გაკვეთილის მიმოხილვა
განიხილეთ გაკვეთილი 3-ს ძირითადი პუნქტები. კითხეთ სტუდენტებს, ვის სურთ გაზიარონ გაკვეთილი 3-ს დროს ჩაწერილი პირადი ლოცვები. ასევე მიმოიხილეთ სულიერი ფორმირებისთვის საჭირო სამშენებლო ბლოკები.
Search through all lessons and sections in this course
Searching...
No results found
No matches for ""
Try different keywords or check your spelling
1 min read
by Tim Keep
განიხილეთ გაკვეთილი 3-ს ძირითადი პუნქტები. კითხეთ სტუდენტებს, ვის სურთ გაზიარონ გაკვეთილი 3-ს დროს ჩაწერილი პირადი ლოცვები. ასევე მიმოიხილეთ სულიერი ფორმირებისთვის საჭირო სამშენებლო ბლოკები.
ამ გაკვეთილის ბოლოს, სტუდენტმა/მოსწავლემ უნდა:
(1) იცოდეს სად უნდა მოძებნოს პასუხები, თუ ვინ არის ღმერთი.
(2) ესმოდეს სამი მნიშვნელოვანი გზა, რომელითაც ღმერთი ავლენს საკუთარ თავს.
(3) ესმოდეს, რამდენად მნიშვნელოვანია ღმერთის შეცნობა სულიერი ფორმირებისთვის/ჩამოყალიბებისთვის.
(4) შეეძლოს ღმერთის ზოგიერთი ძირითადი თვისების არგუმენტირება/გადმოცემა.
(5) ესმოდეს რაოდენ სრულყოფილად ავლენს იესო ღვთის ბუნებას.
მას შემდეგ რაც ადამიანი ცოდვაში ჩავარდა ედემის ბაღში, მას ცდუნება აქვს დაიჯეროს ყველაზე უარესი ღმერთის შესახებ. მაგრამ ჩვენ არასდროს გვაიძულებდნენ გვემოქმედა ან მიგვებაძა ღმერთისთვის, რომელსაც არ ვენდობით. ზოგიერთ გულწრფელ მორწმუნეს უჭირს ქრისტეს მსგავსების მიღება, რადგან ისინი იესოში ვერ ხედავენ იმ სიმშვენიერეს, რასაც სხვები ხედავენ.
უბედურების მსხვერპლები
როდესაც სტიქიური უბედურებები, ტერორისტული აქტები ან ფართოდ გავრცელებული დაავადებები ერს უქმნის პრობლემას, ზოგი სულიერი ლიდერი ამტკიცებს, რომ ეს არის ღმერთის რისხვა და სასჯელი. ბევრი ქრისტიანი ვერვ ეგუება ამ შეხედულებას ღმერთზე, განსაკუთრებით მაშინ, როცა სხვა მორწმუნეებიც ისევე იტანჯება ამ უბედურებით, როგორც ურწმუნოები.
ბიბლიის სკოლის სტუდენტები
ბიბლიის სკოლის რამდენიმე სტუდენტი ყოველკვირა ხვდებოდნენ თავიანთი კოლეჯის პრეზიდენტს მოწაფეობისთვის მცირე ჯგუფებში. ერთერთ ასეთ საღამოზე, მათმა პრეზიდენტმა და მენტორმა იკითხა:„ახლა იესო რომ შემოსულიყო ამ კარში და პირდაპირ შენთვის შემოეხედა თვალებში, როგორ ფიქრობ, როგორი გამომეტყველება ექნებოდა მას სახეზე?“ სტუდენტები ასეთი შეკითხვით გაკვირვებულნი დარჩნენ, მაგრამ მან დააფიქრა. რამდენიმე მათგანს სჯეროდათ, რომ იესო მათ იმედგაცრუებით შეხედავდა. მას სახეზე ეწერებოდა - „უკეთესად შეგიძლია.“ მინიმუმ ერთ სტუდენტს მაინც ეჯერა, რომ იესო გაბრაზებით შეხედავდა. ერთი ახალგაზრდა ქალი კი ატირდა და ისე აღელდა, რომ ვერ გასცა პასუხი. მხოლოდ ერთ სტუდენტი იყო დარწმუნებული, რომ თუ იესო სემოვიდოდა იმ კარში, ის მომღიმარი იქნებოდა!
ახალგაზრდა ცოლი და დედა
ტრიშას, ახალი ქრისტიანის სწავლება და მცდელობა მის დასამოძღვრად და მისი „გზის“ წარსამართად დამკვიდრებული და სრულყოფილი ქრისტიანული ცხოვრებისკენ არ ჩანდა ადვილი საქმე. ის გაიზარდა ძალადობრივ, არასრულფასოვან ოჯახში, სადაც ძალიან ცოტა ჰქონდა დადებითი როლების მაგალითები. მოზარდობის ბოლო წლებში ის დაუკავშირდა ადამიანებს, ვინც საკუთარ თავს ქრისტიანებს უწოდებდნენ, რომლებმაც მას ოჯახში აგრძნობინეს ტავი, მაგრამ ვინც ასევე „ტვინი გამოურეცხეს“ მას "ქრისტიანობის" უაღრესად დამახინჯებული, უღირსი ფორმით.
ამ ზეგავლენის ქვეშ მყოფი ტრიშა, ვერასოდეს გრძნობდა თავს ღირსად. იმის ნაცვლად, რომ ხსნის სიხარული განეცადა, ის გამუდმებით ებრძოდა ეჭვს, უიმედობას და სირცხვილს. ის სულიერად ძალზედ დაიბნა. მან არ იცოდა როგორ განესხვავებინა ძირითადი, მნიშვნელოვანი ბიბლიური მოძღვრება, მეორეხარისხოვანი, მისი ეკლესიისმიერი მოძღვრებისგან. როდესაც ვერარ გაუძლო ზეწოლას, ტრიშა წამოვიდა იმ ეკლესიიდან და დაიწყო იმ ეკლესიაში დასწრება, რომელსაც მე ვმოძღვრავდი. ერთ კვირას, ის წამოდგა და დამოწმება წარმოსთქვა, ძალიან დაღლილი და სასოწარკვეთილი ხმით მან დაასრულა ეს „დამოწმება“ ასეთი სამწუხარო, მაგრამ მრავლისმეტყველი აზრით:„ყველანაირად ვცდილობ გადარცენა შევინარჩუნო!“ ტრიშასთვის ღმერთი ძალიან მომთხოვნია; მისთვის მსახურება ტვირთია, ხოლო მისი ამება სეუძლებელი.
როდესაც ვეცადე განმემარტა ტრიშასთვის სახარების ჭეშმარიტება და სწავლება ღვთის მადლის შესახებ, მომეჩვენა, რომ ის ეჭვის თვალით მიმზერდა. მგონი ფიქრობდა, ხომ არ ვიყავი ერთერთი „ქვეყნიური“ მოძღვარი, რომლის შესახებაც მისი პირველი ეკლესიური ოჯახი აფრთხილებდა. იქნებ მე მას ქრისტიანული ცხოვრების იაფფასიან ვერსიას ვთავაზობდი. იქნებ ქრისტიანად ყოფნა უნდა იყოს რთული, მე კი ვუიოლებდი მას!
მორწმუნე ტკივილში
ძალიან ღარიბი ფერმერის ცოლს, რომელიც აზიის პატარა სოფელში გავიცანი, უცებ იდუმალი მუწუკებით დაიფარა, რომელიც მთელს მის სხეულს მოედო. კვირეების განმავლობაში უსაზღვროდ იტანჯებოდა ტკივილით. მისი ექიმის მიერ გამოწერილი არცერთი საშუალება არ აღმოჩნდა ეფექტური. ერთ დღეს აყვავების თეორიის მქადაგებელი მახარობელი, საევანგელიზაციო მსახურებას ატარებდა მისი სოფლის მახლობლად და მისმა ოჯახმა წაიყვანა ქალი მასტან სესახვედრად. მახარობელი აცხადებდა, რომ რადგან ავადმყოფობა და ტანჯვა ცოდვის შედეგებია, ყოველთვის ღვთის ნებაა, რომ ფიზიკური განკურნება მოხდეს. ის ქადაგებდა ფიზიკურ განკურბნებას, როგორც კურთხევას, რომელიც ყველა მორწმუნემ უნდა აღიაროს, მოითხოვოს კიდეც, როგორც მისი კუთვნილი მემკვიდრეობა! ის ამბობდა, რომ ვისაც საკმარისი რწმენა გააჩნია და გაიღებს „თესლს“ შესაწირავის დასათესად, დაუყოვნებლივ განიკურნებოდა. სასოწარკვეთისგან, ამ საბრალო ქალმა გაიღო ყველაფერი რაც გააჩნდა და გულწრფელად „სწამდა“ განკურნების და გულმხურვალედ ლოცულობდა. ის არ განიკურნა. რატომ? არ იცოდა. შესაძლოა ღმერთის თვალში ის ღირსი არ იყო. მას რწმენა შეელახა. მან ის ადგილი ღმერთის მიერ მიტოვებულის შეგრძნებით დატოვა.
ასაკოვანი ქრისტიანი
ვიცნობ ერთ ასაკოვან ქრისტიანს, რომელსაც ტანჯავს ღმერთზე ფიქრები. ეს ქალი ფიქრობს, რომ ის ცუდი რამეები, რაც მას ემართება, ღვთის სასჯელია მისი დაუმორჩილებლობის გამო ღვთის ყველა განზრახვის/გულის წადილის მიმართ. ერთხელ მას ისეთი განცდა დაეუფლა, თითქოს ღმერთი მოუწოდებდა მას კონკრეტულ გამოღვიძების მსახურებას დასწრებოდა; მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ის და მისი მეუღლე ცუდად გრძნობდნენ თავს, მათ გადაწყვიტეს არ წასულიყვნენ. და როდესაც ის დაეცა და მკლავი მიტეხა, დარწმუნებული იყო, რომ ეს ღმერთის სასჯელი იყო მისი „დაუმორჩილებლობისთვის.“ ეს ძვირფასი ქალბატონი უდიდეს შფოთსა და შიშში ცხოვრობს.
ფერმერი აზიაში
ამას წინათ მიამბეს ფილიპინელი ქრისტიანი ფერმერის შესახებ, რომელმაც აღიარა თავისი გაბრაზება და დაბნეულობა მისი ეკლესიური ოჯახის მიმართ. ”მე ეს არ მესმის!” - შესძახა მან. ”რატომ არის, რომ ჩემი ხახვის მოსავალი უხარისხო და მწირია, ხოლო ჩემი არაქრისტიანი მეზობლისა კი ჯანმრთელი და უხვი? ღმერთი უსამართლოდ მეჩვენება! რადგან მე ქრისტიანი ვარ, განა ღმერთმაჩემს მეზობლისაზე უფრო მეტად ჩემი ხახვი არ უნდა აკურთხოს? ”
მოზარდების ჯგუფი მექსიკაში
მექსიკაში მოზარდების ჯგუფს ეკრძალება სპორტული თამაშები ეკლესიის ეზოში. ”ეს არის წმინდა ადგილი!” მორალს უკითხავენ მათ დროდადრო, "და თუ სპორტით გინდათ დაკავდეთ, ეს უნდა გააკეთოთ ღვთის სახლიდან შორს!" ამ ეკლესიის ლიდერები, ისევე როგორც მოზარდები, ცდომილებაში არიან სულიერები შესახებ. მრავალი მოზარდი, რომლებსაც ზარდასრული ოჯახისწევრები ყავთ ამ ადგილობრივ ეკლესიაში, ღმერთს შორდებიან.
► როგორ ფიქრობთ, ამ ამბებში მოყვანილ პიროვნებებს როგორი წარმოდგენა/რწმენა აქვთ ღმერთის შესახებ? როგორ მოქმედებს მათი შეხედულებები ღმერთზე მათი ცხოვრების ჩამოყალიბებაზე?
უდაოდ ერთერთ უდიდეს ზეგავლენას ჩვენს სულიერ ფორმირებაზე ახდენს ჩვენი შეხედულება ღმერთის შესახებ. ჩვენი შეხედულება ღმერთის შესახებ დიდ გავლენას ახდენს თქვენს ცხოვრებაზე სწორედ ახლა. ის ასევე ზემოქმედებს თქვენს სეხედულებაზე საკუთარ თავზე. ასევე გავლენა აქვს თქვენს ურთიერთობებზე სხვებთან. ის მოქმედებს თქვენს ურთიერთობებზე ღმერთთან. ყურადღებით წაიკითხეთ ა. თოზერის ეს სიტყვები:
არაფერი არ ახდენს შინაგანი კაცის(მშვინვის) გადაგვარებას და დეფორმირებას, როგორც დაბალი ან უღირსი წარმოდგენა ღმერთზე. ცალკეული სექტები, როგორც მაგალითად ფარისევლები, სანამ ისინი თვლიდნენ, რომ ღმერთი მკაცრი და ულმობელი იყო, მოახერხეს გარეგნული ზნეობის საკმაოდ მაღალი დონეზე შენარჩუნება; მაგრამ მათი სიმართლე მხოლოდ გარეგნული იყო….ფარისეველთა ღმერთი იყო მმომთხოვნი ღმერთი, ვისი ამებაც ადვილი არ იყო, ამიტომ მისი რელიგიაც გახდა პირქუში, მძიმე და უსიყვარულო...
რა კარგი იქნებოდა, რომ შეგვძლებოდა გაგვეგო, რომ ღმერთთან შეწყობა, მასთან ცხოვრება ადვილია. მას ახსოვს რომ სუსტნი და შეზღუდულნი ვართ და უწყის, რომ მტვერი ვართ. შესაძლოა ხანდახან დაგვსაჯოს კიდეც, მართალია, მაგრამ ამასაც კი ღიმილით აკეთებს, - ამაყი, მამის თბილი ღიმილით, რომელსაც კმაყოფილება ავსებს თავისი არასრულყოფილი, მაგრამ იმედისმომცემი ძის(შვილის) გამო, რომელიც ყოველდღიურად მოდის მასთან, რომ უფრო და უფრო დაემსგავსოს იმას, ვისი შვილიცაა.[1]
რისიც გვწამს ღმერთის შესახებ მნიშვნელოვანია.
იობის მეგობრები ფიქრობდნენ, რომ ღმერთი ყოველთვის წარმატებას აძლევს მართალს და სჯის დამნაშავეს, ამიტომ განსჯიდნენ და ბრალს სდებდნენ თავიანთ გატანჯულ მეგობარს როგორც ბოროტის ჩამდენს.
მეფე საული ფიქრობდა, რომ ღმერთს მსხვერპლშეწირვა უფრო მოხიბლავდა, ვიდრე მორჩილება და ამგვარად მან დაკარგა სამეფო.
მეფე დავით ფიქრობდა, რომ ღვთის კანონები მხოლოდ რჩევებს წარმოადგენდა, რის გამოც იგი გაბრაზდა ღმერთზე ყუზას სიკვდილის გამო.
ფარისევლები თვლიდნენ, რომ შეეძლოთ ღვთის წინაშე სიწმინდის მოპოვება მეტის კეთებით, ამიტომ ისინი უფრო კონსერვატიულნი და მსხვერპლიანნი გახდნენ, მაგრამ ამავდროულად სულიერად უფრო ამაყებიც და კორუმპირებულნიც.
იესოს დროს ჩვეულებრივ ხალხს სჯეროდა, რომ უბედურება და ავადმყოფობა ყოველთვის იყო ღვთის წყევლა პირადი ან ოჯახური ცოდვის გამო, ამიტომაც ისინი თანდაყოლილ დეფექტებს ან თავზე ჩამოქცეულ კოშკებს თვითონ მსხვერპლებს აბრალიდნენ (იოან. 9:3; ლუკ. 13:2, 5).
მოწაფეებსაც კი სჯეროდათ, რომ იესო სექტანტური შეხედულების იყო, ამიტომ ისინი გმობდნენ ღვთისმოსავ მუშაკებს, რომლებიც მათი გუნდის ნაწილი არ იყვნენ.
მართლაც მნიშვნელოვანია რისი გვწამს ღმერთის სესახებ!
კითხვა, რომელზეც პასუხის გაცემა გვინდა ამ გაკვეთილში, არის შემდეგი:როგორ დავიწყოთ ღმერთზე ჯანსაღი შეხედულების შემუშავება? როგორ განვავითაროთ სულიერი „ყურები,” რომ უფრო მკაფიოდ მესმოდეს ღმერთის ხმა და „თვალები,” რომლებიც უფრო ნათლად დაინახავს მას?
ღმერთი მარადიულად უცვლელია, მაგრამ ჩვენი ხედვა ხშირად იბინდება ღრუბლებით:ტრადიციის, არასწორი შეხედულებების, ცოდვის, სიამაყის ღრუბლებით, ზოგჯერ სულიერი შეურაცხყოფის ღრუბლებითჩვენ ვიყალიბებთ ჩვენს წარმოდგენებს თუ როგორია ღმერთი იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელას ვიღებთ საკუთარ ოჯახებში, ეკლესიაში, იმ გარემოს კულტურიდან, რომელშიც ვცხოვრობთ. რათქმაუნდა ყველაფერი მცდარი არ არის, რასაც აქედან ვსწავლობთ, მაგრამ რარაც მაინც მცდარია. ას რომ ყველას ცხოვრებაში ღმერთის პიროვნების წარმოსახვაა ნაწილობრივ მაინც ბუნდოვანია. ჩვენი სულების მტერმა ამაზე იზრუნა. სულიერ ფორმირებას შეუძლია დაგვეხმაროს მოვიშოროთ ყველაფერი, რაც ფარავს ღვთის ჭეშმარიტ სახეს.
როდესაც პატარა ბიჭი ვიყავი, ჩემი ოჯახი ვაშინგტონის ულამაზეს შტატში ცხოვრობდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში. იმ დღეების ერთ – ერთი საყვარელი მოგონებაა, როდესაც მოვინახულეთ მთა. დიდებული 4,392 მეტრიანი მთა მაუნტ-რეინირი, რომლის მწვერვალიც უღრუბლო დღეს ალბათ ასი მილის მანძილზეც ჩანდა!
ერთ დღესაც, როდესაც მამაჩემს ჩვენი ოჯახი მანქანით მიყავდა გზაზე მთა მაუნტ-რეინირის ძირში, ჩვენ იმედგაცრუებულნი ვიყავით იმით, რომ არ შეგვეძლო მწვერვალის დანახვა მთელი დღის განმავლობაში, რადგან ის ღრუბლებით იყო დაფარული. მახსოვს, გარინდული ვუყურებდი ჩვენი საოჯახო ავტომობილის უკანა ფანჯრიდან მხოლოდ იმ იმედით რომ მას თვალს მოვკრავდი, როდესაც უეცრად ღრუბლები გადაიყრებოდა, და აი ისიც! ის თვალწარმტაცი და დიდებული იყო! დღემდე ვერ ვპოულობ სიტყვებს, რომლებიც აღწერს იმ მთის მწვერვალის გასაოცარ სანახაობას, ცისფერი ცის ფონზე, რომელიც ორი კილომეტრის სიმაღლეზე იყო ჩვენს ზემოთ.
მშვენიერი დღეა მორწმუნის ცხოვრებაში, როდესაც ღრუბლები ქრება და ის ღმერთის დანახვას შეძლებს - ყველაზე სრულყოფილად და მშვენივრად ღმერთმა საკუთარი თავი იესოში გამოავლინა!
ამ გაკვეთილში ვისწავლით, რომ ღმერთზე უფრო ნათელი და ჯანსაღი შეხედულება ჩამოყალიბდება რამოდენიმე გზით:
1. მედიტაციით იმაზე, თუ როგორ გამოგვიცხადა ღმერთმა საკუთარი თავი, განსაკუთრებით ქმნილებასა და წმიდა წერილებში. ჩვენ აზროვნების ღმერთის არასწორი წარმოდგენებისა და ხატებებისგან გათავისუფლების მცდელობა უშედეგოა, თუ ჩვენ მუდმივად არ ვივსებთ გონებას ჭეშმარიტებით. ეს არის ჭეშმარიტების განმაახლებელი ქარი, რომელიც ღრუბლებს გაფანტავს.
2. ჩვენი აზრების იესოზე ფოკუსირებით, რომელშიც ღმერთმა სრულად გამოუვლინა საკუთარი თავი ადამიანებს. ჩვენ გავწვრთნით საკუთარ თავს, რომ დავინახოთ ღმერთი პიროვნებაში, იესოს სწავლებასა და გამოსყიდვის საქმეში. გავიგებთ, რომ იესოს სახით ღმერთის დანახვა უმნიშვნელოვანესია ღმერთზე შეხედულების სწორად ჩამოყალიბებისთვის.
3. ღმერთის პირადად განცდით. ჩვენ ვსწავლობთ, რომ ღმერთი ყველაზე ხშირად უფრო და უფრო მეტად გვიცხადებს თავის სიმშვენიერეს, როდესაც მასთან ერთად დავდივართ. მთელი ისტორიის განმავლობაში ღმერთმა აირჩია საკუთარი თავის შესახებ ჭეშმარიტება გამოევლინა ურთიერთობის კონტექსტში.
შემდეგ ჩვენ ვისწავლით ყოველ დღე ყველა აზრის დატყვევებას და იმ ჭეშმარიტებისთვის დამორჩილებას, რომელიც მან თავის თავზე გამოგვიცხადა.
არსებობს მრავალი გზა, რომლითაც ღმერთი საკუთარ თავს უცხადებს ადამიანს. ის ყოველ დღე ავლენს საკუთარ თავს სამყაროს სიმშვენიერესა და სასწაულებში, რომელიც მან შექმნა და ასულდგმულებს. ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, მის ხელთა საქმეებს გვამცნობს სამყარო (ფს. 18:1). დედამიწის ქმნილებათა მომხიბლავი მრავალფეროვნება, მისი შესანიშნავი მთები და მომდინარი წყაროები, მისი ოკეანეები და უამრავი მცენარეები, მისი რთული დიზაინი და მომხიბლავი საიდუმლოებები ყველაფერი მეტყველებს მის სიბრძნეზე,[1] მის ძლიერებაზე და მის ღვთაებრივ ბუნებაზე (რომ. 1:20). იესოს გონებაც დაკავებული იყო იმ სამყაროთი, რომელიც მან შექმნა და გამუდმებით ახსენებდა ამას თავის სწავლებებში (მათ. 6:26-29 როგორც მაგალითი). მაგრამ ამ გაკვეთილში, პირველ რიგში, ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ ღმერთის უფრო სრულყოფილ გამოცხადებაზე/გამოვლინებაზე.
ღმერთი საკუთარ თავს აცხადებს/ავლენს წმინდა წერილებში თავისი თვისებების საშუალებით.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია შეისწავლოს ის გზები, რაც ღმერთმა აირჩია საკუთარი თავის დასახასიათებლად. მაგალითის სახით მიიღეთ შემდეგი ფრაზა:
და გაიარა უფალმა მოსეს წინ და წარმოთქვა: “უფალი, უფალი, ღმერთი, შემბრალე და მოწყალე, რისხვაში ნელი, დიდადმოწყალე და ჭეშმარიტი (გამ. 34:6).
ეს მონაკვეთი ერთ–ერთი საუკეთესო ადგილია მთელს საღვთო წერილში იმისათვის, რომ თვალი მოკრა ღმერთის დიდებულ თვისებებს. ამ ნაწილში მოსემ, ღმერთის მეგობარმა, (გამ. 33:11). ითხოვა, რომ უფლის დიდება ეხილა. გაბედული თხოვნაა! უფალმა უპასუხა,
ჩამოვატარებ მთელს ჩემს სიდიადეს შენს წინ და განვაცხადებ ჩემს სახელს ‘უფალი’... როცა ჩაივლის ჩემი დიდება, კლდის ნაპრალში მეყოლები და ვიდრე არ ჩავივლი, ხელი მექნება შენთვის აფარებული” (გამ. 33:19, 22).
და თუმცა მოსემ მხოლოდ ღვთის ზურგის თვალის მოკვრა შეძლო და არა მისი სრული დიდების და მისი სრული სახის - იმ დღეს, (გამ. 33:23). ღვთის გამოცხადება იმდენად წმინდა, მშვენიერი და უსაზღვროდ მიმზიდველი იყო, რომ იმწამსვე მიწად დაიხარა მოსე და თაყვანი სცა მას. იმის ნაცვლად, რომ მოსე გაქცეულიყო, ღვთის ხილვამ განაპირობა, რომ მოსე ევედრებოდა ღმერთს ევლო თავის ხალხთან, „მოგვიტევე ჩვენი დანაშაული და ცოდვები და გვაქციე შენს სამკვიდროდ” (გამ. 34:9). მოსეს სურდა ამ ღმერთის მსახურებაში ყოფილოყო!
► როდესაც ლოცვის დროს ღრმად ჩაუკვირდებით ღვთის ქვემორე თვისებებს, რომლებიც ღმერთმა მოსეს გამოუცხადა/გამოუვლინა სინაის მთაზე, დაუსვით საკუთარ თავს შეკითხვა:ღმერთი, რომელიც მოსემ იხილა, არის ის ღმერთი, რომელსაც მე ვიცნობ ჩემს აზრებსა და შინაგანში?
(1) უფალი - „იაჰვე“
მოსემ შეიტყო, რომ ღმერთი არის „უფალი, უფალი ღმერთი.” როდესაც უფალი არის დაწერილი დიდი ასოებით, ეს მიუთითებს ისრაელის ღმერთის პირად სახელზე - იაჰვეზე. იაჰვე არის თავისი სამკვიდრო ხალხის მოსიყვარულე, მზრუნველი, დამცველი და გამწვრთნელი ღმერთი.
(2) თანამგრძნობი, შემბრალე
ჩამოთვლილთაგან იაჰვეს პირველი თვისება არის - „თანამგრძნობი, შემბრალე“ ღმერთი, რაც იმას ნიშნავს, რომ ის გულწრფელად ზრუნავს ადამიანებზე და მათ მიმართ ინარჩუნებს სათუთ დამოკიდებულებას, მათით დაინტერესებას და გულმოწყალებას.
(3) მოწყალე
მეორე თვისაბად იაჰვემ "მოწყალე“ დაასახელა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის აკეთებს იმ სიკეთეს, რასაც ხალხი არ იმსახურებს და იძლევა იმაზე მეტს, ვიდრე ხალხი იმსახურებს. იგი ხალხისადმი აშკარა კეთილგანწყობას იჩენს.
(4) რისხვაში ნელი
მესამე თვისება, რომლითაც იაჰვემ საკუთარი თავი დაახასიათა „რისხვაში ნელი“ ანუ "მომთმენი"-ა, რაც გულისხმობს, რომ მოთმინება აქვს ადამიანების ნაკლებად დამაკმაყოფილებელ ქცევისა და წარუმატებლობებთან მიმართებაში, მათ შორის მორალურ წარუმატებლობებთან დაკავშირებით. იაჰვე ღმერთია, რომელიც მეორე შანსს იძლევა!
(5) სიყვარული
მეოთხე, იაჰვემ საკუთარი თავი სიყვარულში (სიკეთეში/დიდმოწყალებაში) „უხვი“ გამოაცხადა, იგი კაცთმოყვარეა, „უსაზღვროა სიყვარულში“ (სიტყვასიტყვით „უდიდესი“). ებრაული სიტყვა ჰესედ, აქ თარგმნილია როგორც სიყვარული ან სიკეთე, ეს სიტყვა ბიბლიაში 175 ჯერ იქნა გამოყენებული ღმერთთამ მითითებით. ეს მეტყველებს მის დაუმსახურებელ, ურყევ სიყვარულზე და სიკეთეზე. ეს არის სიტყვა, რომელიც გვაუწყებს თანამგრძნობი, უკვდავი სიყვარულით აღსავსე ერთგულების შესახებ, რომელიც აღთქმაში მყოფ ერთ წევრს გააჩნია მეორეს მიმართ. მიუხედავად იმისა, რაოდენ მყიფე და არასაიმედო შეიძლება აღმოჩნდეს ადამიანებს ღმერთთან ურთიერთობა, ღმერთზე დაყრდნობა ყველა სიტუაციაში და ნებისმიერ დროს შეიძლება, რადგან ის თავისი დანაპირების/აღთქმების ერთგულია!
(6) ჭეშმარიტი
შემდეგი თვისება, რითიც ის საკუთარ თავს ახასიათებს, ის „უხვია ჭეშმარიტებაში,” რაც ნიშნავს, რომ რაც არ უნდა თქვას, ეს სწორი და სანდოა და მასზე დაყრდნობა შეიძლება. უნდა ვენდოთ ყველა საკითხში, თუნდაც ეს საკითხი სიკვდილ-სიცოცხლეს ეხებოდეს. მითუმეტეს მარადიული სიცოცხლის და სიკვდილის საკითხში![2]
► დაუთმეთ დრო ღვთის ამ თვისებებზე ფიქრს-მედიტაციას და ჰკითხეთ საკუთარ თავს, ჰგავს ეს იმ ღმერთს, რომელიც თქვენს ცნობიერებაშია? ღმერთი ასევე დიდებულად გამოიყურება თქვენთვის, როგორც ის მოსესთვის იყო?
ჯანსაღი შეხედულება ღმერთის შესახებ დამოკიდებულია, თუ როგორ ვუყურებთ იესოს, რომელშიც ღმერთმა სრულყოფილად გაგვიცხადა საკუთარი თავი.
იესო არის ღვთის დიდება.
► ყურადღებით წაიკითხეთ იოანეს 1:14-18.
ამ ტექსტში იოანე გვეუბნება, რომ ღვთის ის დიდება, რომლის ხილვაც მოსემ ვერ შეძლო და რომლის ხილვაც არ შეიძლებოდა, ჩვენ ვიხილეთ იესოში გაცხადებული:
და სიტყვა [ ვინც „იყო ღმერთთან,” და „იყო ღმერთი“ (ინ. 1:1.). ] გახდა ხორცი და დამკვიდრდა ჩვენ შორის... და ჩვენ ვიხილეთ მისი დიდება... მისი სისავსიდან მივიღეთ ყველამ... ღმერთი არასოდეს არავის უხილავს. მხოლოდშობილმა ძემ, მამის წიაღში მყოფმა, მან გაგვიცხადა (ინ. 1:1; 14; 16; 18).
ამ მუხლებში იოანე გვამცნობს განსაცვიფრებელ ჭეშმარიტებას, რომ იესო არის ღვთის დიდების სრული გამოვლინება და რომ იესო, რომელიც „მამის წიაღში“ იყო და რომელიც მასთან ერთია და იცნობს მას ყველაზე უფრო ახლოს, მოვიდა ჩვენს სამყაროში, რომ იგი გაეცნო ჩვენთვის და არა მხოლოდ ამისათვის, რომ უბრალოდ გვცოდნოდა მის სესახებ, არამედ, რომ ჩვენც შეგვეცნო ის ისევე ახლოს, როგორც მასში მყოფმა ძემ.
სახელი მამა, უფრო სრულყოფილად გამოვლინდა სახარებებში. ახალი აღთქმა გვიცხადებს, რომ ქრისტესადმი რწმენის მეშვეობით, ღმერთი ჩვენი მამა ხდება. მამა ის სახელია, რომელიც მხოლოდ 15ჯერ არის გამოყენებული ძველ აღთქმაში, ხოლო ახალში 245ჯერ! როგორც ღმერთის ერთერთი სახელი, ის ხაზს უსვამს ღვთის სიყვარულით სავსე მზრუნველობას, უზრუნველყოფას, დისციპლინას (წვრთნას) და ასევე გვამცნობს, როგორ უნდა მივმართოთ
მას ლოცვის დროს. იესოს მეშვეობით ჩვენ შევედით ურთიერთობასა და მოზიარეობაში მამა ღმერთთან![1]
იესოში ღმერთმა მოგვცა უფრო მეტი, ვიდრე მხოლოდ თავისი სახელები და თვისებები. მან საკუთარი თავი გვაჩუქა! მან გადმოგვცა ის, ვისაც საკუთარი თვალით ვიხილავდით, საკუთარი ყურით მოვუსმენდით და ხელით შევეხებოდით (1 ინ. 1:1).
იესომ ცხადი და ხილული გახადა ღვთის ბუნება.
ვინაიდან ღმერთმა, რომელმაც ბრძანა, რომ ნათელი ბნელიდან გამობრწყინებულიყო, მანვე გაანათა ჩვენს გულებში, რათა გაგვინათოს ღვთის დიდების ცოდნით იესო ქრისტეს სახეში (2 კორ. 4:6).
► როგორ ფიქრობ, რას ნიშნავს ფრაზა: „ღვთის დიდების ცოდნით იესო ქრისტეს სახეში“?
ეს მუხლი ნიშნავს იმას, რომ ღმერთმა ყველა ჭეშმარიტი მორწმუნეს გული გაანათა, იესოში ყველა მისი თვისების, ღვთის ყველა აღმატებულობის დასანახად. იესოში სამპიროვანი ღმერთის დიდება ხილული გახდა სისხლსა და ხორცში.
იმის აღქმა, რომ ღმერთი სრულად გამოვლინდა იესოში, სულიერად მაფორმირებელი ყველაზე უფრო დიდი ზეგავლენის მქონე რამაა ჩვენცს ცხოვრებაში, როდესაც სრულად ჩაწვდებით მას. რატომ? იმიტომ რომ ღმერთის და მისი გზების შესახებ დაბნეულობის/გაუგებრობის შემთხვევაში, ვისწავლით, რომ პასუხების მისაღებად უნდა მივმართოთ იესოს ცხოვრებას და სწავლებას.
ღმერთის სრული გამოვლინება და გამოცხადება არ არის მის ქმნილებაში, მის სახელებსა თუ თვისებებში. არსებობს არაჩვეულებრივი/სასწაული და ჭეშმარიტი გამოვლინებები/გამოცხადებები. მაგრამ ღმერთი სრულყოფილად უფალ იესო ქრისტეში პიროვნებაში გამოვლინდა, გამოგვეცხადა. ისინი, ვინც ჭეშმარიტად ჩაწვდა და მიიღო ეს საოცარი ჭეშმარიტება, დგება თავისუფლების, განკურნების და სისრულის/სისავსის გზაზე.
ყველაფერი, რაც ღმერთშია, იესოშია. ღვთის ყველა თვისება და მახასიათებელი ასევეა იესოს თვისებაც. ღმერთის ყველა სახელი ასევე იესოს სახელებია. რასაც კი წარმოადგენს იესო, ვინც არის ის, იგივეა ღმერთი. მაშასადამე, ყველა კონცეფცია ღმერთის შესახებ ჩემს გონებაში, რომელიც არ შეესაბამება უფალ იესო ქრისტეს პიროვნებას, გამომსყიდველ საქმეს და სწავლებას, როგორც ღვთის სიტყვაშია გადმოცემული, ცრუ ღმერთია.
ძველი აღთქმის ღმერთი და ახალი აღთქმის ღმერთი , ერთი და იგივეა. მაგრამ მხოლოდ ხორცშესხმაში, მხოლოდ სახარებაში შეიძლება ცხადად აღიქვა ღმერთი.
იესო ცხადყოფს, რომ ღმერთი არის წმინდა სიყვარული - ის არის კეთილი, მომთმენი, ნდობის ღირსი, გულუხვი, ერთგული, წმიდა, სამართლიანი და მრავალი სხვა.
► რამდენიმე წამი იფიქრეთ თქვენს ცხოვრებაში არსებითი, მაფორმირებელი გავლენის შესახებ. როგორ ფიქრობთ, თქვენი ოჯახი, ეკლესია, კულტურა, აყალიბებდა თქვენს წარმოდგენას ღმერთის შესახებ? შენ თვითონ? არსებობს რაიმე ისეთი, რასაც ჩემი ოჯახი ან ეკლესია მასწვლიდა ღმერთის შესახებ, რაც თანხვედრაში არ არის იესოს ცხოვრებასა და სწავლებასთან?
იესო არის ღვთის თარჯიმანი.
როდესაც საზღვარგარეთ ვმოგზაურობ, ხშირად მჭირდება თარჯიმანი. რატომ? არა იმიტომ, რომ სხვა ენებს არ აქვთ აზრი, არამედ იმიტომ, რომ ჩემთვის არის გაუგებარი და აზრს მოკლებული! ჩემი თვინი არ არის განსწავლული, სპციფიკური ბგერების და გამონათქვამების აღქმასა და განმარტებაში, ამიტომ, მე მჭირდება ადამიანი, ვისაც ესმის ისინი, რომ მითარგმნოს/განმიმარტოს. მე აღმოვაჩინე, რომ საუკეთესო თარჯიმნები არიან ადამიანები, რომლებმაც არა მხოლოდ ჩემი ენა და კულტურა იციან და ესმით, არამედ იცნობენ იმ ხალხს, კულტურასა და ენას, რომლის გაგებაც მე მსურს. ადგილობრივ მკვიდრებს შეუძლიათ თავიანთი კულტურის გაგება და გადმოცემა ისე, როგორც უცხოელებს არ შეუძლიათ. ანალოგიურად, ღვთის წინასწარმეტყველები, მღვდლები და პოეტები ღვთივშთაგონებულნი იყვნენ ღვთის ბუნების, გზებისა და ნების ასახსნელად, გადმოსაცემად. მათ ყველაფერი გააკეთეს, რაც შეეძლოთ. მაგრამ მხოლოდ ღმერთს შეუძლია სრულყოფილად გამოავლინოს და გაგვიცხადოს ღმერთი; სწორედ ამიტომ იესო, ღმერთ-კაცი, ზეცის მკვიდრი მოგვევლინა. მასში და მისი მეშვეობით როგორც იქნა გაგებულ, დანახულ და შეხებულ იქნა ღმერთი სისხლსა და ხორცში გამოვლინებული. მხოლოდ მისი მეშვეობით შეძლო ცოდვილ ადამიანს ღმერთთან შერიგება.
პირადი მოგზაურობა
„სულიერი ფორმირების პროცესი ქრისტეში - არის თანდათანობითი ცვლილების პროცესი... დესტრუქციული წარმოსახვების და შეხედულებების ჩანაცვლება იმ შეხედულებებით, რაც იესოშია.“[2]
კურთხეული ვარ, რომ მივიღე არაჩვეულებრივი, ღვთისმოსავი აღზრდა. ჩემი ბავშვობა იყო სავსე ჭეშმარიტად კარგ და ღვთისმოშიშ წმიდანებთან ურთიერთობით, ჩემი მშობლების ჩათვლით, რომლებსაც ვუყვარდი და მასწავლიდნენ ღვთის სიტყვას და საუკეთესო მისაბაძ მაგალითს წარმოადგენდნენ ჩემთვის. სამწუხაროდ, იმ ასაკში მომიწია რამდენიმე მქადაგებლის და მასწავლებლის მოსმენა, რომლებიც დამახინჯებულ სახარებას ქადაგებდნენ. მათმა ქადაგებებმა გამოიწვია დაბნეულობა, გაურკვევლოა და უნდობლობა დაბალანსებული, ბიბლიური სწავლებებისადმი და რაღაც დონეზე სულიერი უიმედობა/საფრთხე (რამდენიმე ბრძოლაც კი ცრუ დანაშაულისა და სირცხვილის გრძნობის წინააღმდეგ).
მახსოვს ჩემი ღმერთთან სიარულის ადრეული პერიოდი, როდესაც ვთქვი:„მამა, აზრი ვერ გამომაქვს და ვერ ვერკვევი ყველა ამ ხმასა და შეხედულებებში! ჩემი ეკლესია ერთს ასწავლის, სხვა ეკლესიები სხვას. ერთი ბიბლიის მასწავლებელი ერთს ამბობს, სხვა მასწავლებელი კი თითქოს მის საწინააღმდეგოს. ვინ არის მართალი, ღმერთო? მინდა ვიცოდე სიმართლე/ჭეშმარიტება!“
პასუხების ძიების ამ დროის განმავლობაში, ნელ – ნელა დაიწყო ჩემში გონების განათება, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ღმერთმა თავისი ძე სამყაროში გაგზავნა, იყო ღმერთის შესახებ ჩემი დაბნეულობის გაფანტვა. ბავშვობიდანვე მასწავლიდნენ, რომ იესო ღმერთია, მაგრამ ბოლომდე არ მესმოდა, რომ იესო მოვიდა, რათა სრულად გამოევლინა, თუ როგორია ღმერთი. სულიწმიდამ დაიწყო ჩემს გულში გარკვეული პმუხლების გაცოცხლებაება, ისეთი, როგორიც მაგალითად ქვემორე მუხლებია:
ვინც მე მიხილა, იხილა მამა. როგორღა ამბობ, გვაჩვენე მამაო? (ინ. 14:9).
ვინც არის უხილავი ღმერთის ხატება, პირმშო ყოველი ქმნილებისა (კოლ. 1:15).
ვინაიდან სასურველი იყო მამისთვის, რომ მასში დამკვიდრებულიყო მთელი სისავსე (კოლ. 1:19).
ბოლოს და ბოლოს ცხადი ხდებოდა, რომ იესო ნამდვილად არის ხორცშესხმული ღმერთი, ღმერთის სრული და საბოლოო გამოცხადება, და რომ მე შემეძლო მასზე დანდობა, რათა ის დამხმარებოდა ღმერთის და მისი გზების გაგებასა და შეცნობაში. ახლა დავიწყე იმის მიხვედრა, რომ ღმერთმა თანდათანობით აცხადებდა საკუტარ თავს მთელ ბიბლიური ისტორიის მანძილზე, ხოლო იესო იყო და არის ღვთის სრულყოფილი გამოცხადება, რომელიც სისხლსა და ხორცში გამოვლინდა და გამოგვეცხადა (ებრ. 1:1-3).
მე მივხვდი, რომ ძველი აღთქმის ისტორიის განმავლობაში ღმერთმა კაცობრიობას ასწავლა საკუთარი თავის შესახებ, განსაკუთრებით კი მისი გამომსყიდველი სიყვარულის შესახებ. ის ლაპარაკობდა სამყაროს შექმნის, ედემის ბაღის მეშვეობით; მისი საღამოს სეირნობით იმ ბაღში ადამთან და ევასთან ერთად; იმით, რომ მხსნელის გამოგზავნა აღუთქვა, მათი დაცემის შემდეგაც კი; ტყავის სამოსელის საშუალებით, რომელიც ღმერთმა მათ საფარად მოამზადა; ნოეს ერთკარიანი კიდობნის მეშვეობით; აბრაამთან და მის შთამომავალებთან დადებული აღტქმით; რჩეული ხალხის მონობისგან გათავისუფლებით წითელი ზღვის გავლით; მისი გასაოცარი ყოფნით სინას მთაზე; მისი წმინდა კანონის/რჯულის მეშვეობით; მისი მშვენიერი კარვის მეშვეობით, რომელსაც გამოსყიდვის ყველა სიმბოლო ამშვენებდა, ცხებული მღვდელმსახურებით, სისხლის მსხვერპლით და დიდებით; მისი მსჯავრით აჯანყებაზე; მისი უზრუნველყოფით მანანით და წყლით, რომელიც კლდიდან დარტყმის შედეგად გადმოვიდა; ბოროტ ხალხებზე მისი გამარჯვებით; მისი აღთქმული მიწის მეშვეობით; გასამართლების და იმედის სიტყვის მეშვეობით, რომელსაც გვაუწყებდა თავისი წინასწარმეტყველებისა და ისრაელის პოეტების მეშვეობით. ყოველთვის, როდესაც ღმერთი ლაპარაკობდა, იგი ცოდვილ კაცს მიუთითებდა უმანკო, მართალ მხსნელზე და მაცხოვარზე, რომელიც დაცემული კაცის გამოსყიდვას შეძლებდა და მის ღმერთთან მოზიარეობას აღადგენდა. ასე რომ, ბიბლიაში რამის გაგების ერთადერთი გზა არის იესოს შეცნობა. იესო არის ის, ვისზე ყველაფერი და ყველა მიუთითებს. ის არის ყველაფრის საწყისი და ბოლო.
როდესაც ახალგაზრდა ასაკში უფალი იესო ჩემი ყურადღების ცენტრში მოექცა, ნელ-ნელა დაბნეულობის ღრუბლებმა გაფანტვა იწყეს. სულიწმიდის დახმარებით, დავიწყე მოსმენილი სწავლებების, ისევე როგორც ღმერთზე საკუთარი შეხედულების, ტესტირება ამ შეკითხვის დასმით:შეესაბამება თუ არა ეს სწავლება და რწმენა ჭეშმარიტებას ღვთის შესახებ, რომელსაც იესო ავლენს?[3]
ჩემს თავს ასევე უნდა ვეკითხებოდე:რას ნიშნავდა მოწაფეებისთვის იესოს მიმდევრობა ორი ათასი წლის წინ? დღეს რას ნიშნავს იყო იესოს მიმდევარი? თანდათან, მავანთა დამაბნეველი და კონფლიქტური ხმები ქრებოდა; და დავიწყე მწყემსის ხმის მოსმენა. ღვთის მადლით და ღვთისმოსავი მენტორების რჩევებით დავიწყე იესოს მიმდევრობის სიმშვენიერის და სიმარტივის ხელახლა აღმოჩენა.
ღმერთი ვლინდება იესოს საუბარში/მეტყველებაში.
სახარებებში არის იესოს პორტრეტები/აღწერილობა, რომლებიც დაგვეხმარება იმის აღქმაში, თუ როგორი უნდა იყოს ღმერთი. ერთ პორტრეტში ვხედავთ, რომ იგი ცოდვილებთან ერთად სუფრასთან არის. სხვა პორტრეტში ვხედავთ, რომ ბედნიერი პატარა ბავშვები კალთაში უძვრებიან ყოველგვარი შიშის გარეშე. სხვა პორტრეტში ვხედავთ, რომ ის ზის გალილეის ქვიშიან სანაპიროზე და თავისი გაწბილებული, დაღლილი მოწაფეებისთვის თევზს ამზადებს. მე ასევე მიყვარს იესოს ბიბლიური პორტრეტი, რომელზეც ასახულია თუ როგორ ასწავლიდა ის ორ მოწაფეს ემასუსის გზაზე. ასევე იესოს მრავალი პორტრეტი არსებობს ვნების კვირის განმავლობაში:მოწაფეების ფეხების დაბანა, პურის გატეხა და ღვინის დასხმა, ბაღში მისი დამხობილი ლოცვა, ბრალმდებლების წინაშე ჩუმად დგომა და საკუთარი ნებით ჯვრაზე გაკვრა. თითოეული ამ პორტრეტიდან მეტყველებს იმაზე, თუ ვინ არის ღმერთი მისი გამომსყიდველი სიყვარულით.
ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილებს, რომლებსაც ოდესმე ვისწავლიდით ღმერთის შესახებ, ყველაზე ნათლად შეგვიძლია ვისწავლოთ იესოს საუბრიდან - მისი სწავლებიდან.
იესო ცხადყოფს, რომ ღმერთს უყვარს ცოდვილები.
იესო ცხადყოფს, რომ ღმერთი სულგრეძელია/დიდსულოვანია.
იესო ცხადყოფს, რომ ღმერთი არ არის სასტიკი, მოუთმენელი, ულმობელი, ან გაბრაზებული მოწაფეებზე, თუ ისინი რაღაცას ისე ვერ აკეთებენ.
იესო ცხადყოფს, რომ ჭეშმარიტი მოწაფე ისაა, ვინც ყოველდღიურად იღებს თავის ჯვარს და მიყვება იესოს.
იესო ცხადყოფს, რომ ღმერთს უყვარს თავისი შვილები უპირობოდ.
იესო ცხადყოფს, რომ ხსნას ვერასოდეს დაიმსახურებ, არამედ მისი მიღება ყოველთვის მხოლოდ წყალობით არის შესაძლებელი უფლისადმი რწმენით.
იესო ცხადყოფს, რომ ბევრი მათგანი, ვინც ამ ცხოვრებაში უცნობია, ცნობილი იქნება მარადისობაში.
იესო ცხადყოფს, რომ ღვთის სასუფეველში უდიდესია - ყველას მსახური.
იესო ცხადყოფს, რომ მადლი ეწინააღმდეგება გადარჩენის დამსახურებას/გამომუშავებას, მაგრამ არა ძალისხმევას.
იესო ცხადყოფს, რომ ვერასდროს მოვახდენთ ღმერთზე შთაბეჭდილებას ჩვენი კარგი საქმეებით, არამედ მხოლოდ მასზე დამოკიდებულებით.
იესო გვიცხადებს, რომ ღმერთი არ იწერს, თუ რამდენჯერ გვაპატია და რომ იგი ყოველთვის მზადაა აპატიოს მომნანიებე სულს კიდევ ერთხელ.
იესო ცხადყოფს, რომ ღმერთი წმენდს და შეცდომებს უსწორებს, მაგრამ არასოდეს სჯის მის მოყვარულებს.
იესო ცხადყოფს, რომ ღმერთს არასოდეს უკვირს ჩვენი ჩავარდნები და წარუმატებლობები.
იესო ცხადყოფს, რომ ღმერთი დიდად აფასებს ჩვენს სიყვარულს მისი და ადამიანების მიმართ, იმაზე უფრო მეტად, ვიდრე ჩვენს მსხვერპლს.
იესო ცხადყოფს, რომ ღმერთი უშვებ თავის შვილების ტანჯვას და სიკვდილსაც კი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს ემსახურება გამოსყიდვის გეგმას.
იესო ცხადყოფს, რომ ღმერთს იმდენად სძულს ცოდვა, რომ წარმოგზავნა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ის მომკვდარიყო, როგორც ჩვენი ცოდვის თავისზე ამღები.
იესო ცხადყოფს, რომ სიკვდილს არ აქვს ძალუფლება ღმერთზე!
ეს მხოლოდ რამდენიმე გაკვეთილია, რომელსაც იესო გვიცხადებს, როდესაც მას შევიცნობთ.
► გადახედეთ ამ თავის დასაწყისში მოცემულ მტკივნეულ მაგალითებს და განიხილეთ, თუ როგორ შეიძლება ის, რაც ახლა ისწავლეთ, დაეხმაროს ადამიანებს, რომლებიც იტანჯებიან ასწორი კონცეფციით ღმერთის შესახებ.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი გამოცდილება ყოველთვის უნდა შეფასდეს ღვთის სიტყვის მიხედვით, ღმერთს სურს თავად გამოგვიცხადოს საკუთარი თავი ყოველდღიური ცხოვრების ჭრილში.
ბიბლიაში აბრაამმა შეიტყო ღვთის ერთგულების შესახებ, ღმერთთან ერთად რწმენით სიარულისას, როდესაც ის ებრძოდა კონფლიქტებს, შიმშილს და საკუთარ შიშს. იაკობმა შეიტყო ღმერთის განმწმენდი მადლის შესახებ, როდესაც თავისი მატყუარა ბუნების შედეგებს წააწყდა (მისი ძმის ჯარი 400 კაცს შეადგენდა) და ღმერთს დაეჭიდა კურთხევის მისარებად. იოსებმა შეიმეცნა ღმერთის მიმტევებელი სიყვარულის სიღრმე ეგვიპტეში იძულებითი მონობისას. ახალგაზრდა დავითმა გაიაზრა ღვთის ძალა უძლურებაში, როდესაც ის გოლიათისკენ მიდიოდა შურდულით და ხუთი ქვით. მოსემ შეიმეცნა ღვთის დიდება, როდესაც ის მთაზე ეზიარა ღმერთს. იესომ ისწავლა მორჩილება ტანჯვების მეშვეობით. მოწაფეებმა შეიტყვეს ღვთის სიძულვილი ცოდვის მიმართ, როდესაც იესოს ვნებას უყურებდნენ; მათ შეიტყვეს მისი საოცარი მადლისა და ღვთიური ძალის შესახებ, როდესაც დიად დავალებას ასრულებდნენ.
ასევე ჩვენც, ყველაზე მეტად შევიცნობთ ღმერთს, როდესაც მასთან ერთად ყოველდღიურად დავდივართ. ღმერთში მრავალი სიმშვენიერეა, რომელსაც ვერასდროს აღვიქვამთ, სანამ შინაგანი/სულიერი თვალები არ აგვეხილება სირთულეებში გავლით, რთულ, გამოწვევებით სავსე ადგილას მოგზაურობისას მასთან ერთად. ბევრი მტკივნეული ჭეშმარიტებაა ჩვენს შესახებ, რომელსაც ვერასდროს გავიაზრებთ, სანამ არ შეგვხვდება პრობლემა. ნუ იჩქარებთ. ნურასოდეს და კარგავთ იმედს. იესოსთან სიარულისას ყველა ნაბიჯი არის თავგადასავალი, რომლის მიზანიცაა ჩვენი ჩამოყალიბება მის მსგავსებაში (რომ. 5:3). თუ გვაქვს თვალები დასანახად და ყურები სასმენად, მაშინ ყველა გამოცდა, ყველა გაუგებრობა და ყველა გამოცდილება გახდება ჩვენი მასწავლებელი.
ჩვენ ვერასოდეს ჩამოვყალიბდებით სიყვარულის ჭეშმარიტებაში, მხოლოდ ამის შესახებ წაკითხვით, ან მასზე ქადაგების მოსმენით, ან სიყვარულის თემის კონფერენციაზე დასწრებით. წაკითხვით, ცხებული ქადაგებით და კონფერენციების საშუალებით მიღებული ცოდნა მნიშვნელოვანია; მაგრამ გამოცდილება საუკეთესო მასწავლებელია.
მე ვიცი, რომ ღმერთი უზენაესია, რადგან ჩვენი ოჯახის ცხოვრების(მოგზაურობის) გზაზე შექმნილ კრიზისულ მომენტში ჩვენ ღრმად გავაცნობიერეთ ეს. ფილიპინებიდან აშშ – ში ხანმოკლე ვიზიტის დროს, ჩვენი ხუთი კვირის შვილს, ჯესის, კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. ჩვენ იმ დროს აშშ – ში არ უნდა ვყოფილიყავით ჩამოსული, მაგრამ სისხლის სამართლის პროცესზე ჩვენება უნდა მიმეცა, იმ შემთხვევითი ქუჩის დანაშაულის შესახებ, რომელსაც ერთი წლით ადრე შევესწარი. რომ არ დავბრუნებულიყავით შეერთებულ შტატებში, ვერ მივირებდით სამედიცინო დახმარებას, რომელიც ჯესის ესაჭიროებოდა. ჩემი მეუღლის მშობლების სახლისკენ მიმავალ მანქანაში ჩვენი გული აღივსო ქებით და ღვთის უზენაესობის ღრმა გათვითცნობიერებით. ის, თუ როგორ დეტალურად გაწერა ღმერთმა ჩვენი ნაბიჯები, ჯესის დაბადების დრო, როგორ „გადაადგილა მთები“ მანილაში არსებულ აშშ-ს საელჩოში და მოგვამზადა ჩვენ იმ მომენტისთვის, ნუგეშზე გაცილებით მეტი იყო.
ვიცი, რომ ღმერთი ფლობს მთელს ძალაუფლებას, რადგან ჩვენ ეს განვიცადეთ. ერთ ღამეს საზღვარგარეთ მსახურების დროს, მე და ჩემს მეუღლეს ორივეს შუა ღამით გაგვეღვიძა, შიშისმომგვრელი სულის ჩვენს ოთახში თანყოფნის შეგრძნებით! სწორედ მაშინ, ჩვენი რვა წლის ვაჟი, ტიმოთე, შემოვიდა ჩვენს ოთახში, ყელზე ხელმიდებული და ტირილნარევი ჩურჩულით თქვა, რომ გრძნობდა, როგორ აღრჩობდა რაღაც. ამან შეგვძრა!
სასოწარკვეთილი მივვარდი ჩემს ბიბლიას, გადავშალე ის 90-ე ფსალმუნზე და დავიწყე კითხვა:უზენაესის საფარქვეშ დამკვიდრებული ყოვლისშემძლის(ელ-შადაის) ჩრდილქვეშ ისვენებს....” როდესაც მე დავასრულე ფსალმუნის კითხვა, ღმერთის მშვიდობამ სრულიად გაფანტა სიბნელე და ტიმოთეს მშვიდად ეძინა იატაკზე.
ჩვენ უნდა განვიცადოთ ღმერთი! ჩვენი, ჩვენი შვილების და შვილიშვილების გულისთვის, საკუთარი გამოცდილებით უნდა შევიცნოთ, ვინ არის ღმერთი.
► სთხოვეთ სტუდენტებს გაგიზიარონ, თუ როგორ განიცადეს ღმერთი. თვალყური ადევნეთ, რომ ყოველი ეს გამოცდილება შესაბამისობაში იყოს წმიდა წერილების გამოცხადებასთან.
(1) ამ კვირის განმავლობაში 30 წუთი მაინც დაუთმეთ ამ გაკვეთილის განხილვას, თანდართული მუხლების ჩათვლით და სთხოვეთ სულიწმიდამ მოგცეთ ამაზე თავისი გამოცხადება/სწორი აღქმა.
(2) ჩაიწერეთ თქვენს დღიურში ნებისმიერი ცვლილება, რომელიც აუცილებელია განახორციელოთ თქვენს ცხოვრებაში და რომლებსაც უფალი გამოგიცხადებთ.
(3) ღმერთისთვის გამოყოფილ დროს, ყოველ დღე იფიქრეთ (მედიტაციით დაკავდით) თითო ფსალმუნზე და დღიურში ჩაიწერეთ, თუ რას ამბობს მეფსალმუნე ღმერთის ბუნების და ხასიათის შესახებ.
(4) დღიურში ჩაიწერეთ სულიერი ფორმირებისთვის და ზრდისთვის პირადი ლოცვა, რომელიც ამ გაკვეთილის ეყრდნობა.
(5) დოქტორი ბრაუნის ყოველდღიური ლოცვის სახელმძღვანელოს პრაქტიკული გამოყენება. PDF აქ წვდომა
(1) რა არის სამი გადამწყვეტი პუნქტი, რომ განავითაროთ უფრო ჯანსაღი შეხედულება ღმერთის შესახებ, რომელიც წარმოდგენილია 4 გაკვეთილში?
(2) მოკლედ განსაზღვრეთ ღმერთის თვისებები, რომლებიც ჩამოთვლილია გამოსვლის 34:4-11.
(3) მოიყვანეთ მუხლები წმიდა წერილებიდან, სადაც ასახულია, რომ იესო არის ღმერთის სრული გამოცხადება.
SGC exists to equip rising Christian leaders around the world by providing free, high-quality theological resources. We gladly grant permission for you to print and distribute our courses under these simple guidelines:
All materials remain the copyrighted property of Shepherds Global Classroom. We simply ask that you honor the integrity of the content and mission.
Questions? Reach out to us anytime at info@shepherdsglobal.org
Total
$21.99By submitting your contact info, you agree to receive occasional email updates about this ministry.
Download audio files for offline listening
No audio files are available for this course yet.
Check back soon or visit our audio courses page.
Share this free course with others