გაკვეთილის მიზნები
ამ გაკვეთილის ბოლოს, სტუდენტმა უნდა:
(1) შეძლოს სამუელის, მეფეების და ნეშტთა ძირითადი თემების გამოკვეთა.
(2) იცოდეს ყველაზე მნიშვნელოვანი მეფეები ისრაელის ისტორიაში.
(3) ცნობდეს სინოპსურ კავშირს მეფეებისა და ნეშტთა წიგნებს შორის.
(4) ესმოდეს მეორე რჯულის თეოლოგიის აღსრულება ისრაელის ისტორიაში.
(5) აფასებდეს ნეშტთა წიგნში აღმოჩენილი იმედის მომცემ შეტყობინებას.
(6) დაუკავშიროს სამუელის, მეფეთა და ნეშტთა წიგნების სათქმელი, ანუ შეტყობინება დღევანდელი ქვეყნიერების საჭიროებებზე.
ის, თუ როგორ ასახავს 3 და 4 მეფეთა (1 და 2 მეფეთა) წიგნები ისრაელის მმართველებს, მსგავსიცაა და განსხვავებულიც ჩვეულებრივი ისტორიის წიგნებისგან. სხვა ისტორიული წყაროების მსგავსად, მე-3 და 4 მეფეთა (1 და 2 მეფეთა) წიგნებში წარმოდგენილია ძირითადი ბიოგრაფიული ცნობები: მეფის ტახტზე ასვლის ასაკი, ოჯახური წარმომავლობა, მისი მმართველობის ხანგრძლივობა, დაკრძალვის ადგილი, მემკვიდრე და მეფის შესახებ ინფორმაციის წყარო.