პირველი საუკუნის ქრისტიანები ორი ურთიერთგამომრიცხავი ჭეშმარიტების წინაშე აღმოჩნდნენ. ერთის მხრივ, მათ იცოდნენ, რომ „იესო ქრისტე არის უფალი” (ფილიპ. 2:11). ქრისტიანი აღიარებს მხოლოდ იესო ქრისტეს ძალაუფლებასა და უფლობას (ანუ ბატონობას). მეორეს მხრივ, რომი ყველასგან, ვინც იმპერიის ძალაუფლების ქვეშ იყო, მოითხოვდა შეეფიცათ, რომ კეისარი არის Dominus et deus noster (ჩვენი ბატონი და ღმერთი).
რომი შემწყნარებლობით გამოირჩეოდა მრავალი რელიგიის მიმართ, სანამ იმპერატორი ითვლებოდა უზენაეს ძალაუფლებად. მრავალი ისტორიკოსი ამტკიცებს, რომ რომი არ დევნიდა ქრისტიანებს ქრისტიანობის გამო. ქრისტიანებს შეეძლოთ იესოს თაყვანისცემა, თუკი ისინი შეჰფიცებდნენ იმპერატორს. ამასთან, ჭეშმარიტი ქრისტიანი ვერასოდეს აღიარებდა იმპერატორს, როგორც საბოლოო, დასრულებულ ძალაუფლებას.
პოლიკარპეს წამების თვითმხილველის თანახმად, მაგისტრატებმა შესთავაზეს ასაკოვან წმინდანს განთავისუფლება, თუ ის კეისარს ღმერთად აღიარებდა. მათ ჰკითხეს პოლიკარპეს: „ნუთუ თქმა იმისა, რომ კეისარია უფალი, მსხვერპლშეწირვა... და გადარჩენა ბოროტებაა?“[1] პოლიკარპემ იცოდა, რომ ქრისტიანისთვის უფალი მხოლოდ ერთია. ქრისტიანი ბოლომდე ვერავის ვერ მიუძღვნის თავს.
ეს იყო რომსა და ადრეულ ეკლესიას შორის კონფლიქტის სათავე. ამ კონფლიქტიდან გამომდინარე ეუბნებოდა გამოცხადების წიგნი პირველ ქრისტიანებს: "იესო უფალია." ქვეყნიერებაზეც კი, რომელიც არ ცნობს მის ძალაუფლებას, იესო არის უფალი. გამოცხადება იძლევა პავლეს სიტყვების დრამატულ სურათს:
ამიტომ ღმერთმაც აღამაღლა იგი და მიანიჭა მას ყველა სახელზე უზენაესი სახელი. რათა იესოს სახელის წინაშე მუხლი მოიდრიკოს ყოველმა ზეციერმა, მიწიერმა და მიწისქვეშეთესამ; და ყოველმა ენამ აღიაროს, რომ იესო ქრისტე არის უფალი, მამა ღმერთის სადიდებლად (ფილიპ. 2:9-11).
გამოცხადების ავტორი საკუთარ თავს უწოდებს იოანეს, და ასევე ”თქვენი ძმა და მოზიარე იესო ქრისტეს ჭირში” (გამ. 1:9). ადრეულმა საეკლესიო გადმოცემამ იოანე განსაზღვრა, როგორც "საყვარელი მოწაფე", იოანეს სახარების, სამი ეპისტოლისა და გამოცხადების ავტორი.
ამ წერილის თარიღი უფრო რთული საკითხია. ორი შესაძლებლობა არსებობს, რომელიც ემთხვევა როგორც იოანეს სიცოცხლის პერიოდს, ისე ადრეული ეკლესიის დევნას. სავარაუდო თარიღია ნერონის მეფობის, ანუ ინტენსიური დევნის დრო. უფრო სავარაუდო თარიღია იმპერატორ დომიციანეს მიერ დევნის პეროიოდს (ახ. წ. 81-96წწ.). II საუკუნეში ირინეუსმა გამოცხადება დაათარიღა დომიციანეს მეფობის გვიანი პერიოდით (ბოლო წლები).[1] ევანგელისტთა უმეტესობა ამას აღიარებს გამოცხადების თარიღად.
გამოცხადება პატმოსზე, ეგეოსის ზღვის პატარა კუნძულზე დაიწერა,[2] სადაც იოანე გადაასახლეს თავისი რწმენის გამო. და მაინც, თუმცა იმპერატორმა გასცა იოანეს გადასახლების ბრძანება, იოანე ნათლად გვამცნობს, რომ ამ ვითარებაშიც კი, "იესო არის უფალი." ის არის პატმოსზე, „ღვთის სიტყვისა და იესო ქრისტეს მოწმობისთვის” (გამ. 1:9). პატმოსზეც კი ღმერთი მეფობს (მართავს და აკონტროლებს სიტუაციას).
მიზანი
გამოცხადება პასუხობს კითხვას: ”ვინ არის უფალი?” პასუხი ჩამოყალიბებულია შესავალში: „იესო ქრისტესგან, რომელიც ერთგული მოწმეა, პირმშო მკვდართაგან და მიწიერ მეფეთა მთავარი” (გამ. 1:5). იოანე დევნილ ქრისტიანებს წერს: "იესო ქრისტე არის დედამიწის მეფეთა მმართველი." მიუხედავად ვითარებისა და გარემოებებისა, ღმერთი აკონტროლებს მას.
იოანე ამ ჭეშმარიტებას სამი გზით წარმოაჩენს:
1. მიმართვა შვიდი ეკლესიისადმი (გამოცხ. 2-3). იესო უფლობს თავის ეკლესიაზე.
2. ღვთის ტახტის და ქრისტეს, როგორც ტრიუმფატორი კრავის ხილვა (გამოცხ. 4–5). იესო უფლობს ზეცაში.
3. ზეცის პერსპექტივიდან დანახული ისტორია (გამოცხ. 6-22). იესო უფლობს დედამიწის ყველა სამეფოზე.
[2]რუკა www.openbible.info– დან. გამოიყენება ნებართვით.
გამოცხადების წიგნის კითხვა
აპოკალიპტური ლიტერატურა
როგორც აპოკალიფსური წიგნი, გამოცხადება უნიკალურია ახალი აღთქმის წიგნებს შორის. ძველი აღთქმის მაგალითია დანიელის წიგნი. აპოკალიფსური მწერლობა ”ავლენს” ან ”ამჟღავნებს” დაფარულ სიმართლეს (ჭეშმარიტებას). აპოკალიფსური ჩანაწერები ცხადყოფს ღმერთის მიზნებს კაცობრიობის ისტორიაში.
აპოკალიფსური ლიტერატურა იყენებს დრამატულ სიმბოლოებს კომუნიკაციისთვის. გამოცხადება სავსეა დრაკონებით, მხეცებით და ბუნებრივი კატასტროფებით, როგორიცაა მიწისძვრა და სეტყვა. აპოკალიფსური ლიტერატურის წაკითხვის ერთ სირთულეს წარმოადგენს ის, რომ სიმბოლოები დროთა განმავლობაში და სხვადასხვა კულტურულ გარემოში იცვლის მნიშვნელობას. მაგალითად, დრაკონი გამოიყენება დასავლეთში, როგორც ბოროტებისა და საშიშროების სიმბოლო; აღმოსავლეთის მრავალ კულტურაში კი დრაკონი არის ძალაუფლებისა და წარმატების სიმბოლო. სიმბოლოების ინტერპრეტაციის განსხვავებამ შეიძლება გამოცხადების აღქმა გაურთულოს მკითხველს.
გამოცხადებაში სიმბოლოების სწორად ინტერპრეტაციის ერთ-ერთი გასაღებია იმისი აღიარება, რომ მისი სიმბოლოების უმეტესობა ძველი აღთქმიდან მოდის, განსაკუთრებით ეს ეხება გამოსვლას, ფსალმუნებს, დანიელს, ეზეკიელს, ესაიას და ზაქარიას. გამოცხადების მუხლების ნახევარზე მეტი მიანიშნებს ძველი აღთქმის თემას ან გამოსახულებას. ის ვინც გამოცხადებას დაკვირვებით კითხულობს, სიმბოლოების შესწავლისას პირველ რიგში ძველ აღთქმას მიაშურებს.
აპოკალიფსური ლიტერატურა ასახავს ისტორიულ ან წინასწარმეტყველურ რეალობას ხილვებით. გამოცხადება მოიცავს სამოცზე მეტ ხილვას. ისინი ხშირად ემთხვევა ერთმანეთს, ამიტომ ძნელია ზუსტი ქრონოლოგიური თანმიმდევრობის შექმნა. მრავალი ხილვა შეიძლება წარმოადგენდეს ერთი და იგივე მოვლენის შესახებ მრავალი მხრიდან აღქმულსა და ერთმანეთზე გადაფარებულ შეხედულებებს, დეტალების გამოსავლენად ან მოვლენის ალტერნატიული პერსპექტივების წარმოსაჩენად.
ალბათ მკითხველისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა ახსოვდეს აპოკალიფსური ლიტერატურის შესწავლისას, არის ძირითად თემებზე ფოკუსირება, დეტალებით გადატვირთვის გარეშე. გამოცხადების დიდი თემებია იესოს უფლობა, ღვთის უზენაესობა (სუვერენიტეტი) და ეკლესიის საბოლოო გამარჯვება. ეს თემები აერთიანებს უამრავ კონტრასტულ ხაზს, რომელიც გავლებულია მთელს წიგნში.
განმარტების თეორიები
იმის გამო, რომ გამოცხადება არის ბიბლიური ლიტერატურის ასეთი უჩვეულო სტილი, მან წარმოშვა განმარტების მრავალი განსხვავებული მიდგომა. ამ წიგნთან დაკავშირებით ოთხი ძირითადი მიდგომა არსებობს. თითოეულ მათგანში განსხვავებული ხაზგასმაა (აქცენტია) გაკეთებული. გამოცხადების შესავალისთვის, ამ ოთხი მიდგომის მიმოხილვა საკმარისი იქნება. ამ თავის ბოლოს მოყვანილ ბიბლიოგრაფიაში მოცემულია რესურსები შემდგომი, სიღრმილეული შესწავლისთვის.
პრეტერისტული ხედვა
პრეტერისტები თვლიან, რომ გამოცხადება ეხება პირველი საუკუნის ბოლოს განვითარებულ მოვლენებს. ამ თვალსაზრისით, გამოცხადების მოვლენები მოხდა იოანეს სიცოცხლეში ან მალევე მის შემდეგ. ამ შეხედულებით გამოცხადება წარმოადგენს ეკლესიასა და რომის იმპერიას შორის არსებული კონფლიქტის ამსახველ სურათს. ეს კონფლიქტი დასრულდა ქრისტეს სამეფოს გამარჯვებით, რადგან ეკლესია მთელ მსოფლიოში გავრცელდა.
ისტორიული ხედვა
ისტორიკოსები კითხულობენ გამოცხადებას, როგორც ეკლესიის ისტორიის სიმბოლური სურათს ადრეული ეკლესიის დროიდან, ქრისტეს დაბრუნების შემდგომ, ახალი ცისა და ახალი დედამიწის შექმნამდე. ამ თვალსაზრისით, გამოცხადების 1-3 თავები საუბრობენ იოანეს დროინდელ ეკლესიების შესახებ. გამოცხადების 4-19 თავებში კი მოცემულია ეკლესიის ქრონოლოგიური სურათი მთელი ისტორიის განმავლობაში. გამოცხადების 20-22 თავებში ასახულია, ქრისტეს მეორედ მოსვლა.
იდეალისტური ხედვა
იდეალისტები ეთანხმებიან ისტორიკოსებს, რომ გამოცხადება ქმნის სურათს კონფლიქტის შესახებ სიკეთესა (ქრისტე და ეკლესია) და ბოროტებას (სატანა და მისი მიმდევრები) შორის. ამასთან, იდეალისტები ამტკიცებენ, რომ ეს არის სიმბოლური სურათი, რაიმე განსაკუთრებული ისტორიული წესრიგის გარეშე. ამ თვალსაზრისით, გამოცხადების 4-19 თავები არ უკავშირდება რაიმე კონკრეტულ ისტორიულ პერიოდს. ეს არის ქრისტესა და ბოროტებას შორის მიმდინარე კონფლიქტის სიმბოლო, კონფლიქტის, რომელიც დასრულდება ქრისტეს მოსვლით, ახალი ცისა და ახალი დედამიწის დასაფუძნებლად, რაც ასახულია გამოცხადების 20-22 თავებში.
ფუტურისტული ხედვა
ისტორიკოსების მსგავსად, ფუტურისტებიც გამოცხადებას კითხულობენ, როგორც კონკრეტული ისტორიული მოვლენების ამსახველ სურათს. ეს ინტერპრეტაცია მიიჩნევს, რომ გამოცხადების 1-3 თავები იოანეს დღეების ეკლესიას ეხება. ისტორიკოსებისგან განსხვავებით, ფუტურისტები გამოცხადების 4-22 თავებში აღწერილს მომავლის მოვლენებად მიიჩნევენ. ფუტურისტულ ჩარჩოებში არსებობს გამოცხადებაში ასახული მომავლის ოთხი დომინანტური ინტერპრეტაცია (განმარტება).
კლასიკური პრემილენიალიზმი (დათარიღებულია მინიმუმ II საუკუნით) ელოდება ეკლესიის დევნას სამყაროს აღსასრულამდე. ეს დევნა დასრულდება "დიდი ჭირით", ქრისტეს დაბრუნებამდე ცოტა ხნით ადრე. როდესაც ქრისტე დაბრუნდება, იქნება მორწმუნეთა აღდგომა, რასაც მოჰყვება მილენიუმი, რომლის დროსაც ქრისტე იმეფებს დედამიწაზე.[1] მილენიუმს მოჰყვება ურწმუნოების განკითხვა „დიდ თეთრ ტახტთან” (გამ. 20:11-15). შემდეგ ღმერთი დააარსებს ახალ ცას და ახალ მიწას, მარადიულ სახლს ყველა მათგანისთვის, რომელთა სახელებიც ჩაწერილია კრავის სიცოცხლის წიგნში.
დისპენსაციური პრემილენიალიზმი არის კლასიკური პრემიერმინალური სწავლების უფრო ახალი ვარიანტი. ამ თვალსაზრისით, ეკლესია ატაცებულია დედამიწიდან, „დიდი ჭირის“ პერიოდამდე. გამოცხადების 4-19 თავებში არეულობა განიხილება, როგორც ისრაელის გასაჭირი დედამიწაზე შვიდი წლის განმავლობაში, როდესაც ეკლესია სამოთხეშია იესოსთან ერთად. შემდეგ ქრისტე ბრუნდება და ამყარებს თავის ათასწლოვან მმართველობას დედამიწაზე. კლასიკური პრემილენიალიზმის მსგავსად, ამ პერიოდს მოსდევს სამსჯავრო და ახალი ცისა და ახალი დედამიწის შექმნა.
პოსტმილენიალიზმი პოსტმილენიალიზმი (პოპულარული მე -18 და მე -19 საუკუნეებში) გვასწავლის, რომ სახარება მთელს მსოფლიოში გავრცელდება და საზოგადოება სამართლიანობისა და მშვიდობის ხანაში გადავა. ამ თვალსაზრისით, მილენიუმი თავად საეკლესიო ხანაა, კერძოდ კი სულიწმინდის, რომელიც მუშაობს ეკლესიაში. ქრისტე ამ ათასწლეულის შემდეგ ბრუნდება, სამუდამოდ ამარცხებს სატანას და ქმნის ახალ ცას და ახალ დედამიწას.
[2]ამილენიალიზმი (დათარიღებულია მინიმუმ II საუკუნით) ეთანხმებაპოსტმილენიალიზმს, რომ ქრისტე დაბრუნდება გამოცხადების 20: 1–6 ათასი წლის შემდეგ. ამილენიალისტები განსხვავდებიანპოსტმილენიალისტებისგან იმით, რომ ისინი მილენიუმს ხედავენ არა როგორც რაიმე ისტორიულ პერიოდს, არამედ როგორც მთელი საეკლესიო ხანის სიმბოლოს. მილენიუმის დაპირება სულიერად ხორციელდება ეკლესიის მსახურებით. გამოცხადება ასახავს ეკლესიის კურთხევას და ბრძოლას. ეს მთავრდება ქრისტეს დაბრუნებით, რასაც მოსდევს სამსჯავრო და მორწმუნეებისთვის ახალი ცისა და ახალი დედამიწის დაფუძნება.
გამოცხადების მკითხველები შეიძლება გახდნენ ძალიან დოგმატურები თავიანთი განმარტებებში. ჩვენ არ უნდა ავურიოთ გამოცხადების ჩვენი ინტერპრეტაცია, საღვთო წერილის ავტორიტეტში. ორი ადამიანი, ვინც აღიარებს საღვთო წერილის აბსოლუტურ ჭეშმარიტებას, შეიძლება განსხვავებულად განიხილავდეს ამ წიგნს. გამოცხადების შესწავლისას თქვენ მიხვალთ (და უნდა მიხვიდეთ) დასკვნამდე, რომლებიც თქვენს ინტერპრეტაციას უხელმძღვანელებს. ამასთან, ფრთხილად იყავით, რომ არ უარყოთ თანამორწმუნეები, რომლებიც შეიძლება განსხვავებულ დასკვნამდე მივიდნენ. ეს არის ბიბლიური ინტერპრეტაციის განსხვავებები და არა განსხვავებები ბიბლიურ ავტორიტეტთან დაკავშირებით.
გამოცხადების თემები
იესო უფალია
აპოკალიფსური ლიტერატურა ცხადყოფს იმას, რაც დაფარული იყო. გამოცხადება ავლენს იესოს მის სრულ დიდებაში. მისი მიწიერი მსახურების დროს მისი დიდება სრულად არ ჩანდა. პავლემ პირობა დადო, რომ დადგება დღე, როდესაც „იესოს სახელის წინაშე მუხლს მოიდრეკს ყოველი ზეციერი, მიწიერი და მიწისქვეშეთესა” (ფილიპ. 2:10). გამოცხადება ავლენს იმ დღის დიდების სურათს.
გამოცხადების მრავალი სიმბოლო აღებულია ძველი აღთქმიდან. ამასთან, ეს სიმბოლოები ასწავლიან წმინდა ქრისტიანულ თეოლოგიას. წიგნი გაერთიანებულია თანმიმდევრული ქრისტიანული თეოლოგიით, რომელიც აკავშირებს კაცობრიობის ისტორიაში ღვთის მოქმედების თითოეულ ასპექტს. იოანეს მიერ კაცის ძის ხილვიდან, ტრიუმფალური კრავის სურათამდე, გამოცხადების მთავარი თემაა იესო ქრისტეს უფლობა (გამ 1:9-20 და 5:6-14). იესო არის მეფეთა მეფე და უფალთ უფალი (გამ. 19:16).
ღმერთი ყოველივეს აკონტროლებს
ტანჯული ეკლესიისთვის გზავნილი ღვთის უზენაესობის შესახებ, იმედის დიდი გზავნილი იყო. იოანემ ასე წარადგინა ღმერთი: „ყოვლისმპყრობელი, რომელიც იყო, არის და მოვა” (გამ. 1:4). მის მიერ ღმერთის ხილვა, რომელიც გამოცხადების 4–5 თავებშია, მოგვაგონებს ესაიას 6 თავს. იოანე, ესაიას მსგავსად, ხედავს ღმერთს წმინდას, დიდებულს, და სუვერენულს (უზენაესს). რომის წინააღმდეგობის ქვეშ მყოფი ეკლესიისთვის შთამაგონებელი იყო გამოცხადებაში წაკითხული, რომ დგება დღე, როდესაც „ყოველი ქმნილება, რომელიც არის ცაში და დედამიწაზე, მიწის ქვეშ და ზღვაში, და ყველაფერი, რაც მათშია” შემოუერთდებათ ღმერთის და კრავის განდიდებაში (გამ. 5:13).
ღვთის ხალხის გამარჯვება
როგორც აპოკალიფსური ლიტერატურის უმეტესობა, გამოცხადება ცხადყოფს ღმერთის მიზნებს კაცობრიობის ისტორიაში. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სიმბოლოა, რომელთა გაგებაც თანამედროვე მკითხველს შეიძლება გაუჭირდეს, გამოცხადების საერთო გზავნილი ნათელია: ღვთის ხალხი დარწმუნებულია გამარჯვებაში, რადგან იესო არის უფალი. გამოცხადებას ხშირად გადააქვს თავისი პერსპექტივა დედამიწიდან ზეცაზე და გვახსენებს, რომ ჩვენ, ისტორიის მხოლოდ ერთ მხარეს ვხედავთ.[3] უხილავი ღმერთი თავის მიზნებს ახორციელებს სამყაროში. როგორც ღვთის ხალხი, ჩვენ დარწმუნებული ვართ საბოლოო გამარჯვებაში. ლაოდიკიის ეკლესიისადმი გაგზავნილი წერილი ამ გამხნევებით მთავრდება: „გამარჯვებული ჩემთან ერთად დაჯდება ჩემს ტახტზე” (გამ. 3:21).
[3]მაგალითად: 6:1-7:8 არის დედამიწაზე; 7:9-8:6 ზეცაში. 8:7-11:14 დედამიწაზე; 11:15-19 ზეცაში.
გამოცხადება დღევანდელ ეკლესიაში
გამოცხადების წაკითხვისას თავიდან უნდა იქნას აცილებული ორი საფრთხე. ზოგი მკითხველისთვის გამოცხადება იმდენად დამაბნეველია, რომ უბრალოდ საერთოდ ერიდება ამ წიგნის კითხვას. რადგან არ არიან დარწმუნებულნი, რომ სწორ ინტერპრეტაციას შეძლებენ, საერთოდ არ სწავლობენ მას.
საპირისპირო საშიშროება ის არის, რომ ზოგი მკითხველი იმდენად დარწმუნებულია საკუთარ ინტერპრეტაციაში, რომ უარყოფს ყველას, ვინც მათგან განსხვავებულ განმარტებას ემხრობა. ისინი ყურადღებას უმნიშვნელო დეტალებზე ამახვილებენ და კარგავენ წიგნის საერთო თემას. სამწუხაროა, რომ გამოცხადების უმნიშვნელოვანესი აზრი და გზავნილი ზოგჯერ განმარტების დეტალების შესახებ დავებში იკარგება. გამოცხადების გზავნილი დღეს ეკლესიისთვის ძალზე მნიშვნელოვანია.
იმ დროს, როდესაც ყოველწლიურად ათასობით ქრისტიანი წამებით კვდება, უწყება იმის შესახებ, რომ იესო უფალია, ტანჯულ ქრისტიანებს გამძლეობისკენ უბიძგებს. მიუხედავად განმარტებისადმი მიდგომისა, გამოცხადება ამხნევებს ეკლესიას საბოლოო გამარჯვების დაპირებით.
გამოცხადება გვახსენებს, თუ როგორ უნდა იცხოვრონ მორწმუნეებმა ბოლო ჟამის სინათლეზე. ბოლო დღეების (ესქატოლოგია) შესწავლა ძირითადად არ ეხება სამომავლო მოვლენების პროგნოზირებას; ესქატოლოგიის მთავარი საზრუნავი არის ცხოვრება დღეს, ღვთის საბოლოო მიზნების გათვალისწინებით. როგორც მორწმუნეებს, გამოცხადება მოგვიწოდებს, ვენდოთ ღმერთის მიზნებს. როგორც მსახურები, ვქადაგებთ გამოცხადებას, რათა ჩვენს ეკლესიებს (მრევლს) ერთგულებისკენ მოვუწოდოთ. იმის ნაცვლად, რომ გამოცხადება აღვიქვათ, როგორც კოდირებული შეტყობინებების წიგნი მომავლის შესახებ, ჩვენ ვკითხულობთ გამოცხადებას, როგორც ღვთის სიტყვას ღვთის ხალხისთვის დღევანდელობაში.
დასკვნა
ჯონი და ბეთი სთემები მისიონერებად იყვნენ ჩინეთში, როდესაც 1934 წელს, კომუნისტურმა ძალებმა შეუტიეს მათ ქალაქს. ეს ახალგაზრდა წყვილი შეიპყრეს, გამოსასყიდის მისაღებად დააპატიმრეს და დაცვის თანხლებით გააგზავნეს ქალაქ მიაოშეოში. გამვლელმა ჰკითხა: "სად მიდიხარ?" ჯონ სთემმა უპასუხა: ”ჩვენ არ ვიცით ესენი სად მიდიან, მაგრამ ჩვენ სამოთხეში მივდივართ.”
მეორე დღეს ჯონსა და ბეთი სთემს თავი მოჰკვეთა კომუნისტმა ჯალათმა. ჯონმა ბოლო წერილი თავისი მისიის ხელმძღვანელობას მიწერა და მათი პატარა ქალიშვილის ტანსაცმელში გამოხვეული კონტრაბანდული გზით იქნა გატანილი. წერილი ამ სიტყვებით სრულდებოდა: ”...რაც შეგვეხება ჩვენ, დაე ღმერთი განდიდდეს ჩვენი სიცოცხლით იქნება ეს, თუ სიკვდილით.” ჯონმა და ბეთი სთემებმა უშუალოდ იცოდნენ გამოცხადების ჭეშმარიტება: იესო არის უფალი და საბოლოო გამარჯვებას მოიპოვებს. სიცოცხლესა თუ სიკვდილში, ღმერთი აკონტროლებს ყოველივეს და მისი გზები საუკეთესოა.
გაკვეთილის დავალება
წარმოაჩინეთ თქვენ მიერ აღქმა (გაგება) this გაკვეთილი შემდეგი დავალებების დახმარებით:
მოამზადეთ ქადაგება ან ბიბლიური გაკვეთილი რომელშიც თქვენ გამოიყენებთ შვიდი ეკლესიისადმი გზავნილებიდან რომელიმეს თქვენი ეკლესიის საჭიროებების მიხედვით. თქვენ შეგიძლიათ დაწეროთ 5-6 გვერდიანი ხელნაწერი, ან ჩაწეროთ ქადაგება ან ბიბლიური გაკვეთილი.
გამოცხადების წაკითხვისას ყურადღება მიაქციეთ რომელი თავები ეხება დედამიწაზე განვითარებულ მოვლენებს და რომელი ზეცაში. დაწერეთ მოკლე თხზულება, რომელშიც შეაჯამებთ იმას, რასაც გამოცხადება გვიჩვენებს, მიწიერი მოვლენების ზეციური ხედვის შესახებ. რითი განსხვავდება ზეციური ხედვა დედამიწის შესახებ ჩვენი შეზღუდული ხედვისგან?
(2) გაიარეთ ტესტი ამ გაკვეთილის მასალაზე დაყრდნობით. ტესტი მოიცავს საზეპირო მუხლებს წმინდა წერილიდან.
გაკვეთილი 12 ტესტის საკითხები
(1) რას ნიშნავდა ფრაზა “Caesar is Dominus et deus noster” პირველ საუკუნეში?
(2) სად მდებარეობს კუნძული პატმოსი?
(3) რომელია გამოცხადების დაწერის სავარაუდო თარიღი?
(4) ჩამოთვალეთ სამი საშუალება, რომლითაც იოანე ცხადყოფს ჭეშმარიტებას, რომ იესო უფალია.
(5) ჩამოთვალეთ აპოკალიფსური ლიტერატურის ორი მახასიათებელი.
(6) მოკლედ აღწერეთ ოთხივე მოსაზრება გამოცხადების შესახებ.
(7) ჩამოთვალეთ მომავლის ოთხი ფუტურისტული ხედვა.
(8) ჩამოთვალეთ სამი ძირითადი თემა გამოცხადების წიგნში.
SGC exists to equip rising Christian leaders around the world by providing free, high-quality theological resources. We gladly grant permission for you to print and distribute our courses under these simple guidelines:
No Changes – Course content must not be altered in any way.
No Profit Sales – Printed copies may not be sold for profit.
Free Use for Ministry – Churches, schools, and other training ministries may freely print and distribute copies—even if they charge tuition.
No Unauthorized Translations – Please contact us before translating any course into another language.
All materials remain the copyrighted property of Shepherds Global Classroom. We simply ask that you honor the integrity of the content and mission.