ცრუ სწავლება ახალი არ არის დღევანდელი ეკლესიისთვის. პირველ საუკუნეშიც კი, ცრუ მასწავლებლები ცდილობდნენ შეცდომაში შეეყვანათ ეკლესია. ზოგიერთმა ცრუ მასწავლებლებმა უარყვეს ქრისტეს ღვთაებრიობა; პავლემ მათ უპასუხა კოლასელებში. ზოგი თავს ესხმოდა მოციქულთა მსახურებას; პავლემ ამაზე პასუხი გასცა 2 კორინთელებში. ზოგი ირწმუნებოდა, რომ მკვდრეთით აღდგომა უკვე მოხდა. პავლემ ამას უპასუხა 2 ტიმოთეს 2:18-ში. პირველი საუკუნის მეორე ნახევარში იოანე წერდა: „ბევრი ცრუწინასწარმეტყველი გამოვიდა წუთისოფელში” (1 ინ. 4:1).
ჭეშმარიტების მრავალი საკითხი ფოკუსირებულია ბიბლიის ბუნებაზე. დღევანდელი ყველაზე საშიში ცრუ სწავლებები მომდინარეობს მათგან, ვინც უარყოფს საღვთო წერილის მთლიანობას ან აცხადებს, რომ აღმოაჩინეს გამოცხადების ახალო წყაროები წმიდა წერილის კანონის მიღმა.
ამ გაკვეთილში გადავხედავთ ახალ აღთქმასთან დაკავშირებულ სამ კითხვას. გაკვეთილის მიზანია ახალი აღთქმის ავტორიტეტისადმი ნდობის გაღვივება. ამ გაკვეთილზე შევისწავლით შემდეგ კითხვებს:
1. რომელი წიგნები შეგვიძლია მივიჩნიოთ ღვთის სიტყვად? კანონიკის საკითხი
2. არსებობს "დაკარგული" წიგნები, რომლებიც ღვთის სიტყვად უნდა იქნას მიჩნეული? აპოკრიფული წიგნების საკითხი
3. ზუსტად ემთხვევა ჩვენამდე მოსული ტექსტი ორიგინალ ტექსტს? ტექსტური მთლიანობის საკითხი
კანონიკის ფორმირება
საღვთო წერილის კანონიკა ქრისტიანისთვის მნიშვნელოვანი საკითხია. ის პასუხობს კითხვას: ”რომელი წიგნებია ღვთის სიტყვა ღმერთის ხალხისთვის?” საიდან ვიცით, რომ ახალი აღთქმის წიგნები ნამდვილად ღვთის სიტყვაა?
ტერმინი კანონიკა მომდინარეობს ბერძნული ტერმინიდან, რაც ნიშნავს "წესს" ("ნორმას") ან "სტანდარტს". ახალი აღთქმის კანონიკა შედგება იმ წიგნებისგან, რომლებიც შესაბამისობაშია იმ სტანდარტს, რომელსაც ადრეული ეკლესია იყენებდა იმის დასადგენად, რომელი ნაწერები იყო ნამდვილად ღვთის სიტყვა. კანონიკის ფორმირება ორი საკითხის შთაგონებით მოხდა.
ცრუ სწავლება. ადრეულ ეკლესიაში, როგორც დღეს, ცრუ მასწავლებლებმა უარყვეს ბიბლიური გამოცხადებების ზოგი ნაწილი. მაგალითად, მეორე საუკუნეში მარკიონი ასწავლიდა, რომ ძველი აღთქმის ღმერთი ბოროტი იყო. თავისი სწავლების გასამყარებლად მარკიონმა უარყო ბიბლიის ყველა წიგნი, პავლეს წერილებისა და ლუკას სახარების ნაწილის გარდა. უნივერსალური კანონიკის მიღება აუცილებელი იყო დოქტრინის მყარი საფუძვლის შესაქმნელად. მასწავლებლებს შეეძლოთ დარწმუნებული ყოფილიყვნენ, რომ მათ მიერ ქადაგებული დოქტრინა ემყარებოდა ღვთის სიტყვას.
დევნა. დევნის დროს ქრისტიანები შეეძლოთ მოეკლათ ქრისტიანული წერილების ფლობის გამო. მათ უნდა სცოდნოდათ: ”რომელი წიგნებისთვის ვარ მზად რომ სიცოცხლე გავწირო?”
მეოთხე საუკუნისთვის ქრისტიანული ეკლესია შეთანხმდა ღვთივშთაგონებული ტექსტების ჩამონათვალზე. მათ სამი კრიტერიუმი გამოიყენეს იმ წიგნებზე, რომლებსაც საღვთო წერილად მიიჩნევდნენ. იმისათვის, რომ კანონიკის ნაწილად ჩათვლილიყო, წიგნს სამი სტანდარტი უნდა დაეკმაყოფილებინა.
ავტორი. ავტორი უნდა იყოს მოციქული ან მოციქულთან მჭიდროდ დაკავშირებული პირი. სახარების შემთხვევაში მათე და იოანე მოციქულები იყვნენ. მარკოზიი პეტრესთან ერთადხოლო , ლუკა პავლესთან ერთად მოგზაურობდნენ.
გზავნილი (შეტყობინება). წიგნის გზავნილი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ძველი აღთქმის გამოცხადებებს. მისი შეტყობინება (მთავარი აზრი) უნდა შეესაბამებოდეს იესო ქრისტეს სახარებას. წიგნი სულიერად უნდა აშენებდეს.
[1]მიღება (აღიარება). იმისათვის, რომ კანონიკის ნაწილად განიხილებოდეს, წიგნი უნდა მიიღოს (აღიაროს) მთელმა ეკლესიამ. ახალი აღთქმის წიგნები ფართოდ იყო ციტირებული ადრეული ეკლესიის მამების მიერ.
თანამედროვე სკეპტიკოსები ამტკიცებენ, რომ კანონიკა შეიქმნა ეკლესიის ხელისუფლების მიერ, როგორც ძალაუფლების მოსაპოვებელი ბერკეტი. ასეთი კრიტიკოსები ვერ აცნობიერებენ, რომ კანონიკა საყოველთაოდ შეთანხმებული სტანდარტი იყო; ეს არ იყო ამბიციური ეპისკოპოსების პროდუქტი. ახალი აღთქმის კანონიკა ოფიციალურად დამტკიცდა 397 წელს კართაგენის საბჭოში. ამასთან, ახალი აღთქმის წიგნები თეოლოგებმა დაასახელეს ამ საბჭომდე 200 წლით ადრე.
თეოლოგი ჯ.ი. პაკერი წერს: ”ეკლესიამ ახალი აღთქმის კანონი ისევე მოგვცა, როგორც სერ ისააკ ნიუტონმა - მიზიდულობის ძალა.”[2] ნიუტონს არ გამოუგონებია მიზიდულობის ძალა; მან აღმოაჩინა ის, რაც ღმერთმა უკვე შექმნა. იგივენაირად, ეკლესიას არ გამოუგონებია კანონიკა; ეკლესიამ აღმოაჩინა წიგნები, რომლებიც ღმერთმა უკვე შთააგონა.
კართაგენის საბჭომ დაადასტურა კანონიკა, რომელიც უკვე მიღებული იყო სარწმუნოების მთელი ოჯახის მიერ. კანონიკა შეიცავს იმ წიგნებს, რომლებზეც ყველა ასაკის ქრისტიანები შეთანხმდნენ, რომ ისინი ღვთივშთაგონებული ღვთის სიტყვაა.
[2]J.I. Packer, God Speaks to Man. Westminster Press, 1965, 81.
აპოკრიფული წიგნები
ახალი აღთქმის პერიოდის აპოკრიფული წიგნები არის წიგნები, რომლებიც წმინდა ქრისტიანულ წერილებად ითვლებოდა, მაგრამ ადრეულმა ეკლესიამ უარყო.
როგორც სამეცნიერო ნაშრომების, ასევე პოპულარული ნოველების მწერლებმა ხელი შეუწყეს აზრს, რომ არსებობს "დაკარგული სახარებები", რომლებიც ეკლესიამ აკრძალა პოლიტიკური მიზეზების გამო.[1] ეს მწერლები ამტკიცებენ, რომ ადრეული ქრისტიანების მიერ მიღებული ზოგიერთი წიგნი მოგვიანებით აიკრძალა ეკლესიის ოფიციალური წარმომადგენლების მიერ, რომელთაც სურდათ ოფიციალურ საეკლესიო სწავლებასთან ნებისმიერი შეუსაბამობის ჩახშობა. ამ თეორიის თანახმად, ამ ახლად აღმოჩენილ "სახარებებში" ნაჩვენებია, რომ ადრეულ ეკლესიას ჰქონდა ფართო უთანხმოება ღვთისმშობლის დაბადებასთან, იესოს ღვთაებრიობასთან, აღდგომის ისტორიულ ჭეშმარიტებასთან და ქრისტიანული დოქტრინის სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. ეს სკეპტიკოსები ამტკიცებენ, რომ მეოთხე საუკუნემდე არ არსებობდა საყოველთაოდ შეთანხმებული კანონიკა.
ვთუმცა, ეს „დაკარგული სახარებები“ კარგად იყო ცნობილი და უარყოფილი ეკლესიის ისტორიის დასაწყისშივე. მეორე საუკუნეში მწერლები, როგორიცაა ტერტულიანე და ირინეუსი, მწვალებლობის (ერესის) წინააღმდეგ წერდნენ. ამ ნაშრომების ნაწილი უკვე დასახელებული იყო ცრუ წიგნებად მურატორის კანონში, მეორე საუკუნის ახალი აღთქმის წიგნების ჩამონათვალში. იუდას ეპისტოლედან ჩანს, რომ პირველ საუკუნეშიც საჭირო იყო ეღვაწათ „რწმენისთვის, რომელიც ერთხელ წმიდანებს გადაეცათ.“ ცრუ მასწავლებლები უკვე „შემოიპარნენ” (იუდა 1:3-4).
აპოკრიფული წიგნები მოიცავს მართლმადიდებლური ტექსტებიდან, რომლებიც შეიძლება ღირებული იყოს ადრეული ეკლესიის პრაქტიკის ასახვისთვის, ერეტიკური ტექსტების ჩათვლით, რომლებიც ხელს უწყობდა ცრუ მოძღვრებებს. ცნობილ აპოკრიფულ წიგნებში შედის კლიმენტი I, ბარნაბას ეპისტოლე, დიდახე (დიდაქე) და ერმის „მწყემსი“ (ჰერმასის მწყემსი). ეს ტექსტები მართლმადიდებლურია თავისი სწავლებით, მაგრამ ისინი არ აკმაყოფილებდნენ ადრეული ეკლესიის სტანდარტებს, მათ კანონიკაში მოსაქცევად.
ერეტიკურ აპოკრიფულ წიგნებში შედის თომას სახარება, მეორე საუკუნის გნოსტიკური ტექსტი, რომელიც შეცდომით მიაწერეს მოციქულ თომას; ეპისტოლე ლაოდიკეელთა მიმართ; და პეტრეს აპოკალიფსი, გნოსტიკური ტექსტი, რომლის გადმოცემითაც იესო იცინოდა ჯვარზე. ასეთი ტექსტები ეკლესიას არასოდეს უღიარებია. ვიდრე კართაგენის საბჭომ უარყო, ბევრად უფრო ზუსტია იმის თქმა, რომ ამ წიგნებს ეკლესიის არცერთი მონაკვეთი არასოდეს მიიჩნევდა საღვთო წერილად.
აპოკრიფული ტექსტები არ წარმოადგენს ჭეშმარიტების ნამდვილ წყაროს ქრისტიანი მორწმუნეებისათვის. ის, რისიც ჩვენ გვჯერა, დაფუძნებულია „რწმენაზე, რომელიც ერთხელ მიეცა წმინდანებს” (იუდა 1:3). ეს რწმენა არ შეცვლილა და არც შეიცვლება. ჩვენი რწმენა ემყარება ღვთის სიტყვის მყარ საფუძველს.
[1]სამეცნიერო მაგალითია ელეინ პეიჯელსის გნოსტიკური სახარებები. იგივე იდეა განავრცო დენ ბრაუნმა თავის ბესტსელერ რომანში, "დავინჩის კოდი".
ახალი აღთქმის ტექსტის მთლიანობა
სკეპტიკოსების თავდასხმის მესამე არგუმენტია, რომ ახალი აღთქმის ტექსტი არასანდოა. ისინი ამტკიცებენ, რომ წმინდა წერილების გადაწერისას შეცდომები გაეპარათ. ეს კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ მაშინაც კი, თუ ორიგინალი ტექსტი იყო ღვთისგან შთაგონებული, ჩვენ ვერაფრით დავამტკიცებთ, რომ დღეს არსებული ბიბლია ზუსტია.
შეიძლება ვენდოთ თანამედროვე ბიბლიის ტექსტობრივ მთლიანობას? ამ კითხვაზე პასუხია "დიახ!" მართალია, ახალი აღთქმის წიგნები გადმოგვეცა ხელნაწერი სახით და მართალია, შეცდომები შეიძლება დაშვბულიყო მათი ხელით გადაწერისას. თუმცა, რადგან ეს იყო ღვთის მიერ შთაგონებული სიტყვა, გადამწერები დიდი სიფრთხილით ეკიდებოდნენ თავიანთ ამოცანას. სწავლულებმა თავიანთი სიცოცხლე მიუძღვნეს ახალი აღთქმის მაქსიმალურად ზუსტად გადაწერას.
5000-ზე მეტ ხელნაწერთან დაკავშირებით, რომლებიც შეიცავს ახალ აღთქმას მთლიან ან მის რომელიმე ნაწილს, ჩვენ გვაქვს უამრავი მტკიცებულება იმისა, რომ მათი დღევანდელი ტექსტი შეესაბამება ადრეულ ხელნაწერებს. არცერთი სხვა უძველესი ტექსტი არ არის იმდენი ხელნაწერით გამყარებული, როგორც ახალი აღთქმა.
ორი უძველესი ტექსტის შედარება
ახალი აღთქმა
ჰომეროსის ილიადა
5000 მეტი ხელნაწერი
643 ხელნაწერი
შემორჩენილი ხელნაწერებიდან ყველაზე ადრეული, ორიგინალის დაწერიდან, 100 წელზე ნაკლებ დროში დაწერილია
ყველაზე ადრეული, შემორჩენილი ხელნაწერი, ორიგინალის დაწერიდან 500 წლის შემდეგ არის დაწერილი
1%-დან ½-ზე ნაკლები სიტყვის მიმართ არსებობს კითხვები[1]
სიტყვების 5% გაურკვეველია
რომელ ტექსტს ენდობით?
[1]არცერთ ამ სიტყვას არ აქვს გავლენა მოძღვრების საკითხებზე ან ისტორიულ ფაქტზე. ხელნაწერთა შორის განსხვავებები ჩანს მუხლებში, როგორიცაა ლუკა 10: 1; ზოგი ხელნაწერი მიუთითებს სამოცდაათი მუშაკის შესახებ, ზოგი კი სამოცდათორმეტი მუშაკის შესახებ. არ არსებობს კითხვები სიზუსტესთან დაკავშირებით, რომლებიც ეხება სახარების არსს ან ქრისტიანულ მოძღვრებას.
რას ნიშნავს ეს ჩვენთვის?
თუ დღევანდელი ბიბლია არ არის სანდო, არ გვაქვს მყარი საფუძველი ჩვენი რწმენისთვის. ამასთან, ჩვენ გვჯერა ახალი აღთქმის, როგორც ღვთის შთაგონებული სიტყვის, რომელიც უშეცდომოდ არის გადმოცემული.
[1]კანონი ასახავს ადრეული ეკლესიის საყოველთაო შეთანხმებას, რომ ეს ოცდაშვიდი წიგნი ღვთის შთაგონებული სიტყვაა. სხვა აპოკრიფულმა წიგნებმა ვერ გაიარეს კანონიკურობის გამოცდა და უნდა უარყოფილ იქნენ მართლმადიდებელი (ორთოდოქსი) ქრისტიანების მიერ. და ბოლოს, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი ტექსტი ემთხვევა ორიგინალს.
ახალი აღთქმის სწავლებისას, ამას თავდაჯერებულად ვაკეთებთ. ჩვენ ვქადაგებთ და ვასწავლით დარწმუნებით, რომ ”მთელი წერილი ღვთივსულიერია და სასარგებლოა სასწავლებლად, სამხილებლად, გამოსასწორებლად და დასარიგებლად სიმართლეში” (2 ტიმთ. 3:16).
Lesson 13:ახალი აღთქმის საკითხები დღევანდელ ეკლესიაში
Print Course
SGC exists to equip rising Christian leaders around the world by providing free, high-quality theological resources. We gladly grant permission for you to print and distribute our courses under these simple guidelines:
No Changes – Course content must not be altered in any way.
No Profit Sales – Printed copies may not be sold for profit.
Free Use for Ministry – Churches, schools, and other training ministries may freely print and distribute copies—even if they charge tuition.
No Unauthorized Translations – Please contact us before translating any course into another language.
All materials remain the copyrighted property of Shepherds Global Classroom. We simply ask that you honor the integrity of the content and mission.