებისას, ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ სულიწმინდას შეუძლია გაცილებით მეტის გაკეთება, თუ მასში ვრჩებით, ვიდრე ჩვენი უიმედო ძალისხმევისას, მისთვის რამე დიდებული გავაკეთოთ (ინ. 15:4).
როდესაც ვიწყებთ განმარტოებით
(1) იპოვნეთ თქვენთვის შესაფერისი ადგილი.
იყავი კრეატიული. აზიური ბიბლიის სკოლის ერთი სტუდენტი საწოლის ქვეშ ძვრებოდა, რომ ღმერთთან მარტო დარჩენილიყო, რადგან ის ერთადერთი წყნარი ადგილი იყო, რომლის პოვნც მან შეძლო! სხვები, ჩემსავით, ასეთ ადგილად პარკს თვლიან, რადგან ჩემს სახლთან ახლოს მდებარე პარკში განმარტოებისა და სეირნობის დროს შესაძლებელია ღმერთთან საუბარი. ფილიპინებში, მჭიდროდ დასახლებულ ქვეყანაში, მინიმუმ ერთმა პასტორმა თქვა, რომ მან იპოვა განსამარტოვებლად საპირფარეშო (საჭირო ოთახი), რადგან ეს იყო ერთადერთი ადგილი, სადაც მას შეეძლო ადამიანებისგან განმარტოვება! შეიძლება ახლა თქვენი გარემოებები შეუძლებელს ხდის თქვენს მახლობლად წყნარი ადგილის პოვნას. უფალს ესმის სად ხარ და დაგეხმარება, თუკი შენ ნებას მისცემ.
(2) დაგეგმეთ რეგულარული განმარტოების დრო.
იმისთვის, რომ მარტოობა ტრანსფორმაციული დისციპლინა გახდეს, მნიშვნელოვანია, რომ იპოვოთ რეგულარული დრო, რომელიც ხელსაყრელია თქვენთვის და ჩაეჭიდეთ მას. ჯონ ვესლიმ თქვა, რომ "რომელიმე დრო" დროის „არქონას“ ნიშნავს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ ჩვენ რეგულარულად არ დავნიშნავთ უფალთან მარტო ყოფნის დროს, ის არც გვექნება.
(3) ყურადღება გამახვილეთ ღმერთზე.
ნუ ეძებთ სულიერ ხედვებს, სიზმრებს და ზებუნებრივ ნიშნებს. ეძიეთ მხოლოდ თქვენი გულის სიმშვიდე და ღმერთთან ურთიერთობა მისი სულიწმიდის მეშვეობით, მისი სიტყვით.
(4)იყავით მომთმენი.
დისციპლინა ყოველთვის წინ უძღვის სიამოვნებას. ეს მართებულია ყველა დისციპლინის მიმართ. სანამ განვიცდით განმარტოების უპირატესობებს, შესაძლოა მისი პრაქტიკა დაგვჭირდეს გარკვეული დროის განმავლობაში.
► მიეცით ჯგუფის წევრებს საშუალება გამოხატონ ყველაზე გამოსადეგი სწავლება მარტოობის შესახებ.
ედიტაციის სულიერი დისციპლინა
“არამედ უფლის რჯულშია მისი მისწრაფება და დღედაღამ მის რჯულზე ფიქრობს. და იქნება იგი წყლის ნაკადებთან დანერგილი ხესავით... " (ფს. 1:2-3).
მედიტაციის მნიშვნელობა
ჰაგაჰ (ებრაული) - საკუთარ თავთან საუბარი; დაფიქრება (იეს.ნავ. 1:8).
მელეტაო (ბერძნული) - გულდასმით დაფიქრება და გადაწყვეტილების მიღება; აზროვნება რაიმეზე (1 ტმთ. 4:15).
მედიტაცია წმინდა წერილზე არის ღვთის სიტყვაზე ჩაფიქრება, საკუთარ თავთან საუბრით. ჩვენ მედიტაციას ვანხორციელებთ წმინდა წერილზე, როდესაც ლოცვაში გონებაში ვატრიალებთ ღვთის სიტყვის სპეციფიკურ ნაწილებს მანამ, სანამ სულიწმინდა არ იწყებს მის გაცოცხლებას ჩვენს გულებში. სანამ ჩვენი გული არ მიიღებს მის მითითებას, გაფრთხილებას და შესწორებას; სანამ ჩვენი სული არ განიცდის მისით გარდაქმნის სიტკბოს. როგორც ყველა დისციპლინა, მედიტაციაც მოითხოვს სულიწმიდის მიერ მოცემულ განმანათლებელ მადლს (1 კორ. 2:9-14).
► წააკითხეთ ვინმეს 1 კორინთელთა 2:9-14. იმსჯელეთ რას გვასწავლის ეს ადგილი სულიწმიდის როლის შესახებ ღვთის სიტყვის გასანათებლად.
მეფე დავითი ფიქრობდა და უკვირდებოდა ღვთის სიტყვებს მანამ, სანამ არ დაასკვნა, რომ ”ოქროზე და ბაჯაღლოზე მეტად სასურველნი არიან და უტკბილესნი თაფლისა და გოლეულისა” (ფს. 18:10). ისევე, როგორც ცხვარი ბალახობს, შემდეგ კი ჩამოჯდება ხის ჩრდილქვეშ, რათა კვლავ ამოიცოხნოს და დააგემოვნოს ის; ასევე, ქრისტიანიც, რომელიც ფიქრობს ღვთის სიტყვაზე, არამარტო წაიკითხავს და დაივიწყებს, არამედ აგემოვნებს ყოველ ლუკმას, ანუ სიტყვას და წარმოთქვამს მას თავის ცხოვრებაში. ეს არის ყველაზე უფრო გარდამქმნელი სულიერი დისციპლინა. ბევრი ქრისტიანი კითხულობს ბიბლიას, მაგრამ ცოტა მათგანი შეიგრძნობს, აგემოვნებს და ტკბება მისით.
ბიბლიური აზროვნება არ ცლის გონებას, არამედ ღვთის სიტყვით ავსებს მას.
აღმოსავლური მედიტაცია (ძენი, იოგა და ტრანსცენდენტული მედიტაცია) გვასწავლის გონების დაცარიელებას, რაც ძალზე საშიშია. გონება, რომელიც დარჩა ცარიელი, დასახლებული იქნება დემონური სიცრუით ან თვით დემონებითაც კი (მათ. 12:44). ბიბლიური მედიტაცია მიზნად ისახავს გონების შევსებას ღვთის სიტყვით. მეფსალმუნეს აღმოხდა: „როგორ მიყვარს შენი რჯული, მასზე ვფიქრობ მთელი დღე” (ფს. 118:97).
ფილიპელთა 4 თავში პავლე შეაგონებს/მოუწოდებს მორწმუნეებს არ დატოვონ თავისი გონება ცარიელი, არამედ „იფიქრონ რაღაცაზე” (ფლპ. 4:8). კი მაგრამ რაზე? -არა წარსულ ცოდვებზე, წარსულ წარუმატებლობებზე ან სხვის შეცდომებზე; არამედ რაც "პატიოსანია,” "მართალია/სამართლიანია,” "უმანკოა,” "საყვარელია/მშვენიერია,” "სასახელოა/კარგია,” "სათნო/მოსაწონი და სანაქებოა.” ღვთის ყოველი შვილი რომ აკეთებდეს არჩევანს გამუდმებით ჩაანაცვლოს უარყოფით, კრიტიკულ აზრები კეთილი აზრებით, მათი სულიერი ცხოვრება გარდაიქმნებოდა.
ბიბლიური მედიტაციის მიზანი სულიერ ფორმირებაში
მედიტაციის ანუ ა ზ რ ო ვ ნ ე ბ ი ს ძალა ის არის, რომ ეს საშუალებას გვაძლევს ყოველდღიურად განვიწმინდოთ ღვთის სიტყვით (ეფს. 5:26). სიტყვა ცვლის ჩვენს აზროვნებასა და ქცევას. სიტყვის სინათლე (ფს. 118:105). შუქს ჰფენს ყოველ დაფარულ
ცოდვას (ფს. 18:13). და ეშმაკის ყველა დამანგრეველ სიცრუეს. სიტყვა მუდმივად არწყულებს ჩვენს სულებს ჭეშმარიტებით, სანამ არ ვისწავლით ფიქრს და მოქმედებას იესოს მსგავსად.
მიზეზი, რის გამოც ბევრი ქრისტიანი აგებს სულიერ ბრძოლას არის ის, რომ ისინი ბრძოლის ველზე არიან დაუცველნი, მახვილის გარეშე - სულის მახვილის გარეშე (ეფეს. 6:17). როდესაც სატანა ჩაგჩურჩულებთ: „ღმერთს სინამდვილეში არ უყვარხარ, ან, შენ ამას ვერასოდეს გააკეთებ, არ ხარ ნამდვილი ქრისტიანი, არ შეგიძლია წმინდა ცხოვრებით იცხოვრო, ყველა შენ წინააღმდეგ არიs, ღმერთი აღარ გაპატიებს.”.. - მათ დაცვა არ აქვთ. მაგრამ მედიტაციის დისციპლინის საშუალებით ჩვენ ვიმეორებთ ღვთის ჭეშმარიტებას ყოველდღიურად, თვიდან თვემდე, წლიდან წლამდე, სანამ ჩვენი რწმენა არ დამკვიდრდება ღმერთში და სანამ მტრის ყოველი გახურებული ისარი - სიცრუე, არ დამარცხდება ჩვენი მდგრადობით.
წმიდა წერილზე მედიტაციის შედეგები
1. სიტყვა წარმოქმნის რწმენას, (რომ. 10:17). ამიტომ მედიტაცია აძლიერებს ჩვენს ნდობას ღმერთისადმი.
2. სიტყვა წმენდსს აზროვნებას და ცხოვრებას, (ფს. 118:9; 1 პეტ. 1:22; ეფეს. 6:17). ამიტომ მედიტაცია არასწორ აზრებს სწორით ჩაანაცვლებს.
3. სიტყვა სატანის წინააღმდეგ ეფექტურ ფარს უზრუნველყოფს, (მათ. 4:1-11; ეფეს. 6:17). ამიტომ მედიტაცია გვიცავს.
4. სიტყვას მოაქვს წარმატება და აყვავება მორწმუნის ცხოვრებაში, (იეს. ნავ.1:8; ფს. 1:3). ამიტომ მედიტაცია მიგვიძღვება ღვთის მზარდი კურთხევისკენ.
პრაქტიკული რჩევები მედიტაციის დასაწყებად
(1) ნუ გაართულებთ მას.
მე მიყვარს ჯონ ვესლის მარტივი მიდგომა მედიტაციის მიმართ:
მაშ ასე, აქ ვარ, ადამიანური ამაოებისგან/აურზაურისგან შორს. ვჯდები მარტო:აქ მხოლოდ ღმერთია. მის თანდასწრებაში გადავშლი, ვკითხულობ მის წიგნს; მიზნით, რომ მივაგნო სამოთხისკენ მიმავალ გზას. თუ გამიჩნდა ეჭვი წაკითხულის შესახებ, უფლისკენ ავამაღლებ გულს და ვკითხავ შუქთა მამას: “უფალო ეს არ არის შენი სიტყვა? - თუ ვინმეს სიბრძნე აკლია, ღმერთს სთხოვოს...’’ შემდეგ მე ვიძიებ და ვიაზრებ საღვთო წერილის პარალელურ მუხლებს, "სულიერ საგნებს სულიერს ვადარებ.” მე მასზე ვფიქრობ მთელი ყურადღებით და გულმოდგინებით, რაც კი ჩემს გონებას შეუძლია. თუ რაიმე ეჭვი მაინც რჩება, მე რჩევისთვის მივმართავ მათ, ვინც ღვთის საქმეებში გამოცდილია; და შემდეგ [ისტორიულ] წერილებს .... და ამის სედეგად რასაც მე ვსწავლობ, იმას ვასწავლი.[4]
(2) მოძებნეთ სიმშვიდის ადგილი. „შეჩერდით (გაირინდეთ) და გაიგეთ, რომ [ის არის] ღმერთი” (ფს 45:10).
(3) წაიკითხეთ და ლოცვით ჩაუღრმავდით სიტყვას გამოცხადებისთვის და მორჩილების სურვილისთვის (ინ. 7:17).
(4) იყავით ფრთხილად თქვენ მოლოდინებთან. ნუ ეძებთ ნიშნებს და ზებუნებრივ გამოვლინებებს. ეძებეთ ღმერთი და ესწრაფეთ მის გაცნობას და მისგან თქვენს ცნობას.
(5) როცა ტოვებთ სიმშვიდის ადგილს, გამოიტანეთ ღვთის თანდასწრებიდან ერთი აზრი მაინც და იფიქრთ და ცაუკვირდით მას მთელი დღის მანძილზე.
(6) დღის განმავლობაში, იმეცადინეთ მარცხის გამომწვევი, შემაწუხებელი აზრების, ღმერთის სიტყვით ჩანაცვლებაში.
► მოდით 5 წუთი დავუთმოთ ერთობლივ მედიტაციას. მოდით ყველა გავჩუმდეთ, გავირინდოთ და უბრალოდ ჩავუღმავდეთ და ვიფიქროთ იესო ნავ. 1:8-ს შესახებ. ნუ შეეცდებით, რომ ეს მუხლი ბიბლიის შესწავლის მონახაზად აქციოთ. უმჯობესია ამ ადგილას თქვენი თავი მოიაზროთ. თქვენ იყავით იესო ნავეს ძე! იფიქრეთ და ჩაუღრმავდით, რას ნიშნავდა ეს მუხლი მისთვის. შემდეგ დაფიქრდით საკუთარ ცხოვრებაზე. ამ მუხლით რისი თქმა უნდა უფალს თქვენთვის?. რტ
მარხვის სულიერი დისციპლინა:
„იესომ მიუგო: “განა შეიძლება აიძულო მექორწილენი იმარხულონ, ვიდრე ნეფე მათთან არის? მაგრამ დადგება დღეები, როცა ნეფე წაერთმევათ და მაშინ იმარხულებენ, იმ დღეებში.”“ (ლუკ. 5:34-35).
მარხვა ერთ-ერთი ყველაზე სულიერად გარდამქმნელი, მაგრამ ასევე ყველაზე რთული და, შესაბამისად, უგულებელყოფილიც, ყველა სულიერ დისციპლინას შორის. მაშინ როცა, თუ მარხვა ხდება გულწრფელი, სუფთა გულით და შეზავებულია ლოცვებით, ის არის ყველაზე ეფექტური/ქმედითი საშუალება, რომ განვიახლოთ ღმერთის წყურვილი ჩვენში, დავატყვევოთ არეული აზრები, შევძლოთ ახირებული სურვილები შეკავება, დავწვათ ცოდვილი „მე“-ს ბზე, გავერკვეთ მიმართულებაში, მივიღოთ ახალი სულიერი გამოცხადებები ღვთის სიტყვიდან და ხელახლა მივიღოთ სულიწმიდის ცხებულება და ძალაუფლება.
მარხვის მნიშვნელობა
ბიბლიური მარხვა საკვებისგან თავის შეკავებაა სულიერი მიზნებისათვის. მარხვა დიეტა არ არის! ბიბლიური მარხვა თავის შეკავებასაც კი არ წარმოადგენს მედიისგან, გართობისგან, სოციალური მოვლენებისა და სხვა რამეებისაგან. ამ საკითხებში ზომიერება და თვით-უარყოფა რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია სულიერი ზრდისთვის, მაგრამ ეს არ არის მარხვა. ბიბლიაში არ არის შემთხვევები, როდესაც მარხვაში იგულისხმება სხვა რამეც, საჭმლის ჭამისგან თავის შეკავების გარდა.
მარხვა ბრძანება არ არის, მაგრამ ქრისტიანთა შორის ვარაუდობენ.
წმინდა წერილი პირდაპირ ბრძანებას არ იძლევა მარხვის დაცვაზე, მაგრამ მისი გამოყენება იგულისხმება ქრისტიანებს შორის. ზემოთ მოცემულ ტექსტში (ლუკ. 5:34-35). ჩვენთვის გასაგები უნდა იყოს, რომ იესო ვარაუდობს, რომ ყველა მორწმუნე „იმარხულებს.” ამის შესახებ გამახსენდა ერთხელ ნაშუადღევს, კონფერენციაზე ფილიპინებში, სადაც ლექტორი იყო ვეტერანი მისიონერი ვესლი დუველი. ”იესომ თქვა, რომ მისი მოწაფეები იმარხულებენ,” - თქვა მან. ”მაშ, მოწაფე ხარ? ვარჯიშობთ ამ დისციპლინაში? ” ღვთის სიტყვამ მამხილა და მივხვდი, რომ ჩემს ქრისტიანულ სვლას აკლდა ძალა, რადგან უგულვებელვყოფდი ამ დისციპლინას.
[5]მარხვას მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა იესოს ცხოვრებაში, მოციქულთა ცხოვრებაში და ახალი აღთქმის ეკლესიაში. და ეს იყო მნიშვნელოვანი დისციპლინა ღვთის ყველა დიდებული საქმისთვის. ჯონ ვესლიმ თქვა: “ყველამ იცის, რომ ყველა კარგი მეთოდისტი კვირაში ორჯერ მარხულობს (ოთხშაბათს და პარასკევს).” სალამისის ეპისკოპოსმა და ეკლესიის მამამ, ეპიფანე კვიპროსელმა (315-403) თქვა: “ვინ არ იცის, რომ კვირის მეოთხე და მეექვსე დღეს მარხვაა მთელი მსოფლიოს ქრისტიანთათვის?“
მარხვის ბიბლიური მაგალითები
[6]წმინდა წერილი სავსეა მარხვის მაგალითებით. მოსე, ხანა, დავითი, ელია, ესთერი, დანიელი, წინასწარმეტყველები, ანა, იოანე ნათლისმცემელი, იესო, პავლე, მოციქულები, ანტიოქიის უხუცესები და კორნელიუსი ყველა მარხულობდა.
როდესაც მოსე მარხულობდა, ღმერთი მას პირისპირ ესაუბრებოდა, როგორც ადამიანი საუბრობს მეგობართან (გამოს. 33:1). როდესაც ხანა მარხულობდა და ლოცულობდა, ღმერთმა გახსნა მისი საშო და სამუელი მისცა (1მეფ. 1:8, 17-18). როდესაც დანიელი მარხულობდა და ლოცულობდა, მას ღვთის სიტყვის გაგების უნარი მიეცა, ანუ “წვდომა და გონიერება,” (დან. 9:3, 22-23). ღვთის ძალა გამოიხატა სპარსეთის მთავრის დამარცხებისას და დანიელის ლოცვაზე პასუხი მოვიდა (დან. 10:3, 12-13). როცა სავლე (პავლე) ლოცულობდა და მარხულობდა, სულიწმიდით აღივსო და თვალები აეხილა (საქ. 9:9, 17-18). როდესაც კორნელიუსი ლოცულობდა, მარხულობდა და მოწყალებას აძლევდა, მისი ეს გულწრფელი მოწყალებანი ამაღლდნენ ღვთის წინაშე მის გასახსენებლად, (საქ. 10:4). რომელმაც უპასუხა კორნელიუსის ლოცვას, მისი მთელი ოჯახის გადარჩენით. ეს მხოლოდ რამდენიმე მაგალითია მრავალ ბიბლიურ მაგალითს შორის, როდესაც ღვთის ძალა გამოვლინდა მარხვისა და ლოცვის შედეგად.
მარხვის ოთხი ძლიერი შედეგი
(1) მარხვა ჩვენს შინაგანს თავმდაბლობას ანიჭებს.
მეფსალმუნემ თქვა: “მე კი ძაძებს ვიცვამდი მათი სნეულების ჟამს, ჩემს სულს მარხვით ვიძაბუნებდი, მაგრამ ჩემი ლოცვა უკან მიბრუნდებოდა” (ფს. 34:13). ეზრამ იცოდა, რომ ებრაელი დევნილების სამშობლოში დაბრუნება ღვთიური მადლის მიღებას მოითხოვდა. მრავალი საშიშროების და ცდუნების გათვალისწინებით, მან დაწერა: „და გამოვაცხადე იქ მარხვა, მდინარე აჰავაზე, რათა თავი დაგვემდაბლებინა ჩვენი ღმერთის წინაშე, და გვეკითხა მისგან სწორი გზა ჩვენთვის და ჩვენი წვრილშვილისთვის... და მან შეისმინა ლოცვა ჩვენი” (ეზრ. 8:21, 23).
როგორ ამდაბლებს მარხვა სულს? ფიზიკური საკვებისგან თავის შეკავება შეახსენებსჩვენს შინაგან პიროვნებას, ღმერთის უაღრეს საჭიროებისა და მასზე დამოკიდებულების შესახებ; ეს გვახსენებს, რომ ჩვენ სულიერით ვსულდგმულობთ და არა მხოლოდ ფიზიკურით და მატერიალურით. ბიბლიური, ქრისტეზე ორიენტირებული მარხვა არის ღვთისაა და ჩვენი საკუთარი შინაგანის წინაშეს დამოწმება: „ღმერთო, შენ მწყურიხარ! სულიწმიდა, უფრო მეტად მჭირდები, ვიდრე საჭმელი, ვიდრე ფიზიკური ან მატერიალური კურთხევა, ამქვეყნად ყველაფერზე მეტად!“
მე არმოვაჩინე, რომ მარხვა სულიერი უნაყოფობის/სიღატაკის სამკურნალო საშუალებაა. როდესაც სულიერად გამომშრალი და უნაყოფო ვარ, მარხვა და ლოცვა ამუშავებს ჩემი გულის გახრიოკებულ და გაუხეშებულ/გამაგრებულ ნიადაგს და ამზადებს მას ღვთის სიტყვის მისაღებად/დასათესად.
(2) მარხვა უქვემდებარებს ჩვენს ბუნებრივ მადას/მოთხოვნილებებს - ჩვენს სულიერ მადას/მოთხოვნილებებს.
მარხვა გამოავლენს გაუაზრებელი ცოდვისა და ეგოიზმის სფეროებს, აკვდინებს უძლიერეს ბუნებრივ მოთხოვნილებებს; მარხვა ამყოფებს ჩვენს სხეულებს სულისადმი მორჩილებაში. ანუ, როგორც ერთერთმა ეკლესიის მამამ თქვა: „მარხვა უზრუნველყოფს იმას, რომ კუჭმა არ მომართოს/ააღელვოს სხეული სულის ხელისშემშლელად.“[7] ჩემმა ფილიპინელმა ძმამ, დავით იუკადიმ ერთხელ მითხრა, რომ მან იცოდა, რომ მარხვა სჭირდებოდა, როდესაც გრძნობდა, რომ არასწორი სურვილები ჩნდებოდა მის შიგნით! სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ოდნავი სიამაყის ან არასწორი სურვილის გაჩენა, მისთვის არის მარხვის მიზეზი. სხვა ღვთისმოსავმა ადამიანებმა ასევე დაადასტურეს, რომ მარხვა არასათანადო სექსუალური ვნების ცეცხლს აქრობს.
[8]ერთ კვირადღეს, მას შემდეგ, რაც მარხვის სესახებ სწავლება ჩავატარე, ართმა ქრისტიანმა გაიაზრა, რომ ამ დისციპლინის გამოყენება უნდა დაეწყო თავის ღმერთთან სიარულში. გარკვეული დროის შემდეგ, კაცმა დაამოწმა, რომ მარხულმა გააცნობიერა მისი გულის საჭიროებების შესახებ. ”ვერასოდეს ვხვდებოდი, თუ როგორიმოუთმენელი ვიყავი, სანამ არ დავიწყე მარხვა,” - თქვა მან. ”როდესაც სხეულს ვუთხარი ”არა,” აღმოვაჩინე, რომ ‘’ძალიან მოუთმენელი ვიყავი შვილებთან!” ჩვენ ვიცინოდით მასთან ერთად, რადგან ჩვენ შეგვეძლო ამის გაცნობიერება. თვით-უარყოფას მივყავართ იმ ეტაპამდე, რომ თვისებები, რომელიც ჩვენ ვერც წარმოგვედგინა, ჩვენს გულებში ყოფილა სინამდვილეში.
რიჩარდ ფოსტერი გვახსენებს, რომ "მუცელი გატუტუცებულ ბავშვს ჰგავს და გარყვნილ ბავშვს არა სჭირდება წახალისება, არამედ ... დისციპლინა." ყველამ ვიცით, რა ხდება, როდესაც ჩვენ დავიწყებთ გათავხედებული ბავშვის დისციპლინირებას, ხომ ასეა? რაც უფრო მეტადაა გატუტუცებული ბავშვი, უფრო ხმამაღალია რისხვა. სანამ ის არ შეიგნებს რას ნიშნავს სიტყვა - „არა,” ჩვენ გვექნება გამოწვევა მისი მხრიდან. ასევეა, ჩვენი შინაგანი გატუტუცებული ბავშვის მიმართებაში.
(3) მარხვა აღძრავს სულიერ მადას
იესომ გაცილებით მეტი კმაყოფილება მიიღო მამის ნების შესრულებისას, ვიდრე ფიზიკურ საკვებისგან (ინ. 4:31-32). და ის მოგვიწოდებს, რომ ვიყოთ მისი მსგავსნი. მან თქვა: “ნეტარ არიან სიმართლეს მოშიებულ-მოწყურებულნი, რადგან ისინი გაძღებიან” (მათ. 5:6). როდესაც ვმარხულობ და შიმშილის ტკივილი გაძლიერდება, ღმერთს ვეტყვი: „უფალო, ეს შიმშილის ტკივილი შენთვის შიმშილის ტკივილებია. მსურს შენზე მოწყურებულ-დამშეული ვიყო.” ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ წუთში თავს უკეთესად ვგრძნობ, მაგრამ არასოდეს მინახავს, რომ ღმერთს უგულებელყო ეს გულწრფელი ლოცვა. ჩვენ უნდა ვეცადოთ ჩვენი ტკივილები ლოცვებად ვაქციოთ, და გვჯეროდეს, რომ ღმერთი უფრო მეტად დაგვაკმაყოფილებს მისი თანადგომით.
(4) მარხვა სულიერად უფრო გამჭრიახეებს გვხდის.
მარხვის საშუალებით, ანტიოქიის ახალი აღთქმის ეკლესიამ ამოიცნო, თუ რა იყო ღვთის ნება მათი მისიონერული მსახურების დასაწყებად: “როცა ისინი უფალს ემსახურებოდნენ და მარხულობდნენ, თქვა სულიწმიდამ: “გამომიყავით ბარნაბა და სავლე იმ საქმეზე, რაზეც მათ მოვუწოდე” (საქ. 13:2). ფოკუსირებულ ლოცვა-მარხვას ხშირად უფრო მეტი სინათლე მოაქვს ჩვენს ცხოვრებაში და გვეხმარება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში.
იესოს ლოცვა-მარხვით დატვირთულმა ცხოვრება აძლევდა მას საშუალებას უკეთესად გაეთვითცნობიერებინა გარშემო მყოფი ადამიანების სულიერი შიმშილი, მის გულს მათ მიმართ სიყვარულით ავსებდა, ხოლო მის სულის სიფხიზლეს უნარჩუნებდა, რომ სცოდნოდა თუ რისი გაკეთება სურდა მამას და რისი თქმა სულიერად მშიერი ხალხისთვის. მოწაფეების მსგავსად, ჩვენ ხშირად ისე ვართ დაკავებულნი საკუთარი თავით და გართული საკუთარი საჭიროებებით, ვკარგავთ სიყვარულს დაღუპულთა სულების მიმართ. მარხვა გვეხმარება, რომ ჩვენი მადა/საჭიროებები ვიქონიოთ კონტროლის ქვეშ, რათა დავინახოთ და შევიგრძნოთ სულიწმინდის მოქმედება ჩვენში და ჩვენ ირგვლივ.
► წაიკითხეთ იოანეს 4:27-34 ერთად. განიხილეთ იესოსა და მოწაფეების საკვებთან დამოკიდებულების განსხვავება. რას გულისხმობდა იესო ამ სიტყვებით: „მე მაქვს საჭმელი, რომელიც თქვენ არ იცით“ და „ჩემი საჭმელია - ვქმნა ჩემი მომავლინებლის ნება და დავასრულო მისი საქმე.“ თქვენი აზრით, შესაძლებელია თუ არა, რომ მოწაფეების სიყვარულმა საკვებისადმი ხელს უშლიდა იმის დანახვაში, თუ რას აკეთებდა სულიწმინდა სამარიაში?
(5) მარხვა აძლიერებს ჩვენს რწმენას და, შესაბამისად, მტერთან შებრძოლების უნარს და მისი დამარცხების საშუალებას გვაძლევს.
მე მჯერა, რომ ამდენი კარგი ქრისტიანის უძლურებისა და სისუსტის მიზეზი არის ის, რომ ისინი ხშირად არ მარხულობენ, მათეს 17-ში, მოწაფეები აღმოჩნდნენ სიტუაციაში, როდესაც ვერ შეძლეს ბოროტი სულის გამოდევნა ახალგაზრდა ბიჭისგან. იესო განმარტავს, რომ პრობლემა იყო ურწმუნოება: „მაშინ განმარტოებით მიუახლოვდნენ მოწაფეები იესოს და ჰკითხეს: “ჩვენ რატომ ვერ შევძელით მისი განდევნა?”ხოლო მან უთხრა: “თქვენი მცირე რწმენის გამო” (მათ. 17:19-20). შემდეგ მან განაგრძო სწავლება და უთხრა: „ეს მოდგმა კი მხოლოდ ლოცვითა და მარხვით განიდევნება” (მათ. 17:21).
რა კავშირშია მხურვალე ლოცვას, მარხვას და რწმენას შორის? გულწრფელი ლოცვა (ლოცვა მარხვით) აძლიერებს რწმენას და ზრდის ჩვენს ძალასა და ეფექტურობას ღვთისადმი მსახურებში. ჩვენ სულიერ ბრძოლაში ვართ ჩართულნი; ლოცვისა და მარხვის გარეშე, ჩვენ ვერასდროს განვიცდით ღვთის ხსნას ისე, როგორც მას სურს მისი გამოვლინება. პავლე ხშირად აღმოჩნდებოდა ხოლმე დიდი სულიერი კონფლიქტის შუაგულში და ამიტომ ხშირად მარხულობდა (2კორ. 11:27-28).
ჩემი ძმები და დები, რომლებიც მსახურობენ განვითარებად ქვეყნებში, ხშირად ეწინააღმდეგებიან დემონურ წინააღმდეგობას. მათ იციან, რომ ლოცვისა და მარხვის გარეშე ისინი ვერასდროს ნახავდნენ სულიერ სიძლიერეს. ისინი სერიოზულად აღიქვამენ იესოს სიტყვებს და შესაბამისად განიცდიან ღვთიური ძალის დიდ გამოვლინებებს.
მარხვის ორი ძირითადი ფორმა ბიბლიაში.
ნორმალური მარხვა - თავის შკავება ყველა სახის საკვებისგან, როგორც მყარი ასევე თხევადისგან, მაგრამ არა წყლისგან.
ნაწილობრივი მარხვა- საკვების შეზღუდვა, მაგრამ არა საკვების სრული აკრძალვა (დან. 10:3).
პრაქტიკული რჩევები მარხვის დასაწყებად
1. გაითვალისწინეთ თქვენი ფიზიკური მდგომარეობა და დაიცავით ექიმის რეკომენდაციები.
2. დაიწყეთ 24-საათიანი ნაწილობრივი მარხვით. სადილიდან სადილამდე (ორი კვება). დალიეთ მხოლოდ ხილის წვენები. სცადეთ ეს კვირაში ერთხელ რამდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში.
3. სცადეთ ნორმალური მარხვა 24 საათის განმავლობაში. დალიეთ მხოლოდ წყალი. საჭიროების შემთხვევაში მიიღეთ ვიტამინები. გააკეთეთ ეს ყოველკვირეულად.
4. გარკვეული პერიოდის შემდეგ, გადადით ნორმალურ 36-საათიან რეჟიმზე. ვახშამიდან საუზმეზე მეორე დღეს (სამჯერადი კვება). გააკეთეთ ეს კვირაში ერთხელ რამდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში.
5. სცადეთ მარხვა რამდენიმე დღის განმავლობაში. ასე შეიძლება მოიპოვოთ მნიშვნელოვანი სულიერი გარღვევა/მიღწევა თქვენს ცხოვრებაში.
6. აქციეთ მარხვა თქვენი ცხოვრების ჩვეულებრივ ნაწილად! იგრძენით ცარიელი კუჭის ტკივილი და ღმერთს დაეყდენით, რომ თავისი მადლით აგავსოთ.
► თავისუფლად გაუზიარეთ სხვებს დამოწმებები ამ დისციპლინასთან დაკავშირებით. იმარხულეთ ამ კვირაში და მოემზადეთ, რომ დაბრუნდეთ შემდეგ კვირაში და ისაუბროთ თქვენს გამოცდილებაზე.
უბრალოების/გულუბრალოების სულიერი დისციპლინა:
„ვერცხლისმოყვარენი ნუ იქნებით; დასჯერდით იმას, რაც გაქვთ, რადგან თქვა: “არ მიგატოვებ და არ დაგაგდებ” (ებრ. 13:5).
გულუბრალოების დისციპლინის მნიშვნელობა
უბრალოების დისციპლინა არის ღვთის პრიორიტეტებზე ფოკუსირება და შესაბამისად ცხოვრების წესის შეცვლა. ეს იწყება შინაგანი დამოკიდებულებით, რომ უარვყოთ ყველა სიამოვნება, გარდა ცხოვრებაში ღმერთის შეცნობის და მისადმი მსახურების უმაღლესი სიამოვნებისა. ეს იწვევს ცხოვრებისეულ არჩევანს, რომელიც შეესაბამება ამ დამოკიდებულებას.
გარეგანი უბრალოება იმაშია, რომ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ, რომ ჩვენი ცხოვრება უფრო სულიერი და პრაქტიკულად ეფექტური გახდეს; რომ თავი დავანებოთ ყველაფერს, რაც ჩვენს სიხარულს იპარავს; ჩვენი ცხოვრებიდან არეულობის, ქაოსის, ეჭვების თავიდან მოშორება, რომელიც გვაწუხებს და ისევე როგორც იმ ქმედებებისგან თავის დაღწევა, რომლებსაც ჩვენზე გავლენა აქვს.
ღმერთი ყველა ქრისტიანს მოუწოდებს შინაგანი უბრალოებისკენ. ეს არის - ერთსულოვანი სიყვარული ღმერთისა და ხალხისადმი და ერთსულოვანი მიძღვნა, რომ უპირველეს ყოვლისა ვეძებოთ მისი სასუფეველი (ფს. 26:4, ფს. 39:8; მათეს 6:33). მაგრამ შინაგანი უბრალოების შენარჩუნება მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც ჩვენ განზრახ ვგეგმავთ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას უბრალოებაში. ბევრ ქრისტიანს სურს უფრო თავისუფალი და კმაყოფილი ცხოვრებით ცხოვრება, მაგრამ ზედმეტი დაგეგმვის, ზედმეტი ლაპარაკის, ზედმეტი ვალდებულების, ზედმეტი ხარჯვის, ზედმეტი შეგროვების, ზედმეტი მუშაობის და ზედმეტი მოვლის მავნე ჩვევები ხელს უშლის მათ, იცხოვრონ იმ ცხოვრებით, რომელიც ასე სურთ.
უბრალოება იესოს ცხოვრებაში
იესომ უბრალოების დისციპლინის მაგალითი თავისი სიტყვებითა და საქმეებით დაამკვირდრა. როდესაც ვკითხულობთ მისი ცხოვრების ამბებს, ის არასდროს ჩქარობს, მაგრამ ის ბევრს აღწევს. მისი საქმიანობა ყოველთვის მიზანმიმართული იყო (ლუკ. 4:43). სულიწმიდა მას ყოველთვის ხელმძღვანელობდა მნიშვნელოვანი, მიზანმიმართული გზებით (ლუკ. 4:43). ის უბრალოდ ბევრს კი არ მუშაობდა; გონივრულად/ბრძნულად მუშაობდა, ყოველთვის აკეთებდა იმას, რაც მამას აამებდა (ინ. 4:34).
იესოს ცხოვრება არ იყო იოლი, მაგრამ იყო უბრალო. მან იცოდა რაში მდგომარეობდა მისი ცხოვრების არსი და ადრეული ბავშვობიდან, მამის საქმის აღსრულებას ემსახურებოდა (ლუკ. 2:49). როდესაც იესო ლაპარაკობდა, ის არასოდეს იყო მრავალსიტყვა (ინ. 14:10). მისი „კი" ნიშნავდა „კი"ს, ხოლო "არა" ნიშნავდა „არა"ს (მათ. 5:37). მან უბრალოების ცხოვრების წესი აირჩია (2კორ. 8:9). იესო თავისი დღის უდიდეს ნაწილს “ღვთიურ ჩარევას" უთმობდა და თითოეულ ამ ჩარევას მადლით იღებდა (მათ. 9:20). ხალხი და არა მატერიალური საგნები, ყოველთვის იყო მისი პრიორიტეტი - განსაკუთრებით ის ადამიანები რომლებსაც გამოსყიდვა/ხსნა სჭირდებოდათ და მოწაფეები, რომლებსაც სწავლება სჭირდებოდათ. ცხოვრობდა მოგზაური მახარობლის ცხოვრებით, სხვების მხარდაჭერით. ის დაკრძალეს სხვის მიერ დათმობილ სამარხში. როდესაც იესო ჯვარზე მოკვდა, მისი ერთადერთი მიწიერი ქონება იყო ტანსაცმელი. იესოს ცხოვრებაში უბრალოების დისციპლინამ, განაპირობა მისი ფოკუსირება პრიორიტეტებზე, რომელიც მამისგან ჰქონდა.
უბრალოების დისციპლინა ბიბლიაში
ბიბლია არ შეიცავს რიგ წესებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გავაუბრალოოთ საკუთარი ცხოვრება, მაგრამ მასში არის არაერთი გაფრთხილება და შეგონება. იესომ ომი გამოუცხადა მატერიალიზს. ის ასწავლიდა, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ვემსახუროთ ღმერთს და ფულს. ის გვაფრთხილებდა, საგანძურის დედამიწაზე დაგროვების (მათ. 6:21). და სიხარბის წინააღმდეგ. მან თქვა: “იფხიზლეთ და დაიცავით თავი ანგარებისგან, რადგან ადამიანის სიცოცხლე მისი ქონების სიუხვეზე როდია დამოკიდებული” (ლუკ. 12:15). მან მოსთხოვა, რომ მდიდარ ახალგაზრდა მმართველს გაეყიდა ყველაფერი, რაც გააჩნდა, რათა გაჰყოლოდა მას (მათ. 19:16-22). პავლემ თქვა, რომ გამდიდრების მსურველები განსაცდელში ცვივიან (1ტიმ. 6:9). მეფსალმუნე გვაფრთხილებს: „თუ გაგიმრავლდა სიმდიდრე, გულს ნუ მიიდრეკ მისკენ” (ფს. 61:10).
უბრალოების ძალა სულიერ ფორმირებაში.
უბრალოების მიზანია გაგვათავისუფლოს ჩვენ. ჩვენი ცხოვრების უბრალო ცხოვრების წესი გვათავისუფლებს მატერიალიზმის ტირანიისგან და გვაძლევს იმის საშუალება, რომ უფრო და უფრო მეტი დრო და რესურსი ღვთის სასუფეველში ჩავდოთ ინვესტიციად, რაც გვიხსნის ჩვენი დამოკიდებულებისგან, რომ ადამიანებისთვის მოსაწონი და მისაღები ვიყოთ. უბრალოება ჩვენს სამსახურსა თუ მსახურებაში, გვათავისუფლებს, რათა ვაკეთოთ ის, რისთვისაც მოწოდებულები და არჭურვილები ვართ და თანაც კარგად ვაკეთოთ ჩვენი საქმე. ჩვენი სიტყვების/საუბრის უბრალოება გაგვათავისუფლებს პირობის და ვალდებულებების მიცემისგან, რომლის შესრულებაც არ შეგვიძლია და შეგვაძლებინოს შევასრულოთ ის რასაც ვპირდებით.
უბრალოების საფრთხეები.
ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ გარკვეული საფრთხეების მიმართ:
[9](1) არსებობს რელიგიურობის საფრთხე.
სულიწმინდა არ გვიძღვება ყველას ერთი და იგივე ცხოვრების წესის არჩევისკენ. ჩვენი ტანსაცმლის ხარისხი ან სტილი, რომელსაც ვატარებთ, სახლები, რომლებშიც ვცხოვრობთ თანხის ოდენობა, თუ რამდენს დავზოგავთ ან გავცემთ, ღმერთის მიმართ ჩვენი დამოკიდებულების შესაბამისია. ნუ გნვსჯით ერთმანეთს.
(2) არსებობს საფრთხე უარვყოთ ყოველივე მატერიალური, მისი ბოროტებად მიჩნევის გამო.
უბრალოება არ ნიშნავს მატერიალურ საკუთრებაზე უარის თქმას (თუ იესო არ მოითხოვს ამას), არამედ მისთვის სათანადო ადგილს მიჩენას გულისხმობს.
(3) არსებობს ღვთის მადლისმიერ ნიჭებზე/საჩუქრებზე უარის თქმის საშიშროება.
პავლე ღვთის კურთხევად თვლიდა როგორც სიმდიდრეს/სიუხვეს, ასევე სიღრიბეს (ფლპ. 4:12). თუ ღმერთი გაკურთხებთ, გიხაროდეთ და ნუ გრცხვენიათ! თუ იტანჯებით და განსაცდელში ხართ, „ ყოველივე სიხარულად ჩათვალეთ“!
პრაქტიკული რჩევები უბრალოების დისციპლინის ცხოვრებაში გასატარელებლად
1. ნუ იქნებით დამონებული ვალებით (იგ. 22:7).
2. შეიძინეთ საგნები მათი ხარისხისა და სასარგებლო თვისებების გამო, და არა მათი ტრენდულობის გამო.
3. განავითარეთ ნივთების გაცემის ჩვევა (ლუკ. 3:11; იგ. 11:24).
4. ისწავლეთ ისიამოვნოთ საგნებით მათი ფლობის გარეშე.
5. ისწავლეთ ცხოვრების უბრალო მხარეებით და მოვლენებით ტკბობა, განსაკუთრებით გიყვარდეთ ღვთის მიერ შექმნილი სამყაროს ბუნებრივი საოცრებები.
6. მოერიდეთ გამდიდრების სქემებს, რომლებიც სიხარბის სულის კვებავსვს (იგ. 28:20).
7. გაეცით მხოლოდ ის დაპირებები და ვალდებულებები, რომელთა შესრულებასაც შეძლებთ (ფს. 75:11; იგ. 20:25; მათ. 5:37).
8. შეეცადეთ დაამსხვრიოთ ფულის ტირანია თქვენი დიდსულოვნებით (იგ. 11:25; 22:9).
9. მოერიდეთ ყველაფერს, რაც ხელს გიშლით, რომ უპირველეს ყოვლისა ეძიოთ ღვთის სასუფეველი და მისი სიმართლე.
► ქვემოთ მოცემულ სივრცეში, ჩამოწერეთ მინიმუმ სამი საშუალება, რომლითაც იცით, რომ შეძლებთ თქვენი ცხოვრების გაუბრალოებას, რომ უფრო მეტი ყურადღება გაამახვილოთ თქვენს ბიბლიურ პრიორიტეტებზე. მოინდომეთ, რომ ეს ცვლილებები ღვთის წყალობით განახორციელოთ და მოემზადეთ, რომ შემდეგი შეხვედრის დროს, ამის შესახებ დამოწმება გაუზიაროთ თქვენს ჯგუფს.
| ჩემი ცხოვრების გაუმარტივების სამი გზა |
|---|
|
|
თითქმის შეუძლებელია მთელი დღე გავატაროთ ადამიანებთან ერთად მუდმივად საუბარში და არ განვიცდიდეთ სულში დანაკარგებს, რაიმე სახით და დოზით და არ გამოვიწვიოთ სულიწმიდის დანაღვლიანება. ჩვენ ყოველდღიურად გვესაჭიროება განცალკევება ამ ქვეყნიერებისგან, თუნდაც მხოლოდ დილა-სარამოს, რათა ვესაუბროთ ღმერთს, უფრო თავისულად ვიურთიერთოთ და მოზიარეობა ვიქონიოთ ჩვენს მამასთან, რომელიც დაფარულშია. - ჯონ ვესლი
პირველ რიგში, [მარხვა] უფლისთვის უნდა ხდებოდეს, მზერა მხოლოდ მას მივაპყროთ. ჩვენი განზრახვა უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ, რომ განვადიდოთ ჩვენი ზეციერი მამა.
- ჯონ ვესლი.
ზოგი მარხვას აყენებენ ყველა საღვთო წერილისა და მიზეზის ზემოთ; სხვები კი სრულიად უგულებელყოფდნენ მას. – ჯონ ვესლი
ჩვენი ადამიანური სურვილები ჰგავს მდინარეებს, რომლებიც გადმოდიან და ტბორავენ ნაპირებს, ხოლო მარხვა აბრუნებს მათ თავის კალაპოტში– რიჩარდ ფოსტერი
იესო მოგვიწოდებს არ ვიზრუნოთ და არ ვიდარდოთ ჩვენს საკუთრებაზე/ქონებაზე. (ლუკ. 6:30).
– როჩარდ ფოსტერი
(1) ამ კვირაში მინიმუმ ოცდაათი წუთი დაუთმეთ ამ გაკვეთილის განხილვას ბიბლიური მუხლების ჩათვლით, სთხოვეთ სულიწმიდას მოგცეთ გამოცხადება.
(2) ჩაწერეთ თქვენს დღიურში ნებისმიერი კონკრეტული ცვლილება, რომელიც უნდა განხორციელდეს თქვენს ცხოვრებაში, რადგან უფალი გამოავლინა ისინი.
(3) იფიქრეთ(ჩაუღრმავდით) მინიმუმ ერთ ფსალმუნზე თქვენს ყოველდღიურად განსაზღვრულ დროს და თქვენს დღიურში ჩაწერეთ, თუ რას ამბობს მეფსალმუნე ღვთის ბუნებასა და ხასიათის შესახებ.
(4) ჩაწერეთ თქვენს დღიურში პირადი ლოცვა სულიერი ტრანსფორმაციისა და ზრდისთვის, ამ გაკვეთილის საფუძველზე.
(5) გამოიყენეთ დოქტორ ბრაუნის ყოველდღიური ლოცვების სახელმძღვანელოს თქვენი ყოველდღიური პირადი ლოცვის დროს. PDF აქ წვდომა
(1) რა არის სულიერი დისციპლინების ორი სარგებელი, რომლებიც განხილულია ამ გაკვეთილზე??
(2) როგორ მიბიძგებენ სულიერი დისციპლინები, რომ უფრო მეტად ვისიამოვნო/დავტკბე ღმერთით?
(3) მოიყვანეთ ბიბლიური მუხლი, რომელშიც ნაჩვენებია რამდენად მნიშვნელოვანი იყო განმარტოება იესოს ცხოვრებაში.
(4) რას ნიშნავს მედიტაცია?
(5) რა არის მარხვის ოთხი ძლიერი შედეგი?
(6) რიჩარდ ფოსტერის თანახმად, “ჩვენი ადამიანური სურვილები ჰგავს ___________ რომლებიც გადმოდიან და ტბორავენ ____________”
(7) დაასახელეთ მარხვის სამი ფორმა.
SGC exists to equip rising Christian leaders around the world by providing free, high-quality theological resources. We gladly grant permission for you to print and distribute our courses under these simple guidelines:
All materials remain the copyrighted property of Shepherds Global Classroom. We simply ask that you honor the integrity of the content and mission.
Questions? Reach out to us anytime at info@shepherdsglobal.org
Total
$21.99By submitting your contact info, you agree to receive occasional email updates about this ministry.
Download audio files for offline listening
No audio files are available for this course yet.
Check back soon or visit our audio courses page.
Share this free course with others