გაკვეთილის მიმოხილვა
განიხილეთ ძირითადი პუნქტები 6 გაკვეთილიდან. სთხოვეთ სტუდენტებს, რომელთაც ამის სურვილი აქვთ, რომ გააზიარონ თავიანთი პირადი ლოცვები მე –6 გაკვეთილიდან.
Search through all lessons and sections in this course
Searching...
No results found
No matches for ""
Try different keywords or check your spelling
1 min read
by Tim Keep
განიხილეთ ძირითადი პუნქტები 6 გაკვეთილიდან. სთხოვეთ სტუდენტებს, რომელთაც ამის სურვილი აქვთ, რომ გააზიარონ თავიანთი პირადი ლოცვები მე –6 გაკვეთილიდან.
ამ გაკვეთილის ბოლოს, სტუდენტმა უნდა:
(1) გაიაზროს 1 ტიმოთე 4:7-ის მნიშვნელობა
(2) იცოდეს, რატომ არის აუცილებელი სულიერი წვრთნა იესოს მსგავსებაში გარდასაქმნელად.
(3) დაიწყოს ამ გაკვეთილზე შესწავლილი პრინციპების პრაქტიკულად გამოყენება.
ახალგაზრდა მორწმუნე იბრძვის მორჩილების მცირე სფეროებში შეუპოვრობის შესანარჩუნებლად. ღმერთმა ძლიერად შეცვალა მისი ცხოვრება და განკურნა იგი მტკივნეული, თვითდაზიანებით მიღებული სულიერი ჭრილობისგან; და მაინც, არსებობს მიმდინარე ბრძოლის სფეროები. ის ცდილობს იაროს რწმენით, აკონტროლოს და მართოს საკუთარი ფიქრები. მას სურს იყოს უფრო ყურადღებიანი მამა პატარა შვილების მიმართ. სურს, იყოს ნაკლებად ემოციური, უკეთესად განკარგოს თავისი დრო. მას უჭირს კმაყოფილი იყოს თავისი საქმით და სურს, რომ სხვა შესაძლებლობები გაუჩნდეს. მან ერთ დღეს დამიძახა და მითხრა: “ვფიქრობ, რომ ღმერთი ჩემი ცხოვრების ამ პერიოდში ყველა კარს მიკეტავს, რომ შევიძინო შეუპოვრობა და ვისწავლო გამძლეობა და დისციპლინა. ჩემი ცხოვრება ამ მომენტამდე იყო დაუმთავრებელი პროექტების სერია; ვიცი, რომ თუკი ოდესმე ნამდვილად მოვინდომებ წარმატებული ვიყო ღმერთთან ურთიერთობაში, მე უნდა გავხდე შეუპოვარი და ვისწავლო ჩემი დაწყებული საქმის დასრულება. ჩემი მოუთმენლობა ხასიათის საკითხია, რომელიც გავლენას ახდენს ჩემი ცხოვრების ყველა სხვა სფეროზე! ” გაოცებული ვიყავი ჩემი მეგობრის თავმდაბლობით და გამჭრიახობით. ის უფრო მეტად უღრმავდება საკითხს და ძლიერდება ... წვრთნის საშუალებით!
ამ გაკვეთილის ძირითადი აზრი ისაა, რომ განსწავლა/წვრთნა უმნიშვნელოვანესია ღვთიური სათნოების ფორმირებისთვის - ქრისტეს ხატისა ჩვენში. ეს წვრთნა მოიცავს გარკვეული წინააღმდეგობებს, კლასიკურ სულიერ დისციპლინებს (როგორიცაა კითხვა, ლოცვა, მარხვა და ა.შ.), აგრეთვე პირად დისციპლინას.
ზოგი მტკიცებას დაიწყებს, რომ ჩემს ზემოთ ნახსენებ მეგობარს, უბრალოდ სულიწმიდის სისრულე და ძალა სჭირდება თავის ცხოვრებაში. ეს უდავოა. მაგრამ სულიწმიდას არ შეუძლია მორწმუნეების ავსება და გაძლიერება, მათი მორჩილების გარეშე. ისევე, როგორც სიმინდის ან ბრინჯის მოსავალი პირდაპირ კავშირშია ფერმერის მიერ მიძღვნილად მათ კულტივირებასთან/დამუშავებასთან და მორწყვასთან, ასევე სულიერი სათნოების მოსავალიც პირდაპირ კავშირშია ქრისტიანის რწმენით სავსე ძალისხმევასთან.
ეს გაკვეთილი მოგვიწოდებს გულმოდგინედ და სიფხიზლით ვიაროთ ღმერთთან ერთად - რწმენაში ფესვგადგმულებმა და სიყვარულით გამდიდრებულებმა.
ორი საკვანძო მუხლი დაგვეხმარება ჩამოვიყალიბოთ შეხედულება, თუ რა როლს ასრულებს ძალისხმევა/ვარჯიში სულიერ ფორმირებაში.
პავლეს შეხედულება:
უკეთურ და დედაბრულ ზღაპრებს მოერიდე და ღვთისმოსაობაში გაიწვრთენი. ვინაიდან ხორციელი წვრთნა ნაკლებად სასარგებლოა, ღვთისმოსაობა კი ყველაფერში გამოსადეგია, რადგან სიცოცხლეს აღგვითქვამს აწმყოშიც და მომავალშიც (1 ტიმთ. 4:7-8).
საკვანძო სიტყვები აქ არის „გაიწვრთენი/ივარჯიშე“ და „ღვთისმოსაობაში.” როგორ ფიქრობთ, როგორაა ეს ორი ცნება ერთმანეთთან დაკავშირებული?
ღვთისმოსაობის განსაზღვრება
► თქვენს ჯგუფთან ერთად განიხილეთ ტერმინი "ღვთისმოსაობა.” თითოეულ ჯგუფისწევრს მიეცით შესაძლებლობა შემოგთავაზონ ამ სიტყვის საკუთარი განმარტება.
დღესდღეობით, მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენ ავტომატურად ვხვდებით რა არის ღვთისმოსაობა. ჩვენი ეკლესიური სამყაროსთვის თვალის გადავლება ცხადყოფს ამ სიტყვის არასწორ გაგებას. ბევრნი, როდესაც ფიქრობენ ღვთისმოსავი ადამიანის შესახებ, ისინი ხშირად წარმოიდგენენ სერიოზულ/ოფიციალურ, მნიშვნელოვან პიროვნებას, რომელსაც ყოველთვის თან დააქვთ დიდი ბიბლია, საუბრობს მოწიწებული ტონით და დროის უმეტეს ნაწილს ეკლესიაში ატარებს.
მაგრამ ღვთისმოსავი ხალხი ყველა სახის, ზომის, კულტურის და პიროვნული თვისებების შეიძლება შეგვხვდეს. ღვთისმოსაობა ისეთივე კომფორტულად გრძნობს თავს ძველ ლურჯ ჯინსებში, როგორც შარვალ-კოსტუმში და ჰალსტუხით. ღვთისმოსაობას არ აქვს ლოცვის განსაკუთრებული ტონი და ხმის სიმძლავრე. ღვთისმოსაობას არ აქვს განსაკუთრებული თაყვანისცემის სტილი ან მუსიკალური ჟანრი.
ღვთისმოსაობა არის იესოს მშვენიერი ცხოვრება, რომელიც წარმოიშვება ჩვენში სულიწმინდის მიერ. ღვთისმოსაობა არის ცოდნა, სიამოვნება, მორჩილება და სიარული ღმერთთან, ბიბლიური, გულწრფელი და ავთენტური. ღვთისმოსაობა არის ყველასთვის, ყველგან, მიუხედავად კულტურისა, კანის ფერისა და საზოგადოებრივი მდგომარეობისა, რადგან ღვთისმოსაობა ნივთი კი არა, პიროვნებაა. ღვთისმოსაობა უფალ იესო ქრისტეს ცხოვრებაა.
► რატომ არის ჩვენთვის ძნელი ამ უფლების მოპოვება? რატომ არის ამის გაგება ზოგჯერ უფრო ადვილი ახალი მორწმუნეებისთვის, ვიდრე ეკლესიაში აღზრდილი ადამიანებისთვის?
პავლეს შეხედულება ღვთისმოსაობაზე
(1) ღვთსმოსაობა არის პროცესი, მოგზაურობა - „ღვთისმოსაობისკენ.”
ნუ ვიქნებით იმედგაცრუებულნი. უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი მომთმენია ჩვენთან მიმართებაში, „რადგან, როგორც მამა შეიწყნარებს შვილებს, ისე შეიწყნარებს უფალი მის მოშიშებს.” პერფექციონიზმი არის მტერი, რომელთან შებრძოლებაც ბევრ ჩვენგანს მოუწია.
(2) ღვთისმოსაობის ძიებაში მრავალი ყურადღების გამფანტავი ფაქტორი უნდა ავიცილოთ თავიდან. ”უღვთო და დედაბრულ ზღაპრებს მოერიდე” (2 ტიმთ. 2:16, 23).
ეს იგავები იყო წარმოსახვითი ებრაული მითები და ტრადიციები, რომლებიც მოიცავდნენ უნაყოფო სპეკულაციებს ანგელოზების წარმოშობასა და მათ ძალებზე და სხვა მრავალ რამეზე, რისი ჩვენთვის გაცხადებაც ღმერთმა არ მიიჩნია საჭიროდ. მას შემდეგ სპეკულაციების, ცრურწმენების და მითების სია მხოლოდ გაიზარდა!
(3) ღვთისმოსაობა მიიღწევა წვრთნის/ძალისხმევის/ვარჯიშის საშუალებით, რომელიც რწმენაზეა დაფუძნებული. ”
ღვთისმოყვარეობაში ივარჯიშე.” სიტყვა "ივარჯიშე" ნათარგმნი სიტყვაა, რომლისგანაც ვიღებთ ინგლისურ სიტყვას, gymnasium- (გიმნასტიკა(ტანვარჯიში), გიმნაზია). ვარჯიშის ხსენებაზე გვახსენდება დაღლილი კუნთები, სიმძიმის აწევა, ფილტვების წვა და სახეზე ჩამოდენილი ოფლი. ვესლი ამბობს: “ბერძნულ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეთა მსგავსად ივარჯიშეთ ღვთისმოსავობის მისაღწევად. გაწვრთენით საკუთარი თავი გულის და ცხოვრების სიწმინდეში, უდიდესი შრომით, ენერგიითა და მონდომებით.”[1]
უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანი ვერ შეძლებს გაწვრთნას საკუთარი თავი, ნებაყოფლობითი ცოდვიდან. ნებაყოფლობითი ცოდვა უნდა მოკვდეს (კოლ. 3:5).
საინტერესოა, რომ პავლე არ ურჩევს ტიმითეს ღვთისმოსაობისკენ გზის შეკვეცას, იმიტომ რომ მოკლე გზა არ არსებობს. ხელახლა შობა მყისიერია და უბრალოდ უფალ იესო ქრისტესადმი რწმენის საკითხია. ღვთიური სათნოების და ხასიათის განვითარება კი ძალისხმევას მოითხოვს.
(4) წვრთნით/ვარჯიშით მიღებული ღვთისმოსაობა გვპირდება ცხოვრების უკეთეს ხარისხს ახლა და მომავალ ცხოვრებაში.
ჯონ ვესლი კომენტარს აკეთებს,
”ადამიანი, რომელიც მოშიშია, უყვარს და ემსახურება ღმერთს, აქვს ღმერთის კურთხევა მთელი თავისი ცხოვრება. მისი რელიგია იხსნის მას ყველა იმ სიჭარბისგან, როგორც მოქმედებაში, ასევე ვნებებში, რომლებიც სიცოცხლის საფუძვლებს შემარყეველია და არსებობას ხშირად ტვირთად აქცევს. გულში ღმერთის სიმშვიდე და სიყვარული ქმნის სიწმიდეს და უშფოთველობას, რაც სიცოცხლის ლამპრის შუქს ხდის უფრო ძლიერს, მკაფიოს და მუდმივს. ამრიგად, ღვთისმოსავობას აქვს დაპირება და უზრუნველყოფს ორივე სამყაროს კურთხევას.“[2]
პეტრეს შეხედულება
2 პეტრე 1:5-8 -ში პეტრე წერს მორწმუნეებს, რომლებმაც „ჩვენთან ერთად მიიღეს იგივე ძვირფასი რწმენა ჩვენი ღმერთისა და მაცხოვრის, იესო ქრისტეს სიმართლით.“ (1:1), რომლებსაც მიენიჭა „ყოველივე, რაც ცხოვრებისა და ღვთისმოსაობისთვის გვჭირდება”(1:3), და” მიეცა ...უაღრესად დიდი და ძვირფასი აღთქმანი, რათა მათი მეშვეობით გავხდეთ ღვთიური ბუნების ზიარნი”(1:4). "ამიტომ ყოველი ღონე,” მათ უნდა იხმარონ, რომ წარმოაჩინონ რწმენა "მათი რწმენა":
და ამიტომ ყოველი ღონე იხმარეთ, რომ შესძინოთ თქვენს რწმენას სათნოება, სათნოებას - შემეცნება,შემეცნებას - თავშეკავება, თავშეკავებას - მოთმინება, მოთმინებას - ღვთისმოსაობა,ღვთისმოსაობას - ძმათმოყვარეობა, ძმათმოყვარეობას კი - სიყვარული (2 პეტ. 1:5-7).
შენიშვნა: კომენტატორები თანხმდებიან, რომ „ღვთიური ბუნების ზიარნი“ ნიშნავს განახლებას ან აღდგენას ღვთის ხატად! ადამ კლარკი კომენტარს აკეთებს: “ღმერთის ყველა დაპირების მიზანი... იყო, რომ დაებრუნებინა დაცემული ადამიანისთვის ის იერსახე, უფლის მსგავსება, რომელიც მან დაკარგა.”[3] ეს არის ღმერთის გეგმა ყველასთვის, ვინც ენდობა იესო ქრისტეს და სახარებაში მოცემულ დაპირებებს. ღმერთის ბუნება არის მდინარე, საიდანაც ყოველგვარი მადლი მოედინება და უფრო და უფრო მეტად გვმოსავს ღვთისმოსაობით.
(1) პეტრე გვარწმუნებს, იმ დროს როდესაც ღვთიური ბუნება ღმერთისაგან არის, მასთან მოზიარეობა უფრო მეტად ჩვენზეა დამოკიდებული, თუმცა მისი მადლით.
პეტრე ნათლად ამბობს, რომ სულიერი სათნოების შექმნა, გადარჩენის მომნიჭებელი რწმენის საფუძველზე, ყველა ღონეს მოითხოვს. ერთ-ერთი კომენტატორი ასე ამბობს: “ზეთი და ალი სრულად ეძლევათ მადლის სისრულეში ღმერთის მიერ, ხოლო მორწმუნეები „იღებენ:” მათი მოვალეობაა ახლა საკუთარი „ნათურების ჩართვა.”[4]
(2) ყველა მორწმუნე უნდა იყოს ბოლომდე დაკავებული რათა სრულად გულმოდგინედ იმუშაოს და განავითაროს ღვთიური ბუნება, რომელიც მათშია შთანერგილი.
ორიგინალში, საკუთარ ენაზე საუბრისას, პეტრე ძალიან მკაფიოა თავის შეხედულებებში. მაშ, რომელია ღვთისმოსაწონი თვისებები, რომლებზეც პეტრე მოგვიწოდებს, რომ შევმატოთ/შევძინოთ ჩვენს რწმენას?
(3) პეტრე გვაწვდის სათნოების იმ სპეციფიკურ ჩამონათვალს, რომელიც უნდა შევმატოთ/შევძინოთ ჩვენს რწმენას. თუ ეს მოხდებოდა, ჩვენ არ დავრჩებით „უქმად და უნაყოფოდ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს შემეცნებაში” (2 პეტრ. 1:8).
1. შესძინეთ სათნოება - მორალური უპირატესობა, განსაკუთრებით გაჭირვების და დევნის დროს.
2. შესძინეთ შემეცნება - ეს არის ღმერთის ნების ამოცნობა.
3. შესძინეთ თავშეკავება - ეს არის ყველა მიწიერი სიამოვნების სწორად გამოყენება, თვითშეზღუდვაში ვარჯიში და ფიზიკური მადის ან ვნებების მოთოკვა.
4. შესძინეთ თავშეკავება - ეს არის სიმშვიდე/მოთმინება და გამძლეობა ტანჯვისა და გაჭირვების ჟამს.
5. შესძინეთ ღვთისმოსაობა - ღვთისმოსავი ადამიანი არის ის, ვინც თავს უძღვნის ღმერთს, ისევე როგორც მის ხალხს და მის მიზნებს.
6. შესძინეთ ძმათმოყვარეობა - ღვთისმოსავობას უნდა შევძინოთ კეთილშობილება/გულუხვობა, თავაზიანობა და მხიარულება. ღვთისმოსაობა არ არის უღიმღამო, ფარისევლური/პირმოთნე, სტოიკური ან პირქუში!
7. შესძინეთ სიყვარული - თავდაუზოგავი ზრუნვა არა მხოლოდ ღვთის ოჯახის მიმართ, არამედ ყველა ადამიანზე.
სავარჯიშოდ მიყვარს ფეხით სიარული. ეს დამეხმარა, რომ ჯანმრთელობა შემენარჩუნებინა. ეს ხელს უწყობს ჩემი გონების განახლებას/გამოცოცხლებას. და იმის გამო, რომ მე შემიძლია ვილოცო ფეხით სიარულის დროს, სეირნობისას უფრო ვუახლოვდები უფალს. მე დავდივარ, სიცხეშიც და სიცივეშიც. ბევრჯერ მისეირნია წვიმასა და თოვლში.
[1]დედამიწის გარშემოწერილობა დაახლოებით 40,000 კილომეტრია (24,000 მილი) და მე მაქვს პირადი მიზანი, რომ მის გარშემო მანძილი გავიარო - მანძილი დედამიწის ირგვლივ! სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სანამ მოვკვდები, იმედს ვიტოვებ, რომ ვარჯიშისთვის სულ მცირე 40,000 კილომეტრი მექნება გავლილი. რვა წლის წინ დავიწყე; მაგრამ თუ საკმაოდ ჯანმრთელად ვიქნები და თუ უფალი მომცემს ძალას, კიდევ ოცდაორი წელი დამჭირდება ამისთვის. რვა წლის შემდეგ, დავდიოდი რა 6.4 კილომეტრს (ოთხი მილი) დღეში, საშუალოდ ოცდახუთ კილომეტრს კვირაში (თექვსმეტი მილი) და წელიწადში 1,287 კილომეტრს (832 მილი), მე უკვე გავიარე 10,300 კილომეტრი (6,400 მილი). მე კიდევ 30,000 კილომეტრი მაქვს გასავლელი, მაგრამ ამაზე თითქმის არ ვფიქრობ. მე (ძირითადად) ყოველდღიური სეირნობით ვტკბები.
ისეთი უზარმაზარი მიზანი, როგორიც მსოფლიოს გარშემო შემოვლაა, მიღწევადია, თუ შენ ყოველდღიურად ცოტ-ცოტას მაინც მოძრაობ. ეს შეიძლება აღსრულდეს მხოლოდ ყოველდღე ადგომით და სიარულით ვარჯიშისადმი მიძღვნილობით. თუ მე გავაგრძელებ სიარულს, საბოლოოდ აღვასრულებ იმას, რაც ოდესღაც შეუძლებელად მიმჩანდა.
სულიერი ფორმირების ცხოვრებაც სწორედ ასევეა. ამ გაკვეთილზე ვიგებთ, რომ ქრისტეს ხატად ყოფნა არის ის მიზანი, რომელსაც მივაღწევთ არა მხოლოდ გონების განახლებით, არამედ იმით, რასაც პავლე მოციქული უწოდებს „ვარჯიშს/გაწაფვას.”
ყველა ღვთისმოსავი ადამიანი, ვისაც ვიცნობ, იძულებულია უდიდესი ძალისხმევა გამოიყენოს, რომ ეს ასე იყოს. ხსნა ხდება მადლით, რწმენის მეშვეობით; მაგრამ განწმენდა - სათნოებისა და ხასიათის განვითარება - ხშირად ხდება მტკივნეული თვითუარყოფითა და მიზანმიმართული ძალისხმევით. პავლე უწოდებს ამას „მიზნისკენ სწრაფვას/ლტოლვას” (ფლპ. 3:14). რა თქმა უნდა,მადლი მოქმედია ჩვენი ძალისხმევის დროსაც კი (ფლპ. 1:6).
სავარჯიშო მოიცავს პრაქტიკულ ნაწილს.
მე და ბეკი (ჩემი ცოლი) ვიქრობდით იმაზე, რომ გვესაჭიროება სიფაქიზის განვითარება ერთმანეთთან და ჩვენს შვილებთან ურთიერთობაში. ერთ დღეს ჩვენ წავაწყდით ამ სწავლებას ერთ ჩემს მიერ ნაპოვნი წიგნის ლეტი კოვმანის - Streams in Desert |უდაბნოს მდინარეები| სტატიაში:
სულიწმინდის მადლი ( როგორიცაა მოთმინება) შემთხვევით არ პოულობს თავის ადგილსამყოფელს ჩვენში; და თუ ჩვენ ვერ ვანსხვავებით მადლის გარკვეულ მდგომარეობებს და მათ ჩვენს აზრებში არ ვასაზრდოვებთ, ისინი ჩვენს ბუნებაში ან ქცევაში არასოდეს გადავლენ. ყოველ ნაბიჯს მადლში წინ უნდა უსწრებდეს ჯერ კარგად გააზრება, შემდეგ კი ლოცვითი გადაწყვეტილების მიღება, რომ ის გაითავისო.[2]
სათნოების პრაქტიკაში გატარება? იშვიათია ისეთი ადამიანის პოვნა, ვინც ასე ფიქრობს, მაგრამ მნიშვნელოვანია რომ ამას ჩავწვდეთ.
მოდით გავიხსენოთ, რომ ქრისტიანული ცხოვრების მიზანი არ არის უბრალოდ სწორად მოქცევა, (კეთილი საქმეების კეთება). მორწმუნეებმა შესაძლოა ბევრი სწორი რამ აკეთონ არასწორი მიზეზების გამო, მათ შორის დანასაულის გრძნობის, შიშის ან სიამაყის გამო. ღმერთის მიზანი და პრიორიტეტია ჩვენი ფრომირება შინაგანიდან გარეგანამდე, ვიდრე არ გავხდებით ხალხი, რომლებიც „ყოველდღიურად და იოლად დაემორჩილება მას“;[3] ვიდრე ჩვენი ხასიათი და ბუნება არ გარდაიქმნება, სანამ სულის ნაყოფი ჩვევად არ გვექცევა.
მათეს სახარებაში, იესო იწვევს „ტვირთმძიმე და მაშვრალ“ ხალხს, რომ შეუერთდნენ მას მორჩილების მშვიდ და მსუბუქ ცხოვრებაში.
„მოდით ჩემთან, ყოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე მოგასვენებთ თქვენ!ვიტვირთეთ ჩემი უღელი (კისრის მძიმე ხის აღკაზმულობა) და ისწავლეთ ჩემგან, რადგან მშვიდი და გულით თავმდაბალი ვარ, და ჰპოვებთ თქვენი სულის სიმშვიდეს. ვინაიდან ჩემი უღელი სასიამოვნოა და ჩემი ტვირთი მსუბუქი!” (მათ. 11:28-30).
იესოსთვის, უღელს შეიძლება ეწოდოს "სასიამოვნო,” როდესაც შინაგანი დამოკიდებულება შეცვლილია: როდესაც გული აღარ არის ღვთის ნების საწინააღმდეგოდ, მაგრამ გახდა "რბილი/ფაქიზი და თავმდაბალი" - ტერმინები, რომლებიც ამ კონტექსტში მეტყველებენ მის მიღებაზე. ეს არის ის, რისი გაკეტებაც ღმერთს სურს ჩვენში.
ვარჯიში ღვთისმოსაობაში ავითარებს ხასიათს.
სათნოებისა და ხასიათის როლის გაცნობიერება მნიშვნელოვანია ქრისტიანულ ცხოვრებაში. სულიერი ჩავარდნები/წარუმატებლობა ხშირად პირდაპირ კავშირშია არა გულწრფელობის და მიძღვნის სურვილს ნაკლებობასთან, არამედ იმის გაუთვითცნობიერებლობასთან, თუ რა როლს ასრულებს ქრისტიანული სათნოება და ხასიათი/ბუნება ჩვენს სიარულში უფალთან ერთად.
ამ გაკვეთილის წერისას მე და ჩემმა მეუღლემ ვუმასპინძლეთ წყვილებს ბიბლიის შესწავლისას ჩვენს სახლში. ჩვენი მოზიარეობის დროს, ერთმა ახალგაზრდა დედამ გამოთქვა იმედგაცრუება საკუთარ უუნარობის გამო, რომ იცხოვროს თანმიმდევრული ქრისტიანული ცხოვრებით. ”ეს ალბათ ნამდვილად სულელურად ჟღერს,” - წამოიძახა მან, „ზოგჯერ გამიელვებს ხოლმე ფიქრი გონებაში, რომ ალბათ მე არ ვარ ღვთის რჩეული, რომ, ალბათ, არც არასდროს ვიქნები ძლიერი, რამდენიც არ უნდა ვეცადო!”
ახლა, შესაძლოა ჩვენ ასე არ ვამბობთ, მაგრამ ბევრი გულწრფელი მორწმუნეა, რომელთაც აინტერესებთ, არის თუ არა ღვთისადმი ერთგულების უმაღლესი დონე განკუთვნილი მხოლოდ "განსაკუთრებული" ქრისტიანებისთვის ან "სუპერ წმინდანებისთვის"! მაგრამ ღმერთი მიკერძოებული არ არის და გვაუწყებს, რომ ყველა მორწმუნე შეიძლება ქრისტეს ხატად ჩამოყალიბდეს. ჩვენი პრობლემა ხშირად უბრალოდ ხასიათის/ბუნების და გააზრების ნაკლებობაა, თუ რა როლს თამაშობს ეს ბუნება ჩვენს სიარულში უფალთან ერთად.
ისევე, როგორც არმატურა (რკინის „მოქსოვილი“ კონსტრუქცია) ამაგრებს ბეტონს და კუნთი აძლიერებს სხეულს, ხასიათი აძლიერებს ქრისტიანული ცხოვრების სათნოებას/ღირსებებს. ხასიათი/ბუნება აძლიერებს სულს.
ხასიათი/ბუნება საშუალებას აძლევს სიყვარულს, სიხარულს, მშვიდობას, მოთმინებას და სულის ყველა ნაყოფს უფრო დაფიქსირდეს/ჩაიბეჭდოს ჩვენს შინაგანში. ხასიათი/ბუნება საშუალებას აძლევს მორწმუნეს დარჩეს/დამკვირდეს ქრისტეში და იცხოვროს იესოსთან მუდმივ მოზიარეობაში და მისადმი მორჩილებაში. სულიერი „არმატურის,” ანუ საყრდენის გარეშე, რამდენადაც გულწრფელი და კეთილგანწყობილი არ უნდა ვიყოთ, ჩვენ ვერ გავუძლებთ ცხოვრებისეულ ზეწოლას, უბედურების/განსაცდელების ქარებს და ცდუნების ტალღებს.
ღვთიური ბუნება, სულიწმიდის საშუალებით, სიყვარულის წყაროა; მაგრამ ყველა ადამიანის მიმართ სიყვარულის გამოსავლენად (მათ მიმართ პატივისცემისა და გულმოწყალების გამოსახატად), როდესაც ისინი ჩვენს მიმართ უსიყვარულობას იჩენენ, საჭიროა ვარჯიში.
სიფაქიზის ღვთაებრივი თესლი ჩვენს გულებში რწმენით ჩაითესა, მაგრამ ლმობიერი პასუხები უხეშ ბრალდებებზე და ჩხუბისმოყვარე პიროვნებებისადმი წყნარი პასუხები მიიღწევა ენის წვრთნის გზით.
სულიწმიდა მშვიდობის წყაროა, მაგრამ იმის სასწავლად, რომ ჩვენი გული სრულყოფილ მშვიდობაში შევინახოთ დაძაბული და სტრესული გარემოებების შუაგულში, საჭიროებს მშვინვის (ჩვენი პიროვნების) გაწვრთნას.
თვითკონტროლი ასევე სულიწმიდის ნაყოფია; მაგრამ სიფხიზლე და ტავსეკავება ჩვენს ემოციებსა და მადაში, მოითხოვს თვითდისციპლინაში ვარჯიშს, განსაკუთრებით მათთვის, ვინც თავის თავს უარს ვერ ეუბნება.
მოთმინება. ეს კეთილი თვისებაც ღვთისგან ჩვენს სულებშია ჩადებული. ეს ღვთაებრივი ბუნების თვისებაა. მაგრამ უნარი, დაველოდოთ იმას, რაც დიდი ხანია გვწყურია, გადავდოთ სიამოვნება და დავრჩეთ სიმშვიდეში, ჩვენი ბუნების ნაწილად მხოლოდ გარკვეული ძალისხმევის შედეგად იქცევა.
ერთგულება ღვთიური ბუნების მახასიათებელია; მაგრამ პუნქტუალობა, შრომისმოყვარეობა, სიტყვის უკან დგომა (დანაპირების შესრულება) და ჩვენი აღებული ვალდებულებების განხორციელება სიფხიზლეს და ვარჯიშს მოითხოვს, განსაკუთრებით მათთვის, ვინც სიზარმაცისაკენ არის მიდრეკილი.
თავმდაბლობა სულიწმიდის ნაყოფია; მაგრამ სხვების აღიარება, ანუ საკუთარ თავზე მეტად მათი შერაცხვა, მაგიდასთან ყველაზე არახელსაყრელ ადგილას ჯდომა და მსახურის როლის მორგება ის უნარია, რომელიც მხოლოდ დისციპლინის, ანუ საკუთარ თავზე მუშაობის საშუალებით მიიღწევა.
გულის სიწმინდე ასევე სულიწმინდისგან არის რწმენით, მაგრამ ჩვევა, რომ ჩვენი გული დავიცვათ, გულმოდგინე სულიერი ვარჯიშის შედეგად მიიღწევა!
თვითკონტროლის ღვთაებრივი თესლი ღვთისაგან არის, მაგრამ საკუთარი ენის მოთვინიერება და საკუთარი ნათქვამის სრული კონტროლი, პრაქტიკაში მოდის.ნ
სიხარული არის სულის ნაყოფი, მაგრამ იმის სწავლა, რომ ყოველ ჟამს ვადიდოთ უფლი - არის ნების განსწავლული არჩევანი (ფს. 33:1).
გამოსყიდვის გზით ღმერთი გვაძლევს ყველა სამშენებლო მასალას, რომელიც ღვთიური ხასიათისთვის ოდესმე დაგვჭირდება; მაგრამ ამ ხასიათის/ბუნების შენება, აგურ-აგურ, სივრცე-სივრცე, ჩვენი ყოველდღიური გამოწვევაა. სად ჯდება მადლი ამ პროცესში? მადლი არის ის, რასაც განიცდიან მორწმუნეები, როდესაც ისინი სულიერი წრთვნით არიან დაკავებულნი.
სავარჯიშო მოიცავს უსიამოვნებებს/განსაცდელებს, მათ შორის დასჯასაც.
განსაცდელი გვწვრთნის. პავლე აცხადებს: „და არა მარტო ამით, არამედ ჭირითაც ვიქადით, რადგან ვიცით, რომ ჭირი ქმნის მოთმინებას,მოთმინება - გამოცდილებას, გამოცდილება კი იმედს” (რომ. 5:3-4). უნდა განვიხილოთ განსაცდელები და სირთულე, რომელსაც ღმერთი უშვებს ჩვენს ცხოვრებაში, როგორც მისი სათნოების სკოლა.
ღმერთის სასჯელიც გვწვრთნის. ებრაელთა მიმართ წერილში ვკითხულობთ, „უფლისგან წვრთნას ნუ უგულებელყოფ და მის მხილებებს ნუ წაუყრუებ; რადგან ვინც უყვარს, იმას წვრთნის უფალი. სცემს ყოველ შვილს, ვისაც ღებულობს” (ებრ. 12:5-6). აქვე ვკითხულობთ, რომ ეს წვრთნა, „ჩვენდა სასიკეთოდაა, ჩვენი სარგებლობისთვის, რათა წილი გვქონდეს მის სიწმიდეში” (ებრ. 12:10).
სავარჯიშოები მოიცავს სულიერ დისციპლინებს.
ეს დისციპლინები გვწვრთნის. სულიერი დისციპლინები მადლის საშუალებაა. ამ დისციპლინებში ვარჯიშის საშუალებით სულიწმიდა გაგვათავისუფლებს საკუთარი ცოდვილი მეობის, მადის, მატერიალიზმისა და სიამაყის ტირანიისაგან. იგი ჩვენს სულებს მოუტანს განკურნებას და გარდაგვსახავს იესოს ხატად.
ამ კურსში ჩვენ შევძლებთ შევეხოთ მხოლოდ რამდენიმე კლასიკურ სულიერ დისციპლინებს. ჩვენ დავაჯგუფებთ მათ შემდეგნაირად:
მიძღვნის/ერთგულების დისციპლინები
მარტოობა - დროის გატარება ღმერთთან განმარტოვებაში.
მედიტაცია - ღვთის სიტყვით ტკბობა იმ განზრახვით და მიზნით, რომ შევიცნოთ და ვაამოთ ღმერთს.
მარხვა - ღმერთისგან უფრო მეტი სულიერი საკვების მისაღებად ფიზიკური საკვების მიღების შეზღუდვა.
უბრალოება - მცირედით კმაყოფილებით ცხოვრების სწავლა, რათა ფოკუსირება მოვახდინოთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე.
მსხვერპლიანობა - ჩვენი დროისა და რესურსების გაცემა იმის მიღმა, რაც ადამიანური შეხედულებით გონივრული ჩანს, იმისთვის, რომ ღმერთზე უფრო მეტი დამოკიდებულება განვივითაროთ.
მოქმედების დისციპლინები
ლოცვა - საუბარი ღმერთთან.
თაყვანისცემა - ღმერთისადმი დაუოკებელი ქება-დიდება და თაყვანისცემა.
ურთიერთობა/მოზიარეობა - სხვა ქრისტიანებთან შეხვედრა, ზრუნვა და მომსახურება.
აღიარება/აღსარება - რეგულარული გულახდილობა და გამჭვირვალეობა ღვთისა და სანდო ქრისტიანი მეგობრის წინაშე.
მორჩილება/დაქვემდებარება - ღმერთის და სხვების წინაშე ტავის დამდაბლება და ანგარიშვალდებულება ურთიერთობებში. ურთიერთობები გვწვრთნის და გვავარჯიშებს. იარაღები/ხელსაწყოები, რომლებსაც ღმერთი ხშირად იყენებს ჩვენს ჩამოსაყალიბებლად ქრისტეს ხატად, არიან სხვა ადამიანები. ზოგჯერ ეს ხელსაწყოები ძალიან მტკივნეულია. მაგრამ ღმერთი ასევე სხვა მორწმუნეთა სულიერ ნიჭებსაც იყენებს „წმინდანთა” (ეფეს. 4:12). „აღსაჭურვად“ და გასაწაფად (იგივე სიტყვა, რაც 1 ტიმ. 4:7) ვიდრე არ გარდავიქმნებით სრულქმნილ კაცად, ქრისტეს სისრულის ასაკის ზომისამებრ (ეფეს. 4:13).
სავარჯიშო მოიცავს პირად დისციპლინას.
საკუთარი თავის უარყოფა/თვითუარყოფა და თვითმოკვდინება/დამდაბლება გვწვრთნის. თვითუარყოფა უკავშირდება მიძღვნას, რომ გადამწყვეტი „არა“ ვუთხრათ ფიზიკურ მადას, სურვილებს, როდესაც ისინი მეტისმეტად ძლიერდებიან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი აზიანებენ ადამიანს სულიერ ცხოვრებას. აი რას ამბობს პავლე ამის შესახებ:
ყველა, ვინც იღწვის, რომ ჯილდო მოიპოვოს, თავს იკავებს ყველაფრისგან... არამედ ვთრგუნავ და ვიმონებ ჩემს სხეულს, რათა სხვებს რომ ვუქადაგებ, თვითონ უღირსი არ აღმოვჩნდე (1 კორ. 9:25, 27).
სულ მცირე ხუთი პერსონალური დისციპლინა არსებობს, რომელზეც ამ კურსში ვისაუბრებთ:
1. ჩვენი ენის დისციპლინა
2. ჩვენი აზროვნების დისციპლინა,
3. ჩვენი მადის დისციპლინა
4. ჩვენი ტემპერამენტის დისციპლინა
5. ჩვენი დროის დისციპლინა
6. პირადი მრწამსის დისციპლინა.
პრაქტიკა, განსაცდელები, სულიერი დისციპლინები და პირადი დისციპლინა: ეს არის უპირველესი საწვრთნელი სავარჯიშოები, რომლებიც საშუალებას აძლევს ღვთის მადლს იდინოს ჩვენს ცხოვრებაში. ეს დაგვეხმარება შევინარჩუნოთ ბუნებრივი სურვილი, გამოვიმუშაოთ კარგი ჩვევები და მივცეთ სულიწმიდას საშუალება, რომ იმეფოს, როგორც მას სურს და ჩვენც მიგვიყვანოს იმ ეტაპამდე, რომ შესაბამისობაში მოვიდეთ იესო ქრისტეს სისრულის ასაკის ზომისამებრ.
რატომ არ ხდება ქრისტესთან და მის მიზნებთან შესაბამისობაში მოსვლა უფრო რეგულარულად - ჩვენს შორის? რატომ მიმდინარეობს ამდენი ჩუმი ბრძოლა? რატომ არიან ზოგიერთები იმედგაცრუებული ქრისტიანული ცხოვრებით? ეს იმიტომ, რომ ძალიან ცოტა ქრისტიანი შეუერთდა ღვთის სულიერი დარბაზის კლასს!
მწვერვალ ევერესტის დაპყრობა არ გახლავთ გამოწვევა, რომელიც შეიძლება ვინმეს ადვილი ეგონოს. უმაღლესი მთის მწვერვალი თითქმის 10 000 მეტრზეა (30 000ფუტი) აღმართული, მის მწვერვალზე 2/3-ით ნაკლებია ჟანგბადი, ვიდრე ზღვის დონეზე. სამასი მთამსვლელი დაიღუპნენ ამ მწვერვალის დაპყრობის მცდელობისას. მის დასაპყრობად საწიროა 75,000 დოლარი და 40 დღე მწვერვალამდე მისაღწევად! ქრისტიანული ცხოვრებაც მოითხოვს მიძღვნას და ეს გზა/მოგზაურობა ვერ იქნება მიჩნეული მარტივად!
თუმცა ვიცით, რომ სულიწმიდას შეუძლია და ახორციელებს კიდეც ჩვენი გულის გარდაიქმნას, თვალის დახამხამებაში ჩვენი სულიერი მომლოცველობoს მომენტებში, ჩვენ ასევე ვიცით, რომ მას სრულ სიმწიფემდე მივყავართ პროცესების საშუალებით. ზეციდან/ხელახლად შობისა და სულიწმიდით ნათლობის სასწაული საოცარია და აგვარებს ჩვენს შინაგან პრობლემებს, მაგრამ ეს ავტომატურად ვერ გადაწყვეტს ჩვენი ხასიათის/ბუნები პრობლემებს.
იმის სწავლება, რომ სულიერი ფორმირება არის პროცესი, არ აბათილებს გამოღვიძების არაჩვეულებრივ მომენტებს. იესოს ბევრმა ერთგულმა მიმდევარმა განიცადა სრული განწმენდისა და ღმერთზე მინდობის „ღვთიური მომენტი“ ხელახლა შობის და სულიწმიდით განწმენდის შედეგად. მაგრამ, ისევე, როგორც სასწაულები არ აუქმებს ბუნების ჩვეულ კანონებს, ეს არაჩვეულებრივი მომენტები და სეზონებიც ჩვენს მოგზაურობაში, არ გამორიცხავენ სიმწიფის ნორმალურ პროცესებს, რომლებიც ღმერთმა დააწესა.
სულიერი ზრდა ჩვეულებრივ ხდება ფიზიკური ზრდის მსგავსად.
ჩვილები არ გახდებიან ზრდასრული ერთ ღამეში, არამედ მიყვებიან სიმწიფისკენ მიმავალ, ღვთის მიერ რეგულირებულ პროცესს. იგივე ხდება ჩვენი სულიერი ზრდის დროს.
სულიერი ფორმირება ზრდის პროცესია, რადგან ჩვენი პრობლემები უფრო ღრმაა, ვიდრე გვგონია.
ჩვენ კულტურა, ოჯახი, გამოცდილება და წარუმატებლობა, იმაზე მეტად გვაყალიბებს და განგვსაზღვრავს, ვიდრე გვგონია. ყველა ჩვევა არ წაიშლება ღვთისკენ მოქცევის სასწაულით. ზოგი ქრისტიანი დედა მაინც ხმას უწევს. ზოგი ქრისტიანი ქმარი ზოგჯერ სიბრაზით მოქმედებს. ქრისტიანი ცოლები ზოგჯერ მფლანგვლები არიან. ქრისტიან მამაკაცებს შეიძლება ზოგჯერ თვალი და გონება გაექცეთ. ქრისტიანები ხშირად ზედმეტად ანებივრებენ საკუთარ თავებს, „ენაჭარტალები,” „ძილისგუდები“ არიან და ა.შ. მე ვმადლობ ღმერთს, რომ მან ცოდვა გვაპატია, განგვაახლა, მოგვცა სულიწმიდა, ახდენს სასწაულებს და დევნის ეშმაკებს. მაგრამ ჩვენს ცხოვრებაში ყოველთვის იქნება წვრთნის საჭიროება.
სულიერი ფორმირება ზრდის პროცესია, რადგან გარკვეული ჩვევები რთული დასამარცხებელია.
თუ გადარჩენამდე არ გიყვარდათ კითხვა, სავარაუდოდ ახლა ხართ ქრისტიანი, რომელსაც კითხვა არ უყვარს. გონება კითხვაში უნდა ავარჯიშოთ. თუ თქვენ ნეგატიურობა ან სხვისი განკითხვისადმი მიდრეკილება გახასიათებთ, თქვენ უნდა გაწვრთნათ თქვენი დამოკიდებულება მადლიერებისა და მიმღებლობასთან მიმართებაში. თუ გადარჩენის წინ ძალიან ემოციური ადამიანი იყავით, ახლა ალბათ გადარჩენილი ემოციური ადამიანი ხართ. ახლა თქვენ უნდა დაკავდეთ ემოციების გამოწვრთნით. თუ თქვენ აღგზარდათ მოძალადე მამამ ან ისეთმა პიროვნებამ, ვისაც ქალებზე ძალიან დაბალი შეხედულება ჰქონდა, მაშინ შეიძლება ჯერაც გიჭირთ სიყვარული და პატივისცემა. გაწვრთენით, მოამზადეთ/ავარჯიშეთ საკუთარი თავი. თუ დედათქვენი მუდმივად დუმდა მამათქვენთან და ვერასოდეს აღწევდა თავისას, თქვენც ალბათ ასევე ებრძვით მსგავს ცუდ ჩვევას. შედით ღმერთის სავარჯიშო დარბაზში! თუ თქვენ კლასობრივად მიკერძოვებულნი და წინასწარ ცუდად განწყობილნი ხართ, შეიძლება განიცდით რასობრივ სიამაყეს. გაწვერთნი საკუთარი თავი, რომ იფიქრო ყველა ადამიანზე ისე, როგორც ღმერთი ფიქრობს მათზე. თუ არასდროს მიგიღიათ სითბო, მოგიწევთ ძალისხმევა, რომ აჩვენოთ ქრისტიანული სიყვარული.
ცუდი ჩვევები - აზროვნების გზები, საკუთარი თავის გამოხატვა, პრობლემებზე რეაგირება - ხშირად ჩვენს პიროვნებაში ღრმა ფესვებს იდგავს, და შეუძლებელი ხდება მათი ამოძირკვა სულიწმიდისა და ვარჯიშის გარეშე! მუდმივი წვრთნის/ვარჯიშის გარეშე ჩვენ ვერ შევძლებთ ქრისტეს მსგავსებად გარდასახვას. მოწაფეები ამ ჭეშმარიტების მაგალითია.
მობრუნდა მოწაფეებთან და მძინარენი ნახა ისინი; უთხრა პეტრეს: “ნუთუ ვერ შეძელით, ერთ საათს გეფხიზლათ ჩემთან ერთად? იფხიზლეთ და ილოცეთ, რომ არ ჩავარდეთ განსაცდელში. რადგან სული მოშურნეა, ხორცი კი - უძლური.” (მათ. 26:40).
მოწაფეებმა იესოს ტანჯვაში მონაწილეობის და მასთან ბოლო საათებში ლოცვით დგომის რა შესაძლებლობა გაუშვეს ხელიდან! რა შესაძლებლობა ქონდათ მოწაფეებს გაევლოთ მისი ნაფეხურების კვალ და კვალ და ეცხოვრათ მისი ცხოვრების მაგალითის თანახმად! მაგრამ ხორცი დომინანტი და გაუწვრთნელი იყო. ამის გამო, მოწაფეებმა მიატოვეს იესო შუა ბრძოლის დროს.
ვიღაც იკამათებს, რომ სულთმოფენობის შემდეგ მოწაფეებს აღარასდროს დაეძინათ ლოცვის დროს და ყოველთვის ფხიზლად იყვნენ! მე ეჭვი მეპარება ამ მტკიცებაში! სულთმოფენობამ უზრუნველჰყო მათში სულიწმიდის დამკვიდრება, მაგრამ ვერ გააუქმა მოწაფეების თვითდისციპლინის საჭიროება. პეტრე, სულთმოფენობის დღის მთავარი გმირი, წერს მოწაფეებს საკუთარ თავზე მუშაობის, სერიოზული წვრთნის აუცილებლობაზე. ხომ გახსოვთ, პეტრე არის ის, ვინც გვარწმუნებს, რომ ჩვენ მივიღეთ ყველაფერი, რაც ცხოვრებისა და ღვთისმოსაობისთვის გვჭირდება, მაგრამ ჩვენ უნდა დავამატოთ „სამშენებლო ბლოკი“ წვრთნის სახით (2 პეტ. 1:5).
[1]პროფესიონალი სპორტსმენები ვარჯიშის საშუალებით ხდებიან უნარიანი და კარგად მომზადებულნი. ისინი არ ელოდებიან, როდის გავლენ კორტებსა თუ მინდორზე, ისისნი არ ელოდებიან შეჯიბრებებს. ასევე ჯარისკაცები, არ ელიან, როდის აღმოჩნდებიან ისინი სისხლიან საბრძოლო ველზე, რომ ისწავლონ იარაღის გამოყენება. დურგლები ხდებიან გამოცდილნი ინსტრუმენტების მუდმივი გამოყენების გზით.
იგივენაირად, როგორც სპორტსმენები, ჯარისკაცები და დურგლები პრაქტიკაში ხდებიან გამოცდილნი, ქრისტიანებიც ქრისტიანული სათნოებას - მოთმინებას, სიკეთეს, თვითკონტროლის უნარს იძენენ - მუდმივი პრაქტიკის მეშვეობით.
დათესეთ აზრი, მოიმკით მოქმედებას,
დათესეთ მოქმედება, მოიმკით ჩვევას,
დათესეთ ჩვევა, მოიმკით ბედს/ხვედრს.
დანიელმა იცოდა, რა საშიშროებას შეიცავდა ბაბილონის მოყვარულობა და ღვთისა და მისი საყვარელი სამშობლოს დავიწყება. როდესაც იგი ტყვედ აიყვანეს, მას უნდა გაეანალიზებინა, როგორ დაიცავდა თავის გულსა და გონებას ბაბილონთან მისადაგებისგან (მის პრინციპებთან შემგუებლობისგან). სადღაც მისი გადასახლების დასაწყისშივე, მან გადაწყვიტა გაეწრთვნა/მოემზადებინა გონება და საკუთარი თავი ღვთისა და სამშობლოს ერთგულებისთვის:
როცა შეიტყო დანიელმა რომ ასეთი წერილი დაიბეჭდა, ავიდა თავის სახლში, რომელსაც ღია სარკმლები ჰქონდა იერუსალიმისკენ, ზედა ოთახში, სადაც დღეში სამჯერ იყრიდა მუხლს, ლოცულობდა და მადლობას სწირავდა თავის ღმერთს, როგორც ამას ადრეც აკეთებდა (დან. 6:10).
მისი ტვეობის დასაწყისიდანვე, დანიელმა ჩამოიყალიბა ყოველდღიური ჩვევა - დისციპლინა, რომელიც დაიცავდა მის გულს ბაბილონის შეყვარებისგან და შეანარჩუნებინებდა ერთგულებას სამშობლოს მიმართ და სიყვარულს ცოცხალი ღმერთის, იაჰვეს მიმართ.
დანიელის სწავლებამ გამოიწვია საოცარი ხედვები, სულიერი და საერო გავლენა, ეფექტური ლოცვა; და მან ღრმა გავლენა მოახდინა გადასახლებულ ებრაელებზე. დანიელის მსგავსად, წარმატებული ქრისტიანებიც ისინი არიან, ვინც ღვთისმოსაობაში ვარჯიშობენ.
გსურთ უფრო ძლიერი ქრისტიანი იყოთ? ახალგაზრდებს ხშირად არასწორად ესმით რას ნიშნავს ნამდვილი ძალა. ძალა არ არის ცდუნების არარსებობა. ძალა არ არის მშვიდი გულგრილობა ტკივილის, სილამაზის, უსამართლობის, გრძნობითი (ხორციელი) სიამოვნებების მიმართ. ძლიერი ქრისტიანები არ არიან ისინი, ვისაც იმუნიტეტი აქვთ სიამაყისადმი, უგრძნობები არიან გულსატკენი და ჭრილობების მიმაყანებელი სიტყვებისადმი, ვისთვისაც აკრძალულ ხილში არაფერია მიმზიდველი, ან არ გააჩნიათ ხორციელი განცხრომის არავიტარი მოთხოვნილება. საუკეთესო სიტყვა იმ ადამიანების ასაღწერად, რომლებიც არც არაფერს გრძნობენ, ვერაფერს ხედავენ, ვერაფერს შეიგრძნობენ და არაფერს აგემოვნებენ, არ არის „ძლიერი,” არამედ ... „მკვდარი“!
ნამდვილი სიძლიერე გვხვდება:
მადლში, რომ საბოლოოდ/გადაწყვეტილად გავუსწორდეთ ცოდვას და ყველაფერს, რაც ხელს უშლის ჩვენს სულიერ წინსვლას.
მადლში, რომ ღვთის დარბაზში შეხვიდე ყოველ დღე, ღვთისმოსაობაში სავარჯიშოდ.
თავმდაბლურ სიმამაცეში, რათა ჩამოვიყალიბოთ დაცვის მექანიზმები იქ, სადაც ყველაზე დაუცველები ვართ ცდუნებისგან.
მიძღვნაში სულიერი დისციპლინის პროცესისა და სიძლიერის განმტკიცებისადმი
სულიერ სიფხიზლეში ყოველდღიურად და ლოცვით ღვთის მთელი საჭურველის ასხმაში.
სულიწმიდით აღვსებაში!
ჩვენს შვილს ჯესის, რომელიც უსინათლოა, ჰყავს მშვენიერი მეგზური ძაღლი, სახელად ”ნალა.” ნალამ ბევრი რამ მასწავლა დისციპლინის და წვრთნის უპირატესობის შესახებ. იმისათვის, რომ იგი სასარგებლო გახდეს მისი პატრონისთვის - მისი დაცვის და წინამძღოლობის კუთხით - მან პირველ რიგში უნდა გაიაროს რვა თვის მკაცრი წვრთნა. იმისათვის, რომ იგი შემდგომშიც სასარგებლო იყოს, მან უნდა იცხოვროს მოწესრიგებული, დისციპლინირებული ცხოვრებით. მისი საკვები და წყალი საგულდაგულოდ რეგულირდება/განისაზღვრება. მისი ძილი და თავისუფალი დრო იმართება. ის უკვე გაწვრთნილია, რომ არ უყეფოს და არ სდიოს კატებს! ის მთელი დღის თითქმის ყოველ წუთს ატარებს ჯესის გვერდით, ან მის მეგზურობაში, ან წყნარად ჯდომაში, ჯესისგან შემდეგი ბრძანების მოლოდინში. ნალას წვრთნა ჯილდოვდება უამრავი სითბოთი, საკვებით და ყოველდღიური თამაშის დროით! ნალას სასიამოვნო და სასარგებლო/ღირებული ცხოვრება აქვს... დისციპლინის შედეგად.
(1) ამ კვირის მანძილზე დაუთმეთ მინიმუმ ოცდაათი წუთი ამ გაკვეთილის გადახევას, ბიბლიური მუხლების ჩათვლით, სთხოვეთ სულიწმიდას განმარტება.
(2) თქვენს დღიურში ჩაწერეთ ნებისმიერი კონკრეტული ცვლილება, რომელიც უნდა განახორციელოთ თქვენს ცხოვრებაში, რადგან უფალი გიცხადებთ მათ.
(3) თქვენს ყოველდღიურად ლოცვისთვის გამოყოფილ დროს იფიქრეთ (დრო გაატარეთ ფიქრში) მინიმუმ ერთ ფსალმუნზე და თქვენს დღიურში ჩაწერეთ, თუ რას ამბობს მეფსალმუნე ღმერთის ბუნებასა და ხასიათზე.
(4) ჩაწერეთ თქვენს დღიურში პირადი ლოცვა სულიერი ტრანსფორმაციისა და ზრდისთვის, ამ გაკვეთილის საფუძველზე.
(5) გამოიყენეთ დოქტორ ბრაუნის ყოველდღიური ლოცვების სახელმძღვანელო თქვენი ყოველდღიური პირადი ლოცვის დროს. PDF აქ წვდომა
(1) რას ნიშნავს ღვთისმოსაობა?
(2) რას გულისხმობდა პავლე „ღვთისმოსაობაში ვარჯიშში“?
(3) რომელი შვიდი სათნო თვისება დაასახელა პეტრემ, რომელიც ჩვენს რწმენას უნდა შევმატოთ?
(4) რა არის ის სამი რამ, რასაც მოიცავს ვარჯიში, ანუ წვრთნა?
(5) დაასახელეთ რამდენიმე სულიერი დისციპლინა, რომელიც უნდა გამოვიყენოთ ჩვენში ქრისტიანული ბუნების განსავითარებლად.
SGC exists to equip rising Christian leaders around the world by providing free, high-quality theological resources. We gladly grant permission for you to print and distribute our courses under these simple guidelines:
All materials remain the copyrighted property of Shepherds Global Classroom. We simply ask that you honor the integrity of the content and mission.
Questions? Reach out to us anytime at info@shepherdsglobal.org
Total
$21.99By submitting your contact info, you agree to receive occasional email updates about this ministry.
Download audio files for offline listening
No audio files are available for this course yet.
Check back soon or visit our audio courses page.
Share this free course with others