გაკვეთილის მიმოხილვა
გადახედე მე-11 გაკვეთილში ნასწავლ პირადი დისციპლინის სფეროებს. ჰკითხე სტუდენტებს თუ რომელიმეს სურს გაგიზიარონ პირადი ლოცვა მე-11 გაკვეთილიდან.
Search through all lessons and sections in this course
Searching...
No results found
No matches for ""
Try different keywords or check your spelling
1 min read
by Tim Keep
გადახედე მე-11 გაკვეთილში ნასწავლ პირადი დისციპლინის სფეროებს. ჰკითხე სტუდენტებს თუ რომელიმეს სურს გაგიზიარონ პირადი ლოცვა მე-11 გაკვეთილიდან.
ამ გაკვეთილის ბოლოს სტუდენტებმა უნდა:
(1) გააცნობიერონ პირადი დისციპლინის მნიშვნელობა, რომ ჩამოყალიბდნენ ქრისტეს ხატად.
(2) ისწავლონ თუ როგორ გააკონტროლონ გემოვნება, დრო, ტემპერამენტი და როგორ გამოიყენონ ეს დისციპლინები პრაქტიკაში.
(3) ისწავლონ პირადი რწმენის ჩამოყალიბების მნიშვნელობა .
პასტორი
ამ კურსზე მუშაობის დროს ერთ-ერთ ხანდაზმულ პასტორთან მეგობრობის პრივილეგია მქონდა. საუბრის დროს მან აღიარა, რომ უდიდესი ბრძოლა, რომელიც მან ცხოვრებისა და მსახურების დროს გამოიარა სიზარმაცე იყო. „ჩემი საცდური იყო, რომ ძალიან ბევრი მძინებოდა და ძალიან ცოტა მელოცა“ აღიარა მან. როდესაც იმედგაცრუება ან მოწყენილობა მეუფლებოდა, იმის ნაცვლად, რომ მელოცა ან მესწავლა, საჭიროზე მეტი ხნის განმავლობაში ვიძინებდი. კარგი ამბავი ის არის, რომ ჩემი მეგობარი კვლავ მგრძნობიარეა და როგორც ჩანს მზად არის უფალს საკუთარი თავის გარდაქმნა მიანდოს. ერთ საღამოს, ჩვენი საუბრიდან ცოტა ხნის შემდეგ, მან თავის ჯგუფს განუცხადა, რომ უნდოდა ლოცვის მამაკაცი გამხდარიყო. იგი აცნობიერებდა, რომ ამ პასუხისმგებლობის აღება ადვილი არ იქნებოდა, რადგან იგისულიწმიდისაგან მართულ პირად დისციპლინას მოითხოვდა.
დედა
ახალგაზრდა დედა, რომლის დამოწაფებასაც ვცდილობდით სულიერად არასტაბილური იყო. მას ღვთისადმი გულწრფელი წყურვილი ჰქონდა, მაგრამ პირადი დისციპლინის ნაკლებობამ მისი და მისი ოჯახის მწუხარება და დარდი გამოიწვია. სამრეცხაო და ნიჟარა ჭუჭყიანი სარეცხით ივსებოდა, სანამ ის მათ გაასუფთავებდა. მისი სულიერი ცხოვრება არარეგულარული იყო. ვარჯიშისა და კვების ნაკლებობის გამო ის არ იყო ჯანმრთელი. არც თავის ქმარსა და შვილებს უვლიდა. მისივე აღიარებით, საკუთარი თავის დისციპლინის ნაკლებობამ მისი სულიერი ცხოვრება არადამაკმაყოფილებელი გახადა. მრავალწლიანი ბრძოლის შემდეგ მან საბოლოოდ სერიოზულად დაიწყო პირად დისციპლინაზე ზრუნვა და მისი ისტორია შეიცვალა.
ქრისტეს ხატად ჩამოყალიბებას ვერ განვაცალკევებთ პირადი დისციპლინისაგან.ამ გაკვეთილში განვიხილავთ სფეროებს, სადაც პირადი წვრთნა ან დისციპლინა მნიშვნელოვანია სულიერი ფორმირებისთვის:
1. მეტყველება
2. ცხოვრებისეული აზროვნება და სექსუალური სურვილები
3. მიდრეკილება
4. ტემპერამენტი
5. დრო
6. პირადი მრწამსი
ამ პირადი დისციპლინებიდან პირველი ორი უკვე შევისწავლეთ. ამ გაკვეთილში კი ბოლო ოთხზე ვისაუბრებთ.
წარმატება ქრისტიანულ ცხოვრებაში-ქრისტეს სახიერების ტარება პირდაპირ უკავშირდება იმას თუ, რამდენად ეფექტურად ვმართავთ საკუთარ თავს. პირადი დისციპლინა ზრდის ჩვენს ბედნიერებას ღმერთში ისევე, როგორც ღმერთის განდიდებისა და სახარების გავრცელების შესაძლებლობას, რაზეც დავითის ცხოვრება მეტყველებს.
დავითმა, როგორც ახალგაზრდა მწყემსმა, აითვისა არფა, ტყორცნა და პოეზია. ამ პატარა ოსტატობამ კარი გაუღო მის დიდ ზეგავლენასა და მის წარმოსახვაში დიდი შესაძლებლობები წარმოშვა. არფამ იგი მეფის წინაშე მიიყვანა, შურდულის ტყორცნამ მას პატივი და საბოლოოდ სამეფოც კი მოაპოვებინა, თავისი პოეზიის საშუალებით კი დღემდე ამხნევებს, გავლენას ახდენს და ყოველდღიურად მილიონობით ადამიანის სულიერი ცხოვრების ფორმირებას იწვევს.
შეიძლება შეცდეთ და იფიქროთ, რომ პატარა საკითხებს არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ასე არ არის. პატარა საკითხებში ერთგულება ძალზედ მნიშვნელოვანია. ემი კარმაიკლმა მკითხველებს უთხრა:
„ყველაფერი მნიშვნელოვანია, პატარა რამეც კი. თუ უფლის გულისათვის ყველაფერს გააკეთებ, დიდსაც და პატარასაც, მაშინ შენ მზად იქნები მის მიერ ამორჩეული საქმის შესასრულებლად.“[1]
პირადი დისციპლინა არც ისეთი ადგილია, როგორიც ჩვენ გვსურს რომ იყოს. ერთ დღეს ჩემმა ცოლმა, ბეკიმ ჩვენი ერთ-ერთ გოგონა, კერი დასაჯა, რადგან ის თავის დას გაუბრაზდა. კერი იმ დროს მხოლოდ სამი ან ოთხი წლის იქნებოდა. „შენ ნამდვილად გჭირდება ღმერთს სთხოვო, რომ საკუთარი თავის კონტროლის ზრდაში დაგეხმაროს“ თქვა ბეკიმ. კერი თავის ოთახში გაუჩინარდა და რამდენიმე წუთის შემდეგ კვლავ დაბრუნდა სახეზე დიდი ღიმილით! „რატომ იღიმები, საყვარელო? რატომ ხარ ასეთი ბედნიერი? ” - ჰკითხა დედამ. „რადგან საკუთარი თავის კონტროლისათვის ვილოცე“ თქვა მან. მრავალი ქრისტიანის მსგავსად, კერიც ფიქრობდა, რომ საკუთარი თავის კონტროლი არის ისეთი რამ, რასაც ღმერთი დაუყოვნებლივ მისცემდა, მაგრამ როგორც კერის მამა დავაკვირდი, რომ ასე არ მომხდარა.
► ხედავთ ეკლესიაში იმ ტენდენციას, რომ მრევლი დაუყოვნებლივ სიმწიფეს ისეთ საკითხებში ეძებს, რომლებიც წლების პირად დისციპლინას მოითხოვს?
არსებობს მოსაზრება, რომ დისციპლინირებული ხალხი სერიოზულები და უხალისონი არიან. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ შევხედავთ მათ. როდესაც ოლიმპიური სპორტსმენები თავის სფეროში ვარჯიშობენ, რა თქმა უნდა ისინი ტკივილსაც იტანენ, მაგრამ ისინი ამას შეჯიბრისა და ოქროს მედლის ტარების სიხარულით აკეთებენ. როდესაც ფერმერი ნიადაგს ამუშავებს და თესლს რგავს, ის ტკივილს უძლებს, მაგრამ ამას მოსავლის სიხარულით აკეთებს. „მიდის და ტირის თესლის მთესველი, მოდის და სიხარულის შეძახილით მოაქვს თავისი ძნები” (ფსალმუნი 125:6). როდესაც ქრისტიანები საკუთარ თავს სულიერად და პიროვნულად წვრთნიან, ამას ღმერთთან ერთად კურთხეული ცხოვრებისათვის აკეთებენ. არ უნდა ვწუხდეთ დისციპლინირებულ ხალხზე. ღვთის წყალობით, ისინი მაქსიმუმს იღებენ საკუთარი ცხოვრებიდან.
ეჭვგარეშეა, რომ პირად დისციპლინათა შორის ეს ყველაზე რთული რამაა. ღმერთი საკვებით არამხოლოდ სიცოცხლის შესანარჩუნებლად არამედ პირადი სიამოვნებისთვისაც გვამარაგებს. მაგრამ მას არ სურს, რომ ამან მისი ადგილი დაიკავოს. ეს არ არის საბოლოო კომფორტისა და კმაყოფილების უზრუნველყოფა.არ აქვს მნიშვნელობა ღარიბ ქვეყანაში ცხოვრობთ თუ აყვავებულში, თქვენი მიდრეკილებების წვრთნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სულიერი პროგრესისათვის.
დასავლეთში ზოგიერთმა ქრისტიანმა შეძლო გაუმაძღრობის სულის ნორმირება. ჩვენ ზოგჯერ ვიცინით, როდესაც ზედმეტს ვჭამთ. ვირჩევთ ისეთ რესტორნებს, სადაც გაძღომასა და ყველაფრის ჭამას მოვახერხებთ. მაგრამ წმინდა წერილი ცხადად ამბობს: „ყველა, ვინც იღწვის, თავს იკავებს ყველაფრისგან” (1კორინთელთა 9:25). ყველაფერში საჭმლის მიმართ მიდრეკილებაც იგულისხმება.
რატომ არის ჩვენი მიდრეკილებების მართვა სულიერი ცვლილებისათვის მნიშვნელოვანი?
(1) ჩვენი მიდრეკილებები განსაზღვრავს ჩვენი ცხოვრების მიმართულებას: „რადგან, სადაც შენი საუნჯეა, შენი გულიც იქვე იქნება” (მათე 6:21).
იესომ გვასწავლა, რომ ჩვენ ყოველთვის იმას ვეძებთ, რაც გვსურს- იქნება ეს ჩვენი კუჭის ლტოლვა საკვებისადმი, მგზნებარე სურვილი სექსისადმი, ქონებისა ან ძალაუფლებისადმი ან ჩვენი გულის მისწრაფება ღმერთისადმი. ჩვენი გული ჩვენს მიერ ამორჩეული ფასეულობებით იქმნება. თუ თქვენ ის კაცი ან ქალი ხართ, რომელსაც გადაჭარბებული მიდრეკილება აქვს საჭმლისადმი, უნდა იცოდეთ, რომ ეს ხელს შეუშლის თქვენს სულიერ პროგრესს.
იგავები ამბობს: „ყელზე დანა მიიბჯინე თუ მსუნაგი ხარ” (იგავები 23:2). ჯონ ვესლიმ ამ სიტყვების პერეფრაზირება გააკეთა, „მადა ისე შეიკავე, თითქოს კაცს დანა ჰქონდეს შენს ყელზე მობჯენილი.“[1] ეს იგივე სახის რადიკალური თავშეკავებაა, როგორიც იესომ სექსუალურ ცდუნებებთან დაკავშირებით გვასწავლა (მათე 5:28-30).
(2) თუ ზედმეტად გაერთობით კარგი რაღაცეების კეთებით ეს საუკეთესოს კეთებით მოტანილ კმაყოფილებას დაჩრდილავს: „ნეტარ არიან სიმართლეს მოშიებულ-მოწყურებულნი, რადგან ისინი გაძღებიან” (მათე 5:7).
თუ ჩვენს გონებას საჭმელზე ფიქრით ან სხვა ბუნებრივი მოთხოვნილებებით დავაკავებთ, მარადიულისათვის ადგილი აღარ დარჩება. როგორც ჯონ პაიპერი ამბობს: „თუ ჩვენ ღმერთის დიდების გამოვლენის ძლიერ სურვილს არ ვგრძნობთ ეს იმიტომ ხდება, რომ დიდი ხანია ქვეყნიერების სუფრიდან ვიკვებებით. ჩვენი სული წვრილმანებით არის სავსე და დიდისთვის ადგილი აღარ დარჩა.“[2]
როდესაც პატარა ბიჭი ვიყავი, დღის საყვარელი ნაწილი ჩემთვის ვახშამი იყო. ახლაც ასეა! გემრიელი, სახლში მომზადებული საჭმლის მოლოდინი და სუფრის გარშემო ჩემი მეუღლისა და შვილების ურთიერთობა და სიცილი ცხოვრების უდიდესი სიხარულია. მაგრამ ჩემს ახალგაზრდულ დღეებში იყო დრო, როდესაც ვახშმამდე ჩემი მოუთმენელი წახემსება მის მთლიან სიამოვნებას აფუჭებდა. მე ვჭამდი, მაგრამ არა იმავე კმაყოფილებით. აქედან კარგი გაკვეთილის მიღება შეგიძლიათ:მოუთმენლობა მოლოდინის სიამოვნებას აფუჭებს, რაც ჭამას უფრო სასიამოვნოს ხდის, ხოლო თვითტკბობა ქრისტიანებს სულიერი კმაყოფილების გრძნობას უკარგავს.
(3) თუ საკვებისადმი შიმშილი ძალიან ძლიერია, ეს ხელს შეუშლის ჩვენს სულიერ ხედვას.
იოანეს მეოთხე თავში სანამ მოწაფეები სამარიაში საჭმლის საყიდლად წავიდნენ, იესომ სულები იხსნა. როდესაც მოწაფეები დაბრუნდნენ, მათ იესოს ჭამისაკენ მოუწოდეს, მაგრამ მან თქვა: „მე ის საკვები მაქვს, რაც თქვენ არ იცით. ჩემი საჭმელია-ვქმნა ჩემი მომავლინებლის ნება და დავასრულო მისი საქმე” (იოანე 4:32-34). იესოს სიცოცხლისათვის საკვები ისევე სჭირდებოდა, როგორც მოწაფეებს. მაგრამ ის ასწავლიდა მოწაფეებს, რომ მათ მიდრეკილებებს ისე არ დაებრმავებინა ისინი, რომ მათ გარშემო მომხდარი ქრისტეს სასწაულები ვერ დაენახათ. მან მოწაფეებს ასწავლა, რომ ღმერთისათვის მოსაწონი საქმეების კეთება უფრო სასიამოვნოა, ვიდრე საუკეთესო სადილი.
ჩვენს გონებაში ღვთის საკითხების გარდა სხვა არაფერი არ უნდა დომინირებდეს, პავლე ამბობს: „ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო როდია, ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ მე არაფერს დავემონები” (1 კორინთელთა 6:12-13).
წერილის მიხედვით მომაკვდინებელი ცოდვები, როგორიცაა გაუმაძღრობა, ლოთობა იმავე წყაროდან მოდის, საიდანაც თვითტკბობა.
► მოძებნეთ რჯულის 21:20 და იგავების 23:21 როგორ ფიქრობთ, რამდენად სერიოზულად აღიქვამს ხალხი გაუმაძღრობის ცოდვას?
რამდენიმე პრაქტიკული რჩევა, რომელიც მიდრეკილებების შეკავებაში დაგეხმარებათ:
1. ჯერ სხვებს ემსახურე, ვიდრე საკუთარ თავს. ეს შესანიშნავი გზაა თვითტკბობის წინააღმდეგ ბრძოლისთვის.
2. ასწავლე საკუთარ თავს ზომიერება. იმუშავე წვრილმანებზე და განიცადე ტკივილი.
3. შეეცადე აღარ იარო რესტორნებში, რაც ჭამისადმი გადაჭარბებული სურვილისაკენ გიბიძგებს.
4. საკუთარ თავს ჯანსაღად კვება ასწავლე.
5. იმარხულე, როგორც ეს სულიერი დისციპლინების გაკვეთილში ისწავლე. ღვთისათვის შიმშილი- მარხვა ერთ-ერთი საუკეთესო დისციპლინაა მიდრეკილებების გასაქრობად.
6. დაე, თავშეკავებისა და ზომიერების მოტივი ღმერთის სიამოვნება გახდეს! გახსოვდეთ, რომ პირადი დისციპლინა თვითმიზანი კიარა მარადიულით ტკბობის საშუალებაა.
„რისხვაში ნელი მამაცს სჯობია, საკუთარი თავის მმართველი კი ქალაქის ამღებს” (იგავები 16:32).
„უგალავნო, დანგრეული ქალაქივითაა კაცი, რომელიც თავის თავს ვერ იოკებს” (იგავები 25:28).
ადამიანებმა, რომლებიც ხალხის ქცევას შეისწავლიან გვასწავლეს, რომ ყველა ადამიანი პიროვნებისა და ტემპერამენტის უნიკალური კომბინაციაა. პიროვნების სხვადასხვა თვისებები ზოგჯერ შემდეგნაირად განისაზღვრება:[1]
ექსტრავერსია და ინტროვერსია
ექსტრავერტებს უყვართ ადამიანების გვერდით ყოფნა და ცდილობენ, რომ მუდამ ყურადღების ცენტრში იყვნენ.
ინტროვერტები უფრო მეტად დაფიქრებული და მარტოობის მოყვარულნი არიან, გაურბიან ურთიერთობებს.
გრძნობებით მართული და ინტუიციური
გრძნობებით მომართულ ადამიანებს მოსწონთ რუტინა და დეტალები, უყვართ საქმეების სისტემატიური კეთება.
ინტუიციური ადამიანები ადვილად ჭრიან პრობლემებს, არ უყვართ განმეორებადი აქტივობები, ებრძვიან მოთმინებას და უძნელდებათ საქმის ბოლომდე მიყვანა.
ფიქრი და გრძნობა
მოაზროვნე ადამიანები ანალიტიკური აზროვნების მქონენი, ლოგიკურები და გონიერნი არიან, ებრძვიან სხვების მიმართ მგრძნობიარეობას.
მგრძნობიარე ადამიანები ზრუნავენ იმაზე თუ როგორ გრძნობენ სხვები თავს და მათ სიამოვნებაზე ფიქრობენ.
განსჯა და შემეცნება
განსჯის მოყვარულ პირებს უყვართ წესრიგი და კონტროლი, მაგრამ ებრძვიან მოუთმენლობას და რისხვას.
შემეცნების მოყვარულნი მოსვენებულნი და მოდუნებულნი არიან, ებრძვიან გაჭიანურებას.
თითოეულმა ადამიანმა თავისი პიროვნება და ტემპერამენტი სულიწმიდას უნდა დაუქვემდებაროს. სულიწმიდის მიერ გაძლიერებული თვითკონტროლის გარეშე ჩვენი სისუსტეები ჩვენს ცხოვრებაში გაბატონდებოდნენ და ღმერთის განდიდების ჩვენს უნიკალურ პოტენციალს გაანადგურებდნენ.
პრაქტიკული რჩევები თვითკონტროლისათვის, ტემპერამენტის სფეროში:
1. შეისწავლეთ ქრისტეს ცხოვრება და სულიწმიდის დახმარებით თქვენი პიროვნულობა მისას შეუსაბამეთ. რაც უფრო დავემსგავსებით მას, მით უფრო განიწმინდება ჩვენი პიროვნება და ტემპერამენტი.
2. იცნობდეთ საკუთარ თავს და ნუ გაიმართლებთ თავს ქრისტეში თქვენი დებისა და ძმების შეურაცხყოფისათვის. იყავი თავმდაბალი. ნუ დამწუხრდებით მარცხის გამო, არამედ განაგრძეთ მადლის ძიება.
3. მიიღეთ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ღმერთმა შეგქმნათ და პატივი ეცით სხვების პიროვნებასა და ტემპერამენტს.
► სთხოვეთ თქვენი ჯგუფის წევრებს დაასახელონ ბიბლიური პერსონაჟების პიროვნული და ტემპერამენტული სიძლიერეები და სისუსტეები, მათი ტემპერამენტისა და პიროვნების რომელი თვისებებია გამოსასწორებელი და რომელი თვისებებია გამოუსწორებელი?
„გინახავს კაცი, თავისი საქმის ოსტატი? მეფეთა წინაშე წარსდგება იგი და არა მდაბიოთა წინაშე” (იგავები 22:29).
„კარი თავის ანჯამაზე ტრიალებს, ხოლო ზარმაცი- თავის ლოგინზე“ (იგავები 26:14).
დროის დისციპლინა: გაჰყევი იმას, რაც შესანიშნავია
დროის დისციპლინა არ გულისხმობს იმას, რომ ყოველი წუთი აქტივობებით უნდა დავტვირთოთ, არამედ უნდა ვისწავლოთ, რომ ყოველი წუთი საუკეთესოთი დავტვირთოთ: „და ამას ვლოცულობ, რომ საუკეთესოს ამტკიცებდეთ” (ფილიპელთა 1:9-10). თუ ყველაზე შესანიშნავი რამ, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ გარკვეულ მომენტში, უბრალოდ ძილია, მაშინ დაიძინეთ. უმიზნოდ ნუ იხეტიალებთ ინტერნეტში. თუ ყველაზე კარგი რამ, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ სიჩუმეში მედიტაცია ან ლოცვაა, მაშინ გააკეთეთ ეს და არა ამაზე ნაკლები.თუ გარკვეულ მომენტში ყველაზე შესანიშნავი რამ არის თაყვანისცემა, ან მეცადინეობა, ან კითხვა, ან გიტარის ვარჯიში, ან წერა, ან ტანსაცმლის რეცხვა, ან მეორე ენის სწავლა, ან სახარების ქადაგება, მაშინ იმუშავე რომ აკეთო ეს ყოველივე. თუ ყველაზე მშვენიერი რამ, რისი გაკეთებაც შეგიძლია არის ავადმყოფი ბავშვის მოვლა, სადილის მომზადება, ოჯახისთვის შემოსავლის უზრუნველყოფა, სახლის აშენება, მეგობართან ან კოლეგასთან საუბარი ან ღმერთის შესანიშნავი სამყაროთი ტკბობაა, მაშინ გააკეთე ეს ყოველივე. შეეცადე, რომ ყოველ მომენტში საუკეთესოს აკეთებდე და არა რაიმე სხვას.
ასევე უნდა ითქვას ისიც, რომ დროის გამოსყიდვა გულისხმობს, რომ ყოველივე, რასაც შენი ხელი მისწვდება გასაკეთებლად, გააკეთო დიდი ძალისხმევით, ყოველივე გააკეთეო უფალ იესოს სახელით და მადლობდე ღმერთს. თუ ამის კეთებას შევეჩვევით თქვენ გამოიყენებთ თქვენს მოკლე დღეებს დედამიწაზე.
1. მთელი ძალით -„ყოველივე, რასაც შენი ხელი მისწვდება გასაკეთებლად, გააკეთე შენი შეძლებისამებრ” (ეკლესიასტე 9:10a).
2. ყოველივე გააკეთეთ უფალ იესოს სახელით და მადლობდეთ ღმერთს - „რასაც არ უნდა აკეთებდეთ სიტყვით თუ საქმით ყოველივე გააკეთეთ უფალ იესოს სახელით და მის მიერ მადლობდეთ ღმერთს” (კოლასელთა 3:17).
3. ღმერთის სადიდებლად - “ამიტომ, ჭამთ, სვამთ თუ სხვა რამეს აკეთებთ, ყველაფერი აკეთეთ ღვთის სადიდებლად” (1 კორინთელთა. 10:31).
ეს ცხოვრების იმდენად მაღალი საფეხურია, ძალიან ცოტას თუ შეუძლია მიაღწიოს, თუმცა ეს ის მოწოდებაა, რომლისკენაც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ისწრაფოს.
პირადი დროის დისციპლინა, ნიშნავს გააკეთო ის, რაზედაც ღმერთმა პირადად შენ, განსაკუთრებული მოწოდებით მოგიწოდა, და რითაც აღგჭურვა, მის სისრულეში მოსაყვანად.
იესო მხოლოდ იმას აკეთებდა, რასაც მამა ეუბნებოდა, რომ გაეკეთებინა (იოანე 8:29). ის მიდიოდა იქ, სადაც მამა მოუწოდებდა, რომ წასულიყო და ამბობდა მხოლოდ იმას, რასაც მამა ავალებდა, რომ ეთქვა. ის არის ჩვენი მაგალითი დროის განკარგვაში.
ძალიან ბევრი, ე.წ “დავითი” დროს ფუჭად ფლანგავს, ცდილობს რა, რომ ატაროს საულის ჯავშნი, (1 მეფეთა 17:38-39). ან ცდილობენ მიმბაძველობით გააკეთონ იგივე საქმეები, რასაც წარმატებული ადამიანები აკეთებენ. მე ეს ჩემ თავზე მაქვს გამოცდილი. პირადად გამიკეთებია და კარგად მახსოვს, ჩემი ადრეული მსახურების დროს, პასტორულ გაერთიანებაში, ერთ სემინარს ვესწრებოდი, სადაც ერთმა მეტად წარმატებულმა პასტორმა მოგვიწოდა წავსულიყავით კარდაკარ რათა მოგვეწვია ხალხი ეკლესიაში. ეს იყო მისი წარმატების საიდუმლო და მეც ჩავთვალე, რომ უნდა გამეკეთებინა იგივე, მიუხედავად იმისა რომ ამერიკელების უმეტესობა არც ისე მეგობროლად ხვდება დაუპატიჟებელ სტუმრებს. ერთ შაბათ დილით, მახსოვს, ვაიძულე საკუთარი თავი, გავსულიყავი გარეთ მისიის შესასრულებლად. პანიკაში ვიყავი და ვფიქრობდი ამით საკუთარ ჯვარს ვიღებდი, რათა იესოს გავყოლოდი. უახლოეს დასახლებაში მივედი და ვიმედოვნებდი, რომ არავინ იქნებოდა სახლში. ქუჩა რამოდენჯერმე ავიარე, გაბედულების მოსაკრებად, თუმცა დაახლოებით ერთი საათის შემდეგ სახლში სრულიად განადგურებული, და დამარცხებული დავბრუნდი, ისე, რომ ერთ პიროვნებასაც ვერ შევხვდი ქუჩაში! საკმაო დრო დამჭირდა მსახურების პერიოდში, იმის გასაცნობიერებლად, რომ იესოს მსახურება თავის მხრივ, ჩვენგან კომფორტის ზონიდან გამოსვლას მოითხოვს, თუმცა მას არასოდეს გამოვყავართ ჩვენი ნიჭების/მოწოდების ზონიდან.
თავს ნუ დაიტანჯავ აკეთო კარგი საქმეები, რომლისთვისაც საერთოდ არ ხარ მოწოდებული და უნარიანი, რაც შენ არ გეკუთვნის. მოციქულთა საქმეების მეექვსე თავში მოთხრობილია პირველ მოციქულებზე, რომლებიც დროს და უნარს მაგიდების მომსახურებში ხარჯავდნენ, რაც ნამდვილად კარგი მსახურებაა, თუმცა ისინი მოწოდებულნი იყვენენ არა მაგიდების მომსახურებისთვის, არამედ სიტყვის მოსმენისა და გავრცელებისთვის. საქ 6:4: “ჩვენ კი, ლოცვასა და სიტყვის მსახურებას მივუძღვნათ თავი” (საქმეები 6:1-4).
► სთხოვეთ ვინმეს, თქვენს ჯგუფში, გაგიზიაროთ, როდის მოექცა წნეხის ქვეშ, სხვისი სულიერი ნიჭის მიბაძვის მცედლობისას. და რა შედეგით დასრულდა ეს?
პირადი დროის დისციპლინა ნიშნავს შრომას - მუშაობას მღელვარებების/მძაფრი შეგრძნებების გარეშე.
ეს თაობა გამოირჩევა მძაფრი შეგრძნებების ძიებით, თუმცა ისინი, ვინც საუკეთესოს ეძებენ ცხოვრებაში, აკეთებენ იმას რაც სწორია, მაშინაც კი, როცა ვერ იღებენ ვერანაირ სიამოვნებას იქიდან. რამოდენიმე ხნის წინ, მე მიწევდა გამკლავება ინტენსიურ, ძლიერ მოწყენილობასა და დაღლილობასთან. ის მსახურებები, რომლებიც ერთხელ აღფრთოვანებას იწვევდა ჩემში, ახლა მომაკვდინებლად რთულად მეჩვენებოდა. ის ჟინი და მისწრაფება საერთოდ გამქრალიყო. ცხოვრებისგან ვეღარ ვიღებდი სიამოვნებას. ვფიქრობ, ყველასათვის ნაცნობია ეს ცდუნება. ქრისტიანული ცხოვრება მოითხოვს სიმტკიცეს და ფეხზე მყარად დგომას! ჩემი მოწყენილობის პიკს, რომ მივაღწიე, ოსვალდ ჩამბერსის დროული სიტყვა წავიკითხე სიარულის შესახებ:
სიტყვა “სიარული” ბიბლიაში გამოყენებულია პიროვნების ხასიათის გამოსახატავად... როცა არაჯანსაღ მდომარეობაში ვიმყოფებით, ფიზიკურად ან ემოციურად, ყოველთვის ვეძებთ მძაფრ შეგრძნებებს. - ოსვალდ ჩემბერსი, „ჩემი მაქსიმუმი მისი უზენაესობისთვის.“
ქრისტიანული ცხოვრება უფრო მეტად დაყრდნობილია სიარულზე, ვიდრე სხვა ნებისმიერ რამზე. “აი მე გეუბნებით:
„იარეთ სულიერად” (გალატელთა 5:16).
„იარეთ სიყვარულში” (ეფესელთა 5:2).
„თუ სინათლეში დავდივართ..” (1 იოანე 1:7).
სიარული გაცილებით მეტად მეტყველებს მოთმინებით აღჭურვილი მდგრადობის/სიმტკიცის/დაჟინებულობის შესახებ, ვიდრე სირბილი. რაც ღმერთს აამებს, ეს არის სიმტკიცე, ერთგულება, დისციპლინირებული გაბედულება, მაშინაც კი, როდესაც ბევრი არაფერია შთამაგონებელი. სიარული რთულია. სიარული მოითხოვს მოთმინებას და გამძლეობას. "მათ, ვინც კეთილი საქმის გამუდმებული კეთებით ეძებს დიდებას, პატივსა და უხრწნელობას - საუკუნო სიცოცხლეს;" (რომაელთა 2:7). სიარული აყალიბებს ხასიათს. სიარული აუმჯობესებს ჩვენს პიროვნებას და აღასრულებს ღმერთის მიზანს და განზრახვას ჩვენს სულიერ ცხოვრებაში. ეს დისციპლინა მეტ კმაყოფილებას და სიმშვიდეს გვანიჭებს.
ცათა სასუფეველს იმკვიდრებენ არა მძაფრი შეგრძნებების მაძიებელნი, არამედ ერთგული, მოშურნე ადამიანები! უილიამ კერიმ, დიდმა მისიონერმა ინდოეთში, რომლის წმიდა წერილების თარგმანებმაც, მილიონობით ადამიანს მისცა გადარჩენა, თქვა, რომ მისი წარმატების საიდუმლო ის იყო, რომ მან ისწავლა შრომა: „მე შემიძლია განვაგრძო გზა. დავრჩე ერთგული ნებისმიერი დევნისა და შევიწროების დროს, რადგან მისიის მიმართ მმართებს ყველაფერი.“
აქლბატონი ჩარლზ, ე. კოუმენი, მისიონერი და ავტორი წიგნისა „უდაბნოს ნაკადები,” წერს: „ხვალინდელი დღის ბრწყინვაება მდგომარეობს დღევანდელი დღის ტვირთის ზიდვაში.” ძალიან ბევრ ადამიანს უნდა მიაღწიოს დიდებას ჯვრის გარეშე, ბრწყინვალებას წვის გარეშე, მაგრამ არ დაივიწყო, რომ გამეფებას ჯვარცმა უძღვის წინ.
მხოლოდ ისინი ტკბებიანი ხვალინდელი დღის კურთხევებით, რაც ღმერთმა გაუმზადა მათ, ვისაც შეუძლია დღეს ერთგულად ზიდონ თავიანთი ჯვარი. ეს ადამიანები მოიმკიან სიხარულით: „მიდის და ტირის მთესველი თესლისა, მოდის და სიმღერით მოაქვს ძნები თვისი” (ფსალმუნი 125:6). გაცილებით ბედნიერი ქრისტიანი იქნები, თუ კონცენტრირდები შენს ყოვედღიურ მოვალეობებსა და გასაკეთებელ სამუშაოებზე, ნაცვლად მეზღაპრეობასა და განუწყვეტელ ოცნებაზე იმის შესახებ, რაც არასოდეს გახდება შენი.
რამოდენიმე რჩევა პირადი დროის კონტროლზე:
(1) გაიღე კარგი მსხვეპრლად საუკეთესოსთვის.
„კარგი“- „საუკეთესოს“ დიდი მტერია. სთხოვე ღმერთს თვალი აგიხილოს და ჩამოგაშოროს ის ყველაფერი, რაც არ არის საუკეთესო შენთვის, რაც ვერ აგაშენებს და ვერანაირ ნაყოფს ვერ მოგიტანს პირად და სულიერ ცხოვრებაში. სთხოვე მას გაგიხსნას გული, რათა შეძლო კარგის გაღება საუკეთესოს წყურვილში. გახსენი გული, რათა დაინახო, რომ ზედმეტად დახარჯული დრო სპორტზე, სატელევიზიო გადაცემებზე, კინოებზე, ახალ ამბებზე, შოპინგზე, გძარცვავს შენ და გწყვეტს იმის კეთებისგან, რასაც გაცილებით მეტი სიხარულის მოტანა შეუძლია შენს ცხოვრებაში:მოზიარეობა ღმერთთან, მიღებული ნიჭის სრულყოფა, ქორწინების აყვავება, შვილებთან დროის გატარება, ქრისტიანული მსახურება, ფიზიკური ვარჯიში.
(2) ლოცვით ჩამოაყალიბე შენი მიზნები და გეგმები.
ორივე სქესის ქრისტიანების ერთ-ერთი უდიდესი სისუსტე, როგორც ახალგაზრდებისა ასევე მოხუცებისა, მდგომარეობს შემდეგში:ისინი ყოველდღიურ ცხოვრებას ატარებენ უმიზნო ხეტიალში, მკაფიო მიზნებს გარეშე. ლოცვით დაგეგმილი მიზანი, კარგი სულიერი ვარჯიშია, რომელიც კონცენტრირებულებს გვხდის ამ მიზნის მისაღწევად.
სკოლის დამთავრების შემდეგ, ჩემმა უფროსმა ვაჟმა, ტიმოთემ, გადაწყვიტა თავისუფალი წელი აეღო, სანამ კოლეჯში განაგრძობდა სწავლას. მე და ჩემმა ცოლმა მხარი დავუჭირეთ მის გადაწყვეტილებას, იმ პირობით, რომ ის დაისახავდა ნათელ მიზნების საკუთარი მომავლისთვის. მან მიიღო ეს გამოწვევა და მე მის დასახმარებლად ერთგვარი ზრდის გეგმა შევადგინე.
| ზრდის გეგმა ახალგაზრდა მამაკაცებისთვის | |
|---|---|
| ხუთი კრიტიკული სფერო, სადაც აუცილებლად მიზანმიმართულად უნდა ვიმოქმედო |
ღმერთის მადლით, მე გავაკეთებ.... (ჩაწერეთ თქვენი გადაწყვეტილებები) |
|
სულიერი განვითარება
|
|
|
ზნეობრივი პასუხისმგებლობა /ანგარიშვალდებულება
|
|
|
პირადი დისციპლინა
|
|
|
სამუშაო
|
|
|
ფინანსური მნეობა (განკარგვა)
|
|
ყველა სულით აღვსილი ქრისტიანი, ვისაც მე ვიცნობ, მოწესრიგებული ცხოვრების წესს მიჰყვება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამუშაო, რასაც სულიწმინდა ჩვენში ატარებს, ეს არის მოიტანოს წესრიგი ჩვენს ქაოსში. ჩვენი სულიწმინდასთან თანამშრომლობის ხარისხი განსაზღვრავს და ასწორებს ჩვენს ფიქრებს, სიტყვებს, ქცევებს და გარშემომყოფებს მის სტანდარტებზე.
თავის მხრივ, ეს არ ნიშნავს, რომ წარმატებულ ადამიანებს ყველა წუთი და წამი დაგეგმილი აქვთ ცხოვრებაში, თუმცა მათ აქვთ ნათელი სურათი და მიმართულება მომავლისთვის. და იმ დროს, როცა ყველაფერი არც თუ ისე კარგად იწყებს სვლას და რაღაცები ირევა ცხოვრებში, ისინი ერთგულნი რჩებიან და მოთმინებით ელიან ღმერთსგან მიმართულებას.
(3) გააკეთე ის, რაც გასაკეთებელია, სწრაფად და ზუსტად, გადადგი შემდეგი ნაბიჯი:
“ზარმაცი კაცის მინდორთან და ჭკუატხელი ადამიანს ვენახთან ჩავიარე, აჰა ჭინჭრითა და ეკლით იყო ყველაფერი დაფარული, ყორე კი ჩამონგრეულყო. როცა ეს ვნახე, დავფიქრდი, შევხედე და ჭკუა ვისწავლე:ცოტა ძილი, ცოტა თვლემა, ცოტა გულხელდაკრეფა მოსასვენებლად და ყაჩაღივით მოგადგება შენი სიღატაკე და შენი გაჭირვება-იარაღასხმული კაცივით” (იგავები 24:30-34).
ჩვენი მსახურების პირველ წლებში, ბეკი და მე ხშირად ვუსმენდით ელიზაბეთ ელიოტის რადიოგადაცემას - „სიხარულის კარიბჭეს.” არაფერს მოუტანია ჩვენს მისიონერულ ცხოვრებაში იმაზე დიდი ზრდა და სიბრძნე, ვიდრე მის განუწყვეტელ რჩევას : “გადადგი შემდეგი ნაბიჯი.” ამ ფრაზით ის გულისხმობდა, რომ საკუთარ გადაწყვეტილებებზე სინანულით ცქერას და საკუთარ მოსაწყენ ცხოვრებაზე საუბარს, ჯობს შენი გონება შემდეგ დავალებას მიაპყრო, რაც წარმატებას მოგიტანს შემდეგი ნაბიჯისთვის. განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს დავალება სულ პატარა და უმნიშვნელო ჩანს შენთვის. მაგალითად, თუ ტანსაცმელია გასარეცხი, ან წიგნი გაქვს წასაკითხი, წერილი დასაწერი, თუ შენი ფინანსები მოწესრიგებას საჭიროებს, თუ სასწავლი გაქვს გაკვეთილი, თუ მომზადება გჭირდება სიტყვის მსახურებისთვის, თუ გარეთ ბაღი გაქვს მოსაწესრიგებელი, თუ ვინმეა შენს ირგვლივ, ვისაც შენი რჩევა დაეხმარება, თუ შენს შვილებს ან მეუღლეს სიყვარული, თანადგომა და ყურადღება სჭირდებათ, ან თუ ნათურაა შესაცვლელი სადღაც, თუ არის რაიმე გასაკეთებელი, რითაც ცხოვრებას გაცილებით სასიამოვნოს გახდი, მაშინ ჯობს გააკეთო ეს ახლავე, გადაუდებლად.
ჩვენს ცხოვრებაში აუცილებელია ჩამოვაყალიბოთ ეს დისციპლინა, რომ გავაკეთოთ ყველაფერი დაუყოვნებლივ, რაც გასაკეთებელია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს საერთოდ არ იწვევს ჩვენში აღფრთოვანებას. აგრეთვე, უნდა ვისწავლოთ, რომ დავიწყოთ რთულიდან.
(4) გახსოვდეს, რომ დროში ერთგულება სიხარულის საწინდარია.
„ყველაფერს თავისი დრო აქვს ამ მზისქვეშეთში.” (ეკლესიასტე 3:1). რა თქმა უნდა, ეს გულისხმობს სიამოვნების დროსაც, თუმცა ღმერთის მიერ ჩვენთვის განსაზღვრული ტკბობის/სიამოვნების დრო გაცილებით მეტი კმაყოფილების და კურთხევის/წახალისების მომტანი, ვიდრე ის, რასაც ჩვენ საკუთარი თავისთვის მოვიაზრებდით/ვისურვებდით.
ჩემი მსახურების მესამე წელი იყო. ამ დროს ოცდაექვსი წლის ახალგაზრდა პასტორი ვიყავი, და ეშმაკმა თითქმის ბოლომდე დამარწმუნა, რომ მე ვერასოდეს შევძლებდი, რაიმე საქმის აღსრულებას ღმერთისთვის. სასოწარკვეთილი და მახეში გაბმული ვიყავი. ეს თვეების მანძილზე გრძელდებოდა. მე იმდენად დიდ სიმძიმეს ვატარებდი მკერდით, ზოგჯერ სიკვდილსაც კი ვნატრობდი. ერთ დღეს, სულიწმინდამ მომანიჭა მადლი, რომ ამეხედა ზეცად და მეთქვა: „ მამა, მე არ ვიცი რა გაქვს მომზადებული ჩემთვის და ბეკისთვის, არც ის ვიცი, გინდა თუ არა, რომ დავრჩეთ ამ პასტორულ მსახურებაში, ან თუ ოდესმე გაგვიღებ კულტურებსშორისი მსახურების კარს. მაგრამ, მამა, მე ხელახლა ვუძღვნი საკუთარ თავს შენს სრულყოფილ ნებას, რაც არ უნდა იყოს ეს, სადაც შენ გადაწყვეტ.“ იმ დღით, მე აგრეთვე დავპირდი უფალს, რომ როგორი მაცდურიც არ უნდა ყოფილიყო შემოთავაზება, მე არ დავიწყებდი კარებების გაღებას საკუთარი უშედეგო მცდელობებით. ამის ნაცვლად, მივენდობოდი მის ძალას, რომ გაასწოროს ადამიანთა გულები მისი ნების თანახმად.
ღმერთმა შეისმინა ჩემი ლოცვა განახლებული მიძღვნის სესახებ და მეორე დღესვე მოუწოდა ჩვენს ოჯახს მისიონერულ მსახურებში, რაშიც უკვე უდავოდ დარწმუნებულები ვიყავით. ჩვენ ვიცოდით, რომ ეს იყო ის, რისთვისაც ღმერთი გვამზადებდა.
„ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო როდია, ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი როდი აშენებს“ (1 კორთელთა. 10:23).
სიმწიფის ერთ-ერთი ნიშანია, რომ ჩვენ აღარ ვსვამთ კითხვას „რა არის ნებადართული ჩემთვის?“ ან „რას მიკრძალავს რჯული?“ ამის ნაცვლად დასვი კითხვა, „ რით დამეხმარება ეს მე?“ ანდა „ ეს ქმედება დამაახლოებს ღმერთთან, მაქცევს ქრისტეს უკეთეს მიმდევრად?“ ყველაზე მნიშვნელოვანი პირადი დისციპლინა არის საკუთარი საზღვრების/შეზღუდვების და საკუთარი მრწამსის ჩამოყალიბება, რაც თქვენი შინაგანიდან მომდინარეობს, როგორი დამოკიდებულება გაქვთ საკუთარი სიწმიდის, მეგობრების, ტანსაცმლის, მუსიკის, გართობის, ღმერთისათვის გამოსაყოფი დროის და სხვადასხვა საკითხების მიმართ.
აღსანიშნავი პუნქტები რწმენასა და პირად საზღვრებთან დაკავშირებით
(1) სპეციფიკური მრწამსი/შეზღუდვები და საზღვრები არ არის აუცილებელი ყველა ადამიანისთვის. ბიბლიაში ვერ ვიპოვით ასეთ კონკრეტულ მუხლს, მხოლოდ ძირითად პრინციპს. ასე რომ, არც იმის უფლება გვაქვს, საკუთარი შეხედულებით განვსაჯოთ სხვა ადამიანის ქმედება.
(2) პირადი მრწამსი, საზღვრები და შეზღუდვები, ეყრდნობა ბიბლიურ პრინციპებს, თუმცა საკუთრივ ყველა ადამიანისთვის განსხვავებული და უნიკალურია. როცა ღმერთი გაჩვენებთ თქვენს სისუსტეებს, თვითონ ადგენთ გარკვეულ საზღვრებს საკუთარი თავისთვის, რაც გეხმარებათ შეინარჩუნოთ მოშურნეობა და წყურვილი ღმერთის მიმართ.
(3) პირადი შეზღუდვები და საზღვრები უნდა ჩამოიყალიბოთ სხვების მიმართ სიყვარულით. (რომაელთა 14:13-19). ქრისტიანულ გზაგზე, საკუთარი თავისუფლების შეზღუდვის უამრავი შემთხვევა გვექნება სიყვარულის გულისთვის, სხვის საკეთილდღეოდ. ზრდასრული/მოწიფული ქრისტიანები მზად არიას უარი თქვან საკუთარ უფლებებზე ამ მოსაზრებით.
(4) პირადი მრწამსის და შეზღუდვების მოტივატორი უნდა იყოს სიხარული. დაუფიქრბლად მიყვე ეკლესიის ტრადიციებს, ან იმ შეზღუდვებს, რომლებიც ადამიანებმა დააწესეს, როდესაც ეს საერთოდ არ არის შენს გულში ეს შეხედულება და მრწამსი, შენ მხოოდ მონობის განცდა დაგეუფლება. ამაზე ჯორჯ მიულერსაქვს ძალიან კარგი სიტყვა ჩვენთვის:
„მე ხშირად შემინიშნავს მტკივნეული და მწარე გავლენა იმის კეთებისა, რასაც სხვები აკეთებენ, ან იმიტომ, რომ ასეთი ტრადიციაა დამკვიდრებული, ან იმიტომ, რომ ისინი დაარწმუნეს, რომ მოახდინონ საკუთარი თავის უარყოფა, ან უარი თქვან რაიმეზე, იმ დროს როცა გული არ ეთანხმება მას, ხოლო გარეგანი მოქმედება არ იყო სულიწმინდის ძლიერი შინაგანი მოქმედების და მამასა და ძესთან ჩვენი ურთიერთობაში ბედნიერი შესვლის შედეგი.
ყველაფერი რაც უბრალო ფორმა ან ჩვეულებაა... ძალიან საშიშია... შედეგები ყალიბდება არა გარედან, არამედ შინაგანად. ტანსაცმლის სტილი, რასაც მე ვირჩევ, სახლი, რომელშიც ვცხოვრობ, ავეჯი, რომელსაც ვიყენებ-არ უნდა იყოს სხვისი მიმბაძველობით არჩეული. საკუთარი თავის უარყოფა, გაცემა და ქვეყნიერული გულისთქმათა მოკვდინება თქვენში, იქიდან უნდა იყოს გამოწვეული, რომ იცით ვისი შვილი ხართ, სცნობთ მამას, და იცით სად უნდა დაიმკვიდროთ საუკუნო, უხრწნელი ადგილი.[1]
დარწმუნდით, რომ თქვენი შეზღუდვების წყარო თავისუფლებაშია და არა კაცის მიერ დაწესებულ კანონთა მონობაში (გალატელტა 5:1).
პრაქტიკული რჩევა პირადი შეზღუდვებისა და საზღვრბის შესახებ:
1. გამოიკვლიეთ საკუთარი თავი
2. ეძებეთ სიბრძნე და რჩევა ერთგული ქრისთიანებისგან
3. არ დაიწესოთ შეზღუდვები და მრწამსი დაუფიქრებლად და ნაჩქარევად
4. არ დადოთ დაუფიქრებლად აღთქმა, რის შესრულებასაც ვერ შეძლებთ
5. მოტივირებული იყავით სიყვარულით
6. გააანალიზეთ, რომ დროის სხვადასხვა ეტაპზე სიმწიფესთან/ ზრდასთან ერთად იცვლება თქვენი შეზღუდვები, თუმცა ღმერთის სიტყვა უცვლელია!
დანიელ წინასწარმეტყველი, მშვენიერი მაგალითია კაცის, რომელიც აწესებდა პირად შეზღუდვებს, როდესაც იმყოფებოდა ბაბილონის ტყვეობაში. „როცა შეიტყო დანიელმა რომ ასეთი წერილი დაიბეჭდა, ავიდა თავის სახლში, რომესაც ღია სარკმლები ჰქონდა იერუსალიმისკენ, ზედა ოთახში, სადაც დღეში სამჯერ იყრიდა მუხლს, ლოცულობდა და მადლობას სწირავდა თავის ღმერთს, როგორც ამას ადრეც აკეთებდა” (დანიელი 6:10).
ღია სარკმელები იერუსალიმისკენ? მუხლმოყრა დღეში სამჯერ? კი მაგრამ, ამას ხომ არ ავალებდა წმინდა წერილი? დანიელი აკეთებდა ამას იმიტომ, რომ გამოეხატა თავისი სიყვარული ღმერთის, ღვთის ხალხის და ღვთის ქალაქის მიმართ. აი ამიტომაც იმოქმედა ღმერთმა ასე ძლიერად მისი მეშვეობით.
იმისათვის, რომ ვიყოტ ქრისტეს მსგავსნი, გვჭირდება ვკონცენტრირდეთ პირად დისციპლინაზე. ჩვენი გონება და სხეული უნდა ემსახურებოდეს ჩვენს სულს და არა პირიქით. ჩემი ვაჟისგან ასეთი წუწუნი მოვისმინე: (როცა მას არც თუ ისე სასიამოვნო დავალება მივეცი ჩემს შვილებს) „როგორ მინდა, მოსამსახურე მყავდეს!“ და მე ვუთხარი მათ, რომ თუ თავის სხეულს გახდიდნენ მსახურად, ყოველთვის ეყოლებოდა ასეთი მსახური!
► რომელ პირად დისციპლინას თვლით თქვენთვის სასარგებლოს, რომლებიც ამ ორ გაკვეთილში განვიხილეთ? რატომ? ხუთი წუთით დაფიქრდით იმ ცვლილებებზე, რაც გჭირდებათ, რომ გაატაროთ საკუთარ ცხოვრებაში. გაუზიარეთ ეს თქვენს ჯგუფსაც თუ ამის სურვილი გექნებათ.
(1) ამ კვირაში გამოყავით დაახლოებით ოცდაათი წუთი, ამ გაკვეთილის მიმოხილვისთვის, წმინდა წერილიდან ადგილების ჩათვლით, ითხოვეთ სულიწმინისგან გამოცხადება.
(2) ჩაინიშნეთ პირად დღიურში ის გასატარებელი ცვლილებები, რაც ღმერთმა მიგითითათ და გასატარებელი გაქვთ ცხოვრებაში.
(3) კონცენტრირდი/დრო გაატარე ფიქრში(მედიტაციაში) ერთ რომელიმე ფსალმუნზე ლოცვისთვის სპეციალურად გამოყოფილ დროს და ჩაიწერე შენს დღიურში, რას ამბობს მეფსალმუნე ღმერთის ბუნებასა და ხასიათზე.
(4) ამ გაკვეთილზე დაყრდნობით, დაწერეთ თქვენს დღიურში პირადი ილოცვა სულიერ ზრდისა და გარდაქმნისთვის.
(5) იხელმძღვანელე დოქტორ ბრაუნის ყოველდღიური ლოცვებით, რაც დაგეხმარება პირად ლოცვაში. PDF აქ წვდომა
(1) რა არის ის 6 პირადი დისციპლინა, რაზეც ვისაუბრეთ 11 და 12 გაკვეთილებში?
(2) ჩამოთვალეთ ორი უარყოფითი მხარე, რაც საკუთარი თავის ზედმეტ წახალისებას ახასიათებს?
(3) რას ამბობს იგავების 16:32 კაცზე, ვინც რისხვაში ნელია?
(4) რა იყო მისისონერის, უილიამ კერის წარმატების საიდუმლო?
(5) საკუთარი სიტყვებით გადმოეცით, ჯორჯ მიულერის რჩევა პირად მრწამსზე.
SGC exists to equip rising Christian leaders around the world by providing free, high-quality theological resources. We gladly grant permission for you to print and distribute our courses under these simple guidelines:
All materials remain the copyrighted property of Shepherds Global Classroom. We simply ask that you honor the integrity of the content and mission.
Questions? Reach out to us anytime at info@shepherdsglobal.org
Total
$21.99By submitting your contact info, you agree to receive occasional email updates about this ministry.
Download audio files for offline listening
No audio files are available for this course yet.
Check back soon or visit our audio courses page.
Share this free course with others