Ბიბლიური ევანგელიზმი და Მოწაფეობა
შესავალი
► სტუდენტმა ჯგუფს უნდა წაუკითხოს მათეს 28:18-20.
ზოგიერთმა ჩათვალა, რომ ეს დავალება მხოლოდ მოციქულებისთვის იყო განკუთვნილი.
► ეს დავალება მხოლოდ მათთვის იყო, ვინც იმ დღეს მოისმინა? განმარტეთ თქვენი პასუხი.
უილიამ კერი ცხოვრობდა 1761-1834 წლებში. ის წარმოშობით ინგლისიდან იყო. ის იყო ფეხსაცმლის მწარმოებელი, რომელსაც ჰქონდა სახარების გავრცელების დიდი სურვილი. მისი ეკლესია დიდად არ იყო დაინტერესებული უცხოეთში მისიონერული მუშაობით. მათ მიაჩნდათ, რომ ღმერთს უკვე გადაწყვიტილი აქვს, ვის იხსნის და რომ ის არ საჭიროებს ადამიანის დახმარებას.
პასტორების კონფერენციაზე კერიმ შესთავაზა განსახილველი თემა: მან ჰკითხა, არის თუ არა დიდი დავალება ეკლესიის ამოცანა, რადგან იესოს მიერ დიდ დავალებასთან ერთად მიცემული დაპირება არის ის, რომ ის მათთან იქნება წუთისოფლის აღსასრულამდე. კონფერენციის წამყვანმა უპასუხა: „დაჯექით ახალგაზრდავ. თქვენ ხართ ენთუზიასტი [ფანატიკოსი]. როდესაც ღმერთს სურს წარმართების მოქცევა, ის გააკეთებს ამას თქვენი და ჩემი დახმარების გარეშეც.”
ჩვენ ვიცით, რომ დავალება მოცემულია ეკლესიისადმი, წუთისოფლის აღსასრულამდე. იესო დაგვპირდა, რომ იქნებოდა სახარების გამავრცელებლებთან წუთისოფლის აღსასრულამდე, რაც იმას ცხადყოფს, რომ პასუხისმგებლობა ეკისრება ეკლესიას, ყველა თაობის განმავლობაში. მოციქულებმა ვერ შეძლეს ამ დავალების შესრულება სიცოცხლის განმავლობაში, მაგრამ იესომ თქვა, რომ სახარება ყველა ერს ექადაგებოდა (მათეს 24:14).
ამრიგად, მახარებლობაზე პასუხისმგებლობა ეკლესიის თითოეულ თაობაზე მემკვიდრეობით გადადის.
► კიდევ ერთხელ გადახედეთ მათეს 28:18-20-ის დეტალებს. კონკრეტულად რა არის დავალებული?
იესოს კონკრეტული დავალება იყო, რომ ეკლესია ყველგან წასულიყო და მოწაფეები მოემზადებინა მისთვის.
დავალება მოიცავს კეთილი უწყების მიტანას, მახარებლობას, რადგან ადამიანი ვერ გახდება მოწაფე, ვიდრე არ მოექცევა.
ეს დავალება ნიშნავს, რომ ეკლესიამ თავის პრიორიტეტად უნდა აქციოს მახარებლობა და მოწაფეობა და ახორციელებდეს ამას გულმოდგინედ; წინააღმდეგ შემთხვევაში, ის იმას არ ასრულებს, რისთვისაც არსებობს.
[1]ფრაზა „ყველა ხალხი“ (ყოველი ერი ნიშნავს ყველა ეთნიკურ ჯგუფს) გვიჩვენებს, რომ დავალებულია უცხოური მისიების მუშაობა, რადგან ეთნიკურ ჯგუფებს არ აქვთ სახარება, სანამ მას მათ არ მიუტანენ. არ უნდა გამოირიცხოს ადამიანების არც ერთი კატეგორია.
დავალება არ არის მხოლოდ სახარების ქადაგება. სწავლების პროცესია აუცილებელი, რადგან ჩვენ უნდა ვასწავლოთ ახალმოქცეულებს ყოველივეს დაცვა, რაც იესომ გვამცნო.
მასწავლებელს უნდა ჰქონდეს სრული პირადი ვალდებულება დაემორჩილოს ქრისტეს მცნებებს, რადგან ის უნდა იყოს კარგი მაგალითი, რათა ახალმოქცეულებს აჩვენოს, როგორ იცხოვრონ ქრისტეს მორჩილებაში.
ასევე ახალმოქცეულიც თანახმა უნდა იყოს, დაემორჩილოს ქრისტეს, რადგან ქრისტეს მცნებების სწავლა საკმარისი არ არის ნასწავლის შესრულების გარეშე. თუ ის არ ემორჩილება იმას, რაც ისწავლა, ის ეწინააღმდეგება მოწაფეობრივ შრომას. მოწაფეობის პროცესი არაა მხოლოდ საგანმანათლებლო, არამედ ხასიათის ფორმირებაცაა.
„მე უფრო მეტად ვარ დარწმუნებული, ვიდრე ოდესმე, რომ თუ ჩვენ მივიღებთ ჩვენი მოძღვრის მითითებებს და გარანტიებს, რომლებიც მან მისცა თავის პირველ მოწაფეებს, როგორც ჩვენს გზამკვლევს, ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ ისინი ისევე აქტუალურია ჩვენს დროში, როგორც მაშინ, როდესაც ისინი თავდაპირველად იყო მიცემული.”
- ჰადსონ ტეილორი,
„მოწოდება მსახურებისთვის”
Please select a section from the sidebar.