► დაიზეპირეთ: 1 პეტრე 1:6-7, 1 იოანე 1:6-7; იუდა 1:24-25
შესავალი
ყველა თაობაში ეკლესია გამოწვევების წინაშე დგება. პირველი საუკუნის ბოლო ნახევრისთვის, დევნა გარედან და ცრუ მასწავლებლები შიგნიდან, სერიოზულ საშიშროებას წარმოადგენდა ეკლესიისთვის. ეს საფრთხეები ეკლესიის ისტორიის განმავლობაში გრძელდება. პეტრეს, იოანესა და იუდას წერილები გვაფრთხილებს ამ საშიშროეების შესახებ. რაც მთავარია, ისინი გვირჩევენ ერთგულებას ამ საფრთხეების წინაშე. ეს პატარა წერილები დიდ გზავნილს ატარებენ: ღმერთს, რომელმაც მოგვიხმო, შეუძლია გამარჯვება მოგვანიჭოს ყველაფერზე, რაც მასთან გვაშორებს.
პეტრეს წერილები: ერთგულება რთულ დროში
ავტორი
სიმონ პეტრე ადრეული ეკლესიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ლიდერი იყო. ძმის ანდრიას მიერ იესოს გაცნობის შემდეგ, პეტრე გახდა იესოს "ახლო წრის" ნაწილი. მისი თავდაპირველი სახელი იყო სიმონი ("მან მოისმინა"), მაგრამ იესომ სახელი შეუცვალა და ის გახდა პეტრე ("კლდე").
პეტრეს სულსწრაფობამ (რადგან ხშირად წინ უსწრებდა ენა) და ზედმეტმა ნდობამ მას ბევრჯერ შეუქმნა პრობლემები იესოს მიწიერი მსახურების დროს და პიკს მიაღწია, როდესაც პეტრემ უარყო იესო მისი სამსჯავროს დროს. მკვდრეთით აღდგომის შემდეგ პეტრე აღდგენილ იქნა და ადრეული ეკლესიის მთავარ ხმად იქცა. სულთმოფენობის დღეს პეტრეს მსახურებით სამი ათასი ადამიანი მოექცა. ის მისიონერად მოგზაურობდა და ჯვარცმულ იქნა რომში, ნერონის დევნის დროს. საეკლესიო საეკლესიო გადმოცემის ჩანაწერების თანახმად, პეტრემ მოითხოვა მისი ჯვარცმა თავდაყირა, რადგან ის თავს უღირსად თვლიდა ისეთივე სიკვდილით დასჯილიყო, როგორც მაცხოვარი, რომელიც მან ერთხელ უარყო.[1]
აუდიტორია (მსმენელები) და დაწერის ადგილი
პეტრე ბაბილონიდან უთვლის მოკითხვას, რაშიც რომს გულისხმობს (1 პეტ. 5:13). ბაბილონი წარმოადგენდა ღმერთის ხალხის მოწინააღმდეგე ძალას; ეკლესიის მტერი ახლა რომის იმპერია იყო.
ბაბილონის წარმოჩენის პარალელურად, პეტრემ თავისი პირველი წერილი გაუგზავნა მცირე აზიის „განთესილ რჩეულ ხიზნებს“ (1 პეტ. 1:1). ისევე, როგორც ისრაელი გაიფანტა გადასახლების დროს, ეკლესია რომის დევნის შედეგად გაიფანტა. ისრაელისგან განსხვავებით, ქრისტიანები უფრო მეტად ერთგულების გამო იტანჯებოდნენ, ვიდრე დაუმორჩილებლობის გამო; ისინი ქრისტეს ტანჯვის მოზიარენი იყვნენ (1 პეტ. 4:12-13).
ამ წერილების აუდიტორია, ძირითადად, წარმართები არიან. ეს არიან მოქცეულები, რომლებიც აღარ ცხოვრობენ თავიანთი „უმეცრების დროინდელი გულისთქმებით” (1 პეტ. 1:14). 2 პეტრეს წერილი ზუსტად არ განსაზღვრავს აუდიტორიას, მაგრამ ეს პეტრეს მეორე წერილია მკითხველთა იმავე ჯგუფისადმი (2 პეტ. 3:1).
თარიღი
სავარაუდოდ, პეტრემ ეს წერილები დაწერა გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, ახ.წ. 60-იანი წლების შუა პერიოდში. წერილები, ჩვეულებრივ, თარიღდება ახალი წელთაღრიცხვით.
მიზანი
1 და 2 პეტრე ტანჯულ ქრისტიანებს ერთგულებისკენ მოუწოდებს. ისევე, როგორც ქრისტე ეტანჯა და შემდეგ ამაღლდა, ქრისტიანები ჯერ იტანჯებიან ამქვეყნად, შემდეგ კი მარადიული დიდებით ტკბებიან. ისინი ერთგულნი უნდა იყვნენ როგორც ტანჯვის (1 პეტრე), ისე ცრუ სწავლების წინაშე (2 პეტრე). პეტრე მკითხველს არწმუნებს, რომ ღმერთი დააჯილდოებს მათ, ვინც გაუძლებს.
პეტრეს წერილის თემები
ქრისტიანის იმედი
როგორც „მამა ღმერთის წინასწარი განჭვრეტით ამორჩეულებს “, მორწმუნეებს აქვთ აღთქმა „უხრწნელი, შეუბილწავი და უჭკნობი მემკვიდრეობისთვის, რომელიც ცაშია შენახული” (1 პეტ. 1:2, 4). მიუხედავად იმისა, რომ ამქვეყნად ტანჯვაა, ჩვენ ვართ „ღვთის ძალით დაცულნი - რწმენის მეშვეობით - ხსნისთვის, რომელიც მზადაა უკანასკნელ ჟამს გამოსაცხადებლად” (1 პეტ. 1:5). ჩვენი რწმენის გამოცდის მიუხედავად, ჩვენ გვაქვს საუკუნო დიდების იმედი. ეს იმედი ტანჯული მორწმუნეებისთვის "გამოუთქმელი, დიდი სიხარულის" მომტანი იქნება (1 პეტ. 1:8).
მოწოდება სიწმიდისკენ
იმის გამო, რომ ჩვენ გვაქვს მარადიული დიდების იმედი, ჩვენ მოტივირებულნი უნდა ვიყოთ, რომ ვუპასუხოთ ღვთის მოწოდებას სიწმინდისკენ. ლევიანების 19:2-ს ციტირებისას, პეტრე თავის მკითხველებს გამოწვევას უცხადებს, რომ იყვნენ ისთივე წმიდანი, როგორიც ღმერთია. ამის წარმოჩენა შესაძლებელია ჩვენი ძმების სიყვარულში, (1 პეტ. 1:22), სულიერი ჭეშმარიტების წყურვილში (1 პეტ. 2:2), და წმიდა ცხოვრების წესში (1 პეტ. 2:11).
დევნილი მორწმუნეებისადმი გაგზავნილ წერილში გასაკვირია პეტრეს სწავლებაზე გაკეთებული აქცენტი, ხელისუფლებისადმი მორჩილების შესახებ. იცოდა რა, რომ ტანჯვას შეეძლო ქრისტიანებისთვის მიწიერი ძალაუფლების უარყოფის ცდუნებისკენ ებიძგებინა, პეტრე წერს, რომ წმიდა ხალხი უნდა „დაემორჩილოს ყოველ ადამიანურ მმართველობას უფლის გულისთვის.” ეს არის მორჩილება ქრისტეს გულისთვის, რომელიც დაემორჩილა მიწიერ მმართველებს. მორწმუნეები უნდა ემორჩილებოდნენ როგორც პოლიტიკურ ძალაუფლებას, ისევე როგორც შესაბამის ძალაუფლებას ოჯახში (1 პეტ. 2:13-3:7). თუ ვიტანჯებით, უნდა ვიტანჯოთ, როგორც ქრისტიანებმა, და არა, ჩვენი ბოროტმოქმედების გამო (1 პეტ. 3:17 და 4:12-19).
ტანჯვა დიდების გზაზე
[2]ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებმა იწინასწარმეტყველეს, რომ ქრისტეს დიდებას წინ ტანჯვა უძღვოდა შემდგომ კი მიიღებდა "ტანჯვის შემდგომ დიდებას" (1 პეტ. 1:11). “ქრისტე ჩვენთვის სხეულებრივად ეტანჯა” (1 პეტ. 4:1). და ჩვენც ტანჯვას უნდა ველოდოთ. როგორც ქრისტე ამაღლდა დიდებით, ჩვენც მივიღებთ ღვთის შვილებისთვის აღთქმულ დიდებას. თავად პეტრე იყო ქრისტეს ტანჯვის მოწმე და მიიღო აღთქმა „იმ დიდებისა, რომელიც გაცხადდება” (1 პეტ. 5:1). ეს აღთქმა ამხნევებს ყოველ ტანჯულ მორწმუნეს.
2 პეტრეს წერილის თემები
ღვთისმოსაობაში ზრდა
თავის მეორე წერილში, პეტრე ქრისტიანებს ღვთისმოსაობაში მუდმივი ზრდისკენ მოუწოდებს. როგორც „ღვთიური ბუნების თანაზიარნი“, „ყოველი ღონე იხმარეთ, რომ შესძინოთ თქვენს რწმენას სათნოება, სათნოებას - შემეცნება, შემეცნებას - თავშეკავება, თავშეკავებას - მოთმინება, მოთმინებას - ღვთისმოსაობა,ღვთისმოსაობას - ძმათმოყვარეობა, ძმათმოყვარეობას კი - სიყვარული” (2 პეტ. 1:4-7).
გაფრთხილებები ცრუ სწავლებების საწინააღმდეგოდ
დევნა (1 პეტრეს ძირითადი გაფრთხილება) მოდის ეკლესიის გარედან; ცრუ სწავლება (2 პეტრეს ძირითადი გაფრთხილება) ხშირად ჩნდება ეკლესიის შიგნით. პეტრე ამხელს ეკლესიაში შეპარულ „ცრუ წინასწარმეტყველთა“ სწავლებას. მათი სწავლების საშიშროება ჩანს მათ უღმერთო ხასიათში, რომელიც შეჯამებულია 2 პეტრეს 2:10-16-ში. აღწერა მთავრდება გამოთქმით: ”ძაღლი თავის ნარწყევს უბრუნდება, ნაბანი ღორი კი ტალახს - საგორაოდ” (2 პეტ. 2:22).
ერთგულება უფლის დაბრუნების შუქზე
სკეპტიკოსები ცდილობდნენ ქრისტიანებში გულის აცრუება გამოეწვიათ უფლის დაბრუნების ეჭვის ქვეშ დაყენებით. ისინი ამტკიცებდნენ, რომ „ყველაფერი უცვლელად რჩება, როგორც დასაბამიდან იყო” (2 პეტ. 3:4). პეტრე პასუხობს, რომ ქრისტეს დაბრუნების დაყოვნება ღმერთის სულგრძელობის გამო ხდება. ღმერთს არ სურს ვინმე დაიღუპოს, არამედ, რომ „ყველამ მოინანიოს” (2 პეტ. 3:9). მისი შეყოვნება იძლევა მონანიების შესაძლებლობას. ამასთან, ამ შეყოვნებამ არ უნდა გვიბიძგოს ეჭვის შეტანისკენ იმ ჭეშმარიტებაში, რომ ქრისტე აუცილებლად დაბრუნდება. ”უფლის დღე ქურდივით მოვა” (2 პეტ. 3:10). მისი უეჭველი დაბრუნების ფონზე, ჩვენ უნდა ვიცხოვროთ, როგორც წმინდა ადამიანებმა; "რომ მშვიდობით წარვდგეთ მის წინაშე შეუბღალავნი და უბიწონი"; და „ვიზარდოთ ჩვენი უფლისა და მაცხოვრის, იესო ქრისტეს მადლსა და ცოდნაში” (2 პეტ. 3:11, 14, 18).
“…დაგვხოცოთ, გვაწამოთ, დაგვგმოთ, მტვრად გვაქციოთ; თქვენი უსამართლობა არის ჩვენი უდანაშაულობის მტკიცებულება. ამიტომ, ღმერთი საშუალებას გვაძლევს ესოდენ ვიტანჯოთ.
… რაც უფრო ხშირად გავიკაფებით თქვენ მიერ, მით უფრო იზრდება ჩვენი რაოდენობა; ქრისტიანთა სისხლი ეკლესიის თესლია.”
ადრეული ეკლესიის მამები, ირინეოსი და კლემენტი ალექსანდრიელი, ამ წიგნების ავტორად მოიხსენიებენ იოანე მოციქულს. პეტრეს მსგავსად, იოანეც მეთევზე იყო და იესოს "შიდა წრის" ერთ-ერთი წევრი გახდა. ის იმყოფებოდა იესოს სამსჯავროზე და ასევე მისი ჯვარცმის დროს მარიამთან ერთად. პეტრესთან ერთად იოანე ცარიელი საფლავის ერთ-ერთი პირველი მოწმე იყო. თავის სახარებაში იოანე თავის თავს მოიხსენიებს როგორც „სხვა მოწაფე“ და მოწაფე „რომელიც იესოს უყვარდა.”
ევსები კესარიელის თანახმად, იოანე და სხვა ქრისტიანები იერუსალიმიდან 70 წელს გაიქცნენ, რომის მიერ ქალაქის განადგურებამდე ცოტა ხნით ადრე. ქრისტიანები გაიქცნენ პერეაში, ქალაქ პელაში (მდინარე იორდანეს აღმოსავლეთ მხარეს). მოგვიანებით იოანე მსახურობდა ეფესოში. იოანეს სამი წერილი, სავარაუდოდ, ეფესოდან დაიწერა პირველი საუკუნის ბოლო პერიოდში.
აუდიტორია (მსმენელები)
1 იოანეს წერილი არ ასახელებს (არ ადგენს) კონკრეტულ აუდიტორიას. იოანე თავის მკითხველებს მიმართავს: „ჩემო შვილებო“ და „ძმებო“. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ის სიტყვით მიმართავს თანამორწმუნეებს, რომლებთანაც ახლო ურთიერთობა ჰქონდა.
2 იოანეს წერილი მიმართავს „რჩეულ ქალბატონს და მის შვილებს, რომლებიც მიყვარს ჭეშმარიტებაში” (2 ინ. 1:1). ამ ფრაზის ორგვარი განმარტებაა შესაძლებელი:
ეს შეიძლება ყოფილიყო უცნობი ქალბატონი, რომელმაც ეკლესიას თავის სახლში შეკრების უფლება მისცა
ტერმინში “რჩეული ქალბატონი,” შესაძლოა იგულისხმებოდეს იოანესთვის ცნობილი ადგილობრივი ეკლესია; ხოლო “მის შვილებში” იგულისხმებიან იმ ეკლესიის წევრები.
3 იოანე მიწერილია, იოანეს მიერ მოქცეულის, გაიუსის მიმართ.
1 იოანეს წერილის მიზანი და შინაარსი
სამი წერილიდან პირველი უფრო გრძელია. ტრადიციული მისალმების ნაცვლად, იოანე იწყებს განცხადებით, რომელიც ადასტურებს მისი წერილის ავტორიტეტულობას. იგი წერს არა ხმებსა და ჭორებზე, არამედ „ რაც მოგვისმენია და ჩვენი თვალით გვინახავს, რასაც ჩავკვირვებივართ და ჩვენს ხელებს მოუსინჯავს” (1 ინ. 1:1). 1 იოანე ჰგავს იოანეს სახარებას ქრისტეს ცხოვრების ფაქტობრივ ჭეშმარიტებაზე ხაზგასმით.
ღმერთთან მოზიარეობის პირობები
იოანე დასაწყისშივე აღნიშნავს თავისი წერილის მიზანს; ““ამას გწერთ, რომ სრულყოფილი იყოს თქვენი სიხარული” (1 ინ. 1:4). ეს სიხარული კი მამასთან და მის ძესთან, იესო ქრისტესთან თანაზიარების მეშვეობით გვენიჭება (1 ინ. 1:3). იოანე წერს ღმერთთან ჩვენი მოზიარეობის შესახებ და იყენებს ტერმინს „იცოდეთ.“ ღმერთის "ცოდნა" უფრო მეტია, ვიდრე გონებრივი ცოდნა; ეს არის პრაქტიკული ურთიერთობა. იოანე მიგვანიშნებს ღმერთთან მოზიარეობის შენარჩუნების პირობებს:
ჩვენ სინათლეში უნდა ვიაროთ (1:6-7)
ჩვენ არ უნდა ვიაროთ ცოდვაში (2:1-2)
ცოდვა და ღმერთთან მოზიარეობა
იოანეს სწავლება ცოდვის შესახებ მოიცავს ორ მნიშვნელოვან ჭეშმარიტებას: (1 ინ. 2:1).
ღმერთი გვანიჭებს ძალას გამარჯვებული ცხოვრებისთვის; ”ამას გწერთ იმისთვის, რომ არ შესცოდოთ.” თუ ვინარჩუნებთ მოზიარეობას ღმერთთან, არ შევინარჩუნებთ ცოდვასთან თანაზიარებას (1:6-2:5; 3:6-9). როგორც ღვთის შვილები, ჩვენ აღარ გავაგრძელებთ განზრახ ცოდვას. ჩვენ არ შეგვიძლია ცოდვით სიარული და იმავდროულად ღმერთთან ერთად სიარულიც.
ღმერთი წყალობას აძლევს დაცემულებს; ”თუ ვინმე შესცოდავს, გვყავს შუამდგომელი მამის წინაშე - მართალი იესო ქრისტე.” მიუხედავად იმისა, რომ ღმერთის განზრახვა მუდმივი გამარჯვების ცხოვრებაა, ის მადლსაც ჰპირდება მათ, ვინც დაცემის შემდეგ მოინანიებს. (1:9; 2:1-2).
სიყვარული და ღმერთთან მოზიარეობა
სიყვარული ღმერთის მიმართ
ცოდვაზე მუდმივი გამარჯვება არ ემყარება მხოლოდ პირად დისციპლინას ან თვითკონტროლს; ის ეფუძნება ღმერთის სიყვარულს. ქრისტიანული ცხოვრების მთავარი პრინციპი ღმერთის სიყვარულია.[1] სწორედ ღვთისადმი სიყვარულით ვიცავთ მის მცნებებს. თუ ღმერთი გვიყვარს, ვერ „შევიყვარებთ წუთისოფელს, ვერც იმას, რაც წუთისოფელშია” (1 ინ. 2:5, 15).
სიყვარული სხვა ქრისტიანებისადმი
ადამიანი, რომელსაც არ უყვარს თავისი ძმა, „ღვთისგან არ არის“. თუ ღმერთი გვიყვარს, გვიყვარს ღმერთის შვილებიც (1 ინ. 3:10-11 და 4:20-21). ჩვენ რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით, დასტურდება ჩვენი ქრისტიანი ძმებისადმი სიყვარულით. ეს სიყვარული ცარიელ სიტყვებზე მეტია; ეს ჩანს ჩვენს ქმედებებში (1 ინ. 3:14-18).
ღვთის შვილების დარწმუნებულობა
იოანემ დაწერა წერილი, რათა მისმა მკითხველებმა „რომ ღმერთის ძის სახელის რწმენით გაქვთ თქვენ საუკუნო სიცოცხლე” (1 ინ. 5:13). მუდმივი დარწმუნებულობა და გარანტია მოითხოვს მუდმივ მორჩილებას. ჩვენ ვიცით, რომ ღმერთის შვილები ვართ, თუ ამ თვისებებს ვავლენთ:
1. მორჩილება ჭეშმარიტებისადმი (1:6-7). დარწმუნების ეს ასპექტი იესოს სიტყვების ციტირება პარალელურად იოანეს 8:31-ში ხდება; ”თუ ჩემს სიტყვაში დარჩებით, ჭეშმარიტად ჩემი მოწაფეები ხართ. ჩვენი, როგორც იესოს მოწაფეების რწმენა, ემყარება მისი სიტყვისადმი მუდმივ ყურადღებას და მორჩილებას.
2. არავითარი განზრახ ცოდვა (3:8-10). რადგანაც ჩვენ არ შეგვიძლია ღმერთთან თანაზიარება, თუ ჩვენ ვაგრძელებთ ღმერთის წინააღმდეგ განზრახ ჯანყს, ცხადია არ გვაქვს დარწმუნება, თუ ასეთ აჯანყებაში ვრჩებით.
3. სიყვარული სხვა ქრისტიანების მიმართ (3:14-19). იესომ უთხრა თავის მოწაფეებს, “იმით გაიგებს ყველა, რომ ჩემი მოწაფენი ხართ, თუ გეყვარებათ ერთმანეთი” (ინ. 13:35). იოანე თავის ეპისტოლეში იმეორებს ამ აზრს ხაზგასმით; “ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით, რადგან გვიყვარს ძმები” (1 ინ. 3:14).
2 იოანეს წერილი მიზანი და შინაარსი
2 იოანეს გზავნილი 1 იოანეს პარალელურია. ღმერთთან ურთიერთობა გულისხმობს ღვთის სიყვარულში ცხოვრებას და ღვთის ჭეშმარიტებაში სიარულს. 2 იოანეს მიერ მცნებად მოცემული სიყვარული არ არის ახალი მცნება; ის თავიდანვე ისწავლებოდა (2 ინ. 1:5-6).
2 იოანეში მცნებად დადებული სიყვარული გამჭრიახია, რომელიც სიმართლეს (ჭეშმარიტებას) ემორჩილება. გამჭრიახობა (გარჩევა) მნიშვნელოვანია, რადგან ბევრი მაცდურია, ვინც არ აღიარებს ქრისტეს. იოანე აფრთხილებს „არჩეულ ქალბატონს“, სიმართლე შეინარჩუნონ, რომ „იესო ქრისტე ხორციელად მოვიდა” (2 ინ. 1:7-8). ღმერთთან მოზიარეობა მოითხოვს იმას, რომ ჩვენ უარვყოთ ცრუ სწავლება (2 ინ. 1:10-11).
3 იოანეს წერილის მიზანი და შინაარსი
3 იოანე არის პირადი წერილი ქრისტიანული სტუმართმოყვარეობის შესახებ. "ქრისტიანული სტუმართმოყვარეობა" უფრო მეტია, ვიდრე მეგობრული დამოკიდებულება, რომელსაც სხვა ადამიანის მიმართ ვიჩენთ; ეს არის ეკლესიის ერთიანობის გამოხატულება. იოანე გვაფრთხილებს, რომ არ მივიღოთ ისინი, ვინც ცრუ მოძღვრებას ასწავლიან. 3 იოანე გვაფრთხილებს არ უარვყოთ ისინი, ვინც ჭეშმარიტ მოძღვრებას ასწავლის.
გაიუსი ღებულობდა მოგზაურ მახარობლებს და ეკიდებოდა მათ ქრისტიანული სტუმართმოყვარეობით, როგორც „ჭეშმარიტების თანამშრომელი“ (3 ინ. 1:5-8). ამის საპირისპიროდ, დიოტრეფე უარს ამბობს ამ ძმების მიღებაზე. დიოტრეფე თავისთვის იღწვის, რათა მიხვეჭოს გავლენა, უარყოფს იოანეს სამოციქულო ძალაუფლებას და დევნის ჭეშმარიტ ქრისტიანებს, რომლებიც მას ეწინააღმდეგებიან (3 ინ. 1:9-10).
3 იოანეს წერილი დიოტრიფეს ქცევას უპირისპირებს დემეტრეს მიერ ნაჩვენებ ქრისტიანულ სიყვარულს. ეს მოკლე წერილი გვიჩვენებს ქრისტიანული სიყვარულის პრაქტიკულ გამოყენებას, რომელიც 1 იოანეს წერილში მცნებად მოგვეცა და ეკლესიის ერთიანობას ჭეშმარიტების ძიებაში, რომლის მცნებაც 2 იოანეს წერილში მოგვეცა.
[1]მეტი ინფორმაციისთვის, A. Philip Brown, II. Loving God: The Primary Principle of the Christian Life. (Cincinnati: Revivalist Press, 2005).
იუდა: გაფრთხილება ცრუ მასწავლებლების წინააღმდეგ
ავტორი და თარიღი
იუდა იესოს ნახევარძმა იყო. თავისი ძმის იაკობის მსგავსად, იუდასაც არ სჯეროდა იესოსი, მის მკვდრეთით აღდგომამდე (მათ. 13:55; მარკ. 6:3; ინ. 7:3-5; 1 კორ. 15:7). თავის წერილში იუდა თავის თავს, უწოდებს „იესო ქრისტეს მონა და იაკობის ძმა” (იუდა 1:1).
იუდას ეპისტოლეს დაწერის თარიღთან დაკავშირებით ერთადერთი მინიშნება, მისი მსგავსებაა 2 პეტრეს წერილთან. ის ფაქტი, რომ წერილები ანალოგიურ პრობლემებს ეხება, იმაზე მეტყველებს, რომ იუდა, შესაძლოა დაწერილიყო იმავე დროს, როდესაც პეტრეს მე-2 წერილი, 60–იანი წლების დასაწყისში ან შუა პერიოდში.
აუდიტორია (მსმენელები)
იუდა მიმართავს „მოწოდებულებს, საყვარელთ მამა ღმერთში და დაცულებს იესო ქრისტეში” (იუდა 1:1). ებრაულ თემებზე მინიშნებები იმაზე მეტყველებს, რომ, წერილი ებრაელ ქრისტიანებს მიმართავს.
მიზანი და შინაარსი
იუდა აღნიშნავს, რომ მას იმედი ჰქონდა, რომ დაწერა დოქტრინალური წერილი ჩვენი ხსნის თემაზე (იუდა 1:3). ამასთან, რადგან ცრუ მასწავლებლები ეკლესიაში იყვნენ შეჟონილნი, სულიწმიდამ შთააგონა იუდა, რომ გაეფრთხილებინა მისი თანამორწმუნეები ცრუ სწავლების წინააღმდეგ.
იუდას გზავნილი მოიცავს:
გაფრთხილება ცრუ მასწავლებლებისა და მათი სწავლების წინააღმდეგ.
იმ მსჯავრის აღწერა, რომელიც ამ მასწავლებლებს დაატყდებათ.
გამძლეობისკენ მოწოდება.
დასკვნითი დოქსოლოგია მას, „ვისაც ძალუძს დაგიცვათ დაცემისგან და უბიწონი წარგადგინოთ თავისი დიდების წინაშე სიხარულით” (იუდა 1:24).
ზოგადი ეპისტოლეები დღევანდელ ეკლესიაში
ზოგადი ეპისტოლეები, განსაკუთრებით 1 პეტრე, ტანჯვაში ერთგულებისკენ მოგვიწოდებს. პეტრემ გამოწვევა შესთავაზა თავის მკითხველებს, რომ დღეს „დამდაბლდნენ“, რათა ღმერთმა ისინი „თავის დროზე აამაღლოს” (1 პეტ. 5:6). ტანჯვა ჩვეულებრივი მოვლენაა ქრისტიანულ ცხოვრებაში, მაგრამ ტანჯვა დიდებით სრულდება. ეს დაპირება აძლიერებდა პირველი საუკუნის ქრისტიანებს და უნდა გაამხნევოს ოცდამეერთე საუკუნის ქრისტიანებიც.
თითოეული ეს წიგნი ხელს უწყობს პრაქტიკულ ქრისტიანულ ცხოვრებას. იქნება ეს პეტრეს მოწოდება, დავემორჩილოთ ხელისუფლებას, 1 იოანეს გზავნილი სიყვარულის შესახებ ჩვენი ძმებისადმი, 2 იოანეს ჭეშმარიტებისადმი სწრაფვის შეგონება, 3 იოანეს მოწოდება ქრისტიანული სტუმართმოყვარეობისკენ, თუ იუდას გაფრთხილება ცრუ მასწავლებლის წინააღმდეგ, ზოგადი ეპისტოლეები ასწავლიან, რომ ჭეშმარიტება გონებრივ ცოდნაზე მეტია. ჩვენ მოწოდებულნი ვართ ვიცხოვროთ ბიბლიური ჭეშმარიტებით ყოველდღიურ ცხოვრებაში.
დასკვნა
I საუკუნეში მრავალი ქრისტიანი (მათ შორის მოციქულთა უმეტესობა) დაიხოცა რწმენის გამო. II საუკუნეში პოლიკარპე მოკლეს იმპერატორისთვის შეფიცვაზე და მისი ღმერთებისთვის კმევაზე უარის თქმის გამო. IV საუკუნეში ეკატერინე ალექსანდრიელს თავი მოკვეთეს იმპერატორის წინაშე ქრისტეზე დამოწმების შემდეგ.
მე -14 საუკუნეში ჯონ უიკლიფის სხეული დაწვეს, რადგან მან ბიბლია ინგლისურ ენაზე თარგმნა. მე -15 საუკუნეში იან ჰუსი კოცონზე დაწვეს რომის კათოლიციზმის დოქტრინების უარყოფის გამო. XVI საუკუნეში, იაპონიაში, ნაგასაკიში, ოცდაექვსი ქრისტიანი ჯვარცმულ იქნა დევნის პერიოდში, რის გამოც ეკლესია იძულებული გახდა იატაკქვეშეთში გადასულიყო.
მე -20 საუკუნეში ათასობით ქრისტიანი მოწამეობრივად გარდაიცვალა ჩინეთში, საბჭოთა კავშირსა და სხვა ტოტალიტარულ ქვეყნებში. XXI საუკუნეში ისლამურ ქვეყნებში ქრისტიანები ყოველდღიურად დევნისა და სიკვდილის საფრთხის წინაშე დგებიან.
ყველა თაობაში ქრისტიანები იხოცებოდნენ თავიანთი რწმენის გამო. მაგრამ ეკლესიისთვის ეს არ არის იმედგაცრუების და დაბრკოლების მიზეზი. პეტრე დევნილ მორწმუნეებს შეახსენებს, რომ ”ყოველგვარი მადლის ღმერთი, რომელმაც თავისი საუკუნო დიდებისკენ მოგვიწოდა ქრისტეში, თქვენი მცირეოდენი ტანჯვის შემდეგ, სრულგყოფთ, გაგაძლიერებთ, განგამტკიცებთ და დაგაფუძნებთ” (1 პეტ. 5:10). ეკლესია - ტრიუმფატორია! ეს არის ზოგადი ეპისტოლეების დანაპირები.
გაკვეთილის დავალება
წარმოაჩინეთ თქვენ მიერ ამ გაკვეთილის აღქმა (გაგება) შემდეგი დავალებების დახმარებით:
(1) მოამზადეთ ქადაგება ან ბიბლიური გაკვეთილი ერთერთ ქვემოთ მოცემულ თემაზე. თქვენ შეგიძლიათ დაწეროთ 5-6 გვერდიანი ხელნაწერი, ან ჩაწეროთ ქადაგება ან ბიბლიური გაკვეთილი.
“ტანჯვა ქრისტიანულ ცხოვრებაში.” გამოიყენეთ პრინციპები, რომელსაც 1 პეტრეს წერილი გვასწავლის და მათი ილუსტრაციისთვის მოიყვანეთ მაგალითები ეკლესიის ისტორიიდან, კერძოდ კი თქვენი ქვეყნის ეკლესიის ისტორიიდან.
“ღმერთთან მოზიარეობა.” დაურთეთ კრიტერიუმები ღმერთთან მოზიარეობისთვის, რომელიც მოყვანილია 1 იოანეს წერილში.
(2) გაიარეთ ტესტი ამ გაკვეთილის მასალაზე დაყრდნობით. ტესტი მოიცავს საზეპირო მუხლებს წმინდა წერილიდან.
გაკვეთილი 11 ტესტის საკითხები
(1) რა მნიშვნელობა აქვს "ბაბილონს" პეტრეს მისალმებაში?
(2) რა არის ძირითადი საშიშროება, რომლის წინაშეც დგას ეკლესია 1 პეტრეში?
(3) რა არის ძირითადი საშიშროება, რომელიც ეკლესიას ემუქრება 2 პეტრეში?
(4) რა არის 2 იოანეს წერილში ნახსენები ფრაზის ”რჩეული ქალბატონი და მისი შვილები” ორი შესაძლო განმარტება?
(5) რომელი ორი ჭეშმარიტებაა მნიშვნელოვანი 1 იოანეს სწავლებაში ცოდვის შესახებ?
(6) 1 იოანეს თანახმად, რომელი სამი თვისებაა თვალსაჩინო ღვთის ნებისმიერ შვილში?
SGC exists to equip rising Christian leaders around the world by providing free, high-quality theological resources. We gladly grant permission for you to print and distribute our courses under these simple guidelines:
No Changes – Course content must not be altered in any way.
No Profit Sales – Printed copies may not be sold for profit.
Free Use for Ministry – Churches, schools, and other training ministries may freely print and distribute copies—even if they charge tuition.
No Unauthorized Translations – Please contact us before translating any course into another language.
All materials remain the copyrighted property of Shepherds Global Classroom. We simply ask that you honor the integrity of the content and mission.