გაკვეთილის მიმოხილვა
გაიმეორეთ 1გაკვეთილის ძირითადი პუნქტები. სთხოვეთ სტუდენტებს, რომლებსაც სურთ გაგიზიარონ პირადი ლოცვები 1 გაკვეთილიდან.
Search through all lessons and sections in this course
Searching...
No results found
No matches for ""
Try different keywords or check your spelling
1 min read
by Tim Keep
გაიმეორეთ 1გაკვეთილის ძირითადი პუნქტები. სთხოვეთ სტუდენტებს, რომლებსაც სურთ გაგიზიარონ პირადი ლოცვები 1 გაკვეთილიდან.
ამ გაკვეთილის ბოლოს მოსწავლემ უნდა შეძლოს:
(1) გაიგოს და ახსნას სულიერი ფორმირებაში სამი ძირითადი შემადგენელი
(2) დააფასეთ სულიწმიდის მსახურება სულიერ ფორმირებაში.
სანამ ამ კურსზე ვმუშაობდი, შევხვდი ერთ ახალგაზრდას, მან გული გადამიშალა. ის არის გულწრფელი ქრისტიანი. მას აქვს მოქცევის ნათელი მოწმობა და მიაჩნია, რომ მან სრულად დაუქვემდებარა თავისი ნება ქრისტეს სასუფეველს. ის სწავლობს წმინდა წერილებს, აქვს საკმაოდ თანმიმდევრული ცხოვრება და მე ვხედავ აშკარა მტკიცებულებებს, რომ მას სწამს და ეშინია ღმერთის. ეს ახალგაზრდა მამაკაცი მთელი ძალით ცდილობს სრულად გადალახოს თავისი განსაკუთრებულად „დამაბრკოლებელი“ ცოდვა. „რატომ არ გაიარა ამ ცდუნებამ?!“ მე ვლოცულობ, ვკითხულობ ბიბლიას, მაგრამ სრულ გამარჯვებისგან მაინც შორს ვარ. რაღაც არ არის ისე, როგორც უნდა იყოს? ” იკითხა მან.’’ მე თავს ვგრძნობ ისე იზოლირებულად, ისე მარტოდ ჩემს ბრძოლაში. ვფიქრობ, რომ მე ვარ მეორე ხარისხოვანი ქრისტიანი.”
როდესაც რამდენიმე კვირა ერთად გავატარეთ, ჩემთვის ნათელი გახდა, რომ ჩემი მეგობარი გულწრფელი მორწმუნე იყო; მაგრამ მას ჭირდებოდა გონების განახლება გარკვეულ სფეროებში. მისი აზროვნება ღმერთსა და ქრისტიანულ ცხოვრებაზე მთლიანად არ იყო დაკავშირებული ღვთის სიტყვასთან. ჩემს მეგობარს ასევე სჯეროდა, რომ თუ მისი გული წმინდა იყო, მაშინ სიწმინდე და მორჩილება უნდა მიეღო ძალისხმევის გარეშე. მაგრამ ზოგიერთ საკითხში უდისციპლინობისა და სულიერი წინდაუხედაობის გამო, ჩემი მეგობარი ვერ აღწევდა სრულ გამარჯვებას.
► რა რჩევას მისცსმდით ჩემს მეგობარს? როგორ შეიძლება ჭეშმარიტმა მორწმუნემ დაამარცხოს დამაბრკოლებელი ცოდვა?
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვიცით, სულიწმიდას შეუძლია გარდაქმნას ჩვენი გული, გადამწყვეტ მომენტებში, ჩვენ ასევე ვიცით, რომ მას სრულ სიმწიფემდე მივყავართ გონების განახლების პროცესების შედეგად, აგრეთვე ჯანსაღი დისციპლინით და სხვა მორწმუნეებთან ურთიერთობით.
სწავლება იმისა, რომ სულიერი ფორმირება არის პროცესი, არ გამორიცხავს არაჩვეულებრივ მომენტების გამოვლენას. იესოს ბევრი ერთგული მიმდევარი განიცდიდა „ღვთიურ მომენტებს ზეციდან შობამდე. ეს მომენტები ხშირად სხვადასხვა გზით არის განსაზღვრული, მაგალითად:„სულიწმიდით მონათვლა„სრული განწმენდა.” „სიმშვიდე რწმენით,” „სრულყოფილი სიყვარული,“ „სულიწმიდით აღვსება“ და ა.შ. . ისევე, როგორც სასწაულები არ ანგრევს ბუნების ნორმალურ კანონებს, ჩვენს რიგებში ეს არაჩვეულებრივი მომენტები აჩქარებენ სულიერი ზრდის პროცესებს. არ გამოტოვოთ მიმდინარე სიმწიფის მიღწევის პროცესები, რომელიც ღვთის ნებით ხდება.
სულიერი ზრდა ჩვეულებრივ ხდება ფიზიკური ზრდის შემდეგ. ჩვილები არ ხდებან ზრდასრული ერთი ღამის განმავლობაში, მაგრამ მიდიან ღვთის მიერ ორგანიზებული სიმწიფის პროცესით. იგივე ხდება ჩვენი სულიერი ზრდისას, ფიზიკური და სულიერი ზრდის პროცესს თანახლავს ზრდის ნახტომები.
იესო ქრისტეს ხატად ჩამოყალიბება უნდა მოხდეს მყარ ბიბლიურ საფუძველზე. ამ გაკვეთილზე ჩვენ შევეცდებით ჩამოვაყალიბოთ მყარი საფუძველი, რომლის საფუძველზეც უნდა ავაგოთ ღვთის სასაურველი ცხოვრება, როგორც ფიზიკური, ასევე სულიერი, ამ საფუძვლის არქონის გამო ბევრი ადამიანი სულიერად სუსტად გრძნობს თავს.
სულიერი ფორმირება უფრო მეტია, ვიდრე ზედაპირული ცვლილება.
ბევრი რამ, რასაც ჩვენ გარდასახვას ვუწოდებთ, არის მხოლოდ ზედაპირული ცვლილება, მაგალითად, მცირე სახვევის დადება ღრმა, ინფიცირებულ ჭრილობაზე. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ სწორად მოქმედების მდგომარეობაში და დავთრგუნოთ ცუდი ურთიერთობები და საქციელი, მაგრამ ოდესღაც ვიღაც, ან რაღაც მაინც გვაბიჯებს ფეხს მტკივნეულ ადგილას, ცდუნება ხდება ძალზე ძლიერი და ვაჩვენებთ, თუ ვინ ვართ სინამდვილეში.
ერთხელ პასტორმა აზიიდან აღიარა, თუ როგორ გამოავლინა უფალმა ის მისი ერთ – ერთი სასტიკი დევნის მეშვეობით. წლების განმავლობაში ბოროტმა ტომმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ხელი შეეშალა ღვთის საქმიანობისთვის. მან ქვები ისროლა მსახურების დროს, ტყვიებს ესროდა მღვდლის სახლს, ძარცვავდა ეკლესიას. ამ დროს ჩემი მეგობარი პასტორი და მისი მრევლი ლოცულობდნენ მათთვის და გაუძლეს მის დევნას. „მე მეგონა, რომ ნამდვილი სიყვარული და პატიების უნარი მქონდა’’- მითხრა ერთხელ პასტორმა, - სანამ ერთ დღეს მოულოდნელ შეხვედრის დროს მთის გზაზე, ჩემი მოთმინების ფიალა არ აივსო. მრცხვენია ამის თქმა, მაგრამ მე მის მოტოციკლს შევეჯახე ჩემი სატვირთო მანქანით და ვემუქრებოდი! მაშინ, მივხვდი, რომ არ მქონია ისეთი სიყვარული, როგორსაც ვფიქრობდი, რომ მქონდა. მივხვდი,რომ რომ ზედმეტად ვეყრდნობოდი ჩემს სულიერ ძალას და არ დავუქვემდებარე ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი სულიწმინდას. ეს კი უფალმა ჩემი ცვლილებისა და თავმდაბლობის ჩამოყალიბებისთვის გამოიყენა. როდესაც მოვინანიე ჩემი კრებისა და ჩემი მდევნელის წინაშე(მას ახალი მოტოციკლიც კი ვუყიდე), უფალმა აავსო ჩემი გული ნამდვილი სიყვარულითა და ძალით.
ღმერთს სურს, რომ გააკეთოს ჩვენთვის გაცილებით მეტი, ვიდრე ჩვენს ჭრილობებზე უბრალო სახვევის დადებაა. მას უფრო მეტი აქვს ჩვენთვის, ვიდრე ზედაპირული ცვლილებები.
რომ ვიყოთ ფორმირებული იესო ქრისტეს ხატად, საშიროა, რომ მისი ხასიათი - მისი სათნოება - ღრმად გვქონდეს ამოტვიფრული ჩვენს სულებზე. დენის კინლოუ გვახსენებს ჩვენ: “ქრისტეს ხატად ჩამოყალიბება არ არის მხოლოდ სწავლა, თუ როგორ მიბაძო მას; ეს ნიშნავს დაეუფლო მის აზროვნებას და მის დამოკიდებულებებს."[1] ღმერთს სურს, ისე გარდაგვქმნას, რომ ჩვენი ბუნებრივი რეაქცია ნებისმიერ გარემოებაში იყოს მისი რეაქციის მსგავსი.
როდესაც ქრისტეს სიყვარული სრულად ჩამოგვაყალიბებს ჩვენ, მორჩილება აღარ იქნება ტვირთი. როდესაც მისი სიმართლე სრულად აირეკლება ჩვენში, მაშინ სწორი საქციელის გამოვლინება, არ დაგვძაბავს. როდესაც მისი მშვიდობა და სიხარული აგვავსებს ჩვენ, ჩვენ გავუძლებთ ცხოვრების ყველაზე სასტიკ ქარიშხლებსაც კი.
ხანგრძლივი ცვლილებები შესაძლებელია.
კარგი ამბავი მდგომარეობს იმაში, რომ ცვლილება ყოველთვის შესაძლებელია - არა მხოლოდ ამის სურვილი, არამედ ჩვენ შეგვიძლია ვიაროთ იმ გზით, რომელიც ღმერთმა მოგვცა ცვლილებისთვის. როდესაც ჩვენ ვისწავლით განსხვავებულად ფიქრს, ვიცავთ სხვადასხვა პრაქტიკას და ვისწავლით ადამიანებთან სხვაგვარად ურთიერთობას, სულიერი ცვლილებები ბუნებრივად მოხდება.
ქრისტეს ხატად სულიერი გარდაქმნის სამი სამშენებლო ბლოკი, რომელსაც ამ კურსში ვისწავლით:
სამი სამშენებლო ბლოკი სულიერი ფორმირებისთვის.[1]
1. პირველი სამშენებლო ბლოკი - განახლებული გონება. (ფილიპელთა 2:5; რომაელთა 12:1-2)
2. მეორე სამშენებლო ბლოკი - სულიერი მომზადება. (2ტიმოე 4:7; 1კორინთელთა 9:27; ებრაელთა 12:11)
3. მესამე სამსენებლო ბლოკი - ქრისტიანულ მოზიარეობაში მონაწილეობა. (ეფესელთა 4:13)
► წაიკითხეთ წერილის ეს ადგილები და შეეცადეთ განმარტება მისცეთ შემდეგ ფრაზებს:„ ის ზრახვანი იქონიეთ თქვენში“ „ღვთისმოსაობაში ივარჯიშე“ და „ვიდრე ყველა მივღწევდეთ. . . სრულყოფილ მამაკაცად. ” რას ნიშნავს ეს ფრაზები?
ქვემოთ მოცემულია ილუცტრაცია, რომელიც დაგვეხმარება ამ სამშენებლო ბლოკის ვიზუალიზაციაში ცვლილებებისთვის.

ილუსტრაციის (ზემოთ) და ცხრილის (ქვემოთ) განმარტება: განახლებული გონება თავისში გულისხმობს დარწმუნებას გადარჩენაში, ღმერთის შეცნობას, საკუთარი თავის შეცნობას და სულიწმიდის მუშაობის გაგებას. სულიერი მომზადება გულისხმობს უბედურებების და ტანჯვების გავლას, სულიერი დისციპლინების და პირადი დისციპლინის გაპრაქტიკებას. ქრისტიანული მოზიარეობა გულისხმობს (ყოველ შემთხვევაში) იმის გაგებას, თუ ვინ ვართ ჩვენ როგორც ღვთის ოჯახი და ურთიერთ კავშირში ასაშენებლად, ერთმანეთის მიღებას და პასუხისმგებლობას. ყოველივე ეს ხდება სულიწმიდის მუშაობის მეშვეობით ჩვენში.
|
განახლებული გონება ფილიპელთა 2:5; |
სულიერი მომზადება 2 ტიმოთე 4:7; 1 კორინთელთა 9:27 |
ქრისტიანული მოზიარეობა ეფესელთა 4:13 |
|---|---|---|
| გადარჩენაში დარწმუნება | ტანჯვები, უბედურებები | ეკლესიის ბუნების გაგება და სხვა ეკლესიის წევრებთან მოზიარეობა ასაშენებლად |
| ღმერთის შეცნობა | სულიერი დისციპლინები | მიღება |
| საკუტარი თავის შეცნობა | პირადი დისციპლინა | პასუხისმგებლობა |
| სულიწმიდით | სულიწმიდით | სულიწმიდით |
პირველი სამშენებლო ბლოკი გარდასახვისთვის - განახლებული გონება.
სულიერი ფორმირება უნდა დაიწყოს განახლებული გონებით, "რადგან, როგორც გულში ფიქრობს, ისეთია იგი” (იგავი 23:7). გაითვალისწინეთ, რომ გული არის ის, სადაც ადამიანი ფიქრობს. გონება და გული ერთია საღვთო წერილში. აი საიდან უნდა დაიწყოს ჩვენი ტრანსფორმაცია. გონება არის მთელი ცხოვრების კონტროლის ცენტრი. ყველაფერი რაც ჩვენ ვართ და ვიქნებით გამომდინარეობს ამ ცენტრიდან (მათე 15:19). იესომ თქვა:„კაცის გულიდან მოდის. ბოროტი აზრები, მრუშობა, სიძვა, მკვლელობა” (მარკოზი 7:21). მან ასევე თქვა -„ ვისაც ჩემი სწამს, როგორც წერილი ამბობს, ცოცხალი წყლის მდინარეები იდინებენ მისი მუცლიდან.” ეს მან იმ სულზე თქვა, მის მორწმუნეებს რომ უნდა მიეღოთ,“ (იოანე 7:38-39). ამ კურსის პირველ ნაწილში, ჩვენ შევათანხმებთ ჩვენს აზრებს გადარჩენაზე, ღმერთზე და საკუთარ თავზე ღვთის სიტყვასთან. ჩვენი გონების ეს განახლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენში ღვთის ხატის ჩამოყალიბებისათვის.
’’...და განახლდით თქვენი გონებით სულში” (ეფესელთა 4:23).
’’...და შეიმოსეთ ახალი, რომელიც შემეცნებაში განახლებულია მისი შემქმნელის ხატისამებრ” (კოლასელთა 3:10).
დოქტორი დენის კინლოი გვასწავლის:
“ქრისტიანული მოწაფეობის 3 კანონი ასეთია:
1. შეიტყვეთ ვინ არის იესო და მისი აბსოლუტური საკმარისობა ადამიანის ყველა საჭიროებისთვის.
2. შეიტყვეთ ვინ ხართ თქვენ. გააცნობიერეთ თქვენი არასრულყოფილება ღვთის სასუფეველში მსახურებისთვის, მიუხედავად იმისა, რამდენად გულმოდგინედ ცდილობთ მიუძღვნათ ძალისხმევა.
3. იპოვნეთ ძალა სულიწმიდაში, რომ შეავიწროვოთ თქვენი ადამიანური სისუსტე ქრისტეს სრულყოფილებით.
როდესაც ჩვენ ამას ვაკეთებთ, სხვაგვარად ვიწყებთ ფიქრს; როდესაც ასე ვიქცევით, ჩვენი მსოფლხედველობა მთლიანად იცვლება.[2]
რომაელთა 12:2 გვიბრძანებს: „და ნუ მიესადაგებით ამ წუთისოფელს, არამედ გარდაისახენით თქვენი გონების განახლებით,“ ყველაფერი, რაც მოცემულ დროში ვართ და ყველაფერი რაც უნდა გავხდეთ დამოკიდებულია მართვის ცენტრზე.
წერილების გამოკვლევა გარდასახვისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა.
ბიბლია მუდმივად მოგვიწოდებს ჩვენ ვისწრაფოთ ცოდნისკენ და მივიღოთ დარიგება. ჩვენში უნდა აღსულდეს, „აღიზარდენით ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს მადლსა და შემეცნებაში” (2 პეტრე 3:18). აი რატომ ლოცულობდა პავლე განუწყვეტლივ ეფესელთათვის, რომ ღმერთმა „ გაანათლოს თქვენი გონების თვალნი," (ფილიპელთა 1:19).
როდესაც მე ბიბლიურ სკოლაში ვსწავლობდი, ჩვენი დირექტორი, დოქტორი რობერტ უიტაკერი, ხშირად გვესაუბრებოდა სტუდენტებს ქრისტესშემეცნების განვითარებაზე. ის ხშირად გვაფრთხილებდა:„იფიქრე, როგორც ქრისტიანმა!’’ მან იცოდა, რომ ჩვენ ქრისტეს მორწმუნე ადამიანები ვართ, მაგრამ მას ასევე ესმოდა, რომ მისი მოწაფეების გონება ჯერ კიდევ დაკავებულია შეუმეცნებლობით და ფაქტებით ფორმირებულია ქვეყნიერული შემეცნების ტიპის მიხედვით ზოგიერთ სფეროში.
იმისათვის, რომ ჩვენი გონება სწორად ჩამოყალიბდეს, არსებობს საგნები, რომლებიც ჩვენ უნდა ვისწავლოთ და ასევე რაღაც, რაც უნდა გავითვალისწინოთ. ჩვენ უნდა მივიღოთ სწორი ინფორმაცია და ავირიდოთ დეზინფორმაცია. ეს, თითქმის ყოველთვის პროცესია - ჩემი გონების სიმართლით ავსების პროცესი. ეს არის აგრეთვე პროცესი, რომელიც განწმენდს ჩემს გონებას არასწორი და დამანგრეველი აზრებისგან ღმერთზე, საკუთარ თავზე, ჩემს გარშემო არსებულ სამყაროზე და ქრისტიანულ ცხოვრებაზე. ადვილი არ არის გესმოდეს ღვთის და ჭეშმარიტების ხმა, გარშემო მყოფი სამყაროს ხმაურის ფონზე, ზოგჯერ კი ეკლესიაშიც, ან თუნდაც საკუთარ გულში არსებული ამაობის ფონზე. მაგრამ ყველა ხმა ჩემს თავსა და გულში, რომელშიც სიმართლე არ არის ნათქვამი, უნდა გაჩუმდეს.
ფრთხილად იყავით! ღმერთისა და საკუთარი თავის არაჯანსაღი გაგების დემონტაჟი ან დანგრევა, შეიძლება საშიში პროცესი აღმოჩნდეს, თუ კი იგი არ იქნება სრულიად ბიბლიური და აბსოლუტურ მორჩილებაში:ქედმაღლობა გვაცდუნებს ჩვენ, ღმერთის შესახებ ჩვენი წარმოსახვების ჩამოყალიბების დროს, იმ ხრივ, როგორც ჩვენ თვითონ გამოვიგონეთ. სიამაყით თუ ვიხელმძღვანელებთ, ჩვენ შეიძლება უარვყოთ ღვთის ნამდვილი ხატება. რომელიც გავს იმას,რასაც ვერ ვიტანთ, მაგრამ მაინც არ გვექნება ღვთის ნამდვილი ხატება.
თავმდაბლობა არის გასაღები გაგებისთვის.
ჩვენს მისწრაფებაში, რომ ღმერთზე სწორად ვიფიქროთ, ღვთის ხალხი ჩვენი თანამგზავრია, წმინდა წერილები კი ჩვენი ავტორიტეტი, თავმდაბლობა ჩვენი დამოკიდებულებაა, ხოლო სულიწმიდა ჩვენი დამხმარეა, ”ღმერთი ამაპარტავნებს ეწინააღმდეგება, თავმდაბლებს კი მადლს ანიჭებს” (იაკობი 4:6).
თავმდაბლობა ნიშნავს, რომ მე უარს ვამბობ კონტროლზე და ვემორჩილები ღვთის გამოცხადებას, იმისდა მიუხედავად თუ ეს რა დაგვიჯდება. სინამდვილეში ეს, სულიერი გარდასახვის ერთადერთი გზაა. სულიერ მოგზაურობაში გვხვდებიან სერიოზული საცდურები უარვყოთ ჭეშმარიტება, იმის გამო რისი დაკარგვაც პროცესში მოგვიწევს. ჩვენ გვეშინია გავანაწყენოთ ჩვენი ოჯახი, კულტურა, ან გადავუხვიოთ ტრადიციებისგან, ჩვენ არ გვსურს ვიყოთ უცნაურები, უარყოფილები, ან დევნილები, საზოგადოებისგან იზოლირებულები, ან ეტიკეტირებას დაქვემდებარებულები. ჩვენ განვიცდით ცდუნებას, დავემორჩილოთ მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანებს მეტად ვასიამოვნოთ, ვიდრე ღმერთს. გახსოვდეთ ბიბლია მაბობს:„მოყვასთან მლიქვნელი, ბადეს უგებს მას ფეხქვეშ” (იგავ 29:25).
რწმენა არის ჭეშმარიტების განცდის გასაღები.
რწმენით ღმერთის სიტყვის მიღება აცოცხლებს მას ჩვენში. ის, რომ ვიცოდეთ რაიმე ბიბლიური, ეს ზეგავლენას მოახდენს მთელს ჩემს ცხოვრებაზე.
[3]ბიბლიური რწმენა უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე უბრალოდ ცოდნა. ამ კონკრეტულ მომენტში თქვენ ალბათ „ენდობით“ სკამს. შესაბამისად, ალბათ ბევრი შეიტყვეთ სკამებზე, კონკრეტულად კი თქვენს სკამზე. ახლა კი მზად ხართ თქვენი სხეულის სრული წონა ანდოთ ერთ კონკრეტულ სკამს. ეს ისაა, რასაც ბიბლია გულისხმობს რწმენის ქვეშ და რასაც სახარების ავტორები გულისხმობენ, როდესაც ამბობენ:„მათი რწმენა რომ იხილა იესომ, უთხრა დავრდომილს: “შვილო, მოგეტევა შენი ცოდვები!” (მარკ 2:5). რა დაინახა იესომ, როცა რწმენა დაინახა? როგორ გამოიყურებოდა რწმენა? იესომ დაინახა, რომ პარალიზებული კაცის მეგობრები საკმარისად ენდობოდნენ მას, რომ მიეყვანათ მასთან თავისი მეგობარი განკურნების მოლოდინში. იესომ დაინახა ადამიანები, რომელთაც თავი მიუძღვნეს იმას, რაც სიმართლედ მიაჩნდათ ქრისტეს შესახებ. იესომ დაინახა მათი მოქმედება და უპასუხა მათ მპატიებელი, განმკურნებელი, გარდამსახველი მადლით! ესაა რწმენის ძალა.
როცა ჩვენ ვენდობით ღვთის სიტყვას, უზენაესი სულიწმინდის მეშვეობით გარდაგვქმნის ჩვენ ქრისტეს ხატად, რა თქმა უნდა ჩვენ ვერ შევძლებთ ჩვენი თავის ქრისტეს ხატად ჩამოყალიბებას. რობერტ მალჰოლანდ უმცროსი ამტკიცებს:
„წმინდა წერილი ასევე ნათლად მოწმობს იმ ფაქტზე, რომ მხოლოდ ღმერთს შეუძლია გვიხსნას ჩვენი მონობისგან, განკურნოს ჩვენი დამსხვრევა, განწმინდოს ჩვენი უწმინდურება და გამოიყვანოს სიცოცხლე ჩვენი სიკვდილიდან. ჩვენ თვითონ არ შეგვიძლია ამის გაკეთება. ასე რომ სულიერი გარდასახვა ესაა გამოცდილება უფლის მიერ ჩვენი ფორმირებისა მთლიანობის მიმართულებით. თვითდაჯერებულობა ღრმადაა ჩვენში ფესვგადგმული, ღმერთი არის ინიციატორი ჩვენი მთლიანობისკენ ზრდისა და ამიტომ ჩვენ მის ხელში უნდა ვიყოთ რბილი თიხა.“[4]
ღმერთის გარეშე ჩვენ არ შეგვიძლია წარმოვქმნათ ჩვენს ხასიათში სიყვარული, სიხარული და მშვიდობა, იმისათვის რომ სულიერი ჩამოყალიბების პროცესი განხორციელდეს ჩვენს ცხოვრებაში, ჩვენ უნდა ვენდოთ და მივუძღვნათ თავი იმას, რასაც ღმერთი დაგვპირდა და განაცხადა, ‘’ესაა რწმენა, რაც მოსწონს ღმერთს (ებრაელთა11:6;) ’’რწმენა უხსნის კარებს იესო ქრისტეს მიერ გამოსყიდვის კურთხევებს და პრივილეგიებს და ეუფლება მათ. ის რაც იესომ მოიმოქმედა, რწმენა მას ხდის არა მარტო ხელმისაწვდომს, არამედ რეალურს ჩვენთვის. ჭეშმარიტი რწმენა პასუხობს ჭეშმარიტებას, რომელიც თითოეულმა მიიღო და ამით ააქტიურებს ღმერთის აღთქმებს. ღვთის სიტყვისადმი ჩვენი ნდობის და მიძღვნის მეშვეობით სულიწმინდა იწყებს ჩვენი ხასიათის გარდაქმნას და გვაძლევს შესაძლებლობას ვიცხოვროთ, როგორც ქრისტემ.
მაგრამ ეს ჯერ არ არის ყველაფერი.
გარდასახვის მეორე საძირკველი არის სულიერი მომზადება.
სულიერი ფორმირება უდაოდ გულისხმობს თავისში სულიერ სწავლებას. როგორც პავლე გამოწვევას უგზავნის ტიმოთეს:„ღვთისმოსაობაში ივარჯიშე“ (1 ტიმოთე 4:7). ის თვითონაც თავისთავზე ამბობს:„ვთრგუნავ და ვიმონებ ჩემს სხეულს, რათა სხვებს რომ ვუქადაგებ, თვითონ უღირსი არ აღმოვჩნდე” (1 კორინთელთა 9:27).
სულიერი მომზადება უნდა დაემატოს ჯანსაღ დოქტრინას.
ჯონ ვესლი თვლიდა, რომ ქრისტიანული ცხოვრების მიზანი ღვთისა და ადამიანის სიყვარულია, მაგრამ ის, თუ როგორ ვიზრდებით სიყვარულში სულიერი დისციპლინაა. ის თვლიდა, რომ მიზეზი თუ ქრისტიანობამ რატომ ”გააკეთა ასე ცოტა სიკეთე მსოფლიოში,” ან რატომ არ იქონია მაქსიმალური ზეგავლენა, იყო სამი რამ:
1. საღი დოქტრინის არარსებობა
2. პასუხისმგებელი დისციპლინის ნაკლებობა
3. თვითგამორკვევის უგულებელყოფა[5]
► რატომ არის, რომ თითოეული მათგანი:- დოქტრინა, დისციპლინა და თვითუარყოფა - საჭიროა ეფექტური ქრისტიანული ცხოვრებისა და მოწმობისათვის?
უესლიმ ქრისტიანული ცხოვრების დისციპლინები ორ ძირითად ნაწილად დაყო:ღვთისმოსავი საქმეები და წყალობის საქმეები.[6] აი ნაწყვეტი უესლის ერთ-ერთი ქადაგებიდან:
”მაგრამ რა არის ეს კეთილი საქმეები? რომელთა გაპრაქტიკება, როგორც თქვენ ამტკიცებთ, განწმენდისთვის აუცილებელია?” პირველ რიგში, ესაა ყველა საქმე, როგორიცაა:სახალხო ლოცვა, ოჯახური ლოცვა და საიდუმლო ოთახში ლოცვა; ზიარების მიღება; საღვთო წერილის გამოძიება,მოსმენა, კითხვა, განსჯა და მარხვის გამოყენება ან თავშეკავება იმდენად, რის საშუალებასაც გვაძლევს ჩვენი ფიზიკური ჯანმრთელობა.
მეორედ წყალობის ყველა საქმე, ეხება ეს ადამიანთა სხეულებს, თუ სულებს; მაგალითად, მშივრების გამოკვება, შიშვლების ჩაცმა, უცხოთა მიმართ გულთბილად მოქცევა, ციხეში მყოფთა, ან ავადმყოფთა, ან სხვადასხვაგვარად დაავადებულთა მონახულება; ან მაგალითად ეცადო დაარიგო უგუნურები, აღძრა უგუნური ცოდვილები, გამოაცოცხლო ნელთბილები, განამტკიცო მერყეობა, ანუგეშო გონებასუსტები, წაახალისო ცდუნებულები, ან რაიმე ფორმით დაეხმარო სიკვდილისგან სულების გადარჩენაში. ეს მონანიებაა და ეს "ნაყოფები გვხვდება მონანიებისთვის,” რაც აუცილებელია სრული განწმენდისთვის. ეს არის გზა, რომლითაც ღმერთმა დანიშნა თავის შვილები, რომ დაელოდონ სრულ გადარჩენას.“
ღმერთი სიტყვა გასაგებად ამბობს, რომ ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი ვიდრე ქრისტეს ხატებაში გარდასახვის გამოცდილებაა. შემდეგ გაკვეთილებში ჩვენ გაჩვენებთ, რომ თუ ჩვენ გამუდმებით არ გავიზრდებით, მაშინ ჩვენი არასწორი აზრები ღმერთზე და თვითონ ჩვენს თავზე, ყველაფერთან ჩვენი გამოუმუშავებელი დამოკიდებულებები, ჩვენი დაუდეგარი მადა, ჩვენი გაფუჭებული ემოციები, დაამარცხებენ ჩვენში ჩვენს საუკეთესო სურვილებს გავხდეთ ქრისტეს მსგავსი. ამ კურსის ამ განყოფილებაში ჩვენ განვიხილავთ უმნიშნელოვანეს როლს, რომელსაც სწავლება და სულიერი დისციპლინა ასრულებენ ჩვენს ქრისტეს ხატად გარდასახვაში. მე ვფიქრობ, რომ თქვენ ამ განყოფილებას უფრო პრაქტიკულად აღმოაჩენთ.
სულიერი მომზადება შეიძლება მოხდეს მრავალი ფორმით.
ღმერთს ჩვენს მოსამზადებლად მრავალი განსხვავებული საშუალება აქვს. უბედურება, ან ტანჯვა - ღმერთის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იარაღია იმისათვის, რომ გარდაგვსახოს მის ხატებაში. ამას გარდა, კლასიკური სულიერი დისციპლინები, მათ შორის, ლოცვა, განსჯა, განმარტოება, მარხვა, უბრალოება, მსხვერპლი, თაყვანისცემა, მოზიარეობა, აღსარება და მორჩილება; ასევე პირადი დისციპლინები - ენის კონტროლი, აზრების დატყვევება, კონტროლის აღება ჩვენს მადაზე, დროის მართვა და პირადი დარწმუნების დაფუძნება - არის ღმერთის საშუალება, ჩვენი ხასიათის ჩამოყალიბებაში. ეს განხილული იქნება შემდგომ გაკვეთილებში.
სულიერი აღზრდის მეშვეობით, ქრისტესმიერი აზროვნება და ქცევა, ცხოვრების ყველა გარემოებაში, თანდათანობით ხდება უფრო ადვილი და ჩვეული. დისციპლინირებული სწავლების მეშვეობით ქრისტეს ხატი ჩვენში ხდება ბუნებრივი და სამუდამოდ აღიბეჭდება ჩვენს ხასიათში.
როდესაც ჩემს მეუღლე ბეკისთან ერთად ბიბლიურ სკოლაში ვსწავლობდი,ჩვენს მეზობლად ცხოვრობდა მოხუცებული ქრისტიანი წყვილი მისტერ და მისის ფაუსტი, მოთმინებისა და სიხარულის რა მაგალითები იყვნენ ისინი ჩვენთვის! მისის ფაუსტი სრული ინვალიდი იყო და მისი მდგომარეობა უარესდებოდა 10 წლეულების განმავლობაში, მისი მეუღლე კი ზრუნავდა მასზე დღე და ღამ დიდი სინაზით, სიყვარულითა და მბრწყინავი სიხარულით. იმ დღეებში მე ჩემს თავს ვადარებდი ისეთ ადამიანებს, როგორიც მისტერ ფაუსტი და ასევე ჩემი ზრდასრული მსწავლებლები იყვნენ. მექნება კი ოდესმე სიყვარულის ისეთი ხარისხი, ასევე გაბედულება და მოთმინება, როგორიც მათ აქვთ? მე არ მესმოდა, რამდენი წლის განმავლობაში, ათწლეულებიც კი ეს ხალხი აპრაქტიკებდნენ ქრისტიანულ ცხოვრებას. ისინი საკმაოდ წინ წავიდნენ, რადგანაც გაცილებით დიდხნას ვარჯიშობდნენ.
სულიერი დისციპლინა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, ქრისტიანულ ცხოვრებაში წარმატებისათვის. მის გარეშე კი ჩვენ არ უნდა გაგვიკვირდეს, როცა ცდუნების დროს წარუმატებლობას განვიცდით. აი რატომ არიგებდა პავლე ტიმოთეს „ღვთისმოსაობაში ივარჯიშე.“ პეტრე ასევე მოგვიწოდებს ჩვენ: “ამიტომ ყოველი ღონე იხმარეთ, რომ შესძინოთ თქვენს რწმენას სათნოება, სათნოებას - შემეცნება, შემეცნებას - თავშეკავება, თავშეკავებას - მოთმინება, მოთმინებას - ღვთისმოსაობა, ღვთისმოსაობას - ძმათმოყვარეობა, ძმათმოყვარეობას კი - სიყვარული. ვინაიდან თუ ყოველივე ეს თქვენშია და მრავლდება, არ დარჩებით უქმად და უნაყოფოდ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს შემეცნებაში” (2 პეტრე 1:5-8). მოციქული ამბობს, რომ ძალისხმევის გარეშე, ქრისტეს სათნოებანი შეუძლებელია გახდნენ ჩვენი ხასიათის ნაწილი.
სულიერ სწავლება მოაქვს თავისუფლება და იწყება აღფრთოვანება
როცა სულიწმიდა გვასწავლის ჩვენ, რომ ვიპოვოთ სრული კმაყოფილება ღმერთში, ჩვენ ვიქნებით ნამდვილად თავისუფალნი. თუ ჩვენ განვთავისუფლდებით ჩვენი სხეულის იმპულსების უბრალო მემკვიდრეობისგან, თუ ვისწავლით დავუმორჩილოთ ღმერთს ჩვენი ბუნებრივი სურვილები, რათა უფრო დავტკბეთ მისით - ჩვენ თავისუფლები ვართ. როცა ჩვენ მოკლებულნი ვართ მატერიალურ საგნებს, ან თუნდაც ვიტანჯებით, მგრამ მაინც ვპოულობთ სიამოვნებას იესოში, ჩვენ თავისუფლები ვართ. პავლეს თვითდისციპლინამ წარმოშვა ასეთი ტავისუფლება. ის წერს:
„გაჭირვების გამო არ ვამბობ ამას, ვინაიდან ვისწავლე იმით დაკმაყოფილება, რაც მაქვს. ვიცი გაჭირვებაში ცხოვრებაც და ვიცი სიუხვეშიც, მიჩვეული ვარ ყველაფერს და ყოველივეს:სიმაძღრეს და შიმშილს, სიუხვესა და ხელმოკლეობას. ყოველივე ძალმიძს ჩემი გამაძლიერებლის, ქრისტეს მეშვეობით” (ფილიპელთა 4:11-13).
სულიერი წვრთნების, ტანჯვების, დისციპლინების და თვითდისციპლინის შედეგად, ჩვენი შინაგანი (მშვინვა) იქნება განთავისუფლებული, რომ ვიყოთ და ვაკეთოთ ის, რაც სურს ღმერთს. მხატვრის მონასმები ხდება თავისუფალი და მსუბუქი სწავლების პროცესში. სპორცმენი ასპარეზობს უნარიანი მოძრაობებით, ფიზიკურ მომზადებაში გატარებული ურიცხვი საათების, წვრთნების და მუდმივი გამეორების შედეგად. მასწავლებელი ლაპარაკობს მსუბუქად და დარწმუნებულად, ლოცვაში გატარებული დროსა და ტემის დაუფლების შედეგად. მუსიკოსი გამოდის ასევე თავისუფლად და ლამაზად, რადგან მისმა პრაქტიკის წლებმა მოამზადა იგი. ზრდასრული ქრისტიანი კი გამოავლენს ქრისტეს სიცოცხლეს, ყველაზე რთულ ცხოვრებისეულ გარემოებებში, იმიტომ რომ დღითიდღე, თვეების და წლების განმავლობაში ის ემზადება ამისთვის ღმერთის წყალობით.
რა ხდება როცა არ არის დისციპლინა?
როცა არ არის დისციპლინა, მხატვარი ხდება ნაკლებად გამოცდილი, შეცდომები ხდება უფრო გავრცელებული, მისი ხელოვნება კი უფრო ნაკლებ დამაკმაყოფილებელი. ათლეტი კი ხდება ნაკლებ მოქნილი, ნაკლებ მოძრავი, ხშირად წაიბორძიკებს და მიზანს ვერ აღწევს.
როცა დისციპლინა არაა ქრისტიანულ ცხოვრებაში, ჩვენ ვერ დავეუფლებით უნარ-ჩვევებს ქრისტიანულ ცხოვრებაში. ხშირად წავიბორძიკებთ. ჩვენი სულიწმიდასთან ურთიერთობა ატარებს ეპიზოდურ ხასიათს. შეცდომები უფრო გავრცელებულია, ცხოვრება ნაკლებ დამაკმაყოფილებელი, ურთიერთობები ნაკლებ მადლიანი, ჩვენი ღმერთთან სიარული კი ნაკლებ ნაყოფიერი.
ამ თაობაში ჩვენ არ გვესმის ბევრი საუბრები დისციპლინირებულ ქრისტიანულ ცხოვრებაზე. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ ადვილად და სწრაფად გვინდა ჩვენი სულიერება. ზოგიერთ ქრისტიანს უნდა სულიერი მაგია! ჩვენ გვინდა ავიქნიოთ ჰაერში ხელი და უეცრად გვქონდეს მთელი სულიერება, რაც გვჭირდება. როგორც გათამამებული ბავშვები, არ გვწყურია რაიმე ძნელი, ძალიან მოთხოვნადი, მკაცრი და მტკივნეული. ჩვენ გვავიწყდება იესოს სიტყვები:„თუ ვინმეს უნდა გამომყვეს, უარყოს თავისი თავი, ყოველდღე აიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს” (ლუკა 9:23).
ქრისტიანული ცხოვრებით იმედგაცრუება არ არის ქრისტიანული ცხოვრების ბრალი, არამედ ჩვენი საკუთარი მცდარი მოლოდინების ბრალია. ძალიან ხშირად ველოდებით, რომ ღმერთმა მყისიერად გადაგვაქციოს ღვთისმოსავებად. მითუმეტეს, ღმერთი დაინტერესებულია არა სულიერი მაგიით, არამედ სტანდარტების შესაბამისი სულიერი მებრძოლების, სულიერი მუშაკების და სულიერი ათლეტების აღზრდით - მამაკაცების და ქალების, რომელთაც შეუძლიათ მოიგონ ბრძოლა, შეასრულონ ღმერთისგან მიღებული დავალებები და მოიგონ რბოლა. მოგვიანებით ამ კურსში თქვენ შეისწავლით ინსტუქციებს, როგორც კლასიკურ, ასევე პირად სულიერ დისციპლინებში და მოწოდებული იქნებით მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოსაყენებლად, და ყველაფერ ამას გავაკეთებთ, რომ უფრო მეტად დავემსგავსოთ ქრისტეს.
გარდასახვის მესამე სამშენებლო ბლოკი არის ქრისტიანული თემის ცხოვრებაში მონაწილეობა.
სულიერი ფორმირება უნდა მოიცავდეს ქრისტიანულ თანამეგობრობას, (ადგილობრივ ეკლესიურ მოზიარეობაში მონაწილეობა). შეუძლებელია გადააფასო მნიშნელოვანი როლი, რომელსაც ქრისტეს სხეული - მისი ეკლესია- ასრულებს ჩვენს სულიერ ჩამოყალიბებაში. ასევე შეუძლებელია გადააფასო თუ რამდენად გაღატაკდნენ და დასახიჩრდნენ ქრისტიანები, რომლებიც ქრისტეს სხეულთან მოზიარეობით არ არიან გამდიდრებულნი და გამშვენებულნი.
ღვთის ოჯახთან ჩვენი კუთვნილების და მის ცხოვრებაში მონაწილეობის გზით ყალიბდება ჩვენი ხასიათი. ეკლესიურ ცხოვრებაში მონაწილეობის მეშვეობით მე ვპოულობ იმ პრაქტიკას, რომელიც ჩემთვის აუცილებელია, რომ შევიძინო იესო ქრისტეს ცხოვრების უნარ ჩვევები. ვრცერთი ადამიანი ვერ იქნება დაუსახლებელ კუნძულზე; ყველას, ვინც მოახდენს საკუთარი თავის იზოლირებას ღვთის ხალხის აღზრდის, მოზიარეობის, მსახურების, დაცვისა და დისციპლინისგან ვერ შეძლებს სრულყოფილად მონაწილეობდეს სასიხარულო კავშირში ღმერთთან. ღმერთი არის სამება - მამა, ძე და სულიწმიდა - და ისინი სრულყოფილ ჰარმონიასა და მოზიარეობაში იმყოფებიან მთელი მარადისობის განმავლობაში. ადამიანები შექმნილნი არიან მის ხატად და შექმნილნი არიან ერთმანეთისთვის, რომ შევიდნენ ურთიერთობებში, რომ ააშენონ ერთმანეთი და არა იმისთვის, რომ ერთმანეთისგან იზოლირდნენ.
მე წავიკითხე ერთი პასტორის შესახებ, რომელიც ეწვია ფერმერს, რომელიც რამდენიმე კვირის განმავლობაში არ ესწრებოდა კვირის მსახურებას. როდესაც ისინი ბუხრის წინ იჯდნენ, მამაკაცმა განუცხადა პასტორს, რომ ის ვერ გრძნობს, რომ მას ეკლესია ჭირდება. ”მე შემიძლია ღმერთთან უკეთ ვისაუბრო მინდორში,” - თქვა მან. პასტორმა არაფერი თქვა; მაგრამ სანამ ფერმერი აგრძელებდა საუბარს იმაზე, თუ როგორ არ სჭირდება მას სხვა ქრისტიანებთან მოზიარეობა, პასტორმა ცეცხლიდან გამოიღო ერთი აგიზგიზებული შეშა და დადო ცალკე - სხვა ცეცხლმოკიდებული შეშისგან მოშორებით . ძალიან მალე ცეცხლმოკიდებული, ცალკედადებული შეშა ჩაქრა! ფერმერმა გააცნობიერა უსიტყვო გზავნილი და შემდეგ კვირას ეკლესიაში მივიდა!
ჩვენ ვერასდროს ვერ შევძლებთ მარტოობაში გავხდეთ ის, ვინც ღმერთს უნდა რომ ვიყვეთ. სულიერი მოზიარეობის მაგალითი, დარიგება და ქრისტეს სხეულის ნიჭები, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჯანმრთელი სულიერი ფორმირებისთვის. ქრისტიანული თემი გვეხმარება პირად გარდასახვაში, ყოველ შემთხვევაში:
ქრისტიანული თემი მაძლევს მე სულიერ ოჯახს, რომლის გარეშეც მე არა მაქვს, არც კუთვნილება, არც ნამდვილი მიმღებლობა, არც საზრუნავი და არც გამხნევება.
ქრისტიანული თემი უზრუნველმყოფს მე ბიბლიურ დარიგებით, რომლის გარეშეც ვერ ვიქნები გამოკვებილი ღმერთის სიტყვით.
ქრისტიანული თემი ხშირად მიბიძგებს მე და ეს მე რეალურად მჭირდება, რომ მოხდეს ცვლილებები.
ქრისტიანული თემი უზრუნველმყოფს მე სულიერ პასუხისმგებლობით.
ქრისტიანული თემი უზრუნველმყოფს მხარდაჭერითა და ძალით, რომელიც მე მჭირდება ქვეყნიერების, ხორცისა და ეშმაკის დასაძლევად.
ქრისტიანული თემი მაძლევს პრაქტიკულ შესაძლებლობებს ვიმსახურო, გამოვავლინო ჩემი სულიერი ნიჭები.
ქრისტიანული თემის მეშვეობით, დიდი დავალებები ხორციელდება.
გარდასახვის სულიერი ბლოკები სულიწმიდის მიერ ლაგდება.
იესო ქრისტეს ხატად ჩამოყალიბება მხოლოდ სულწმინდის დახმარებით არის შესაძლებელი.
(1) სული ამხილებს
”როდესაც ის მოვა, ამხილებს ქვეყნიერებას ცოდვის შესახებ, სიმართლისა და სასამართლოს შესახებ;”(იოან 16:8).
(2) სული წმენდს და ძალით შემოსავს.
”ასეთი იყო ზოგიერთი თქვენგანი; მაგრამ განიბანეთ, მაგრამ წმიდად გახდით, მაგრამ გამართლდით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით და ჩვენი ღმერთის სულით.“(1 კორინთელთა 6:11).
” რამედ თქვენ მიიღებთ ძალას, როდესაც მოვა სულიწმიდა თქვენზე და იქნებით ჩემი მოწმენი იერუსალიმში და მთელ იუდეასა და სამარიაში და დედამიწის კიდემდე.” (საქმეები 1:8).
(3) სული ადასტურებს ქრისტესადმი ჩვენს რწმენას.
” და ვინც იცავს მის მცნებებს, იგი რჩება მასში და ის კი მასში. ის რომ ჩვენში რჩება გავიგებთ სულით, რომელიც მან მოგვცა.”(1 იოანე 3:24).
”მასში ხართ თქვენც, ვინც მოისმინეთ ჭეშმარიტების სიტყვა, თქვენი გადარჩენის სახარება, და იგი იწამეთ და დაიბეჭდეთ აღთქმული სულიწმიდით,”(ეფესელები 1:13).
(4) სული გარდაგვსახავს ჩვენ ქრისტეს ხატად.
” ჩვენ კი ყველანი ახდილი სახით ვხედავთ უფლის დიდებას როგორც სარკეში და გარდავისახებით იმავე სახედ დიდებიდან დიდებაში, როგორც უფლის სულისაგან.” (2 კორინთელთა 3:18).
(5) სული ჯვარს აცმევს ხორცის საქმეებს.
„ვინაიდან, თუ ხორციელად ცხოვრობთ, სიკვდილი არ აგცდებათ, ხოლო თუ სულით აკვდინებთ ხორციელ საქმეებს იცოცხლებთ.“ (რომაელთა 8:13).
”აი, მე ვამბობ:მოიქეცით სულიერად და თქვენ არ აღასრულებთ ხორცის გულისთქმათ.” (გალატელთა 5:16).
(6) სული გველაპარაკება.
”და სულის შთაგონებით მივიდა ტაძარში, და როდესაც მშობლებმა მიიყვანეს ყრმა იესო, რომ მოქცეოდნენ მას სჯულის წესისამებრ;ჩვენ” (ლუკა 2:27; ასევე იხილეთ 4:1)
(7) სული აკონტროლებს
ნუ დათვრებით ღვინით, რომელშიც აღვირახსნილობაა, არამედ აღივსეთ სულით. ( ეფესელთა 5:18).
(8) სული გვეხმარება შევიმეცნოთ ღმერთისაგან ჩვენი შვილება.
„და რაკი თქვენ შვილები ხართ, ღმერთმა წარმოაგზავნა თქვენს გულებში თავისი ძის სული, რომელიც შესძახის:აბბა, მამაო.“ (გალატელთა 4:6)
(9) სული გვაქცევს ქველმოქმედებად
„ხოლო იმედი არ არის შემარცხვენელი, ვინაიდან ღმერთის სიყვარული ჩაგვესახა ჩვენს გულებში, სულიწმიდის საშუალებით, რომელიც მოგვეცა ჩვენ.“ (რომაელთა 5:5)
იმდენად, რამდენადაც ვცდილობთ იესო ქრისტეს ხატად ჩამოყალიბებას, სულიწმიდა ხდება ჩვენთვის იგივე, რაც ოკეანე თევზისთვის, ეს მისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია. თევზისთვის ოკეანე არის ყველაფერი - მისი სუნთქვა, მისი საკვები, მისი სასმელი, მისი სახლი! ოკეანე არის სადაც თევზი თამაშობს, ნადირობს იფურჩქნება. თევზმა, რომ გადაწყვიტოს, რომ მისთვის პლაჟზე ცხოვრება უკეთესია, მისი სიცოცხლე არ იქნებოდა ხანგრძლივი;
იყო სულში, უბრალოდ ნიშნავს, რომ იესომ გამოგზავნა ის, ყოფილიყო ჩვენი შინაგანი სიცოცხლის წყარო, ძალა, განათლება და სიბრძნე და მის გარეშე ჩვენ მოვკვდებით, ზუსტად ისევე, როგორც თევზი კვდება წყლის გარეშე. სულიწმიდის გარეშე ქრისტეს ხატი არასდროს არ იქნება ჩამოყალიბებული ჩვენში.
წმინდა წერილების დაზეპირება იყო სულიერი დისციპლინა, რომელიც ღმერთმა ფართოდ გამოიყენა ჩემს ცხოვრებაში და ასევე ჩემი მეგობრების ცხოვრებაში, რომლებიც მას აპრაქტიკებდნენ, ან ჩემი გონების გახსნაში და განახლებაში, ზოგიერთ საკითხებთან მიმართებაში, ან ცდუნებასთან ბრძოლაში ან მომავალი განსაცდელებისთვის მომზადებაში.
მარიკა ჰერერი, სამხრეთ აფრიკა
როცა ეს სამშენებლო ბლოკები შეერთდება, ეს მოგვცემს ჩვენ შესაძლებლობას ჩვენში ჩამოვაყალიბოთ ქრისტეს ხატება.
(1) საფუძვლიანად შეისწავლეთ დიაგრამა და მზად იყავით ახსნათ ის კლასში.
(2) გამოყავით მინიმუმ ოცდაათი წუთი ამ კვირაში, რომ შეისწავლოთ ეს გაკვეთილი და ასევე ბიბლიური ადგილები, სთხოვეთ სულიწმიდას მოგცეთ გაგება.
(3) თქვენს დღიურში ჩაწერეთ ნებისმიერი კონკრეტული ცვლილება, რომელიც უნდა მოხდეს თქვენს ცხოვრებაში, რადგან უფალი გიხსნით მათ.
(4) იფიქრეთ თუნდაც ერთი ფსალმუნის ირგვლივ თქვენი ღმერთთან ყოველდღიური მოზიარეობის დროს და თქვენს დღიურში ჩაწერეთ, თუ რას ამბობს ფსალმუნმომღერალი ღვთის ბუნებასა და ხასიათზე.
(5) ჩაწერეთ თქვენს დღიურში პირადი ლოცვა სულიერი გარდასახვაზე და ზრდაზე ამ გაკვეთილის საფუძველზე.
(1) დახატეთ და ახსენით ილუსტრაცია და სულიერი ფორმირების ცხრილი, რომელიც მოცემულია 2 გაკვეთილში, წერილის ადგილებთან ერთად.
(2) მოამზადეთ ამ ილუსტრაციის ზეპირი პრეზენტაცია დანარჩენი სტუდენტებისათვის.
SGC exists to equip rising Christian leaders around the world by providing free, high-quality theological resources. We gladly grant permission for you to print and distribute our courses under these simple guidelines:
All materials remain the copyrighted property of Shepherds Global Classroom. We simply ask that you honor the integrity of the content and mission.
Questions? Reach out to us anytime at info@shepherdsglobal.org
Total
$21.99By submitting your contact info, you agree to receive occasional email updates about this ministry.
Download audio files for offline listening
No audio files are available for this course yet.
Check back soon or visit our audio courses page.
Share this free course with others