გამოგონილ მოთხრობაში, "რობინზონ კრუზო", კაცი გადარჩა, ზღვაში გემის მსხვრევის შემდეგ და ცურვით მიაღწია კუნძულს. იქ ის თვეების განმავლობაში მარტო იყო. მან ააშენა თავშესაფარი, გაიკეთა ტანსაცმელი და ისწავლა საკვების პოვნა. ერთხელაც, ზღვის პირას სეირნობისას, ის შეაშფოთა, ქვიშაზე დანახულმა ადამიანის ნაკვალევმა. ეს იმას ნიშნავდა, რომ იქ სხვა ადამიანიც იყო. მან არ იცოდა, ადამიანი მეგობარი იქნებოდა თუ მტერი. მან არაფერი იცოდა პიროვნების ხასიათის, ენის, ეთნიკური კუთვნილების ან იქ ყოფნის მიზეზის შესახებ. მან არ იცოდა როგორ შეცვლიდა ეს ადამიანი მის ცხოვრებას კუნძულზე. იმის გამო, რომ ურთიერთობები დიდ გავლენას ახდენს ინდივიდის ცხოვრებაზე, რობინზონმა განიცადა იმედიც და შიშიც, როდესაც ნახა ნაკვალევი.
ურთიერთობების მნიშვნელობა სულიერ განვითარებაში
პირველი საუკუნის ეკლესიას მოუწია მრავალი კონფლიქტის მოგვარება… ებრაელების და წარმართების… სოციალური კლასების… კულტურების… სქესთა შორის…. პავლე მოციქულმა უთხრა მათ: „მიიღეთ ერთმანეთი…“ (რომაელთა 15:7).
► წარმოიდგინეთ ადამიანი, მარტო კუნძულზე. შეუძლია მას ვინმეს მიმართ მომთმენი იყოს? შეუძლია ვინმეს აპატიოს?
თქვენ ვერ განავითარებთ და გამოავლენთ ქრისტიანობის დამახასიათებელ მოთმინებას, სხვა ადამიანებთან ურთიერთობის გარეშე. თქვენ ვერ აპატიებდით სხვებს ან სხვებისგან ვერ მიიღებდით პატიებას, ურთიერთობების გარეშე.
► კიდევ რა ქრისტიანული თვისებები და საქმიანობა მოითხოვს სხვა ადამიანებთან ურთიერთობას?
ეს ხდება სხვა ადამიანებთან ურთიერთობისას. თვისებების განვითარება და გამოვლენა შესაძლებელია მხოლოდ ურთიერთობებში. ეს ნიშნავს, რომ ადამიანებთან ჩვენი ურთიერთობა დიდ გავლენას ახდენს ჩვენს სულიერ განვითარებაზე.
ბიბლია იძლევა მითითებებს სხვადასხვა სახის ურთიერთობებისთვის. არსებობს კონკრეტული მიმართულებები ურთიერთობებისათვის, ცოლ-ქმარს, მშობლებს და შვილებს, დამსაქმებლებს და თანამშრომლებს, პასტორებსა და ეკლესიებს, ხანდაზმულებსა და ახალგაზრდებს შორის.
წმინდა წერილში არის, სულ მცირე, სამი პრინციპი, რომელიც ეხება ნებისმიერი სახის ადამიანურ ურთიერთობას: მშვიდობის, სიყვარულის და პატივისცემის პრინციპები.
ეს მუხლი ძალიან ხაზგასმით აცხადებს ურთიერთობების მნიშვნელობას. სიწმიდე მჭიდროდ არის დაკავშირებული ყველას მიმართ მშვიდობის დამყარებასთან.
► რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ხალხთან მშვიდობა გვქონდეს?
მშვიდობის მისაღწევად, ყველა პიროვნებას მოეპყარით ისე, როგორც გევალებათ. მიეცით ყველას, ვისიც რა გმართებთ-მადლიერება, პატივისცემა თუ მორჩილება. თუ არა, დამნაშავე ხართ კონფლიქტის გამოწვევაში. თუ თქვენ ვერ შეასრულებთ თქვენს მოვალეობებს, ან დანაპირებს ან არ გადაიხდით იმას, რაც სხვების გმართებთ, თქვენ არ მიისწრაფვით მშვიდობისკენ. როდესაც ხვდები, რომ არ შეგიძლია მისცე ის, რაც გევალება, უნდა ითხოვო პატიება და შეასრულო შენი ვალდებულებები, რამდენადაც შეგიძლია.
მაგრამ მშვიდობისკენ სწრაფვა უფრო მეტს მოითხოვს, ვიდრე იმის გაცემა, რაც გევალება. იგი მოიცავს სიყვარულისა და სიკეთის გაცემას, რომლის ვალშიც არ ხართ.
► სტუდენტმა ჯგუფს უნდა წაუკითხოს ტიტეს 3:2-3.
ჩვენ უნდა ვიყოთ მომთმენნი და მიმტევებელნი, გვესმოდეს, რომ მოუქცეველ ადამიანებს აქვთ არასწორი დამოკიდებულება და მოტივები.
თუ გსურთ მშვიდობა, თქვენ მოძებნით შეთანხმებას, როდესაც კონფლიქტი წარმოიქმნება. თქვენ მზად იქნებით აპატიოთ. თქვენ არ იჩქარებთ დასკვნებში, რომ მშვიდობის აღდგენა შეუძლებელია. თქვენ ადვილად არ მიიღებთ მუდმივ განშორებას.
იესომ თქვა, რომ თქვენ უნდა მიხვიდეთ იმ ადამიანთან, ვინც არასწორად მოიქცა თქვენს წინააღმდეგ და აუხსნათ რა ჩაიდინა მან (მათეს 18:15). თუ თქვენ მიიჩნევთ, რომ საქმე ძალიან მცირეა დასაპირისპირებლად, მაშინ არ უნდა უთხრათ სხვებს ამის შესახებ და არ ჩაიდოთ გულში წყენა დამნაშავეზე.
ზოგჯერ ადამიანები ებრძვიან მიუტევებლობას სხვა ქრისტიანების მიმართ, რომლებმაც რაღაც არასწორი ჩაიდინეს მათ წინააღმდეგ. ჩვენ შეიძლება ველოდოთ ბოროტ მოპყრობას მოუქცეველი ადამიანების მხრიდან, მაგრამ ძნელი გასაგებია, როდესაც სხვა ქრისტიანები იქცევიან ცუდად ჩვენს წინააღმდეგ.
იესომ თქვა, რომ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ პატიებისთვის სამოცდაათგზის შვიდჯერ (მათეს 18:21-22). გავრცელებული მიზეზი, რის გამოც ადამიანები ტოვებენ ეკლესიას და სულიერად ნებდებიან, ქრისტიანების მხრიდან არასათანადო მოპყრობით უკმაყოფილებაა. ხშირად წყენა ადრე მოდის, ვიდრე სხვა სახის სულიერი წარუმატებლობა.
როდესაც ადამიანი უარს ამბობს პატიებაზე, ის თავისი ცხოვრების ნაწილით ეწინააღმდეგება ღვთის ძალაუფლებას, რადგან ღმერთი ჩვენგან პატიებას ითხოვს. ეს სივრცე ხდება ტერიტორია, საიდანაც სატანას შეუძლია გავლენა მოახდინოს ცხოვრების სხვა ნაწილებზე. თუ ადამიანი უარს იტყვის პატიებაზე, ის მალე ვერ გაუძლებს ცდუნებებს, რომლებიც სრულიად დაუკავშირებელი ჩანს.
ყოველი პირადი დანაშაულის საფუძველი ჩვენი უფლებების ფასეულობაა. იმის გამო, რომ გვჯერა, რომ ვიმსახურებთ გარკვეულ მოპყრობას ან პატივისცემას, ჩვენ შეურაცხყოფილნი ვართ, როდესაც არ ვიღებთ მას. ჩვენ გვჯერა, რომ იმაზე მეტს ვიმსახურებთ, ვიდრე ვიღებთ.
სხვების პატიების გასაღები არის გამოსყიდვის გაგება. გამოსყიდვა ნიშნავს უკან ყიდვას. მას შემდეგ, რაც ღმერთმა გამოგვისყიდა, ჩვენ მას ვეკუთვნით და ჩვენი უფლებები მას ეკუთვნის. ჩვენ შეგნებულად უნდა გადავცეთ ჩვენი უფლებები ღმერთს. თქენ შეგიძლიათ ილოცოთ: "უფალო, მე ვიცი, რომ ჩემი ყველა უფლება შენ გეკუთვნის. მინდა რომ შენ აიღო მათზე პასუხისმგებლობა და მომცე მხოლოდ ის, რაც ჩემთვის კარგია." მაშინ, როდესაც ადამიანები კარგად მოგექცევიან, შეგიძლიათ მადლობა გადაუხადოთ ღმერთს, რომ მან მოგანიჭათ ეს პრივილეგია. როდესაც ვინმე ცუდად მოგექცევათ, უნდა გახსოვდეთ, რომ ღმერთი პასუხისმგებელია თქვენს უფლებებზე და მან დაინახა, რომ შეგიძლიათ უკეთ განვითარდეთ ამ უფლების გარეშე.
სხვების მიტევებით, თქვენ ემორჩილებით ღმერთს და აძლევთ უფლებას, განგავითაროთ ისე, როგორც თავად ირჩევს. ეს პრინციპი, ღმერთზე თქვენი უფლებების ჩაბარების შესახებ, ვრცელდება ყველა ადამიანურ ურთიერთობაზე. (პატიების შესახებ სხვა მითითებები მოყვანილია კოლასელთა 3:13-ში, მათეს 6:15-ში და რომაელთა 12:19-ში.)
სიყვარულის პრინციპი
ადამიანს, რომელთანაც არ ვართ ვალში, მაინც სიყვარულით უნდა მოვექცეთ. რადგან ჩვენ მივიღეთ მადლი, ჩვენ ვალში ვართ ღმერთის წინაშე. ჩვენ არ შეგვიძლია მისთვის ვალის დაბრუნება. მას არაფერი სჭირდება, მაგრამ მან გვითხრა, რომ სხვებს მივცეთ დაუმსახურებელი სიყვარული, რომელიც ჩვენ მივიღეთ.
„არავისი არაფერი დაგედოთ ვალად, გარდა ერთიმეორის სიყვარულისა” (რომაელთა 13:8).
სიყვარულია იმის მტკიცებულება, რომ ადამიანი ნამდვილი ქრისტიანია.
„თუ ვინმე ამბობს, ღმერთი მიყვარსო, თავისი ძმა კი ეჯავრება, იგი ცრუა; ვინაიდან, ვისაც არ უყვარს თავისი ძმა, რომელსაც ხედავს, არ შეუძლია უყვარდეს ღმერთი, რომელსაც ვერ ხედავს!" (1 იოანეს 4:20).
ქრისტიან მორწმუნეებს შორის განსაკუთრებული სიყვარული არსებობს და იესო პირადად იღებს თქვენს ქმედებებს და დამოკიდებულებას სხვა მორწმუნეთა მიმართ. ის იტყვის განკითხვისას: "რაც ერთს ამ ჩემს უმცირეს ძმათაგანს გაუკეთეთ, მე გამიკეთეთ" (მათეს 25:40).
მაგრამ ქრისტიანული სიყვარული უნდა გამოიხატოს არა მხოლოდ სხვა ქრისტიანების მიმართ.
მათეს 5:44-45-ში იესო ამბობს,
მე კი გეუბნებით: გიყვარდეთ თქვენი მტრები, ილოცეთ თქვენი მაწყევრებისთვის, კეთილი უყავით თქვენს მოძულეებს და ილოცეთ მათთვის, ვინც გავიწროებთ და გდევნით. რათა იყოთ თქვენი ზეციერი მამის ძენი, რომელსაც თავისი მზე ამოჰყავს ბოროტთა და კეთილთა თავზე და წვიმას უგზავნის მართლებსაც და უმართლოებსაც.
ზოგს უჭირს კეთილი იყოს მათ მიმართ, ვინც მათ აწყენინებს, მაგრამ უხეშობას გამართლება არ აქვს. ჩვენ არ უნდა მოვექცეთ ადამიანებს ისე, როგორც იმსახურებენ. ჩვენ მათ სიყვარულით და სიკეთით უნდა მოვექცეთ, იმის მიუხედავად, ისინი ამას იმსახურებენ თუ არა. უნდა გვახსოვდეს, რომ როდესაც ცოდვილები ვიყავით, ჩვენ არ ვიმსახურებდით ღვთის სიყვარულს, მაგრამ მან მაინც შეგვიყვარა (ტიტეს 3:2-3).
პატივისცემის პრინციპი
► მე რომ შემოგთავაზო ასდოლარიანი უფასოდ, ბინძური და დახეული, მოინდომებდით მას? უარს იტყოდით, იმის გამო, რომ ის ბინძურია და დახეული?
თქვენ მიიღებდით მას, რადგან მას ღირებულება აქვს, რომელიც არ არის დამოკიდებული მის მდგომარეობაზე.
ყველა ადამიანი იმსახურებს პატივისცემას, რადგან კაცობრიობა შექმნილია ღვთის ხატად.[1] ღვთის ხატება აძლევს თითოეულ ადამიანს თანდაყოლილ ფასეულობას.
მაშინაც კი, თუ ადამიანს არ გააჩნია მაღალი ინტელექტი, ან აკლია უნარ-ჩვევები, სწავლება და სხვა ყველაფერი, რაც მას გახდის წარმატებულს ან გამოსადეგს ჩვეულებრივი სტანდარტებით, ის მაინც ფასეულია, რადგან ის არის ადამიანი, რომელიც შექმნილია ღვთის ხატად.
ადამიანის თანდაყოლილი ფასეულობა რჩება, მაშინაც კი, თუ მან სულელური არჩევანის გამო თავისი თავი, სხვა მხრივ ნაკლებად ღირებული გახადა. შეიძლება მან მიატოვა სკოლა, გაანადგურა თავისი ჯანმრთელობა და ჩამოიყალიბა ცუდი ჩვევები, მაგრამ ის ფასეულია, როგორც უკვდავი სულის მქონე, ღვთის ხატად შექმნილი ადამიანი.
ადამიანის ღვთის ხატების თანდაყოლილი ფასეულობის გამო, ხალხთან ყოველ კონტაქტში უნდა გამოიჩინოთ პატივისცემა. როგორც მინიმუმ, თავაზიანობა.
მანიპულირება და მოტყუება არასწორია, რადგან ყველა ადამიანი აკეთებს არჩევანს მარადიული შედეგებით და უნდა იცოდეს გადაწყვეტილების რეალური ფაქტორები. არასწორი მიზეზით რაღაც გააკეთებინო ადამიანს სწორად, არ ნიშნავს წარმატებას, რადგან მას ჯერ კიდევ არ გაუკეთებია სწორი არჩევანი.
შეძლებისდაგვარად, ჩვენ პატივისცემით უნდა მოვექცეთ ადამიანს მაშინაც კი, როდესაც მისი საქციელი არასწორია. შეცდომების გამოსწორება და დანაშაულის გამო დასჯა (მათ მიერ, ვისაც ამის უფლება აქვს) ხორციელდება იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ საქმე გვაქვს უკვდავ არსებებთან, რომლებსაც შინაგანში ღვთის ბუნებისგან აქვთ რაღაც.
ამ პრინციპების გამოყენების უამრავი მაგალითი უნდა იყოს.
► გაუზიარეთ და ითხოვეთ მაგალითების მოყვანა იმის შესახებ, როდესაც ვინმე ცდილობდა დაეცვა მშვიდობა.
► გაუზიარეთ და სთხოვეთ მონაწილეებს აპატიონ მათ, ვის მიმართაც ისინი გრძნობენ წყენას.
► ჰკითხეთ სიტუაციაზე, როდესაც ადამიანს შეეძლო ვინმეს მიმართ მეტი სიყვარული გამოეჩინა, ვიდრე, შესაძლოა, ის იმსახურებდა.
► განიხილეთ, რას ნიშნავს პატივისცემით მოეპყროთ ადამიანს მაშინაც კი, როდესაც მისი საქციელი არასწორია.
საუბრის ბიბლიური პრინციპები
► არსებობს ძველი გამონათქვამი, რომელიც ამბობს: "კალამი უფრო ძლიერია ვიდრე ხმალი". რას ნიშნავს ეს?
არის ძალა იდეაში, დარწმუნებაში, კომუნიკაციაში. თქვენ შეგიძლიათ მიაღწიოთ უფრო მეტს ადამიანების მოტივირებით, ვიდრე მათი იძულებით. იდეა - კონცეფცია - შეიძლება გავრცელდეს და გავლენა იქონიოს ბევრ ადამიანზე.
ბიბლია საუბრობს სიტყვების ძალაზე, მოიტანოს სიკეთე ან ზიანი (იაკობის 3). ხსნის გეგმა სრულდება სახარების ძალით, რომელიც მინდობილია წარგზავნილ ადამიანებზე.
როგორ გამოვიყენოთ ჩვენი სიტყვები სიკეთის მისაღწევად და ზიანის თავიდან ასაცილებლად? ბიბლია იძლევა რამდენიმე პრინციპს.
„ვინც ბევრს ლაპარაკობს, ცოდვას ვერ ასცდება, თავისი ენის მომთოკველი კი ბრძენია“ (იგავების 10:19).
„მდუმარე ბრიყვიც კი ბრძნად ჩაითვლება, ხოლო პირმოკუმული - გონიერად“ (იგავების 17:28).
ასე რომ, ბევრს ნუ ილაპარაკებ. ზედმეტად მოლაპარაკე, სათანადოდ არ აფასებს არც საკუთარ და არც სხვის სიტყვებს. ის ამბობს იმას, რასაც სინამდვილეში არ გულისხმობს და თვლის, რომ იგივეს აკეთებენ სხვა ადამიანებიც. ის გამოთქვამს აზრს ცოდნის გარეშე. თქვენ არ უნდა გამოთქვათ აზრი იმაზე, რაც არ იცით; ყველა აზრი არ არის თანაბარი ღირებულების.
(2) ნუ ილაპარაკებ დაუფიქრებლად.
ნება არ მისცეთ თქვენს გრძნობებს გაგაკეთებინოთ ისეთი განცხადებები, რომლებზეც ინანებთ.
„ჰოდა, ჩემო საყვარელო ძმებო, ყოველი ადამიანი მოსმენაში იყოს მარდი, სიტყვაში - მძიმე და რისხვაში - ნელი“ (იაკობის 1:19)
„ბრიყვი მთელ თავის შინაგანს გადმოღვრის, ბრძენი კი - თავშეკავებულია" (იგავების 29:11).
„რისხვაში ნელი დიდად გონიერია, ფიცხი კი სიბრიყვეს ავლენს.” (იგავების 14:29).
(3) ნუ შეაფასებ სიტუაციას ერთი შეხედვით.
„მოსმენამდე პასუხის გაცემა სიბრიყვეა და სირცხვილი” (იგავების 18:13).
„თითქოს მართალია დავის წამომწყები, მაგრამ მოდის მისი მოსარჩლე და გამოიძიებს მას“ (იგავების 18:17).
კონფლიქტების უმეტესობას გაუგებრობები იწვევს. ჩვეულებრივ, დრო და მონდომება აგვარებს მათ. თუ პატიოსანი რეპუტაციის მქონე ადამიანი ამბობს იმას, რაც არასწორად გეჩვენებათ, ნუ იჩქარებთ მის განსჯას.
„გინდა ძაღლი ყურებით დაუჭერია კაცს და გინდა იმ ჩხუბში ჩარეულა, მას რომ არ ეხება" (იგავებიs 26:17).
(4) ფრთხილად იყავით იუმორთან.
სიტყვების გავლენის გამო, უკონტროლო იუმორი ჰგავს იარაღს გიჟის ხელში.
„რაღა ცეცხლის, ისრებისა და სიკვდილის მფრქვეველი გიჟი და რაღა ის, ვინც თავის მოყვასს ატყუებს და თან ეუბნება, გეხუმრეო" (იგავების 26:18-19).
ნუ აიძულებთ ხალხს, სერიოზული შეცდომები დაუშვან, თქვენი ხუმრობის დაჯერების გამო. არ უთხრა მათ, რომ სერიოზულად ამბობთ, როდესაც არ არის ასე - ისინი აღარ დაგიჯერებენ. ნუ დასცინებთ იმ დეფექტებს, რომლებსაც ხალხი ვერ შველის. ნუ იხუმრებთ ვიღაცის წარუმატებლობაზე. არ თქვათ ხუმრობები, რომლებიც ცოდვას უმნიშვნელოდ, წვრილმანებად წარმოაჩენს.
► კიდევ როგორ შეიძლება, არასწორად იქნეს გამოყენებული იუმორი?
(5) არ უთხრა ეს, არასწორ ადამიანს.
„ამბისტანია ამჟღავნებს საიდუმლოს, ერთგული სული კი ინახავს სიტყვას" (იგავების 11:13).
„შეშის გარეშე ცეცხლი ჩაქრება, ჭორიკანას გარეშე დავა ჩაცხრება” (იგავების 26:20).
შეიძლება რაღაცის თქმა იყოს საჭირო, მაგრამ შენ არ ხარ ის პიროვნება, ვინც ეს უნდა თქვას. თქვენ არ შეგიძლიათ თქვათ ეს, იმ უფლებამოსილი პირის ნაცვლად, რომელმაც უნდა თქვას ეს.
არ გაავრცელოთ ინფორმაცია ადამიანების შეცდომების შესახებ.
ადამიანები არ განდობენ თავის პირადულს, თუკი იფიქრებენ, რომ თქვენ სხვებს ეტყვით.
დარწმუნდით, რომ თქვენი კრიტიკა მიზნად ისახავს აშენებას და არა განადგურებას. თქვენ უნდა აჩვენოთ, რომ თქვენ ზრუნავთ მათზე და გსურთ დახმარება. როგორც წესი, აუცილებელია ჯანსაღი ურთიერთობა, სანამ თქვენს კრაიტიკას შედეგი მოჰყვება.
(7) არ იცრუო.
„ნუ იცრუებთ ერთიმეორის მიმართ, რადგან შემოძარცული გაქვთ ძველი კაცი მის საქმეებთან ერთად“ (კოლასელთა 3:9).
მოტყუება შესაფერისია ცოდვილი ცხოვრებისთვის და არა ქრისტიანული.
„ცრუ ბაგეები სიბილწეა უფლის წინაშე, ერთგულნი კი ახარებენ მას“ (იგავების 12:22).
(8) დაიცავით თქვენი მეტყველება წმინდად.
„...არ შეგფერით ბილწსიტყვაობა, ლაქლაქი და დაცინვა, არამედ, პირიქით, მადლიერება” (ეფესელთა 5:4).
ნუ მოყვებით წარსულის ან ახლანდელი სკანდალების შესახებ, გარდა შემთხვევისა, როდესაც მიზანშეწონილია სიტუაციის ოფიციალურად მოგვარება. არ თქვათ ხუმრობები, რომლებიც ფარულად არის სათქმელი. ქვეყნიერული ხალხი ჩვეულებრივ იყენებს სექსუალურ ტერმინებს ან სხეულის ცალკეული ნაწილების აღმნიშვნელ ტერმინებს წამოძახილებში, მაგრამ ეს არ არის შესაფერისი ქრისტიანისთვის. შეურაცხმყოფელია სტრესის დროს ღმერთის ან იესოს მოხსენიების წამოძახილების გამოყენება, თუ გულწრფელად არ თხოვთ ღმერთს დახმარებას.
(9) ნუ გაყოფ ხალხს შენი სიტყვებით.
„უკუღმართი კაცი განხეთქილებას თესავს, ცილისმწამებელი მეგობრებს აშორებს" (იგავების 16:28).
„ექვსი რამ სძულს უფალს და შვიდი რამ ეზიზღება...[მეშვიდე] ძმათა შორის განხეთქილების მთესველი” (იგავების 6:16, 19).
ნუ ეცდებით სხვების ხარჯზე უკეთესად გამოიყურებოდეთ. ნუ გამოიწვევთ კონფლიქტს სხვებს შორის. არ ავნოთ ვინმეს მსახურების ეფექტურობას ჭორებით.
სანამდე რამეს იტყოდეთ, დაფიქრდით არა მხოლოდ იმაზე "ეს მართალია?" არამედ "რატომ უნდა ვთქვა ეს?"
დასკვნა
ქრისტიანი მზად უნდა იყოს ბოდიში მოიხადოს, თუ მიხვდება, რომ თავისი სიტყვებით ზიანი მოიტანა. ის მზად უნდა იყოს შეასწოროს ყველაფერი, რაც თქვა, თუ მიხვდება, რომ ეს არასწორია.
სხვების მავნე და შეურაცხმყოფელი სიტყვები არ ამართლებს თქვენგან არასწორ სიტყვებს.
მეტყველებაში არის შეცდომები, რომელთა თანდათან გაუმჯობესება შეგიძლიათ. მაგალითად, შეგიძლიათ ისწავლოთ დაფიქრება საუბრის დაწყებამდე. არსებობს სხვა შეცდომებიც, რომლებიც აჩენს პრობლემას გულში, როგორიცაა სურვილი ვინმეს ავნო შენი სიტყვებით. თუ თქვენ დამნაშავე ხართ ამგვარ საუბარში, უნდა სთხოვოთ ღმერთს, რომ გაპატიოთ და გაწმინდოს თქვენი გული ასეთი მიდრეკილებისგან.
თქვენი მეტყველება ბევრს ამბობს თქვენს გულზე. არ დააზიანოთ თქვენი ქრისტიანული მოწმობა, იმგვარი საუბრით, რაც არ შეეფერება ქრისტიანულ ღირებულებებს.
თქვენს სიტყვას შეუძლია აკურთხოს გარშემომყოფები. მსახურების უმეტეს ნაწილს შეადგენს ურთიერთობა. თქვენს მიერ ნათქვამი სიტყვების ეფექტი შეიძლება მნიშვნელოვნად გაიზარდოს, თუ დაიცავთ ბიბლიურ პრინციპებს.
ჯგუფში გაზიარებისთვის
► ადამიანების უმეტესობა ხედავს ხარვეზებს სხვის მეტყველებაში, მაგრამ არა საკუთარს. ლიდერს შეუძლია გაუზიაროს იმ შემთხვევის მაგალითი, როდესაც მან ვერ შეასრულა ერთ-ერთი ამ პრინციპიდან, ან შეუძლია აღიაროს, რომელ მათგანში არის ყველაზე სუსტი.
► სთხოვეთ წევრებს გამოყონ ის პრინციპი, რომელშიც ისინი სუსტები არიან და ვალდებულებას იღებენ გააუმჯობესონ, ღმერთის დახმარებით.
ლოცვა
ზეციერო მამა,
დამეხმარე ვიცხოვრო მშვიდობის, სიყვარულის და პატივისცემის ბიბლიური პრინციპებით, ყველა ჩემს ურთიერთობაში.
მინდა ვაპატიო მათ, ვინც ჩემს წინააღმდეგ ბოროტებას სჩადის. დამეხმარე შერიგების გზების მოძებნაში მათთან, ვინც ჩემთან კონფლიქტშია.
დამეხმარე, რომ პატივი ვცე თითოეულ ადამიანს, როგორც შენს ხატად შექმნილ ქმნილებას. დამეხმარე მახსოვდეს ის შედეგები, რაც შეიძლება ჰქონდეს ჩემს საუბარს და ავიღო პასუხისმგებლობა ჩემს სიტყვებზე. მინდა, რომ ჩემმა სიტყვებმა მოიტანოს სიკეთე და არა ზიანი.
მინდა, რომ ჩემი დამოწმებით პატივი მოგაგო.
მადლობა შენი ჭეშმარიტების გადმოცემის პრივილეგიისთვის.
ამინ
გაკვეთილი 4 დავალებები
(1) წაიკითხეთ იაკობის მე-3 თავი. დააკვირდით აქ აღწერილი საუბრის დიდ პოტენციალს. 13-18 მუხლებში აღნიშნეთ, თუ როგორ ბუნებრივად მიედინება მეტყველება ადამიანის სულიერი მდგომარეობიდან. წაიკითხეთ ეფესელთა 4:25-32. დაწერეთ ლოცვის აბზაცი წმინდა წერილის ამ მონაკვეთის საპასუხოდ.
(2) შეისწავლეთ ეფესელთა 5:22–6:9. ჩამოთვალეთ და ახსენით ქცევის კონკრეტული მიმართულებები სხვადასხვა ურთიერთობებში. დაწერეთ ახსნა, თუ როგორ უკავშირდება ეს მიმართულებები სიყვარულის, მშვიდობისა და პატივისცემის პრინციპებს, რაც განვიხილეთ ამ გაკვეთილზე.
(3) შეარჩიეთ სამი ქვემოთ მოყვანილი კითვებიდან. დაწერეთ აბზაცი, რომელიც პასუხობს თითოეულ მათგანს:
რა პრაქტიკული შედეგებია იმაში, რომ ღმერთმა მოგვიწოდა მშვიდობის საძიებლად ჩვენს ურთიერთობებში?
რატომ არის სხვისი პატიება აუცილებელი ადამიანისთვის, ხსნის შესანარჩუნებლად?
რას ნიშნავს ადამიანისთვის, თავისი უფლებების ღმერთისთვის გადაცემა?
რა არის ჩვენი სიყვარულის მოტივაცია სხვების მიმართ, რომლებიც შეიძლება არც იმსახურებდნენ მას?
როგორ უნდა იმოქმედოს იმ ფაქტმა, რომ ყველა ადამიანი ღვთის ხატად არის შექმნილი, ჩვენს ურთიერთობებზე მათთან?
SGC exists to equip rising Christian leaders around the world by providing free, high-quality theological resources. We gladly grant permission for you to print and distribute our courses under these simple guidelines:
No Changes – Course content must not be altered in any way.
No Profit Sales – Printed copies may not be sold for profit.
Free Use for Ministry – Churches, schools, and other training ministries may freely print and distribute copies—even if they charge tuition.
No Unauthorized Translations – Please contact us before translating any course into another language.
All materials remain the copyrighted property of Shepherds Global Classroom. We simply ask that you honor the integrity of the content and mission.