გაკვეთილის მიმოხილვაგა
გაითვალისწინეთ 8 გაკვეთილის ძირითადი პუნქტები. სთხოვეთ სტუდენტებს, რომელთაც სურთ გაგიზიარონ პირადი ლოცვები მე-8 გაკვეთილიდან.
Search through all lessons and sections in this course
Searching...
No results found
No matches for ""
Try different keywords or check your spelling
1 min read
by Tim Keep
გაითვალისწინეთ 8 გაკვეთილის ძირითადი პუნქტები. სთხოვეთ სტუდენტებს, რომელთაც სურთ გაგიზიარონ პირადი ლოცვები მე-8 გაკვეთილიდან.
ამ გაკვეთილის ბოლოს, მოსწავლემ უნდა:
(1) ისწავლოს ლოცვა, როგორც იეს ილოცულობდა.
(2) ილოცოს იესოს მიერ დადგენილი ლოცვის ნიმუშის შესაბამისად.
ერთმა ახალგაზრდამ შემდეგი წერილი მიწერა ჩემს მეგობარს, დოქტორ ფილ ბრაუნს:
„მე მგონია, რომ საკმარისად არ ვლოცულობ ოჯახის წევრის ფიზიკურ გამოჯანმრთელებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ის მუდმივად ჩემს აზრებშია და ვგრძნობ, რომ მას რეგულარულად ვავედრებ ღმერთს, მაგრამ მაინც შეგრძნება მაქვს, რომ ლოცვა არასათანადოა. ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბრძოლა ისაა, რომ არასოდეს ვარ კმაყოფილი ჩემი თავით, რადგან არასაკმარისად ვკითხულობ ბიბლიას და არასაკმარისად ვლოცულობ... როგორ დავაბალანსო დანაშაულის გრძნობა "არასაკმარისი ლოცვისა" იმ ფაქტთან, რომ ვიცი - ღმერთს შეუძლია მისი განკურნება, იმ ფაქტს, რომ მე მსურს ღვთის ნება და იმ ფაქტს შორის, რომ არ ვიცი რა არის ღვთის ნება?“
ერთ საღამოს, ბიბლიის შესწავლის, ანუ საოჯახო ჯგუფის შეკრების დროს, ჩემმა მეგობარმა დენიმ, ახალმა ქრისტიანმა, უმრავლესობა ჩვენგანის სათქმელი თქვა, როდესაც აღიარა: „ლოცვა ნამდვილად რთულია ჩემთვის! უბრალოდ არ ვიცი, როგორ უნდა ვიქონიო კარგი ლოცვითი ცხოვრება. ”
მრავალ ქრისტიანს ტანჯავს ლოცვის საკითხი. ბევრი უკმაყოფილოა მათი ლოცვითი ცხოვრებით. რადგან ვერ ვხედავთ მას, ვისთანაც ვსაუბრობთ, რთულია კონცენტრირება, ან თუნდაც იმის დაჯერება, რომ ღმერთი გვისმენს. ჩვენ გვაინტერესებს- რა უნდა ვთქვათ. ზოგი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ლოცვის მნიშვნელობას, რადგან ღმერთმა წინასწარ იცის ჩვენი შეშფოთება და საჭიროება, სანამ ვილოცებთ. ჩვენ გვაინტერესებს, რამდენი ლოცვაა საკმარისი. ჩვენ გვაინტერესებს, რატომ ვერ ვხედავთ მეტ შედეგს. ყველა ეს განცდა საერთოა.
ხომ კარგი იქნებოდა, იესო რომ ჩვენი მასწავლებელი ყოფილიყო ლოცვების სკოლაში? თავისი მაგალითით, სიტყვით და მისი სულით ის არის კიდეც! თუ დროს გამოვნახავთ მის მოსასმენად, ლოცვასთან დაკავშირებით ჩვენს ბევრ კითხვაზე პასუხის გაცემა შეეძლება იესოს ლოცვითი ცხოვრების შესწავლით.
► მიეცით ჯგუფის წევრებს შესაძლებლობა გაგიზიარონ თავიანთი ლოცვითი პრობლემები და ლოცვასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც მათთვის სირთულეს წარმოადგენს.
სულიერი ფორმირება ქრისტეს ხატად, უშუალოდ უკავშირდება ეფექტურ ლოცვით ცხოვრებას.
ამ გაკვეთილზე, ჩვენ შესაძლებლობას მივცემთ იესოს, რომ მან გვასწავლის ლოცვა. მისი ლოცვის მარტივი ნიმუში/მოდელი, „მამაო ჩვენო,” თითქმის 2 000 წლის განმავლობაში მოძღვრავს ქრისტიანებს და მისი გაუმჯობესება შეუძლებელია. მაგრამ ეს არ არის ლოცვის ფორმულა. ეს არის ნიმუში, რომელიც დაგვეხმარება ლოცვის სწორი თანმიმდევრობის/წესისა და პრიორიტეტების ჩამოყალიბებაში, განსაკუთრებით პირადი ლოცვის დროს.
1. დავიწყოთ თაყვანისცემით,
2. შუამდგომლობაზე გადასვლა,
3. დასრულება თხოვნით.
ამ გაკვეთილზე, ჩვენ შევეცდებით შევქმნათ ჩვენი პირადი ლოცვები ამ ნიმუშის მიხედვით და ამავდროულად თვითონ მას ვუყუროთ, როგორც ამ ნიმუშის აღმსრულებლის მაგალითს.
ლუკას სახარება გვიღების ბევრ ფანჯარას იესოს ლოცვით ცხოვრებაში. ამ გაკვეთილზე ამ ფანჯრებში შევიხედებით. თუ დავაკვირდებით იესოს ლოცვით ცხოვრებას და მოვუსმენთ მის სწავლებას ლოცვის შესახებ, უკეთესად მივხვდებით, როგორ ვიქონიოთ უფრო ღრმა, უფრო მოქმედი და უფრო ეფექტური ლოცვითი ცხოვრება.
ლუკა გვეუბნება, რომ იყო რაღაც ისეთი უდაო, მიმზიდველი იესოს ლოცვითი ცხოვრების შესახებ, რომ მის მოწაფეებს სურდათ ისევე ელოცათ, როგორც მას: „ერთხელ, რომელიღაც ადგილას იყო და ლოცულობდა; როცა დაასრულა, ერთმა მოწაფეთაგანმა მიმართა: “უფალო, გვასწავლე ლოცვა, როგორც იოანე ასწავლიდა თავის მოწაფეებს” (ლუკ. 11:1).
► წარმოთვით მამაო ჩვენო ერთად. თუ არ იცით, დაიზეპირეთ
უთხრა მათ: “როცა ლოცულობთ, თქვით - მამაო ჩვენო, რომელიც ხარ ცათა შინა, წმიდა იყოს სახელი შენი, მოვიდეს მეფობა შენი და იყოს ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეთცა ქვეყანასა ზედა. პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ დღეს. და მოგვიტევე ჩვენი ცოდვები, როგორც ჩვენ მივუტევებთ ყველა ჩვენს მოვალეს; და ნუ შეგვიყვან ჩვენ განსაცდელში, არამედ გვიხსენ ჩვენ ბოროტისაგან” (ლუკა 11:1-4).
არის ძალა ლოცვის აქტში/აღვლენაში.
ბევრ ქრისტიანს თითქოს და სწამს ეს. მაგრამ არ არსებობს ძალა თვითონ ლოცვის აღვლინებაში/აქტში, არამედ ძალა ლოცვის შედეგად მოდის! და არა უბრალოდ ნებისმიერი ლოცვის შედეგად, არამედ ლოცვის, რომელიც აამებს ღმერთს, მისი მოსაწონია. მთელი ძალაუფლება (ძალა) ღმერთს ეკუთვნის. ბაალის 400 წინასწარმეტყველმა მთელი თავიანთი რწმენა ლოცვის აღსრულებაში ჩადეს, იმ დროს როცა ელიამ თავისი რწმენა დადო ღმერთზე, რომელიც ლოცვებს პასუხობს (3მეფ. 18:36-38). ლოცვის დროს ყურადღების კონცენტრირება უნდა მოვახდინოთ არა მხოლოდ ლოცვაზე, არამედ თვით ღმერთზე, რომლის მიმართაც ვლოცულობთ.
მრავალსიტყვა ლოცვას/ლოცვის გამრავლებას მეტი შედეგი მოაქვს.
ყოველთვის ასე არ არის. იესომ გვითხრა, ლოცვის დროს კი ნუ მოჰყვებით ამაო სიტყვების გამეორებას, როგორც წარმართები იქცევიან, რადგან ჰგონიათ, რომ მრავალსიტყვაობის გამო იქნებიან შესმენილნი (მათ. 6:7). ღმერთი არ არის სავაჭრო აპარატი/ავტომატი, რომლისგანაც ჩვენ შეგვიძლია იმდენჯერ მივიღოთ სასურველი „კანფეტი,” რამდენ ლოცვის მონეტასაც ჩავაგდებთ, საკმარისი მოცულობის ლოცვის სახით. ლოცვა ასე არ მოქმედებს. მსოფლიოს გარშემო მოგზაურობისას, შევამჩნიე აზროვნების ეს პრინციპი ყველა წამყვან მსოფლიო რელიგიებში, მათ შორის ბუდიზმში, ინდუიზმში, ისლამსა და იუდაიზმშიი. ნამყოფი ვარ მრავალ სალოცავებში და ვნახე ინდუისტი და ბუდისტი ბერები, რომლებიც ლოცულობდნენ თავიანთ ლოცვებს, ზოგნი ლოცვის ბორბლების დატრიალებით და ზოგიც კრიალოსნით ხელში. ისინი თვლიან, რომ ლოცვათა სიმრავლით დახმარებას მიიღებენ. ლოცვების რაოდენობა უნდა შეესაბამებოდეს ჩვენი ლოცვების ხარისხს. მხოლოდ ლოცვითი შეკრებები ვერ მოიტანს ღმერთის კურთხევებს.
► განიხილეთ ეს ცრუ წარმოდგენები ლოცვის შესახებ თქვენს ჯგუფთან. ხომ არ შეგიმჩნევიათ სხვა არასწორი წარმოდგენები?
იესო გვასწავლის, რომ საიდუმლო ლოცვის პირველი პრიორიტეტი ღმერთთან უშუალო, ახლო მოზიარეობაა: უთხრა მათ: “როცა ლოცულობთ, თქვით - მამაო ჩვენო, რომელიც ხარ ცათა შინა, წმიდა იყოს სახელი შენი” (ლუკ. 11:2).
უფრო სრულფასოვანი და ეფექტური ლოცვითი ცხოვრების საიდუმლო ღმერთთან ურთიერთობით ტკბობაშია. ” ისიამოვნე უფლის მიერ და ის აგისრულებს გულის საწადელს” (ფს. 36:4). ყოველთვის ასე უნდა მისულიყო ისრაელი ღვთის თანდასწრებაში, (მეორე რჯული 12:18; მეორე რჯული 14:26; მეორე რჯული 16:11, 15; 3 მეფ. 1:40). და სწორედ ასე სურს ღმერთს, რომ ყოველი მისი შვილი მიეახლოს მას. თხოვნები, რომელიც ამ სასიამოვნო მოზიარეობიდან არ მომდინარეობა არის რწმენას მოკლებული, მცდარი/არასწორი და ეგოისტური (იაკ.4:3).
ლუკა გვამცნობს, რომ მამასთან მოზიარეობა იესოსთვის პრიორიტეტი იყო. ის ხშირად გადიოდა მსახურების საქმიდან სალოცად: “ამიტომ ის ხშირად მიდიოდა უდაბნოში და ლოცულობდა,” (ლუკ. 5:16). მამის წინაშე ლოცულობდა და მამის ხმას უსმენდა. მამასთან განმარტოებული ლოცვის დროს იესოს აზრები, სიტყვები და ქცევა ყალიბდებოდა (ინ. 5:20, 30). მისი თხოვნებიც ლოცვაში ყალიბდებოდა. ლოცვის დროს, იესო თავის ნებას უქვემდებარებდა თავისი ზეციური მამის ნებას, ისე რომ ყველაფერი, რასაც ითხოვდა, შეესაბამებოდა და ჰარმონიაში იყო ღვთის გეგმებსა და მიზნებთან. სწორედ ასეთი უნდა იყოს ლოცვა. ვიდრე ახლო მოზიარეობა მამასთან არ იქნება ლოცვის პრიორიტეტი, უფალთან გატარებულ ჩვენს დროს არ ექნება სიხარული და ჩვენი ლოცვები იქნება ეგოისტური და ცარიელი.
როდესაც ჯორჯ მიულერს კაცს, რომელიც ღმერთმა გამოიყენა ათასობით ობოლი ქუჩის ბავშვის გადარჩენისთვის ბრისტოლში, ინგლისში, კითხეს ლოცვითი ცხოვრების ეფექტურობის შესახებ, მან უპასუხა:
“ახლა უფრო ნათლად დავინახე, ვიდრე ოდესმე, რომ უპირველესი დიდი და მნიშვნელოვანი საქმე, რაც უნდა მეკეთებინა ყოველდღე იყო ის, რომ ჩემი სული ბედნიერებით/სიხარულით ამევსო უფალში. პირველი რაზეც უნდა მეღელვა, არ იყო ის, რამდენს ვემსახურებოდი უფალს, როგორ შემეძლო განმედიდებინა; არამედ როგორ შემიძლია ჩემი სული ბედნიერ მდგომარეობაში მოვიყვანო, როგორ შემიძლია ჩემი შინაგანი კაცი ვკვებო."
ღმერთთან ურთიერთობიდან მომდინარეობს სურვილი, რომ მისი სახელი იყოს განდიდებული, პატივდებული და სიწმიდეში დაცული. ეს არის ის, რასაც იესოს გულისხმობდა „წმინდა იყოს სახელი შენი.” ღმერთი პატივს მიაგებს ჩვენს ლოცვებს, როდესაც ჩვენ ყოველთვის მის დიდებას და მის სახელს ყველაფერზე ზემოთ დავაყენებთ. ლოცვის ერთ-ერთი პირველი პრინციპი არის, რომ როდესაც ჩვენ ვზრუნავთ იმ საკითხებზე, რაც მნიშვნელოვანია ღმერთისთვის, ის იზრუნებს იმაზე, რაც ჩვენთვისაა მნიშვნელოვანი.
ბევრი კითხულობს: როგორ მივხვდით, როცა კონკრეტულ თხოვნაზე/საკითხზე საკმარისად ვილოცეთ? რამდენი დროა საკმარისი, რომ ყოველდღე უფალთან გაატარო ლოცვაში? ამ ტიპის შეკითხვები არის იმის სიმპტომი, რომ ლოცვის ფოკუსირება არასწორად ხდება. ჩემმა მეგობარმა, დოქტორ ფილ ბრაუნმა ამ კითხვას კარგად უპასუხა:
თუ „ლოცვა განუწყვეტლივ“ (1 თეს. 5:17). ნიშნავს, რომ ყველა ფიქრი ლოცვებით უნდა იყოს დაკავებული, მაშინ არავინ, მათ შორის თავად იესოც, არ ლოცულობდა „საკმარისად.” იესოს მაგალითი მოიცავს მადლიერების მოკლე ლოცვებს, (მათ. 15:36). ლოცვების ადრეულ დილას, (მარ. 1:35). ლოცვებს გვიან ღამით, (მათ. 14:25). დღის ლოცვებს, (ლუკ. 9:18). და ლოცვას მთელი ღამის მანძილზე (ლუკ. 6:12). . თუმცა არც იესო და არც ბიბლიის არცერთი ავტორი არ განსაზღვრავს სტანდარტული დროს რაც „საკმარისია“ ლოცვისთვის…
ის, რაც მეხმარება (და მარწმუნებს), ჩემი ლოცვების შეფასებაში - მათი „გაზომვა“ ურთიერთობისა და პასუხისმგებლობის მიხედვით. მე მაქვს ურთიერთობა მეუღლესთან, მაგრამ საკუთარ თავს არ ვეკითხები, „საკმარისად“ ვესაუბრე თუ არა მას. ურთიერთობებში პრობლემას წარმოადგენს გაგება და ახლო ურთიერთობა. მუდმივად მზად ვარ ვისაუბრო ჩემს მეუღლესთან, რადგან ესაა საშუალება მესმოდეს მისი და მას ესმოდეს ჩემი. როდესაც მოცემულ დროში (საუბრიშ შედეგად) გვესმის ერთმანეთის, ეს საკმარისია. რა თქმა უნდა, დღეს ურთიერთგაგების მოპოვება არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ დაგვჭირდება ურთიერთობა/საუბარი ხვალ. ჩვენ ურთიერთობა გვაქვს ღმერთთან და ლოცვა არის ღვთის მიერ ბოძებული საშუალება, რათა განვავითაროთ ეს ურთიერთობა. ჩვენ უნდა ვილოცოთ იმ ხანგრძლივობით და სიხშირით, რამდენადაც საჭიროა, რომ ღმერთთან ურთიერთობა განვავითაროთ/გავაღრმავოთ. ლოცვის საჭიროება ხან მეტი იქნება, ხანაც ნაკლები.
პასუხისმგებლობის თვალსაზრისით, ყველას გვაქვს სულიერი პასუხისმგებლობა ლოცვაში. ბიბლია გვეუბნება, რომ ჩვენ უნდა ვილოცოთ ყველა ადამიანისთვის, (1 ტმთ. 2:1). „მეფეებისთვის და ყველა ზემდგომთათვის,” (1 ტმთ. 2:2). რათა სამკალის უფალმა გამოგზავნოს მუშაკნი თავის სამკალში, (ლუკ. 10:2). ჩვენი მდევნელებისთვის, (მათ. 5:44). იმისთვის, რომ წმიდა იყოს სახელი მისი, მოვიდეს მისი მეფობა, რომ მისი ნება აღსრულდეს, უნდა ვილოცოთ ჩვენი ყოველდღიური საჭიროებებისთვის, ნებისმიერი ჩადენილი ცოდვის პატიებისთვის, ბოროტისაგან და ყველა უწმინდურობისგან დაცვისთვის (მათ. 6:9-11). და ყველა წმინდასათვის (ეფეს. 6:18). გარდა ამ კონკრეტული ლოცვით პასუხისმგებლობებისა, ჩვენ ასევე გვაქვს პასუხისმგებლობა ვილოცოთ მათთვის, ვისზედაც სულიერი ზედამხედველობა და გავლენა გვაქვს. სამუელმა გაათვითცნობიერა, რომ თუ არ ილოცებ მათთვის, ვისზეც ღმერთმა სულიერი ძალაუფლება მოგცა, ღვთის წინააღმდეგ სცოდავ (1 მეფ. 12:23). იგივე ითქმის ჩვენთვისაც.
როდესაც ლოცვისას მთელი ყურადღება ურთიერთობასა და პასუხისმგებლობაზეა, ბევრს აღარ ვიფიქრებთ დროზე.
ლუკა იესოს ნათლობის სცენას მომხიბლავ დეტალებში აღწერს, რაც სახარების სხვა ავტორებს არ აღუნიშნავთ:
„იესოც მოინათლა და ლოცულობდა, ზეცა გაიხსნა და გადმოვიდა მასზე სულიწმიდა სხეულებრივად, როგორც მტრედი და გაისმა ხმა ზეცით: “შენ ხარ ძე ჩემი საყვარელი, რომელიც მოვიწონე მე” (ლუკ. 3:21-22).
ჩვენ არ გვაქვს ჩანაწერი იმის შესახებ, თუ რაზე ლოცულობდა იესო, მაგრამ ის იორდანის შუაგულში იდგა მთლად სველი და მშვიდად ლოცულობდა. მამამ პატივი მიაგო, დაამოწმა მასზე, მოიწონა და სულიწმიდით აღავსო.
როდესაც ლოცულობდა, იესომ მამამისისგან გამხნევება და მადლი მიიღო.
ჯონ ვესლი აღნიშნავს, სახარებაში აღწერილი სამი ცალკეული შემთხვევა, როდესაც ხმა საუბრობდა ზეციდან, ეს იყო "ან მისი ლოცვის დროს, ან სწრაფვე ამის შემდეგ” (ლუკ. 9:35; ინ.12:28).
ადამიანები, რომლებიც რეგულარულად ტკბებიან ღმერთთან მოზიარეობით ლოცვის ადგილზე, არიან უფრო თავდაჯერებულნი, გამბედავნი და გამარჯვებულნი, რადგან ისინი სულიწმიდის სისრულეში ცხოვრობენ. ღვთის სული მათ სულებში მოწმობს, რომ ისინი ღვთის შვილები არიან; და ღვთის სულით, ისინი ღაღადებენ აბბა, მამაო!
ისინი, ვინც ნაკლებად ლოცულობენ, დაუცველები არიან და ამიტომ ეძებენ დამოწმებას/მიღებას ადამიანებისგან. მათი შიში ატყვევებს მათ (იგ. 29:25). როცა დაუცველობა და შიში მეუფლება, ეს ნიშანია იმისა, რომ პრობლემა ჩემი ლოცვით ცხოვრებაშია. როდესაც ლტოლვა და ცეცხლოვანება, დარწმუნებულობა და სიყვარული აქრება ჩემს გულში და ხმაში, ვიცი, რომ არსებობს პრობლემა ჩემს ლოცვით ცხოვრებაში. როდესაც ძალიან მაღელვებს სხვები რას ფიქრობენ, პრობლემა ჩემს ლოცვით ცხოვრებაშია. თუ მე თვითრეკლამით ვარ გატაცებული, ვიცი, რომ ლოცვებში შემექმნა პრობლემა. როდესაც ჩემი სწავლება ძალისმიერი ხდება, კრიტიკული ჩემს სულში, ყალბი საჯარო ლოცვების დროს, ვიცი, რომ ჩემი ლოცვით ცხოვრებაში პრობლემა არსებობს. სიმამაცე და თვითდაჯერებულობა ლოცვის საშუალებით მოდის.
სულის სისრულე იესოს ლოცვის საშუალებით ეძლეოდა და ლოცვაში მიუძღვებოდა მას.
ლუკა გვეუბნება, რომ სულიწმიდა მტრედის სახით გადმოვიდა და დაივანა მასზე, როდესაც იესო ლოცულობდა (ლუკ. 3:21-22). (ეს იქნება მოციქულების მოწმობაც რამდენიმე წლის შემდეგ.) (საქ. 4:31). შემდეგ სულის მიერ გაყვანილ იქნა უდაბნოში, (ლუკ. 4:1). საიდანაც ორმოცი დღის შემდეგ იგი „სულის ძალაუფლებით დაბრუნდა გალილეაში” (ლუკ. 4:14). მის წინაშე იყო გამოწვევები, რომლებიც ადამიანისთვის შეუძლებელი იყო, საჭირო იყო თანდასწრება და ძალა, რომელიც აღემატებოდა მის საკუთარ ადამიანურ ძალას. იესოს სჭირდებოდა სულიწმიდის სისრულე და ეს სისრულე ლოცვებით მოვიდა მასში.
შეუძლებელია იყო დიდი ღვთის სასუფეველში ლოცვის გარეშე, რადგან ლოცვით მოდის სულიწმიდის მიერ ავსება, ხელმძღვანელობა, აღჭურვა და გაძლიერება ქრისტიანებში. ჩარლზ სპერჯენმა თქვა: “თუ შეგიძლიათ ლოცვის გარეშე იყოთ დიდებული, თქვენი სიდიადე იქნება თქვენი განადგურება. თუ ღმერთს განზრახული აქვს თქვენი დიდად კურთხევა, ის დაგეხმარებათ, რომ დიდად მლოცველი იყოთ.
ასზე მეტი წლის წინ ახალგაზრდა ინგლისელმა პასტორმა, სახელად სამუელ ჩედვიკმა, გულწრფელად დაიწყო ღვთის ძალის ძიება. ის რაც მან აღმოაჩინა, ბევრად უკეთესი იყო ვიდრე რაიმე, რასაც კი ოდესმე წარმოიდგენდა - სულიწმინდის სისრულე. აი მისი დამოწმება:
1882 წლის დასაწყისში, ჩემმა გამოცდილებამ ჩემი სიცოცხლე გაგების და ძალაუფლების ახალ დონეზე აიყვანა. სულიწმიდის ნიჭი მივიღე. მიძღვებოდა გზებით, რომელიც არ ვიცოდი, რადგან თითქმის არ მქონდა გაგონილი არასდროს, რომ ასეთი გამოცდილება შესაძლებელი იყო. შეუძლებელი ამოცანის მოთხოვნებმა გააღვიძა საჭიროების შეგრძნება. მე არც ძალა მქონდა და არც შეძლება არც მსახურებაში და არც ლოცვაში. დავიწყე ლოცვა ძალაუფლების მისაღებად მსახურისთვის... ძალა მესაჭიროებოდა. მე მჭირდებოდა ძალა წარმატების მისაღწევად და ჩემი მთავარი საზრუნავი ძალაუფლება იყო და ის წარმატება, რომელსაც ის მომიტანდა. მსურდა წარმატება, რომელიც გაავსებდა ჩემს ეკლესიას, ხალხს გადაარჩენდა და სატანის ძლიერი სიმაგრეებს ჩამოშლიდა. პატარა ვიყავი და მეჩქარებოდა. თორმეტმა ჩვენგანმა ჯგუფურად დავიწყეთ ლოცვა და პასუხი მოვიდა.… მან მიგვიყვანა სულთმოფენობამდე. მთელი ჩემი ცხოვრების „გასაღები“/გადამწყვეტი მომენტი სწორედ ამ გამოცდილებაშია. ამან გაააღვიძა ჩემი გონება, ასევე გამიწმინდა გული. ამან მომცა ახალი სიხარული და ახალი ძალა, ახალი სიყვარული და ახალი თანაგრძნობა. მომცა ახალი ბიბლია და ახალი სიტყვა. უპირველეს ყოვლისა, ამან მომცა ახალი გაგება და ახალი სიახლოვე მოზიარეობასა და ლოცვით და მსახურებაში.”[1]
► მოიძიეთ: საქმეები 1:14; საქმეები 2:42; საქმეები 3:1; საქმეები 4:31; საქმეები 6:4. ამ მუხლებიდან რომელი იყო პრიორიტეტი ახალი აღთქმის ეკლესიისთვის? რა შედეგი მოჰყვა მათ ლოცვებს?
შედით მისი თანდასწრებაში მოწიწებით.
(1) მიდით მოწიწებით და თაყვანისცემით.
ლოცვისას, ყოველთვის იყურეთ ზემოთ, და არა შიგნით, საკუთარ თავში, ან გარეთ, პრობლემებისკენ. თაყვანი ეცით ღმერთს იმის გამო, ვინც ის არის. იფიქრეთ მის სიდიადეზე. ხმამაღლა წარმოთქვით მისი სახელები და მისი თვისებები. შემდეგ მადლობას გადაუხადეთ მას ყველაფრისთვის, რაც გააკეთა. ყოველთვის, თქვენი მოტივირება, მისი დიდება უნდა იყოს!
(2) სიხარულით შედით მის თანდასწრებაში.
ეს იგულისხმა მეფსალმუნემ, როდესაც თქვა:
„სიხარულით შესძახე უფალს, მთელო დედამიწავ!სიხარულით ემსახურეთ უფალს, მიდით მის წინაშე სიმღერით.უწყოდეთ, რომ უფალია ღმერთი. მან შეგვქმნა ჩვენ და არა ჩვენ - ჩვენი თავები, მისი ხალხი ვართ და მისი სამწყსოს ცხვარი. მადლიერებით შედით მის კარიბჭეში და ქებით - მის ეზოებში; მადლობდეთ მას და აკურთხეთ მისი სახელი,რადგან კარგია უფალი, საუკუნოა მისი წყალობა და თაობიდან თაობამდეა მისი ერთგულება” (ფს. 99).
სიხარულით შედით ლოცვაში, მაშინაც კი, როდესაც მდგომარეობა ასე არ გეჩვენებათ. გაახსენეთ თქვენს სულს, ვინ არის ღმერთი, მისი ზრუნვის შესახებ თქვენზე და გაიხარეთ! იყავით მადლიერნი! გაანათეთ თქვენი სული და ლოცვის ადგილი ღმერთის თაყვანისცემის სიმღერებითა და საგალობლებით. იმღერეთ ახალი სიმღერა. ყოველთვის ჯერ გაიხარეთ ღმერთის წინაშე და თქვენი ლოცვითი ცხოვრება გარდაიქმნება. ასე მოიქეცით და იქნება მომენტები, როდესაც თქვენი სული შევა ზეციურ სიხარულში და ზეცა ჩამოა თქვენს სირთულეების სამყაროში. მე ეს ვიცი, რადგან ეს თვითონ მაქვს გამოცდილი!
(3) შედით მის თანდასწრებაში მოწიწებით, მაგრამ გაბედულებით.
ღვთის მოსაწვევი ჩვენს მიმართ ასე ჟღერს: „ამიტომ, გაბედულად მივეახლოთ მადლის ტახტს, რომ მივიღოთ წყალობა და ვპოვოთ მადლი დროული შემწეობისათვის.” (ებრაელთა 4:16). დიდება უფალს!
ღმერთის წმიდა თანდასწრებაში შესასვლელად რომ უცოდველთა სრულყოფილება მოგვეთხოვებოდეს, ვერავინ შეძლებდა იქ მისვლას. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მასთან მიახლოება იესო ქრისტეს სრულყოფილებისა და მისი დამსახურების წყალობით! ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებით მივეახლოთ, როდესაც მზერას შინაგანისკენ კი არ მივმართავთ, ჯერ ზევით ავიხედებით, საიდანაც ხდება მადლისა და წყალობის მიღება.
(4) შედით მის თანდასწრებაში სუფთა ხელებითა და სუფთა გულით.
მეფსალმუნე კვლავ მღერის: „ვინ ავა უფლის მთაზე ან ვინ დადგება მის წმიდა ადგილზე? ვისაც ხელები სუფთა აქვს და გული სპეტაკი, ვინც ამაო კერპებს არ წაპოტინებია და ყალბად არ დაუფიცია”(ფსალმუნი 23:3-4).
არასოდეს იფიქროთ, რომ ღმერთთან ახლო მოზიარეობით ისიამოვნებთ, თუ დაუდევარი დამოკიდებულება გაქვთ ცოდვის მიმართ, და თუ გაწყვეტილი გაქვთ ურთიერთობა პიროვნებასთან და არაფერს აკეთებთ მის აღსადგენად.
(5) გაირინდეთ უფლის წინაშე.
დავითი ლოცულობდა: „მხოლოდ ღმერთს ელის მდუმარედ ჩემი სული: (ფსალმუნი 61:1). მისგანაა ჩემი ხსნა,” “მხოლოდ ღმერთს ელოდება სული ჩემი მდუმარედ, რადგან მისგან არის ჩემი იმედი” (ფსალმუნი 61:5).
მლოცველი ადამიანების ერთ-ერთი ნიშანია ის, რომ ისინი დროს ღვთის სულის მოსმენაში ატარებენ, რა დროსაც ვლინდება ღვთის პერსპექტივა ჩვენს რეალურ ცხოვრებაზე. გასაოცარია თუ რას გვეუბნება ღმერთი მაშინ, როდესაც მას შანსს ვაძლევთ, როდესაც ვუხმობთ და მის პასუხს ველოდებით.
► მოსე და მოციქულები იმის ნათელი მაგალითნი არიან თუ რამდენად მნიშვნელოვანია ღმერთთან ურთიერთობა ჩვენი ლოცვითი ცხოვრებისათვის. რამდენიმე წუთის განმავლობაში ერთმანეთს შეადარეთ გამოსვლის 33:11, 17 და იოანეს 15:14-16. იმსრჯელეთ, ჩვენს სულიერ ცხოვრებაში ღმერთთან ურთიერთობის მნიშვნელობაზე.
ილოცე დედამიწაზე ღვთის სამეფოს წარმატებისათვის.
„მოვიდეს მეფობა შენი და იყოს ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა” (ლუკა 11:2).
იესომ ასწავლა მოწაფეებს, რომ თავის ყოველდღიურ ლოცვებში ღვთის საზრუნავი თავის საზრუნავზე წინ უნდა დააყენონ. მან ასწავლა, რომ მასთან ურთიერთობით, ჩვენს ფიქრებსა და ლოცვებს იმისაკენ მიმართავს რისი გაკეთებაც სურს მას ჩვენს ცხოვრებაში, საზოგადოებაში და მსოფლიოს ხალხში.
რა არის ღმერთის ნება? მისი ნება არ მდგომარეობს იმაში, რომ ცოდვილებმა ან წმინდანებმა ადვილი, უმტკივნეულო, ცდუნებისაგან თავისუფალი, კომფორტული ცხოვრებით იცხოვრონ, არამედ ღმერთის ნებაა ის, რომ ამა ცხოვრების უბედურებაში მისი სიყვარული და მადლი თვალსაჩინო გახდეს, როგორცჩვენს ცხოვრებაში, ასევე ეკლესიაში, საზოგადოებაში და მთლიანად მსოფლიოში. ესაა ღვთის ნება, რომლისთვისაც უნდა ვშუამდგომლობდეთ. დედამიწაზე მომავალი ზეცა!
ღმერთის ნებაა, რომ მისი სულიერი სამეფოს სათნოებანი და ღირებულებები ყველა მორწმუნეში გამოვლინდეს და მათი მეშვეობით მთელს მსოფლიოში გავრცელდეს.[1] მას სურს, რომ მისი სამეფოს თავმდაბლობა, მოკრძალება, სამართალი, წყალობა, სიწმინდე, მშვიდობა, მოთმინება და სიყვარული მთელს მსოფლიოში გავრცელდეს.
პირადი ლოცვის დროს ჩვენ უნდა ვლოცულობდეთ ჩვენს ქორწინებაზე, ბავშვებზე და შვილიშვილებზე, ქრისტიან მსახურებზე მთელს მსოფლიოში, სულების გადარჩენაზე, ტანჯულ ეკლესიაზე და ერზე, სადაც ვცხოვრობთ და მის ლიდერებზე. ჩვენ უნდა ვილოცოთ, არა ადამიანზე ფოკუსირებული ლოცვით, არამედ იმაზე, რომ მისმა ხსნის, განწმენდის და განმტკიცების მომნიჭებელმა მადლმა მიაღწიოს მათთან.
თითქმის დაუჯერებელია, რომ ლოცვით ღმერთთან ერთად ვმონაწილეობთ მისი სულიერი სამეფოს წარმატებაში მთელ მსოფლიოში, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვერ ვხედავთ ყველა შედეგს. „ვინაიდან ჩვენი საბრძოლო იარაღი ხორციელი არ არის, არამედ ღვთის ძალაა, რათა დავანგრიოთ სიმაგრენი” (2 კორინთელთა 10:4). როდესაც ღმერთი გვაკისრებს, იმას რისი გაკეთებაც სურს, რომელ ადამიანებსაც სურს მიაღწიოს და მსახურებას, რომელიც სურს რომ ჩვენ შევასრულოთ, ჩვენ ვლოცულობთ თითოეული ამ საჭიროებისათვის.და როდესაც ჩვენ ლოცვებს მისი სამეფოს პრიორიტეტებისკენ მივმართავთ, ის აკურთხებს ჩვენს ლოცვით ცხოვრებას და ავრცელებს თავის ბატონობას კაცთა და ერების გულებში და ცხოვრებაში!
ილოცე ღვთის სამეფოსა და მისი ნების შესაბამისად
ყველაზე მნიშვნელოვანი რამ რაც უნდა ვიცოდეთ ის არის, რომ წარმატებული ლოცვისათვის ჩვენ ღმერთის ნების შესაბამისად უნდა ვლოცულობდეთ. ღმერთი გონებაში თავის ნებას გაწვდის- ცოდვილთა ხსნა, დამსხვრეული ურთიერთობების აღდგენა და განკურნება, მისი ეკლესიის ერთიანობა, ქრისტიანი მსახურების მოხმობა და გაგზავნა, ყველა ერში მოწაფეების მომზადება- ილოცე ამ საკითხებისთვის.
ქრისტიანებს ზოგჯერ აბნევთ ღვთის ნება. პირველი ნაბიჯი იმისათვის, რომ გავარკვიოთ ჩვენი დაბნუელობა ამისათვის ლოცვა და იმის კეთებაა, რაზეც ვიცით, რომ ღვთის ნებაა. შემდეგ ღმერთი დარჩენილის გარკვევაში დაგვეხმარება.
ის, რაც აშკარად ვიცით, რომ ღვთის ნებაა:
ჩვენ ვიცით, რომ ღმერთის ნებაა ყველა გადარჩეს (2 ტიმოთე 2:4).
ჩვენ ვიცით, რომ ღმერთის ნებაა ყველა ქრისტიანმა წმიდა ცხოვრებით იცხოვროს და სიძვას განერიდოს (1 თესალონიკელთა 4:3).
ღმერთის ნებაა რომ, ყველაფრისათვის მადლიერნი ვიყოთ (1 თესალონიკელთა 5:18).
ღმერთის ნებაა, რომ ზოგჯერ დავიტანჯოთ (1 პეტრე 4:19).
ღმერთის ნებაა, რომ მუდამ სიკეთეს ვაკეთებდეთ (1 პეტრე 2:15).
ღმერთის ნებაა, რომ მუშაკნი თავის სამკალში წარიგზავნონ (მათე 9:38).
ჩემი ორი შვილი გიტარაზე უკრავს. ერთი რამ რაც შევამჩნიე ის არის, რომ სანამ მუსიკის კეთებას დაიწყებენ ისინი გიტარას ასწორებენ. ჭიმავენ და უშვებენ სიმებს იქამდე სანამ გიტარის არეული სიმები ჰარმონიული არ გახდება. ეს იმის კარგი ილუსტრაციაა თუ რა უნდა ხდებოდეს ლოცვაში. პირადი ლოცვა იმის გზაა, რომ ჩვენი სურვილები ღმერთის სურვილებს დავუქვემდებაროთ და ყველა საზრუნავი, რაც ღმერთის მიზნებსა და ნებას არ შეესაბამება თავიდან მოვიცილოთ.
თითოეული ჩვენგანის პრობლემა ისაა, რომ დროებითი პრობლემები უფრო მეტად გვაწუხებენ ვიდრე მარადიული. გასაკვირი არ არის, რომ ჩვენი ლოცვები ზოგჯერ არაეფექტურია. იმის მაგივრად, რომ ღმერთის ნებას შევუსაბამოთ ჩვენი ლოცვები, ჩვენ ხალხზე ჩვენი ნების, გეგმებისა და პროექტებისათვის ვლოცულობთ. მიუხედავად იმისა, რომ მშვიდობა და დარწმუნება არ გვაქვს და გული უთანხმოებით გვაქვს სავსე, ჩვენ მაინც ვლოცულობთ. ეს არ არის ბიბლიური ლოცვა.
თუ ლოცვა რამეა, ეს ჩვენი სულის ღმერთის სულისათვის დაქვემდებარებაა. ლოცვა არის ვისწავლოთ იმის დანახვა, რასაც ის ხედავს, გავიგოთ ის, რაც მას ესმის, ვიგრძნოთ ის, რასაც ღმერთი გრძნობს და უფრო და უფრო ვემსგავსებოდეთ მას. და როგორც ინსტრუმენტს სჭირდება ტკბილხმოვანებისთვის აწყობა, ასევე ჩვენი სული, ლოცვების მეშვეობით მუდმივად უნდა სწორდებოდეს ღვთის ნებაზე.
ჩვენი ლოცვები ვერასდროს გასცდება ჩვენი სამლოცველო ოთახის ჭერს თუ მათ ღვთის გონებაზე არ გავასწორებთ. რატომ? რადგან სულიწმიდა მხოლოდ იმ ლოცვებს ეთანხმება, რომლებსაც ღვთის ნების შესაბამისად ვლოცულობთ. „ხოლო გულთამხილავმა იცის, რა არის ულის ზრახვა, იმიტომ, რომ იგი ღვთის ნებით შუამდგომლობს წმიდათათვის” (რომაელთა 8:27). სულიწმიდა არასოდეს ჩაერთვება ისეთ ლოცვაში, რომელიც არ არის ღმერთის ნების შესაბამისად. მასზე ვერ მოვახდენთ მანიპულირებას, ვერ ვაიძულებთ ან მოვატყუებთ, რომ ამ ღვთის ნების გარეშე დაგვლოცოს. ასე რომ, ჩვენ უნდა გავარკვიოთ თუ რა არის ღვთის ნება და დავემორჩილოთ მას.
როგორ დავუქვემდებაროთ ჩვენი ლოცვითი ცხოვრება ღმერთის სამეფოსა და მის ნებას:
(1) აივსე საღვთო წერილით.
საღვთო წერილი გვაწვდის ინფორმაციას და ახდენს ჩვენი ლოცვების ფორმირებას. ღმერთს უყვარს თავისი სიტყვა და არ დაუშვებს, რომ ისეთი რამისათვის ვილოცოთ, რაც მას ეწინააღმდეგება. თუ გვსურს, რომ ლოცვაში ღმერთს დავუახლოვდეთ ჩვენ მუდამ უნდა ვეძიებდეთ მის სიტყვას. პირადი ლოცვა ყოველთვის ღვთის სიტყის ძიებით დაიწყეთ. თუ იმ ადამიანების ლოცვით ცხოვრებას გამოიკვლევთ, როგორებიც არიან აბრაამი, მოსე, ელია და დანიელი შეამჩნევთ, რომ ისინი კარგად ლოცულობდნენ, რადგან ღვთის სიტყვას იცნობდნენ. ისინი მუდმივად ასრულებდნენ ღმერთისათვის მიცემულ დაპირებას.
როდესაც ჩვენი ერთ-ერთი შვილი გარკვეული მიზეზის გამო ღმერთს შორდებოდა, ჩემი ცოლი, ბეკი და მე ღვთის წერილის შესაბამისად ვლოცულობდით მასზე. ჩვენ ვლოცულობდით, რომ თავი არაკომფორტულად ეგრძნო ამბოხებაში (ოსია 2:6; იგავები 22:5). ჩვენ ვლოცულობდით დარწმუნებისათვის (ფსალმუნები 126-127; იოანე 16:8). ვლოცულობდით ღვთის წყალობისათვის (ფსალმუნი 102:8). ჩვენ ვლოცულობდით, რომ მისი სულიერი თვალები ახელილი ყოფილიყო და მამას მისკენ მიეზიდა ჩვენი შვილი (იოანე 6:44). დაჟინებით ვლოცულობდით ჩვენს ქალიშვილზე წერილის მიხედვით, რამაც ჩვენი რწმენა განამტკიცა. მართალია ამას დრო დასწირდა, მაგრამ ღმერთმა ისმინა ჩვენი ლოცვა და გვიპასუხა. დღეს ჩვენი უფროსი ქალიშვილი ღმერთს ემსახურება, რაც ჩვენთვის დიდი სიხარულია!
(2) შეუსაბამე შენი ლოცვები ბიბლიურ ლოცვებს
ასობით ლოცვაა ბიბლიაში განსაკუთრებით კი ფსალმუნებში. გამოიყენე ეს ფსალმუნები და შეეცადე ისინი შენს საკუთარ ვითარებებს მოარგო.
„დავინახე, რომ ყველაზე მთავარი, რაც უნდა გამეკეთებინა, იყო ღვთის სიტყვის კითხვა და მასზე მედიტაცია. ” - ჯორჯ მიულერი
(3) იყავი სულიერად გამჭრიახი.
არსებობს მომენტები, როდესაც ღმერთი გვიცხადებს იმ მნიშვნელოვან საკითხებს, რომელზეც სურს რომ ვილოცოთ, რაც მას განადიდებს. „რადგან, ვისაც ღმერთის სული წარმართავს, ისინი არიან ღვთის შვილები” (რომაელთა 8:14). როგორც მისიონერული ლიდერი, ქმარი და მამა, იყო შემთხვევები, როდესაც უფალმა მიბიძგა მელოცა რაიმე კონკრეტული საქმისთვის (მაგალითად, ღვთიური განკურნებისთვის), მაშინაც კი, როდესაც ამის შესახებ ბიბლიაში რაიმე კონკრეტული დაპირება არ იყო მოცემული. მე აღმოვაჩინე, რომ როდესაც შინაგანში მოწმობა გაქვს, რწმენა ძლიერდება და ლოცვაზე პასუხიც მოდის. სხვა დროს შესაძლოა ვერ მელოცა იგივე შინაგანი მოწმობით ან დარწმუნებით, მაგრამ სულიწმიდა გვეხმარება, რომ გავიგოთ თუ რისთვის და როგორ უნდა ვილოცოთ (რომაელთა 8:26-27).
(4) ეძებეთ მოწმობა ქრისტეს სხეულის სხვა წევრებისაგან.
თუ ქრისტე კონკრეტულ თემაზე ლოცვაში გვიძღვება ის ჩვენი სულიერი ოჯახის წევრებსაც გამოიყენებს იმისათვის, რომ ამაზე მოწმობა მივიღოთ ან გავერთიანდეთ ლოცვაში. მაგრამ თუ შეთანხმება არ იქნება ჩვენს შორის, მაშინ სულიწმიდაც არ წაგვიძღვება (მათე 18:19).
წარადგინეთ თქვენი თხოვნები ღვთის წინაშე:
„პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ დღეს. და მოგვიტევე ჩენი ცოდვები, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ ყველა ჩვენს თანამდებს და ნუ შეგვიყვან ჩვენ განსაცდელში, არამედ გვიხსენ ჩვენ ბოროტისაგან” (ლუკა 11:3-4).
ახლა კი, როდესაც თაყვანისმცემლის გული გვაქვს და ღვთის სამეფოს წარმატებისათვის ვიბრძვით შეგვიძლია ჩვენი თხოვნები წარვუდგინოთ ღმერთს. ის კი სიხარულით მოისმენს და გვიპასუხებს.
(1) ჩვენ დღიური საზრდოსათვის ვლოცულობთ.
ყველაფერი მნიშვნელოვანია სულიერი და ფიზიკური ცხოვრებისათვის. ღმერთს სურს ბავშვივით მივენდოთ მას, რადგან ამგვარი ნდობა მას განადიდებს. როდესაც ქრისტე თავის მოწაფეებს ასწავლის, რომ დღიური საზრდოსათვის ილოცონ მათ ახსენებს, რომ კმაყოფილნი უნდა იყვნენ იმისთვის, რაც აქვთ (ფილიპელთა 4:11). ჩვენ უნდა შევამციროთ ჩვენი პირადი სურვილები და საჭიროებები და მომავალი მას მივანდოთ.[2]
(2) ჩვენ ვლოცულობთ პატიებისათვის, ვინაიდან სხვებსაც ვპატიობთ.
ქრისტე გვასწავლის, რომ თავმდაბლურად ვევედრებოდეთ ცოდვის შენდობისათვის. არავინ იცნობს საკუთარ გულს. ჩვენ არა მხოლოდ სულიერად სუსტ და დაუცველ მომენტებში ვამბობთ და ვაკეთებთ იმას, რაც ამწუხრებს ან აქრობს სულს, (1 თესალონიკელთა 5:19). არამედ ჩენ გასაკეთებელ საქმეებსაც ვტოვებთ. ამასაც სჭირდება იესოს სისხლით განწმენდა.[3] ჩენ მეფსალმუნის მსგავსად უნდა ვლოცულობდეთ. „გამომიკვლიე უფალო და შეიცანი ჩემი გული, შემამოწმე და გაიგე ჩემი აზრები. ნახე, ზიანის მომტან გზაზე ხომ არ ვდგავარ და მარადიულ გზაზე წამიძეხი” (ფსალმუნი 138:23-24).
საერთო ლოცვის წიგნიდან ყოველდღიური მონანიების ამ ლოცვას ქრისტიანები ორასი წლის განმავლობაში ლოცულობდნენ და ეს ჩვენთვისაც კარგი პრაქტიკა იქნებოდა:
ყოვლისშემძლე და გულმოწყალე მამიკო, ჩვენ შევცოდეთ და დაკარგული ცხვრებივით გზას ავცდით, ჩვენი გულის ზრახვებსა და სურვილებს გავყევით, შეურაცხვყავით შენი წმიდა კანონები, მივატოვეთ ის საქმენი, რომლებიც უნდა დაგვესრულებინა და გავაკეთეთ ის, რაც არ უნდა გაგვეკეთებინა. მაგრამ შენ შეგვიწყალე უფალო, დაინდობ მათ, ვინც აღიარებს თავის დანაშაულს, შენი დანაპირების თანახმად აღადგენ მათ ვინც ინანიებს, ძე გაწირე იმისათვის რომ შემდგომში ვიცხოვროთ ღვთიური, მართალი და ფხიზელი ცხოვრებით, შენი წმინდა სახელის სადიდებლად. ამინ.[4]
(3) ჩენ ყოველდღიური გამარჯვებისათვის ვლოცულობთ.
ყოველდღიური ლოცვა „ნუ შეგვიყვან ჩვენ განსაცდელსა“ სულიერი სიფხიზლის ლოცვაა. იმისათვის, რომ ვიშუამდგომლოთ უნდა ვილოცოთ: „მამა, შენ იცი ჩემი სისუსტე და ის თუ სად დამატყვევა ეშმაკმა წარსულში. ნუ ჩამაგდებ სირცხვილსა და სინანულში. დაიცავი ჩემი ბაგე, ჩემი გონება და ჩემი არჩევანი დღეს. შენ იცი ის ბილიკები, რომლებსაც დღეს გავივლი (თუნდაც ინტერნეტში) ამიტომ გთხოვ დღეს დამეხმარე, რომ ყოველთვის წმიდა გზას ვირჩევდე. დამეხმარე დღეს ისეთი არჩევნის გაკეთებაში, რაც სულიერი დაცემისაგან დამიცავს.
აღმოვაჩინე, რომ როდესაც ამ ლოცვას გააზრებითა და გულწრფელობით ვლოცულობდი მით უფრო მეტად სულიერად ფხიზელი ვხდებოდი. უფრო მეტად ვერკვეოდი სულიწმიდის არსებობასა და ძალაში და საბოლოოდ ვიმარჯვებდი კიდეც.
(1) ილოცე შეუპოვრად.
თუ ლოცვა ღმერთისთვის მნიშვნელოვანია, ის უფრო მეტად მნიშვნელოვანი უნდა იყოს ჩვენთვისაც.
ლუკას მე-18 თავში იესო ასწავლის, რომ მორწმუნე მუდამ დაჟინებული უნდა იყოს ლოცვაში.
„უთხრა მათ იგავი იმის შესახებ, რომ ყოველთვის უნდა ილოცონ და არ ობეზრდეთ.....მაშ, განა ღმერთი არ დაიცავს თავის რჩეულებს, რომლებიც დღედაღამ მას შეჰღაღადებენ, და არ იქნება სულგრძელი მათდამი?“ (ლუკა 18:1; 6).
ლუკა 21-ე თავში იესო გვაფრთხილებს, რომ ფხიზელი ლოცვა უკუღმართობისა და ღმერთის რისხვისაგან ჩვენი სულის გადარჩენის საიდუმლოა:
გაფრთხილდით, რომ არ დაგიმძიმდეთ გულები ღრეობით, ლოთობითა და ცხოვრებისეული საზრუნავით და მოულოდნელად არ დაგატყდეთ ის დღე. ვინაიდან მახესავით დაეცემა თავს მთელი დედამიწის მკვიდრთ. ამიტომ, იფხიზლეთ ყოველ ჟამს. ილოცეთ, რომ შეძლოთ თავის დაღწევა ყოველივესაგან, რაც უნდა მოხდეს და წარსდგეთ ძე კაცისას წინაშე!“ (ლუკა 24:34-36).
22-ე თავში იესო ამჟღავნებს, რომ ლოცვა ცდუნების დაძლევის საშუალებაა. გეთსემანიის ბაღში ლოცვისას იესო თავის დაქანცულ მოწაფეებს აფრთხილებს: „ილოცეთ, რომ არ ჩაცვივდეთ განსაცდელში. თვითონ ქვის სასროლ მანძილზე გაშორდა მათ, მუხლი მოიყარა და ლოცულობდა. ლოცვის შემდეგ წამოდგა მივიდა მოწაფეებთან და კვლავ უთხრა: „ რატომ გძინავთ? ადექით და ილოცეთ, რომ არ ჩაცვივდეთ განსაცდელში.“
შევამჩნიე, რომ ლოცვის გარეშე ჩემი სული შეშფოთებული და დაუდგრომელი ხდება. ამასთანავე ცდუნება უფრო მეტად ძლიერდება. ადამიანის შიში მატყვევებს. სხვების სისუსტეები უფრო მეტად მკაფიო ხდება. გამოწვევები უფრო მაშინებს. ყოველდღიური პრობლემები იმატებს. მაგრამ ყოველდღიური ლოცვა ჩემს სულს ამშვიდებს, ჩემს გონებას აახლებს და სულიერ პერსპექტივასა და სიმამაცეს მმატებს. ლოცვის მეშვეობით ჩემი რწმენა მყარდება და ჩემს არსებაში კიდევ უფრო მეტად იდგამს ფესვებს.
(2) ილოცე რწმენით და ღვთის ნებას მიენდე.
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთხოვნა ეფექტური ლოცვისათვის, რწმენაა (იოანე 1:6). მაგრამ რა არის რწმენა? როგორ უნდა გავიგოთ, რომ საკმარისი რწმენა გვაქვს? შესაძლოა რაიმესათვის ვლოცულობთ, მაგალითად განკურნებისთვის, მაგრამ ღმერთი არ ისმენს ჩვენს ლოცვას.
რწმენის ლოცვის გასაგებად სამი ფაქტია გადამწყვეტი (იოანე 5:15). ბიბლიური რწმენაა, დაიჯერო ის, რომ ღმერთს შეუძლია (მათე 8:5-10). გააკეთოს ის, რაზეც თქვა რომ გააკეთებს (ებრაელთა 10:23; ტიტე 1:2). რწმენა არ არის ის, რომ დაიჯერო ღმერთი, მისი ნების მიუხედავად ყველაფერს გააკეთებს რასაც კი სთხოვ. ეს შესაძლოა რწმენის ყველაზე არასწორი გაგება იყოს.[1]
ლოცვას ღმერთზე მანიპულირებისთვის ნურასდროს გამოიყენებ, არამედ გამოიყენე იგი მის შესაცნობად, მიეცი ღმერთს უფლება, რომ შენი გული და სურვილები მის ნებას გაუთანაბროს. ესაა ეფექტური ლოცვის გასაღები.
(3) ილოცე სხვებთან ერთად.
უდიდესი ძალაა ღვთის შვილების გაერთიანებულ ლოცვაში. როდესაც დედები სხვა დედებს უერთდებიან ლოცვებში თავისი შვილებისთვის, ღმერთი ისმენს მათ ლოცვას და პასუხობს. როდესაც მამაკაცები ერთმანეთს უერთდებიან სიწმინდისა და გამარჯვებისათვის ლოცვაში, ღმერთი ისმენს მათ ლოცვას და პასუხობს. როდესაც ახალგაზრდები ერთიანდებიან გამოცოცხლებისთვის ლოცვაში, ღმერთი ისმენს მათ ლოცვას და პასუხობს. როდესაც ქრისტიანები ერთად შეუდგებიან გულწრფელ ლოცვას დაკარგული ადამიანებისთვის და ღვთის სამეფოს წინსვლისთვის, ღმერთი ისმენს და პასუხობს ამ ლოცვებს.
ბიბლიით სტრუქტურირებული ყოველდღიური/თანმიმდევრული ლოცვითი ცხოვრება, რომელშიც ღმერთთან სიახლოვეს განვიცდით, სადაც ღმერთის რეპუტაცია და დიდება ჩვენს სურვილებს აჭარბებს, სადაც ღვთის სასუფეველსა და ნებას ეძებენ და რომელშიც ყოველდღიური საჭიროებებისთვის შუამდგომლობა, ყოველდღიური პატიება, და ყოველდღიური გამარჯვება ხორციელდება, რა თქმა უნდა, ეფექტური ლოცვითი ცხოვრებაა. „რასაც ჩემი სახელით ითხოვთ, გავაკეთებ, რათა განდიდდეს მამა ძეში. თუ რამეს ითხოვ ჩემი სახელით, მე გავაკეთებ” (იოანე 14:13).
„თქვენ არ აგირჩევივართ, არამედ მე აგირჩიეთ და დაგადგინეთ, რათა წახვიდეთ და ნაყოფი გამოიღოთ და თქვენი ნაყოფი დარჩეს, რათა, რასაც კი სთხოვთ მამას ჩემი სახელით, მან მოგცეთ თქვენ” (იოანე 15:16).
... „ითხოვეთ და მიიღებთ, რათა სრულყოფილი იყოს თქვენი სიხარული” (იოანე 16:23 ბ).
(1) ამ კვირაში მინიმუმ 30 წუთი გაატარეთ ამ გაკვეთილის მიმოხილვაში, მათ შორის საღვთო წერილის მითითებებში, სთხოვეთ ღმერთს გამჭრიახობა.
(2) თქვენს რვეულში ჩაიწერეთ ღმერთის მიერ განცხადებული ნებისმიერი ცვლილება, რომელიც შესაძლებელია თქვენს ცხოვრებაში მოხდეს.
(3) ღვთისთვის გამოყოფილი დროის განმავლობაში იფიქრეთ მინიმუმ ერთ ფსალმუნზე და რვეულში ჩაიწერეთ, თუ რას ამბობს მეფსალმუნე ღვთიური ბუნების და ხასიათის შესახებ.
(4) რვეულში ჩაიწერეთ პირადი ლოცვა სულიერი ტრანსფორმაციისა და ზრდისთვის, რომელიც ამ გაკვეთილს ეფუძნება.
(5) პირადი ლოცვის დროს შეეცადეთ გააპრაქტიკოთ დოქტორ ბრაუნის ყოველდღიური ლოცვის სახელმძღვანელო. PDF აქ წვდომა
(1) რომელია ორი არასწორი აზრი ლოცვასთან დაკავშირებით?
(2) იესოს მიხედვით რა არის ლოცვის პირველი პრიორიტეტი?
(3) ლუკას გადმოცემის თანახმად, რა გავლენა მოახდინა ლოცვამ იესოს ცხოვრებასა და მსახურებაში?
(4) როგორ შეიძლება დავუახლოვდეთ ღმერთს ლოცვის მეშვეობით? მოიყვანეთ მაგალითები წმიდა წერილიდან
(5) იესოს მიხედვით, როგორი უნდა იყოს პირადი ლოცვა?
(6) რომელი ოთხი გზის მეშვეობით უნდა დავუქვემდებაროთ ჩვენი ლოცვები ღმერთის სასუფეველსა და ნებას?
SGC exists to equip rising Christian leaders around the world by providing free, high-quality theological resources. We gladly grant permission for you to print and distribute our courses under these simple guidelines:
All materials remain the copyrighted property of Shepherds Global Classroom. We simply ask that you honor the integrity of the content and mission.
Questions? Reach out to us anytime at info@shepherdsglobal.org
Total
$21.99By submitting your contact info, you agree to receive occasional email updates about this ministry.
Download audio files for offline listening
No audio files are available for this course yet.
Check back soon or visit our audio courses page.
Share this free course with others