ჯორჯ ვაშინგტონ კარვერი 1860 წელს ამერიკაში მონობაში დაიბადა. მონობის გაუქმების შემდეგ, მას განათლების მიღება სურდა. იმ დროს შავკანიანი ბავშვებისთვის განათლების მიღება რთული იყო, მაგრამ ერთმა კეთილმა ქალმა უთხრა: „უნდა ისწავლო ყველაფერი, რასაც შეძლებ, შემდეგ დაბრუნდი და გაუზიარე შენი ცოდნა ხალხს.” ჯორჯი ლოცულობდა: "უფალო, მაჩვენე სამყაროს საიდუმლოებები" და თქვა, რომ ღმერთმა უპასუხა: "შენ ძალიან პატარა ხარ სამყაროს საიდუმლოების გასაგებად.” შემდეგ ჯორჯმა ილოცა: „მაშინ უფალო, მაჩვენე არაქისის საიდუმლოებები და თქვა, რომ ღმერთი დათანხმდა. არაქისი მნიშვნელოვანი იყო, რადგან ის იყო მთავარი მოსავალი, რომელიც ბევრ ღარიბ ფერმერს მოყავდა. ჯორჯმა იცოდა, რომ არაქისისგან მეტი პროდუქტის გამოგონება, არაქისის მოსავლის ღირებულებას გაზრდიდა. ჯორჯმა აღმოაჩინა 300 პოტენციური პროდუქტი არაქისისგან და 100 პროდუქტი ტკბილი კარტოფილიდან. ის 47 წლის განმავლობაში ასწავლიდა სოფლის მეურნეობას ტასკიგის ინსტიტუტში და იპოვა გზები, რომ ესწავლებინა ახალი მეთოდები ფერმერებისთვის, დაეხმარა მათ მიწის გაუმჯობესებაში და უკეთესი მოსავლის მიღებაში. ჯორჯ ვაშინგტონ კარვერი დიდი კურთხევა იყო, ღმერთისადმი მისი რწმენის გამო და იმაში დარწმუნებულობის გამო, რომ ღვთის ქმნილებას, რომელიც სწორად იმართება, შეუძლია კაცობრიობისთვის დიდი სარგებლის მოტანა.
განმარტება: ეკოლოგია არის, ცოცხალი არსებების ერთმანეთთან და მათ გარემოსთან ურთიერთობის გზების შესწავლა.
ადამიანის ძალაუფლება ბუნებაზე
► სტუდენტმა ჯგუფს უნდა წაუკითხოს დაბადების 1:1 და 1:26-28.
ადამიანის პასუხისმგებლობა მთლიანად დედამიწაზე, ემყარება იმ ფაქტს, რომ ღმერთმა შექმნა დედამიწა თავის სადიდებლად (ფსალმუნი 148) და ადამიანები მასზე მმართველებად დაადგინა. როგორც ღვთის ხატად შექმნილი ადამიანები, ჩვენ ვართ შექმნილნი იმისთვის, რომ ვმართოთ ისე, როგორც ღმერთი ისურვებდა; „განვკარგავდეთ“ მას, ღვთიური ბუნების შესაბამისად. მეფსალმუნემ თქვა: „ბევრად არ დაგიმცირებია იგი ანგელოზებზე, დიდება და ღირსება დაადგი გვირგვინად. გააბატონე იგი შენი ხელის ნამოქმედარზე; ყოველივე მის ფეხქვეშ მოაქციე“ (ფსალმუნის 8:5-6).[1] ადამიანებს განსაკუთრებული როლი აქვთ სამყაროში. ისინი უბრალოდ სხვა რიგითი ცხოველები არ არიან. ღმერთმა ადამიანებს მიანიჭა ბატონობის უფლება დედამიწაზე და იქ მცხოვრებ არსებებზე.
ღმერთმა უთხრა ადამს და ევას, რომ გამრავლებულიყვნენ და აევსოთ დედამიწა. მან უთხრა, რომ დაუფლებოდნენ დედამიწას. დედამიწის დაუფლების პროცესს მათი შთამომავლები გააგრძელებდნენ. დედამიწის დაუფლების პროცესი მოიცავს კვლევას, ახალ ტერიტორიებზე დასახლების სწავლას, მინერალების აღმოჩენასა და გამოყენებას, ცხოველების მოშინაურებას და ტექნოლოგიების განვითარებას.
ყველაფერი კარგი იყო, რაც ღმერთმა შექმნა. ადამიანის მუშაობა ედემის ბაღის მოვლაზე (დაბადების 2:15) სასიამოვნო სამუშაო იყო ბუნებასთან ჰარმონიაში. მას შემდეგ, რაც ცოდვა გაჩნდა, ბუნებას წყევლა შეეხო და ადამიანის საქმე დამძიმდა (დაბადების 3:17-19). დედამიწას აღარ აქვს თავისი თავდაპირველი სრულყოფილება,[2] მაგრამ ის მაინც წარმოაჩენს ღვთის დიდებას თავისი საოცარი დიზაინით.
წარღვნის შემდეგ ღმერთმა თქვა, რომ ადამიანებს შეეძლოთ ცხოველების ჭამა (დაბადების 9:3). ღმერთის მიერ მოსესადმი მიცემული რჯული უკრძალავდა ადამიანებს ზოგიერთი ცხოველის ჭამას, მაგრამ ახალი აღთქმა გვეუბნება, რომ ახლა ჩვენ გვაქვს უფლება ვჭამოთ ნებისმიერი არსება, რომელიც საჭმელად ვარგისია (მარკოზის 7:19, 1 ტიმოთეს 4:4). ცხოველებს არ აქვთ უფლებები, რაც მათ ადამიანებთან თანაზომად დონეზე დააყენებს.
ადამიანური პასუხისმგებლობა რესურსების მართვაზე
მიუხედავად იმისა, რომ ადამიანს აქვს ძალაუფლება დედამიწის სხვა არსებებზე, ის არ არის უზენაესი ავტორიტეტი. ადამიანი პასუხისმგებელია ღმერთის წინაშე.
დედამიწა და მისი სავსება კვლავ ღმერთს ეკუთვნის.
► სტუდენტებმა ჯგუფს უნდა წაუკითხონ ფსალმუნის 23:1 და ფსალმუნის 49:10-11.
ღმერთი ფლობს დედამიწას. ღმერთმა შექმნა დედამიწა, რათა გაეცხადებინა თავისი დიდება (ფსალმუნის 18:1), დაეკმაყოფილებინა ადამიანთა მოთხოვნილებები (დაბადების 1:29) და ყოფილიყო მათთვის სასიამოვნო ადგილი საცხოვრებლად. მას განზრახული აქვს, რომ დავტკბეთ მიწით და იმით, რასაც ის წარმოშობს. ჩვენ არ უნდა ვცემდეთ თაყვანს დედამიწას, რადგან ის ღვთის ხელის შემოქმედებაა (რომაელთა 1:25). არც უნდა დავაზიანოთ დედამიწა.
ზოგჯერ ადამიანები იღებენ სარგებელს მიწიდან, მაგრამ ამავე დროს ანადგურებენ მას. ადამიანებმა შეიძლება მოიპოვონ წიაღისეული, მაგრამ დატოვონ მიწა უსარგებლო და დამახინჯებული. ადამიანები ხანდახან კაფავენ ყველა ხეს ტერიტორიაზე, ამით წვიმას აძლევენ საშუალებას, რომ ჩამორეცხოს ყველა კარგი ნიადაგი. დროდადრო ადამიანები ნადირობდნენ გარეულ ცხოველებზე საკვების მოსაპოვებლად იქამდე, სანამ ამ მხარეში არ განადგურდა ყველა ცხოველი. ხალხი ნაგავს მდინარეებში ყრის იქამდე, სანამ წყალი არ დაბინძურდა და არ გახდა საფრთხის შემცველი გამოსაყენებლად.
ღმერთმა შექმნა დედამიწა ნაყოფიერად. არასწორია ხალხის მიერ მიწის გამოყენება ისე, რომ ანადგურებდეს მას. ღმერთი შეურაცხყოფილია მიწის დესტრუქციული გამოყენებით.
ღმერთმა დედამიწა შექმნა იმისთვის, რომ ემსახუროს მრავალი თაობის ადამიანებს ათასობით წლის განმავლობაში. ჩვენ უნდა ვიგრძნოთ პასუხისმგებლობა მომავალი თაობის წინაშე, გარემოს მართვასა და გაუმჯობესებაში. ადამიანი, რომელიც ანადგურებს მიწას სწრაფი სარგებლის მისაღებად, არც მოყვასი უყვარს და არც მომავალი თაობა.
გსურთ იფიქროთ, რომ ოცი წლის შემდეგ ვინმე გაძარცვავს თქვენს შვილებს? რათქმაუნდა არა. მიუხედავად ამისა, ადამიანები ძარცვავენ საკუთარ შვილებს, იმ გარემოს განადგურებით, სადაც მათმა შვილებმა უნდა იცხოვრონ. თუ საკუთარი შვილები არ გყავთ, მაინც უნდა იზრუნოთ სხვის შვილებზე, რომლებიც ოდესმე დაიმკვიდრებენ მიწას.
ბევრი ადამიანი უფრთხილდება მიწას, რომელსაც ფლობს, მაგრამ მათ არ აინტერესებთ საზოგადო მიწა. ქრისტიანებმა უნდა აჩვენონ გარემოზე ზრუნვის მაგალითი, რადგან ვიცით, რომ ის ღმერთს ეკუთვნის და ამიტომ ვზრუნავთ მოყვასზე და მომავალ თაობაზე.
ხანდახან ადამიანები ფიქრობენ: „ეს მიწა ჩემი არ არის, ამიტომ შემიძლია ნაგავი აქ დავტოვო” ან „შემიძლია ყველა ხე მოვჭრა, თუნდაც ძალიან პატარა.”
► სტუდენტმა ჯგუფს უნდა წაუკითხოს მეორე რჯულის 22:6.
მსოფლიოს იმ ნაწილში, სადაც დაიწერა მეორე რჯულის წიგნი, არსებობდნენ ფრინველები, რომელთა დაჭერა ადვილად შეიძლებოდა, როდესაც ისინი ბუდობდნენ. თუ ადამიანები ყოველდღიურად წაიყვანდნენ დედას და ბარტყებს, ან კვერცხებს, ეს ფრინველები მალე გადაშენდებოდნენ. ღმერთმა უთხრა, დედა გაეთავისუფლებინათ, რომ სახეობა არ გადაშენებულიყო. დღეს ჩვენი წესები სხვადასხვა ადგილას ვერ იქნება ზუსტად იგივე, მაგრამ მუხლი გვეუბნება, რომ გავუფრთხილდეთ საზოგადო მიწას, მისი რესურსების შესანარჩუნებლად.
როდესაც ღმერთი ქმნიდა მცენარეებს, მან არ შექმნა მხოლოდ ბოსტნეული და ხილი, მან შექმნა ყვავილები და ბევრი ლამაზი რამ. ეს გვეუბნება, რომ ღმერთს მიწის მხოლოდ პრაქტიკული გამოყენება არ აინტერესებს; ის ასევე ზრუნავს სილამაზეზე (ლუკას 12:27). ღმერთმა შექმნა ბუნების სილამაზე, რათა ადამიანების საცხოვრებლად მშვენიერი გარემო უზრუნველეყო.
მთებს, უდაბნოებს, მდინარეებს, დაბლობებსა და ტყეებს აქვთ ბუნებრივი სილამაზე. ზოგჯერ ადამიანები, რომლებიც დაბადებულები არიან კონკრეტულ ადგილას, სინამდვილეში ვერ აღიქვამენ იქ არსებულ სილამაზეს, რადგან მათთვის ის ჩვეულებრივია.
► წარმოიდგინე, რომ მხატვარი ხარ. წარმოიდგინე, რომ დიდი დრო მოანდომე ლამაზი ნახატის შექმნას, შემდეგ კი ის მეგობარს აჩუქე. შემდეგ ერთ დღეს, როდესაც მას ესტუმრე, ხედავ ნახატს იატაკზე, რომელიც დაზიანებულია ხალხის ნაბიჯებით. როგორ იგრძნობდი თავს?
ბევრი საზოგადოებაა, სადაც ადამიანები მთელ ნაგავს მიწაზე ყრიან. ისინი საკუთარ ეზოებს ასუფთავებენ, მაგრამ სხვაგან, ყველგან ნაგავს ტოვებენ. მათი უბნის ქუჩები სავსეა ნაგვით.
► რა უნდა შეიგნოს ამ ხალხმა?
ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმ სფეროებზე, რომლებსაც ვიზიარებთ სხვებთან, მათი და საკუთარი თავის გულისთვის.
► რა შეიძლება გააკეთოს ეკლესიამ თავისი გარემოს შესაცვლელად?
ცხოველების გამოყენება
ცხოველები განსხვავდებიან ადამიანებისგან. ისინი არ არიან შექმნილნი ღვთის ხატად. ამრიგად, მათ არ აქვთ უკვდავი სულები (ეკლესიასტეს 3:21) და არ აქვთ უფლებები, რაც აქვს ადამიანს.
ღმერთმა ადამიანებს ცხოველების ჭამის ნება მისცა, რაც გულისხმობს, რომ დასაშვებია გარეულ ცხოველებზე ნადირობა და შინაური ცხოველების გამოზრდა საკვებისთვის.
კაცობრიობის ისტორიის უმეტესი ნაწილის განმავლობაში, ადამიანებს ყავდათ შინაური ცხოველები სახლისთვის ან სამუშაოების შესასრულებლად.
► ღმერთისთვის აქვს მნიშვნელობა როგორ ექცევიან ადამიანები ცხოველებს?
► სტუდენტმა ჯგუფს უნდა წაუკითხოს იგავების 12:10.
ეს მუხლი გვეუბნება, რომ მართალი ადამიანი კარგად ზრუნავს თავის ცხოველებზე. სისასტიკე ბოროტი ადამიანის მახასიათებელია.
ცხოველების მფლობელი ადამიანი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მას ექნება მათთვის საჭირო საკვები, წყალი და თავშესაფარი. ადამიანს, რომელიც არ ზრუნავს თავისი ცხოველების საჭიროებებზე, ნამდვილად რაღაც ჭირს.
გახსოვდეთ, რომ ყველა ცხოველი ღმერთს ეკუთვნის (ფსალმუნის 49:10-11). ისინი ყველა, ღმერთის მიერაა ჩაფიქრებული და შექმნილი. მან ისინი დიდი მრავალფეროვნებით შექმნა. მას შეეძლო მხოლოდ რამდენიმე სახეობა შეექმნა, საკვებად და სამუშაოებისთვის, მაგრამ მან ცხოველთა ათასობით სახეობა, აგრეთვე მწერები და მიკროსკოპული სიცოცხლის ფორმები შექმნა. ღვთის საოცარი შემოქმედება ვლინდება ცხოველთა მრავალფეროვნებაში.
ზოგიერთ ცხოველს შეუძლია გამოხატოს ერთგულება და მადლიერება მათი პატრონების მიმართ. ისინი სარგებლობენ ადამიანების ყურადღებით და სწავლობენ რეაგირებას. ისინი საკმარისად ჭკვიანები არიან, რომ ბევრი რამ ისწავლონ. აშკარაა, რომ ღმერთმა ისინი ადამიანებთან ურთიერთობისთვის შექმნა. ღმერთმა ცხოველებში ადამიანისადმი განსაკუთრებული პატივისცემა ჩადო (დაბადების 9:2).
ღმერთმა შექმნა ცხოველები გონებრივი შესაძლებლობებითა და ბუნებით, რითიც რეაგირებენ ადამიანებზე. მათი შეურაცხყოფა ნიშნავს ღვთის განზრახვების უპატივცემულობას. ამ ფაქტის გარდა, არის რაღაც არასწორი და გაუკუღმართებული ადამიანში, რომელსაც სიამოვნებს ცხოველისთვის ტკივილის მიყენება.
წმინდა წერილი მრავალჯერ იყენებს მწყემსის მაგალითს. დავითი მწყემსი იყო, სანამდე ის ისრაელის მეფე გახდებოდა. დავითმა დაწერა 22-ე ფსალმუნი და მან იქ ღმერთი მწყემსს შეადარა. დავითი მიხვდა, რომ ღმერთი ზრუნავს თავის ხალხზე ისე, როგორც მწყემსი ზრუნავს თავის ცხვრებზე. ახალ აღთქმაში პასტორები მწყემსებს არიან შედარებულები (1 პეტრეს 5:2 და მრავალი სხვა). ამ შედარებას აზრი არ ექნება, ღმერთი რომ არ მოელოდეს ადამიანებისგან ცხოველებზე მზრუნველობას.
დავითის ცხვრებზე ზრუნვა, ადამიანებზე ზრუნვის სწავლის ნაწილი იყო. ანალოგიურად, ჩვენი ზრუნვა მიწაზე და ცხოველებზე, რომელიც ღმერთმა მოგვანდო, გვამზადებს ადამიანებზე ზრუნვისთვის.
სიმწვანის ფასეულობა
მწვანე ბუნებაში ყველაზე გავრცელებული ფერია, გარდა იმ ადგილებისა, სადაც არ არის წყალი ან კარგი ნიადაგი. ეს არის ჩვენი თვალებისთვის ყველაზე დამამშვიდებელი ფერი.
ბევრი ადამიანი, ვინც ქალაქებში ცხოვრობს, თავს ხალისიანად გრძნობს, როცა ქალაქიდან უფრო ბუნებრივ გარემოში გადიან.
ბევრ ქალაქში მცენარეები თითქმის არ არის. მიწის უმეტესი ნაწილი დაფარულია ბეტონით ან ასფალტით. ზოგიერთმა საზოგადოებამ დაიწყო ძალისხმევა ქალაქებში პარკებისა და სხვა მწვანე ზონების უზრუნველსაყოფად. ყველა საზოგადოებაში ადამიანებმა უნდა იმუშაონ ერთად, რათა უზრუნველყონ ადგილების გამოყოფა ხეებისა და სხვა მცენარეების გასაშენებლად. მათ უნდა დატოვონ მწვანე ადგილები ხალხის გასართობად და განსაკუთრებით ბავშვებისთვის სათამაშოდ. ოჯახებსაც შეუძლიათ იქონიონ საკუთარი მწვანე სივრცეები, ეზოებსა და სახლებში მცენარეების მოშენებით.
ქრისტიანული ეკოლოგიის განმასხვავებელი ნიშნები
ამ გაკვეთილის დასაწყისში მოცემულია ეკოლოგიის განმარტება.
► რატომ უნდა ზრუნავდნენ ქრისტიანები ეკოლოგიაზე?
ზოგი ფიქრობს, რომ ჩვენ შეგვიძლია გადავარჩინოთ დედამიწა დაბინძურების თავიდან აცილებით. ჩვენ, ადამიანებს, არ შეგვიძლია მისი გადარჩენა, თუმცა ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ, რაც შეიძლება დიდხანს მის შესანარჩუნებლად. ქრისტიანებმა ვიცით, რომ ჩვენ არ შეგვიძლია საბოლოოდ სამყაროს დასასრულის შეჩერება. ღმერთი, საბოლოო ჯამში განაახლებს დედამიწას (გამოცხადების 21:1). აქედან გამომდინარე ვიცით, რომ დედამიწის გადარჩენა არ შეგვიძლია.
ზოგს მიაჩნია, რომ ადამიანები არ არიან უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე სხვა არსებები და რომ პატივი უნდა ვცეთ ცხოველებს, რადგან მათი უფლებები ჩვენის თანაბარია. ქრისტიანებმა ვიცით, რომ ღმერთმა დედამიწაზე ბატონობა ადამიანებს მოგვცა. ჩვენ ვიცით, რომ ადამიანები განსხვავდებიან ცხოველებისგან, რადგან ჩვენ ცალსახად ვართ შექმნილი ღვთის ხატად და გვაქვს მარადიული სულები. მაშასადამე, ცხოველებს არ აქვთ ადამიანის უფლებების თანაზომადი უფლებები.
ქრისტიანები ზრუნავენ დედამიწაზე, რადგან
1. ის ღმერთს ეკუთვნის,
2. ადამიანებს აკისრიათ ღმერთის მიერ მოცემული პასუხისმგებლობა, იზრუნონ დედამიწაზე და
3. ჩვენ ვზრუნავთ ადამიანთა მომავალ თაობაზე.
► თქვენს ერსა თუ საზოგადოებაში რა გავრცელებული პრაქტიკა აჩვენებს, რომ ადამიანებს არ აქვთ ეკოლოგიის თანმიმდევრულად ქრისტიანული გაგება?
► შესაძლო საკლასო დისკუსია: სთხოვეთ ადამიანს დახუჭოს თვალები და აღწეროს ის, რასაც ყოველთვის ხედავს, როდესაც ტოვებს ეკლესიის ეზოს. როგორ გამოიყურება ტერიტორია ეკლესიის წინ? არის ნაგავი ადგილზე? ტერიტორია ისე გამოიყურება, თითქოს ვინმე ზრუნავს მასზე? ვინ უნდა ზრუნავდეს იმ ტერიტორიაზე? აღწერეთ, როგორ შეუძლიათ ეკლესიის ხალხს ამის შეცვლა. რატომ არის საჭირო, რომ განიხილონ ტერიტორიის მოვლის აუცილებლობა? რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს მათ ზრუნვას, სხვებზე? სტუდენტებს შეუძლიათ ანალოგიურად იფიქრონ თავიანთი სახლების მიმდებარე ტერიტორიებზეც.
ჯგუფში გაზიარებისთვის
► რა ჩვევები უნდა შეიცვალოთ?
► როგორ შეუძლია თქვენს ეკლესიას შეცვალოს თავისი საზოგადოება, მაგალითით და სწავლებით?
► როგორ შეუძლია თქვენს საზოგადოებას გარემოს გაუმჯობესება, თუ მასში შემავალი ხალხი ითანამშრომლებს?
ლოცვა
ზეციერო მამა,
მადლობა, რომ სამყარო რესურსებით სავსე და ლამაზი შექმენი. მადლობა, რომ გვანდობ პასუხისმგებლობას ვიზრუნოთ, შენს მიერ შექმნილ სამყაროზე.
დაგვეხმარე, ვიცხოვროთ მადლიერებით, შენი მშვენიერი შემოქმედებისთვის.
დაგვეხმარე ერთად ვიმუშაოთ, დედამიწის რესურსებისა და სილამაზის დასაცავად.
ამინ
გაკვეთილი 8 დავალებები
(1) დაწერეთ აბზაცი, სადაც აღწერთ თქვენს გეგმას, შეცვალოთ თქვენი ჩვევები ამ გაკვეთილზე მიღებული ჭეშმარიტების თანახმად.
(2) დაწერეთ გვერდი, სადაც აღწერილი იქნება თქვენი საზოგადოების არასწორი ჩვევები და ქმედებები. შემდეგ გააგრძელეთ აღწერა, თუ როგორ აუხსნით ვინმეს, რატომ უნდა იყოს ეს ყველაფერი სხვაგვარად. დააფუძნეთ თქვენი მტკიცებულებები წმინდა წერილის კონკრეტულ ადგილებზე და ბიბლიურ მსოფლმხედველობაზე.
SGC exists to equip rising Christian leaders around the world by providing free, high-quality theological resources. We gladly grant permission for you to print and distribute our courses under these simple guidelines:
No Changes – Course content must not be altered in any way.
No Profit Sales – Printed copies may not be sold for profit.
Free Use for Ministry – Churches, schools, and other training ministries may freely print and distribute copies—even if they charge tuition.
No Unauthorized Translations – Please contact us before translating any course into another language.
All materials remain the copyrighted property of Shepherds Global Classroom. We simply ask that you honor the integrity of the content and mission.