Type at least 2 characters to search
No results found for ""
Courses
Lessons
navigate open
See all results →

Lesson

Playlist

ახალი აღთქმის გამოკვლევა

ახალი აღთქმის გამოკვლევა

Search Course

Type at least 3 characters to search

Search through all lessons and sections in this course

Searching...

No results found

No matches for ""

Try different keywords or check your spelling

results found

ახალი აღთქმის გამოკვლევა

Lead Writer: Randall McElwain

Course Description

ეს კურსი ასწავლის ახალი აღთქმის 27 წიგნის არსებით შინაარსსა და სწავლებებს.

What You'll Learn

ახალი აღთქმის სამყარო
სინოპტიკური სახარებები: ქრისტეს ცხოვრება
იოანე: რწმენის სახარება
მოციქულთა საქმეები
რომაელელები
კორინთელთა და გალატელთა
ეფესელთა, ფილიპელთა, კოლოსელთა, და ფილიმონის
1 და 2 თესალონიკელთა წერილები
ტიმოთეს და ტიტეს
ებრაელთა და იაკობის
პეტრე, იოანე, და იუდა
გამოცხადება
ახალი აღთქმის საკითხები დღევანდელ ეკლესიაში

Course Objectives

მიზნები ჩამოთვლილია თითოეული გაკვეთილის დასაწყისში.

Introduction

(1) გაკვეთილების უმეტესობა იწყება დავალებით: წაიკითხეთ წიგნი ან წიგნები ბიბლიიდან, რომლებიც ისწავლება გაკვეთილზე. ეს უნდა გაკეთდეს წინასწარ, გაკვეთილის ჯგუფში შესწავლამდე. ყოველი გაკვეთილის ბოლოს, გთხოვთ შეახსენოთ სტუდენტებს, რომ წაიკითხონ დავალება შემდეგი გაკვეთილისთვის. ეს უზრუნველყოფს, რომ სტუდენტებმა სწავლის დაწყებამდე იცოდნენ წიგნის ძირითადი შინაარსი.

(2) თითოეული გაკვეთილი დაიწყება მოკლე დავალებით: მუხლების დაზეპირება წმინდა წერილიდან. ეს დავალება შეიცავს ძირითად საზეპირო მუხლებს, კონკრეტულ გაკვეთილზე შესასწავლი წიგნებიდან.

(3) თუ სწავლა ხდება ჯგუფურად, შესაძლოა მასალის რიგრიგობით წაიკითხვა. თქვენ დროდადრო უნდა შეჩერდეთ, კლასთან განხილვისთვის. როგორც კლასის ხელმძღვანელი, თქვენ ხართ პასუხისმგებელი, რომ დისკუსიის დროს არ მოხდეს გადახვევა შესასწავლი მასალიდან. უმჯობესია, თუ დროის ლიმიტს დააწესებთ განხილვისთვის.

(4) როდესაც ასეთ ნიშანს ► დაინახავთ, დასვით კითხვა და მიეცით სტუდენტებს საშუალება, იმსჯელონ პასუხის შესახებ.

(5) ბევრი შენიშვნა (სქოლიო), ანუ ქვემოთ მიწერილი კომენტარები, საღვთო წერილის მუხლებს ეხება. სთხოვეთ სტუდენტებს, იპოვონ ეს მუხლები და წაუკითხონ ჯგუფს.

(6) ყოველი გაკვეთილი მოიცავს დავალებას. ჯგუფური პრეზენტაციების შემთხვევაში, გამოყავით დრო შემდეგი გაკვეთილის დაწყებამდე, პრეზენტაციის ჩასატარებლად.

(7) თითოეული გაკვეთილი მოიცავს ტესტის კითხვებს. ყოველი გაკვეთილის ბოლოს ლიდერს (ჯგუფის ხელმძღვანელს) შეუძლია ამ საკითხების განხილვა სტუდენტებთან. შემდეგი საკლასო სესია უნდა დაიწყოს ამ კითხვების შემცველი მოკლე ტესტით. ამ ტესტის ჩატარება შესაძლებელია როგორც ზეპირად, ასევე წერილობით.

Ready to Start Learning?

Choose a lesson to begin your journey through this course.