გაკვეთილის მიმოხილვა
გაეცანი მეათე გაკვეთილის ძირითად პუნქტებს. ჰკითხე სტუდენტებს თუ რომელიმეს სურს, რომ გაგიზიარონთავისი პირადი ლოცვა მეათე გაკვეთილიდან.
Search through all lessons and sections in this course
Searching...
No results found
No matches for ""
Try different keywords or check your spelling
2 min read
by Tim Keep
გაეცანი მეათე გაკვეთილის ძირითად პუნქტებს. ჰკითხე სტუდენტებს თუ რომელიმეს სურს, რომ გაგიზიარონთავისი პირადი ლოცვა მეათე გაკვეთილიდან.
ამ გაკვეთილის ბოლოს სტუდენტებმა უნდა:
(1) გააცნობიერონ პირადი დისციპლინის მნიშვნელობა, რომ ჩამოყალიბდნენ ქრისტეს ხატად.
(2) ისწავლონ თუ როგორ გააკონტროლონ ენა და დაიწყონ ამ დისციპლინის პრაქტიკა.
(3) ისწავლონ თუ როგორ დაატყვევონ ყოველგვარი აზრი და მუდმივად გააპრაქტიკონ ეს დისციპლინა.
პირადი დისციპლინა ლაპარაკში
მაშინაც კი, როდესაც როგორც კოლეჯის სტუდენტი ვემზადებოდი მსახურებისთვის, ვიგრძენი სულიერი გავლენა ჩემს უდისციპლინო ენაზე. ვშიშობ, რომ ხშირად დავამწუხრე სულიწმიდა. დავინახე სულიწმიდის სიბრძნე, როდესაც მან ამ სიტყვებით შთამაგონა: „ ვინც ბევრს ლაპარაკობს, ცოდვას ვერ ასცდება, თავისი ენის მომთოკველი კი ბრძენია” (იგავი 10:19). მე შევპირდი ღმერთს, რომ თუ მადლს მომცემდა მას ენას გადავცემდი. მართალია ენის დამორჩილება ჩემი ქრისტიანული ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა იყო, მაგრამ გავაანალიზე, რომ რაც უფრო მეტად გამოცდილები ვიქნებით ამ სფეროში, მით უფრო მეტი სიმშვიდე, ცხებულება და პატივი გვექნება.
პირადი დისციპლინა მარხვაში
ახალი წლის დასაწყისში სულიერმა ლიდერმა თავისი გუნდი 21 დღიან მარხვასა და ლოცვაში გამოიწვია. ამის შესახებ რამდენიმე კვირა აცხადებდა. მან სთხოვა გუნდის წევრებს, რომ დარეგისტრირებულიყვნენ თუ მონაწილეობის მიღება სურდათ. მარხვის დაწყებამდე ის თავისი გუნდის წინაშე წარსდგა და სიცილით თქვა, რომ მარხვის გადადებას აპირებდა, რადგან უწევდა იმ შეხვედრაზე დასწრება, სადაც მისთვის საყვარელი საკვებით მოემსახურებოდნენ. ამის თქმა ზედმეტია, მაგრამ დაგეგმილი კორპორატიული მარხვა მარცხი აღმოჩნდა.
► ეს ცხოვრებისეული მომენტები ასახავს პირადი დისციპლინის გავლენას ჩვენს პიროვნულ და სულიერ ცხოვრებაზე და ჩვენს ხელმძღვანელობაზეც კი. რას ფიქრობთ, როგორ ზრდის პირადი დისციპლინის ნაკლებობა სულიერ არასტაბილურობას?
რიჩარდ ტეილორი თავის კლასიკურ წიგნში "დისციპლინირებული ცხოვრება" წერს: “დისციპლინა არის ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ადამიანს, მაგრამ ყველაზე ნაკლებად სურს. ძალიან ხშირად ახალგაზრდები, რომლებიც სახლს ტოვებენ, მოსწავლეები, რომლებიც სკოლაში სწავლას წყვეტენ, ცოლ-ქმარი, რომლებიც განქორწინებას ცდილობენ, ეკლესიის წევრები, რომლებიც მსახურებას უგულებელყოფენ, თანამშრომლები, რომლებიც სამსახურსტოვებენ, უბრალოდ ცდილობენ თავი დააღწიონ დისციპლინას.”[1]
[2]სხვა გაკვეთილში ჩემი სიმამრის ულამაზესი ბრედფორდის მსხლის ხის ილუსტრირებას მოვახდენ. ის მშვენიერი ხეა, მოხრილი, რომელიც საკუთარი ზომის გამო ვერასდროს გასწორდება. ეს ხე გვახსენებს, რომ ჯანსაღი დისციპლინის ჩამოყალიბება და გაპრაქტიკება ახალგაზრდა გონების, გულისა და ურთიერთობების პერიოდში ძალზედ მნიშვნელოვანია. სუფთა გონება, დისციპლინირებული ცხოვრება, შესანიშნავი უნარები, ჯანმრთელი ურთიერთობები და ღმერთთან ახლო სიარული თავისით კი არ ჩამოყალიბდება, არამედ მხოლოდ უდიდესი შრომისა და მონდომების შედეგად, მაგრამ თუ დიდხანს გადადებ, შესაძლოა ყველაფერი კარგი რაც შენს ცხოვრებაშია ისე გამრუდდეს, რომ მისი გასწორება ვერასოდეს შეძლო.
ისევე, როგორც სპორტსმენი ვერ გახდება წარმატებული თავის სფეროში, მუდმივი ვარჯიშის გარეშე, ასევევერცერთი მორწმუნე ვერ გახდება ქრისტეს ხატება წვრთნის გარეშე. ამ კურსში შევისწავლეთ, რომ ჩვენი წვრთნის პროცესი მოიცავს კლასიკურ სულიერ დისციპლინებს- ლოცვა, განმარტოება, მედიტაცია, მსახურება და ა.შ. მაგრამ მომდევნო ორ გაკვეთილში ყურადღებას გავამახვილებთ ჩვენი წვრთნის სხვა ასპექტებზე-პირადი დისციპლინა და საკუთარი თავის ფლობა.
"დისციპლინა არის ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდება თენემედროვე ადამიანს, მაგრამ ყველაზე ნაკლებად სურს.“
- რიჩარდ ტეილორი
ქრისტეს ხატად ჩამოყალიბებას ვერ განვაცალკევებთ პირადი დისციპლინისაგან.მომდევნო ორ გაკვეთილში განვიხილავთ ექვს სფეროს, სადაც პირადი წვრთნა ან დისციპლინა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სულიერი ფორმირებისთვის:
1. მეტყველება,
2. ცხოვრებისეული აზროვნება და სექსუალური სურვილები,
3. მიდრეკილება,
4. ტემპერამენტი,
5. დრო
6. პირადი მრწამსი.
ამ გაკვეთილზე ჩვენ განვიხილავთ მათგან ორ დისციპლინას და შევისწავლით თუ რა გავლენას ახდენს თითოეული მათგანი ჩვენს სულიერ, ემოციურ და ფიზიკურ კეთილდღეობაზე.ჩვენ შევეცდებით პრაქტიკული სიბრძნის შეძენას იმისათვის, რომ მთელი ჩვენი არსება ქრისტეს დავუქვემდებაროთ.
რა არის პირადი დისციპლინა?
პირადი დისციპლინა არის ქცევის რეგულირების უნარი უფრო მეტად პრინციპული და გონივრული განსჯის საფუძველზე, ვიდრე ემოციის, სურვილების, ზეწოლის ან კულტურული წეს-ჩვეულებებისმიხედვით.[1] პირად დისციპლინაში, ჩვენ ვცდილობთ ყოველი აზრი, ნებისმიერი სურვილი და ყოველი გემოვნებასულიწმიდას დავუქვემდებაროთ, იმისთვის, რომ შევიცნოთ ქრისტე და მოვიპოვოთ „საუკუნო ჯილდო“:
ყველა სპორტსმენი ცდილობს ყველაფერში საკუთარი თავის კონტროლი მოიპოვოს. ისინი ამას წარმავალი ჯილდოსათვის აკეთებენ (გამარჯვებულის მედალი) ჩვენ კი საუკუნოსთვის. ამიტომ მეც გავრბივარ, მაგრამ არა უმიზნოდ და არც ისე ვიქნევ მუშტებს, ვითომ ჰაერს ვცემდე, არამედ ვთრგუნავ და ვიმონებ ჩემს სხეულს, რათა სხვებს რომ ვუქადაგებ, თვითონ უღირსი არ აღმოვჩნდე (1 კორინთელთა 9:25-27).
► რას ამბობს პავლე, რა შეიძლებოდა მას დამართვნოდა თვითდისციპლინის გარეშე?
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მხოლოდ პირადი დისციპლინა არ გვაქცევს უკეთეს ქრისტიანებად, და საერთოდ ქრისტიანებადაც კი.დისციპლინა საკუთარი თავის გაუმჯობესების მიზნით ხშირად სიამაყით არის განპირობებული.თვითკონტროლის სათანადო მოტივი არის ის, რომ იყო მართული და გაძლიერებული სულიწმიდის მიერ- რათა მისი დიდება ბრწყინავდეს ტაძარში და მის გარეთ.
სულიერი დისციპლინა ისევე როგორ პირადი დისციპლინა მადლის მოპოვების საშუალებაა. ისინი მე უფრო მეტად მართალს კი არ მხდიან, არამედ მაყენებენ იმ მდგომარეობაში, სადაც უფრო მეტს მივიღებ ღმერთისაგან. დისციპლინა ღმერთთან მიახლოების გზაა- გზა, სადაც ღმერთს ჩემთან შეხვედრა შეუძლია. დისციპლინა არის გზა, რომელსაც ღმერთთან ჩვენი ცარიელი ფიალის წარსადგენად მივყავართ, რომლის ავსებაც მხოლოდ ღმერთს შეუძლია.
მართლაც ასე მნიშვნელოვანია პირადი დისციპლინა?
საინტერესოა, რომ პავლეს წერილები ტიმოთეს მიმართ შემდეგ სიტყვებს მოიცავს: „თვითკონტროლის გარეშე“ ბოლო დღეებში ცოდვებთან ერთად „საზარელი ჟამი“ დადგება (2 ტიმოთე 3:3). მხოლოდ ამ ორი მონაკვეთიდანაც კი ვიგებთ, რომ ქრისტიანის ცხოვრებაში თვითკონტროლის ნაკლებობა სერიოზული პრობლემაა, რომელსაც შესაძლოა მტკივნეული და მარადიული შედეგები ჰქონდეს.
► გსმენიათ ქრისტიანების ხუმრობა თვითკონტროლის ნაკლებობის შესახებ- ზედმეტი ჭამა, ზედმეტი ძილი, ზედმეტი ხარჯვა და ა.შ. როგორ ფიქრობთ, თქვენს გარშემო ქრისტიანები საკმარისად სერიოზულად უყურებენ ამ თემას? რატომ? ან რატომ არა?
რატომაა პირადი დისციპლინა ან თვითკონტროლი ამდენად მნიშვნელოვანი?
1. ღმერთს სურს, რომ განდიდდეს ჩვენს სხეულში და არა მხოლოდ ჩვენს გულში, რომელიც სულიწმინდის ტაძარია (რომაელთა 8:11, 6).
2. არაფერია სულიერი ლიდერისათვის ისე შეუფერებელი, როგორც საკუთარიგავლენის ნგრევა დაუმორჩილებელი სხეულის გამო- სხეულის, რომელიც ყოველდღიურად არ ექვემდებარება სულიწმიდის კონტროლს.
დაუკავებელი ვნება, დროის უდისციპლინოდ გამოყენება, დაუმორჩილებელი ენა, უკონტროლო ხასიათი და ჭამის, ფულისა და სექსისადმი დაუოკებელი სურვილი ჩააქრობს სულს, ჩრდილს მიაყენებს ქრისტიან მსახურთა სანდოობას და შეამცირებს მათ ჯილდოს. წარმატების პირველი წესი სულიერი სპორტსმენისათვის, რომელიც პრიზის მისაღებად იბრძვის, საკუთარი თავის მართვაა.
რიჩარდ ტეილორი მოგვითხრობს იგორ გორინის ცნობილი უკრაინელ-ამერიკელი მომღერლის შესახებ, რომელსაც სიგარეტის მოწევა უყვარდა. ერთ დღეს მას ვოკალის მასწავლებელმა უთხრა: „იგორ შენ უნდა გადაწყვიტო დიდებული მომღერალი იქნები თუ მწეველი.“ მწეველი მოკვდა, მან მომღერლად ყოფნა ამჯობინა. თვითდისციპლინა აუცილებელია იმისათვის, რომ გახდე ის, რაც ღმერთს სურს.
შემდეგი ორი ადგილი დაგვეხმარება ენის მნიშვნელობისა და ჩვენს ცხოვრებაზე მისი გავლენის გაგებაში: იაკობის 3:18 და მათეს 15:18-19.
► წაიკითხეთ ეს ორი ადგილი
მათეს მე-15 თავში იესო შეგვახსენებს გულისა და ენის განუყოფელ კავშირზე: „ხოლო პირიდან გამოსული გულიდან გამოდის“ (მათ15:18)
ენის გავლენა ყოველდღიურ ცხოვრებასა და ურთიერთობაზე
იესო ასწავლის, რომ ჩვენ ის ვართ, რასაც ვამბობთ. ეს მარტივია, მაგრამ ზოგისთვის ძალიან ძნელია ამის აღიარება. თუ ჩვენი სიტყვები ბრაზის შემცველია ეს იმიტომაა, რომ ჩვენ გარკვეულწილად გაბრაზებულები ვართ. თუ ჩვენი სიტყვები გაუწონასწორებელია ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვენს გულებში ჯერ კიდევ რჩება უგრძნობლობის ელემენტები. თუ ჩვენი სიტყვები მწარე, მჭრელი და მანიპულაციის შემცველია ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვენში უპატივცემულობაა სხვების პიროვნულობისა და თავისუფლების მიმართ. თუ ჩვენ სიამაყითა და თავდაცვით ვსაუბრობთ უდავოა, რომ ჩვენში რაღაც დონეზე კვლავ რჩება სიამაყე. თუ ჩვენ სხვების შესახებ კრიტიკულად ვსაუბრობთ, ეს იმიტომ ხდება, რომ გარკვეულწილად მაინც გვაქვს კრიტიკული სულისკვეთება. თუ ვბუზღუნებთ და ვწუწუნებთ ეს იმიტომ ხდება, რომ ჯერ კიდევ არ ვართ მადლიერები. ჩვენი ბაგის ნაყოფი უდავოდ ჩვენი ხასიათის ყველაზე უზადო მოსამართლეა.
► რამდენიმე წუთი გაატარეთ იესოს სიტყვებზე ფიქრში. მზად ხართ აღიაროთ, რომ თუ ხასიათი იმით იზომება თუ რა გამოდის თქვენი პირიდან თქვენ კვლავ გჭირდებათ ღვთის მადლი, რომელიც გარდაგქმნით თქვენ? გსურთ გაგვიზიაროთ გაჭირვების რამდენიმე სფერო?
იაკობი საუბრობს „სრულყოფილი კაცის“ შესახებ. რას გულისხმობს იგი „სრულყოფილში“? რა გაგებით არის სრულყოფილი? სრულყოფილია იმ გაგებით, რომ იგი სიტყვით არ სცდება და შესაბამისად, აბსოლუტური ან "სრულყოფილი" კონტროლი აქვს მთელ საკუთარ თავზე. სრულყოფილია იმ გაგებით, რომ მან მიაღწია თავშეკავების გარკვეულ დონეს მეტყველებაში, რაც შესაძლებელს ხდის შეაჩეროს ან მართოს მისი ცხოვრების ყველა არასასურველი ქმედება და ვნება. იაკობის აზრით არსებობს ადამიანი, რომელმაც ისეთი კონტროლი მოიპოვა საკუთარ ენაზე, რომ ცხოვრების ყველა სხვა სფერო მოუწესრიგდა, „ვინც სიტყვით არ ცდება, სრულყოფილი ადამიანია. მას შეუძლია ალაგმოს მთელი სხეულიც.“
შემდეგი ციტატები ხელს შეუწყობს ამ ტექსტის მნიშვნელობის განმტკიცებას:
„მთელი სხეულის დამორჩილება შესაძლებელია“- ეს არის სრულყოფილი ადამიანი. უდავოა, რომ ზოგიერთს შეუძლია ამის გაკეთება და ამის გამო სრულყოფილნი არიან.-ჯონ ვესლი
მთავარი მიზანი ადამიანის აბსოლუტურად უმწიკლოდ და უცოდველად წარმოდგენა როდია, არამედ მთავარი იმის ჩვენებაა, რომ თუ კაცს შეუძლია აკონტროლოს ენა, მას სრული ბატონობა აქვს საკუთარ თავზე, ისევე როგორც კაცი მართავს ცხენს ლაგამის მეშვეობით და მესაჭე მართავს გემს თუ საჭე ხელში უჭირავს. ადამიანი სრულყოფილია იმ თვალსაზრისით თუ მას სრული კონტროლი აქვს საკუთარ თავზე და შეცდომისაკენ არ გადაიხრება. მთავარი განზრახვა იმის ჩვენებაა, რომ ენა, როგორც კაცის მმართველი მნიშვნელოვან პოზიციას იკავებს.[1]
იფიქრეთ ამაზე პრაქტიკულად. განა მართალი არ არის, რომ გაღიზიანების შემთხვევაშიც კი, როდესაც ენა მშვიდად და ჩუმადაა მას დამამშვიდებელი გავლენა აქვს მთელს ცხოვრებაზე? მართალი არ არის, რომ როდესაც სიტყვებს გააზრებითა და მოკრძალებით წარმოვთქვამთ სიძულვილი გარდაიქმნება, სიყვარული და ერთიანობა კი შენარჩუნდება.
განა ვერ ხვდებით, რომ დილითთქვენი ცოლისათვის ნაზად ნათქვამი დროული სიტყვა ღამით სიყვარულსა და მღელვარებას იწვევს? ან, რომ შეგონება და სიყვარულით ნათქვამი შენიშვნა სულიერი წინსვლით ჯილდოვდება? განა ყოველი ქადაგება მომზადებული და ცხებულებით ნაქადაგები არაა, როდესაც ადამიანები მუდმივად ძლიერნი არიან სულიერი სიმაგრეების დასანგრევად? ჩვენი ენა ჭეშმარიტად ჩვენი ცხოვრების საჭეა. როდესაც ის კარგად მუშაობს აღელვებულ წყლებშიც კი სწორ მიმართულებას მოგცემს, მაგრამ როდესაც ის გატეხილია თქვენს მიერ შექმნილ შტორმში ჩაგაგდებთ.
როდესაც პატარა ბიჭი ვიყავი მოვისმინე მკვეხარა კუს იუმორისტული ზღაპარი, რომელსაც ფრენა სურდა. ერთ დღეს, როდესაც დიდი ფრინველი მის გუბურაში დაეშვა, კუს ძალიან ჭკვიანური იდეა მოაფიქრდა. მან ფრინველს წაყვანა სთხოვა. „შეუძლებელია“ ჩაიცინა ჩიტმა. არა, ასე არ არის. თქვა კუმ. თქვენ მხოლოდ ამ ჯოხის ერთ ბოლოს ჩაეჭიდეთ მე კი მეორეს ჩავეჭიდები, შემდეგ კი გავფრინდეთ. ჩიტი დათანხმდა. ყველაფერი კარგად მიდიოდა, სანამ მიწაზე მყოფმა ადამიანებმა არ შენიშნეს ჩიტი, რომელიც ჯოხის ერთ ბოლოს ნისკარტით ეჭიდებოდა და კუ, რომელიც მეორე ბოლოში ძლიერი ყბებით იყო ჩამოკიდებული. „საინტერესოა ვის მოაფიქრდა ასეთი ჭკვიანური იდეა!“ ვიღაცამ იყვირა ეს კი კუმ გაიგო. მან დასაკვეხნად პირი გააღო, რომ ეთქვა "მე ...!" რა თქმა უნდა, ეს მისი ბოლო სიტყვები იყო! როგორც ბევრი ჩვენთაგანისთვის, მისთვისაც დამანგრეველი აღმოჩნდა მისი ენა.
რამდენიმე პრაქტიკული რჩევა თქვენი ენის წვრთნისათვის
(1) ისწავლეთ სიტყვების მნიშვნელობა და ზომიერად გამოიყენე ისინი: „ყოველგვარ შრომას მოგება მოაქვს, ფუჭ სიტყვებს კი მხოლოდ სიღარიბე” (იაგავები 14:23).
ზედმეტი ლაპარაკი სულს აღარიბებს, ზედმეტი ხარჯვა კი ბიუჯეტს აქრობს. მრავალმა აღმოაჩინა, რომ ძალიან ბევრმა საუბარმა შეიძლება ფსიქიკური და სულიერი სიღარიბე გამოიწვიოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მას მიზანი არ აქვს. ქრისტეს ხატად ჩამოყალიბების ნაწილია, რომ ჩვენი სიტყვები სიფრთხილით ავწონ-დავწონოთ, როგორც ეს მან გააკეთა. ეს არც ისე ადგილია, როგორც ჩანს, რადგან სიჩუმე ბევრი ჩვენთაგანისთვის არაკომფორტულია.
(2) გაიაზრეთ სიტყვების დამანგრეველი ძალა და მართეთ თქვენი სული. „ასევეა ენაც. პატარა ასოა და ბევრს იქადის. აჰა, რა მცირე ალი ჰბუგავს დიდ ტყეს” (იაკობი 3:5).
იგავები შეგვახსენებს, „რისხვაში ნელი მამაცს სჯობია, საკუთარი თავის მმართველი კი ქალაქის ამღებია” (იგავები 16:32). მოუმწიფებელი ადამიანის სიტყვები უკონტროლოდ იწვის. განკურნების ნაცვლად ისინი ჭრიან, დამშვიდების მაგივრად არეულობას იწვევენ, გაგრილების ნაცვლად დუღილამდე აცხელებენ ვნებებს. ჩვენ უნდა ვისწავლოთ თუ როგორ შევაჩეროთ ყოველი საუბარი ემოციების გადაჭარბების შემთხვევაში.
(3) გაიაზრეთ, რომ რეპუტაცია სიტყვებით შენდება და გონივრულად გამოიყენეთ ისინი: „მდუმარე ბრიყვიც კი ბრძნად ჩაითვლება, ხოლო პირმოკუმული-გონიერად” (იგავები 17:28).
შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ წმინდა წერილებში ბევრია ნათქვამი მშვიდი სულის სიბრძნის შესახებ (იგავები 17:1; 1 თესალონიკელთა 4:11; 1 ტიმოთე 2:2; 1 პეტრე 3:4). ძალიან უაზრო და მოსაწყენი სამყარო იქნებოდა ყველანი წყნარ ნაკრძალში რომ ვცხოვრობდეთ. ჩვენ, როგორც ქრისტიანებმა, უნდა განვავითაროთ მოსმენისა და გააზრებული ურთიერთქმედების უნარი, ვიდრე უყურადღებო, უმიზნო საუბარი.
ბრბოში ყურადღებას ყველაზე მაღალ ხმიანი კაცი თუ ქალი იქცევს, თუნდაც მათ ძალიან ცოტა რამ ჰქონდეთ სათქმელი. მაგრამ ღმერთი აფასებს ადამიანს, რომელმაც იცის როდის უნდა ილაპარაკოს და როდის გაჩუმდეს. ღმერთი აფასებს ადამიანს, რომელიც ჯერ ფიქრობს, შემდეგ კი ლაპარაკობს.
ღმერთი ნაზ და მშვიდ ქალს ძალიან ლამაზ და მიმზიდველ პიროვნებად მიიჩნევს. ისტორიამ დაადასტურა, რომ ღვთისმოსავი ქალის ნაზ და მშვიდ სულს მეფეთა და ერთა გულის შეძვრა შეუძლია (ლუკა 3:22).
(4) ისწავლეთ სიტყვების ძალა, რომელიც კლავს და აცოცხლებს: (იგავები 12:18; იგავები 15:1, 4) „სიკვდილ-სიცოცხლე ენის ხელშია და მისი მოყვარულნი შეჭამენ მის ნაყოფს“ (იგავ18:21)
სიტყვებს ძალუძს განკურნოს ან დაჭრას, აღადგინოს ან გაანადგუროს, გაამხნეოს ან დაამწუხროს. როგორც მამამ მე გამოვცადე სიტყვების ძალა და გავლენა ჩემს შვილებზე. ერთ დღეს, რამდენიმე მამა ვაკვირდებოდით თუ როგორ ცდილობდნენ ჩვენი ვაჟები მაღალ მეტალის ბოძზე აძრომას. სამი ან ოთხი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ჩემი შვილი ტიმოთე დანებებას აპირებდა, როდესაც ვუთხარი: “ეი, ჯერ არ დანებდე, შვილო! მჯერა, რომ თუ მოინდომებ გამოგივა. ამ სიტყვებს საოცარი ძალა ჰქონდა. ის ფაქტი, რომ მამას მისი სჯეროდა მხნეობა მისცა მას, რომ იმაზე მეტად ეცადა ვიდრე ოდესმე. როგორც კი მან კვლავ გააგრძელა ცოცვა, უფრო მეტი ძალისხმევით სცადა ზემოთ ასვლა. ასვლისას მე ვიყვირე: “გააგრძელე, შვილო! არ გაჩერდე! შენ ეს შეგიძლია! გააგრძელე ცოცვა!“ და მან ეს შეძლო!
დარწმუნებული ვარ, რომ განსხვავებას წარმატებასა და წარუმატებლობას შორის სახლსა თუ ეკლესიაში დამამშვიდებელი და გამამხნევებელი სიტყვები ქმნის. გაიხსენეთ რა ვთქვით სხვა გაკვეთილებში, რომ მამაც კი გარკვევით ესაუბრებოდა იესოს დამამოწმებელი სიტყვებით, მისი დედამიწაზე ყოფნის კრიტიკულ მომენტებში (ლუკა 3:22). თუ იესოს სჭირდებოდა ნუგეშისცემა, რამდენად მეტად გვჭირდება ჩვენ.
ჩვენი სიტყვები ხშირად წინასწარმეტყველურია. თუ ბავშვს ვეტყვით „შენ წარუმატებელი ხარ,” მოსალოდნელია, რომ ის მომავალში ნამდვილად განიცდის წარუმატებლობას. თუ ვეტყვით ”შენ არც ისეთი ლამაზი და ნიჭიერი ხარ, როგორც შენი და-ძმა,” შემდეგ ის დაიწყებს ფიქრს, რომ ნამდვილად მახინჯია და მისი დამოკიდებულებებიც სიმახინჯეში გადაიზრდება. მაგრამ თუ მეორეს მხრივ ყურადღებას ჩვენი შვილების სიძლიერეებზე უფრო მეტად გავამახვილებთ, ვიდრე სისუსტეებზე და მათ თავდაჯერებულობას გავაძლიერებთ, შედეგებით ნამდვილად გავოცდებით. სამწუხაროდ, ბავშვებისა და მოზარდების უმეტესობა მთელს ცხოვრებას იმაზე ფიქრში ატარებს, რომ სხვა არაფერი არიან თუარა მხოლოდ ერთი იმედგაცრუება მათთვის, ვისაც ისინი უპირობოდ უყვართ და იმან არ უნდა გაგვაკვირვოს, რომ ისინი სოციალურად, აკადემიურად და სულიერად მუდმივად ნაკლებად შრომობენ.
ეკლესია და სახლი ის ადგილია, სადაც სიტყვებს სასწავლებლად იყენებენ? ქმრებო, განა ეუბნებით თქვენს ცოლებს, რომ ლამაზები არიან? გამამხნევებელი სიტყვებით გამოხატავთ თქვენ მადლიერებას მისი სიყვარულისა და მსახურებისადმი? ცოლი, რომელიც მსგავს სიტყვებს ისმენს ქმრისაგან უფრო მეტად ლამაზ და სულიერ პიროვნებად გარდაიქმნება. ეს ქალიშვილებსაც ეხება. ცოლებო, მუდმივად ადარებთ თქვენს ქმარს სხვა კაცს, მაგალითად მამას და ახსენებთ მას მისი წარუმატებლობის შესახებ? ან ამახვილებთ ყურადღებას იმ თვისებებზე, რომელთა გამოც მადლიერნი ხართ? კაცები, რომლებსაც პატივს სცემენ და მუდმივად ამხნევებენ, უკეთეს მამაკაცებად გარდაიქმნებიან.
პასტორებო, თქვენს ეკლესიაში გამამხნევებელი ატმოსფეროს შესაქმნელად იბრძვით თუ უბრალოდ ადამიანების უარყოფით თვისებებზე ამახვილებთ ყურადღებას? პავლემ თქვა, რომ ქრისტეს მოსვლის ჟამის მოახლოებასათან ერთად ქრისტეს სხეულში ჩვენ უფრო მეტი ნუგეშისცემა და გამხნევება დაგვჭირდება. „ნუ მივატოვებთ ჩვენს შესაკრებელს, ზოგიერთებს რომ სჩვევიათ, არამედ ვამხნევებდეთ ერთმანეთს, მით უმეტეს, რაც უფრო მეტად ატყობთ იმ დრის მოახლოებას” (ებრაელთა 10:25).
საყვედურის შემცველი სიტყვები უნდა დავაბალანსოთ გულწრფელი გამამხნევებელი სიტყვებით. მე ძალიან დამეხმარა ის ფაქტი, რომ ჩემს სიტყვებზე ისევე მუდმივად ვფიქრობდი, როგორც ვალუტაზე, რომელსაც მუდმივად ვადევნებდი თვალს და ვხარჯავდი. ყოველთვის, როდესაც ვიღაცას ვამხნევებ მათ გულში პატარა დეპოზიტს ვდებ და მრავალი ასეთი დეპოზიტის შემდეგ მათი გამოტანის საშუალებაც კი მეძლევა. რამდენიმე მტკივნეული გამოცდილების საშუალებით გავიგე, რომ იმ ადამიანთა გაკიცხვისა და გამოსწორების მცდელობა, რომლებიც არასდროს გაგვიმხნევებია მხოლოდ უფსკრულს გააჩენს ურთიერთობაში, რომლის ამოვსება რთული და ხშირად შეუძლებელიც კია.
(5) იცოდეთ, რომ ენას მხოლოდ საკუთარი ძალებით ვერ მოათვინიერებთ, არამედ სულიწმიდის დახმარებით. “რადგან მხეცთა და ფრინველთა, ქვეწარმავალთა და ზღვის ცხოველთა ყოველგვარი ბუნება თვინიერდება და მოთვინიერებულია ადამიანის ბუნების მიერ. ენის დამორჩილება კი კაციშვილს არ შეუძლია. დაუკავებელი ბოროტებაა ეს და მომაკვდინებელი გესლითაა სავსე” (იაკობი 3:7-8).
ღვთის მადლის გარეშე ველური ცხოველის მოთვინიერება უფრო ადვილი იქნებოდა ჩვენთვის ვიდრე ჩვენი ენის დამორჩილება. ენასთან ჩვენი ბრძოლა შეგვახსენებს, რომ მუდმივად გვჭირდება განწმენდა და სულიწმიდით ავსება. ეს ესაიას ისტორიაა. ღვთის წინაშე მისმა უწმინდურმა ენამ გამოიწვია მისი სირცხვილი და მსჯავრი (ესაია 6:5). როდესაც ახალგაზრდა წინასწარმეტყველი წუხდა თავის ბოროტებაზე და სასოწარკვეთაში ჩავარდა, ღმერთმა გააკეთა ის, რაც მხოლოდ მას შეეძლო: მან თავისი სერაფიმი გაგზავნა, რადგან სამსხვერპლოდან აღებული მოგიზგიზე მუგაზალით მადლიერებით შეხებოდა ესაიას ტუჩებს და განეწმინდა იგი. „აჰა, შეეხო მუგაზალი შენს ბაგეს და მოგცილდაურჯულოება, მიგეტევა შენი ცოდვა“ თქვა სერაფიმმა (ესაია 6:7). ახლა კი ესაიას შეეძლო ეთქვა „აქ ვარ, მე წარმგზავნე!“
ყოველთვის პირდაპირი კავშირი არსებობს ჩვენი ბაგის განწმენდასა და ღმერთის მიერ ჩვენს გამოყენებას შორის.
(6) იცოდეთ, რომ დისციპლინირებული ენა ცხოვრების სიყვარულსა და კარგი დღეების იმედს წარმოქმნის. „რადგან ვისაც უყვარს სიცოცხლე და კეთილდღეობის ხილვა, შეიკავოს ენა ბოროტისაგან და მისი ბაგეები ნუ იტყვიან მზაკვრულს” (1 პეტრე 3:10; იგავები 21:23).
უკონტროლო ენა ველური, აღვირახსნილი ცხენის მსგავსია, რომელიც ღობეებს ანგრევს, ქონებას ანადგურებს და ნაყოფს ფეხქვეშ თელავს. გემი, რომელსაც საჭე არ აქვს საფრთხეში ჩააგდებს ყველას თავის გზაზე და კლდეებისაკენ გაცურავს. მოგიზგიზე ენა კი ცეცხლს გააჩენს, რომელიც ეკლესიის ეზოებს მიმოედება და წლების მანძილზე დარგულს, ნაშენებსა და გაზრდილს გადაწვავს.
ღვთის სასუფევლისათვის მიყენებული ზიანის უმეტესობა იმ ადამიანების მიერაა ჩადენილი, რომელთაც საკუთარი ენის დაკავება ვერ შეძლეს. მაგრამ თუკი ცხოვრებას მთლიანად შევიყვარებთ და ღმერთის მიერ დაგეგმილი კარგი და პროდუქტიული დღეებით ვისიამოვნებთ, ჩვენს ბაგეებს მეტი სიფრთხილით გავაკონტროლებთ. დილით, შუადღითა და ღამით უდარაჯეთ და გააკონტროლეთ თქვენი ბაგეები. დაიმახსოვრეთ, რომ ღვთის მადლით თქვენი ბაგე არასდროს იქნება დაუცველი.
წინ კარგი დღეები ელის მას, ვინც დიდი სიფრთხილით იცავს მის წინ მდებარე კარიბჭეს.კარგი დღეები ექნება მას, ვინც თავისი სიტყვებით ღირსება და პატივისცემა დაიმსახურა. კარგი დღეები ექნება მის ოჯახს, ვინც თავისი სიტყვებით აძლიერებს და აშენებს ოჯახურ ურთიერთობებს. კარგი დღეები ექნება მის ეკლესიას, ვინც თავისი სიტყვებით ამხნევებს და ასწავლის ქრისტეს სხეულს. მისი შრომის საბოლოო შედეგი იქნება ცხოვრების სიყვარული- ღვთის ჯილდოებით მიღებული ჭეშმარიტი და წმინდა სიამოვნება.
პირადი მოგზაურობა
ენა ჭეშმარიტად ჩვენი ცხოვრების საჭეა, რომელიც ამა თუ იმ დანიშნულების ადგილისაკენ გვიბიძგებს. სიმართლე რომ ვთქვა, ნებისმიერი სიდუხჭირე თუ ტკივილი, რომელიც ქორწინებისა და მსახურების დასაწყისში განვიცადე ჩემი დაუცველი კარიბჭისა და უწმინდური ენის ბრალი იყო. არასდროს დამავიწყდება ის დრო, როდესაც ახალგაზრდა მისიონერმა დავიწყე იმის გააზრება თუ რამხელა კავშირი იყო ჩემს სიტყვებსა და ჩემს გულს შორის. მეგობართან, რომელსაც მე ძალზედ ვაწყენინე, ძალიან დრამატული და მტკივნეული გამოცდილების საშუალებით ღმერთმა ამიხილა თვალები და დამანახა, რომ მჭირდებოდა იესოს ნაზი და კეთილი გული. მე ვტიროდი და აღიარებებს ვაკეთებდი ღვთის წინაშე, მან კი გარკვეული სცენები შექმნა ჩემს გონებაში, სადაც მე მსჯავრს ვდებდი, ვტკენდი, ვმანიპულირებდი, უგულებელვყოფდი სხვების გრძნობებს, თავისუფლებასა და მოსაზრებებს. იმ დღეს, როდესაც ღმერთმა ჩემი გული განწმინდა და აღუწერელი სიხარულით აავსო გავიაზრე, რომ ჩემს სულიერ მოგზაურობაში გარკვეულ ეტაპს მივაღწიე. ვიცოდი, რომ ამიერიდან სხვა გზით წავედი და უკან დაბრუნება აღარასდროს მსურდა.
► წაიკითხეთ გალატელთა 6:6-8 იფიქრე შენს სიტყვებზე, როგორც თესლზე, რომელიც შენს გარშემო მყოფ ადამიანთა გულებში ითესება. თუ ყოველი სიტყვა არის თესლი, რომელიც ან კარგ ნაყოფს გამოიღებს, ან ცუდს, მაშინ როგორ მოსავალს ელით მომავალში? რამდენიმე წუთის განმავლობაში სთხოვეთ ღმერთს, რომ დაგეხმაროთ თქვენი სიტყვების გააზრებაში. დაწერეთ თუ რას გაჩვენებთ ის. თავისუფლად ისაუბრეთ თქვენი პასუხების შესახებ თქვენი ჯგუფის წევრებთან.
ჩვენ შეგვიძლია განვსაზღვროთ ჩვენი სიმწიფე და იესოსადმი მსგავსება არამხოლოდ ჩვენი სიტყვებით არამედ ჩვენი აზრებითაც. ჩვენ ვართ ის, რასაც ვფიქრობთ და როგორც ვცხოვრობთ (იგავი 23:7). მაგრამ განა ყოველი ფიქრის მსგავსნი ვართ, რომელიც ჩვენს გონებაში მოდის? მხოლოდ მათი, რომლითაც ვცხოვრობთ და ჩვენი კონტროლის საშუალებას ვაძლევთ. როგორც მარტინ ლუთერმა თქვა „ჩიტებს თავს ზემოთ ფრენას ვერ დაუშლით, მაგრამ შეგიძლიათ დაუშალოთ თქვენს თავზე ბუდის გაკეთება“
ჩვენი ცხოვრებისეული აზრების გავლენა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებასა და ურთიერთობებზე.
კარგად მახსოვს ის დღე, როდესაც პატარა მისიონერი ვიყავი, ღმერთი დამელაპარაკა და მითხრა „შვილო შენ გაბრაზებული ადამიანი ხარ.” მე ვებრძოდი კულტურის ზოგიერთ იმედგაცრუებას, ისევე როგორც პრობლემებს მსახურებაში და აღმოვაჩინე, რომ უფრო მეტად გაღიზიანებით ვასწავლიდი ვიდრე სიყვარულით. ერთ დილას ღვთისთვის გამოყოფილი დროის განმავლობაში წავიკითხე სიტყვები „ როგორც გულში ფიქრობს, ისეთია იგი.” ამ სიტყვებით სულიწმიდამ ჩემი გული დაჭრა, მაგრამ მე ვთქვი „უფალო, მე არ ვარ გაბრაზებული ადამიანი, მე მისიონერი ვარ!“ მან კი საპასუხოდ მითხრა „შენ გაბრაზებული მისიონერი ხარ.” მე ხმამაღლა გამეცინა. ის არ მაძლევდა საშუალებას, რომ რაიმე წოდებას ან პოზიციას ამოვფარებოდი. აღიარებამ მე განმწმინდა და გამათავისუფლა.
გიცდიათ წყენისა და ბრაზის სხვა ადამიანისკენ მიმართვა? გაწუხებთ შფოთვა და შიში?იბრძვით დამანგრეველი აზრების წინააღმდეგ? ხომ არ იწვევს ავხორცული აზრები თქვენს დამარცხებას? იმედი არსებობს, მაგრამ ეს ადვილი არ იქნება!ორას წელზე მეტი ხნის წინ ჯონ ვესლი ასწავლიდა: “სული და სხეული ქმნის ადამიანს; მაგრამ ღვთის სული და დისციპლინა ქმნის ქრისტიანს .” ავხორცულ, ნეგატიურ და დამანგრეველ აზრებზე გამარჯვება ღვთის მადლითა და პირადი დისციპლინითაა შესაძლებელი. შენ შეგიძლია შეცვალო შენი აზროვნება.
გამამარჯვებელი ცხოვრებისეული აზრები მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ვხდებით ის, რასაც ვფიქრობთ. თუ ჩვენ პოზიტიური, ამაღლებული, ჯანსაღი და ჯანმრთელი ფიქრებით ვიაზროვნებთ, საბოლოოდ პოზიტიურ, ამაღლებულ, ჯანსაღ და ჯანმრთელ პიროვნებებად ვიქცევით. თუ დამამძიმებელი, უარყოფითი და არაჯანსაღი ფიქრებით ვიაზროვნებთ დამძიმებულ, უარყოფით და არაჯანსაღ პიროვნებებად გარდავიქმნებით. ფიქრები წინ უძღვის მოქმედებას.[1]
როდესაც საქმე ჩვენს ცხოვრებისეულ აზრებს ეხება, ერთ-ერთი ყველაზე დიდი რამ, რომელსაც ადამიანები ბრძოლაში აწყდებიან ვნებებთან ბრძოლაა. ვნება ცოდვილ, ავხორცულ აზრებში მკვიდრობს. ეს შესაძლოა ჩვენს გონებაში არსებულ ველურ ცხენებთან იქნას შედარებული, რომლებიც უნდა დავატყვეოთ, შევიპყროთ და ქრისტეს დავუმორჩილოთ.[2] ისინი უმწიკლონი კი არ არიან, არამედ დამანგრეველნი.[3] როგორ დავიპყრობთ მათ?
პრაქტიკული დისციპლინა სუფთა ცხოვრებისეული აზრებისათვის
(ეს პრინციპები ასევე დაგვეხმარება არასწორი, უარყოფითი, კრიტიკული და თვითგანადგურებითი აზრების დაძლევაში.)
(1) დააკვირდი შენს თავს: იფხიზლე საკუთარ თავზე (1 ტიმოთე 4:16).
იცოდეთ, როდის არის ცდუნება ყველაზე ძლიერი. იცოდეთ, როდის ხართ ყველაზე დაუცველები ცდუნების წინაშე და შეიმუშავეთ უსაფრთხოების ზომები თქვენს ცხოვრებაში. როდესაც ახალგაზრდა პასტორი ვიყავი, მახსოვს, ჩარლზ სპურჯონის ლექციებს ვუკითხავდი ჩემს სტუდენტებს. ერთ-ერთ თავში „გონების დაკარგვა“ ის სულიერ ლიდერებს ასწავლის, რომ უფრთხილდნენ ცდუნებას, რომელიც მსახურების წარმატებას, დაღლილობას ან კონფლიქტს მოჰყვება. ეს ჩემთვის კარგი რჩევა იყო. ზოგიერთი პროგრამა იყენებს აბრევიატურას H.A.L.T.[4] იმისათვის, რომ დაეხმარონ ადამიანებს ცდუნების მიმართ სიფხიზლის შენარჩუნებაში.
H – Hungry / A – Angry / L – Lonely / T – Tired
H-მშიერი / A-გაბრაზებული / L-მარტოსული / T-დაღლილი
ჩვენ ყველაზე დაუცველები ვართ მაშინ, როდესაც სიყვარული ან საკვები გვჭირდება, როდესაც ვგრძნობთ, რომ უსამართლოდ მოგვექცნენ; როდესაც თავს იზოლირებულად და მარტოდ ვგრძნობთ; და როდესაც გონებრივად, სულიერად და ფიზიკურად გადავიღალეთ. სატანას სწორედ ჩვენს დაუცველ მომენტებში უყვარს სადავეების აღება, ამიტომ დაიცავი თავი. „იყავით მღვიძარენი, იფხიზლეთ, რადგან თქვენი მოწინააღმდეგე ეშმაკი დაძრწის როგორც მბრდღვინავი ლომი და ეძებს, ვინ ჩაყლაპოს“ (1 პეტრ 5:8).
(2) ისწავლე, რომ ღმერთის მადლით თქვა „არა.”
„ვინაიდან გამოჩნდა ღვთის მადლი, რომელიც ყველა ადამიანის მხსნელია, რომელიც გვასწავლის, რომ უარვყოთ უღმერთობა და ამქვეყნიური გულისთქმანი და გონივრულად, სიმართლითა და ღვთისმოსაობით ვიცხოვროთ ამ წუთისოფელში” (ტიტე 2:11-12).
მადლი საკუთარი თავის კონტროლს გვასწავლის. არცერთ ქრისტიანს არ შეუძლია თქვას: “მე უბრალოდ ვერ ვაკონტროლებ ჩემს აზრებს.” ღვთის მადლი მოქმედებს ჩვენს გულებში მასში მცხოვრები სულიწმიდის მეშვეობით და თითოეულ ქრისტიანს საშუალებას აძლევს უარი უთხრას „უღმრთოებას და ამქვეყნიურ ვნებებს.”
თქვენში მყოფი სულიწმიდა არის სული, რომელიც საკუთარი თავის კონტროლში გეხმარებათ (გალატელთა 5:23). ღმერთის მადლით ჩვენ არ დავმარცხდებით.ეცადე უთხრა „არა“ დამანგრეველ ფიქრებს.
იცოდე რა აღძრავს შენში ხორციელ აზრებს. იცოდე რა ქმნის შენს გაჭირვებას და მოიშორე ის შენი ცხოვრებიდან. გადაეცი სიკვდილს! თუ ეს ძალიან რადიკალურად ჟღერს, მაშინ ნუ მიიღებ ამას ჩემგან, მიიღე ეს ღმერთისგან. მან თქვა: „ თუ მარჯვენა თვალი გაცდუნებს, ამოითხარე და გადააგდე რადგან უმჯობესია, ერთი ასოთაგანი დაკარგო, ვიდრე მთელი შენი სხეული ჩავარდეს გეენაში” (მათე 5:28-29).
სერიოზულად აღიქვამთ სიწმინდეს? მზად ხართ გაიღოთ მტკივნეული და არასასიამოვნო მსხვერპლი იმისათვის, რომ დაიცვათ თქვენი გონება და ღვთისადმი სიყვარული? ბიბლიის კოლეჯის პრეზიდენტი, დოქტორი მაიკლ ევერი მოგვითხრობს ახალგაზრდა კაცის ისტორიას, რომელიც მის ოფისში აღსარების სათქმელად მივიდა. იგი ათვალიერებდა პორნოგრაფიულ ვებსაიტებს, მაგრამ თქვა რომ ძალიან ნანობდა და უნდოდა პრეზიდენტ ევერის ეპატიებინა და მის სიწმინდეზე პასუხისმგებელი გამხდარიყო. ის ძალიან გულწრფელი და გატეხილი ჩანდა. რამდენიმე კვირის შემდეგ იგივე ახალგაზრდა კაცი მოვიდა ისევ იგივე აღიარებით; და რამდენიმე კვირის შემდეგ, კიდევ ერთხელ.ბოლოს, პრეზიდენტმა ევერიმ ახალგაზრდა კაცს თვალებში ჩახედა და გამოსცადა. ”ვფიქრობ, რომ სიწმინდე გინდა, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ. მზად ხარ დღეს აიღო ვალდებულება, რომ თუ თქვენი კომპიუტერი კვლავ გაცდუნებთ, მას თავიდან მოიშორებთ, გაყიდით ან ჩაქუჩით ნაწილებად დაამტვრევთ? ახალგაზრდა კაცმა თქვა, რომ ამას ვერ შეძლებდა. ეს ძალიან დიდი მსხვერპლი იქნებოდა. მან თქვა, რომ კომპიუტერი სკოლისთვისსჭირდებოდა. „მაშინ ჯერ ნამდვილად სერიოზულად არ გადაგიწყვეტიათ სიწმინდე“ უპასუხა პრეზიდენტმა ევერიმ.
მათ, ვისაც არ სურთ, რომ დაცვა გააძლიერონ და სულიერი სიხარულის ძიებისას გარკვეულ კომფორტზე უარის თქმა არ შეუძლიათ ნამდვილად არ სურთ სიწმინდე. იობმა თქვა: „აღთქმა დავუდე ჩემს თვალებს, რომ ქალწულს არ შევხედავდი გულისთქმით.“ ეს არის სიმტკიცის გამოხატულება,რომელიც გამარჯვებამდე მიდის.
თუ წმინდად ყოფნა გსურთ ნუ უყურებთ პროგრამებს, ნუ წაიკითხავთ წიგნებს და ნუ დაათვალიერებთ ისეთ საიტებს, რომლებიც თქვენს ცდუნებას გამოიწვევს. გაექეცით ისეთ ადგილებსა და ადამიანებს, რომლებიც იცით, რომ ხორციელი საქმეებისაკენ გიბიძგებენ. არ გაუღოთ ცდუნებას კარი, როგორც არ უნდა გაინტერესებდეთ თუ რა ხდება მეორე მხარეს. თუ გინდა რომ გამარჯვებული იყო მოიქეცი ისე, როგორც იოსები მოიქცა და აარიდე თავი საცდურისადმი მიდრეკილებას.
გაექეცით ვნებებს და მიჰყევით ნამდვილ სიხარულს: „ყმაწვილკაცურ გულისთქმებს გაექეცი” (1 პეტრე 2:11). ვნება მშიერ ლომს ჰგავს. არ მისცეთ მას უფლება, რომ კლანჭიანი თათი ჩაგასოთ გონებაში. მას შემდეგ, რაც თქვენი გონების კარგს გაუღებთ ლომი იქამდე შთანთქავს მას, სანამ მომენტალურად არ დაკმაყოფილდება, თავისი ნებით კი არასოდეს დაგტოვებთ. პავლე ტიმოთეს ეუბნება, რომ თუ მას წმიდად ყოფნა სურს ის ვნებას უნდა გაექცეს.
(3) მიჰყევით ღმერთის სიხარულს: „მისდიე სიმართლეს, რწმენას, სიყვარულს, მშვიდობას ყველასთან, ვინც სუფთა გულით მოუხმობს უფალს” (2 ტიმოთე 2:22).
საუკეთესო გზა, რომელიც აღმოვაჩინე, რომ საზღვრებს მიღმა არსებული საგნების მიმართ მიდრეკილება დამეკარგა, ღვთაებრივი, მარადიული საგნების დაფასებაა. ღმერთთან ერთად გატარებული ერთი წუთიც კი ცოდვილ სიამოვნებას მოსაწყენს ხდის, რომელთა შედარებაც შეუძლებელია. ვნებისაგან გაქცევა სიმართლის მიყოლის გარეშე ვერასოდეს ჩამოგაშორებს ვნებას. გამარჯვებულია ის კაცი და ქალი, რომელიც სიმართლისაკენ ისწრაფის-თავის გულსა და გონებას ისეთი რამით ავსებს, რომელიც გააძლიერებს მათ ქრისტეში სიარულსა და გაზრდის მათ სიამოვნებას ღმერთში. ისინი სიამოვნებას იღებენ ღმერთთან ურთიერთობით, ავითარებენ ჯანსაღ სიახლოვეს, კითხულობენ კარგ წიგნებს, ავითარებენ და იყენებენ ღმერთისგან ბოძებულ ნიჭს და აშენებენ ღვთის სასუფეველს. ისინი არ უშვებენ, რომ მათი გონება გაზარმაცდეს. მათ იციან, რომ უსაქმური გონებაეშმაკის სათამაშო მოედანია!
(4) ყველა აზრი ღვთის სიტყვას დაუქვემდებარე: „ვინაიდან ჩვენი საბრძოლო იარაღი ხორციელი არ არის, არამედ ღვთის ძალაა, რათა დავანგრიოთ სიმაგრენი. მისით ვამხობთ ზრახვებსა და ყოველგვარ სიმაღლეს, რაც კი აღმართულია ღვთის შემეცნების წინააღმდეგ და ვატყვევებთ ყოველგვარ აზრს ქრისტესთვის დასამორჩილებლად” (2 კორითელთა 10:4-5).
გამარჯვების გასაღები არის ის, რომ ყოველგვარი აზრი ქრისტეს სიტყვას დავუქვემდებაროთ. სტივენ არტერბურნმა და ფრედ სტოკერმა გამოუშვეს წიგნების სერია, რომელიც მამაკაცებს სექსუალური ცდუნებების დაძლევაში ეხმარება. ერთ-ერთი პრაქტიკული რამ, რასაც ისინი ასწავლიან მამაკაცებს „თვალების ცეცების“ დისციპლინაა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს არის წვრთნა „აკრძალულ ნაყოფს სწრაფად მოარიდო თვალი“ (დაბადება 2:17). . ეს შეიძლება იყოს ძლიერი, ცხოვრების შემცვლელი დისციპლინა.მაგრამ ისინი ასევე ამბობენ, რომ „თვალის ცეცება“ არ დასრულდება გონების წვრთნის გარეშე, რომ მუდმივად აღიაროს ბიბლიური ჭეშმარიტება:
„მე არ მაქვს საკუთარი უფლებები”
„მე ნაყიდი ვარ ფასით”
„მე ღვთის სიყვარული ვარ”
ფრედ სტოკერმა წერს:
ციხიდან „თვალის ცეცებით“ ვერ გამოხვალთ, არამედ თქვენ კიდევე ერთი ნაბიჯი უნდა გადადგათ მეორე კარისაკენ, რომელიც ღმერთის სიტყვით გარდაიქმნება და საშუალებას მოგცემთ იესოს მსგავსად იაზროვნოთ.
როგორ ფიქრობდა იესო? მსახურის მსგავსად, რომელსაც უფლებები არ ჰქონდა. მან მამის გამო შეიყვარა სიმართლე და შეიძულა ურჯულოება. მან თავისი უფლებები დათმო, რათა მსახური გამხდარიყო და შეძლებოდა მამისათვის ფასით გამოვესყიდეთ.
ახლა კი, როდესაც ფასით გამოგვისყიდეს, იესოს მსგავსად უნდა ვიაზროვნოთ. ჩვენ საკუთარი თავისთვის აღარ ვცოცხლობთ და მის გარეშე საკუთარი უფლებებიც აღარ გვაქვს. გაექეცით სექსუალურ უზნეობას. თქვენ საკუთარი თავისთვის აღარ ცოცხლობთ, არამედ ფასით იქენით გამოსყიდულნიამიტომ, პატივი ეცით ღმერთს თქვენი სხეულით (1 კორინთელთა მიმართ 6:18-20).
სექსუალური სიწმინდისთვის ბრძოლის დროს, შემდეგი სიტყვები ჩამომიყალიბდა, რამაც მთლიანად შეცვალა ჩემი გონება:
თქვენ არ გაქვთ უფლება უყუროთ ამას ან იფიქროთ იმაზე; თქვენ არ გაქვთ ამის უფლებამოსილება.
როდესაც თქვენი გონება ჭეშმარიტად გარდაიქმნება და ასე ფიქრს დაიწყებს, თქვენ გამოცდით იმას, რასაც ცდუნების სიკვდილს ვუწოდებთ. [5]
თუ სუფთა ცხოვრებისეული აზოვნება გსურთ, მაშინ ყოველი დაუმორჩილებელი აზრი, ცოდვა, საკუთარი თავი და ღვთის სიტყვის ურჩი ადამიანები ღმერთს დაუქვემდებარეთ. დღე და ღამე იფიქრეთ ღვთის სიტყვაზე (ფსალმუნი 1:2). დაე ისწავლეთ თუ ვინ ხართ ქრისტეში და ვის ეკუთვნით. რაც უფრო მეტად აღივსებით ღვთის სიტყვით, მით უფრო სწორად იფიქრებთ სექსუალობაზე. თქვენ შეიძლება შეურაცხყოფა განიცადეთ. შესაძლოა, როგორც ქრისტიანი კაცი სექსუალურ მიდრეკილებებს ებრძვით, რაც დღევანდელ მსოფლიოში უჩვეულო არაა. აღივსენით ღვთის სიტყვით და დაატყვევეთ ყოველგვარი არასწორი აზრი.
კაცებო ეცადეთ, რომ სხვებზე იფიქროთ არა ისე, როგორც ფანტაზიისა და საკუთარი სიამოვნებისათვის გამოსაყენებელ საგნებზე, არამედ როგორც ღმერთის ხატად შექმნილ ადამიანებზე, რომლებიც ღმერთმა შეიყვარა და ზრუნავს მათზე, რადგან იქამდე შეიყვარა ისინი ღმერთმა, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა მათთვის მომკვდარიყო. სულიწმიდის მეშვეობით ეცადეთ, რომ ქალებსა თუ კაცებზე იფიქროთ, როგორც მარადიული ღირსების მქონე პირებზე, რომლებიც ღირსებასა და პატივისცემას იმსახურებენ. „დედაკაცები-როგორც დედები, ყმაწვილქალები-როგორც დები, მთელი სიწმიდით (1 ტიმოთე 5:2). ღმერთის მადლით ეცადეთ რომ ასე იაზროვნოთ და ამის შედეგად თქვენ განიცდით ცვლილებას.
(5) ეცადეთ გააკეთოთ აღიარებები და გახდეთ პასუხისმგებელნი: „აღიარეთ ცოდვები ერთმანეთის წინაშე და ილოცეთ ერთმანეთისთვის, რათა განიკურნოთ, რადგან ბევრი რამ შეუძლია მართლის გაძლიერებულ ლოცვას” (იაკობი 5:17).
თუ თქვენ თქვენი ცხოვრებისეული აზრების გამოსასწორებლად იბრძვით მინდა გითხრათ, რომ აღსარებაში ნამდვილად დევს განკურნების ძალა. როგორც წინა გაკვეთილებში ვისწავლეთ გულგატეხილობის შესახებ, სიამაყე მადლიერების უდიდესი შემაფერხებელი ფაქტორია. ეს ჩემი ისტორიაა.
თითქმის ოცი წლის წინ, როდესაც ჩვენი ვაჟი ჯესი (მაშინ 4 წლის იყო)სიმსივნით იტანჯებოდა გადავწვიტე 7 დღე მემარხულა. მე და ჩემი მეუღლე, ბეკი ვფიქრობდით, რომ ჩვენი რწმენის ნაკლებობა ხელს უშლიდა ღმერთს ჩვენი პატარა ბიჭის განკურნებაში. ჩვენი ზოგიერთი ქრისტიანი მეგობარიც ასე ფიქრობდა. გული გვტკიოდა. ძალიან ვწუხდით. ჩვენ ვიცოდით, რომ ერთადერთი პასუხი ღმერთი და მისი სიტყვა იყო. ჩვენ მას ვეძებდით. მის ნებას იქამდე ვეძებდით, სანამ გული არ დაგვიმშვიდდებოდა. მარხვის განმავლობაში უფალი არაჩვეულებრივი გზით დამელაპარაკა (ბეკისაც). მან დამარწმუნა, რომ ბეკიზე და ჩვენს ოჯახზე ზრუნავდა და მის ნებაში სრული სიმშვიდე მოგვცა.
ამ მარხვაში ღმერთმა იმ გზით გამათავისუფლა, რომელსაც არ ველოდი. მეექვსე საღამოს, როდესაც ჩემს შვილებს ბიბლიურ ისტორიას ვუკითხავდი, ღმერთი ისე მკაფიოდ დამელაპარაკა, როგორც არასდროს. მისი ხმა მოვიდა როგორც ძლიერი და სრულიად მოულოდნელი აზრი - არა მხოლოდ აზრი, არამედ გზა თავისუფლებისაკენ. თუ აღიარებ....მე გაგათავისუფლებ იმისგან, რაც დროდადრო გტანჯავდა მთელი შენი ქრისტიანული ცხოვრების განმავლობაში. მაშინვე ვიცოდი ვისთან უნდა მეღიარებინა. მე გაოგნებული და წამიერად შეშინებულიც კი ვიყავი. ამაზე საუბარი არ შემიძლია. ეს დამამცირებელია! მაგრამ შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ჩემი გული იძახდა „დიახ.” ეს ხმა ისეთი სიყვარულით შემოვიდა ჩემში, რომ მინდოდა თავისუფალი ვყოფილიყავი.
მეორე დღეს ჩემს სანდო მეგობართან დავჯექი და მარტივად ვაღიარე ყველაფერი, რასაც იქ ვმალავდი, სადაც მხოლოდ მე და ღმერთი ვხედავდით. ცოდვაში ვერ ვიცხოვრებდი, მაგრამ იმის გამო, რომ არასოდეს გამიღია გული და არ მითქვამს ჩემი წარუმატებლობის შესახებ მან საკუთარი ძალა ბოლომდე ვერ დაკარგა ჩემზე.
დროდადრო მქონდა ჩავარდნები. აღსარების მომენტი იყო წამი, როდესაც განკურნების და თავისუფლების პროცესი დაიწყო ჩემში. ამ მომენტიდან აღსარება და პასუხისმგებლობა გახდა ჩვევა, რომელსაც უფალი იყენებდა ჩემში ცვლილების პროცესის გასაგრძელებლად.ერთი რამ გავიგე, რომ ცდუნება კარგავს ძალას, როდესაც მას აღიარებ.
თუ თქვენი ცხოვრებისეული აზრების წინააღმდეგ იბრძვით, თუ ავხორცულ და უწმინდურ აზრებს ებრძვით, მე გირჩევთ, რომ ღვთის სულით სავსე მეგობარი ან მრჩეველი იპოვოთ. დაე, გაიზიაროს მან შენი საჭიროება და ილოცოს თქვენთვის. გახდით რეგულარულად პასუხისმგებელნი. პასუხისმგებლობასა და აღსარებაში დიდი ძალა დევს. მაგრამ სხვა გაფრთხილებებიც ნუ დაგავიწყდებათ. თქვენ კვლავ ფხიზელნი უნდა იყოთ, კვლავ უნდა ჩამოშორდეთ არასწორ საქმეებს, კვლავ უნდა თქვათ „არა,” კვლავ უნდა მიჰყვეთ სიმართლეს და დაატყვეოთ ყოველი არასწორი აზრი.
► სთხოვეთ თქვენს ჯგუფში ორ ან სამ ადამიანს ისაუბრონ იმაზე, თუ რომელი პრაქტიკული დისციპლინა ახდენს ყველაზე დიდ ზეგავლენას წმინდა ცხოვრებისეულ აზრებზე. რატომ?
ერთი ბოლო შეხსენება კიტ დურისგან:
„თქვენ ვერასდროს დაამარცხებთ (ვნებას) ძალისხმევით, თუმცა უნდა იბრძოლოთ. თქვენ ვერასდროს დაამარცხებთ ამ ჩვეულებრივ ჩვევას შრომისმოყვარეობით, თუმცა შრომა გჭირდებათ. გონებაში არსებული ბოროტი სულის დატყვევება მხოლოდ იესოს შეუძლია. ეს მხოლოდ ღვთის ძეა, რომელსაც შეუძლია ქურდების განდევნა თქვენი გულიდან. ღმერთს შეუძლია გაგათავისუფლოთ თქვენ, თუ ამის ნებას მისცემთ.[6]
(1) ამ კვირაში მინიმუმ ოცდაათი წუთი გაატარეთ ამ გაკვეთილის მიმოხილვაში, მათ შორის საღვთო წერილის მითითებებში, სთხოვეთ ღმერთს გამჭრიახობა.
(2) თქვენს რვეულში ჩაიწერეთ ღმერთის მიერ გაცხადებული ნებისმიერი ცვლილება, რომელიც შესაძლოა თქვენს ცხოვრებაში მოხდეს.
(3) ღვთისთვის გამოყოფილი დროის განმავლობაში იფიქრეთ მინიმუმ ერთ ფსალმუნზე და რვეულში ჩაიწერეთ ის თუ რას ამბობს მეფსალმუნე ღვთიური ბუნებისა და ხასიათის შესახებ.
(4) რვეულში ჩაიწერეთ პირადი ლოცვა სულიერი ტრანსფორმაციისა და ზრდისათვის, რომელიც ამ გაკვეთილს ეფუძნება.
(5) პირადი ლოცვის დროს შეეცადეთ გააპრაქტიკოთ დოქტორ ბრაუნის ყოველდღიური ლოცვის სახელმძღვანელო. PDF აქ წვდომა
(1) როგორია პირადი დისციპლინის განმარტება მე-11 გაკვეთილის მიხედვით?
(2) რომელი ორი მიზეზის გამოა პირადი დისციპლინა ქრისტიანისთვის მნიშვნელოვნი?
(3) რომელი ორი პირადი დისციპლინაა მე-11 გაკვეთილში მოხსენიებული?
(4) იაკობის მიხედვით როგორია „სრულყოფილი ადამიანი“?
(5) დაასახელეთ ენის კონტროლისათვის საჭირო სამი პრაქტიკული რჩევა, მითითებებით?
(6) დაასახელეთ 4 პრაქტიკული რჩევა წმინდა ცხოვრებისეული აზრებისათვის?
SGC exists to equip rising Christian leaders around the world by providing free, high-quality theological resources. We gladly grant permission for you to print and distribute our courses under these simple guidelines:
All materials remain the copyrighted property of Shepherds Global Classroom. We simply ask that you honor the integrity of the content and mission.
Questions? Reach out to us anytime at info@shepherdsglobal.org
Total
$21.99By submitting your contact info, you agree to receive occasional email updates about this ministry.
Download audio files for offline listening
No audio files are available for this course yet.
Check back soon or visit our audio courses page.
Share this free course with others