► წაიკითხეთ ერთად რომაელთა მე-6 თავი. რას გვეუბნება ეს მონაკვეთი ხსნის შედეგების შესახებ?
ხსნის მტკიცებულება
ხსნის პირადი დარწმუნება 1 იოანეს ეპისტოლეს ერთ-ერთი მთავარი თემაა. იოანემ ანბობს, რომ ეს იყო ამ წერილის დაწერის მიზეზი: “ეს მოგწერეთ თქვენ, ღვთის ძის სახელის მორწმუნეებს, რათა იცოდეთ, რომ გაქვთ საუკუნო სიცოცხლე” (5:13).
► რა უნდა გააკეთოს ადამიანმა, თუ მას ეჭვი ეპარება, არის თუ არა ის გადარჩენილი?
მოციქულმა იცოდა, რომ იქნება დრო, როდესაც მორწმუნეს დასჭირდება დარწმუნება, რომ ის გადარჩენილია. ის გვიჩვენებს, რომ მორწმუნისთვის მართებულია ეძებოს მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზეც დარწმუნდება. მთელ ეპისტოლეში მან მოიყვანა მტკიცებულებების რამდენიმე მაგალითი და ამბობს: ”ჩვენ ასე ვიცით” (1 იოანეს 2:3, 2:5, 2:29; 3:10, 3:14, 3:19, 3:24; 5:2, 5:18). ის ამბობს, რომ მორწმუნეებს შეუძლიათ ამ მტკიცებულებების გამოყენება თავიანთი გულის დასაჯერებლად (1 იოანეს 1:9).
მორწმუნის თვისება, რომელიც ყველაზე მეტად ხაზგასმულია 1 იოანეს ეპისტოლეში, არის ცოდვაზე გამარჯვება. მორწმუნის ნორმალური მდგომარეობა განზრახ ცოდვისგან განთავისუფლებული ცხოვრებაა. მოციქული ამბობს: „შვილნო ჩემნო, ამას გწერთ იმისათვის, რომ არ შესცოდოთ” (2:1). ამ სიტყვებით მოციქული აჩვენებს, რომ მორწმუნემ უნდა იცხოვროს განზრახ ცოდვის გარეშე და ამბობს, ის წერს, რომ მათ აჩვენოს გამარჯვებული ცხოვრების მნიშვნელობა.
“ხოლო თუ ვინმე შესცოდავს, გვყავს შუამდგომელი მამის წინაშე მართალი იესო ქრისტე. ის არის ჩვენი და არა მარტო ჩვენი, არამედ მთელი წუთისოფლის ცოდვების მიმტევებელი” (2:1ბ-2).
აქ ის აღიარებს, რომ ცოდვა შეიძლება მოხდეს, თუმცა არა აუცილებლად. ის გვარწმუნებს, რომ თუ მორწმუნე შესცოდავს, ქრისტეს მსხვერპლს შეუძლია გამოისყიდოს ეს ცოდვა. ეს არ ნიშნავს, რომ მორწმუნეს შეუძლია ცოდვაში დაბრუნება და ავტომატურად ეპატიება მონანიების გარეშე. მუხლში უბრალოდ ნათქვამია, რომ მსხვერპლი ხელმისაწვდომია, ამავე დროს მთელი მსოფლიოსთვის. ჩვენ ვიცით, რომ მთელი მსოფლიო ავტომატურად არ არის გადარჩენილი. მონანიება აუცილებელია ნებისმიერი ცოდვის მისატევებლად, იმისდა მიუხედავად, იყო თუ არა ცოდვილი ერთ დროს მორწმუნე. თუ მორწმუნე შესცოდავს, მან უნდა მოინანიოს ღმერთთან ურთიერთობების გამო.
1 იოანეს შემდეგი მუხლებიდან ჩანს, რომ იგი ხაზს უსვამს იმას, რომ მორწმუნის უდიდესი განსხვავება არის განზრახ ცოდვაზე გამარჯვება. ფრჩხილებში მოცემულ ფრაზებს ემატება კომენტარები.
"იმით გავიგებთ, რომ შევიცანით იგი, თუ დავიცავთ მის მცნებებს. [ადამიანი, რომელიც არ ემორჩილება ღმერთს, არ აქვს ეს მტკიცებულება] ვინც ამბობს: შევიცანიო იგი და მის მცნებებს არ იცავს, ცრუა და არ არის მასში ჭეშმარიტება (2:3-4).
"ყოველი ცოდვის ჩამდენი ურჯულოებასაც სჩადის და ცოდვა ურჯულოებაა. თქვენ იცით, რომ იგი გამოჩნდა, რათა ეტვირთა ჩვენი ცოდვები, და რომ მასში არ არის ცოდვა. ყოველი, ვინც რჩება მასში, არ სცოდავს. ვერც ერთი შემცოდე ვერ იხილავს და ვერ შეიცნობს მას (3:4-6).
"შვილებო, ნურავინ გაცდუნებთ. სიმართლის მოქმედი მართალია ისევე, როგორც ის არის მართალი. [არც ერთი ადამიანი არ შეიძლება იყოს მართალი, თუ ის ცოდვის ჩადენას განარძობს] ცოდვის ჩამდენი ეშმაკისგან არის, რადგან თავდაპირველად ეშმაკმა შესცოდა. ამისათვის გამოჩნდა ძე ღვთისა, რათა დაერღვია ეშმაკის საქმენი (3:7-8).
"ყოველი, ვინც ღვთისაგან არის შობილი, არ სჩადის ცოდვას, ვინაიდან მისი თესლი იმყოფება მასში და არ ძალუძს შეცოდება, ვინაიდან ღვთისაგან არის შობილი (3:9).
"ყოველი, ვინც ღვთისაგან არის შობილი, არ სჩადის ცოდვას, ვინაიდან მისი თესლი იმყოფება მასში [თუ ის არ იმყოფება ქრისტეში, ის შესცოდავს. თუ ის შესცოდავს, ის წყვეტს ქრისტეში ყოფნას] და არ ძალუძს შეცოდება, ვინაიდან ღვთისაგან არის შობილი (3:24).
[1]"ღვთის შვილნი რომ გვიყვარს, მაშინ ვგებულობთ, როდესაც გვიყვარს ღმერთი და ვიცავთ მის მცნებებს. ვინაიდან ღვთის სიყვარული ისაა, რომ ვიცავდეთ მის მცნებებს. ხოლო მისი მცნებები მძიმე როდია [ნამდვილი სიყვარული მორჩილებას აღძრავს. დაუმორჩილებლობა გვიჩვენებს სიყვარულის ნაკლებობას.] (5:2-3).
"ვინაიდან ყოველი ღვთისგან შობილი სძლევს წუთისოფელს. [მის ცდუნებებს და სულს] და ეს არის ძლევა, წუთისოფლის მძლეველი, ჩვენი რწმენა (5:4).
“ვიცით, რომ ყოველი, ვინც ღმერთისგან იშვა, არ სცოდავს; რადგან ღმერთისგან შობილი იცავს თავის თავს და ბოროტი არ ეკარება მას. ” (5:18).
► მორწმუნის რა გამორჩეული მახასიათებლებია ამ მუხლებში?
ამ მუხლებიდან აშკარად ჩანს, რომ მორწმუნის გამორჩეული მახასიათებელია ის, რომ ის ღმერთის მორჩილებით ცხოვრობს. ცოდვაზე გამარჯვება მორწმუნის დიდი პრივილეგიაა.
ცოდვით, მე აქ ვგულისხმობ გარე ცოდვას, ამ სიტყვის საერთო გამოყენების შესაბამისად: ღვთის გამოვლენილი, დაწერილი რჯულის ნებაყოფლობითი დარღვევა; ღვთის ნებისმიერი მცნების დარღვევა, რომელიც ცნობილია იმ დროს. "ვინც ღმერთისგან არის შობილი", მიუხედავად იმისა, რომ ის რწმენით და სიყვარულით ცხოვრობს, ლოცვისა და მადლიერების სულისკვეთებით, ცოდვას არა მხოლოდ არ სჩადის, არამედ არც კი შეუძლია შესცოდოს ამგვარად. სანამ მას სწამს ღმერთი ქრისტეს მეშვეობით და უყვარს იგი და მის წინაშე გულს ღვრის, მას არ შეუძლია ნებაყოფლობით გადალახოს ღვთის ნებისმიერი მცნება”
ჯონ ვესლი, "ღვთისგან შობილთა დიდი პრივილეგია"
შენიშვნა 1 იოანეს 1: 8-ზე
ზოგჯერ ადამიანები, რომლებიც უარყოფენ, რომ მორწმუნეს შეუძლია განზრახ ცოდვაზე გამარჯვებაში იცხოვროს, მოჰყავთ 1 იოანეს 1:8: "თუ ვამბობთ, რომ არა გვაქვს ცოდვა, თავს ვიტყუებთ და ჭეშმარიტება არ არის ჩვენში." მაგრამ რას ნიშნავს "გქონდეს ცოდვა"? ნიშნავს ეს იმას, რომ მორწმუნეებიც კი განაგრძობენ განზრახ ცოდვას? ეს არ შეესაბამება მესამე თავის განცხადებებს, რომელიც ზემოთაა ციტირებული. როგორ შეეძლო იოანეს ეს სიტყვები ეთქვა მესამე თავში, თუ მან მანამდე თქვა: ”ყველა ადამიანი, მათ შორის ყველა მორწმუნეც, განაგრძობს ცოდვის ჩადენას”? ამას აზრი არ ექნებოდა.
კონტექსტი აჩვენებს მნიშვნელობას. მეშვიდე მუხლში აღთქმულია ცოდვისაგან განწმენდა. ეს განწმენდა მათთვისაა, ვინც "სინათლეში დადის", რაც ნიშნავს ჭეშმარიტების შესაბამისად სიარულს, ღვთის მორჩილებაში. ისინი, ვინც ახლა ღვთის მორჩილებაში ცხოვრობენ, ქრისტეს სისხლით განწმენდილნი არიან წარსული ცოდვებისგან.
მაგრამ შეიძლება არსებობდეს ზოგი ადამიანი, ვინც უარყოფს, რომ შესცოდა და განწმენდა სჭირდება. ეს ის არის, ვინც ამბობს, რომ მათ "ცოდვა არ აქვთ" და საკუთარ თავს "ატყუებენ". ისინი აცხადებენ, რომ მათ არასოდეს შეუცოდავთ, ან რომ თავიანთი ცოდვის პრობლემა ქრისტეს გარეშე გადაწყვიტეს.
კვლავ მეცხრე მუხლში აღთქმული გვაქვს პატიება და განწმენდა. მეათე მუხლში ის კვლავ ამბობს, რომ ისინი, ვინც ამბობენ, რომ მათ "არ შეუცოდავთ", ეწინააღმდეგებიან თვით ღმერთს.
იოანე წერდა მათი შეცდომის შესასწორებლად, ვინც არ თვლიდა, რომ ქრისტეს მიერ გაწმენდისა და პატიების მიღება სჭირდებოდათ - მათ, ვინც ფიქრობდა, რომ გადარჩენა არ სჭირდებოდათ. ის არ ამბობდა, რომ მორწმუნეებიც კი განაგრძობენ ცოდვის ჩადენას, რადგან ეს წინააღმდეგობაში მოვიდოდა მის მიერ ამ წერილში გაკეთებულ მთავარ აქცენტებთან და პირდაპირ მტკიცებებთან.
ღვთის მადლი გამარჯვებული ცხოვრებისათვის
გამარჯვებაში ცხოვრება ყოველთვის ადვილი არ არის მემკვიდრეობითი ურჯულოებისა და ადამიანური სისუსტის გამო. ამის გამო ბევრს სჯერა, რომ განზრახ ცოდვის ჩადენის გარეშე ცხოვრება შეუძლებელია. მაგრამ ღვთის მადლს ორივე პრობლემაზე აქვს პასუხი.
► რა არის მემკვიდრეობითი ურჯულოება?
მემკვიდრეობითი ურჯულოება არის ადამიანის ზნეობრივი ბუნების გაფუჭება, რაც მას დაბადებიდან ცოდვისკენ უბიძგებს. მოქცევის შემდეგ, მორწმუნე ებრძვის ცოდვისკენ მიდრეკილებას. მაგრამ ღმერთი მადლს არამარტო ყოველდღიური გამარჯვებისთვის, არამედ მემკვიდრეობითი ურჯულოების განწმენდისთვისაც უზრუნველყოფს (1 თესალონიკელთა 5:23; 1 იოანეს 1:7; საქმეების 15:9). ცოდვილი ბუნება არ არის ისეთი მდგომარეობა, რომლითაც უნდა ვიცხოვროთ მთელი ჩვენი მიწიერი ცხოვრების განმავლობაში. იმისათვის, რომ იცხოვროს გამარჯვებული ცხოვრებით, მორწმუნე უნდა მივიდეს იქამდე, რომ უპირობოდ სრულად გადასცეს თავისი გული ღმერთს. ამ დროს ღმერთი წმენდს მის გულს, რათა მას შეეძლოს ღმერთის სრული სიყვარული.
► რა არის უძლურება?
უძლურებები არის ფიზიკური ან ფსიქიკური შეზღუდვები ან ნაკლოვანებები. ადამის ცოდვაში დაცემისა და განგრძობადი ცოდვით კაცობრიობის დაკნინების გამო, ჩვენ გონებრივად, ფიზიკურად და ემოციურად უფრო სუსტები ვართ, ვიდრე ღმერთმა ჩაგვიფიქრა.
უძლურება ნიშნავს, რომ ჩვენ შეცდომებს დავუშვებთ. ჩვენ შეიძლება არ ვიცით რა არის სწორი მოქმედება ამა, თუ იმ სიტუაციაში. შეიძლება არასწორი მოსაზრებები გვქონდეს ადამიანთა გარკვეული ჯგუფების ან ეთნიკური ჯგუფების შესახებ. არასწორი იდეები ავტომატურად არ გამოსწორდება, როდესაც ადამიანი გადარჩენას იღებს. არასწორი იდეები იწვევს არასწორ ქმედებებს, რადგან თუ ადამიანი ცდება იმაში, რაც უნდა მოიმოქმედოს, ის არასწორად მოიქცევა.
სისუსტემ შეიძლება აიძულოს ადამიანი იბრძოლოს რამდენიმე მიზეზის გამო. შესაძლოა მან არ ისწავლა ბიბლიური პრინციპების გამოყენება. შესაძლოა მას არ აქვს შემუშავებული მეთოდები, რომლებიც დაეხმარება მას წინააღმდეგობა გაუწიოს იმპულსებს. შესაძლოა მას არ აქვს ყოველდღიური ჩვევები, რაც დაეხმარებოდა მას ძლიერად დარჩენაში. შესაძლოა მას არ ესმის სულში სიარულის მნიშვნელობა.
ჩვენ არ უნდა ვიჩქაროთ სხვების განსჯა, რადგან ყოველთვის არ ვიცით, როდის სცოდავენ ისინი განზრახ. ხშირად ადამიანები არასწორად იქცევიან სულიერი სიმწიფისა და ცოდნის ნაკლებობის გამო.
ოდესმე გქონიათ ისეთი ცდუნება, რომელიც გეგონათ, რომ სხვას არასდროს არავის ჰქონია? ოდესმე გიფიქრიათ, რომ მართლაცაა შესაძლებელი ცოდვაზე სრული გამარჯვებით ცხოვრება? ღმერთმა აღგვითქვა შთამაგონებელი მადლი, რომელიც უფრო მეტად აკომპენსირებს ჩვენს სისუსტეს ცდუნებებში:
„არ შეგმთხვევიათ განსაცდელი, გარდა ადამიანურისა; და სარწმუნოა ღმერთი, რომელიც არ დაუშვებს, რომ თქვენს შესაძლებლობაზე მეტად გამოიცადოთ, არამედ განსაცდელში გამოსავალსაც მოგცემთ, რომ შესძლოთ ატანა" (1 კორინთელთა 10:13).
► რა არის ის რამდენიმე რამ, რაც ამ მუხლიდან გავიგეთ?
ეს მუხლი რამდენიმე მნიშვნელოვან რამეს გვეუბნება.
1. ცდუნება მოდის ჩვენი ადამიანური ბუნების გამო. ეს ნიშნავს, რომ ბრძოლა, რომელიც გაქვს, სინამდვილეში არ არის გამორჩეული და მხოლოდ შენი.
2. ღმერთმა იცის ჩვენი შეზღუდულობა. მან იცის, რამდენის გაძლება და გადატანა შეგვიძლია. ჩვენ სინამდვილეში არ ვიცით, რამდენს გავუძლებთ, მან კი იცის.
3. ღმერთი ზღუდავს ჩვენს წინააღმდეგ წამოსულ ცდუნებებს. მას სურს, რომ გამარჯვებულად ვიცხოვროთ. ამ მუხლის თანახმად, გამარჯვება ყოველთვის შესაძლებელია.
4. ღმერთი გვაძლევს იმას, რაც გამარჯვებისთვის გვჭირდება. ის ქმნის "თავის დაღწევის გზას". ღმერთს სურს, რომ ჩვენ ვიცხოვროთ გამარჯვებულად. ის იძლევა მადლს გამარჯვებული ცხოვრებისათვის.
სულში ცხოვრება
► სტუდენტებმა უნდა მიმართონ რომაელების მე-8 თავს და ნახონ ამ ნაწილში გამოყენებული მუხლები.
რომაელთა მე-8 თავში მოცემულია მშვენიერი აღწერილობა სულის მოქმედების შესახებ მორწმუნის ცხოვრებაში. ბიბლია გვეუბნება, რომ ჩვენ ლოცვაც კი არ ვიცით ისე, როგორც უნდა ვიცოდეთ, მაგრამ სულიწმიდა ლოცულობს ჩვენი მეშვეობით.
ეს თავი მოგვითხრობს, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ გამარჯვებული ცხოვრებით. ჩვენ არ ვიქნებით მსჯავრდებულნი, თუ ხორცის ნაცვლად სულს მივყვებით (მუხლი 1). ჩვენ შეგვიძლია შევასრულოთ ის სიმართლე, რომელსაც ღმერთი ელოდება ჩვენგან, რადგან ჩვენში მოქმედებს სულიწმიდის ძალა (მუხლი. 4).
თუ ადამიანს ცოდვილი ბუნება აკონტროლებს, მას არ შეუძლია ღმერთს აამოს (მუხლი 8). ის მსჯავრდებულია (მუხლი 1) და მისჯილი აქვს მას ღმერთის მიერ ("სიკვდილი“ მუხლი 13). მაგრამ სულიწმიდის ძალით და ხელმძღვანელობით ჩვენ შეგვიძლია დავასრულოთ ცოდვილი ქმედებები (მუხლი 13-14).
ცოდვაზე გამარჯვების გადაუდებლობა
ზოგჯერ ისმის შეკითხვები, როგორიცაა:
1. ნამდვილად საჭიროა ქრისტიანისთვის ცოდვაზე გამარჯვება?
2. რა ემართება მორწმუნის ღმერთთან ურთიერთობას, თუ ის ცდუნებას ნებდება?
3. შესაძლებელია თუ არა ადამიანმა დაკარგოს ხსნა მისი მიღების შემდეგ?
ადრეული ეკლესია თვლიდა, რომ ადამიანი კარგავს ხსნას, თუ იგი განზრახ აუჯანყდა ღმერთს. ადრეულმა პასტორებმა გააფრთხილეს თავიანთი ხალხი იმის შესახებ, რომ აუცილებელია რწმენით გამარჯვებული ცხოვრება, რადგან ბიბლია შეიცავს ბევრ ასეთ გაფრთხილებას.
ცოდვილის მოქცევის დროს ის ინანიებს იმ ცოდვებს, რომლებსაც ხვდება, რომ ჩაიდინა. როდესაც ის ღმერთთან ურთიერთობაში ცხოვრობს, ის ხედავს თავისში განსახორციელებელ სხვა ცვლილებებაც. ეს შეიძლება იყოს ქმედებები, ჩვევები, გართობა ან სიტყვები, რომლებიც ღმერთს არ მოსწონს. ბიბლიაში ნათქვამია: "განვიწმიდოთ ხორცისა და სულის ყოველგვარი ბიწისაგან, ღვთის მოშიშებით აღვასრულოთ სიწმიდე” (2 კორინთელთა 7:1).
რა მოხდება, თუ მორწმუნე გადაწყვეტს, რომ არ სურს შეცვალოს ის, რასაც ახლა ხედავს, რომ არასწორია? რა მოხდება, თუ ის გადაწყვეტს დაუბრუნდეს ცოდვებს, რომლებიც მოინანია, როდესაც მან გადარჩენა მიიღო?
ზოგჯერ ადამიანები ასე ამბობენ:
„თუ მარადიული სიცოცხლე ნამდვილად მარადიულია, ის ვერასოდეს დაიკარგება."
„თუ ჩვენ დახსნილნი ვართ მადლით და არა ჩვენი საქმეებით, მაშინ ცხადია, ვერაფრით დავკარგავთ ხსნას"
„უძღები შვილი კვლავ მამის ძე იყო, მაშინაც კი, როდესაც ის შორეულ ქვეყანაში იყო მამის წინააღმდეგ აჯანყების შემდეგ."
„მას შემდეგ, რაც ღმერთმა ხსნა უფასო საჩუქრად მოგვანიჭა, ის მას უკან აღარასოდეს წაიღებს."
ამგვარმა აზროვნებამ ათასობით ადამიანს გაუადვილა მოქცევის შემდეგ ცოდვაში დაბრუნება, ფიქრობენ, რომ ისინი დაცულები არიან ცოდვაზე გამარჯვების გარეშე. მნიშვნელოვანია იმის გაგება, თუ რას გვასწავლის ბიბლია მორწმუნე ადამიანის დაცულობის შესახებ.
ქრისტეში ცხოვრება
იოანეს 15: 2-10-ში მოყვანილია ვაზისა და ლერწების ცნობილი იგავი. ის პასუხობს რამდენიმე მნიშვნელოვან კითხვას.
როგორ ვრჩებით ქრისტეში? „თუ ჩემს მცნებებს დაიცავთ, ჩემს სიყვარულში დარჩებით “(მუხლი 10). ქრისტეში ყოფნის შეწყვეტა ნიშნავს, რომ ადამიანმა შეწყვიტა მისი მორჩილება. რა მოხდება შემდეგ?
“ვინც ჩემში არ დარჩება, გარეთ გადაიგდება, როგორც ლერწი, და დაჭკნება. მოაგროვებენ მათ, ცეცხლში ჩაყრიან და დაიწვება” (მუხლი 6). თუ ადამიანი შეწყვეტს მორჩილებას და ამით შეწყვეტს ქრისტეში ყოფნას, მას უკუაგდებენ. ლერწების დაწვის მაგალითი გვიჩვენებს სრულ უარყოფას.
„თქვენ ჩემში დარჩით, მე კი - თქვენში. როგორც ლერწი ვერ მოისხამს ნაყოფს თავისით, თუ ვაზზე არ დარჩება, ისევე თქვენც, თუ ჩემში არ დარჩებით” (მუხლი 4). „ყოველ უნაყოფო ლერწს ჩემში ის მაშორებს” (მუხლი 2). თუ ქრისტეში არ ვიმყოფებით მორჩილებით, ვერ გამოვიღებთ ნაყოფს. ნაყოფის გამოღება ნიშნავს ცხოვრებას, რომელიც იცვლება, იკურთხება და მოიმართება ღვთის მადლით. თუ ადამიანი არ ემორჩილება ღმერთს, ის გამოეყოფა იმ ცხოვრების დინებას, რომელსაც ღმერთი უზრუნველყოფს და აღარ შეეძლება ღვთის მადლით ცხოვრება. ის, ვინც არ იძლევა ნაყოფს, უკუგდებულია.
ხსნა არის მადლის უფასო საჩუქარი, მაგრამ ის არ არის საჩუქარი, რომელსაც შეიძლება ფლობდე მის მომცემთან ურთიერთობის გარეშე. თუ სალი, ვილის წიგნს მისცემს და ის ნამდვილად მისია, ვილის შეუძლია ეს წიგნი განკარგოს როგორც სურს. სალის სურს, რომ ვილიმ წაიკითხოს წიგნი, მაგრამ რომც არ წაიკითხოს, მას უკან ვეღარ გამოართმეს. ვილიმ შეიძლება წიგნი წვიმაში დატოვოს, ან გაანადგუროს, ან გამოიყენოს მწერების მოსაკლავად. სალის უკან გამორთმევა აღარ შეუძლია, რადგან მან ის უკვე აჩუქა მას. ვილის წიგნის ფლობა არ არის დამოკიდებული მის სალისთან ურთიერთობაზე. მაშინაც კი, თუ ის სალის მტერი გახდება, წიგნი მაინც აქვს.
ვაზის და ლერწების შესახებ იგავი გვიჩვენებს, რომ ხსნა განსხვავდება საჩუქრისგან, რომელსაც ადამიანი შეინარჩუნებს, მის მიმცემთან ურთიერთობის გარეშე. ქრისტე ვაზს ჰგავს, რომელიც გვაცოცხლებს (იოანეს 15:6). ხსნა ურთიერთობის საშუალებით ხდება. ბიბლია არსად გვეუბნება, რომ ჩვენ შევინარჩუნებთ ხსნას, რაც არ უნდა გავაკეთოთ. მისგან განშორება ხსნისგან განშორებაა. ჩვენ ვაგრძელებთ ამ გადამრჩენ ურთიერთობას ღმერთის მორჩილებით (იოანეს15:10).
თანამედროვე ილუსტრაცია შეიძლება იყოს ნათურა და ელექტროენერგია. ნათურას აქვს სინათლე, ხოლო ელექტროენერგია მიედინება მასში. ნათურას არ შეუძლია შეინარჩუნოს სინათლე, თუ იგი გამორთულია ენერგიის წყაროდან. ანალოგიურად, ჩვენ გვაქვს საუკუნო სიცოცხლე ქრისტესთან ურთიერთობით. მისი ცხოვრება ჩვენში მოედინება. ჩვენ ვერ შევინარჩუნებთ ამ ცხოვრებას, თუ მას დავშორდებით.
ბიბლიური გაფრთხილებები
[1]ზოგი ამბობს, რომ არ არსებობს საშუალება, რომ წაიშალოს სახელი სიცოცხლის წიგნიდან, მას შემდეგ რაც ის იქ უკვე ჩაიწერა. მაგრამ სახელის ამოშლის ერთი გზა მაინც არსებობს:
"თუ ვინმე რამეს მოაკლებს ამ წინასწარმეტყველების წიგნის სიტყვებს, ღმერთი წაართმევს მას წილს სიცოცხლის ხისგან, წმიდა ქალაქიდან და იქიდან, რაც ამ წიგნშია ჩაწერილი. "(გოცხადება22:19)
ძალიან ცოტა ადამიანია დამნაშავე იმაში, რომ მათ პირდაპირი გაგებით მოაკლეს ნაწილი გამოცხადების წიგნს. თუმცაღა, ხაზგასმით აღინიშნა, რომ სახელის წაშლა შესაძლებელია „სიცოცხლის წიგნიდან .“
წმინდა წერილი გვაფრთხილებს, რომ ერთხელ გადარჩენილ ადამიანს შეუძლია დაკარგოს ხსნა ცოდვის მიერ საბოლოოდ დამარცხების გამო. “გამარჯვებული შეიმოსავს თეთრ სამოსლებს და მის სახელს არ ამოვშლი სიცოცხლის წიგნიდან, და ვაღიარებ მის სახელს ჩემი მამის წინაშე და მისი ანგელოზების წინაშე” (გამოცხადება 3:5) მრავალი დაპირება ეძლევა ეკლესიებს „გამოცხადებაში“ და ბევრი მათგანი ხსნას ეხება (იხილეთ 2:11), თუმცა ყველა დაპირება მორწმუნის მიერ ცოდვის დაძლევაზეა დამოკიდებული. ეს გადარჩენილი ხალხია, მაგრამ მათი ხსნა დაიკარგებოდა, თუ მათ ცოდვა დაძლევდა.
ერთ დროს პავლე შიშობდა, რომ თესალონიკში მისმა მოქცეულებმა შეიძლება უარი თქვან თავიანთ რწმენაზე. მან თქვა, რომ თუ ეს მოხდებოდა, მისი შრომა ფუჭი გამოდგებოდა (1 თესალონიკელთა 3:5). ეს ცხადყოფს, რომ მორწმუნე შეიძლება იმდენად დაშორდეს თავის რწმენას, რომ მისი თავდაპირველი მოქცევა უშედეგო გამოდგეს.
2 პეტრეს 2: 18-21-ში ვხვდებით, რომ არსებობენ ცრუ მასწავლებლები, რომლებიც ატყუებენ ზოგიერთ მორწმუნეს, რომლებიც „უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს ცოდნით სოფლის სიბილწეებს ჩამოცილდნენ.” ამ ყოფილმა მორწმუნეებმა „იცოდნენ სიმართლის გზა“, მაგრამ მიატოვეს იგი. ამ ტექსტში ნათქვამია, რომ უმჯობესი იქნებოდა არ შეეცნოთ სიმართლის გზა, ვიდრე შეეცნოთ და უკუქცეულიყვნენ მათთვის გადაცემული წმიდა მცნებისაგან. ეს გვიჩვენებს, რომ შესაძლებელია ადამიანმა დაკარგოს ხსნა ცოდვაში დაბრუნებით. თუ ადამიანისთვის შეუძლებელი იქნებოდა ხსნის დაკარგვა, ის არასდროს იქნებოდა უარეს მდგომარეობაში, ვიდრე იყო გადარჩენის მიღებამდე.
შვილობა შეიძლება შეიცვალოს. ჩვენ ოდესღაც ეშმაკის შვილები ვიყავით (იოანეს 8:44). და რისხვის შვილები, (ეფესელთა 2:2). მაგრამ ეს შვილობა შეიცვალა, როდესაც ღმერთმა გვიშვილა. უძღებმა ძემ დაკარგა შვილობის ყველა უპირატესობა, სანამ მამამისისგან გაუცხოებული იყო. როდესაც ის დაბრუნდა, მამამისმა მასზე თქვა, რომ მკვდარი იყო (ლუკას 15:32).
ღმერთს სურს, რომ მორწმუნეებმა თავი უსაფრთხოდ იგრძნონ, მაგრამ არა მათ გრძნობებზე და ყალბ დარწმუნებებზე დაყრდნობით, ეს მათ რეალური საფრთხის წინაშე დააყენებს. ჩვენ არ უნდა დავპირდეთ მორწმუნეებს ისეთი რამ, რასაც ღმერთი არ გვპირდება. ის არ დაგვპირებია, რომ ჩვენ დაცულები ვიქნებით და არ დავკარგავთ ხსნას, რაც არ უნდა ჩავიდინოთ. ის გვპირდება, რომ გაგვიძღვება და საშუალებას მოგვცემს ვიცხოვროთ ცოდვაზე გამარჯვებით. ეს საკმარისი დარწმუნებაა ჩვენთვის, რომ შიშისგან განვთავისუფლდეთ.
ზოგჯერ მორწმუნეებს ეჭვი ეპარებათ მათი ხსნის თაობაზე. ისინი შეიძლება დარწმუნებულები იყვნენ, რომ ერთ დროს იყვნენ გადარჩენილები, მაგრამ ეჭვობენ, იმყოფებიან კი კვლავ ღმერთთან დამხსნელ ურთიერთობაში. ბიბლია ეჭვს არ გვიტოვს ამ მნიშვნელოვან საკითხში. ღვთის ნებაა, რომ მორწმუნე იმდენად დარწმუნებული იყოს თავის ხსნაში, რომ ჰქონდეს "გაბედულება განკითხვის დღეს,” (1 იოანეს 4:17). იმის დაუფიქრებლად, გაივლის თუ არა იგი ღმერთის გამოცდას.
როდესაც მორწმუნეს ეჭვი ეპარება, მან უბრალოდ არ უნდა უგულებელყოს ისინი, რადგან დარწმუნებულია, რომ ერთ დროს ჰქონდა გადარჩენა. მიზანშეწონილია „კამოიკვლიოთ საკუთარი თავი, ხართ თუ არა რწმენაში” (2 კორინთელთა 13:5). თუ ადამიანმა იცის, რომ ის გადარჩა ხსნის ბიბლიური ნაბიჯების მიყოლით, და რომ ის რჩება ქრისტეში მასთან მორჩილ ურთიერთობაში, მას შეუძლია დარწმუნებული იყოს, რომ აქვს სულიერი ცხოვრება.
შენიშვნა კლასის ლიდერისთვის: შეიძლება კლასის სხვადასხვა წევრების არჩევა ქვემოთ მოცემულ ორ ბლოკში ინფორმაციის ასახსნელად. ("შეცდომის თავიდან აცილება: დაბალი მოლოდინი" და "რატომ არის ეს მნიშვნელოვანი") და ქვემოთ ("პრაქტიკული მითითებები გამარჯვებული ცხოვრებისათვის") ბოლო მონაკვეთი.
„ის, ვისაც სჯერა, რომ შეიძლება დაკარგოს რწმენა და ეშინია, რომ შეიძლება დაეცეს, მას არ აკლია საჭირო კომფორტი და არ ტანჯავს შინაგანი შფოთვა. საკმარისია ნუგეშისცემა და შფოთვის აღმოფხვრა, როდესაც მან იცის, რომ სატანას ძალაუფლების, ცოდვის, ქვეყნიერების ან მისი ხორცის სისუსტის გამო არ დაკარგავს რწმენას, თუ იგი ნებაყოფლობით არ ემორჩილება ცდუნებას და უგულებელყოფს მისი ხსნის კეთილსინდისიერად განხორციელებას "
ჯეიმს არმინიუსი, ნაწყვეტი ზოგიერთი სტატიიდან,"ხსნის გარანტიების შესახებ"
შეცდომის თავიდან აცილება: დაბალი მოლოდინი
ცოდვაზე გამარჯვება ხალხისთვის შეუძლებელი ჩანს ორი მიზეზის გამო: უძლურება და მემკვიდრეობითი ურჯულოება. უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი არ გვსჯის ადამიანური შეზღუდულობების გამო. ღმერთი თავისი სულით გვაძლევს ძალას, რომ მისი ნება შევასრულოთ. უძლურების ქონა არ არის ცოდვა და არცერთმა ადამიანმა არ უნდა სცოდოს უძლურების გამო.
მემკვიდრეობითი ურჯულოების გავლენა მოქცევის შემდეგაც გრძელდება, მაგრამ ღმერთი განწმენდის წყალობას გვთავაზობს. ჩვენ არ ვართ დამნაშავენი იმაში, რომ მემკვიდრეობითი ურჯულოებით დავიბადეთ, მაგრამ ეს ჩვენი დანაშაულია, თუ მას შევინარჩუნებთ. ასე რომ, არც უძლურებამ და არც მემკვიდრეობითმა გარყვნილებამ არ უნდა დაგვაკარგინოს გამარჯვებულად ცხოვრების იმედი.
ქრისტეს რწმენის მეშვეობით, მასთან ვართ გაერთიანებულნი. ჩვენ მას ვიცნობთ მის სიკვდილსა და აღდგომაში და ჩვენთვის ეს ნიშნავს სიკვდილს ცოდვისთვის და აღდგომას ახალი სიცოცხლისთვის. ის ჩვენშია და ჩვენ მასში ვართ. ქრისტიანული ცხოვრება მხოლოდ ის არ არის, რომ ჩვენ ვცდილობთ მივბაძოთ მის მაგალითს და გავაკეთოთ, რაც შეგვიძლია. ქრისტიანულ ცხოვრებაში ქრისტე ცხოვრობს ჩვენში. ის ცოდვაზე გამარჯვებული იყო, როდესაც დედამიწაზე დადიოდა და ის დღესაც გამარჯვებულად ცხოვრობს ჩვენში.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი
დიდი ქალაქის ქუჩის გასწვრივ ბორდიურზე ზის ღარიბი ქალი ძონძებში ჩაცმული. თმა აქვს გაწეწილი და ჭუჭყში აბურდული. მისი კანი ბინძური და გაჭვარტლულია. იგი უიმედოდ და სასოწარკვეთილი ზის. მოულოდნელად, დიდი მღელვარება ატყდა და მოსახვევიდან გამოჩნდა დიდებული უფლისწული თავის დიდებულებთან ერთად. უფლისწული ლამაზი, ძლიერი და კეთილია! როდესაც მისი ეტლი გადის იმ ადგილს, სადაც ბინძური ქალი ზის, უფლისწული მეეტლეს უბრძანებს: "გააჩერე"
როდესაც ეტლი გაჩერდა, უფლისწულმა თავის მსახურებს უთხრა: „ის ქალი, რომელიც ბორდიურზე ზის, ის ქალია, ვინც მინდა ცოლად მოვიყვანო!”
ახლა სცენა იცვლება. მოდით შევიხედოთ სასახლეში ქორწილის დღეს. რას ვხედავთ? ჭუჭყიანი ქალი კვლავ ძონძებში ჩაცმულია, აბურდული და ბინძური თმებით. მის გარშემო მოახლე ქალები არიან საქორწინო კაბით, საპონითა და სუნამოთი, მაგრამ პატარძალი არ არის დაინტერესებული, რომ თავად მოემზადოს ქორწილის დღისთვის. ერთ-ერთი ქალბატონი იკითხავს: „ჩემო ქალბატონო, არ გსურთ მოემზადოთ ქორწილისთვის?” პატარძალი პასუხობს: „ასე გამოვუყურებოდი, როდესაც მან დამინახა და ცოლად მოყვანა მოინდომა, ამიტომ ვფიქრობ, მნიშვნელობა არ აქვს ახლა როგორ გამოვიყურები.”
ჩვენ შოკირებული ვიქნებოდით ასეთი დამოკიდებულებით. ვინაიდან უფლისწულს უყვარს ის, მას არ სურს, რომ ის თავის ძველ მდგომარეობაში დარჩეს. იმის გამო, რომ უფლისწულს შეუყვარდა ის მაშინ, როდესაც ის არ იყო მიმზიდველი, ქალს უნდა სურდეს, რომ საუკეთესოდ გამოიყურებოდეს მისთვის.
ღმერთმა შეგვიყვარა, როდესაც ცოდვილები ვიყავით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ცოდვას არ აქვს მნიშვნელობა. რადგან მას ვუყვარვართ, მას სურს შეცვალოს ჩვენი მდგომარეობა. რადგან მას ვუყვარვართ, უნდა გვინდოდეს მივიღოთ ისეთი გარეგნობა და ხასიათი, რომელიც მას აამებს.
პრაქტიკული მითითებები გამარჯვებული ცხოვრებისათვის
მთელ მსოფლიოში ქრისტიანული ჭეშმარიტება ერევა ცრურწმენას. ზოგი ცოდვაზე გამარჯვებას განმეორებით ლოცვებით, ემოციური გამოცდილებით და ბოროტი სულების საყვედურით ასწავლის (რომლებიც ითვლება, რომ ხდება გარკვეული ცოდვების მიზეზი), თვითგვემა, გარკვეული თილისმების ტარება, სახლის გარშემო სულიერი სიმბოლოების განთავსება ან სხეულის სპეციალური ზეთით ცხება. ეს არის გამარჯვება „სულიერი მაგიის საშუალებით”!
ზოგი ცოდვაზე გამარჯვებასაც ძალიან მარტივად ასწავლის. ისინი ამბობენ, რომ ხსნის განცდა და სულიწმიდით ავსება გაანადგურებს ცოდვის ძალას. ისინი ხაზს ვერ უსვამენ სულიერი ზრდის, დისციპლინისა და მუდმივი სიფხიზლის საჭიროებას.
მათ, ვინც ვერ ახერხებს ქვეყნიერებასა და ცოდვაზე თანმიმდევრულ გამარჯვებას, გულწრფელად უნდა დაუსვან საკუთარ თავს შემდეგი კითხვები:
1. მე ხელახლა ნამდვილად დავიბადე? მოვკვდი ჩემი ძველი ცხოვრებისთვის; მოვინანიე და მივატოვე? მაქვს ახალი ცხოვრება ქრისტეში - ახალი დამოკიდებულება, ახალი სურვილები, ახალი წყურვილი ღვთის საქმეების მიმართ (2 კორინთელთა 5:17)? დამკვიდრდა ქრისტე ჩემს გულში სულიწმინდის მეშვეობით? ვცდილობ მხოლოდ ადამიანის ნების საშუალებით დავძლიო ცოდვა, თუ დამოკიდებული ვარ ღვთის ძალაზე, რომელიც ჩემში ცხოვრობს (გალატელები 2:20)?
2. ვიმარხავ გულში ღვთის სიტყვას? მეფსალმუნე ამოწმებდა: „გულში ჩავიმარხე შენი სიტყვები, რათა არ შეგცოდო” (ფსალმუნი 118:11). ჩვენ უნდა ვიკვებოთ ღვთის სიტყვით, რადგან ახალშობილი მშიერი ბავშვი დედის რძით იკვებება (I პეტრეს 2: 2).
3. ვთვლი თავს მართლაც მკვდრად ცოდვისთვის და ცოცხლად ღმერთისთვის? „თქვენც ასევე შერაცხეთ თქვენი თავი ცოდვისათვის მკვდრებად და ღვთისათვის ცოცხლებად ქრისტე იესოში “(რომაელთა 6:11). უარვყოფ თუ არა ცდუნებას დარწმუნებით, რომ მას ჩემზე ძალა არ აქვს?
4. ვარ ღმერთზე მინდობილი გასამარჯვებლად? მოციქულმა იოანემ თქვა, რომ ღვთის ოჯახში დაბადებული ადამიანი „ამარცხებს ქვეყნიერებას. და ეს არის ძლევა, და წუთისოფლის მძლეველი - ჩვენი რწმენა” (I იოანე 5: 4)). მოციქულმა პავლემ თქვა, რომ ის არასოდეს არაფერზე დადებს იმედს, გარდა იესოს ჯვრისა, რადგან ჯვრის გამო ხდება, რომ წუთისოფლის რაღაცეები კარგავენ ძალას, რომ მიზიდავდნენ და მაკონტროლებდნენ (გალატელები 6:14). ჩვენთვის შეუძლებელი იქნება გამარჯვებით თანმიმდევრული ცხოვრება, თუ დავივიწყებთ ყველა სიმართლის წყაროს - იესოს.
5. ყოველდღე ვიმოსები უფალ იესოს რწმენით და უგულებელვყოფ ცოდვას? იმის მიუხედავად, თუ სად ვართ ჩვენ ქრისტიანულ გზაზე, გამარჯვება არასოდეს არის ავტომატური. მე შეგნებულად უნდა მივიღო იესოს დამოკიდებულება ცოდვისადმი და მივყვე მის მაგალითს. (რომაელები 13:14, ეფესელთა 4:24)
6. ვიმოსები, თუ არა ღვთის სულიერი საჭურველით? ცხოვრების ბრძოლის ველზე ბევრი მორწმუნე დაჭრილია სატანის ცეცხლოვანი ისრით, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი უყურადღებოდ იქცევიან თავიანთი სულიერი დაცვის მიმართ (ეფესოელები 6:11).
7. ვვარჯიშობ თვითდისციპლინაში? რაც არ უნდა ზრდასრულები ვიყოთ ჩვენს რწმენაში, ყოველთვის იქნება თვითდისციპლინის საჭიროება. ვავარჯიშებ ჩემს სხეულს და ვაყენებ მას დისციპლინის ქვეშ? ბუნებრივი, ღმერთისგან მოცემული მადა (მაგალითად, ჭამის, ძილისა და სექსის სურვილი) უნდა კონტროლდებოდეს, რათა ისინი ჩემი ახლად დაბადებული სულის მიზნებს მოემსახურონ. მას შემდეგ, რაც ჩემი სხეული ცოდვამ გარყვნა, მისი სურვილები დაუბალანსებელია. დაუშვებელია ხორცის მმართველობა; ის უნდა ემსახურებოდეს სულს. პავლემ თქვა, ვთრგუნავ და ვიმონებ ჩემს სხეულს, რათა სხვებს რომ ვუქადაგებ, თვითონ უღირსი არ აღმოვჩნდე (1 კორინთელთა 9: 25-27). ეს დისციპლინა აუცილებელია თითოეული ქრისტიანისთვის.
8. ვცხოვრობ მორჩილებაში? „იარეთ სინათლეში “- ეს არის იოანე მოციქულის შეგონება (1 იოანე 1: 7). რადგან უამრავი ხაფანგი, დაბრკოლება ქვები და საშიში ადგილებია სამოთხისკენ მიმავალ გზაზე, ჩვენ ყოველთვის უნდა ვიაროთ ღვთის სიტყვის სინათლეზე (ფსალმუნი 118: 105)) და სულიწმიდის თანდასწრებაში (იოანე 14:26). მორჩილება გვპირდება იმას, რომ იესოს სისხლი დაგვიცავს სიწმიდეში. სიბნელეში სიარული იწვევს დაბრკოლებას, დაცემას და საბოლოოდ სიკვდილს მათთვის, ვინც მობრუნებაზე უარს ამბობს.
► კლასმა ორჯერ მაინც უნდა წაიკითხოს „მრწამსის აღიარება.”
მრწამსის აღიარება
თითოეული მორწმუნის პრივილეგია და მოვალეობაა იცხოვროს ცოდვაზე გამარჯვებულმა. მორწმუნეს აქვს სიცოცხლე ქრისტესთან ურთიერთობებიდან გამომდინარე. მორწმუნე, რომელიც უარყოფს ღვთის ნებას და უბრუნდება ცოდვას, არღვევს ღმერთთან გადამრჩენ ურთიერთობას. ღმერთი გვაძლიერებს მადლს, ამიტომ მორწმუნეს შეუძლია გადალახოს ყველა ცდუნება.
გაკვეთილი 9 დავალებები
(1) წმიდა წერილის შესასწავლი ადგილების დავალება: თითოეულ სტუდენტს უნდა დაევალოს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ–ერთი ადგილი. შემდეგი გაკვეთილის წინ მან კლასში უნდა წაიკითხოს ეს ადგილი და დაწეროს აბზაცი იმის შესახებ, თუ რას ამბობს ის, ამ გაკვეთილში მთავარი განხილვის საგანთან დაკავშირებით.
2 პეტრეს 1:1-11
ებრაელთა 10:23-39
გამოცხადების 3:14-22
იაკობის 1:21-27
მათეს 13:18-23
(2) ტესტი: შემდეგ მეცადინეობას დაიწყებთ მე-9 გაკვეთილის ტესტით. მოსამზადებლად კარგად შეისწავლეთ ტესტის საკითხები.
(3) სწავლების დავალება: არ დაგავიწყდეთ, რომ დაგეგმოთ და აცნობოთ თქვენი კლასის გარეთ ჩატარებული გაკვეთილების დრო.
9 გაკვეთილის ტესტი \
(1) რა არის 1 იოანეს მთავარი თემა?
(2) მორწმუნის რომელ მახასიათებელს უსვამს ხაზს ყველაზე მეტად 1 იოანე?
SGC exists to equip rising Christian leaders around the world by providing free, high-quality theological resources. We gladly grant permission for you to print and distribute our courses under these simple guidelines:
No Changes – Course content must not be altered in any way.
No Profit Sales – Printed copies may not be sold for profit.
Free Use for Ministry – Churches, schools, and other training ministries may freely print and distribute copies—even if they charge tuition.
No Unauthorized Translations – Please contact us before translating any course into another language.
All materials remain the copyrighted property of Shepherds Global Classroom. We simply ask that you honor the integrity of the content and mission.