ერნანდო კორტესი არ არის მაგალითი, რომელსაც უნდა მივყვეთ, მის ხასიათსა და ამბიციებში. თუმცა, მისმა ერთმა ქმედებამ აჩვენა მისი მიზნებისადმი სრული ერთგულება. 1519 წლის გაზაფხულზე, ერნანდო კორტესი სათავეში ჩაუდგა ექსპედიციას იმ ტერიტორიის დასაპყრობად, რომელსაც დღეს მექსიკა ეწოდება. ესპანეთის გუბერნატორმა გამოყო ამ ექსპედიციისთვის თერთმეტი გემი და შვიდასი კაცი. ზღვაში გატარებული რამდენიმე თვის შემდეგ, კორტესმა და მისმა ხალხმა საბოლოოდ მიაღწიეს მექსიკის სანაპიროებს. შემდეგი გამოწვევა იყო დედაქალაქისკენ მისასვლელი გზის გავლა. კორტესმა იცოდა, რომ ხმელეთზე მგზავრობა რთული და საშიში იქნებოდა. მას სურდა, რომ მის ხალხს გაეცნობიერებინათ, რომ უკან დახევა მიუღებელი იყო, ამიტომ მან ყველა გემი დაწვა. მან ესპანეთში დაბრუნება შეუძლებელი გახადა და ამავდროულად შექმნა წარმატების მოტივაცია. ანალოგიურად, ყველა ადამიანი, ვინც შედის ქორწინებაში, უნდა იყოს აბსოლუტურად ერთგული, გააცნობიეროს, რომ როდესაც ის ქორწინებაშია, სხვა არჩევანი არ არსებობს.
შესავალი
ბიბლიური ქორწინება მშვენიერი რამაა.[1] მაგრამ წყვილებმა, რომელთაც სურთ განიცადონ მისი სილამაზე და დააგემოვნონ მისი სიკეთე, უნდა შეისწავლონ რას გვასწავლის წმინდა წერილი ამის შესახებ და შემდეგ მორჩილად მიყვნენ ნასწავლს. კმაყოფილების მომცემი ქორწინება მოითხოვს ძალისხმევას და მსხვერპლს.
► ვინმეს სურს გაუზიაროს, როგორ შევიდა ის ქორწინებაში სარგებლის მოლოდინში, მაგრამ ვერ აცნობიერებდა აუცილებელ ვალდებულებას?
იმისათვის, რომ გავიგოთ რა არის ქორწინება, ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ მის დასაბამს - დაბადებას. შექმნის ისტორია გვასწავლის ქორწინების შესახებ.
„თქვა უფალმა ღმერთმა: “არ არის კარგი, კაცის მარტოობა! შევუქმნათ მას შესაფერისი შემწე” (დაბადების 2:18).
ისევე, როგორც ღმერთი არის მამა, ძე და სულიწმიდა თანაზიარებაში, ღმერთმა შეგვქმნა, რომ ვიყოთ სოციალურები. ჩვენ ვართ შექმნილნი, რათა ვისაუბროდ. ჩვენ შექმნილნი ვართ სიახლოვისა და ურთიერთობისთვის. ღმერთმა თქვა, რომ მარტო ყოფნა არ არის კარგი!
დაბადების მოვლენების აღწერილობის ყველა ნაწილი, ღირსებას ანიჭებს ქორწინებას. ღმერთმა აიღო კაცისგან ნეკნი, შექმნა მისგან მშვენიერი ასლი და ის „განსაკუთრებული პატივით წარუდგინა კაცს, როგორც შემოქმედის უკანასკნელი და ყველაზე სრულყოფილი ნამუშევარი. ამ აღწერილობის ყოველი ნაბიჯი და ეტაპი განკუთვნილია ქორწინების გასაკეთილშობილებლად.”[1] “სიტყვა ("წარუდგინა ის") გულისხმობს მის საზეიმო წარდგენას ქორწინების აღთქმის კავშირში, რომელსაც ამიტომ უწოდებენ ღვთის აღთქმას (იგავების 2:17).”[2]
ქორწინება უნდა იყოს სიხარულის მომტანი კავშირი.
როდესაც ადამმა თქვა: “ეს არის ძვალი ჩემი ძვალთაგანი…” (2:23) ის გამოხატავდა პატივისცემას და აღფრთოვანებას. ადამს არ უთქვამს: “როგორც იქნა, მონა! ახლა მე მყავს ის, ვინც დამირეცხავს, საჭმელს მომიმზადებს, ზურგის მასაჟს გამიკეთებს და ჩემს სამუშაოებს შეასრულებს!” არა, ადამმა თქვა: “როგორც იქნა, ჩემი შესაფერისი!”
ქორწინება უნდა იყოს თანასწორთა კავშირი.
“... შესაფერისი შემწე (სრულყოფილი ასლი)” (2:18).
მეთიუ ჰენრი გვახსენებს: „ქალი ადამის გვერდიდან გამოღებული ნეკნისგან იყო შექმნილი; არა მისი თავისგან, რათა არ მართავდეს მას, არც მისი ფეხისგან, რათა მის მიერ არ იყოს გათელილი, არამედ მისი გვერდიდან, რათა იყოს თანაბარი მასთან, მისი ხელის ქვეშიდან, რათა იყოს დაცული და მისი გულის სიახლოვიდან, რათა იყოს სიყვარულის ობიექტი.”[3] ადამ კლარკი აცხადებს: ”ის უნდა ყოფილიყო მამაკაცის სრულყოფილი მსგავსება, რომელსაც არ ექნებოდა არც არასრულფასოვნება და არც უპირატესობა, არამედ ყოფილიყო ყველაფერში მისი მსგავსი და თანასწორი.”[4]
ქორწინება უნდა იყოს აღთქმის კავშირი.
„ამიტომ მიატოვებს კაცი თავის მამას და დედას, მიეკრობა (მიეწებება) თავის დედაკაცს და გახდებიან ისინი ერთხორცად” (2:24). ძლიერი ქორწინება არ ემყარება რომანტიკას (რომანტიკული გრძნობები მოდის და მიდის), სიამოვნებას (თუმცა ჯანსაღ ქორწინებას მოაქვს სიხარული) ან პირად კმაყოფილებას (თუმცა ძლიერ ქორწინებას ნამდვილად მოაქვს კმაყოფილება). ქორწინების მშვენიერი უპირატესობები არ იწვევს ძლიერ ქორწინებას; ისინი ძლიერი ქორწინების შედეგია. ქორწინება დამყარებულია აღთქმის ურყევ საფუძველზე - ერთი მამაკაცი და ერთი ქალი მთლიანად არიან ერთიმეორისადმი მიძღვნილნი, მთელი ცხოვრება.
ქორწინება უნდა იყოს გამჭვირვალე, სანდო, მიმღები ურთიერთობა - “ორივენი შიშვლები იყვნენ, ადამი და მისი დედაკაცი და არ რცხვენოდათ” (2:25). იმის გამო, რომ ცოდვას ჯერ არ ჰქონდა გაფუჭებული პირველი წყვილის უდანაშაულობა, მათი ქორწინება განკითხვის, სირცხვილისა და შიშის გარეშე მოხდა. ახალი აღთქმა გვეუბნება: „ყველას ცოლ-ქმრობა იყოს პატიოსანი, სარეცელი - შეუბილწავი…” (ებრაელთა 13:4).
ძლიერი ქორწინება არ არსებობს იქ, სადაც არის დაუცველობა, უნდობლობა, ეჭვი ან შიში; სადაც წყვილი არ არის დარწმუნებული ერთმანეთის ვალდებულებაში ქორწინების მიმართ. ძლიერი ქორწინება მოითხოვს მტკიცე დაპირებას: „სანამ სიკვდილი არ დაგვაშორებს!”
ხატოვანი ინგლისური გამოთქმაა "დაწვა ხიდი შენს უკან", რაც იმას ნიშნავს, რომ შენი ვალდებულების განხორციელება, უკან დაბრუნებას შეუძლებელს ხდის.
წარმატებული ქორწინება წვავს ყველა ხიდს და ყველა გემს. განქორწინება ან განშორება მიუღებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხდება სასტიკად მოპყრობა ან ღალატი. მაშინაც კი, როდესაც ეს ხდება, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ხშირად ღმერთს შეუძლია გამოსყიდვა.
აღთქმის მიერი სიყვარული არის საკუთარი თავის მიძღვნა, პატივისცემა და ურთიერთობის გალამაზება, მაშინაც კი, როდესაც ის რთულია (1 კორინთელთა 13). სუსტი ერთგულება იწვევს ყოყმანს ძალისხმევაში, ემოციურ გათიშვას, განშორებას და ცდუნებას.
ქმარი ცხოვრობს აღთქმის მიერი სიყვარულით, როდესაც ის არასოდეს იტყვის უარს თავის პატარძალზე მაშინაც კი, როდესაც ის არ პასუხობს, ან უხეშია, ან ავად არის. ცოლი ცხოვრობს აღთქმის მიერი სიყვარულით, როდესაც ირჩევს ქმრის პატივისცემას და მორჩილებას ქრისტეს გულისთვის, მაშინაც კი, როდესაც ქმარს არ უყვარს ის.
ქმრის სიყვარული იძენს ცოლის პატივისცემას და ცოლის პატივისცემა მოიპოვებს ქმრის სიყვარულს. და ისინი აგრძელებენ ზრდას!
► რა პრობლემები წარმოიქმნება იმ შემთხვევაში, თუ ადამიანები ქორწინებისას ფიქრობენ, რომ მათ შეუძლიათ შეცვალონ თავიანთი გადაწყვეტილება მოგვიანებით, თუ ისინი უკმაყოფილონი იქნებიან ქორწინებით? რატომ არის მნიშვნელოვანი ერთგულება - როდესაც მამაკაცს სჯერა, რომ მისი ქორწინება მუდმივია?
ბიბლიური ქორწინება არის შექმნის ადგილი: შთამომავლობა.
„აჰა, შვილები - მემკვიდრეობა უფლისგან, მუცლის ნაყოფი - მისი საზღაური“ (ფსალმუნის 126: 3).
ბავშვები ღვთის საჩუქარია, მაგრამ გარკვეული თვალსაზრისით ისინი ასევე არიან მშობლების საჩუქარი ღმერთისთვის. “განა ერთ სხეულად არ გქმნათ უფალმა? სულიც და სხეულიც მას ეკუთვნის; რატომ გქმნათ ერთ სხეულად და რას ითხოვს კაცი? შთამომავლობას ღვთისგან. ამიტომ გაუფრთხილდით თქვენს სულებს და ნუ უღალატებთ სიჭაბუკის ცოლს“ (მალაქიას 2:15).
ზოგი ირჩევს იცხოვროს ისეთი ცხოვრებით, რომელშიც არ მოიაზრებიან ბავშვები, მაგრამ ბიბლია გვასწავლის, რომ ღმერთისთვის სასიამოვნოა, როდესაც მშობლებს ჰყავთ ღვთისმოსავი შვილები.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ღმერთს არ სურს მხოლოდ გამრავლება, არამედ ღმერთმა მშობლებს მოუწოდა, ასწავლონ შვილებს ქრისტეს მიმდევრობა.
ბიბლიური ქორწინება ქრისტესთვის.
ეფესელთა 5:30-32-ში სულიწმიდა ამხელს ქორწინების უფრო ღრმა მნიშვნელობას, რომელიც დაფარულია იესოს მოსვლამდე. ქორწინება არის მიწიერი სურათი, რომელიც ასახავს იესო ქრისტესა და მის ეკლესიას შორის ურთიერთობას.
პავლე ამ ნაწილს იწყებს ქრისტიანების მიმართ მოწოდებით: „აღივსენით სულით” (ეფესელთა 5:18). სწორედ ამ კონტექსტში გვთავაზობს ის შემდგომ მითითებებს ქორწინების შესახებ:
სულით სავსე პატარძალიდაემორჩილება თავის საქმროს (მის „თავს”), „უფალში”, ისევე, როგორც ქრისტიანები ემორჩილებიან იესოს (ეფესელთა 5:24, 32; იხ. ასევე 1 პეტრე 3:1), ამრიგად ის იესოს, ასევე მისი ქმრის მიმართ გამოხატავს მოწიწებას (პატივისცემას).
თითოეული ცოლისთვის მნიშვნელოვანია გაითვალისწინოს „უფალი,” მის მორჩილებაში. ეს მორჩილება მისთვისაა და მისდამი, და არა მხოლოდ ქმრისადმი. მისი მზერა იესოსკენ არის მიმართული, მხოლოდ ის არის უდანაშაულო. ცოლის ქმრისადმი ნებაყოფლობითი მორჩილება, იესოს თაყვანისცემაა.
ბიბლიური მორჩილება, ისევე როგორც სიყვარული, არ შეიძლება იძულებითი იყოს. ბიბლიური მორჩილება არის საჩუქარი, რომელსაც ცოლები სთავაზობენ თავიანთ ქმრებს, ქრისტესადმი თაყვანისცემის გამო (ეფესელთა 5:33). მორჩილება "ყველაფერში" (გარდა იმისა, რაც საფრთხეს უქმნის მის ჯანმრთელობას ან ზიანს აყენებს მის ურთიერთობას იესოსთან), არის იესოს თაყვანისცემა.
ქმრისადმი ცოლის მორჩილება, მის მიმართ პატივისცემის გამოხატულებაა (მუხლი 33), როგორც სულით სავსე ცხოვრების ნაწილის (5:18-21). ეს პატივისცემა მომდინარეობს „ფაქიზი და მშვიდი სულიდან", რაც ესოდენ ძვირფასია ღმერთის წინაშე (1 პეტრეს 3:4).
სულით სავსე საქმრომ უნდა შეიყვაროს თავისი პატარძალი, როგორც იესოს უყვარს თავისი ეკლესია (ეფესელთა 5:25). საქმროს უნდა უყვარდეს ის, როგორც საკუთარი სხეული უყვარს (მუხლები 28-29). მან უნდა გამოავლინოს იგივე სულით სავსე თავგანწირვა, როგორც იესომ გამოხატა თავისი ეკლესიის მიმართ, როდესაც „თავი გასწირა მისთვის”. ეს არის მისი „მორჩილების” აქტი (ეფესელთა 5:21). ერთმა კომენტატორმა ასე თქვა:
ისევე როგორც მან (იესომ) თავი გაიღო ჯვარზე ტანჯვისთვის, რათა ეკლესია გადარჩენილიყო, ჩვენც მზად უნდა ვიყოთ ვუარყოთ საკუთარი თავი და ავიტანოთ შრომა და განსაცდელი, ჩვენი ცოლის გასაბედნიერებლად. ქმრის მოვალეობაა იშრომოს მისი მხარდაჭერისთვის; დააკმაყოფილოს მისი საჭიროებები; უარი თქვას დასვენებაზე და სიმშვიდეზე, თუ საჭიროება იდგება, რათა დაეხმაროთ მას ავადმყოფობის დროს; შევიდეს მასზე წინ საფრთხეში; დაიცავით ის, თუ მას საფრთხე ემუქრება; გაუძლოს მას, როდესაც ის გაღიზიანებულია; ჩაეჭიდოს მას, როდესაც ის მას ხელს კრავს; ილოცოს მასთან ერთად, როდესაც ის სულიერ გასაჭირშია; და მზად იყოს სიკვდილისთვის, მის გადასარჩენად. ეს ესე რატომ არ უნდა იყოს? თუ მათი გემი დაიმსხვრა და ერთი ფიცარია დარჩენილი, რომელზეც შეიძლება უსაფრთხოდ ყოფნა, განა ის არ მოისურვებდა მის მოთავსებას მასზე, რათა ის ჯანმრთელად და უსაფრთხოდ იყოს, საკუთარი თავისთვის ნებისმიერი საფრთხის მიუხედავად? უფრო მეტიც ... ქმარმა უნდა იგრძნოს, რომ მისი ცხოვრების მთავარი მიზანი უნდა იყოს ცოლის ხსნა. მან უნდა უზრუნველყოს ის ყველაფრით, რაც მას შეიძლება დასჭირდეს მისი სიცოცხლისთვის… და მან უნდა მისცეს მაგალითი; მისცეს რჩევა, თუ მას ეს სჭირდება; და შეუმსუბუქოს მას ხსნის გზა, რათა რაც შეიძლება ადვილი იყოს მისთვის. თუ ქმარს აქვს მაცხოვრის სული და თავგანწირვა, ის არ მიიჩნევს არც ერთ მსხვერპლს ძალიან დიდად, თუ მას შეუძლია ხელი შეუწყოს თავისი ოჯახის ხსნას.[5]
საქმრო უნდა იღწვოდეს თავისი პატარძლის სიწმინდისთვის, როგორც ქრისტე წმენდს მის პატარძალს, ეკლესიას, „… რათა წმიდაეყო იგი და განეწმიდა... და ასე წარედგინა თავისთვის დიდებულ (ბრწყინვალე) ეკლესიად, რომელსაც არა აქვს ლაქა, არც მანკი, ან რაიმე მსგავსი… (ეფესელთა 5:26-27).
ძველ დროში, მონარქების პატარძლები ფიზიკურად იწმინდებოდნენ ძვირადღირებული კოსმეტიკური საშუალებებით - „ექვსი თვე მურის ზეთით ზელდნენ და ექვსი თვე _ სურნელებებით და ქალთა ნელსაცხებლებით” (იხ. ესთერი 2:12 და შემდეგ). ამგვარად ემზადებოდა ქალწული ქმართან შესახვედრად.
სულიერი გაგებით, ქმარმა უნდა უზრუნველყოს ცოლის კეთილდღეობისთვის აუცილებელი ყველა საშუალება - ერთგულება, უპირობო სიყვარული, გაგება, ლოცვა, რჩევა, სწავლება და სიკეთე.
როდესაც ქმარი ცოლს ასეთი სიყვარულით ექცევა, მას უკან ბედნიერებად დაუბრუნდება. პავლე ამბობს: „ვისაც თავისი ცოლი უყვარს, მას საკუთარი თავი უყვარს” (ეფესელთა 5:28). ქმრები, რომლებსაც უყვართ თავიანთი ცოლები ასეთი თავდაუზოგავი სახით, უფრო მეტად დაჯილდოვდებიან უფლის მიერ და, სავარაუდოდ, მისი ცოლის პატივისცემით, სიყვარულით და ერთგულებითაც.
► რა განსაკუთრებული რამ უნდა გააკეთოს ქმარმა, მეუღლის სულიერი მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად?
[4]Adam Clark. Adam Clarke’s Commentary on the Bible
[5]ალბერტ ბარნსი, კომენტარი ეფესელთა მიმართ წერილიდან, (მეხუთე თავი)
გზები, რომლითაც წყვილებს შეუძლიათ გააძლიერონ თავიანთი ქორწინება
(1) მათ უნდა იზეიმონ ღვთის თავდაპირველი განზრახვის გამო და დააფასონ თავიანთი უნიკალური როლი ქორწინებაში.
ქმრებს უნდა ახსოვდეთ, რომ მათი ცოლები არიან ღმერთის საჩუქარი და „სრულყოფილი პარტნიორი” და მზად უნდა იყვნენ სიცოცხლე გაიღონ მისი უსაფრთხოების, სულიერი, ემოციური და ფიზიკური კეთილდღეობისთვის. მან უნდა აირჩიოს, იყოს მისთვის მადლიერი და შეიყვაროს ის მაშინაც კი, როდესაც ამას ყველაზე ნაკლებად იმსახურებს, ხვდება რა, რომ მხოლოდ ღმერთს შეუძლია შეცვალოს ის, რაც შესაცვლელია მასში. ღმერთი დააფასებს მის მორჩილებას და რწმენას.
ცოლმა უნდა პატივი სცეს იმას, რომ ღმერთმა აირჩია ქმარი მის თავად, პატივი უნდა სცეს მას ყოველმხრივ და დააფასოს მისი ხელმძღვანელობა. მან უნდა აირჩიოს მორჩილება და პატივისცემა მაშინაც კი, როდესაც ქმარი შეცდომებს უშვებს და ყველაზე ნაკლებად იმსახურებს, ილოცოს, რომ ღმერთმა შეცვალოს ის, რაც შესაცვლელია მასში. ღმერთი დააფასებს მის მორჩილებას და რწმენას.
(2) დაქორწინებულმა წყვილებმა უნდა განავითარონ ნამდვილი სულიერი და ფიზიკური სიახლოვე.
მათ უნდა შეეცადონ გაიცნონ ერთმანეთი შიშის, კრიტიკის, სხვებთან შედარების, შეურაცხყოფის, გულისთქმის, თვითდაკმაყოფილების ან დამცირების გარეშე. მათ უნდა იცხოვრონ გახსნილად და გულწრფელად ღმერთისა და ერთმანეთის წინაშე.
(3) დაქორწინებულმა წყვილებმა უნდა მისდიონ ღვთის მადლის მაგალითს, როდესაც ისინი კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებენ.
როდესაც ადამი და ევა ცოდვაში ჩავარდნენ და სირცხვილი და სინანული იგრძნეს, ღმერთმა გამოავლინა თავისი ძალა, რათა გამოესყიდა ისინი წარუმატებლობებისგან. ღმერთმა მსხვერპლად ცხოველი გაიღო, რათა ადამისა და ევასთვის ტყავის სამოსელი გაემზადებინა, მათი სიშიშვლის დასაფარად (დაბადების 3:21). ღვთის ეს მოსიყვარულე მოქმედება იყო მადლის გამოხატულება და ღვთის დაპირება ქრისტეს მეშვეობით გამოსყიდვის შესახებ. ღმერთის სამოსმა ქრისტეს მეშვეობით, საშუალება მისცა მათ და ჩვენც მივიღოთ პატიება და აღდგენა. ქრისტეს მეშვეობით, დაქორწინებულ წყვილებს შეუძლიათ დამარცხების შემდეგაც კი დაუბრუნდნენ ინტიმურ ურთიერთობას, სირცხვილის გარეშე.
იესოს მაგალითი ქალთა პატივისცემისა
I საუკუნის რომაულ სამყაროში და იუდაიზმში ქალები მამაკაცებზე დაბალ დონეზე ითვლებოდნენ. ქალებისადმი დაბალი დამოკიდებულება კვლავ გავრცელებულია მსოფლიოს მრავალ კულტურაში და მრავალ ოჯახში. ქალებს არ სცემენ პატივს, იყენებენ როგორც სექსუალურ ობიექტებს და ძალადობენ. მაგრამ იესოს მიერ ქალებისადმი დიდი პატივისცემა, უნდა იყოს ჩვენთვის მაგალითი.
ქრისტესთვის, ქალები არიან იგივე ღირსებისა და ღირებულების მქონენი, როგორც მამაკაცები. იესომ თქვა: “... დასაბამიდან შემოქმედმა მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი" (მათეს 19: 4; დაბადების 1:27). ქალებიც ღვთის ხატად არიან შექმნილნი, ისევე როგორც კაცები. მამაკაცების მსგავსად, მათ აქვთ თვითცნობიერება, პირადი თავისუფლება, გარკვეული ხარისხის თვითგამორკვევა და პირადი პასუხისმგებლობა თავიანთ ქმედებებზე.
იესომ აღიარა ქალები, როგორც თანასწორები. იესოს მოწაფეები ორ სქესს წარმოადგენენ, მამაკაცები და ქალები. ქალები იესოს მიერ აღიქმებიან როგორც ნამდვილი პიროვნებები და არა როგორც მამაკაცების სურვილების ობიექტები. ის მათ განიხილავდა როგორც პიროვნებებს, ვისთვისაც ის მოვიდა ამქვეყნად.
ჯეიმს ბორლანდი, ჯონ პაიპერთან და უეინ გრუდემთან ერთად, გვთავაზობს ამ ნათელ მაგალითებს ქალებისადმი იესოს მაღალი შეხედულებებისა და ქალებისადმი მისი პატივისცემისა, როგორც ეს ოთხ სახარებაშია მოძიებული:
(1) იესო რეგულარულად მიმართავდა უშუალოდ ქალებს, საზოგადოებაში ყოფნისას.
ეს უჩვეულო იყო კაცისთვის იესოს დროს (იოანეს 4:27). მოწაფეები გაოცდნენ, როდესაც დაინახეს, რომ იესო სამარიელ ქალთან საუბრობს, სიქარის ჭასთან (იოანეს 4:7-26). ის ასევე თავისუფლად ელაპარაკებოდა მრუშობაში წასწრებულ ქალს (იოანეს 8:10-11). ლუკა აღნიშნავს, რომ იესო საჯაროდ ესაუბრა ქვრივს ნაინაში (ლუკას 7:12-13), სისხლდენით დატანჯულ ქალს (ლუკას 8:48; მათეს 9:22; მარკოზის 5:34), და ქალს, რომელმაც მას ბრბოდან მიმართა (ლუკას 11:27-28). იესომ მიმართა თვრამეტი წლის განმავლობაში დაკრუნჩხულ ქალს (ლუკას 13:12) და ქალთა ჯგუფს, გოლგოთისკენ მიმავალ გზაზე (ლუკას 23:27-31).
(2) იესომ ქალებისადმი თავისი მზრუნველობა და დიდი პატივისცემა გამოავლინა მათთან საუბრის ფორმით.
ის საუბრობდა გულისხმიერად და მზრუნველად. მათე, მარკოზი და ლუკა წერენ, რომ იესომ სისხლდენის მქონე ქალს "ასული" უწოდა, ხოლო დაკრუნჩხულ ქალს "აბრაამის ასული" (ლუკას 13:16). იმით, რომ იესომ მათ "აბრაამის ასულები" უწოდა, ამით თანაბარი სულიერი მდგომარეობა მიანიჭა "აბრაამის ძეებთან.”
(3) იესო აჩვენებს ქალების თანდაყოლილ ღირებულებას იმით, რომ პირადად აკისრებს მათ პასუხისმგებლობას თავიანთ ცოდვაზე.
ეს ჩანს იმ ქალთან მის ურთიერთობაში, რომელსაც შეხვდა სიქარის ჭასთან (იოანეს 4:16-18), მრუშობაში წასწრებულ ქალთან (იოანეს 8:10-11) და ცოდვილ ქალთან, რომელმაც სცხო მისი ფეხები (ლუკას 7:44-50). მათი ცოდვა იგნორირებული კი არა, არამედ დაპირისპირებული იყო. მისმა ქმედებებმა აჩვენა, რომ ყველა ქალს აქვს პირადი თავისუფლება, პასუხისმგებელია მის არჩევანზე და პირადად უნდა გადაწყვიტოს ცოდვის, მონანიებისა და პატიების საკითხები.
იესოს დამოკიდებულებამ ქალებთან, როგორ უნდა წარმართოს ეკლესია დღეს
ქალების იდეალური ბიბლიური როლი მსახურებაში და სახლში განიხილება დღეს ბევრ ეკლესიაში და კონფესიაში, ასეც უნდა იყოს, მაგრამ ქალის ღირებულება და თანასწორობა, როგორც ღვთის ხატად შექმნილი პიროვნებისა, არასოდეს დგება კითხვის ნიშნის ქვეშ. იესო განუწყვეტლივ აჩვენებდა ქალის, როგორც პიროვნების, ფასეულობას და ღირსებას. იესომ დაადგინა ქალები, მისი აღდგომის პირველ მაუწყებლებად (იოანეს 20:17). ის აფასებდა მათ თანაზიარებას, ლოცვებს, ქრისტიანულ მსახურებას, ფინანსურ დახმარებას, დამოწმებას და მოწმობას. იესო პატივს სცემდა ქალებს, ასწავლიდა ქალებს და გულისხმიერად ემსახურებოდა ქალებს.
ქალებისადმი პატივისცემა, რომელიც ახალ აღთქმაშია გამოვლენილი
ქალებისადმი იესოს პატივისცემის მაგალითი ვლინდება სულიწმიდის ცხოვრებაში. სულთმოფენობის დღეს სულიწმიდა გადმოიღვარა როგორც "ძეებზე და ასულებზე", ასევე "მონებსა და მხევლებზე" (საქმეების 2:17, 18). სულიწმინდა არ ავლენდა მიკერძოებას.
რომაელთა მე-16 თავში, პავლე აქებს ქალს, სახელად ფებე, როგორც „ეკლესიის მსახურს“ (მუხლი 1), პრისკილას და აკვილას, როგორც „ჩემი თანამშრომელნი ქრისტე იესოში, რომელთაც თავი დასდეს ჩემი სიცოცხლისთვის“ (მუხლები 3-4),[1] მარიამს, როგორც მას, ვინც "ბევრი იშრომა თქვენთვის" (მუხლი 6),[2] იუნიას, როგორც მას, ვინც "განთქმულია მოციქულებს შორის" (მუხლი 7) და სხვა ქალებსაც.
1 თესალონიკელებში პავლე აქებს ქალების, ღვთის მიერ ჩაფიქრებულ, სინაზესა და დედობრივ სიყვარულს, როდესაც წერს: „მაგრამ მშვიდად ვიქცეოდით თქვენს შორის, როგორც მეძუძური, თავის ბალღებს რომ დაჰფოფინებს” (1 თესალონიკელთა 2:7). ეფესელებში ის ავალებს ქმრებს, უყვარდეთ თავიანთი ცოლები, "როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია და თავი გასწირა მისთვის" და "როგორც საკუთარი სხეულები" (ეფესელთა 5:25, 28). პეტრე მიმართავს ქმრებს: „გონივრულად მოეპყარით ცოლებს, როგორც უფრო სათუთ ჭურჭლებს და პატივი ეცით...“ (1 პეტრეს 3:7).
ცხადია, ადრეულ ეკლესიაში ქალები ფასეულად ითვლებოდნენ და მამაკაცებს ასწავლიდნენ ქალების პატივისცემას. დროა სულიერი ლიდერები ყველგან დაუდგნენ ქალებს და დაუპირისპირდნენ მათდამი არასათანადო მოპყრობას ყველა კულტურაში. დროა დავაფასოთ ქალები, როგორც პიროვნებები, რომლებიც შემოქმედის მიერ განუმეორებლად არიან შექმნილნი, მის ხატად. ეკლესიაში ან ოჯახში მამაკაცისა და ქალის როლის განსხვავების შესახებ ნებისმიერი სწავლება უნდა დაიწყოს ამ საფუძვლიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი სწავლება ბოროტად იქნება გამოყენებული.
ქორწინება არის ღმერთის ქმნილება და არა ადამიანის. აქედან გამომდინარე, ჩვენ ღმერთს უნდა მივმართოთ მითითებების მისაღებად და არა ქვეყნიერებას, ან კულტურას. მხოლოდ მან იცის როგორ გახადოს ჩვენი ქორწინება ძლიერი, მტკიცე და ღირებული. მაგრამ ჩვენ ვერასოდეს ვიქნებით ის მეუღლეები, როგორებიც უნდა ვიყოთ, სულიწმიდის გარეშე!
ჯგუფში განხილვისთვის
► ახსენით პრინციპები, რომლებიც ეკლესიამ უნდა ასწავლოს ქორწინებების გასამტკიცებლად. უმთავრესად, რისი გაგება აკლია თქვენს გარემოცვას?
► როგორი მოპყრობაა თქვენი ქვეყნის ეკლესიებში ქალებისადმი, მამაკაცებისგან განსხვავებით? არის რაიმე განსხვავება ეკლესიებსა და კულტურას შორის?
► იესოს მაგალითზე დაყრდნობით, რა წეს -ჩვეულებები უნდა შეიცვალოს?
ლოცვა
ზეციერო მამა,
მადლობას გიხდით მშვენიერი საჩუქრისთვის, რასაც ქორწინება ჰქვია. დაგვეხმარე, ვიკისროთ ვალდებულებები იმისთვის, რომ განვიცადოთ ქორწინება ისე, როგორც შენ დაგეგმე.
დაგვეხმარე, გამოვავლინოთ ისეთი სიყვარული, როგორც ქრისტესა და ეკლესიას შორის არსებული სიყვარულია.
დაგვეხმარე, რომ გავცდეთ ჩვენი კულტურის დაშვებებს, ერთმანეთის პატივისცემაში.
მადლობა სულიწმიდას მოქმედებისთვის, რომელიც სიხარულის მომგვრელ და ძლიერ ურთიერთობებს, შესაძლებელს ხდის.
ამინ
გაკვეთილი 6 დავალებები
(1) წერილობით აღწერეთ განსხვავებები ქალებსა და მამაკაცებს შორის თქვენს კულტურაში. როგორ შეიძლება ამ განსხვავებების გამოსწორება ბიბლიური ჭეშმარიტების გულდასმით გამოყენებით?
(2) შეარჩიეთ ორი პრინციპი, რომელიც თქვენთვის ახალი იყო ამ გაკვეთილიდან. დაწერეთ აბზაცი, ახსენით თითოეული მათგანი, თქვენი სიტყვებით.
(3) მოამზადეთ მოკლე პრეზენტაცია ქვემოთ ჩამოთვლილ თემებზე. (კლასის ლიდერმა თითოეულ სტუდენტს გადასცეს თემა.) გაუზიარეთ პრეზენტაცია მომდევნო გაკვეთილის დასაწყისში.
ქორწინების კავშირის ღვთიური ჩანაფიქრი
ქორწინების ბიბლიური მიზნები
ქორწინების განმტკიცების გზები
ბიბლიური შეხედულება ქალებზე
ღმერთის მიერ ბოძებული როლები ქორწინებაში და სულით ავსების მნიშვნელობა ამ როლების შესასრულებლად
SGC exists to equip rising Christian leaders around the world by providing free, high-quality theological resources. We gladly grant permission for you to print and distribute our courses under these simple guidelines:
No Changes – Course content must not be altered in any way.
No Profit Sales – Printed copies may not be sold for profit.
Free Use for Ministry – Churches, schools, and other training ministries may freely print and distribute copies—even if they charge tuition.
No Unauthorized Translations – Please contact us before translating any course into another language.
All materials remain the copyrighted property of Shepherds Global Classroom. We simply ask that you honor the integrity of the content and mission.